მე-7 ფოტოკონკურსი

15 წამით დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას * * * * * * ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დაგვირეკეთ 8-99-57-66-22 * * * 95-78-10 * აკრძალულია რომელიმე ფოტოს ან ტექსტის შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!!

ვინ იყო 2009 წლის ყველაზე პოპულარული მომღერალი საქართველოში?
ანრი ჯოხაძე
ნინო ჩხეიძე
გია სურამელაშვილი
მამუკა ონაშვილი
სტეფანე და 3 გოგო
მანჩო
ნიაზ დიასამიძე
ზურა დოუჯაშვილი
თამრიკო მეჭიაური
ლექს-სენი
თამთა გოგუაძე
ეკა კვალიაშვილი
ბესო კალანდაძე
სხვა
  
Free polls from Pollhost.com
მომწონს ქართული
ძველი სიმღერები
თანამედროვე ესტრადა
ხალხური შემოქმედება
ჯაზი
რეპი
პაპსა
კლასიკა
სხვა
  
Free polls from Pollhost.com
თვლით თუ არა საკურორტო რომანებს ღალატად?
რათქმაუნდა
არანაირად
გააჩნია შედეგებს
მთავარია იქვე დარჩეს
  
Free polls from Pollhost.com
mega
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
LIVE interviuebi
SPEC reportajebi
zveli NEWS
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
qartuli simgerebi
videorgolebi
datove chanaceri
kontaqti
videorolikebi
gia boqlomi
stars
7 ნოემბრის დემონსტრანტთა დარბევის კადრები
omi
xazi

შედი და წაიკითხე

მერაბ სეფაშვილი - 9 თებერვალი - 17:00 საათი, სტუმარი რადიო "საქართველოს ხმაზე" გადაცემაში "პირისპირ", დარეკეთ პირდაპირ ეთერში 20-10-79 * * * * ჯერ-ჯერობით კომპანია "ბილაინიდან" მესიჯის გამოგზავნა და ზარის გამოშვება შეზღუდულია, სერვისი "ბილაინიდან" ჩაირთვება ერთ კვირაში * * * * *

07.02.2010. მანჩოს და ნინის ახალი დუეტი

მანჩო

ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა მომღერალმა თბილისში, მანჩომ რომელიც საკუთარი “მ-სტუდიოს” მფლობელიცაა, მორიგი დუეტი ჩაწერა პატარა მომღერალთან ერთად - 7 წლის ნინი დუმბაძე საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-10 ცერემონიალზე “მომავლის იმედის” ნომინაციაში დაჯილდოვდა და შესანიშნავი ვოკალური მონაცემების მომღერალია. მანჩოს და ნინის დუეტი კი, იმ იშვიათ სიმღერათაგანია, როცა სიმღერა ერთნაირად უხდება ორივეს უფროსაც და უმცროსსაც :) “ეს ზღაპარი ასრულდება” - მუსიკის და ტექსტის ავტორი კაკი ბოლქვაძეა, რომელზეც კლიპის გადაღებაცაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ეს მანჩოს მეორე დუეტია პატარა მომღერლებთან (პირველი მას რუსა ზაზაშვილთან ერთად აქვს ჩაწერილი). პატარა ნინი დუმბაძე 1 თებერვალს “მის-ვარკვლავები 6”-ს, ფოტოგენურობის კონკურსის საუკეთესო ათეულის წევრიც გახდა და წარმატებით აგრძელებს მუსიკალურ კარიერას.

5.02.2010. “სტეფანე და სამი გოგოს” - მაღალბიუჯეტიანი კლიპი “მტვ”-სთვის?

სტეფანე და სამი გოგო

რამდენიმე დღის უკან ერთ-ერთმა ქართულმა არამუსიკალურმა (!) არხმა ახალი კლიპის პრეზენტაცია გააკეთა ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში, კლიპის რომელიც “სტეფანე და სამი გოგოს” ახალ ინგლისურენოვან (!) სიმღერაზეა გადაღებული და რომელსაც ხარისხზე ეტყობა, რომ აშკარად დიდი ფულია გადახდილი. კლიპის პროდუსერობა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს ყოფილ დირექტორს კობა დავარაშვილს ეკუთვნის და ფაქტია, რომ ევროპული ბაზარისთვისაა გათვლილი და როგორც აღნიშნეს - ის შესაძლოა (!) მუსიკალურ ტელეკომპანია “მტვ”-ზეც დატრიალდეს. სიმართლე გითხრათ კლიპის ხარისხი და რეჟისურა გაცილებით მაღალი დონისაა ვიდრე თვითონ სიმღერა, რომელსაც არანაირი დატვირთვა არ აქვს, იმ მხრივ რომ არც “დენსია” და არც “დისკო”, ანუ ჟანრი რომელიც “მტვ”-სთვისაა მისაღები, ძალიან-ძალიან უხეში შედარება, რომ გავაკეთოთ მუსიკალურ ასპექტში - ამ სიმღერას ისე არ გაუშვებენ “მტვ”-ზე, როგორც ჯემალ სეფიაშვილის “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”-ს, ერთადერთი რამაც შეიძლება “იმუშაოს” ეს მხოლოდ ისაა, რომ ვიღაცეებს შეახსენონ (!), რომ ეს სწორედ ის “სტეფანე და სამი გოგოა” რომლებმაც სახელწიფოს არაპირდაპირი დაკვეთით (!) 2009 წლის “ევროვიზიაზე” მოხვედრამდე (რომელიც რუსეთში ჩატარდა), პუტინი (რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრია) გააშარჟეს.

