მე-12 ფოტოკონკურსი

mtavari
axali interviuebi
mega
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
LIVE interviuebi
SPEC reportajebi
zveli NEWS
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
qartuli simgerebi
videorgolebi
datove chanaceri
kontaqti
xazi

ბესიკ ჩუბინიძე: - განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

სიყვარულის დღის - 15 აპრილის დამაარსებლისთვის, ყოველი დღე სიყვარულისაა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლიდან საქართველოში ყოველი წლის 15 აპრილი აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე, მაგრამ ყველამ არ იცის ამ დღის ტრადიციად გადაქცევის ისტორია და მისი დამაარსებლის შესახებ, რომელიც რეალური ადამიანი, ჩვენი თანამემამულე, ქართველი ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძეა, რომელმაც 1993 წელს პირველ ქართულ დამოუკიდებელ ახალგაზრდულ გაზეთ “კოქტეილში” გააკეთა განცხადება და დააფიქსირა საკუთარი იდეა, საქართველოში ერთი რომელიმე კონკრეტული დღე სიყვარულის დღედ აღნიშნულიყო, იდეა საზოგადოებას ამცნო და მთელი საქართველოდან შემოსული წინადადებების განხილვა საორგანიზაციო კომიტეტმა მაშინვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნი ბესო აცხადებს, რედაქციაში დღეში 100 სატელეფონო ზარი მაინც შემოდიოდა, უამრავი წერილი, ადამიანები პირდაპირ მოდიოდნენ ოპერას გვერდით ლაღიძის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდული გაზეთის 20 კაციან კოლექტივს მაშინ რედაქცია ქონდა. ბესოს იდეა ხალხმა მაშინვე აიტაცა და კონკრეტული რიცხვის დასაფიქსირებლად, ადამიანები ყველანაირ ახსნას უძებნიდნენ შემოთავაზებულ დღეებს - 1 მარტი (როგორც გაზაფხულის პირველი დღე), 8 მარტი (ქალების დღე, რადგან ქალი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ობიექტი), 30 მაისი (როგორც გაზაფხულის უკანასკნელი დღე) და სხვა უამრავი, - რათქმაუნდა შემოთავაზებებს შორის ყველაზე მეტად გაზაფხულის დღეები იყო. სწორედ ამ დროს გამოჩენილა იდეის ავტორთან პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მაშინდელი “1-ლი არხის” თანამშრომელი, ხანშიშესული მამაკაცი - გიგა მახვილაძე, რომელმაც სიყვარულის დღის დაარსების იდეის ავტორს 15 აპრილის არჩევა შესთავაზა, როგორც გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვის, მაშინ როცა ყველაზე ძლიერია გაზაფხული, როცა ის პიკზეა. . . და ბ-ნმა გიგა მახვილაძემ არც კი იცოდა, რამდენად საინტერესო დამთხვევა იყო ეს ყველაფერი, რადგან მან საერთოდ არ იცოდა, რომ ბესო სწორედ 15 აპრილს იყო დაბადებული. . . მას შემდეგ 16 წელი გავიდა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ 15 აპრილს – გაზაფხულსი შუა თვის შუა რიცხვში სიყვარულის ლამაზ დღეს ავღნიშნავთ.

ბესიკ ჩუბინიძე - ამ ისტორიას უკვე 16 წელიწადია ვყვები ყველა ინტერვიუში და სანამ ცოცხალი ვარ, ალბათ ყოველ წელს მომიწევს ამის გამეორება, არც მეზარება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები რომლებიც ერთი ფრაზის იქით ვერ იაზროვნებენ - რა საჭიროა სიყვარულის კონკრეტული დღე, როცა ყველა დღე სიყვარულისა უნდა იყოსო.
- არის მაგ სიტყვებშიც ლოგიკა, ასე არაა?

- აბსოლუტურად გეთანხმებით – ადამიანების ცხოვრებაში ყოველი დღე სიყვარულისა უნად იყოს, ისე როგორც ყოველი დღე უნდა იყოს ქალთა დღე და არა მარტო 8 მარტი, ისე როგორც ბავშვთა დღე უნდა იყოს ყველა დღე და არა მხოლოდ 1 ივნისი, დედის დღე ყოველ დღე და არა მხოლოდ 3 მარტი, არადა ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ დღეებს მხოლოდ ლამაზი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სხვა არაფერი.
- მყარი არგუმენტია ვერაფერს ვიტყვით და ვალენტინობის დღესასწაულზე თქვენი მკაცრად უარყოფითი რეაქციაც საყოველთაოდ ცნობილია, ხომ არ არის ეს კონკურენტი დღისთვის შავი პიარის გაკეთება, თქვენი იდეის ხარჯზე?

- სიმართლე გითხრა, მე მხოლოდ ერთ რამეს ვხედავ კარგად – ქართველებს საქეიფო მიზეზი მოგვეცი და ამ მიზეზს ისე გამოვიყენებთ, რომ იმის იქით არაფერი გვაინტერესებს (იცინის), მაგრამ საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მართმადიდებელ ერს, ქართველობას გვაქვს უწმინდესის მიერ დაწსებული რელიგიური სიყვარულის დღესასწაული - 3 ივლისი, გერგეტობა და არ არის საჭირო, დაუდგენელი წარმოშობის ადამიანის განდიდება (ვინმე ვალენტინის, განკვეთილი მღვდელისა, რომელმაც პირველმა დაწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილებს), რომელსაც კათოლიკური ეკლესიაც კი არ სცნობს. პატრიარქმა ჩვენ 3 ივლისი გვაჩუქა და ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ კიდევ ერთხელ მიწევს იმის გამეორება, რომ ქართველებს მიზეზი მოგვეცი და აღარ ვკითხულობთ მერე არაფერს.
ბესიკ ჩუბინიძე - პირადად თქვენ როგორ აღნიშნავთ ხოლმე სიყვარულის დღეს? რამე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ თქვენ და თქვენს მეუღლეს?

- (ეღიმება) არა, არანაირი რიტუალი არ გვაქვს, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ამ დღეს ყოველთვის მასობრივ ღონისძიებებში ვართ ხოლმე ჩართული – აქ კონცერტი, იქ კლუბური გამოსვლები, იქით ინტერვიუები, ჩაწერები, სტუმრობები ჟურნალსიტებთან და ასე შემდეგ, სიყვარულის დღე კი არა, საკუთარი დაბადების დღე აღარ მახსოვს უკვე 16 წელია საორგანიზაციო საკითხების გამო (იცინის)
- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 15 აპრილი თქვენს მეუღლეს უძღვენით, სიყვარულის დღის დაარსებასაც მას უნდა ვუმადლოდეთ ასე გამოდის. . .

- (ეღიმება) ასე გამოდის, თანაც დღემდე ეშლებათ და ეს მისი დაბადების დღე ჰგონიათ, არა - არაა ასე.
- საკმაოდ პატარა 18 წლისა დაოჯახდით, დღევანდელ ცხოვრებაში საკმაოდ რთულია ჰარმონიული თანაცხოვრება, თანაც 16 წელიწადი არაა პატარა დრო, როგორ ახერხებთ თქვენ და თქვენი მეუღლე შეინარჩუნოთ იგივე ციკლი და ტემპი ოჯახში თანაცხოვრებისა?

ბესიკ ჩუბინიძე - გეთანხმებით, საკმაოდ რთულია, ისეთი ცხოვრებაა, რომ ბევრჯერ შეუძლებელიც, მაგრამ არსებობს - პატიების, მოთმენის და დაფასების უნარი, თუ ადამიანებს ეს გააჩნიათ, ამ შემთხვევაში დამიჯერეთ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, თანაც ოჯახი ისეთი რამაა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლობაა ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, თუმცა აქვე დავამატებ, რომ განსაკუთრებულად დღევანდელი ცხოვრების გათვალისწინებით არც ადრე დაქორწინებაა რეკომენდირებული და არც ადრე გათხოვება, კაცისთვის საუკეთესო ასაკი ოჯახის შესაქმნელად 28-29 წელია, ქალისთვის კი დიასახლისობა, დედობა და საერთოდ მეოჯახეობა 27-28 წლის ასაკიდან, რადგან ეს პერიოდი საკუთარი ცხოვრების ოდნავ მაინც აწყობას უნდა მაოხმაროს ადამიანმა და რაღაც საფუძველი შექმნას მყარი ოჯახის შესაქმნელად, სამწუხაროდ არაა ისე, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი მართლა თოხის ტარზე ეტეოდეს, ეს ალეგორია უბრალო სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი!
- ეჭვიანი მეუღლე ხართ?

- (ეღიმება) მეტნაკლებად, მაგრამ არაპათოლოგიურად, უფრო ეგოისტი ვარ და ხანდახან მგონია, რომ ჩემზე ეგოისტი დედამიწაზე არავინაა.
- თქვენი მეუღლე თუა თქვენს მიმართ ეჭვიანი?

ბესიკ ჩუბინიძე - უმიზეზოდ არასოდეს, თუ მიზეზს ვაძლევ და ისიც ჩემდაუნებურად, მაშინ არის, აბა არ უნდა იყოს? (იცინის)
- ბ-ნო ბესო, ყოველ 15 აპრილს საქართველოს მაშტაბით უამრავი ღონისძიება იმართება ხოლმე, რამდენადაც ვიცი თქვენ ხელმძღვანელობთ სიყვარულის დღის საორგანიზაციო კომიტეტს, რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლება მასობრივი ღონისძიებების აღნიშვნისა, მოგეხსენებათ ამ დღეს ყველა რესტორანი, ყველა კლუბი, ყველა დარბაზი 15 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებითაა დატვირთული, თქვენ თუ გითანხმებენ ხოლმე ამ ღონისძიებებს?

- საინტერესო შეკითხვაა, კი - მეტნაკლებად მითანხმებენ ხოლმე, მაგრამ სიმართლე გითხრა ყველას და ყველაფერს ვერ და არც მგონია რამე ლოგიკასთან იყოს ახლოს ის, რომ ყველა რესტორანმა დამირეკოს და მითხრას იმ საღამოს რა ღონისძიებას აკეთებს, მაგრამ არის უფრო მაშტაბური ღონისძიებები ვინც ვალდებულია (!) საქმის კურში ჩაგვაყენონ, ხშირად ცდილობენ - ჩვენი გვერდის ავლით გაუკეთონ ორგანიზება სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ კომერციულ ღონისძიებებს, როგორ გგონიათ - რამე გაუგებარი დარჩება ჩემთვის? მეცინება ხოლმე, როცა ამ ღონისძიებების ორგანიზატორთა სიაში იმ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც წლების წინ ტალახს მესროდნენ - როგორ გაბედე, ან როგორ შეძელი და შენი დაბადების დღე სიყვარულის დღედ როგორ დააწესეო? ასეთებს ხანდახან ყურიც უნდა აუწიო, თორემ ჰგონიათ, რომ გაშლილ სუფრაზე დაუპატიჟებლად შემოსხდომა ყოველთვის გაუვათ, რათქმაუნდა არანაირ ფინანსურ სანქციებს არ ვაკისრებთ (ეღიმება), მაგრამ აუცილებლად მოუწევთ ჩვენი ორგანიზაციის ინტერესების გატარებაც - აუცილებლად (!).
- ბ-ნო ბესო ვიცით, რომ 2001 წლიდან მამების დღის 15 ოქტომბრის დაწესების იდეაც გაქვთ და პერმანენტულად ახორცილებდით კიდეც კონკრეტულ ნაბიჯებს, ჯერ ერთი რატომ იგივე ენთუზიაზმით არ აწესებთ მამების დღეს, როგორც სიყვარულის დღეს და მეორეც - მამთქვენის დაბადების დღეა 15 ოქტომბერი?

ბესიკ ჩუბინიძე - (ეღიმება) მეორე შეკითხვიდან დავიწყოთ - არა, 15 ოქტომბერი არაა მამაჩემის დაბადების დღე, მამაჩემი შობას 7 იანვარსაა დაბადებული, 15 ოქტომბერი შემოდგომის შუა თვის შუა რიცხვია, შემოდგომა კი - ხვავის, ბარაქის და სიმდიდრის ხანაა, ოჯახში ვინ ითვლება საქართველოში ტრადიციულად ხვავის, ბარაქის და სიმდიდრის შემომტანად? რათქმაუნად მამა. . . და, აი ამიტომაც 15 ოქტომბერი! რაც შეეხება იგივე ენთუზიაზმით ამ დღის პიარს და დაწესებას როგორც სიყვარულის დღის, 15 აპრილის, რა გითხრათ, მართლა არ მინდა ვინმემ დღეების დამწესებელი შემარქვას (იცინის), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართველ კაცს, ქართველ მამას 23 თებერვალს არ უნდა ულოცავდნენ და ვგონებ ქართველი კაცები ღირსნი ვართ იმისა, რომ სიმბოლურად, წელიწადში ერთი დღე ჩვენც მოგვილოცონ. . . მალე მოვა ეგ დროც.
- და ბოლოს ბ-ნო ბესო, თქვენ ხართ ჟურნალ “ვარსკვლავების” დამაარსებელი, იმ ჟურნალის რომელმაც თანამედროვე ქართული შოუ-ბიზნესის ეპოქა შექმნა, რომელმაც დაარსა პირველი ქართული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი “მეგა” (11 წელიწადია ეს ცერემონიალი ტარდება), როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ის რაც ხდება დღეს ქართულ საესტრადო სფეროში?

