აკრძალულია რომელიმე ფოტოს ან ტექსტის შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!! შეგიძლიათ თქვენი მობილურისთვის გადმოქაჩოთ ბაჩოს სიმღერები თუ გაქვთ ჩართული wap/gprs სერვისი - "ნოსტალგია" - გააგზავნეთ სმს ველში კოდი 1006 ნომერზე 8887, "შენ გაკოცებ" - გააგზავნე სმს ველში კოდი 1007 ნომერზე 8887, კლიპი "პაწაწინა რტო" - გააგზავნეთ კოდი სმს ველში 1009 ნომერზე 8887
2006 clis ambebi
mtavari
2012 clis ambebi
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
LIVE interviuebi
SPEC reportajebi
zveli NEWS
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
qartuli simgerebi
videorgolebi
datove chanaceri
kontaqti

20.11.2007 გიგა კვენეტაძეც მოსკოვში გადაიხვეწება

დეკემბრის ბოლოსთვის მომღერალი გიგა კვენეტაძე, რომელიც ბოლო პერიოდია ახალი სახეების წარმოჩენით და შექმნით უფროა დაკავებული ვიდრე საკუთარი შემოქმედებით (თუმცა ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ერთ ისეთ ”ბომბა” პროექტს ამზადებს, რომ ”გააფრენთ”) მოსკოვში გადაბარგებას აპირებს სადაც დათო ხუჯაძესთან ერთად ახალ არბატზე უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილი მუსიკალური სტუდიის გახსნას გეგმავს, ამ საქმეში მხარს მომღერლებს ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი უმაგრებს, რომლის ვინაობას არა ასახელებენ. პარალელურად გიგა კვენეტაძე მოსკოვში წასვლამდე თბილისში ქართველ მსმენელს თავის უკვე დარეკლამირებულ და უკვე სკანდალურად მონათლულ კლიპს უტოვებს, შიშველი და ეროტიკული სცენებით გაჯერებულს, მოსკოვში კი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მას ცნობილი რუსი ელიტარის ნადეჟდა ბაბკინას პროდუსერი ელოდება, შემოქმედებითი ურთიერთობის აწყობისთვის. 24 რიცხვში კი გიგა ”მეგას” ცერემონიალზე მსმენელს ისეთ სიურპრიზს პირდება, რომელიც სასიამოვნო ხმაურს გამოიწვევს ქართველებში.

18.11.2007 ჯაბა ბოჯგუა დააყაჩაღეს

ცოტა ხნის წინათ ე.წ. ”თეთრი ბენდენების” რევოლუციური მცდელობის დროს, მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე, სადაც ერთ-ერთი დღე ლამის ქართული შოუ-ბიზნესის გალა-კონცერტად იქცა, სხვებთან ერთად ”კულისებში” ჯაბა ბოჯგუაც იყო, რომელსაც სახე, თვალები, ცხვირი, მთლიანად ჩაშავებული ქონდა, ფაქტი იყო, რომ საშინელი ნაცემი იყო. ერთი გაფიქრება ადამიანი თავში იმას გაივლებდა, რომ ან მთავრობის სპეცნაზმა სცემა, ან ”სოდისა” და ”კუდის” რომელიმე განყოფილებამ, რახან მიტინგზე გამოჩნდაო, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ყავდათ ამ უკანასკნელთ ხალხი დარბეული და მიწიხლული, ამიტომ ეს ვერსია გამოირიცხა და გაირკვა, რომ მომღერალი თავისივე სადარბაზოს წინ დაუყაჩაღებიათ ხულიგნებს და წაურთმევიათ მობილური ტელეფონი, ხელჩანთა და უცემიათ! ფრიად გასაკვირია, რადგან ყველას ეგონა, რომ საქართველოში ”პადიეზდში’ დახვედრის და უმიზეზოდ ცემის პერიოდი წავიდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ არ წასულა. დაზარალებული მომღერალი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსსაც სახლის პირობებში ამთავრებს და აქტიურად ემზადება ”მეგას” ცერემონიალისთვის, რომელიც 24-ში ”ტრიუმფში” გაიმართება.

17.11.2007 აფხაზებს კლიპი ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” არ მოეწონათ

როგორც ”სარკესთან” ინტერვიუში კავკასიელ ხალხთა საერთო კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აცხადებს აფხაზეთში არც თუ ისე ცოტას აქვს ნანახი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაღებული კლიპი ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” და უკმაყოფილებასაც დაუფარავად გამოხატავენ, განსაკუთრებული გაღიზიანება კი, თურმე კლიპში მერაბ სეფაშვილის ფრაზას გამოუწვევია, სადაც მომღერალი მატარებლიდან მიმართავს მსმენელს ” - არ მოდიხარ ჩვენთან სოხუმში?” – აფხაზები თვლიან, რომ სოხუმი მათია და არა ჩვენი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კლიპის თითქმის ყველა მონაწილე ღირსების და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა, რაც როგორც მინიმუმი ყველაზე სასაცილო (სატირალი, რომ არ იყოს) მოვლენაა ბოლო დროს, ხელისფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯთა შორის, თავად დაჯილდოებული მომღერლებიც კი უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ამ ფაქტის გამო, რადგან შეგახსენებთ, რომ საქართველოში ღირსების ორდენებს და მითუმეტეს ვახტან გორგასლის ამა თუ იმ ხარისხის ორდენს – საბრძოლო მამაცობისათვის და განასკუთრებული ბრძოლისუნარიანობისთვის გადასცემენ.

16.11.2007 რა სკანდალს ამზადებს ანრი ჯოხაძე?

სკანდალური მომღერალი, ამჯერად უკრაინული შოუ-ბიზნესის გზებზე მავალი მომღერალი თბილისს საკუთარ დაბადების დღეზე ესტუმრა და თავისი იუბილე მიულოცა ახლობლებს :)) სავარაუდოდ ანრი ჯოხაძე 24 ნოემბერს ”მეგას” მე-8 დაჯილდოების ცერემონიალსაც დაესწრება. უკრაინაში საშინელი ავარიის შემდეგ ანრის მარჯვენა ხელის მყესები ქონდა დაზიანებული, რაზეც თბილისში მკურნალობა ჩაიტარა და დღესდღეობით ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდის, საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე ანრი პარალელურად თავის მეორე ალბომზე მუშაობას ასრულებს, რომელიც სავარაუდოდ ახალ წლამდე უნდა გამოვიდეს, ამავდროულად ამზადებს სკანდალურ ნაბიჯს, რომელზეც ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს და თვლის, რომ მსგავსი პრობლემა არცერთ შემოქმედს არ გამოუტანია სამსჯავროზე, სავარაუდოდ საქმე სკანდალურ სიყვარულს შეეხება, თუმცა რაა სკანდალური ამას ალბომის გამოსვლის მერე უფრო შევიტყობთ.

