მე-16 ფოტოკონკურსი

20 წამით დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას * * * აკრძალულია რომელიმე ფოტოს შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!!

gadacera akrzalulia

ფოტოგენურობის კონკურსი “მის-ვარსკვლავები 1” წარმატებით დაგვირგვინდა

კლუბ “დეჟავუში” ჩვენი საიტის მიერ ორგანიზებული ფოტოგენურობის კონკურსი წარმატებით დაგვირგვინდა, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტში 70-ამდე მომხიბვლელი ქალბატონი ღებულობდა მონაწილეობას, საიდანაც საუკეთესო ათეული (რომლებიც ხმის მიცემის ინტენსივობის და რეალობის გათვალისწინებით შედგა) შეირჩა და საბოლოო ჯამში სწორედ ისინი წარსდგნენ დახურული ტიპის საღამოზე ჟურნალისტების და ჟიურის წინაშე.

მაღალ-ორგანიზებულ და კარგად დაგეგმილ ღონისძიებას იდეის ავტორი ბესო ჩუბინიძე და ჟურნალ “ბომონდის” ჟურნალისტი - თამუნა პეტრიაშვილი უძღვებოდნენ, რომლებიც ორი საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ სცენაზეც და დარბაზშიც.
ფრიად წარმომადგენლობითი იყო კონკურსში გამარჯვებული გოგონებისთვის მომზადებული საჩუქრების პაკეტი, რასაც თავად მონაწილეებიც კი, არ ელოდნენ – მსოფლიოში ყველაზე ხარისხიანი ბრენდის ყავა “იაკობს მონაქრის” და შოკოლადის “კორონა” და “ალპენ გოლდის” ოფიციალური სადისტრუბუციო კომპანია “მეგაკოს” ულამაზესი და ძვირფასი სასაჩუქრე კალათა, რომელიც ყველა სხვა საჩუქართან ერთად ათივე მონაწილეს გადაეცა (დამატებით ბონუსებთან ერთად).
.

თბილისში ყველაზე პოპულარულმა ყვავილების მაღაზია-სალონ FIORI–ის მიერ დაწესებულმა ყვავილების ულამაზესმა კალათებმა კი, კიდევ უფრო გაალამაზა საღამო, ხოლო კომპანია “ჩუპა-ჩუპსისა” და უმაღლესი ხარისხის ინგლისური ჩაი “გრინფილდის” საჩუქრებით იქაურობა კიდევ უფრო დატკბა.
მონაწილე გოგონებს საკუთარი მომსახურეობა პრესტიჟულმა თბილისურმა სილამაზის სალონმა “მილანმა” და პოპულარულმა სტომატოლოგიურმა კლინიკა “ბაიდენტმა” შესთავაზა, მოკლედ საღამოს დაწესებული ძვირფასი საჩუქრებისა და პრიზების სიუხვით მონაწილენიც გაკვირვებული დარჩნენ და ჟიურ-სტუმრებიც :)) მთავარი პრიზი – უფასო სტუდიური სიმღერის ჩაწერა და საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალზე მისი დებიუტი კი ნათია ლეკიშვილს ხვდა წილად, როგორც გამარჯვებულს.
.

როგორც კონკურსის იდეის ავტორმა ბესო ჩუბინიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა – ამიერიდან აღნიშნული კონკურსი პერიოდული პროექტის სახეს მიიღებს და ის ყოველ-კვარტლურად გაიმართება, ამჯერად კი, თებერვლისთვის მზადება დაიწყო და კონკურსი კვლავ ახალ ფაზაში გადავა, მასში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი რამაა საჭირო – იყოთ ფოტოგენური!

.
წარმოგიდგენთ ნომინაციების და გამარჯვებულთა ზუსტ სიას

სადისტრიბუციო კომპანია “მეგაკოს” სიმპათია – ქეთი ჩუბინიძე

სილამაზის სალონ “მილანის” სიმპათია – ნათია ლეკიშვილი
კომპანია “ჩუპა-ჩუპსის” და “გრინფილდის” სიმპათია – ხატია ყაულაშვილი
სტომატოლოგიური კლინიკა “ბაიდენტის” სიმპათია – მარი ქურასბედიანი

ლიკა ყაზბეგის სიმპათია – ქეთი ჩუბინიძე
ქალთა საიტის www.eva.ge–ს სიმპათია – ქეთი ჩუბინიძე
კობა ხაბაზის სიმპათია – ნათია შერვაშიძე

ბესო კალანდაძის სიმპათია – ხატია შათირიშვილი
რომა რცხილაძის სიმპათია – მარი ჯღარკავა
სტუდია “არტ-მელოდიის” სიმპათია – მარი ჯღარკავა

ყვავილების მაღაზია FIORI სიმპათია – ნათია ლეკიშვილი
გაზეთ “მოდერატორის” სიმპათია – მარი ქურასბედიანი
კომპანია “მარიგოლდის” სიმპათია – მარი ქურასბედიანი

ჩელეს სიმპათია – ნათია ლეკიშვილი
.
მის-შარმი – ხატია შათირიშვილი

მის-ელეგანტურობა – თეონა სომხიშვილი

მის-მომხიბვლელობა – ხატია ყაულაშვილი

მის-ექსტრავაგანტულობა – ნინიკო კვიმსაძე

მის-ფოტო – ირინა კვანჭახაძე

საიტის მომხმარებელთა გადაწყვეტილებით კონკურსში ადგილები ასე გადანაწილდა

მე-3 ადგილი – ქეთი ჩუბინიძე

მე-2 ადგილი – თეონა სომხიშვილი

1-ლი ადგილი – ხატია ყაულაშვილი

მის-ვარსკვლავები 2008 – ყველაზე ფოტოგენური – ნათია ლეკიშვილი

ყურადღება! დაიწყო "მის-ვარსკვლავების" ახალი კონკურსი - მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათები მაილზე

ნათია ლეკიშვილი

aleko sharvadzis potoebia

ნათია ლეკიშვილი

akrzalulia gadacera

ხატია ყაულაშვილი

aleko sharvadzis potoebia

ხატია ყაულაშვილი

akrzalulia gadacera

თეონა სომხიშვილი

aleko sharvadzis potoebia

თეონა სომხიშვილი

akrzalulia gadacera

ქეთი ჩუბინიძე

aleko sharvadzis potoebia

ქეთი ჩუბინიძე

akrzalulia gadacera

მარიამ ქურასბედიანი

aleko sharvadzis potoebia

მარიამ ქურასბედიანი

akrzalulia gadacera

ხატია შათირიშვილი

aleko sharvadzis potoebia

ხატია შათირიშვილი

akrzalulia gadacera

ირინა კვანჭახაძე

aleko sharvadzis potoebia

ირინა კვანჭახაძე

akrzalulia gadacera

ნათია შერვაშიძე

aleko sharvadzis potoebia

ნათია შერვაშიძე

akrzalulia gadacera

მარიამ ჯღარკავა

aleko sharvadzis potoebia

მარიამ ჯღარკავა

akrzalulia gadacera

ნინო კვიმსაძე

aleko sharvadzis potoebia

ნინო კვიმსაძე

akrzalulia gadacera

აირჩიეთ და ხმა მიეცით ამ ოცეულიდან თქვენს სიმპათიას და შეადგინეთ თქვენი ათეული