ნუგზარ კვაშალი - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერში

ნუგზარ კვაშალი

რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 2 თებერვალს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლის - "ივერიის" წევრი, პოპულარული ქართველი მომღერალი ნუგზარ კვაშალი იყო. თუ გაინტერესებთ რა მისიით იმყოფებოდა ის რამდენიმე დღის უკან მოსკოვში, რას ფიქრობს იმ ქართველებზე რომლებიც ძველი "ივერიელები" არიან და რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ, როგორ იხსენებს "ივერიის" საინტერესო ცხოვრებას, რაზე წყდება გული, რა ახარებს და რისი იმედი აქვს - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს

"მის-ვარსკვლავები" ფოტოგენურობის მე-6 კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი

19.01.2010. აჩი ფურცელაძე - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერში

აჩი ფურცელაძე

19. რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 26 იანვარს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - თბილისიდან მოსკოვში გადახვეწილი ქართველი მომღერალი, რადიო-წამყვანი, "წლის საუკეთესო საკონცერტო წამყვანის" "მეგას" მრავალგზის მფლობელი აჩი ფურცელაძე იყო - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს და გაიგეთ ვისზეა გადნაწყენებული პოპულარული ქართველი, რატომ ჰგონია, რომ საქართველოში ის უკვე უცხოა, რას თვლის ის ძველი მეგობრების შეცდომად და საერთოდ, რატომ გონია, რომ - საქართველო მისთვის უკვე უცხო ქვეყანაა.

25.01.2010. თემურ თათარაშვილი გაოგნებულია

თემურ თათარაშვილი

მას შემდეგ რაც მომღერალმა რუსთში გადაბარგების შემდეგ, იქაური მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი აიღო და ფაქტიურად ფორმალურადაც რუსეთის მოქალაქე გახდა, საქართველოში კვლავ ჩაირთო მის წინააღმდეგ ანტიკამპანიის ჟურნალისტური მანქანა, და გამოინახა ქართული ესტრადის “ვარსკვლავებიც” კი რომლებმაც თათარაშვილს საქართველოს მოღალატეობაში დასდეს ბრალი, - მაგალითად ნინა წკრიალაშვილი (კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი) და გიო ხუციშვილი (ღვინის კომპანია “თელიანი ველის” მეწილე). აღშფოთებულნი არიან თათარაშვილის ამ “მოღალატეობრივი” ნაბიჯით. სხავთაშორის “ახლა გაახსენდათ” მომღერლის წამლის ბარიგობის ამბავიც, რაზეც თემური გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბარში პასუხობს, რომ - მათაც კარგად იციან, რომ მე “ბარიგა” (გამსაღებელი) არ ვყოფილვარ! მომღერალს იმედი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეობას აღიდგენს (რომელიც ავტომატურად გაუუქმდა რუსეთის მოქალაქეობის მიღებით) პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დახმარებით, თუმცა ბოლო დროს მის იმედებს ბზარიც შეეპარა. გაუგებარია, კონკრეტულად ამ მომღერლის მიმართ, საქართველოში აგორებული სკანდალები შოუ-ბიზნესის შიდა დინებების რომელი მხრიდან მოდის , რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ რუსეთის მოქალაქეები არიან სოსო პავლიაშვილი, თამრიკო გვერდწითელი და სხვა დიდი ქართველი ხელოვანები! რომელიმე მათგანს შეიძლება დავაბრალოთ საქართველოს მოღალატეობა იმის გამო, რომ მათ შემოქმედებას რუსეთის ტერიტორიაზე მისცეს გასაქანი?! თემურ თათარაშვილი საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნებას არ აპირებს.