- ანუ რატომ არაფერი არ ხდება? - იმიტომ, რომ დილეტანტები განაგებენ ამ სფეროს ზევით, იყო კარგი მომღერალი არ ნიშნავს იმას, რომ იყო კარგი ორგანზიატორი, იყო ბიუჯეტის ფულების მხვრელი და მჭამელი, არ ნიშნავს რომ იყო კარგი მარკეტოლოგი, სანამ დილენატები, რომლებიც ლამაზი მკერდის, სიმპათიური სიფათის და ლამაზი ხმის გამო ხვდებიან ქართული კულტურის სათაავეებში, მანამადე ასე იქნება - მე კი გეტყვით, რომ ეს “მანამდე” დიდხანს არ გაგრძელდება! მე ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ - არცერთი წელი არ ჩაუგდია საქართველოს მუსიკალური დაჯილოდების “მეგას” ცერემონიალს, აქტიურად მუშაობს ქართული შოუ-ბიზნესის საიტი წწწ.სტარს.გე და აქტიურად და რეიტინგულად მიდის ყოველ სამშაბათს ჩემი საავტორო გადაცემა “პირისპირ” რადიო “საქართველოს ხმაზე”, ანუ მე ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ და არანაკლები მასშტაბებით, სახელმწიფოს ნულოვანი დახმარებით და ჩარევით, ალბათ ეს პერიოდი კბილებით უნდა გადავაგოროთ, რადგან ვიცი (!), რომ ისევ მოვა ქართული შოუ-ბიზნესის აყვავების ხანა (თუნდაც იმ მაშტაბებით, რა მაშტაბებიც საქართველოში ის შიძლება გვქონდეს).
ესაუბრა ეკა ირემაშვილი

xazi

თბილისი-ბათუმი-თბილისი (რეპორტაჟი აჭარიდან)

ხუთვარსკვლავიანი სიამოვნება ქობულეთში

“ჯორჯია ჰოტელ პალასი” პირველი ქართული ამ დონის ბრენდია, რომელმაც მუშაობა საქართველოს შავი ზღვის პირას დაიწყო, თემურ ჭყონიას გადაწყვეტილება დასაფასებელია და ფაქტია, რომ ყველანაირად მისაღები, მაგრამ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოა და ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც ამ ჩვენს ხმაურიან, მტვრიან და ნორმალური დასვენებისთვის არანაირ პირობების მქონე ქობულეთში, პატარა ქართული ოაზისივით გამოიყურება და ალბათ ამიტომაა, რომ გახსნის დღიდან (წელიწადნახევარია რაც სასტუმრო გაიხსნა) იზიდავს მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს, ელიტას, თუმცა ზოგიერთი ვისთვის ელიტა და ვისთვის “დენგი ესტ, უმა ნენადა”.

lela ქობულეთი - ბათუმი

“ჯორჯია პალასის” აღმასრულებელი დირექტორი, მომხიბვლელი ქალბატონი ლელა წულუკიძე გასაუბრებაზე სასტუმროს ულამაზეს ფოიეში მოვიხელთეთ და თანაც მისსავე ოქროს დაბადების დღეს, - ადამიანი ასეთ დღეს სამსახურში სამსახურებრივ პოსტზე, რომ გაატარებს მისასალმებელია და სწორედ ის ევროპული მენტალიტეტია შესავალში, რომ მოგახსენეთ (ალბათ ამ პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დანიშნა თემურ ჭყონიამ ამხელა სასტუმროს აღმასრულებლად ქ-ნი ლელაც).
ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი საკითხი განვიხილეთ, ათას რამეს მივედ-მოვედეთ, და ბოლოს დავრწმუნდი, რომ მასაც ჩემსავით, ცოტა არ იყოს გული წყდება იმაზე, რომ ქობულეთი მეტ მოვლა-პატრონობას იმსახურებს და კეთილი შურით შურს ბათუმელების, არადა ქობულეთის მიხედვის შემთხვევაში გაცილებით მეტი ტურისტი დაისვენებდა (!) და აღარ იტყოდა – აქ, მეორედ ჩამომსვლელი აღარ ვარო! რადგან ~პლიაჟიდან~ გამოსვლის მერე, არავის სურს ფეხი ქუჩაში მოსეირნე ძროხის დანატოვარ არომატიზირებულ ფუნაში განისვაროს, ან სულ უარესი - გაგლეჯილი მთვრალი თურქი მძღოლის ტრაილერის ბორბლებს ქვეშ მოყვეს, ჰოდა სწორედ ამიტომაა რთული არ დაეთანხმო ქ-ონ ლელას, რომ ქობულეთს მეტი დაფასება და მიხედვა ჭირდება.

bianka გაიმორიტიანი ბიანკა და კარს იქით დარჩენილი ლეხ კაჩინსკი
ხუთვარსკვლავიანი “ჯორჯია ჰოტელი” კლიენტების სიმცირეს ნადვილად არ განიცდის, მიუხედავად შარშან რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩავარდნილი სეზონისა, მაშინდელისგან განსხვავებით წელს თავისუფალი ნომრები თითქმის არ იყო. თავში ავღნიშნეთ, რომ სასტუმროს უამრავი ცნობადი სახე სტუმრობდა და სტუმრობს, ქ-ნი ლელას თქმით მათგან თუნდაც მცირედით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემოსასვლელ კარში ლეხ კაჩინსკის თავად აღმასრულებელი დირექტორი დახვდა და რაღაც კურიოზული მიზეზის გამო კარი უბრალოდ 5 წუთის განმავლობაში არ გაიღო, არც ქ-ნი ლელა დაბნეულა კარს აქედან და არც ბატონი ლეხ კარს იქიდან და ამ მცირე დროის შემდეგ სტუმარი მაინც გადმოსცდა “ჯორჯია პალასის” ზღურბლს. რამდენიმე დღის წინ კი, აჭარას რუსული ესტრადის უკრაინელი ვარსკვლავი ბიანკაც სტუმრობდა, რომელსაც ბათუმის აკვა-პარკში ქონდა სოლო-კონცერტი, მასპინძლობას კი “ჯორჯია ჰოტელი” უწევდა. სხვათაშორის ჩემს პრაქტიკაში ეს ყველაზე მოკლე პრესკონფერენცია იყო, რომლესაც კი დავსწრებივარ - ბიანკას ვგულისხმობ, ზუსტად 3 წუთიანი “ვარსკვლავური პრესკონფერენცია” მოულოდნელად დაიწყო და მოულოდნელად დამთავრდა. ჩვენთან ექსკლუზიური საუბრის დროს, მომღერალმა განაცხადა, რომ გაიმორიტი ჭირს და გული დაწყდა, რომ ასეთ მდგომარეობაში წარსდგა მაყურებკლის წინაშე (თუმცა არავის შეუმჩნევია, რომ ის უბრალოდ ცუდად იყო და სიცხე ქონდა). აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ სცენის სექს-დედოფალა, ვიზუალურად ეშხიანი ქალბატონი (თუ საქალბატონე) ბიანკა, პირად ურთიერთობაში ერთი ჩვეულებრივი, უბრალო გოგოა, თუმცა ფაქტია, რომ ე.წ. “ვარსკვლავური წიკები” მასაც ბლომად ჭირს.

bianka დიანა ღურწკაიას ფარული ოჯახური ვიზიტი
ჩვენს მახვილ თვალს არ გამოპარვია “ჯორჯია ჰოტელის” შიდა აუზთან რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავის, დიანა ღურწკაიას გამოჩენა, რომელიც ოჯახთან ერთად - ქმარ-შვილით სტუმრობდა ქობულეთს და მაქსიმალურად ცდილობდა საზოგადოების თვალს გარიდებოდა. გასაკვირიც არაფერია, მომღერალს არ სურდა მისი ოჯახური იდილეა ვინმეს რამით დაერღვია, თუნდაც გაუთავებელი ავტოგრაფების დარიგებით, თუნდაც პაპარაცების აპარატების მომაბეზრებელი ჩხაკუნით და მისი პატარას რამენაირად შეწუხებით. არადა მას შემდეგ რაც დიანა საქართველსო პრეზიდენტის პროტეჟედ მონათლეს, მასთან ბევრი კითხვები გაჩნდა და დიანას რუსეთშიც მოუწია იმის მტკიცება, რომ ის არავის პროტეჟე არაა და მასაც უბრალოდ საკუთარ ქვეყანაზე შესტკივა გული.

mishiko მიშა და იტალიური სამზარეულო
მგონი ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს ადგილი სადაც საქართველოს პრეზიდენტი ნამყოფი არ იყოს, ადგილობრივი სამზარეულოს კერძები არ ქონდეს დაგემოვნებული და ჭიქა ღვინო მაინც არ გაესინჯოს, მათ შორის არც ქობულეთის ოაზის “ჯორჯია პალასის” იტალიურ სამზარეულოზე ამბობს უარს და როგორც აღმოჩნდა ძალიანაც მოსწონს იქაური მზარეულების ნახელავი. (გემოვნებაში აშკარად არ უჭირს მიშა სააკაშვილს). ქ-ნი ლელა ამბობს რომ – ქვეყნის პრეზიდენტი კარგი გურმანია.

erevani სნობიზმი თუ “ცავატანემ, ცავატანემ”
რათქმაუნდა სტუმარი ღვთისაა და რათქმაუნდა ვის-ვის და ჩვენ ნაღდად არ გვესწავლება სტუმარ-მასპინძლობის ავან-ჩავანი, მაგრამ მაინც არ გვინდა ვინმემ სნობიზმში დაგვდოს ბრალი და სომხების სიძულვილი დაგვაბრალოს, ისე როგორც ეს ქართულმა სატელევიზო მედიამ მსახიობ თაკო აბაშიძეს დააბრალა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მაინც ვიტყვით და ვისაც რა უნდა ის დაგვაბრალოს, თუკი რომელიმე პირველი ქვის მსროლელი, საქართველოს სიყვარულში შეგვეჯიბრება - შეგვეჯიბროს, მივიღებთ გამოწვევას. ჰოდა იმას ვამბობდით, ჩვენსას ვიტყვით-თქო - ტურისტთა ნახევარზე მეტი, რომ ჩვენი მეზობელი სასომხეთიდან არიან რათქმაუნდა ეს ბათუმელებს და ქობულეთელებს (!) ყველაზე მეტად უხარიათ, რადგან ქართველები იმდენად სულელები არ არიან, რომ ერთ ჭიქა ჩაიში 2 ლარი გადაიხადონ, აი ჩვენი სომეხი ძმები კი - იხდიან! თუნდაც მარტო ამიტომ, ვიღაცის დადანაშაულება სნობიზმში, რომ სანაპიროზე ქართველებს სანთლით ეძებდა და ყველგან სომეხი ძმები ხვდებოდნენ, არ შეიძლება - თუმცა ჩემს მეგობრებს, ჩემს ძველ თანამებრძოლებს გიორგის, ლაშას, ვახტანგს, დავითს და ნიკოლოზს, რომ კითხო, მწარედ ახსოვთ სოხუმის ომის დროს სომხური ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლების მიერ ჩაცხრილული ქართველი ძმების ამბავი. . . ძალიან მწარედ, ძალიან, ძალიან და ვინც ამ სიმწრის გემო არ იცის, ენა მოიკვნიტოს და ჩვენს სომეხ ძმებზე და ქართულ სნობიზმზე ისე ილაპარაკოს, თუმცა ვახტანგიც, დავითიც, ნიკოლოზიც, გიორგიც და ლაშაც წელს ჩვენი ქართული ბიუჯეტის შემავსებელ სომეხ ძმებთან (!) ერთად ისვენებდნენ აჭარაში. სტუმართ-მოყვარენი ვართ, აბა რა. . . “ცავატანემ, ცავატანებ” ძმებო!

xazi

მზე, ზღვა და თეატრალური ზაფხულის დებიუტი ქობულეთში ანუ რა შეუძლია მეგობრობის ძალას?!

ერთი წილი შავი ზღვის წყალი და ბავშვური ტალანტი, ორი სუფრის კოვზი ქობულეთური ზაფხულის სიო და გაცოცხლებული ლამაზი ზღაპარი, ნაპირზე აკრეფილი წვრილი ნიჟარები და მეგობრობის უძლეველი ძალა თეატრალური გემოვნებით ერთმანეთში აურიეთ, მზეზე შეათბეთ და მიიღეთ რამდენიც გინდათ-პეშვით, ყლუპებით, ტალღებად - ეს პატარა ვირტუოზების პირველი თეატრალური დებიუტია საკუთარ ქალაქში, იქ, სადაც დიდი ხანია მოენატრა ყველას სცენა, ლამაზი სანახაობა, ცოცხალი მუსიკა. სულ რაღაც 3 თვის მუშაობით გაზეთ `ჩემი ქობულეთის~ რედაქციასთან არსებულმა საბავშვო სტუდია `ოქროს გასაღებმა~ უკვე შექმნა თავისი ისტორია, მოიპოვა სიყვარული და მხარდაჭერა მშობლიურ ქალაქში და არა მარტო აქ...…პირველი წარმატება დებიუტისთვის `ოქროს გასაღებმა~ სიღნაღის თეატრის სცენაზე მოიპოვა, საქართველოს ბავშვთა თეატრების ფესტივალზე მათ ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს. თუმცა, ყველაზე დიდი ღელვა მშობლიურ ქალაქში დაგეგმილ პრემიერას უძღვოდა წინ...

და აი, 4 დღის განმავლობაში სრული ანშლაგით მიმდინარეობდა სპექტაკლები ქობულეთის ხელოვნების სკოლის დარბაზში. სტუდია `ოქროს გასაღების~ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ადვილად გადალახეს ბარიერი თეატრალური ხელოვნებისაკენ მიმავალ დიდ გზაზე, რაზეც მაყურებელთა ოვაციები და გულწრფელი ცრემლებიც მეტყველებდა. ეს არ იყო მხოლოდ წარმოდგენა, ეს იყო მონატრებულ გმირთა მეგობრობის ძალაზე აგებული მუსიკალური ზღაპარი, რომელიც შეგეძლო გეხილა არა მხოლოდ თვალით და გესმინა ყურით, არამედ გულითა და გონებით.
თითქმის არ დარჩენილა ქობულეთის მასშტაბით მოსწავლე, პედაგოგი თუ რიგითი მოქალაქე, რომ ეს არაჩვეულებრივი სანახაობა არ ენახა. არ წყდებოდა ზარები ცხელ ხაზზე... იყო მადლობები და სურვილები იმისა, რომ მალე ეს პატარა მსახიობები დიდ სცენაზეც იხილონ.

შინაარსობრივად ძლიერი სცენარი, გემოვნებით შერჩეული სამოსი, ულამაზესი სცენური განათება, გასაოცარ სანახაობას ქმნიდა. აქ ნახავდით წითელქუდას, ფერიას, ბურატინოს, კარლსონს, პეპის, ბეტმენს და უამრავ გმირს, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელ გმირებად რჩებიან. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მარი მესხიძე, ვაჟა ქარცივაძე, ბექა შაქარიშვილი, თამთა ცეცხლაძე, გიორგი არჯევნიშვილი, დათო ჟორჟოლიანი, ირინა ჩიხლაძე, ნათია ჯაფარიძე, მედეა ჩიხლაძე, თიკო ქათამაძე, გიორგი სანიკიძე, ირაკლი მეგრელიძე, რაფიელ მესხიძე, თამარ გოგიტიძე, თამარ ძირკვაძე, ანანო ცენტერაძე, მედეა ჩიხლაძე. სპექტაკლისათვის სცენარი დაწერა მედია-ჯგუფი `აჭარა პ.ს.~-ის გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ, რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის რუსუდან თხილაიშვილს, ქორეოგრაფი გახლავთ ხათუნა კვაჭანტირაძე, განათებაზე კი იზრუნა - დიმიტრი იგონინმა.
საბავშვო თეატრმა საქველმოქმედო სპექტაკლი ჩაატარა. მან ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჩაისუბნის მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლა – პანსიონს უმასპინძლა. ამ დღეს პატარა მსახიობებმა განსაკუთრებული მონდომებით ითამაშეს. საოცარი ის გახლდათ, რომ თავად მაყურებელიც ჩაერთო სპექტაკლში და შედეგად ყოველ მათგანს საკუთარი კუმირიც კი გაუჩნდა, ზოგს შეუდარებელი ბურატინო, ზოგს პეპელა პეპო, კეთილი ფერია და ა.შ. სპექტაკლის ბოლოს ზღაპრის გმირებმა სტუმრებს სიურპრიზი გაუკეთეს და ნაყინით გაუმასპინძლდნენ.

მაყურებელთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ვერ მალავდნენ სიხარულს, ცრემლებს და საყვარელ გმირებთან განშორება გაუჭირდათ.
გთავაზობთ შთაბეჭდილებებს:

გია ჯინჭარაძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე: ეს მართლაც საოცრებაა, ამდენი ნიჭიერი ბავშვი ერთად ამ ლამაზ ზღაპარში არაჩვეულებრივი სანახავია, ისინი ისე არიან გათამამებულნი სცენასთან და მაყურებელთან, ალბათ ბევრ პროფესიონალსაც კი არ დაუდებენ ტოლს. მინდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს სახელით დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ამ სილამაზის შემქმნელებს, ისე ყველა მონაწილეს.
ლამარა ქათამაძე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: მიხარია, ძალიან საყვარელი ბავშვები არიან. ჰყავთ არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი და პირადად ბატონ ჯემალს დიდი მადლობა ამისათვის. ჩვენ არ ვიყავით ასეთი რამეებით განებივრებულნი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას უჭირს, მაინც მინდა ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ ჩვენს ბავშვებს.