15.11.2007 ”მეგა 2007” 24 ნოემბერს გაიმართება

საქართველოში განვითარებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო გადადებული მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალი, რომელიც 8-ში უნდა გამართულიყო, 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე დაადგინა რიცხვი – ამჯერად თუ ყველაფერი კარგად იქნა (პოლიტიკური სიტუაცია) 24 ნოემბერს, შაბათს, ”მეგას” მე-8 ცერემონიალის გამართვას წინ არაფერი უდგას. შეგახსენებთ, რომ ცერემონიალი ნახევრად დახურული ტიპის საღამოა და გალა-კონცერტის სახით ჩატარდება, რომელში მონაწილეობასაც ქართული ესტრადის თითქმის ყველა თაობის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას – ბუბა კიკაბიძედან დაწყებული, რეპერ ბედინათი დამთავრებული. ცერემონიალზე მოსახვედრი მოსაწვევი 15 ლარი ღირს და ის შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 100 ცალი გაიყიდება, ”მეგას” დღეს, 24 რიცხვში წერეთლის 116 ნომერში, კლუბ ”ტრიუმფში”.

15.11.2007 სოფო ხალვაში იანვარში იმშობიარებს

”ევროვიზია 2007”-ს პირველი ქართველი მონაწილე, ”იურმალა 2006”-ს გამარჯვებული, მომღერალი სოფო ხალვაში იანვრის ბოლოს იმშობიარებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგაში გადაღებულ ექოსკოპიაზე ბავშვის სქესი არ გამოჩნდა სოფოს და მის მეუღლეს მიშა ძოძუაშვილს უკვე შერჩეული აქვთ, თუ ბიჭი დაიბადება მას სოფოს მამათილის, ცნობილი ფეხბურთელის და მწვრთნელის რეზო ძოძუაშვილის სახელს დაარქმევენ, თუ გოგონა ქეთევანს, სხვათაშორის მომღერალი გადაჭრით აცხადებს, რომ სახელები უკვე შეთანხმებულია და შეცვლას არ ექვემდებარება :) რაც შეეხება სოფოს შემოქმედებით მოღვაწეობას, ის ჩვეულებრივი გრაფიკით გრძელდება, რადგან მომღერალს კარგი ფეხმძიმობა აქვს. ახლო მომავალში კი, ის ლონდონში გადასვლას აპირებს სასწავლებლად, სურვილი აქვს მუსიკალური განათლება მიიღოს ჯაზის განხრით და კონკურსებშიც მხოლოდ ჯაზური მიმართულებით მიიღებს მონაწილეობას. ”ვარსკვლავები” წარმატებულ მშობიარობას და დედობას უსურვებს სოფო ხალვაშს.

8.11.2007 ”მეგა-2007” დაჯილდოების ცერემონიალი თვის ბოლომდე გადაიდო

საქართველოში შექმნილი არასახარბიელო პოლიტიკური სიტუაციის, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, იმ მოვლენების გამო რომელიც 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში განვითარდა და რის გამოც ტოქსიკური მოწამვლის ნიშნით, მიტინგის დაშლა-დარბევის დროს სხვებთან ერთად დაშავდა ცერემონიალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელძღვანელი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალი ოფიციალურად თვის ბოლომდე გადადებულად გამოცხადდა, ეს მაშინ, როცა პრესა მოუთმენლად ელოდა ნომინაციებში გამარჯვებულთა და დამარცხებულთა ვინაობის გაგებას, ეს მაშინ, როცა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ჯერ კიდევ 7 ნოემბრის დილის ეთერში მთავარი თემა სწორედ ”მეგას” ცერემონიალი იყო, ეს მაშინ როცა 100%, უკანასკნელ წანჭიკამდე მომზადებული და გათვლილი იყო ცერემონიალის ად ქართველი ვარსკვლავებსი მთელი სცენარი, მოვლენების არასახარბიელო და ხალხისთვის მოულოდნელად განვითარებამ ყველა გეგმა ჩაშალა, რის გამოც გარდა უდიდესი ფინანსური ზარალისა, საორგანიზაციო კომიტეტმა დიდი მორალური ტრამვაც განიცადა, რადგან უბრალოდ რთულია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შეიძლება გარშემო გეხვიოს ხალხი – რომელსაც თავისი საქმის კარგად კეთება არ სურთ და არ უნდათ! (გარდა პოლიციისა, სპეცრაზმისა და სადამსჯელო ბრიგადებისა, რომლებმაც მართლაც ”შესანიშნავად” შეასრულეს ხალხის დაშლის მისია). ”მეგას” საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ცერემონიალის კლუბ ”ტრიუმფში” ჩატარების ზუსტი და ახალი თარიღი, მას შემდეგ გამოცხადდება, როცა ხელისფლება 23 ნოემბერს ”ვარდების რევოლუციის” 4 წლის წლისთავს იზეიმებს და სავარაუდოდ ქვეყანაში საგანგებო პოლიციური რეჟიმიც ოფიციალურად მოიხსნება.

08.11.2007 ”ა-სტუდიო” 20 წლისაა

ჯგუფი ”ა-სტუდიო” არსებობის 20 წლის იუბილეს კრემლის დიდ დარბაზში ზეიმობს და ამ ხნის მანძილზე ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ძველი და ახალი თაობის ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ბარიხან შუკენოვი და პოლინა გრიფიტი, რომელიც ”ა-სტუდიოდან” გათხოვების გამო გაუშვეს 3 წლის უკან და რომლის შემდეგაც ჯგუფს ქართველი ქეთა თოფურია სოლისტობს (რომელსაც სხვათაშორის რამდენიმე დღის უკან, ბაბუა დაეღუპა თბილისში, დედის – ქალბატონი ნატას მამა). კრემლის დარბაზში შესრულდება ჯგუფის არსებობის მანძილზე არსებული და შექმნილი ყველა ჰიტი, კონცერტს კი, რუსული შოუ-ბიზნესის მთელი ელიტა დაესწრება.

29.10.2007 მორიგი პატრიოტული კლიპი

როგორც ჩანს ჩვენმა ხელისუფლებამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ახალ, ორიგინალურ და საინტერესო ხერხს მიაგნო – მუსიკალურს! რომელიც ხალხში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას გამოიწვევს (ან როდის ნახეს, რომ ქართველებში ეს სული დავარდნილიყო? ნებისმიერი ნაღდი ქართველი მამაკაცი დღესვე მზდაა ომის დაწყების შემთხვევაში, ყოველგვარი აჟიტირებული პატრიოტიზმის გარეშე აიღოს იარაღი ხელში, საკუთარი ქვეყნის გასაერთიანებლად). საინტერესო გამოდგა ”ზუმბას და მეგობრების” კლიპის ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” შემდეგ კულტურის სამინისტროს მიერ 50.000 დოლარით დაფინასებული ნინი ბადურაშვილის პატრიოტული კლიპი, რომლის რეჟისორი დათო იმედაშვილია. nini badurashviliთავიდანვე გვინდა განვაცხადოთ, რომ კლიპი სერიოზული კანდიდატია ”მეგა-2007”-ზე ”წლის საუკეთესო კლიპის” ნომინაციაში გამარჯვებისა, პატრიოტულიცაა და ტანშიც დაგბურძგლავს, როცა მოუსმენ და უყურებ. თავად ნინიც, როგორც ყოველთვის იდეალურ ფორმაშია, რეჟისორის გადაწყვეტილებით ის, სენაკის სამხედრო ბაზაზე ჩასული მომღერლის როლს ასრულებს, რომელიც ქართველი ჯარისკაცების საბრძოლო სულის ამაღლებისთვის მღერის. საინტერესო გადაწყვეტაა კლიპის ფინალში, როცა ქართველი მებრძოლები სახელმწიფო დროშას ზღვის ფონზე ააფრიალებენ, და ნეტავ როდის მოვა ის დრო, რომ ეს კადრები სოხუმის საზღვაო აკვადორიაში გადაიღონ ქართველმა ოპერატორებმა და არა ბათუმის და მწვანე კონცხის მიდამოებში :((

28.10.2007 ანრი ჯოხაძემ ”ევროვიზიაზე” უკრაინის სახელით?