24.01.2010. ლექს-სენმა უკრაინელი გოგონა ცოლად შეირთო

ლექს-სენ

თითქმის ყველა ჟურნალისტი ქართველ 28 წლის რეპერს ინტერვიუების დროს ყოველთვის ეკითხებოდა - ლექსო, რატომ არ ქორწინდები, ლექსო ცოლი როდის უნდა მოიყვანო, (გეგონება 28 წლის ასაკი იმდენად დიდია, რომ დააგვიანა ამ ნაბიჯის გადადგმა) - და ისიც მონდომებით პასუხობდა – ჯერ არავინ შემყვარებია და რანაირად მოვიყვანო ვინმეო? თუმცა აღმოჩნდა, რომ პარალელურ რეჟიმში ლექსო უკრაინაში ხშირ ვიზიტებს არა მხოლოდ საქმიანად აწარმოებდა არამედ, პირადულის აწყობაზეც ფიქრობდა, სწორედ წლების წინ გაიცნო მან კიევში თავისი მომავალი მეუღლე, დღეს უკვე 23 წლის ტატიანა, დანილო გალიცკოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. რეპერი მაინცდამაინც არ ცდილობს, რომ თავისი გაბედნიერების ამბავი პრესისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს და ხმამაღლა არ საუბრობს ამ თემაზე, უბრალოდ ადასტურებს, რომ - ცნობა მისი დაოჯახების შესახებ სინამდვილეს შეეფერება! “ვარსკვლავები” ულოცავს ლექსოს ოჯახის შექმნას და ბედნიერებას უსურვებს წყვილს.

22.01.2010. სოფო ნიჟარაძე “ევროვიზია 2010-ზე” უკონკურენტოა?

სოფო ნიჟარაძე

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის (ტელეკომპანია “პირველი არხი) შემოქმედებითმა სამჭომ ხალხს “ევროვიზიის” მუსიკალურ კონკურსზე წარსადგენად მომხიბვლელი ქართველი მომღერალი, ცოტა ხნის წინათ რუსეთიდან (!) საქართველოში დაბრუნებული - სოფო ნიჟარაძე წარუდგინა. ამ გოგონას გარშემო ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა, მას პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის საცოლედაც მოიაზრებდნენ, რაზეც თავად პრემიერი ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილა. მას შემდეგ რაც გილაურმა 30 დეკემბერს მართლაც მოიყვანა ცოლი (მხოლოდ არა სოფო ნიჟარაძე) ამ თემაზე საუბარი შეწყდა, თავად მომღერალმა კი პრესაში მიულოცა კიდეც გილაურს გაბედნიერება - ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და იმედია ჩვენზე უკვე აღარ იჭორავებენო! თუმცა ჭორიკნების ენას ძვალი არ აქვს და პრეზიდენტის მხარდაჭერით აღჭურვასაც აბრალებენ ამ ლამაზ ქალბატონს და სწორედ ამის მიზეზია მომღერალი, რომ საქართველოში შესარჩევი კონკურსის გარეშე გაუშვეს “ევროვიზიაზე”. სოფო ნიჟარაძეშეგახსენებთ, რომ სოფო ხალვაში, დიანა ღურწკაია და “სტეფანე და სამი გოგოც” პრეზიდენტის მხარდაჭერით სარგებლობდნენ თავის დროზე. აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ ოფიციალურად გამოცხადებულია კონკურსი სოფო ნიჟარაძისთვის საკონკურსო სიმღერის შესარჩევად, რომელიც არ უნდა იყოს აქამდე გაჟღერებული, უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და უნდა იყოს “ევროვიზიის” ფორმატის მუსიკა. იმედია წელს “ევროვიზიაზე” ქართველი სოფო ნიჟარაძე თავისი სილამაზითაც და მუსიკალური ნიჭითაც მოხიბლავს ევროპის ქვეყნის მსმენელს, რომლებმაც აქტიურად უნად დაუმესიჯონ საქართველოს წარგზავნილს.

19.01.2010. "რონდო" - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერში

რონდო

რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 19 იანვარს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის, "მეგას" მრავალგზის ნომინანტის ჯგუფ "რონდოს" სახელით, მისი წევრი ნათია ჟორჟოლიანი იყო - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს, საიდანაც შეიტყობთ რას საქმიანობს ამჯმად ჯგუფი, მართლა ემზადება თუ არა საზღვარგარეთ წასვლას, უშლის თუ არა ხელს ჯგუფის არსებობას გოგონათა დაოჯახება და სხვა მრავალი ახალი ამბავი ჯგუფ "რონდოს" შესახებ.

15.01.2010. კიდევ ერთი კარაოკე-ფართი “ბითზლ-კლუბში”

ბითზლ-კლუბი

ამ დღეებში კიდევ ერთი კარაოკე-ფართი მოეწყო თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ “ბითზლ-კლუბში”, სადაც კვლავაც ჟურნალისტების ერთმანეთთან გაჯიბრება სცადეს და ამჯერადაც უამრავი პრიზის, საჩუქრის და ჯილდოს მოპოვებაც შეიძლებოდა. პარალელურად კლუბში მუსიკალური შოუს “ვარსკვლავების აკადემიის” მონაწილე მეგი გოგოტიძის საღამოც გაიმართა, ეს უკანასკნელი “ბითზლ-კლუბის” ბენდთან ერთად ცოცხლად მღეროდა. საღამოს ჟურნალისტებთან ერთად ბევრი პოპულარული სახე ესწრებოდა - მომღერლები, პოეტები და სპონსორი კომპანიების ხელმძღვანელები. საღამო რადიო “არ დაიდარდოს” დი ჯეი ბეგის მიყავდა, იყო ჟიურიც, რომლის სამკაციან შემადგენლობას - ვინი (ზაალ წულუკიძე, ტელეკომპანია “იმედი”), გვანცა კილასონია (რადიო “ფორტუნას” მუსიკალური ხელმძღვანელი) და ლიზა ვადაჭკორია (“მიუზიკ ბოქსის” მუსიკალური რედაქტორი) არ გასჭირვებია “მომღერალი ჟურნალისტების” შეფასება, თავის მხრივ არც ამ უკანასკნელთ შეურცხვენიათ თავი და შეძლებისდაგვარად “მღეროდნენ”, თუმცა რათქმაუნდა პროფესიონალი მომღერლის - მეგი გოგიტიძის ფონზე, მაინც სასიამოვნოდ სასაცილოები იყვნენ :) კარაოკე-ფართი გვიანობამდე გაგრძელდა და მომავალში შეხვედრის იმედით ორგანიზატორები მასპინძლებს დაემშვიდობნენ.