როგორია `ოქროს გასაღების~ სამომავლო გეგმები? ამ კითხვას თეატრის დამაარსებელი, მედია-ჯგუფი `აჭარა P.შ.~-ის გენერალური დირექტორი ჯემალ მეგრელიძე უპასუხებს:
- პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგეობას, პირადად დარგობრივი სამსახურების უფროსს ქალბატონ ირმა გაბინაშვილს იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რაც ჩვენი თეატრის პრემიერას უძღვოდა წინ, ეს რომ არა, ამ სილამაზეს ვერ შევქმნიდით. ასევე მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაუდგა ამ მართლაც მნიშვნელოვან საქმეს, მაყურებელს იმ ოვაციისათვის და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენი თეატრის პედაგოგებსა და პატარა მსახიობებს, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში აუწონავი შრომის ფასად ასეთი დიდი საქმე გააკეთეს.

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სექტემბრიდან დასს დაემატება ახალი წევრები და შევუდგებით საახალწლო სპექტაკლებისათვის სამზადისს. რა თქმა უნდა, `მეგობრობის ძალა~ ჩვენს რეპერტუარში კვლავ დარჩება და სექტემბრის ბოლოს კიდევ რამდენიმე წარმოდგენას გავმართავთ. მანმადე კი გვაქვს მიწვევები მარნეულსა და ბოლნისში, კახეთის რვავე რაიონში, სადაც ჩვენი პატარა მსახიობები იქაური თანატოლების წინაშე წარსდგებიან.
......

xazi

ირაკლი ლომაია: - ყველამ უნდა შთააგონოს თავის თავს რომ კარგად იქნება და ეს ასეც მოხდება

ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი, რომელიც მას უფალმა უბოძა და დროთა განმავლობაში ის აუცილებლად გამოვლინდება. ის დიდი გრძნობა კი, რასაც სიყვარული ჰქვია, ყველა იმ საქმის წინაპირობაა, რაშიც ეს ნიჭი უნდა გამოიყენო და წარმატებას მიაღწიო. მამა გაბრიელს უთქვამს: ,,ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფელი გაგაჩნია”. საზოგადოების რა ფენასაც არ უნდა მიეკუთვნოდე და რა საქმესაც უნდა ემსახურებოდე, უსიყვარულოდ არასოდეს არაფელი გამოვა. სწორედ ეს გრძნობა ასულდგმულებს ამ ადამიანს, რომელიც თავისი დაძაბული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის კარგ ხასიათზეა და ახლობელ ადამიანებს სითბოს და სიყვარულს უნაწილებს. სჯერა, რომ თუ ცუდად იქნება, სხვის დახმარებას ვერასოდეს შეძლებს. ყყველაზე დიდი ბედნიერება კი მისთვის სწორედ რომ გაჭირვებულებისთვის ხელის გაწოდებაა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, გაჭირვების ფასი თავადაც გამოუცდია და კარგადაც იცის. ირაკლის ხასიათის განსაკუთრებული შტრიხები ბავშვობიდან დაჰყვა. მიუხედავად ასაკისა, მან ბევრი მოასწრო და გააკეთა. აკეთებს დღესაც და წინ დიდი გეგმები აქვს. საკმარისია ერთხელ გაესაუბროთ მას, რომ მიხვდებით, რაოდენ საინტერესო და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი. შევეცადე, რამდენიმე კითხვა დამესვა ირაკლისთვის და დახლოებით მაინც გამეგო მისი შინაგანი სამყარო. სამყარო, რომელიც აბსოლიტურად რეალური აღმოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ლომაია თავისი შეხედულებებითა და ქმედებებით ევროპელია, თუმცა, ამავდროულად, ტრადიციული ქართული ოჯახის მამა და მეუღლეა.

irakli lomaia - ბატონო ირაკლი, საქართველოში დაბრუნებას უახლოეს ხანებში არ აპირებდით, რამ განაპირობა გადაწყვეტილების შეცვლა?
- დიახ, მართალი ხართ, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. თუმცა ამით არ ვამბობ რომ კიდევ არ წავალ საზღვარგარეთ. მე ყოველთვის ვსტუმრობდი უცხოურ ქვეყნებს და შემდეგშიც ასე იქნება... სპეციალისტი ყოველთვის სიახლის ძიებაშია...
- როდის დაუბრუნდებით სამსახურს და როდის განაახლებთ პაციენტების მიღებას?
- ფაქტიურად ჩამოსვლის დღიდანვე დავიწყე აქტიურად ფიქრი რომ მალევე აღმედგინა პაციენტების მიღება. ორგანიზაციაში მცირე ცვლილებები შევიტანე და ამჟამად ყველაფერი მოწესრიგდა. დაწყებული მვაქვს მიღება და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ამ ნომრებზე დარეკოს და ჩაეწეროს. 205051, 205052.
- რა ცვლილებები შეიტანეთ?
- შევცვალე მუშაობის სტილი, აგრეთვე ძველი თანამშრომლების ახლით ჩანაცვლება განვახორციელე. დროის სხვა გრაფიქით ვმუშაობთ.
irakli lomaia - თქვენ `. . . . . .~ ექსკლუზიური ინფორმაციების გამხელას შეგვპირდით, რატომ წახვედით საქართველოდან?
- ამის საბაბი ნამდვილად მქონდა. იმ პერიოდში აუცილებელი იყო ჩემი თუნდაც ამ დროით ქვეყნიდან გასვლა რადგან სრულიად დაუცველად ვგრძნობდი თავს. როგორ ფიქრობთ სპეციალისტი რომელიც ხალხს ეხმარება და ზრუნავს ადამიანების კეთილდღეობაზე როგორ შეიძლება ის ქვეყანაში სამჯერ გაიტაცონ, ორჯერ მოწამლონ დაემუქრონ და შვილები გასტაცონ?! შეიძლება მუდმივად საკუთარ ქვეყანაში დაცვით ვიარო?! ჩემი დაარსებული და დაფინანსებული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან ხომ ვერ მეტყვით ვის აქვს იურიდიული უფლება ამიკრძალოს გაჭირვებული ხალხის დაფინანსება?! გეგონება თვითონ მაფინანსებდნენ. რომელი ერთი გითხრათ, როცა ჟურნალი ,,რეალური სამყარო” და გაზეთი ,,კამარა” დავაარსე და გრანდიოზული ტირაჟით გამოიცა, დამირეკეს და მითხრეს თუ მილიონს არ გადავიხდიდი მუშაობის საშუალებას არ მომცემდნენ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა?! ჩემს ადგილზე ერთი წუთით არ გაჩერდებოდა აქ არცერთი ადამიანი. ახლა კი ჩემი დაბრუნებით კიდევ ერთხელ მინდა დაუმტკიცო იმ ადამიანებს რომლებიც მე მზღუდავდნენ რომ არსად გავქცეულვარ. მე საქართველოში ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის. ღიად ვაცხადებ რომ დუმილს არ ვაპირებ...
irakli lomaia - როგორია ირაკლი ლომაის სამომავლო გეგმები?
_ხომ გავხდი საქართველოში პარაფიქოლოგიის მამა? მანამ არ მოვისვენებ სანამ კინო ინდუსტრიის მამაც არ გავხდები (იცინის). გარდა ამისა სერიოზულად ვფიქრობ აღვადგინო ჩემი ორივე გამომცემლობა როგორც ჟურნალი ისე გაზეთის... აგრეთვე უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი ერთ-ერთი ძველი ახალგაზრდული პოპულარული ბრენდის ჟურნალ “ვარსკვლავების” განახლებას და გამოშვებას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში. დამატებით კი ვფიქრობ უკვე დრო მოვიდა დავიწყო ჩემი წიგნის მეორე ტომის წერა.
- თქვენ ხართ ავტორი წიგნისა კარმულ დიაგონსტიკაზე - `სიცოცხლის წყურვილით~-, როგორი რეზონანსი მოჰყვა მას?
- ფანტასტიური... მსგავსი რამ საქართველოში არ გამოცემულა, არა იმიტომ , რომ ჩემია, არამედ გერმანელმა სპეციალისტებმა პარაფსიქოლოგიის სფეროში აღიარეს და თქვეს, წარმოუდგენელია 26 წლის ბიჭმა ასეთI წიგნი დაწეროსო. ჩემთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი და კონპლიმენტი იყო ეს, რომელმაც ას მაგად მომცა სიცოცხლის წყურვილი; ვიყო ის, ვინც ვარ და ვაკეთო ის , რაც მართლა ჩემი გასაკეთებელია. წიგნში თავმოყრილია, 9 წლის განმავლობასი, სამედიცინო გამოკვლევების საფუძველზე გაკეთებული დასკვნები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წიგნის შექმნაში ჩემი ზებუნებრივი ნიჭი დამეხმარა. გარდა ამისა სემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ წიგნზე მოთხოვნილება ამ ხნის განმავლობაში კი არ იკლებს, არამედ პირიქით, უკვე გრანდიოზული ტირაჯით გამაოცა. გამოდის, რომ ტყუილად არ მიშრომია და საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ეს სფერო. წიგნი ჩვეულებრივ არ იყიდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ არის ის წიგნი , რომელიც ყველგან უნდა იყოს და ვისაც უნდა იმან იყიდოს, მისი ყიდვა შესაძლებელია ჩვენთნ ოფისში. ის მხოლოდ წინასწარი შეკვეთით, ექსკლუზიურად იბეჭდება იმ პაციენტებისათვის და მყიდველისთვის, ვინც ჩვენ გვიკვეთავს. Aამ წიგნით ადამიანებს ვაჩვენებ , როგორ უნდა გაარჩიონ კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი ერთმანეთისგან. გარდა ამისა, წიგნს მოჰყვება დივიდე –დისკი სადაც თავმოყრილია ჩემი განვლილი ცხოვრების საოცრებები, სასწაულები, წარმატებები და შედეგები. ამ ეტაპზე კი წიგნით დაინტერესებული არიან ბრიტანელი და რუსი გამომცემლები. წიგნმა მსოფლიოს ხუთი ქვეყნის დიდი მონდონება დაიმსახურა...
- რამდენად მოქმედებს თქვენზე თითოეული პაციენტის აურა?
- ეს ურთულესი დარგია და სანამ ამ სფეროში კარგად ჩამოვყალიბდებოდი, ჩემთნ მოსული ყველა პაციენტის მდგომარეობას, გარკვეული დოზით საკუთარ თავზე ვიღებდი. ძალიან ვნერვიულობდი, რაც ჩემზე უარყოფით ზეგავლენას ახდენდა. როდესაც ჩემთან გაჭირვებული ადამიანი ტირილით მოდიოდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ვცდილობდი, ყველაფერი მალე მომეგვარებინა, რაც სამწუხაროდ, ყოველთვის ას პროცენტიან შედეგს არ გვაძლევდა, რადგან შეიძლებოდა სიჩქარეში სწორად არ გამომსვლოდა ენერგეტიკული დიაგნოზი. შემდეგ, როდესაც გერმანიაში წავედი და ამაზე ჩემს კოლეგებს ვესაუბრე, მირჩიეს, რომ აუცილებელი იყო ყველა პაციენტის ტკივილი ადვეკვატურად აღმექვა და გამეცნობიერებინა, მე მხოლოდ მათი დამხმარე ადამიანი და მეგობარი კი არ ვიყავი, არამედ ,როგორც სპეციალისტს, მისთვის ბიო-ენერგეტიკული ველი უნდა გამეკონტროლებინა და დიაგნოზი სწორად დამესვა და ამიტომ რა თქმა უნდა გარკვეულ ბარიერს ყოველთვის ვქმნი.
irakli lomaia - რა განსხვავებაა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც რწმენით მოდიან და რომლებიც მხოლოდ ინტერესის გამო?
- ვერ გეტყვით, რომ 40 ათასი პაციენტი ღრმა რწმენით მოვიდა. რიან პაციენტები, რომლებსაც სჯერათ და იმიტომ მოდიან და არიან ისეთებიც, რომლებსაც არ სწამთ, მაგრამ მაინც მოდიან. იმას ვისაც არ სწამს, შეიძლება ჩემი არ სჯერა, მაგრამ სწამს იმის, რასაც აკეთებს. მაგალითად: ერთი თურქის სიტყვებს გავიხსენებ. ღოდესაც ჰკითხეს სანთლებს რატო ანთებო, მან კი უპასუხა, რადგან სანთლებს ვანთებ, იმას კი არ ნიშნავს, ირაკლის მჯერა, მაგრამ მწამს იმის, რასაც ვაკეთებ ჩემთვის შედეგიანიაო.მერე რა, რომ პაციენტს არ სწამს, შენ თუ სპეციალისტი ხარ, უნდა შეძლო, რომ ის დაარწმუნო და დაანახვო რომ ეს მისთვის კარგია.ასეთი პაციენტები შემდგომ შემობრუნებულან და ცხოვრებაც დაბალანსებიათ.არც ერთი პაციენტი, სწამს თუ არა, უკან არ გამიბრუნებია.ეს ჩემი მხრიდან ცუდი საქციელი იქნებოდა.ვალდებული ვარ, ყველას მოვუსმინო, დიაგნოზი დავუსვა სწორად და დახმარების ხელი გავუწოდო.შემდეგ თუკი არ მოუნდება, შეწყვეტს.რა თქმა უნდა, რწმენა ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, პაციენტები, რომლებიც ჯერ პასუხამდე არ მოსულან და უკვე კარგად გრძნობენ თავს ჩემი დადებითი აურის გამო, მათი დიდი რწმენის შედეგია.
- საინტერესოა რა დამოკიდებულება აქვს საეკლესიო პირებს თქვენს საქმიანობასთან?
- როდესაც დავიბადე, მამაომ მომნათლა,რომელიც შემდეგ ჩემი მოძღვარი გახდა და არა მარტო სულიერი მამა, არამედ ჩემი მშობელი, ძმა და დიდი მეგობარი. როგორც მშობლები მეუბნებიან ,თურმე საჭმელსაც კი მაჭმევდა. იგი საოცარი ადამიანი იყო, რომელიც სამწუხაროდ უკვე ხანში შესული,გარდაიცვალა. მას შემდეგ ძალიან გამიჭირდა მომეძებნა ადამიანი, რომელთანაც სულიერად ახლოს ვიქნებოდი. ერთი წლის წინ, იერუსალიმში ყოფნისას, ერთი არაჩვეულებრივი მამაო გავიცანი,მამა კონსტანტინე,თუ არ ვცდები ქაშუეთის ეკლესიაში მსახურობს.თითქოს ჩემი მოძღვრის შემდეგ,შინაგანად ის მივიღე მაგრამ მაინც ვერ გადავდგი ნაბიჯი, რომ მასთან მივსულიყავი.მიუხედავად გასული პერიოდისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა,შეძლებისდაგვარად ყოველთვის ეკლესიურად ვცხოვრობდი და ვცხოვრობ.
- საინტერესოა, სხვა ქვეყნებში როგორი დამოკიდებულებაა პარაფსიქოლოგიის მიმართ?
- ძალიან კარგი, ჩვენგან განსხვავებით მათ იციან როგორ მართონ საკუთარი ცხოვრება სწორად. აგრეთვე, იციან, რა კუთხით მივიდნენ სპეციალისტთან და ძალიან კარგად იცნობენ ამ ფენომენს. ქართული მენტალიტეტისგან განსხვავებით, ფულს რომ გადაგიხდის და ჰგონია, მათი მონა ხარ, მსგავსი რამ იქ არ არსებობს. ანაზღაურებაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალია. უცხოეთში კათედრებია ჩამოყალიბებული. არსებობს პარაფსიქოლოგიის დოცენტის წოდება. ქართველებს კი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენდა სამარცხვინოდ ყველაზე მეტს რომ ვყვირივართ, ვითომ ყველაფერი ვიცით, პარაფსიქოლოგი მკითხავისგან რომ ვერ გაურჩევიათ ეს უკვე გვიჩვენებს რიალურ სურათს, რომ საერთო ჯამში არაფერი ვიცით. უცხოეთში კი, ყველა ცივილიზებულ და გამოჩენილ ოჯახს პარაფსიქოლოგი ჰყავს, რომელიც ბიოენეგრეტიკულად აკონტროლებს ყველაფერს.
- თქვენთან ვიზიტში პაციენტი 236 ლარს იხდის. რა სახის მომსახურება შედის ამთანხაში?
- ეს მთლიანი ანუ კომპლექსური სამკურნალო კურსის თანხაა. ამაში შედის გენეტიკური, მოდგმითი, გაკეთებული, გათვალული, წინსვლა-წარმატება, შვიდივე ჩაკრის გაწმენდა, ათ დაავადებამდე მკურნალობა და დიაგნოზი, ჩვენი სანთლებით, ჩვენი წამლებით, აგრეთვე ამაში შედის ბიოენერგეტიკული გამოკვლევები, ასტრალური სიანსები, სისხლის გამწმენდი საშუალებები. სპეციალური ისნსები, რაც დასჭირდება პაციენტს დიაგნოზიდან გამომდინარე და ეს ყველაერი ხელშეკრულებისა და გარანტიის საფუძველზე ხდება. გარწმუნებთ, მსგავს რამეს ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ნახავთ. თუ პაციენტი დაექვემდებარება ჩვენ მიერ ჩატარებულ მეთოდს, გარანტირებულ შედეგს მიიღებს. თუ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება, მას გადახდილი თანხის 80 პროცენტი უბრუნდება და მხოლოდ ჩვენი მომსახურეობისა და დიაგნოზირების 20 პროცენტი ჩემოეჭრება. გარდა ამისა, ყველა დაქვემდებარებულ პაციენტს გარანტია ეძლევა, რომ ის დაცული იქნება ყველანაირი უანყოფითი ენერგეტიკული ველისაგან 5 წლის განმავლობაში. ანუ ყოველ 5 წელში ერთხელ უწევს პროფილაქტიკის მიზნით სიარული.
irakli lomaia - ბავშვები თუ მოჰყავთ თქვენთან?
- დიახ მხოლოდ 7 წლის ასაკის ზევით.
- რამდენადაც ვიცით თქვენთან ხშირად მოდიან თანამდებობის პირები. საინტერესოა, რას ითხოვენ ისინი?
- პოლიტიკოსი იქნება ის, ბიზნესმენი თუ ხელოვანი, რა მნიშვნელობა აქვს, ისინიც ხომ ადამიანები არიან და მათაც ხომ სჭირდებათ ჩემი დახმარება?! არასოდეს დამიმალავს, რომ დადიან და თანაც ხშირად. არა მარტო ქართველები საკმაოდ გავლენიანი უცხოელებიც მოდიან. ეს არც დასამალია და არც გასაკვირი. ყველა სერიოზული ადამიანი, რომელიც ზრუნავს თავის კარიერაზე, ბიზნესზე, საქმიან იმიჯზე, აუცილებლად ითვალისწინებს პროფესიონალი სპეციალისტის რჩევებს. მეტიც, არასოდეს სერიოზულ გადაწყვეტილებებსაც კი არ იღებენ ჩემი დიაგნოზისა და რჩევის გარეშე. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ აურის გაწმენდა და ენერგოველების დაცვა. ყველა საქმეს სჭირდება საწყის ეტაპზე მომზადება, ბიძგის მიცემა. სახლს რომ აშენებენ, რატომ ასხამენ ჯერ ბალავერს?! იმიტომ, რომ სახლი იყოს მტკიცე და ყველანაირ სტიქიას გაუძლოს, ანუ ამით უკვე გითხარით ჩემი სათქმელი და როგორც იტყვიან კარგი მკითხველიც ზუსტად ისე გაიგებს როგორც მე ვამბობ.