სენსაციური განცხადება გააკეთა საქართველოში უკრაინიდან დროებით დაბრუნებულმა ანრი ჯოხაძემ, ”ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაიმართება და რომლის სავარაუდო მონაწილენი არიან ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, სალომე გასვიანი. ”ბართან” საუბარში ანრი აცხადებს, რომ - სანამ არჩევანი კონკრეტულად ჩემზე არ შეჩერდება, არ ვაპირებ საქართველოში არანაირ შესარჩვ კონკურსებში მონაწილეობას და თუ სოფო ხალვაშის შესაძლებლობები იცოდნენ კარგად და უკონკურსოდ გაუშვეს ”ევროვიზიაზე” ანრი ჯოხაძის შესაძლებლობები არ იციან? ფაქტია, რომ მომღერალს აშკარად აქვს მსგავსი სახის ამბიციური განცხადებების გაკეთების უფლება, რადგან მას ზურგს 11 საერთაშორისო კონკურსში მოპოვებული გრან-პრი უმაგრეს და სავარაუდოა, რომ ანრი ”ევროვიზიის” ფინალისტებს შორის მარტივად – საკუთარი შესაძლებლობებით გავიდოდა. გავრცელებული ჭორი, თითქოს თითქოს ანრი ჯოხაძე მომავალ ”ევროვიზიაზე” უკრაინის სახელით გამოდის, როგორც თვითონ მომღერალი აცხადებს – მხოლოდ ჭორია! მაგრამ კვამლი, რომ უცეცხლოდ არ ჩნდება ეს მარტივი აქსიომაა და რაოდენ სასირცხვილო იქნება ქართველებისთვის, თუკი მოულოდნელად ტელე-ეთერში გამოცახდებენ, რომ – ”ევროვიზიის” გამარჯვებულია უკრაინა – ანრი ჯოხაძე! :)

27.10.2007 ქართველი ვარსკვლავები ერაყში

ჩვენმა ჟურნალმა სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიური ინფორმაცია შეიტყო, რომელიც სავარაუდოდ საშობაოდ ერაყში, სპეციალურად ქართველი მეომრებისთვის კონცერტის გამართვას ისახვს მიზნად, კულუარული ცნობით აღნიშნული კონცერტი ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო ერაყში, მაგრამ ქართველი ჯარისკაცის თვითმკვლელობის (!) შემდეგ, სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა დაგეგმილი კონცერტის გამართვაზე და ის, უბრალოდ საშობაოდ გადაიტანა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერაყში დაგეგმილ კონცერტზე ბევრი ქართველი მომღერალია მიწვეული, მათ შორის უმეტესად სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობა ჯერ-ჯერობით ჭოჭმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან სხვა თუ არაფერი – იქ ომია! სავარაუდოდ მომხიბვლელია ჰონორარის რაოდენობაც, რამაც შეიძლება ბევრს ეს შიშიც გაუქროს, ვნახოთ რა მოხდება – ფაქტია, რომ საიდუმლოდ, მაგრამ მსგავსი სახის კონცერტი მართლა იგეგმება ერაყში ქართველი მებრძოლებისთვის, ე.წ. მწვანე ზონაში!

26.10.2007 დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი კულტურის სამინისტროს უჩივის

დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი კულტურის სამინისტროს უჩივის და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას ითხოვს. მაჭავარიანი მოითხოვს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2006 წლის ივნისში გაცემული ბრძანება ბათილად ცნონ და ახალი აქტი შეადგინონ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მან ორკესტრი საკუთარი სურვილით, ამ ბრძანების გამოცემამდე ორი წლით ადრე, დატოვა. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ სამინისტრომ მისი უფლებები დაარღვია და რვა თვის განმავლობაში არ აძლევდა შრომის წიგნაკს, რის გამოც მან სხვაგან მუშაობა ვერ დაიწყო. ("იმედი")

26.10.2007 ბაკურ ბურდული – ”სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ”

საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოებულმა (კლიპში ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” მონაწილეობისთვის) მომღერალმა ბაკურ ბურდულმა გადაწყვიტა თავისი დიპლომირებული პროფესია – (თეატრისა და კინოს ინსტიტუტის საოპერატორო) პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოს და კლიპი საკუთარი ძალებით გააკეთოს. თქმა და ქმნა ერთი იყო, მომღერალმა მუსიკაც შექმნა, ტექსტიც, სიმღერაც ჩაწერა, თავის მეგობრებს ”ზუმბას” ”ქუჩის ბიჭებს” კორკოტას და სხვებს დაუძახა და საკუთარ კლიპში მონაწილეობა შესთავაზა, - პროექტი შედგა, ბაკური კამერის აქეთაც იდგა და იქითაც და რა გამოვიდა საბოლოო ჯამში ამ ჩანაფიქრისგან თავად მაყურებელი შეაფასებს უახლოეს დღეებში. თავად მომღერალი კმაყოფილია საკუთარი პროექტით და არ გამორიცხავს რომ ამან კონვეირული ხასიათი მიიღოს, მისი კლიპების რეჟისორი აქამდე გიორგი ლიფონავა იყო, ახლა კი, მომღერალი საკუთარ თავს თავად გაუწევს ლობირებას.

25.10.2007 თამარაშენში ჩასული ”ბონი ემი” გაძარცვეს

გახსოვთ ალბათ ”ვარსკვლავები” ამასწინათ პოპულარული ჯგუფის სამაჩაბლოში სტუმრობის შესახებ გატყობინებდათ, დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჯგუფის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაგრამ სამწუხარო ფაქტების კანანადა ჯგუფის წევრებს ჯერ კიდევ აეროპორტშივე დაეწყოთ, როცა აღმოაჩინეს, რომ პირადი ბარგი უბრალოდ გაქრა, აორთქლდა, დაიკარგა.…რა თქმა უნდა მსგავსი შემთხვევები დიდ იშვიათობას არც უბრალო მგზავრებისთვის წარმოადგენს და ”ბონი ემი” არ იყო ამისგან დაზღვეული. ამას როგორმე გადაიტანდნენ, რომ არა თამარაშენში კონცერტის მსვლელობის დროს შემორჩენილი ხელჩანთების უცებ აორთქლება, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი ჩანთა დადო და ისიც – რაღაც წამებში გაქრა. როგორც ამბობენ რამდენიმე ძვირფასი ნივთი იდო ხელჩანთაში (აი-პოდი, მობილური, ფული). მიუხედავად ამ ყველაფრისა ჯგუფის წევრებს წუწუნი არ დაუწყიათ, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო – ხელისფლებამ მათ იმხელა ჰონორარი გადაუხადა, რომ ჭირსაც წაუღია ლიზ მიჩელის აი-პოდი და მობილური :)) და საერთოდ – მადლობა თქვან, რომ კონფლიქტური რეგიონიდან, სადაც საომარი ვითარებაა, ჩანთა კი არა თავად ”ბონი ემი” არ გაიტაცეს :)

24.10.2007 ის არის უცხო...