13.01.2010. კარაოკე კაფე-ბარ "8 1/2"-ში

კარაოკე

თბილისი, რომ განებივრებული არაა კულტურული ღონისძიებებით ამას ჩვეულებრივი მოკვადევების გარდა, ის ჟურნალისტებიც განიცდიან რომლებიც ამ თემაზე წერენ და ამზადებენ სიუჟეტებს. ამიტომ, ორიოდ დღის უკან ერეკელეს ქუჩაზე, პატარა კაფე-ბარ “8 1/2”-ში მოწყობილ კარაოკეზე სტუმრების ნაკლებობა არ იგრძნობოდა, თანაც ერთმანეთს სცენაზე ახალგაზრდა მომღერლები და ჟურნალსიტები წყვილებად ეჯიბრებოდნენ. საღამოს ორგანიზატორი და წამყვანი ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” ყოფილი წამყვანი თამუნა მუსერიძე იყო, მუშაობდა ჟიურიც, რომლის თავმჯდომარეობაც, დღეს საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ შეითავსა. ჟურნალისტებთან ერთად სცენაზე კარაოკეს კონკურსში ახალგაზრდა მომღერლები ბექა ბროლაძე, თამთა ასათიანი, ქეთი ორჯონიკიძე და სხვები მონაწილეობდნენ, გათამაშდა წამახალისებელი პრიზებიც, დარიგდა საჩუქრებიც და უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტებს არც თუ ძალიან გასჭირვებიათ მინუს ფონოგრამაზე ხმის ხარისხიანად აყოლება :) ორგანიზატორები გვიპრდებიან, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები პერიოდულ ხასაითს მიიღებს.

12.01.2010. ზურა დოიჯაშვილი - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერში

ზურა დოიჯაშვილი

რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 12 იანვარს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - საქართველოს ყველა დროის და თაობის საყვარელი მომღერალი, ქართველი ვარსკვლავი ზურა დოიჯაშვილი იყო. პრობლემები რომელზეც მომღერალს აქამდე არ უსაუბრია, მოსწონთ თუ არა რუსებს მისი ნამღერი პუტინის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს, ომის პერიოდში ჩაიწერა, რას აკეთებს ახლა, რა გეგმები აქვს და რატომ აღარ ეძახიან მასობრივ კონცერტებზე საქართველოს ესტრადის ვარსკვლავს ზურა დოიჯაშვილს. დააკლილეთ ამ ნაწერზე, შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ ინტერვიუს ზურა დოიჯაშვილთან

10.01.2010. თემურ თათარაშვილი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს

თემურ თათარაშვილი

პრესაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ მომღერალი თემურ თათარაშვილი, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში მღერის, - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნილია. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ ის 2 წლის უკან ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით დააპატიმრა და ციხეში 12 წლიანი სასჯელით ჩასვა. თუმცა, წელიწადის გასვლის მერე, მომღერალი ყველასთვის მოულოდნელად გაანთავისუფლეს. ძალიან მალევე, ის, ქართველი ნაცნობების მეშვეობით, რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და როგორც ავღნიშნეთ, ამჟამად რესტორანში მღერის. იგი რუსეთის მოქალაქეობასაც ელოდება და პასპორტის აღების შემდეგ, ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილით საქართველოს პრეზიდენტსაც უნდა მიმართოს. თემურ თათარაშვილი აცხადებს, რომ ვიღაცეები (!) მას საქართველოში დაბრუნებას არ ურჩევენ, რადგან აეროპორტშივე დააპატიმრებენ. მომღერალს უკვირს და პირდაპირი გაგებით ეშინია კიდეც სამშობლოში დაბრუნება, რადგან ვერ გაუგია რატომ ემუქრებიან და რას ერჩიან, - იმისთვის რაც ჩავიდინე დავისაჯე კიდეც, ახლა ამ სენისგან სრულიად თავისუფალი ვარ და მუშაობა და ჩემი საქმის კეთება მინდა.