xazi

ბესიკ ჩუბინიძე: - სიყვარული ყველაზე დიდი სიხარულია

1994 წლის 15 აპრილს, თბილისში, რუსთაველის თეატრიის დიდ დარბაზში, დიდი თავყრილობა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მაშინდელ მთავრობასთან ერთად უბრალო ადამიანებიც ესწრებოდნენ და თავყრილობის მიზეზი საქართველოში სიყვარულის დღის დაფუძნება იყო, დღის - რომლის გარშემოც სიმბოლურად უნდა გაერთიანებულიყო მთელი ქართველი ერი, დღის - რომელსაც სიმბოლურად უნდა შეექმნა ლამაზი ქართული ტრადიცია, რომელიც მისაღები იქნებოდა ქართველებისთვის, ყოველგვარი სამთავრობო დადგენილებების, საპრეზიდენტო ბრძანებების და მსგავსი ბიუროკრატიის გარეშე საქართველოში 15 აპრილი წელს უკვე მეთხუთტმეტედ აღინიშნება, როგორც სიყვარულის დღე... 1994 წლის 15 აპრილს, ზუსტად 15 წლის უკან, ამ ყველაფერის იდეის ავტორი, ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, ერთი ჩვეულებრივი შეყვარებული ქართველი, 18 წლის ბიჭი იყო, რომელმაც, აგერ უკვე 15 წელია აცხადებს, რომ - საქართველოში სიყვარულის დღის დაარსება იმ დროს თავის შეყვარებულ გოგონას, დღეს კი უკვე მეუღლეს, საკუთარი ოჯახის დიასახლისს და მისი შვილის დედას მიუძღვნა... უკვე ტრადიციულად გთავაზობთ ბესიკ ჩუბინიძესთან ინტერვიუს, რომელსაც შესაძლოა უკვე მერამდენედ უწევს ერთიდაიგივე შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანს არც საუბარი ეზარება, არც პასუხის გაცემა და არც იმისთვის ბრძოლა, რომ აკეთოს კარგი საქმე, შეინარჩუნოს ტრადიცია და ახალი საქმეებით და იდეებით ადამიანებს ცხოვრება ოდნავ მაინც გაუფერადოს.

beso chubinidze - როგორც შევთანხმდით ბატონობით არ მოგმართავ და საუბარსაც ისევ იმ ლამის ტრადიციული კითხვით დავიწყებ, რომელიც მაინც ყველას აინეტერესებს ხოლმე, ბესო რატომ დააწესე სიყვარულის დღედ მაინცდამაინც შენი დაბადების დღე?
- (ეღიმება) მეც ტრადიციულ პასუხს გაგცემ, რადგან კითხვა ისმის, პასუხის გაცემა რამდენჯერად არ უნდა მოგიწიოს უნდა გასცე, - დიახ, მართალია, მე მეკუთვნის სიყვარულის დღის დაარსების იდეა, რომელიც საქართველოს 1993 წელს, პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული გაზეთის “კოქტეილის” ფურცლებიდან შევთავაზე და თარიღის არჩევაც მათ მივანდე, ყოველდღიურად უამრავი წერილი მოდიოდა რედაქციაში, უამრავი ადამიანი აკითხავდა ჩვენს ოფისს ოპერის მარცხნივ, ლაღიძის ქუჩაზე და მინდა გითხრათ, რომ ყველას თავისი არჩევანი მოჰქონდა, რომელსაც ასეთუისე ასაბუთებდა, სწორედ მათ შორის იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ტელე-ჟურნალისტი გიგა მახვილაძე, რომელმაც 15 აპრილი დაასახელა და ეს თავისებურადაც ახსნა, ამ ადამიანმა საერთოდ არ იცოდა, რომ იდეის ავტორი სწორედ ამ დღეს იყო დაბადებული, როგორ ფიქრობთ არ მომეწონებოდა ეს თარიღი? :) 15 აპრილი გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვია, ანუ ცენტრირებულია და ის რაც ფიზიკის კანონით ცენტრირებულია, -აუცილებლად მდგრადია, განა არსებობს იმაზე მეტი მიღწევა, რაც სიყვარულის მდგრადობაა?
- პირადად ჩემთვის დამაკმაყოფილებელი ახსნაა, ბესო თქვენი სიყვარული თუა მდგრადი?
beso chubinidze - როგორც იცით სიყვარულის დღის დაარსება სწორედ იმ ადამიანს ეძღვნება, რომელიც მაშინაც და ახლაც ჩემი სიყვარულის ობიექტია, სწორედ მაიკოა იმის სიმბოლო, რომ სიყვარული მდგრადია, რათქმაუნდა ამ პერიოდში უამრავი კატაკლიზმების და რყევის გადატანა მოგვიწია ერთად, რაც შესაძლოა საჭიროც კი იყოს იმის შესამოწმებლად თუ რამდენად მდგრადია სიყვარული, მაგრამ აბა დაფიქრდით, ის რაც დროს უძლებს, როგორ შეიძლება რომ ყალბი იყოს?
- გეთანხმებით. სხავთაშორის სულ მაინტერესებდა როგორ ულოცავს სიყვარულის დღეს თავის საყვარელ მეუღლეს ამ დღის დამაარსებელი?
- გაგეცინებათ, მაგრამ უკვე 15 წელია საკუთარი დაბადების დღეც კი აღარ მახსოვს :), ისე გავხდი 34 წლის, რომ ვერცერთხელ ამის აღნიშვნა ვერ მოვახერხე წესიერად, სულ კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებაში ვარ და შესაბამისად ჩემი მეუღლეც ამ მხრივ მიდგას მხარში, ამიტომ სიყვარულის დღე რომაა, ეს მხოლოდ სახლში მისვლის დროს, საღამოს გვახსენდება ხოლმე :)
beso chubinidze - მახსოვს, გაკრიტიკებდნენ რა საჭიროა სიყვარულის ერთი დღე არსებობდეს, როცა ყოველი დღე სიყვარულისა უნდა იყოსო...
- (ეღიმება) ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელსაც რაღაც, ფარული, რაღაც შინაგანი ბოღმა ამოძრავებს, - მაშინ იგივე ლოგიკით რა საჭიროა 3 მარტი - დედების დღე? განა ყოველი დღე დედებისთვის არ უნდა იყოს?! რა საჭიროა 1 ივნისი - ბავშვთა დღე? განა ყოველი დღე ბავშვებისა არ უნდა იყოს?! რა საჭიროა 8 მარტი - ქალთა დღე, განა ყოველი დღე ქალთა არ უნდა იყოს?...:) ყველა ეს თარიღი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს და ეს ყველაფერი მხოლოდ სასიამოვნო სიმბოლოა და ვერანაირად ვერ მივიღებ იმ ადამიანთა მჭერმეტყველურ ნააზრევებს, ყოველ 15 აპრილს ტელევიზორის ეკრანიდან, რომ მაგას იმეორებენ, მერე საღამოს კლუბებში მიდიან და კარგად ულხენენ :), სიყვარულის სადღეგრძელოებს განსხვავებულებით სვამენ ან თუნდაც ჰონორარებს იღებენ, ფულს აკეთებენ, რადგან ის რაც 15 აპრილს კეთდება, სულაც რომ არ დაარქვა, რომ სიყვარულის დღეს ეძღვნება, ისედაც ცხადია რომ - ამ დატვირთვით კეთდება.
beso chubinidze - რამდენადაც ვიცი თქვენ გეკუთვნით კიდევ ერთი ახალი ტრადიციის საქართველოში მამების დღის, 15 ოქტომბრის დაარსების იდეაც, მოკლედ რა გამოდის, რომ სიმბოლური დღეების დამწესებელ ადამიანად იქეცით...? :)
- დიახ, 15 ოქტომბრის, როგორც მამების დღის დაარსების თაობაზე, წლებია უკვე ვმუშაობთ, ეს თარიღი შემოდგომის შუა თვის შუა რიცხვია, შემოდგომა კი ხვავის და ბარაქის სიმბოლოა, განა მამა საკუთარი ოჯახისთვის სხვა რამეა? აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ 15 ოქტომბერი არც მამაჩემის დაბადების დღეა, არც ჩემი შვილის და არც ჩემი ძმის ან ბაბუების (იცინის)...
- დროულად შენიშნეთ და დამასწარით :) ეგ უნდა მეკითხა. ბესო, როგორ ფიქრობ თავად როგორი მამა ხართ ყველასთვის საყვარელი პატარა ბაჩოსთვის?
- მამაჩემზე უკეთესი მამა ნადვილად ვერ ვარ, ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ სხვა სადარდებელი ქონდა მამას და დედას ჩემზე, დღეს კი, მე და მაიას სხვა სადარდებელი გვაქვს ჩვენს შვილზე და იმის გარდა, რომ მის აღზრდა-განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ, მე უნდა ვიზრუნო იმაზე, როგორ მოვიპოვო ის რაც მის აღზრდა-განათლებას სჭირდება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს კარგ მამობაზე ის ყველაფერი რაც ზოგადად ჩვენს გარშემო ხდება, უცებ და რადიკალურად შეიცვალა თაობა, 17 წლისა, აფხაზეთის ომში გაპარული რომ დავბრუნდი სახლში, მამაჩემმა იმხელა კაცს, იმის მაგივრად, რომ ჩამხუტებოდა, სილა გამაწნა სახეში... უჩემოდ სად მიდიოდიო?! ხმა არ ამომიღია, მართალი იყო... დღეს კი, ისეთი შვილები იზრდებიან, რომ შენიშვნის აღქმაც კი, ძალიან უძნელდებათ.
beso chubinidze - როგორი მეუღლე ხართ შენი აზრით?
- ეგ მაიკოს უნდა კითხო (ეღიმება).
- უკვე ვკითხე და რა მითხრა, მაგასაც მერე მოგახსენებ, მაგრამ მე მაინტერესებს შენი აზრით როგორი მეუღლე ხარ?
- (დაფიქრდა) სხვა პასუხი ვერ მოვიფიქრე, - ცუდი, რომ ვიყო 15 წელი გამიძლებდა? (იცინის)
- აქაც ორიგინალური ხარ, მაიკომ კი, მითხრა, რომ თქვენი ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებებით, მისთვის ყველაზე მისაღები და კარგი ხარ, მას ყველაზე ძალიან უყვარხარ...
- (ეღიმება) ნეტავ რატომ არ მიკვირს ეგ პასუხი? მართალი გითხრა, აუტანელი ვარ :) ხშირად უმნიშვნელო რაღაცეებზე ვჩხუბობ, თუმცა თავს იმით ვიმართლებ, რომ გადავიღალე ყველაფრით რაც ამ ცხოვრებაში ხდება ზოგადად, ომები, რევოლუციები, უსამსახურობა და ათასი უბედურება, მე კაცი ვარ და ბევრი რამე მავალია, დღეს ძალიან გართულდა იყო კარგი მამაკაცი! მაგრამ სწორედ ოჯახის ის სიყვარული მაძლებინებს და გადამატანინებს ყვეალფერს რა შეცდომებასაც შეიძლება მე ვუშვებ ხოლმე.
- ბესო, როგ ფიქრობთ ადამიანთა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი, გარდა სიყვარულისა რა არის?
- გაგება! მოსმენა! ნდობა! სურვილი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, დამიჯერეთ თუ არსებობს იმის სურვილი, რომ ყველაფერი კარგად იყოს, - იქნება! მაგრამ ერთმანეთის გაგებაზე უკეთესი არაფერია!
beso chubinidze - არ შემიძლია, რომ არ გკითხო 14 თებერვალთან დაკავშირებით აზრი, როგორც აღმოჩნდა ლეგენდა ვითომ სიყვარულის გულისთვის ნაწამები ბერის - ვალენტინის შესახებ ტყული გამოდგა და რომის პაპის მიერ გახსნილი არქივების მიხედვით ასეთ წმინდანს თურმე კათოლიკური ეკლესიაც კი არ ცნობს სინამდვილეში...
- იცით, ამ თემაზე მეც შემეცვალა აზრები მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ვინმე ვალენტინი ყოფილა პირველი მღვდელი, რომელიც თურმე ჩუმად წერდა ჯვარს ჰომოსექსუალ წყვილებს... და აქ მოვრჩები ამ თემაზე საუბარს, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ ქრთველობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვაქვს რელიგიური, მართმადიდებლური სიყვარულის დღე - უწმინდესის მიერ დაწესებული - გერგეტობის დღესასწაული, რომელიც ზაფხულში, ივლისში აღინიშნება, ასე, რომ მართმადიდებელ ქართველობას მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიუწევდეს გული ე.წ. ვალენტინობისაკენ, რომ... გართობის კიდევ ერთი ზედმეტი საშუალებაა...
- გავა წლები და საქართველოში 15 აპრილი სიყვარულის დღე კალენდარში წითლად აღინიშნება, რა გრძნობა გეუფლებათ ხოლმე, როცა ამ დღეს მთელი საქართველო ზეიმით აღნიშნავს და თქვენ ამ ყველაფერს ხედავთ?
- სიამაყის! განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს ოჯახთან ერთად რუსთაველზე მივდივარ ფეხით ამ დღეს და ვხედავ უამრავ ყვავილს, უამრავ შეყვარებულ წყვილს, ადამიანებს რომლებსაც სიყვარულით ანთილი თვალები აქვთ, რომლებსაც უხარიათ... უხარიათ სიყვარული... ეს კი, ყველაზე დიდი სიხარულია დამიჯერეთ!
ესაუბრა ესაუბრა ანი სორდია