“ის არის უცხო, შენ მას არ იცნობ...” ალბათ ამ სიტყვებზე ბევრს გაახსენდება კლიპი, სადაც უამრავი ბავშვი ცეკვავს კაბარეში და ვიღაც სმოკინგში გამოწყობილი ბიჭი, სახელად უცხო, რეჩიტატივს უკითხავს ლამაზ გოგოებს. სინამდვილეში ეს კადრები ალან პარკერის ფილმიდან “ბაგზი მელოუნიდანაა”, თავად უცხო კი მაშინ კადრს მიღმა იყო. მას ბევრი იცნობს კახეთში. ჯერ კიდევ 2002 წლიდან უცხო, იგივე გიორგი ბეჟანიშვილი თელავში იწყებს სიმღერას. (ის თელაველია) მას შემდეგ მის მუსიკალურ ისტორიას ბევრი საინტერესო ფურცელი შეემატა. 2006 წლიდან იგი ფართო ასპარეზზე იწყებს თავისი შემოქმედების გატანას. ვიდეო “მისტერ უცხო” მუსიკალურ ტელე არხებზე აქტიურად ტრიალებდა. უცხომ სულ ახლახანს კლიპი გადაიღო სიმღერაზე ისტორია. სიმღერა მეტად პოეტურ რეჩიტატივს შეიცავს არის მელოდიური და განსხვავებული. კლიპი კი შინაარსიან და უცხო სიუჟეტზეა აგებული, ის უკვე დატრიალდა სხვადასხვა მუსიკალურ არხებზე უცხო ამით არ კმაყოფილდება და გეგმავს გრანდიოზულ პროექტს, რომელიც აბსოლუტურად ახალი სიტყვა იქნება ქართული რეჩიტატივის ხელოვნების სამყაროში.

22.10.2007 თიკა ჯამბურია არ გათხოვილა

ქართულ პრესაში კიდევ ერთხელ დატრიალდა კარუსელი და ახალგაზრდა 16 წლის მომღერალზე კიდევ ერთხელ ააგორეს ჭორები, რომ – თიკა ჯამბურია გათხოვდა და ცოლად გაყვა ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარი ქალაბატონის ვაჟს, რისი უარყოფაც აგერ უკვე მერამდენედ უწევს თიკას, მომღერალი გაკვირვებულია რატომ აკავშირებენ ჟურნალსიტები შეყვარებულის ყოლას გათხოვებასთან, ან რაა იმაში წარმოუდგენელი იმაში, რომ 16 წლის გოგონას შეყვარებული ყავდეს?! – სავარაუდოდ, ჭორების ინტერპრირება თიკას თამამმა განცხადებამ გამოიწვია, როცა მან დაუფარავად და ”გმირულად” აღიარა, რომ – დიახაც ყავს შეყვარებული, დიახაც ბედნიერია და დიახაც არაფერი არ აქვს დასამალი, ჩვენი პრესა კი, ასეთი თამამი განცხადებების მოსმენას არაა ჩვეული და რა გასაკვირია, რომ უბრალო ფაქტის კონსტატაციას შესაბამისი, გაბერილი ჭორებიც მოყოლოდა. სხვათაშორის ”ვარსკვლავებმა” სანდო წყაროებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ის ბედნიერი ვისაც თიკას შეყვარებულის სტატუსი ერგო, გასული მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ხათუნა ხოფერიას ვაჟიშვილი ბექაა, - თიკას არჩევანს არ ვუწუნებთ :)) და წარმატებულ პირად ცხოვრებას და წარმატებულ კარიერას ვსურვებთ, მითუმეტეს მომღერალს გადაწყვეტილი აქვს პროფესიონალი ჟურნალისტი გამოვიდეს და სხვათაშორის ”ვარსკვლავების” მდიდარ ფოტო-არქივში 11-12 წლის თიკა ჯამბურიას მიერ, სპეციალურად ჩვენთვის გადაღებული პაპარაცული სურათებიც ინახება :))

21.10.2007 ”ემი” სკანდალურ რადიო-პროექტს ამზადებს

მიძინებულმა ქართულმა შოუ-ბიზნესმა თავისი ბევრი ღირსეული მსახიობი დროებით სცენას ჩამოაშორა და სულ სხვა პროფესიით და სულ სხვა საქმით დაკავება ”აიძულა”. ჯგუფ ”ემის” გოგონები (პროფესიით ფიზიკოსები) რადიო ”ფაივ ლაინსის” მუსიკალური წამყვანები არიან, რამდენიმე დღეში კი, გოგონები სკანდალურ რადიო-თოქ-შოუს გაუძღვებიან, სადაც მსმენელთან ყველაზე ინტიმურ თემებზეც კი იქნება საუბარი, არავითარი მუსიკა, არავითარი სიმღერა, უბრალოდ საუბარი პირადულზე და თუნდაც ზედმეტად ინტიმურ პრობლემებზე, საინტერესოა მსმენელის მოსალოდნელ აქტიურობას რამდენად გაუმკლავდებიან გადაცემის წამყვანები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაცემით რადიო ”ფაივ ლაინსი” რეიტინგებში კიდევ უფრო გაიმყარებს ადგილს. ”სარკესთან” ინტერვიუში ”ემის” ერთ-ერთი ”დაიკო” აცხადებს, რომ მალე რეპერტუარში ძველი სიმღერის ახლებურ იტერპრირებით ნამღერს შეიტანენ და სავარაუდოდ ამ სიმღერამ კომერციული მხარეც უნდა გაუზარდოს ”ემის”, მაგრამ გოგონები კონკრეტულად არ ამხელენ რა სიმღერის გარემიქსებაზეა საუბარი. ია და ეკა არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალ ქართულ შოუ-ბიზნესში (რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად დაიბადება) ძველით – გიტარებით ხელში დაბრუნდნენ და რადგანაც ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, გოგონები არ გამორიცხავენ გიტარას დაუბრუნდნენ.

20.10.2007 ”რონდოს” ”ომი და მშვიდობა”

ქართული ესტრადიდან დროებით ”გამქრალმა” გოგონათა კვარტეტმა ”რონდომ” მორიგი ხმამაღალი განაცხადი უკვე გააკეთა და საზოგადოებას ახალი კლიპი - ბორის რაველის ”ბოლეროზე” ნამღერი ნამუშევარი შესთავაზა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ომი და მშვიდობის მარადიულ თემას შეეხება. ტოლსტოის ამ სათაურის ნაწარმოებთან რეჟისორ დაჩი დარჩიასა და ბასა სამხარაძის მიერ გადაღებულ კლიპს პირდაპირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ სიმღერამ მოიტანა ეს მარადიული თემა და ”რონდომაც” ჩვეული ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვა. ამ მუსიკალური ნაწარმოების ვოკალური ინტერპრეტაცია ჯგუფის პროდუსერმა ლიზი ოთარაშვილმა გაკეთა, არანჟირება კი ოთარ ყუფუნიამ, კლიპის მონტაჟი სრულდება და ”რონდო” გრანდიოზულ პრეზენტაციას გეგმავს, რადგან ეს არ არის უბრალო და გასართობი სიმღერა, ჯგუფი მასზე დიდიხანია მუშაობს და ცხადია სურთ შესაბამისად წარმოადგინონ დასრულებული კომპოზიცია და კლიპი. პარალელურად ”რონდომ” დაასრულა ახალ ალბომზე მუშაობა, რომელიც კლიპის პრეზენტაციას დაემთხვევა და ფაქტიურად ორმაგ საჩუქარს გაუკეთებს თავის მსმენელს, რომელსაც უკვე მოენატრა ქართული ესტრადის ვარკვლავების სცენაზე ხილვა. ”ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ”რონდოს”