09.01.2010. ქართული ხელოვნების დახმარების კიდევ ერთი მცდელობა

არც ფეისი

რამდენიმე დღის უკან რუსთაველის თეატრის ფოიეში ახალი საპროდიუსერო კომპანიის “არტ ფეისის” პრეზენტაცია შედგა, რომელიც გარდა იმისა რომ ქართული კულტურის ხელშეწყობას, აღმავლობას და დახმარებას შეეცდება, აამუშავებს სარეკლამო სააგენტოს, ტურისტულ ბიუროს, ლიტერატურულ თეატრს, სამოდელო სტუდიას, ფოტო-სტუდიას და ჟურნალ “არტ ფეისს”,, რომლის პირველი ნომერიც დამსწრე საზოგადოებას იქვე დაურიგდა უფასოდ (რედაქტორი – გია ჯაჯანიძე), მეტიც - საღამოს ერთ-ერთი წამყვანის სამოდელო სააგენტო “არტ-ფეისის” მოდელის მირანდა ნადიბაიძის სურვილით, ჟურნალის პირველი ნომრის, პირველი ეგზემპლარი, მისთვის მოსაწონ მამაკაცს (!) საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს გადაეცა, უფრო სწორად გადაეცემა, რადგან პრეზენტაციაზე ბ-ნი მიხეილი არ ეწრებოდა, თუმცა მოდელმა სტუმრები დააიმედა, რომ რეზიდენციაში პირადად გადასცემდა ჟურნალს ბატონ პრეზიდენტს. კომპანია 37 წლის წარმატებული ბიზნესმენის და სპორტსმენის - ზვიად აბესაძის დაარსებულია ტორტიდა როგორც უკვე ავღნიშნეთ დიდი გეგმებითაც შემოვიდა ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით და ალბათ სწორედ ეს ადამიანი იქნება იმის ფინანსური გარანტი, რომ “არტ ფეისი” სხვა უცებ შექმნილ და უცებვე დახურულ მსგავს კომპანიებს არ დაემსგავსება, რადგან - ფული ერთადერთია რის დეფიციტსაც განიცდის ქართული ხელოვნება (თუ არ ჩავთვლით პროფესიონალურ კადრებს, ვინც ეს საქმე უნდა აკეთოს). საღამოს წამყვანობა თავის თავზე აიღო რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ (გამოუვიდა კიდეც), მოეწყო დეფილე, ტრადიციულად გაიჭრა დიდი ტორტი და რაც ყველაზე საინტერესოა სტუმრებს “არტ ფეისი” “არტ ვახშამით” – ჩინური კერძებით გაუმასპინძლდა :) “ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ახლად-დაარსებულ კომპანიას და უსურვებს რეალური ნაბიჯების გადადგმას ქართული ხელოვნების განვითარებაში დახმარებისთვის.

08.01.2010. შორენა ბეგაშვილის იმედიანი “სექს-გაკვეთილები” ტელე-კომპანია “იმედზე”

შორენა ბეგაშვილი

ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ სახელის და გვარის ქალბატონს, შეგახსენებთ რომ ეს სწორედ ის ახალგაზრდა ლამაზმანია, რომელმაც “თეატრალური სარდაფის” მსახიობობით გაითქვა სახელი, მერე იყო მისი პირველი სახალხო გაშიშვლება ქართული “პლეიბოის” ფურცლებზე და ამის შემდეგ დაიქოქა და დაიქოქა . . . ჩამოყალიბდა უკომპლექსო, სექსუალური, რევოლუციონერი ქალის იმიჯი რომელიც თავისუფლად იხდის, რათქმაუნდა – პროფესიული ინტერესების გამო, შესაბამისად მას უკვე რამდენიმე როლი აქვს ფილმებშიც. რუსთაველმა ბეგაშვილმა პირველი ქართული “ეროტიკ-შოუ” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განახორციელა და გადაცემა “ღამე შორენასთან ერთად” პოპულარული და რეიტინგული უკვე გახადა, რათქმაუნდა ამაში პროდუსერების დიდი დამსახურებაცაა, რომლებმაც შორენას ეკრანზე გახადეს და ისე აალაპარაკეს სექსზე! მაყურებელი ლამაზი ქალისგან შესაბამისად უტვინო საუბარს ელოდა და თანაც სექსზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ კარგად დაზეპირებული ტექსტები, ეროტიული მიხვრა-მოხვრა შორენა ბეგაშვილიდა მრავალი დუბლი, საკმარისია გადაცემის პოულარობისთვის. შორენაზე დღეს ძალიან ბევრს ჭორაობენ, ათას რამეს უგონებენ, გულს ტკენენ, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს სწორედ ის შორენაა, რომელმაც ქართველი მეფის იმ დონემდე დაჩლუნგება შეძლო, რომ მას პატრიარქის კურთხევით შექმნილი ოჯახიც კი დაანგრევინა, თუმცა როგორც ბეგაშვილის (და არა კოლონკელიძის) ქალმა აღიარა – მეფე მას ცემდა კიდეც, ერთად ყოფნის და საყვარლობის პერიოდში. “იმედზე” კი, მომხიბვლელი შორენა ბეგაშვილი კვლავ ლამაზად აგრძელებს სექსის გაკვეთილებს, რათქმაუნდა ე.წ. მართმადიდებელ მშობელთა კავშირს და მღვდელ ბასილ მკალავლიშვილს ალბათ ჯერ არ უნახავთ მისი გადაცემა, თორემ უეჭველი მიუვარდებოდნენ ჩაწერაზე ან დაარბევდნენ სტუდიას და შორენასაც ზედ მიაყოლებდნენ :), მაგრამ ალბათ მათაც მოსწონთ შორენა. . . ის, ხომ სექსის პირველი ოფიციალური მასწავლებელია საქართველოში :)