xazi

მე მიყვარს რუსი ხალხი და რატომ უნდა გავლანძღო ისინი? ქართველი ხალხის თვალში, რომ ქულები დავიწერო? არასოდეს!

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული შოუ-ბიზნესის გამოკვეთილი ახალგაზრდა ვარსკვლავი, ქეთა თოფურია საქართველოდან დიდ რუსეთში გადაბარგდა და იქ გააგრძელა, მუსიკალური კარიერა… თუმცა კარიერაცაა და კარიერაც, ფაქტია, რომ ბევრ ქართველ და თუნდაც რუს და თუნდაც პოპულარულ მუსიკოს შეშურდებოდა საკუთარი კარიერის ასე სწრაფად განვითარება. ქეთას კი - გაუმართლა, რაშიც დიდი წვლილი ქართველ მის პროდუსერს ნატო დუმბაძეს მიუძღვის, რომელმაც საერთოდ პირველმა შესთავაზა ჯგუფ “ა-სტუდიოს” ქეთას თავი, ჯგუფის გათხოვილი და ჯგუფიდან წასული პალინას ნაცვლად. ქეთამ გაამართლა - “ა-სტუდიო” მისი მისვლის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა საქართველოში დღესაც ბევრს ჭორაობენ ქეთაზე, რას აღარ ამბობენ მასზე, რას აღარ აბრალებენ და პრინციპში რუსულ შოუ-ბიზნესს შერწყმული ჩვენი ქეთა აღარც კი, აქცევს ყურადღებას პოპულარობის თანმდევ ამ ჭორებს და “ვარსკვლავებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად გვპასუხობს ყველა კითხვაზე

qeta tofuria - ქეთა, მოდი რადგან შენი ინტერვიუ საქართველოში სიყვარულის დღის მე-15 საიუბილეო წელს დაემთხვა, მიულოცავ ქართველებს 15 აპრილს სიყვარულის დღეს?
- (ეღიმება) რათქმაუნდა მივულოცავ და იცით ყველას რას ვუსურვებ? არასოდეს მარტო არ გაგეტარებინოთ 15 აპრილი, სიყვარულის დღე და გვერდით ყოველთვის თქვენი საყვარელი ადამიანი გყოლოდეთ.
- ქეთა, ჭორები შენ არც საქართველოში გაკლდა, თუმცა მასშტაბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და რუსულ მედიას გადავხედავთ, არც მანდ გაკლია მაგ მხრივ თავსატეხი, როგორია სხვაობა ქართველ და რუს ჭორიკნებს შორის?
- ჭორებს კი შევეჩვიე და ვცდილობ, რომ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ იცი რაშია საქმე და რაშია განსხვავება? საქართველოში ჭორებს იგონებენ (და ისეთებს), იმისთვის რომ გული გატკინონ, აქ კი ჭორებს გიგონებენ იმისთვის, რომ გაყიდონ ჟურნალი იქნება, გაზეთი თუ გადაცემა, აი, ეს დიდი სხვაობაა…
- ქეთა, შენ რამდენჯერმე “გასაიდუმლოებული” ვიზიტიც გქონდა თბილისში, ბოლოს 8 მარტს იყავი აქ, მაინტერესებს რამე შეიცვალა შენს ქალაქში მას მერე რაც ხუთი წლის უკან წახვედი აქედან?
- სიმართლე გითხრა, დიდად შეცვლილს ვერაფერს ვატყობ, სამაგიეროდ ერთ სამწუხარო ფაქტს ვაფიქსირებ, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი აღარ არსებობს, ჩემი ქართველი კოლეგებისგან ვიცი, რომ ფაქტიურად კონცერტები უკვე აღარ ტარდება, ეს მაშინ, როცა თბილისში ვცხოვრობდი დღეში სამი კონცერტი გვქონდა ხოლმე
qeta tofuria - ქეთა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ პერიოდში, დიდი კრიტიკის ტალღა დაგატეხეს თბილისში, რადგან შენც იმ ქართველ ვარსკვლავთა სიაში ჩაგწერეს, რომლებმაც ხმამაღალი განცხადებებით არ დაგმეს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოსკოვის მხრიდან ქართული სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ს ოკუპაცია. რა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით, რომ თქვა?
- რომელიმე ჭკუათმყოფელს 1% მაინც თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მე ჩემი სამშლობლოს სატკივარს განვიცდი და ვნერვიულობ? სიმართლეს გეტყვი - ძალიან მაღიზიანებს ის ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ ხელოვანი ხალხი პოლიტიკაში გასვარონ, მითუმეტეს მე, ადამიანი რომელიც საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში! ამიტომაც სულ ნეიტრალურ პოზიციას ვიაკვებ ხოლმე…
qeta tofuria - ეგ გასაგებია ქეთა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ პოლიტიკაში დიდად გარკვეულება არაა საჭირო იმაში, რომ ერთი სახელმწიფო მეორეს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს და ხალხს ხოცავს…
- კიდევ ვიმეორებ, არავის ეგონოს, რომ ჩემს სამშობლოზე გული არ შემტკივა, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ, რუსეთში ვმოღვაწეობ, მე მიყვარს რუსი ხალხი და რატომ უნდა გავლანძღო ისინი ვერ ვხვდები? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის თვალში ქულები დავიწერო? არასოდეს ამას არ ვიზავ!!!
- თბილისში, შენს მიერ გადადგმულ ბევრ თამამ ნაბიჯზე საუბრობენ, ამბობენ და ჭორაობენ, რომ მკერდი გაიდიდე, მოიშიშვლე და “სპიდ-ინფოს” ყდაზე ისე გამოჩნდი, ამბობენ, რომ ვიღაცას გადაკიდებიხარ ცოლ-შვილიან კაცს და ოჯახს უნგრევ :) იქ იმის საყვარელიაო, აქ ამის მეგობარი გოგონაოო, ბოლო-ბოლო აღარ იტყვი ვისი ხარ?
- (იცინის) არადა ყოველთვის ვიმეორებდი, ვინმეს თუ რამე აინტერესებს მე მკითხოს-თქო პირდაპირ, დასამალი რა მაქვს? კარგია, რომ პირდაპირ მე მეკითხები - 2 წელია უკვე შეყვარებული ვარ და ერთად ვართ, თუმცა ამ ადამიანის სახელს და გვარს არ ვამბობ, რადგან არც არაფერს გეტყვით მისი სახელი, იმიტომ, რომ არც ქართველია და მითუმეტეს არც პოპულარული და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი.
- აქ ყველას ახსოვს ქეთა თოფურია - პატარა, საყვარელი, ლამაზი, მხიარული, ახლა როგორია “დიდი ქეთა”?
- როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რაც ვიყავი ისევ ის ქეთა ვარ, თუმცა ვაღიარებ, რომ ცოტა უფრო დავსერიოზულდი (იცინის)
qeta tofuria - მოსკოვში გადახვეწილ შენს ქართველ მეგობარ, კოლეგა ქართველებთან თუ გაქვს შეხება? მაგალითად აჩის თუ ნახულობ ხოლმე ფურცელაძეს?
- რათქმაუნდა აჩისთან ვკონტაქტობ და ბევრ სხვა აქაურ ქართველთანაც.
- როგორც საუბრის დასაწყისშია შენიშნე, ქართული შოუ-ბიზნესი მოკვდა და აღარც კონცერტები ტარდება, შენ როგორ ფიქრობ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დღეში სამჯერ თუ არა, სამ დღეში ერთხელ მაინც ტარდებოდეს კონცერტები და იმის ნახევარი დრო მაინც დაბრუნდეს, რაც 5 წლის წინ ქონდა ქართულ შოუ-ბიზნესს? აქვე დავამატებ იმას, რომ ამხელა კრიზისის პერიოდშიც კი არცერთი წელი არ გაუცდენია საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალს.
- ვიცი, რომ “მეგას” არცერთი წელი არ ჩაუგდია და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ყოველ წელს იმართება და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ბესო ჩუბინიძის დამსახურებაა, რადგან მას ძალიან უყვარს თავისი საქმე და ამისთვის მას მადლობა მაინც ეკუთვნის, ადრე თუ გვიან ეს დაფასდება და რაც შეეხება ხალხის ინტერესის დაბრუნებას - რაღაც ახალი სიტყვა უნდა თქვას ვინმემ, გახსოვთ, ასე იყო მაშინაც როცა ჯგუფი “სახე” გამოჩნდა ასპარეზზე და ახლაც იმ დროს მაგონებს დღევანდელი სიტუაცია, რაღაცა ახალის მოლოდინშია ხალხი.
- ქეთა, “ევროვიზიის” ქართულ სკანდალზე რას იტყვი? გოგონათა ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თავის დროზე შენ იყავი, “3 გოგოს” ადრე “4 გოგო” ერქვა და პროექტი სწორედაც რომ სტეფანეს და კახუჩელას ეკუთვნოდათ მაშინაც და ახლაც…
- ამ ჯგუფის წევრებიც და სტეფანეც ჩემები არიან და მხოლოდ ამიტომ კომენტარებისგან თავს შევიკავებ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ, რომ ეს სიმღერა “ევროვიზიისთვის” შეკვეთით დაიწერაო… მე თუ დამიჯერებთ - ეს, ასე არ არის! სიმღერა შეკვეთით მართლა არ გაკეთებულა!
- და ბოლოს, ქეთა - დაბრუნდები? თუ შენ შენი ადგილი უკვე იპოვე საქართველოს ფარგლებს გარეთ?
- რომ ვიცოდე, რომ საქართველოშიც დაფასდება ჩემი შრომა და ის ჰონორარი მექნება რაც აქ მაქვს, მაშინ დაბრუნებაზე ვიფიქრებდი, მაგრამ არამგონია, რომ 15 წელი მაინც ქართულ ესტრადაზე მსგავსი რამე მოხდეს, მე კი, თუ 15 წელიწადი აქ ვიყავი - ე.ი. აქეთ დავრჩები, თუმცა… მენატრება ჩემი ქვეყანა.
ფაქტია, რომ ამ მოკლე ინტერვიუშიც ჩანს ქეთას გულწრფელობა და არც ისე რთული მისახვედრია, რომ საქართველომ კიდევ ერთი თავისი ნიჭიერი შვილი “დაკარგა”, ალბათ თავი იმით უნდა დავიმშვიდოთ, რომ სადაცაა იქაა კარგად და რადგან ჩვენც ეს გვემეტება ქეთასთვის, გვინდა, რომ ყველანაირი წარმატებები ვუსურვოთ და ჩვენთვის ის, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის - ჩვენი, ქართველი, ლამაზი ქეთა თოფურია დარჩება.
.
xazi

იყო ვაჟკაცი ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ არასოდეს შესწირო შენს ბედნიერებას სხვისი უბედურება

ალბათ დღეს ქართველი თინეიჯერების უმრავლესობა კარგად თუ არ იცნობს გაგონილი მაინც ექნება ჯგუფი “მგზავრები” კარგ სიმღერას ქმნისო, რაოდენ გადაჭარბებულადაც არ უნდა ჟღერდეს. გადავწყვიტე ჩემთვის და თქვენთვის საინტერესო რამოდენიმე კითხვაზე საპასუხოდ ჯგუფის ერთ-ერთი წევრისთვის, გიგი დედალამაზიშვილისთვის, მიმემართა. იგი ამჟამად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამსახიობო ფაკულტეტის, IV კურსის სტუდენტია და აქტიურად ქმნის კარგ (გემოვნებაზე არ დავობენ) მუსიკას.