14.10.2007 ანრი თბილისში დაბრუნდა

წარმატებული ვოიაჟის შემდეგ ანრი ჯოხაძე თბილისს დროებით დაუბრუნდა. მან საკუთარ დედას სიურპრიზი გაუკეთა დაბადების დღეზე და კარი ღამის 12:00 საათზე მილოცვებით შეუღო სახლში. როგორც ”ბართან”საუბარში აცხადებს ანრი სტუდიურ მუშაობას მიუბრუნდა და უკვე რამდენიმე მზა სიმღერის ჩაწერითაა დაკავებული, უკრაინაში დაბრუნებამდე სავარაუდოდ რომელიმე ახალ სიმღერაზე ანრი ახალ კლიპს გადაიღებს და დატოვებს თბილისში. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ავარიის შემდეგ ის ჯანმრთელად გრძნობს თავს და ლავიწის ძვალიც მწყობრში აქვს, რომელიც სწორედ, რომ იმ საშინელი ავარიის დროს გაიტეხა, რომელიც რამდენიმე თვის უკან შეემთხვა ერთ-ერთი ოლიგარქის შოუ-დაბადების დღიდან გამობრუნებულს, ჰაერში 6-ზერ ამოტრიალებული მანქანა სახურავზე დაეცა, საიდანაც ანრი გონების დაკარგვამდე თავისით გადმოძვრა! რაც შეეხება ყოფილ ”ვიაგრელ” ნადია გრანოვსკაიასთან ერთად ჩაწერილ დუეტს, ეს პროექტი დროებით გაიყინა (ამ ავარიის გამო), თუმცა სიმღერის დემო ვერსია, უკრაინაში ანრის კომპიუტერში ინახება ჩაწერილი.

13.10.2007 პირველი ქართული პორნოგრაფიული ფილმი

ახალგაზრდა, ქართველმა რეჟისორმა ზაზა სვანაძემ მტკიცედ გადაწყვიტა გადაიღოს და წარმოებაში ჩაუშვას, პირველი ქართული პორნოგრაფიული ფილმი, ყველა იმ წესის დაცვითა და დაუწერელი კანონით, რომელიც პორნოგრაფიულ ფილმს სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ზაზა სვანაძე ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს გადაიღო პირველი (!) ქართული ეროტიკული ფილმი, სადაც სტუდენტები მონაწილეობდნენ. მისი გადაღებულია რამდენიმე, ცნობილი ქართველი მომღერლის კლიპიც (ნუცა შანშიაშვილის, აჩი ფურცელაძის და სხვა უამრავი). როგორც ”რეზონანსთან” საუბარში ზაზა აცხადებს გადაღებები კოჯრის ტყეშია დაგეგმილი და ამ პროცესს სპეციალიზებული დაცვა გააკონტროლებს, ფილმის სამუშაო სახელია ”კოჯრის ტყის ამბები” ის, ქართული იქნება, მაგრამ ინგლისური სუბტიტრებით. ხოლო მისი პრეზენტაცია კი, სავარაუდოდ ”რუსთაველის” კინოთეატრში მოეწყობა, რაც უდაოდ რევოლუციური ნაბიჯი იქნება რეჟისორის მხრიდან, რადგან თავადაც იცის და საზოგადოებამაც, რომ ამას დიდი სკანდალი მოყვება ქართველი მორალისტების მხრიდან. სავარაუდოდ ფილმი 3-4 თვეში მზად უნდა იყოს, ერთადერთი პრობლემა რაც გადამღებ ჯგუფს შეექმნა, ეს პორნოში გადაღებაზე ქართველი გოგოების დათანხმება აღმოჩნდა, რადგან სახის გამოჩენა არავის უნდა, თუმცა მსურველი ბევრია! ალბათ, ამიტომ ქართველ მსახიობ მამაკაცებს უკრაინელი გოგონები გაუწევენ პარტიორობას პირველ ქართულ პორნო ფილმში ”კოჯრის ტყის ამბები”

13.10.2007 ”შავი პრინცი” ქველმოქმედებაში გადაერთო

ერთ-ერთი პირველი ქართველი, უხუცესი რეპერი შავი პრინცი, ახალ პროექტს ამზადებს და მისი მხრიდან დაფრთიანებულთა კონვეირიდან ახალ, ახალგაზრდა რეპერს - დიმას უშვებს შოუ-ბიზნესის ასპარეზზე, მხოლოდ ამჯერად იმ განსხვავებით, რომ დიმას კლიპში არა პლანზე, წამალზე და შავი გაგების ცხოვრებაზე იქნება საუბარი, არამედ – მწვავე სოციალურ თემაზე, ღატაკ ბავშვებზე და საერთო გაჭირვებაზე. სიმღერას და კლიპს ”მოინდომე” ეწოდა და ალბათ რთული გასაგები არ უნდა იყოს, რა უნდა მოინდომო ადამიანმა, რომ მსგავსი სახის სოციალური ფონი არ იყოს! თავის მხრივ კი შავმა პრინცმა გადაწყვიტა მოინდომოს და საკუთარი ქალაქიდან, მშობლიური ქუთაისიდან დაწყოს საქველმოქმედო კონცერტების ჩატარება, რომლის შემოსავალსაც მიუსაფარ ბავშვთა ფონდში გადარიცხავს, მას კი ამ აქციების ორგანიზებაში რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ადგილობრივი ხელისუფალნი დაეხმარებიან. სხვათაშორის არც ჩვენ და არც არავის არ გაუშუქები ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი თვის წინ, შავი პრინცი მეგობართან ერთად, პოლიციამ პლანის მოხმარების ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც ჯარიმის გადახდის მერე რეპერი გაანთავისუფლეს.

12.10.2007 ნიკა გელაშვილი ამერიკაში ალბომზე და კლიპებზე მუშაობს

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეპერი ჭჰიტე შნაკე ნიუ–იორკში იწყებს ალბომის ჩაწერას. „ალბომზე მუშაობა უკვე დავიწყე, პირველი სიმღერა უკვე ჩავწერე აქაურ ცნობილ სტუდიაში: შOULAღIშ PღODUჩთIONშ. სიმღერას ჰქვია: „უჩემობას განიცდი“ რამოდენიმე დღეში ქართულ რადიოში დატრიალდება და აუცილებლად მოისმენთ. ალბომში შევა 10 სიმღერა, იქნება რამოდენიმე ინგლისურ ენოვანი, იქნება დუეტებიც. რათქმა უნდა ვიდეო კლიპებსაც გადავიღებ. ალბომის გამოშვება ალბათ 2008 წლის სექტემბრისთვის მოხდება. პროექტის მიხედვით მაგ დროს ჩამოვალ საქართველოში სადაც რამოდენიმე კონცერტს ჩავატარებ, სიმღერის სტილი ცოტატი შევცვალე და უფრო მეტად მელოდიურ ჰიპ-ჰოპ-ზე გადავედი, ვფიქრობ წარმატებულადაც “ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ჭჰიტე შნაკე-ის ოფიციალური ვებ–საიტიც გაიხსნა, წწწ.წჰიტესნაკერაპ.ცომ ამჟამად მიდინარეობს განახლება. წარმატებას უსურვოთ ნიკას ამერიკაში.