06.01.2010. გია სურამელაშვილი “ცისფერობას” უარყოფს

გია სურამელაშვილი

პოპულარული ქართველი მომღერალი შეიძლება ითქვას, რომ დღეს კვლავ დიდების ზენიტშია, ისე როგორც 15-16 წლის წინ. სწორედ ის იყო პირველი ქართველი ვარსკვლავი ქართულ შოუ-ბზინესში და ალბათ სწორედ ის არის ერთ-ერთი პირველი საიდანაც იწყება ათვლა ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესისა. - ის თვეში ოთხჯერ ავსებდა ფილარმონიის დარბაზს, მას ემსახურებოდა პირადი მძღოლი, პირველი პირადი მცველი, პირველი პირადი კონფერანსია, ის ყიდდა ყველა ბილეთს თავის კონცერტებზე და ფულს პარკებში ისე ტენიდა, რომ არც კი ითვლიდა სალაროდან გამოტანის შემდეგ, ის იყო პირველი რომელზეც ალაპარაკდნენ რომ - ისეთია, რაღაცნაირი, ნაზი, ლამაზი ბიჭი, გოგოები რომ სახეს იხოკავდნენ მისი გულისთვის, მაშინ სიტყვა “გეი” და ჰომოსექსუალი არავინ იცოდა, თუმცა ჭორები არც ახლა შეწყვეტილა გია სურამელაშვილზე, რასაც უკვე მომღერალი მობეზრებული უსმენს და ღიმილით ამბობს: - ერთ კაცს თუ მაინც მომიყვანენ, რომელთანაც ვიწექი გავჩუმდებიო! ალბათ ასეთ ჭორებს კაცები მიყრიან, აბა ქალს რა ინტერესი აქვსო?! (ლოგიკასთან ახლოა – ავტ.) მოკლედ, სანამ ჭორიკნები ენას იქავებენ გია სურამელაშვილი ახალ სიმღერებს წერს, მუშაობას აგრძელებს და მალე ბაბუობისთვისაც ემზადება, მისი შვილი უახლოეს დღეებში ცოლის შერთვას აპირებს, სარძლო მომღერალს ძალიან მოსწონს, თუმცა იმასაც აფიქსირებს, რომ – ჯერ ნაადრევად მიაჩნდა შვილის დაოჯახება.

05.01.2010. პანჩო - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერში

პანჩო

5 იანვარს რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - გასული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მომღერლი, ქალაქური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი - პანჩო (ლევან მგალობლიშვილი) იყო, რომელიც იხსენებს და ადარებს გასული დროის პოპულარობას და თანამედროვე ესტრადის ავკარგიანობაზეც თამამად საუბრობს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრის ჩანაწერი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან... (დააწკაპუნეთ ტესტზე და მიყევით ინსტრუქციას)

04.01.2010. დუეტი “ემი” ქართულ შოუ-ბიზნესს უბრუნდება

დუეტი “ემი”

ფაქტია, რომ ბოლო დროს ქართული შოუ-ბიზნესის ძველი-ახალი პოპულარული სახეები გააქტიურდნენ. ისინი სიმღერებსაც წერენ, კლიპებსაც იღებენ და მათ “რასკრუტკასაც” ცდილობენ. სწორედ მათ რიგში, ამ დღეებში ჯგუფი “ემიც” ჩაეწერა. დებმა, ია და ეკა მანიჟაშვილებმა, ზაზა ხუციშვილის და მისი ჯგუფის “ვაკის პარკის” მიერ ადრე ნამღერი “გნებდები” თავისებურად “გადმოამღერეს” და მასზე კლიპის შექმნა ლევან ტორონჯაძეს მიანდეს. გიგა კუხიანიძის სტუდიაში კლიპის კომპიუტერული ვერსიის მონტაჟი უკვე დასრულდა და თუ ტელე-არხები ქართული კლიპების პიარს ხელს შეუწყობენ, ერთ დროს პოპულარული სიმღერა, სავარაუდოდ კვლავ დაიბრუნებს ძველ დიდებას. თუმცა, ეს ჩანასახშივე ჩამკვდარი სურვილია, რადგან ქართულ სივრცეში არსებული “პირველი სტერეო” და “მიუზიკ ბოქსი”, ჯერ-ჯერობით ვერ უზრუნველყოფენ ხალხის ინტერესის პოლიტიკიდან მუსიკისკენ შემობრუნებას.