mgzavrebi - მართალია, შენი წარდგენა ქართველი თინეიჯერებისათვის აღარ არის საჭირო, მაგრამ მოდი მაინც გვითხარი ვინ ხარ?
- რატომ არ არის ზუსტადაც, რომ არის - მე ვარ გიგი დედალამაზიშვილი, ჯგუფ “მგაზვრების” წევრი და სიმღერების ავტორი.
- რას გეგმავთ ახალს შენ და ჯგუფი “მგზავრები” 2009 წელს?
- ვგეგმავთ მეორე ალბომის ჩაწერას. სავარაუდოდ, “მეორე ალბომი” ერქმევა. ასევე გვინდა კონცერტების ჩატარება: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ბათუმში.
- მე რამდენადაც ვიცი თქვენ გეგმავდით ალბომ “აგვისტოს” ჩაწერას, ასეა?
- “აგვისტოს” ჩაწერა გადაიდო. იგი არის ორდისკიანი და მისი გამოშვება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ჩვენ დაწერილი გვაქვს 30 სიმღერა, მაგრამ არ არის ჩაწერილი, ესეც დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ძირითადად სიმღერები არის იმ თემაზე, რომ ომი არის საშინელება და ა.შ.
- რას ფიქრობთ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში გავითარებულ მოვლენებზე?
- ომი საშინელებაა. ადამიანმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიგდოს ფიქრი იმის თაობაზე რომ იარაღით რაიმეს გადაწყვეტა შეიძლება.
- რას ფიქრობთ შენ და ჯგუფი “მგზავრები” ცნება “ვაჟკაცობაზე”? რა არის შენთვის იყო ვაჟკაცი?
- ვაჟკაცი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ დაიცვა შენი პრინციპები. ამავდროულად იყო ვაჟკაცი ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ არასოდეს შესწირო შენს ბედნიერებას სხვისი უბედურება.
mgzavrebi - დღეს საქართველოში მწვავედ დგას ნარკომანიის პრობლემა, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება შენი და ჯგუფის წევრების საერთო აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. გვიპასუხებ?
- მემგონი მსოფლიომ და, მათ შორის, საქართველომაც თითქმის ყველა გზა სცადა. ჩემი აზრით, ნარკომანი ციხეში არ უნდა ჩასვა, რადგან მათი პრობლემა არის ფსიქოლოგიური და მკურნალობა სჭირდებათ. ვფიქრობ რომ ნარკომანებს უფრო თბილად უნდა ექცეოდეს საზოგადოება და დახმარების ხელს უწვდიდეს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მორალურადაც.
- გიგი როგორი ბავშვი იყო ჯგუფის ერთ- ერთი მთავარი წევრი?
- რავიცი აბა, რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი. თან ცელქი, თან მშვიდი, თან კარგად ვსწავლობდი, თან მასწავლებლებსაც ვაბრაზებდი. (იცინის) ბავშვობიდან სხვათაშორის არც მსახიობობა და არც მომღერლობა მინდოდა. როცა ჩაბარების ასაკმა მომიწია უცებ ჩავაბარე ეკონომიკურზე და დავიწყე ბანკში მუშაობა. მერე უცებ არ მომინდა ბანკი და ჩავაბარე თეატრალურში სამსახიობოზე, ამის მერე კი დავიწყე სიმღერების წერაც.
- ალბათ, როგორც ყველა ბავშვს შენც გქონდა ბავშვობის ოცნება. რა იყო იგი? შეგიძლია გაგვიმხილო?
- სხვათაშორის ოცნებები ახლა უფრო მაქვს, ვიდრე ბავშვობაში მქონდა. რავიცი, ბევრი რამ მინდა, ძალიან ბევრი და ახლა, ასე არ მახსნდება. თან ოცნება ხომ არ არის კონკრეტული და ამიტომაც ასე ვერ ვიტყვი.
- რას ფიქრობ სიყვარულსა და მეგობრობაზე?
- სიყვარული არის... არ ვიცი რა არის, მაგრამ რაც არის ძალიან კარგი რამ არის. მეგონა რომ ძალიან ბევრი გოგო მიყვარდა, მაგრამ მაინც არ ვიცი რა არის სიყვარული. თუ გაიგე თუ რა გრძნობაა ეს ე.ი “დაგერხა”. მეგობრობა? ძალიან მაგარია. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მყავს ისეთი მეგობრებიც, რომლებმაც ჩემზე ძალიან ბევრი რამ იციან. მეგობრები ერთი პრინციპის ირგვლივ უნდა ერთიანდებოდნენ, ჩემი აზრით.
mgzavrebi - რამდენად რომანტიკოსი ხარ და რა სისულელის ჩადენა შეგიძლია გოგონასთვის?
- საშინლად რომანტიკოსი ვარ. გოგონებს ბავშვობაში რეზინებს ვუნთებდი და კინაღამ გადავწვი 20 კორპუსი. ძირითადად ასეთ გოგონებს არ მოვწონდი მაგრამ... ჩემი აზრით სიყვარულში მთავარი პრინციპი არის ის რომ ვიღაც გიყვარს და არ უნდა ითხოვდე მისგან რამეს. მისდამი სიყვარული, აი ასე უბრალოდ, უნდა გაბედნიერებდეს.
- დაპყრობილია გიგი შენი გული თუ არა? გულახდილად გვიპასუხებ?
- არა!!! ამ თემაზე არ მივყარს საუბარი ღიად. ვთვლი რომ ეს ჩემთვის ძალიან პირადულია და არა მგონია ვინმეს ამ დონეზე აინტერესებდეს ჩემი ცხოვრება.
- დღეს ჯგუფ “მგზავრებს” უსმენს ქართველი თინეიჯერების დიდი ნაწილი, გყავს ბევრი თაყვანისმცემელი. თავად თქვენ ვის ან რას უსმენთ?
- მოდი მე გიპასუხებ ვის ვუსმენ კარგი? ძალიან ბევრს. დავიწყო?! ნინო ქათამაძე - ძალიან საყვარელი და კარგად მოაზროვნე ადამიანი, მიშა მდინარაძე, ნიაზ დიასამიძე, ზუმბა. საქართველოში თუ ვინმე რამეს აკეთებს მე ყველას ვაფასებ, რაც არ უნდა სხვისგან “უგემოვნოდ” იყოს შეფასებული. ჩემი აზრით, თუ იმ “უგემოვნოს” შექმნილი მუსიკა თუნდაც ერთ ადამიანში კარგი ენერგია და მუხტი შეაქვს ეს იმდენად დიდი მიზეზია რომ ამ ადამიანს შეუძლია თამამად ქმნას მუსიკა. შეუძლებელია ადამიანს არ მოსწონდეს როკი. ჰოდა მეც ძალიან მიყვარს ძველი კლასიკური როკ მუსიკა.
- დღეს ძალიან მწვავედ განიხილავენ ევროვიზიის პრობლემას. შენი აზრით ვინ არის მართალი?
- რა არის იცი?! პრინციპში ალბათ აღარ უნდა წასულიყვნენ. ტექსტი არ უნდა შეეცვალათ და კარგად მოიქცნენ. და საერთოდ მე ევროვიზია არ მომწონს, როგორც კონკურსი. ეს არის პოლიტიკური თავიდან ბოლომდე. ჩემი აზრით, იქ სერიოზული მუსიკოსი ცოტა თუ მიდის. მაგრამ ალბათ მაინც ცალსახოვანი პოზიცია არ გამაჩნია.
mgzavrebi - მე და ალბათ ძალიან ბევრს გვაინტერესებს შენი, როგორც მუსიკოსისა და მომღერლის აზრი “ვარსკვლავების აკადემიაზე”.
- მე საერთოდ საშინლად არ მიყვარს კონკურსები, იმიტომ, რომ იქ იმხელა დაძაბულობაა შეუძლებელია შენი თავი მაქსიმალურად გამოავლინო. მაგრამ მაინც ვიტყვი რომ კარგად მღერიან და სხვა თუ არაფერი იმის შესაძლებლობა მაინც აქვთ, თავიანთი სიმღერა ყოველდღე საზოგადოებას გააგონონ.
- და ბოლოს რას დაანონსებდით თაყვანისმცემლებისთვის? და რამის დამატებას ხომ არ აპირებთ?
- უახლოეს მომავალში თბილისის ერთ-ერთ თეატრში, ზუსტად არ ვიცი რომელში, დაახლოებით ერთ თვეში ვგეგმავთ კონცერტს. ერთ რაღაცას დავამატებდი. ხალხო მოუსმინეთ მუსიკას, რადგან მართლა კარგია და მართლა ბევრ რამეში დაგემხარებათ და რაც ყველაზე მთავარია გიყვარდეთ ერთმანეთი!!!...
ესაუბრა ქეთი გიგოლაშვილი

xazi

ნინა: - ქართველ კაცებს გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. რაღაც უნდათ და თვითონაც ვერ იგებენ რა.

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი საკუთარი ვიზუალობის შეცვლაზე ფიქრობს. თუმცა, უშედეგოდ. პლასტიკურ ქირურგთან ცხვირის ოპერაციაზე მისული ნინა უკან გამოაბრუნეს. თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. აქვე ავღნიშნავთ, რომ მომღერლისთვის ქართველი მამაკაცები "მძიმეები" არიან და ძალით ირთულებენ ცხოვრებას.... ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი საკმაოდ გულახდილია ჩვენთან საუბრისას

nina ckrialashvili - როგორ იწყება ნინას ერთი ჩვეულებრივი დღე?
- თუ საქმე არ მაქვს, დილას 11 საათზე ვიღვიძებ. აბაზანაში შევდივარ, მერე ვსაუზმობ. თუ განსაკუთრებული საქმე არ მაქვს, რაღაცას ვიგონებ ხოლმე, რომ დღემ ტყუილად არ ჩაიაროს. სტუდიაში მივდივარ, ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, მერე შეიძლება მეგობრებთან გავიარო. სახლში მოსული ბავშვს ვამეცადინებ. მერე ვიძინებ. თუ საქმე მაქვს, საშინლად დატვირთული მოვდივარ და ეგრევე ვიძინებ.
- რამდენი ხანი გჭირდება მომზადებისთვის?
_ ძალიან მალე ვწესრიგდები. თუ რამე შეხვედრა არ მაქვს, ეგრევე ჯინსებს ამოვიცვამ, მაისურს ჩავიცვამ და 5 წუთში მზად ვარ. მაკიაჟსაც არ ვიკითებ. თუ მაკიაჟი უნდა გავიკეთო და განსაკუთრებულად ვემზადები, მაინც 15 წუთი მყოფნის, ანუ დიდი დრო არ მჭირდება.
- ასე მალე ახერხებ მოწესრიგებას?
- თუ თმა მოწესრიგებული მაქვს, ასე მალე. . . თუ თმა მოსაწესრიგებელია, ჩათვალეთ, რომ ვერასდროს ვერ მოვწესრიგდები, იმდენად დიდი დრო მჭირდება :)
- სალონებს რამდენად ხშირად სტუმრობ?
- კვირაში ორჯერ თმას ვივარცხნი, კვირაში ერთხელ ფრჩხილებს ვიკეთებ და შესაბამისად, ზოგჯერ სახის, ტანის მასაჟს ვიკეთებ... მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც სტაბილურად დავდივარ სალონში, იმიტომ, რომ ჩემი თმა სხვანაირად არ გამოიყურება კარგად.
- ვარცხნილობის შეცვლას ხომ არ აპირებ?
- რამდენჯერაც ვარცხნილობის შეცვალა ვცადე, იმდენჯერ მომიწია ისევ ასეთი ვყოფილვიყავი. ზაფხულში ყავისფრად გადავიღებე თმა. ვერაფრით ვერ შევეგუე. მეორე დილით ისევ ასე შევიღებე. მერე დაგრძელებული თმაც მოვიხსენი. სამი დღე "კარე" მქონდა. ამასაც ვერ შევეგუე და ისევ მივიბი (იცინის).ძალიან მინდა, რომ თმა გავიმუქო მაგრამ არ მიხდება. წელიწადში ერთხელ ვიღებავ ხოლმე ერთი დღით, მაგრამ ისევ ამ ფერს ვუბრუნდები.
nina - კიდევ სხვა რამის შეცვლას ხომ არ აპირებ შენს გარეგნობაში?
- ცხვირი მინდა, უფრო კარგი მქონდეს. სხვა რაღაცეებსაც შევცვლიდი. საერთოდ იცი რა არის? თუ არის იმის საშუალება, რომ უკეთესად გამოიყურებოდე, მივესალმები ამ ყველაფერს. პლასტიკურ ქირურგთან ვიყავი და დამცინა: შენს ცხვირს არ სჭირდება გაკეთებაო, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ცოტა კორექცია საჭიროა. კარგი ცხვირი მქონდა და ერთი, ოთხი წლის წინ გამიტყდა. ერთი მხრიდან პატარა კეხი მაქვს, მეორე მხრიდან არა. ეს არ მომწონს. თურმე, რაც დიდი ცხვირი გაქვს, უფრო ადვილი გასაკეთებელი ყოფილა, პატარა ჩარევა უფრო ძნელიაო. ამის გამო თავს არიდებენ ჩემი ცხვირის გაკეთებას. რა ვქნა, იყოს ის რაც არის.
- როგორი უნდა იყოს მამაკაცი რომ ნინას ყურადღება მიიქციოს?
- ასეთი ჩამოყალიბებული სტერეოტიპი არ მაქვს. შეიძლება ისეთმა მამაკაცმა მიიქციოს ჩემი ყურადღება, რომელზეც ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე დავინტერესდებოდი... რა ვიცი, კაცი უნდა იყოს. სრული ამ სიტყვის გაგებით. მაღალი იქნება, დაბალი, ქერა თუ შავგვრემანი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მის გვერდით ვიგრძნო, რომ ქალი ვარ.
- როგორები არიან შენთვის ქართველი მამაკაცები?
- ყველას ერთ ქვაბში ვერ მივხარშავთ ნამდვილად, მაგრამ ძირითადად მძიმეები არიან. ქალებზე უფრო მეტად უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. უფრო ფრთხილები არიან და საზოგადოების აზრს უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ვიდრე, ქალები ვაქცევთ. ძალით ირთულებენ ცხოვრებას.
- რას გულისხმობ მძიმეში?
- ხასიათს. გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. რაღაც უნდათ და თვითონაც ვერ იგებენ რა.
nina PLYBOYshi - შენ თუ მამაკაცი მოგეწონება როგორ მიიქცევ მის ყურადღებას?
- მე არასდროს ვიქცევი ასე. ძირითადად, თვითონ ცდილობენ რომ ჩემი ყურადღება მიიქციონ. საერთოდ, ვთვლი, რომ არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მისი ყურადღება მიიქციო, არც ერთი, ვინც არ უნდა იყოს სამყაროში.
- გულგატეხილი ნინას პასუხია?
- არა, რა სისულელეა. როგორ შეიძლება ვიღაცის გამო გულგატეხილი იყო, ანუ ამ სქესის წარმომადგენლებს სერიოზულად არ ვუყურებ.
- რამეს ხომ არ ნანობ?
- რაღაცეებს ვნანობ, მაგრამ სინანულს აზრი არ აქვს, ვერ გამოასწორებ. როცა რაღაცაზე კისერს წაიმტვრევ, მეორედ აღარ უნდა შეგეშალოს, თორემ მთელი ცხოვრება, რომ გადაყვე ამ სინანულს, აზრი არ აქვს. ისედაც ცოტა ხანს ვცხოვრბთ.
- როგორ ფიქრობ, წარმატებული ქალი ხარ?
- ვერ გეტყვი ძალიან წარმატებულიო, მაგრამ ჩემზე წარუმატებლებიც მინახავს. თემცა, ეს ის არ არის, რაზეც ვოცნებობდი.
- პირად ცხოვრებას გულისხმობ თუ შემოქმედებას?
- პირად ცხოვრებასაც და შემოქმედებასაც... მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს.
- შემოქმედებაში რა ხდება?
- ალბომზე მუშაობა დავასრულე. კლიპის გადაღების ერთი დღეც დავასრულე. ახლა ცოტა ჯამრთელად ვერ ვარ, ფილტვების ანთება მაქვს. რომ გამოვჯანმრთელდები ალომს გამოუშვებ.
- რომელ სიმღერაზე იღებ კლიპს?
- დიმკა თეიმურაზოვის სიმღერაზე, რომლის ტექსტიც მე თვითონ დავწერე და "ილუზია" ჰქვია. კლიპს რაც შეეხება, "კიკალას" სტუდია გადაიღებს. ეს იქნება ფოტო-კოლაჟური კლიპი.
ესაუბრა ნანიკო ჯოხაძე

xazi

მულატკა: “ცხოვრებაში არასდროს მომიხდია ბოდიში და არც მოვიხდი!”