10.10.2007 ქართველი ვარსკვლავების დიდი გასეირნება ლეჩხუმ-სვანეთში

მოდი და ნუ გაგეხარდება, მიმკვდარ და მისავათებულ ქართულ შოუ-ბიზნესში რომ რაღაცა კარგი ხდება, რაღაცა კიდევ ხანდახან იმხელა რაღაცაა, რომ ფაქტია ორი-სამი დღე ამ ჩვენი მეხდარტყმული შოუ-ბიზნესის მსახიობებიც კი, აღფრთოვანებულნი დადიან :)) ხუმრობა იქით იყოს და ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაც ამ ბოლო დროს თავპატიჟი გამოიდო და ქართველ ვარსკვლავთა ამოძრავება დაიწყო, ვერა და ვერ მივმხდარვარ რატომ :)) სიმართლე გითხრათ, ან ვის რაში აინტერესებს რატომ? როცა უბრალო ადამიანებს ახარებ, აქ უკვე არ სვამ კითხვას – რატომ აკეთებ ამას! მთავარია ხალხმა გაიხაროს, - ხოდა ლეჩხუმში ცაგერისა და სვანეთში ლენტეხის მოსახლეობამ, რომ გაიხარა ამ ორიოდ დღის უკან, ისე გახარებულები გევლოთ ყველას, არადა თურმე რა ცოტა უნდა ადამიანის გაღიმებას – რაც ძალიან ადვილად მოახერხეს ეკა კვალიაშვილმა, თამუნა ამონაშვილმა, ნინო ძოწენიძე, ჯგუფმა ”სეიშენმა”, ჯაბა ბოჯგუამ, მანჩომ და ენრიკო ჯანელიძემ. დააწკაპუნეთ თქვენი ”მაუსები” ამ ნაწერზე და გადაიკითხეთ ამ დიდი გასეირნების რეპორტაჟი, ხოლო ”ვიდეორგოლებში” კი, ტრადიციულად ექსკლუზიური მობილ-ვიდეო სიუჟეტები იხილეთ!

10.10.2007 ქეთათო სასამართლოში ჩივის

ირაკლი ჩარკვიანის ქვრივი, მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი ”საქართველოს ავტორთა საზოგადოების” პრეზიდენტს ელგუჯა შაფათავას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. საქმე კი, შეეხება მობილური კომპანია ”ჯეოსელის” ქსელში ჩაშვებულ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს, რომლის უფლებაც გაუცია ელგუჯა შაფათავას და როგორც და ირაკლი ჩარკვიანის სამართალმემკვიდრისთვის ანუ ქეთათოსთვის, ეს არავის უკითახავს, ჰონორარი არ გადაუხდიათ და ზოგადად არც ქეთათო მიიჩნევა ამ სიმღერების თანაავტორად. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა ქეთათოს ადვოკატ დიმა გაბუნიასა და ”ავტორტა საზოგადოების” პრეზიდენტს შორის სასამართლოში. ელგუჯა შაფათავა აცხადებს, რომ მართლაც დაგროვილია 500 ლარი, რომლის წაღება ოფიციალურად შეუძლია ქეთათოს, მაგრამ ”ჯეოსელიდან” მიღებული თანხა ძალიან ცოტაა – თუ სატელეფონო კონვერტ-პროვაიდერებით განვსაზღვრავთ ირაკლი ჩარკვიანის რეიტინგი მაღალი სულაც არ არის! – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ელგუჯა შაფათავა. საბოლოო ჯამში რას დადგენს სასამართლო ამას დრო სჭირდება.

09.10.2007 გიგა კვენეტაძეს ეროტიკული კლიპი

მედიაში უკვე გავრცელდა ცნობები ქართულ შოუ-ბიზნესში ახალი ეროტიკული კლიპის შესახებ, რომლის მთავარი გმირიც – არც მეტი არც ნაკლები, გიგა კვენეტაძე იქნება. 29 წლის მომღერალი ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სკანდალური ნამუშევრით უბრუნდება ესტრადას, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის რამდენად ეროტიკული და შიშველია მომღერლის ახალი კლიპი, რადგან თავის დროზე მსგავსი სკანდალი ატყდა ანრი ჯოხაძის ”შიშველ კლიპზეც” მაგრამ იქ მართალა არაფერი ყოფილა ისეთი ეროტიული :) ”გთხოვ მაპატიე” ეს გიგას სწორედ ის სიმღერაა, რომელზეც ოქტომბრის ბოლოს ზემოაღნიშნული კლიპის პრეზენტაცია იგეგემება, რომელიც ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” ეთერით აქტიურად გაპიარდება (შეგახსენებთ, რომ გიგა კვენეტაძის მენეჯერი ”პირველი სტერეოს” მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო წიკლაურია). აქვე ისიც გვინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ გიგა კვენეტაძეს კლიპი იყო ერთ-ერთი პირველი 4 წლის წინ, რომლის კადრებშიც პირველად – გაბედული ”ზასაობის” კადრები იყო დაფიქსირებული (მხოლოდ მთავარ როლში მსახიობები იყვნენ და არა თავად გიგა) და იმედია ამჯერადაც ჭიქაში ქარიშხალის ამოვარდნასთან კი არა, ნამდვილ ლამაზ ეროტიკასთან გვაქვს საქმე.

06.10.2007 ნოდიკო ტატიშვილი გრან-პრის მფლობელი გახდა

კომპანია ”ფაივს ლაინსმა” წელს ასტანაში ”აზიის ხმების” ორგანიზებით საერთაშორისო კონკურსის ”ასტანა-2007”-ს მონაწილედ ნოდიკო ტატიშვილი გააგზავნა, რომელიც გრან-პრის მფლობელი გახდა და 2004 წელს ანრი ჯოხაძის მიერ მოპოვებულ ჯილდოს კიდევ ერთი იქაური წარმატება შემატა. კონკურსზე 14 ქვეყნის 16 წარმომადგენელი გამოდიოდა, რომელთა შორის იყვნენ უამრავი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილენი, თუმცა ნოდიკო ტატიშვილმა ყველა უკან ჩამოიტოვა და ყაზახების დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. მომღერალმა უკვე მიიღო რამდენიმე სერიოზული მიწვევა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებიდანა, შეგახსენებთ რომ ნოდიკო ტატიშვილი ”იურმალაზე” 2007 წელს ელეონორასთან ერთად, ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა მაშინ, ის ”დაიწუნეს”. სხვათაშორის საინტერესოა როდის უნდა იფიქროს ჩვენმა ხელისფლებამ ერთი საერთაშორისო დონის კონკურსის ორგანიზებაზე, რომელიც შეიძლება ერთი ყველაზე უბრალო, მაგალითად მარნეულის ცენტრში მდგარი შადრევანის ფასი ღირს, მაგრამ სახელს გაცილებით მეტს მოუტანდა საერთაშორისო შოუ-ბიზნესში ქვეყანას ვიდრე ის, - მარნეულის ცენტრში მდგარი შადრევანი. გვინდა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალის (რომელიც როგორც გავიგეთ უკვე მზადების პროცესშია და ოქტომბრის ბოლოს გაიმართება) ორგანიზატორებს მივმართოთ – დახმარება სთხოვონ სახელმწიფოს და რამდენიმე ქვეყნის მომღერალი მოიწვიონ თბილისში და საერთაშორისო სახე მისცენ ცერემონიალს, რომელმაც საქართველოში უკვე დროს გაუძლო და მე-8 ტარდება წელს.