03.01.2010. სოსო პავლიაშვილმა ახალი ალბომი გამოუშვა

სოსო პავლიაშვილ

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში სოსო პავლიაშვილმა ხარკოვში თავისი ახალი პრეზენტაცია მოაწყო და იქაურებს გრანდიოზული სოლო-კონცერტიც აჩუქა. რუსი (!) ჟურნალისეტბი აღფრთოვანებულები იყვნენ სოსოს პიროვნებით, მისი სიმღერებით და მისი ქართველობით (!), რაც შესაბამისად მათ სტატიებშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ლევან რამიშვილმა - ნანი ბრეგვაძე, სოსო პავლიაშვილი, თამრიკო გვერდწითელი და სხვები მოღალატეებად შერაცხა, პავლიაშვილი დიდად არ ნაღვლობს და თავის საქმის კეთებას აგრძელებს: - სადაც არ უნდა ჩავიდე, ყოველი ჩემი გამოსვლის შემდეგ საქართველოზე ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობენ და ესაა ჩემი მხრიდან საქართველოს ღალატი?! - კითხულობს მომღერალი და სანამ პასუხს ვინმესგან მიიღებს, საქართველოს ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე ოჯახთან ერთად დასვენებას აპირებს, ხოლო 7 იანვარს რესტორან “მეტეხის ჩრდილში” მინი სოლო-კონცერტის ჩატარებას გეგმავს.

02.01.2010. დიანა ღურწკაია მოსკოვში საახალწლოდ დაბლოკეს

დიანა ღურწკაია

პოპულარული ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია აშკარა პოლიტიკური ნიშნით 2010 წლის რუსულ საახალწლო, სატელევიზო კონცერტებზე აშკარად დაიბლოკა, თუმცა, ამას თავად მომღერალი ერთი შეხედვთ დიდად არ განიცდის და იმითაც კმაყოფილია, რომ სატელევიზიო კონცერტების გარდა (რაც თავისთავად უდაოდ დიდი უფასო რეკლამაა) მას გასვლითი პროგრამებიც ჰქონდა პეტერბურგში, კემეროვაში და თურქმენეთში. გასაკვირია, მაგრამ წელს დიანა ღურწკაია არავის გახსენებია საქართველოში ჩატარებულ უამრავ ტექნიკურად (!) ხარისხიან კონცერტზე, მომღერალი ამბობს, რომ ბედნიერია იმითაც, რომ ძლივს წესიერად დასვენება, გადარბენების გარეშე ახალი წლის ოჯახთან ერთად შეხვედრა შესძლო. მას შემდეგ რაც დიანა ღურწკაიამ ოფიციალურად და ყველას დასანახად მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილს, ის რუსული შოუ-ბიზნესის “მამებისთვის” ერთგვარად მიუღებელი პიროვნება გახდა, თუმცა არა ხალხისთვის, რაც ყველა ვარიანტში მთავარია, რადგან “მამები” მიდიან და მოდიან, ხალხი და მათი სიყვარული, კი ყოველთვის რჩება.

01.01.2010. “ჯესოტარში” “ჯეოსტარამდე” უკვე “სთარმა” გაიმარჯვა

ჯესოტარი

მობილური ოპერატორის კომპანია “ჯეოსელის” მიერ ორგანიზებულმა მორიგმა მუსიკალურმა კონკურსმა “ჯეოსტარმა”, 31 დეკემბერს მორიგი “სტარი” გამოავლინა და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, ამ პროექტამდე უკვე “სტარი” - ნოდარ ტატიშვილი დაასახელა. უდაოდ ნიჭიერი მომღერალი, სხვათაშორის ერთი პერიოდი ჟურნალისტობდა კიდეც და ბევრი წლის წინათ დახურულ საზოგადოებრივ გაზეთ “ტრიბუნა”-ში ენაკვიმატი სტატიებითაც გამოირჩეოდა. ფინალში, მისი და აქამდე უცნობი ვაჟა მანიას “მეგობრული დუელი” მართლაც სასიამოვნო საყურებელი გამოდგა. “ჯეოსელის” მომხმარებელთა უფრო დიდი რაოდენობის მესიჯები ნოდიკოს ხვდა წილად და შესაბამისად ის გახდა “ჯეოსტარი 2009”. მომღერალს არც მანამდე აკლდა პოპულარობა, კონკურსები, გამარჯვებები და პრიზები, მაგრამ 3 თვე სატელევიზიო ეთერით უფასო დამატებით “რასკრუტკა”-ში მართლაც მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდის მანძილზე. თუმცა, ალბათ ნოდიკოსაც “ჯეოსტარიდან” მხოლოდ “სტარის” სახელი და ნაჩუქარი პრიზები შერჩება, მაგრამ კულტურის სამინისტროში ახალი მისული “ჯეოსტარის” ჟიურის თავმჯდომარე – მარინა ბერიძე ამბობს, რომ – ამ მხრივ ყველაფერს გამაოსწორებს. თავისთავად პროეტი პოზიტიურია, თუმცა რათქმაუნდა – კომერციული და იმაზეა გათვლილი კომპანიამ მეტი “ლაი-ლაის” ბარათები გაყიდოს და მეტი მესიჯები აგზავნინოს ხალხს, რაც უდაოდ დიდი შემოსავალია “ჯეოსელისთვის”, მონაწილეებისთვის კი დრეობითი უფასო რეკლამა.