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია “ჯეო-ბარი 4” სკანდალური მონაწილე მულატკა კირიაკი, რომელსაც პირდაპირ ეთერში სექსი ჰქონდა. საქართველოში განხორციელებულ არც ერთ პროქტში მსგავსი “ინცინდენტი” არ ყოფილა. ამ მხრივ მულატკას კონკურენტი და პირველობაში მოცილე ნამდვილად არავინ ყავს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ასეთი გზით მოპოვებული პოპულარობით ოჯახის წევრების უმრავლესობა გაანაწყენა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინტერვიუდან შეიტყობთ თუ რამ აატირა გულწრფელად მულატკა და პირველმა ვინ დაურეკა შესარიგებლად...

koba xabazi - როგორც ამბობენ, ჟურნალისტებმა თავი მოგაბეზრეს. ძირითადად რითი გაბეზრებენ თავს?
- ჟურნალისტები ნამდვილად მოსაბეზრებელი ადამიანები არიან, რადგან ყოველი ინტერვიუს დროს ერთი და იგივეს მეკითხებიან ოჯახთან დაკავშირებით და რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში “ჯეო – ბარის” შემდეგ. ეს არის ორი შეკითხვა, რომელზეც აღარ ვპასუხობ.
- დღესდღეობით, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობ?
- ჩემი გადმოსახედიდან, 18 წლის გოგო დაახლოებით 23 წლამდე უნდა“გულაობდეს”, რადგან ვთვლი, რომ მეორედ მოსასვლელი ნიახური არ ვარ, ამიტომ ვცხოვრობ და “ვგულაობ” ისე, როგორც მე მინდა.
- შენთვის რა არის გართობა?
- ყველა ინდივიდი თავისებურად ერთობა. პირადად მე, ვერთობი ყველანაირად და შესაბამისად, ცხოვრებით ვტკბები.
- მულატკა, გაიხსენე შენი პირველი წარმატება?
- პირველი წარმატება 7 წლის ასაკში მეწვია. ეს იყო დღევანდელი “მის საქართველოს” ანალოგიური კონკურსი, რომელიც ბავშვებში ჩატარდა, სადაც “მის ფერია” გავხდი. იმ პერიოდში, უფრო კეკლუცი გოგო ვყავი, ვიდრე ახლა. (იცინის).
- წარმატებასთან ერთად შენი პირველი, სერიოზული მარცხიც გაიხსენე...
- პირველი მარცხი “ჯეო – ბარიდან” წამოსვლისას შევიგრძენი. ასეთ დამარცხებას პირველი ადგილი მერჩივნა 40.000 ლარის გარეშე. ჩემთვის მთავარი სახელი იყო. გამომდინარე აქედან, ფულის გულისთვის ნამდვილად არ შევსულვარ ამ პროექტში. ანკეტაში გარკვევით მეწერა, რომ “ჯეო – ბარში” შევდიოდი გასართობად და პოპულარობის მოსახვეჭად. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ მიზანს მივაღწიე.
koba xabazi - მულატკა, რამდენად გიჭირს შეცდომბის აღიარება?
- იმ შემთხვევაში, როცა დამნაშავე ვარ არასდროს ვაღიარებ. ბუნებით საკმაოდ ნაგლი ადამიანი ვარ.
- გამომდინარე შენი ბუნებიდან, ბოდიშს თუ იხდი ცხოვრებაში?
- ცხოვრებაში არასდროს მომიხდია ბოდიში და არც მოვიხდი! მამაჩემმა შემომითვალა, რომ მხოლოდ ბოდიშის მოხდის შემდეგ მიმიღებდა, მაგრამ იმდენად ამაყი ადამიანი ვარ, რომ უარი ვთქვი ბოდიშის გზით მამასთან შერიგებაზე. სიმართლე, რომ გითხრათ, ბოდიშის მოხდა ადამიანის დიდ მინუსად მიმაჩნია.
- მულატკა, იყავი გულწრფელი და გაიხსენე შენი პირველი სექსი?
- ჩემი პირველი სექსი ნამდვილად არ ყოფილა კარგი და სასიამოვნო, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი იყო... პატარძალივით არც მე ვიცოდი როგორი იყო სექსი, თუმცა, რომ არ ამცდებოდა ამაში დარწმუნებული ვიყავი. მინდა გითხრათ, დღესაც შეიძლება გქონდეს სექსი სამოვნების გარეშე. მამაკაცებისგან ხშირად მესმის თვით შექების ფრაზები და სურვილი მიჩნდება ლოგინში მხოლოდ იმიტომ ჩავუწვე, რომ შევამოწმო.
- როგორი მამაკაცები იპყრობენ შენს ყურადღებას?
- პირველ რიგში, მამაკაცი ყურადღებიანი უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამუდმებით მაკონტროლებდეს. გარდა ამისა, პატივს ვცემ კაცურ, სიმპატიურ და სექსუალურ მამაკაცებს.
koba xabazi - მულატკა, ნამდვილი სიყვარული თუ გწვევია?
- ცხოვრებაში არც ერთი მამაკაცი არ მყვარებია. სიყვარული შეიძლება 21 წლამდე არ მეწვიოს, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე ქალიშვილი დავრჩენილიყავი. ჩემი პირადი საქმეა ვის ჩავუწვები ლოგინში.
- შენი საუბრიდან გამომდინარე, შეგიძლია მიპასუო რა ჰქვია სექსს სიყვარულის გარეშე?
- სექსს სიყვარულის გარეშე უბრალოდ, ვნება ჰქვია.
- შენი ბუნება და, ამასთანავე, ცხოვრების წესიც რომ გავითვალისწინოთ, რამდენად ერთგული მეუღლე იქნები?
- მიუხედავად ჩემი თავისუფალი ცხოვრებისა, გათხოვების მერე ღალატს ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ქმრის ღალატსა და საყვარლებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე, როგორც ცოლს ჩემი ადგილი მექნება.
- ყველაფერთან ერთად, პირველი ცრემლიც გაიხსენე
- პირველი გულწრფელი ცრემლები მამაჩემს უკავშირდება. “ჯეო – ბარში” შესავლამდე, ჩემმა დაქალმა მამაჩემს დაურეკა და მიკითხა. პასუხად ჩემი გარდაცვალების ამბავი აცნობა, რაც იმ მომენტში სასაცილოდ მომეჩვენა. მეორე დღეს, ნასვამ მდგომარეობაში დავურეკე და იგივე სიტუაცია განმეორდა. გასაგებად გამიმეორა, რომ მისთვის მკვდარი ვიყავი და სწორედ ეს იყო ჩემი გულწრფელი ცრემლების მიზეზი.
- ყველაზე დასამახსოვრებელი რა გამოგყვა “ჯეო – ბარიდან” ?
- “ჯეო-ბარიდან” გამოსვლისას, სამზარეულოში პატარა ბალიში მომეწონა და წამოვიღე. გზაში პროექტის უფროსი შემხვდა და შემახსენა, რომ ბარიდან არაფრის წაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც წამოვიღე. ბოლოს და ბოლოს, პროექტში იმდენჯერ მქონდა სექსი, რომ აღარ მეკუთვნოდა?! (იცინის).
koba xabazi - მულატკა, “ჯეო-ბარში” შექმნილ, ყველაფერზე წამსვლელ ქალის იმჯს ამართლებ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნამდვილად ყველაფერზე წამსვლელი ქალი ვარ. პროექტში ხშირად ვჩანდი, როგორც ეჭვიანი ქალი, რაც ყალბი იყო, რადგან საერთოდ არ ვარ ეჭვიანი ადამიანი.
- როგორ ფიქრობ, დღეს, რა აკლია შენი თაობას?
- არ ვიცი, პირადად მე, სახლში ყოფნისას თავისუფლება მაკლდა. ბუნებით საშინლად ჯიუტი ბავშვი ვარ, ამიტომ რასაც მამა მიშლიდა ყოველთვის ის მინდოდა. გამომდინარე აქედან, მშობლებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მეგობრულნი და დამთმობნი საკუთარ შვილებთან მიმართებაში. დღეს, ყველანაირად თავისუფალი ადამიანი ვარ.
- მულატკა, როგორც ყველა ქალი, შენც პოტენციური დედა ხარ. როგორი დედა იქნები შენი შვილისთვის?
- ჩემი შვილი არ იქნება ისეთი, როგორიც მე ვარ დღეს, თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ცუდი ადამიანი ვარ. უბრალოდ სხვანაირად აღვზრდი... ზუსტად ვიცი, რომ არ ვიქნები მკაცრი დედა და ჩემი შვილის ნებისმიერ საქციელს გაგებით მოვეკიდები.
- ცხოვრებაში ყველაზე ძალიან რას გაუკვირვებიხარ?
- “ჯეო-ბარში” ყოფნისას, ერთ-ერთი ჟურნალი შემომიტანეს, სადაც ჩემი ფეხმძიმობის შესახებ წერდნენ. ეს იყო პირველი ჩემამდე მოღწეული ინფორმაცია, რომელმაც გულწრფელად გამაკვირვა.
- საინტერესოა, 18 წლის მულატკას როგორი მდგომარეობა აქვს სწავლაში?
- დღესდღეობით, ტურიზმისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი უნდა ვიყო, მაგრამ “ჯეო – ბარისა” და ჟურნალ “ფლეიბოიში” გადაღებული ფოტოსესიის შემდეგ მამაჩემმა მიიჩნია, რომ სწავლა ზედმეტი იქნებოდა ჩემთვის და საბუთები გამიფუჭა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, სექტემბრიდან დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტზე გავაგრძელებენ სწავლას.
- მულატკა, რას გააკეთებ საყვარელი მამაკაცისთვის?
- არ მიფიქრია საყვარელი მამაკაცისთვის რას გავაკეთებდი, მაგრამ ჩვეულებრივი მამაკაცისთვის ფრჩხილსაც კი არ მოვიჭრი. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ დღესდღეისობით, ჩემს ცხოვრებაში არის მამაკაცი, რომელიც მომწონს და ვხვდები.
koba xabazi - რამდენად გრძელვადიანი რომანები გქონია შენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში?
- საერთოდ, ძალიან მალე მბეზრდება მამაკაცებთან ურთიერთობა. მქონდა პერიოდი, როცა მამაკაცის მესამედ დანახვაზე ვწყვეტდი ურთიერთობას. გამომდინარე აქედან, სექსი ძალიან ცოტა მამაკაცთან მქონია.
- მულატკა, გამომდინარე შენი სკანდალური პერსონიდან, როგორი დამოკიდებულება გაქვს ოჯახის წევრებთან?
- “ჯეო-ბარის” მერე მთელი სანათესაო მომდურებული მყავდა, თუმცა რაღაცა პერიოდის შემდეგ, პირველი ჩემი ძმა დამიკავშირდა და შემირიგდა. დღეს, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ზუსტად, ორი დღის წინ დეიდა და დეიდაშვილები შემირიგდნენ. შერიგებაზე დედის ხათრით წავედი, რომელიც ბუნებით ძალიან წყნარი ადამიანია.
- ახლო მომავალში, რა სიურპრიზს გვიმზადებ?
- ეროტიულ ფილმში გადასაღებად სამი შემოთავაზება მაქვს. ერთ-ერთი მოწვევა საზღვარგარეთიდანაა, ამიტომ სულ მალე პორნო ვარსკვლავი გავხდები.
მოამზადა ირინა კვანჭახაძემ

xazi

კობა ხაბაზი: - რაც არ უნდა დიდი დრო დავყო სარკის წინ ალენ დელონი მაინც არ გამოვა ჩემგან.