05.10.2007 ”ახალი ტალღა 2008” მზადება უკვე დაიწყო

ქართველებისთვის სამარცხვინოდ წარუმატებელმა კონკურსმა ”ახალი ტალღა 2007” იურმალაზე, მორიგი სტარტისთვის მზადება დაიწყო, ამჯერად 2008 წლისთვის. ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს მოძრაობა კონკურსისთვის მონაწილეთა შესარჩევად და ტელეტრანსლიაციის უფლებების გასაყიდად. კონკურსის ორგანიზატორი კომპანია ”არსი” და მისი ხელმძღვანელი იგორ კრუტოი თავის ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში პროდუსერ ნატო დუმბაძეს ნიშნავენ, რომელიც თავის მხრივ ორგანიზებას გაუწევს საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატის შესარჩევ ტურებს, ამავდროულად აღნიშნულ კონკურსს იგორ კრუტოის წარმომადგენლები, აქვე, თბილისშივე დაესწრებიან. ტყული გამოდგა ის ფაქტი, რომ კრუტო გაცეცეხლებული ყოფილა ქართველებზე და საერთოდ აუკრძალა ქართველებს ”ახალ ტალღაში” მონაწილეობაო, – 2007 წელი ქართველი მონაწილეებისთვის უკანასკნელი იქნება, იმდენად გამაღიზიანა ჩაწყობის და ტელეფონზე რეკვებმა ქართველების მხრიდანო! ამ სიტყვებს იგორ კრუტოის აწერდნენ. თუმცა კრუტოის მაშინ არ დაუკონკრეტებაი ვის შესახებ და ვინ ურეკავდა დ აწუხებდა ან ვის პროტეჟეობას სთხოვდნენ. ფაქტი ერთია, შესარჩევი ტურები თბილისში ჩატარდება და 2008 წლის ”იურმალაზე” გასაგზავნ კანდიდატსაც აქვე შეარჩევენ, კორდინაციას კი ამ ყველაფერს როგორც გითხარით ნატო დუმბაძე გაუწევს. ჩვენი ჟურნალის ექსპერტ-კრიტიკოსების აზრით კი, 2008 წლის კონკურსზე სავარაუდოდ საქართველოდან ან ნინი ბადურაშვილი ან სალომე გასვიანი წავა.

04.10.2007 ჯგუფი ”ბონი ემი” თამარაშენში კონცერტს გამართავს

სიმართლე გითხრათ მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ჯერ-ჯერობით იმის პრეცენდენტი, რომ მუსიკით, სიმღერით, საპროპაგანდო კლიპებით დ საერთოდ, შოუ-ბიზნესით სახელმწიფოს თავისი, ომით და სისხლით დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინოს, საქართველო ნოვატორია ამ ყველაფერში და იმედია ეს ყველაფერი მხოლოდ ტაშ-ფანდურაზე ყურადღების გადასატანად არ კეთდება და შედეგსაც გამოიღებს. საქმე იმაშია, რომ მოძრაობა ”კოკოითი ფანდარასტ” (რომელიც ოსურ ენაზე ნიშნავს - კოკოითო წადი, და არა კოკოითო შე პიდარასტო!) თამარაშენში მალე ლეგენდარული ჯგუფის ”ბონი ემის” კონცერტს ატარებს, სამხრეთ ოსეთელი ოსებისა და ქართველებისთვის, მანამდე კი, მოძრაობის ეგიდით და დაფინანსებით 5-6 ქართველი მომღერალი (მათ შორის ოსი ალანა დუდაევა, თამთა გოგუაძე, სამაჩაბლოელი თინა ჯულუხიძე, ლექს-სენი და სხვა) საქართველოს რამდენიმე ქალაქში მართავს კონცერტებს ამავე ლოზუნგით – კოკოითი ფანდარასტ! ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი უერთდება ამ ლოზუნგს და ბანს აძლევს მოძრაობის აქტივისტებს – ფანდარასტ, ფანდარასტ!!! რაც შეეხება ”ბონი ემს” შეგახსენებთ, რომ წლების წინ, ლეგენდარული ჯგუფი ერთხელ უკვე ჩამოიყვანა თბილისში, სპორტის სასახლეში ”ისთერპრომოუშენმა” და საკმაოდ წარმატებული კონცერტიც აჩუქა ქართველ მაყურებელს, ამჯერად კი 13 ოქტომბერს თამარაშენში, ლიზ მიჩელი და მისი ლეგენდა სახელად ”ბონი ემი” ისევ წარსდგება ჩვენს წინაშე.

04.10.2007 ჰომოსექსუალები და ლესბიანკები ”ჯეო-ბარ 4”-ში?

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ალბათ თავისი არსებობის მანძილზე, ყველაზე სარისკო ნაბიჯს დგავს, უშვებს რა პრეცენდენტს რეალითი შოუში არატრადიციული სექსუალური მიმდინარეობის ახალგაზრდების მოანწილეობას. ჯერ-ჯერობით კვლავ ჭორებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”წლის ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს” ”მეგას” ტიტულის მფლობელი ”ჯეო-ბარი” წელს გაცილებით სკანდალური და წარმოუდგენლობის დონეზე რეალითი იქნება, რადგან როგორც ინფორმაციამ გამოჟონა მასში მონაწილეობას 2 ჰომოსექსუალი მამაკაცი და 2 ლესბიანკა გოგონა იღებს, რომელთა ურთიერთობაც არანაირად არ იქნება დაცენზურებული. ეს თუ მართლაც ასეა და ”რუსთავი 2”-მა თუ მართლა გაბედა და ფართო მასების წინაშე მართლაც გამოიტანა ის, რაც რეალურად (!) მართლაც არსებობს საქართველოში, სავარაუდოდ საპროტესტო აქციების ნაკადს უნდა ველოდოთ იმ სახლთან სადაც ”ჯეო-ბარი 4”-ს მონაწილეები დაიდებენ ბინას (მეიდანში, ძველ თბილისში). პროექტის ბოლო, მე-4 რეალითი, ოქტომრის ბოლოს გავა ეთერში ტრადიციულ საღამოს 11 საათზე.