რუსების მორიგი შემოტევა, ამ კლიპით ამ ერმა, ჭეშმარიტ ქართველს - სოსო პავლიაშვილს "შემოქმედებითად დაარტყა"

ნინო ჩხეიძე სტუმრად გადაცემაში - "პირისპირ"

სეიშენი

რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 22 დეკემბერს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ერთ-ერთი ყველა პროდუქტიული მომღერლი, ქალაქური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი - ნინო ჩხეიძე - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს

ბესიკ ჩუბინიძის ინტერვიუ რადიო "ქალაქზე" ფმ 101.9 - 14 დეკემბერი 2009 წელი

სეიშენი

რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 15 დეკემბერს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - პოპულარული ქართვული ჯგუფის საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალის მრავალგზის ნომინანტი, კვარტეტი "სეიშენის" წევრი ზაზა ბანძელაძე იყო, რომელმაც აღიარა, რომ მათ შემოქმედებაშიც არის ისეთი რამდენიმე სიმღერა, რომელიც შესაძლოა რეალური კანდიდატი ყოფილიყო "წლის ყველაზე სამარცხვინო ჰიტის" ნომინაციაში. "სეიშენი" პირდაპირ ეთერში საუბრობს ჯგუფის სამომავლო გეგმებზე და წარსულში გავლილ გზაზე, რომელსაც ჯგუფის პოპულარობამდე მიყვანას დასჭირდა. შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ ინტერვიუს.

16.12.2009. ნინი ბადურაშვილი “სოლოსთვის” მოიცლის

“ნინი ბადურაშვილი

მას შემდეგ, რაც ქართულ რეალობაში გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ომი, შარშანდელი აგვისტოს მოვლენები ქართველი მუსიკოსების ერთგვარ მუზადაც იქცა. სცენაზე გამოჩნდა “სტეფანეს და სამი გოგოს” (სტეფანე მღებრიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინა იმედაძე) საკმაოდ სკანდალური პროექტი, რომელიც შარშან რუსეთში გამართულ “ევროვიზიაზე” პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ დაუშვეს, თუმცა “ვივო ნოვა პუტინ”-მა თავისი საქმე ისედაც გააკეთა, რადგან პოლიტიკურმა მესიჯმა მთელი ევროპა მოიარა, თუმცა. . . მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მომღერალი (დანარჩენ გოგონებთან შედარებით) როგორც სოლო-მომღერალი, - აბსოლუტურად დაიკარგა. “სამი გოგოს” პროექტმა მსმენელს დაავიწყა ნინის სიმღერები, რაც შესაბამისად შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ნინის დედამ მსახიობმა ეკა კახიანმაც ეს ადვილად იგრძნო. პრესასთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ნინი უნდა მოემზადოს სოლო-კონცერტის გასამართავად და ეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, თუ მისი სოლო-გამოსვლა ფილარმონიაში არ მოხერხდა (სხვა თუ არაფერი, მისი დაქირავებაც კი, კოლოსალური თანხა 15.000 ლარი ღირს), მაშინ მუსიკისა და დრამის თეატრი “პლეხანოვზე” ამისთვის აშკარად მისაღები ადგილია, რადგან ცოცხალ ბენდთან ერთად ჩაატარებულ სოლო-კონცერტს თავისი ხიბლი ექნება (თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი წლის შემდეგ “სტეფანეს და სამი გოგოს” ჯგუფი მათი ახალი 12 სიმღერიანი ალბომის მხარდასაჭერად და სარეკლამოდ მიემგზავრებიან ევროპაში). ნინი ბადურაშვილის და დათო გომართელის ჯაზურმა დუეტმა მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა და სავარაუდოა, რომ ნინის ახალ სიმღერებს მსმენელი მოთმინებით დაელოდება და მიიღებს.

fexburti

mega 2008

mega 2007 საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-8 ცერემონიალის განხილვა და შეფასებები, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი შენიშვნები, წინადადებები და მოგვაწოდოთ ახალი იდეები, ცერემონიალთან დაკავშირებით

ARA ZALADOBAS შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22

reklama
რეკლამა
reklama
რეკლამა
reklama
reklama
ბონუს რეკლამა
ბონუს რეკლამა
ბონუს რეკლამა
ბონუს რეკლამა
reklama
reklama
telekompania GEVIZION
internet radio
vip
დავეხმაროთ ზურას
djmax

COOL.RU - каталог лучших сайтов Rambler's Top100 CO.KZ WebGroup