koba xabazi - ჩვეულებრივ როგორ იწყება კობა ხაბაზის დილა?
- ყველა დილა იწყება ჩვეულებრივ ერთნაირად, ვიღვიძებ და ვდგები. ყოველთვის მიწევს გაღვიძება ერთ დროს, - დილის რვა საათზე. ვვარჯიშობ, ვთამაშობ ფეხბურთს ჩემს მეგობრებთან ერთად, ყოველ მეორე დღეს დავდივარ ნაუტილუსში, სადაც ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ, ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო. არის შემთხვევები, როდესაც დილის 11 საათამდე მძინავს. ეს მაშინ ხდება თუ დასაძინებლად დილის ხუთ-ექვს საათზე დავწექი. არის ხოლმე არჩევნების დღეები, როდესაც ეს ყველაფერი იცვლება და არის გამონაკლისი დღეები, როდესაც საერთოდ არ ვიძინებ, შესაბამისად არც ვიღვიძებ. :) პირველ რიგში აუცილებლად რასაც ვაკეთებ ეს არის, რომ ვსვამ ყავას, რათა მთელი დღის განმავლობაში ვიყო კარგ განწყობაზე.
- ანუ ცდილობთ ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროთ, სიგარეტს თუ ეწევით?
- სიგარეტს ვეწევი, ეს არის ჩემი დიდი პრობლემა, რვა თვის განმავლობაში მე ვიწექი საავადმყოფოში, გავიკეთე საკმაოდ რთული ოპერაცია ფილტვზე და ექიმებმა სასტიკად ამიკრძალეს ალკოჰოლის მიღება და სიგარეტი. პირველში დავუჯერე, რვა წლის განმავლობაში სულ სამი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი მაქვს დალეული, მაგრამ რაც შეეხება სიგარეტს, ვერ შევძელი, დაახლოებით ერთი წელი არ ვეწეოდი და ამ ერთი წლის განმავლობაში მესიზმრებოდა კოშმარული სიზმრები, ვთქვათ მდინარეზე გადავდივარ, მაქვს ერთი ღერი სიგარეტი, უცევ წავიქეცი და მდინარეში ჩამივარდა, ან ბოლო ღერი ასანთი მქონდა და როდესაც სიგარეტისთვის უნდა მომეკიდებინა ქარმა ჩამიქრო. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ უსიგარეტოდ ცხოვრება არ შემეძლო და ვთქვი, რომ სანამ ნერვული სისტემა დამიზიანდება, ჯობია ისევ სიგარეტი მოვწიო-თქო და გავაგრძელე ერწლიანი პაუზის შემდეგ მოწევა. დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწევი.
- რამდენ დროს უთმობ საკუთარ თავს სარკის წინ?
- დაახლოებით 5-10 წამს როდესაც სახლიდან გამოვდივარ და ასევე 5-10 წამს როდესაც მანქანიდან გადმოვდივარ, დღის განმავლობაში სულ რაღაც ოც წამს, იმიტომ რომ დიი ეჭვი მაქვს, რაც არ უნდა დიდი დრო დავყო სარკის წინ ალენ დელონი მაინც არ გამოვა ჩემგან.
koba xabazi - ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას, რომელ სამოსში გრძნობ თავს კომფორტულად?
- ყველაზე უფრო კომფორტულად თავს ვგრძნობ ჯინსებში, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე მიწევს ძირითადად კლასიკური სამოსით სიარული.
- როგორ ფიქრობ, კობა ხაბაზი იდეალური მამაკაცია?
- ახლა გონებაში ვეძებ იმ მანძილს, რომელიც მაშორებს იდეალამდე და დედამიწიდან მთვარეც კი მცირედ მომეჩვენა ამ მანძილის აღსაწერად. არ ვიცი, ალბათ იდეალების ძებნაში არავინ არ უნდა იყოს, არ ვარ იდეალური, მაქვს უამრავი ნაკლი და უამრავი უარყოფითი თვისება.
- შენს პირად ცხოვრებაზე რას მეტყვი?
- ჩემი პირადი ცხოვრება იმდენად არის გადაჯაჭვული საზოგადოებრივ ცხოვრებასთან მისი განცალკევება ძალიან მიჭირს. ვინაიდან ძირითად დროს ვუთმობ საზოგადოებრივ საქმიანობას, ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ორი ომი და ოთხი რევოლუცია, რომელიც მაქვს გამოვლილი. ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და ვიცხოვრებ ყოველთვის პოლიტიკით.
- როგორი არის შენთვის იდეალური ქალი, როგორი ქალები იმსახურებენ შენს მოწონებას?
- ამ კითხვაზე ძალიან მოკლე პასუხით შემოვიფარგლები, წინ მიზის კორესპონდენტის სახით.
- თქვენი რეაქცია, როდესაც ქალი ძალიან მოგეწონება, რით გამოხატავ სიმპატიას?
- თვალები მიბრჭყვიალებს. თქვენ უნდა გკითხოთ, წესი არ არის ინტერვიუს დროს შეკითხვები რესპოდენტისგან კორესპონდენტის მიმართ, მაგრამ მემგონი მეტყობა არა?! (კობას ნამდვილად საოცრად უბრჭყვიალებდა თვალები)
- რამდენად ყურადღებიანი ხარ საყვარელი ადამიანის მიმართ?
- ყურადღებიანი ნამდვილად ვარ. თუ მიყვარს ადამიანი ვფიქრობ მასზე გამუდმებით, ვოცნებობ მასზე.
- რამდენად აზარტული ხარ?
- ძალიან აზარტული ვარ ნებისმიერ საქმეში. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო, იგივე იყო წინასაარჩევნოდ და არჩევნების მიმდინარეობისას. მე თავიდან ბოლომდე ამ საქმეში ვიყავი გადართული, სხვა სამყარო ჩემთვის არ არსებობდა. სიყვარულშიც ისეთივე აზარტული ვარ, როგორც სხვა საქმეებში. აქვე მინდა ავღნიშნო რომ არასოდეს არ დავდივარ კაზინოში, ვთვლი რომ არათანაბარ პირობებში გვიწევს თამაში. ძალიან მიყვარს სისწრაფე. აზარტულობა არასოდეს არ მაკარგვინებს გონებას. ჩემი საყვარელი თამაშია კარტის ტრეფერანსი. ყოველთვის ვაკეთებ რისკის შეფასებას. თუ გავრისკე და ვიგებ ათმაგს და თუ არ გავრისკე და ვაგებ ერთმაგს - ასეთ შემთხვევაში გავრისკავ.
koba xabazi - ყველაზე ორიგინალური საჩუქარი რაც გაგიკეთებია საყვარელი ქალისთვის?
- ორიგინალური საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს და ჩემს მეუღლეს, როდესაც ცოლად მოვიყვანე ავედით ართვინში, (?) დავტოვეთ მანქანა, მოვიკიდეთ კარავი და გავიარეთ 230 კმ-ი ფეხით. თუ ამას დავარქმევთ საჩუქარს. დღესაც არ ვიცი ეს საჩუქარი მას გავუკეთე თუ საკუთარ თავს. მიმაჩნია, რომ მამაკაცმა ქალს ხშირად უნდა აჩუქოს ყვავილები. რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემს თანამშრომლებს მივართვი ყვავილები, მათ აღნიშნეს, რომ ძალიან ყურადღებიანი ვარ.
- კობა, შენი აზრით, რა აკლიათ დღეს ქართველ ქალებს?
- არაფერი არ აკლიათ, პირიქით ზედმეტად აქვთ ყველა ის ხიბლი რაც ქალს შეიძლება ახასიათებდეს.
- როგორია ეჭვიანობის შენეული განსაზღვრება. რამდენად ეჭვიანი ხარ და ძირითადად ვის მიმართ?
- ყველა ადამიანი თავისებურად ეჭვიანია, ვერ ვიტყოდი, რომ ეჭვი სიყვარულის თანმხლებია. ადამიანი ეჭვისგან თავისუფალი მე ვერ წარმომიდგენია. უბრალოდ ეს არ უნდა გადაიზარდოს გარკვეულ ისტერიაში. ეჭვიანობა ჩაგადენინებს ადამიანს უამრავ სისულელეს. არასდროს არ ვარ უსაფუძვლოდ ეჭვიანი, როდესავ ვეჭვიანობ ის ყოველთვის მართლდება.
- თვისება, რომელიც გაწუხებს, ებრძვი და გინდა, რომ აღმოფხვრა საკუთარი თავიდან?
- სიგარეტის მოწევა და მინდა შემეძლოს საკუთარი თავის კონტროლი, რასაც ხშირად ვერ ვახერხებ.
- თავისუფალ დროს სად ატარებ?
- ამ ბოლო დროს გამიტაცა ბილიარდმა, ძალიან ხშირად ღამის 12 საათზე მივდივარ საბილიარდოში და 3 საათის განმავლობაში ვთამაშობ ბილლიარდს. მაქვს ნაკლი, რომ არ მახასიათებს სიზუსტე, მაგრამ მაქვს პლიუსი ის, რომ საკმაოდ სერიოზულ გათვლებს ვაკეთებ და ამის ხარჯზე ვამარცხებ ხშირად მოწინააღმდეგეს.
- ვინ არიან ის ადამიანები ვისთანაც ატარებ დიდ დროს, თუნდაც ერთად დადიხართ სათამაშოდ საბილიარდოში?
- ჩემი მეგობრებიდან გამოვყოფდი ვისთანაც ხშირად მიწევს თამაში, ესენი არიან არსენ ონიანი, კოტიკო თოლორაია, გოჩა ღადუას, თუმცა ეს ბოლო სუსტი მოთამაშეა და თამაში არ იცის (გოჩა ღადუა ესწრებოდა ინტერვიუს და სასტიკად უარყო ეს ინფორმაცია). კარგად თამაშობს ნინო წიკლაური.
- რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს კობა ხაბაზი?
- საწვავში, ტელეფონზე საუბრებში, საბილიარდოში.
- ბევრი გაქვს ცხოვრებაში გამოუსწორებელი შეცდომები ჩადენილი?
- გრიგოლ რობაქიძეს აქვს ასეთი სიტყვები: ადამიანი ისე უნდა ცხოვრობდე, როგორც გველი, რომელიც ერთხელაც არ მიხედავს თავის გადახდილ ტყავს სინანულით, მე მყვას მეგობარი გოჩა ღადუა, რომელიც არის ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა (იცინის).
- რას ნანობ ყველაზე მეტად და რაზე გწყდება გული?
- ეს ალბათ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, ის, რომ მე და ჩემმა ტაობამ ვერ შევძელით ტერიტორიების შენარჩუნება, ვერ შევძელით, რომ არ დაგვეკარგა აფხაზეთი და ოსეთი, ვერ შევძელით, რომ აგვერიდებინა საქარველო 1991 წლის შემდეგ დატრიალებულ კატასტროფას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არ მაქვს რაიმე სერიოზული სინანული, ალბათ ისევ იმ გზას გავივლი, რომელიც დღემდე გამოვიარე.
- როგორ ფიქრობ, რამდენად წარმატებული ადამიანი ხარ?
- წარმატებული ადამიანი პირობითი სიტყვაა, წარმატება უკავშირდება შენი ოცნებების რეალიზებას, თუმცა აქ ხუმრობით შეიძლება ვთქვა, სკოლაში როდესაც ვსწავლობდი მქონდა ასეთი ოცნება, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მენახა და დამეთვალიერებინა, მსოფლიოში ბევრი საოცრება არის, რომლის ნახვაც უნდა შეძლოს ადამიანმა, შემდეგ დამემატა ოცნება, რომ როდესაც ასლან აბაშიძე მოვიდა ხელისუფლების სათავეში აჭარაში არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, შემდეგ შევარდნაძე მოვიდა ქვეყნის სათავეში და არ ყოფილიყო იგი ქვეყნის მმართველად. ასე რომ, რომ ვთქვა ოცნებები არ შემისრულდა-თქო, ვერ ვიტყვი, სამივე ოცნება შემისრულდა. ამიტომაც, შემიძლია ვთქვა რომ წარმატებული ადამიანი ვარ. მაგრამ ძალიან ბევრი ოცნება მაქვს კიდევ, რომელიც იმედი მაქვს განხორციელდება უახლოეს მომავალში.
koba xabazi - ოცნება რომელიც ჯერ არ აგსრულებია?
- ჩემი ოცნებაა მეცვას დახეული ჯინსები და შემოვიარო მთელი მსოფლიო, დაწყებული პირამიდებიდან, დამთავრებული ტიბეტით.
- როგორია გაბრაზებული კობა ხაბაზი?
- გაბრაზებული როგორია და გაბრაზებული რა იქნება ხომ წარმოგიდგენია?! :)) ჯუჯღუნა ვარ. ვღიზიანდები, როდესაც თამაშის დროს ვმარცხდები.
- კობა შენი აზრით, დღევანდელ ახალგაზრდებს აქვთ უზრუნველი ცხოვრება?
- არა, მაგრამ მათ მეტი საშუალება აქვთ გაიზარდონ უფრო ლაღები, უფრო თავისუფლები ვიდრე იზრდებოდა ჩემი თაობა.
- როგორ ფიქრობ რა შთაბეჭდილებას დატოვებს შენი ინტერვიუ ჩვენი ჟურნალის მკითხველზე?
- ადამიანის თვალები საკრეა, ძნელია სიტყვებში ჩატიო ის ყველაფერი თუ ვინ ხარ, ყოველთვის ვცდილობ ინტერვიუს მიხედვით დასკვნა არ გავაკეთო, ინტერვიუს მიხედვით შემიძლია ვიმჯელო ადამიანის ინტელექტზე, თუ რამდენად ინფორმირებულია ადამიანი, ხოლო როგორი ადამიანია, ეს ცოტა ძნელი სათქმელია.
- რას ეტყოდი რჩევის სახით თინეიჯერებს?
- ვიტყოდი მხოლოდ იმას, რომ იყავით ისეთი საოცრები, როგორებიც ხართ, კარგები, მხიარულები, იმიტომ რომ მონის აშენებული მე არაფერი არ მინახავს, ყველაფერს ღირებულს აშენებს თავისუფალი ადამიანი, იყავით ისეთები როგორებიც ხართ!
მოამზადა რუსუდან ელისაშვილმა

xazi

გიგა კვენეტაძე: - მე მოსკოვში დავრჩები და აქ გავაგრძელებ მუშაობას

თითქმის ნახევარი წელია ქართული შოუ-ბიზნესის კიდევ ერთი სახე გახდა “მოძმე” რუსეთის დედაქალაქის სტუმარი – ამჯერად მოსკოვში გიგა კვენეტაძე წავიდა, თუმცა ეს არც მისი მსმენელისთვის ყოფილა მოულოდნელი და მითუმეტეს არც მისთვის, რადგან მომღერალი საზოგადოებას ამის შესახებ გაცილებით ადრე ეუბნებოდა და მიზეზებსაც ასახელებდა საქართველოდან გადახვეწისა. დღეს ყველაფრის შესახებ გიგა კვენეტაძე “ვარსკვლავების” მკითხველს ექსკლუზიურად მოსკოვიდან ესაუბრება

giga kvenetadze - გიგა, რას შვრები, როგორ ხარ, მოსკოვში როგორ მოეწყე?
- უკვე ხუთი თვეა მოსკოვში გადმოვედი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად და პარალელურად ვარ დათო ხუჯაძის მუსიკალურ სტუდიაში, აქ ვმუშაობ.
- შემთხვევით დარჩენაზეც ხო მარ ფიქრობ?
- სიმართლე გითხრა, არ გამოვრიცხავ, რადგან მოსკოვი სერიოზული ტრამპლინია თუნდაც ევროპაში მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად და ვფიქრობ, რომ მე მოსკოვში დავრჩები და აქ გავაგრძელებ მუშაობას, მერე კი ვნახოთ, როგორ გამოვიყენებ ამ ტრამპლინს, ეს მთლიანად ჩემზეა დამოიკიდებული.
- დიდი ქალაქის ცხოვრების რიტმს, როგორ შეეგუე?
- შევეგუე. . . დროს მართლა ძალიან კარგად ვატარებ, ახალი მეგობრები გავიჩინე, მე და დათო ხუჯაძე თითქმის ყოველდღე ერთად ვართ და ხან რომელი მომღერლის სიმღერის პრეზენტაციაზე მივდივართ და ხან რომელი ჯგუფის კლიპის პრემიერაზე, მოსკოვში დროის გატარება მართლა არაა პრობლემა.
- ვერ დავიჯერებ, რომ რომანტიკოს გიგა კვენეტაძეს ნოსტალგია არ აწუხებს?
- (ეღიმება) შეწუხებით ჯერ არ შევუწუხებივარ, მაგრამ ამ ბოლო დროს მართლა მენატრება ჩემი საქართველო, მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მინდა რომ მშვიდობა იყოს, ეს ნოსტალგია ვცდილობ, რომ ქართული სატელევიზო არხების ინტენსიური ცქერით გავანეიტრალო.
giga kvenetadze megaze - სუფთა შემოქმედებითი მხარე წესრიგში გაქვს? რა ხდება ახალი ამ მხრივ მანდ შენს თავს?
- (იცინის) მშვიდობაა, მოზომილი ნაბიჯებით ვცდილობ წინ სიარულს, 11 აპრილს ძველ არბატზე, “მსახიობთა სახლში” სოლო-კონცერტი მქონდა, 29 აპრილს კი “რასიაში” გამოვედი სოლო-სიმღერით, სტუდიაში კი ახალი სიმღერების ჩაწერით ვარ დაკავებული, ვნახოთ – ჯერ ხუთი თვეა რაც აქ ვარ და ყველაფერი წინაა.
- ჰო, მართლა პირად ცხოვრებაში რა ამბებია? რაო რუსმა ქალებმა? მორიგი “გრუზინი” დააგემოვნეს უკვე?
- რუსის ქალბატონებს კაცების ნაკლებობა აქვთ და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ქართველო კაცებო (იცინის)
- თავისუფალ დროს ერთობი ასე გამოდის?
- კი, ასეა. . . ასეთ დროს კლუბებში მეგობრებთან ერთად სიარულიც შესანიშნავი გართობაა მოსკოვში.
giga kvenetadze - ე.წ. რუსული აგრესია ქართველების მიმართ ხომ არ შეგხებია?
- არა საბედნიეროდ, თუ საბუთები წესრიგში გაქვს აქ ცდილობენ, რომ პრობლემები არ შეგიქმნან, თუმცა რათქმაუნდა თვალშისაცემია ის კატეგორიაც, რომლებსაც ჩვენებურად რომ ვთქვა, უბრალოდ არ ევასებათ ქართველები და ამას არც მალავენ. მაგრამ გლობალურად, მაინც რუსი ხალხი არაა ქართველების მიმართ ცუდად განწყობილი, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ გადაღმა მეზობელს, მაინც კარის მეზობელი უნდა გვერჩივნოს ყოველთვის.
- კარგი გიგა, ახლა ქართველ მსმენელს გადაეცი შენი სათქმელი. . .
- უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ, დაუზარებლად გავიმეორებ, რომ – გიგას ძალიან უყვარხართ! გპირდებით, რომ მალე ახალ-ახალი სიმღერებით გაგანებივრებთ და არასოდეს არ დაგივიწყებთ ჩემო ქართველებო!
ესაუბრა ნიკა მეტრეველი

ექსკლუზიური ინტერვიუები