03.10.2007 ნინო ჩხეიძის პირველი ანშლაგი

მამუკა ონაშვილის კლუბ ”კონკაში” ნინო ჩხეიძემ თავისი პირველი სოლო-კონცერტი წარმატებულად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდა ქალბატონს ძალიან ბევრი ”პირობითი მტერი” და კრიტიკოსი გამოუჩნდა, ნინო თავის საქმეს წყნარად აგრძელებს და სიმშვიდის გარანტიას კი, მას უბრალო ხალხის სიყვარული უნდა აძლევდეს. კონცერტზე დასასწრები ყველა ბიელთი ”კონკაში” ორი დღით ადრე უკვე აღარ იყო და მაყურებელსაც ქუჩიდან მოუწია ნინოს ქალაქური ჰანგების მოსმენა. სცენაზე მედუდუკეები უმშვენებდნენ ფონს, დარბაზში კი ათასი ”ჯურის” სტუმარი შეკრებილიყო, რომელთა შორის ყოფილი სკანდალური პარლამენტარი კობა ბექაურიც კი შევნიშნეთ, მომღერლები, ჟურნალისტები და უბრალო, ქალაქური მუსიკის დამფასებელი ხალხი ნინო ჩხეიძის სიმღერის ფონზე ერთობოდა, მუსაიფობდა, ჭორაობდა. სხვათაშორის მომღერალს (რომელსაც ავთო ცქვიტინიძის მიერ შეკერილი უილამაზესი კაბა ეცვა) ორ-ორჯერ, ბისზე მოუწია სიმღერების შესრულება, საბოლოო ჯამში, გვიან საღამოს, მსმენელიც და შემსრულებელიც კმაყოფილი დაიშალა.

03.10.2007 ამერიკელ ქართველებს შოუ და ხალისი არ აკლიათ

საპროდიუსერო ცენტრი "გელანი იუსა" აგრძელებს შოუ საღამოების და სხვადასხვა საინტერესო პროექტების მოწყობას. 29 სექტემბერს გაიმართა ახალგაზრდა, მომავალი პოეტის გოგა გოგილაშვილის პირველი წიგნის პრეზენტაცია–შოუ ,,გულის ძახილი“. ჩვენთვის როგორც ცნობილია ეს ფაქტი ხდება პირველად ამერიკაში, ვგულისხმობ ქართული წიგნის პრეზენტაცია, ქართველი ემიგრანტებისთვის. ვფიქრობთ ძალიან გასახარებელი და საისტორიო ფაქტია. პრეზენტაციასთან ერთად იქნება შოუ–საღამო, მიიღებენ მონაწილეობას ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები. რამოდენიმე დღის უკან ერთ–ერთ ამერიკულ რადიოს ეთერში ქართული, ძველი და შეუდარებელი სიმღერები აჟღერდა, პირდაპირ ეთერში კი გოგა გოგილაშვილი და საპროდიუსერო ცენტრი დირექტორი ნიკა გელაშვილი საუბრობდნენ 29 სექტემბრის პრეზენტაცია–შოუსთან დაკავშირებით. კიდევ ერთი სიახლე ამერიკიდან: "გელანი იუსა" ატარებს ექსკურსიას 13 ოქტომბერს. სახელწოდებით ,,ქართული რთველი“ პენსლივანიის შტატში, გასვლა ნიუ–იორკიდან. ჩვენ ქართველ ემიგრანტებს ექნებათ საშუალება თავისი ხელით მოკრიფონ ყურძენი და ის მონატრების პატარა სანთელი დროებით მაინც ჩააქრონ,დაათვალიერონ და გაეცნონ ამერიკული ვენახის, და ღვინის კულტურას... დაწვრილებით ექსკურსიის შესახებ იხილავთ საიტზე www.gelanyusa.com წარმატება უსურვოთ საპროდიუსერო ცენტრს "გელანი იუსა"–ს და ვიმედოვნებთ რომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო და ლამაზ პროექტებს შესთავაზებს საქართველოდან მოწყვეტილ ქართველებს.

02.10.2007 ჯგუფი ”ზღვარი” სენსაციას - ქართულ როკ-ოპერას ამთავრებს

ქართული თანამედროვე როკ-მუსიკის სამყაროში კარგად ცნობილი და ავტორიტეტული ჯგუფი ”ზღვარი” ორი წლის წინ დაწყებულ იდეას ფინალისკენ მიუძღვება. პირველად ქართული, როკის ისტორიაში ამ ჯგუფის ლიდერის, კახა ბაციკაძის და მისი გუნდის (გიორგი ზუხბაია, სერგი და ვასო ლომაძეები, ლუკა ამირანაშვილი, გიორგი მიჩიტაშვილი, ჯგუფ ”სინათლის წელიწადის” სოლისტი გიგი გეგელაშვილი და ჯგუფ ”მძიმე ჯვარის” დრამერი დიმა ოგანესიანი) მონდომებით 2010 წლისთვის, იარსებებს პირველი ქართული როკ-ოპერა, რომელიც იქნება მსოფლიოსთვის შეთავაზებული უმაღლესი დონის ქართული ნამუშევარი. ”ზღვარის” ბიჭებმა შეწყვიტეს ჯგუფისთვის ახალი სიმღერბის ჩაწერა, ახალ კლიპებზე მუშაობა და მთლიანად ამ გრანდიოზული საქმით არიან დაკავებულნი. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ქართული როკის შემფასებლები ღირსეულად აფასებენ ახალგაზრდა მუსიკოსებს და როკისადმი მათ ფანატურ სიყვარულს. ფაქტია, რომ ჯგუფი ”ზღვარი” ორი წლის წინ სერიოზულ პროექტს შეეჭიდა და ის ბოლომდე მიჰყავს, სად გადის მათი მოთმინების ზღვარი ეს 2010 წელს გამოჩნდება. ჩვენ კი, ახალგაზრდა როკერებს წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ.

29.09.2007 ოპოზიციის მიტინგზე ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის დაპატიმრება სცადეს

beso გუშინ, საქართველოს პარლამენტის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მრავალათასიანი მიტინგის გაშუქების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში, უხეში ფორმით მოხდა თავდასხმა ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ჟურნალისტის მიერ ვიდეოკამერაზე მომიტინგე გოგონასადმი პოლიციის მხრიდან უხეში და ცინიკური მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. შეამჩნია, რა საპატრულო პოლიციის ოპიცერმა, რომ მისი თავხედობა (ახალგაზრდა 18-19 წლის გოგონას შეურაწმყოფელი მანერებით გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარისკენ გადაგდება) კამერაზე დააფიქსირეს იქვე ”მოტარტარე” რიგით პოლიციელებს ხმამღლა უბრძანა – კამერა დაემტვრიათ და ჩუბინიძე მანქანაში ჩაეგდოთ. 7-8 პოლიციელი ერთად შეეცადა ჟურნალისტისთვის ვიდეო-კამერის წართმევა-განადგურებას და მის დაპატიმრებას. ამ ფაქტის შემთხვევითი დაფიქსირება შეძლო ტელეკომპანია ”კავკასიის” ოპერატორმა. - არ მოველოდი, თუ ასეთ აგრესიას გამოიწვევდა, ჩემი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გამოჩენა პოლიციის ოფიცერში და არც იმას მოველოდი, რომ 7-8 ტანკივით ძლიერი პატრულის თანამშრომელი, ერთ კაცს, ერთი პატარა კამერის წართმევას ვერ მომიხერხებდა. მართალი გითხრათ, ცოცხალი თავით არც ვაპირებდი დათმობას, სადამდეც შემეძლო გავუძელი, მერე მომიტინგენი დამეხმარნენ. – აცხადებს ჟურნალისტი ჩვენთან საუბარში – შემდეგ, პირადად მივედი ჩემზე თავდასხმის ბრძანების გამცემ ოპიცერთან და ბოდიშის მოხდა მოვთხოვე, - ინციდენტი ამის შემდეგ ამოიწურა. სასაცილოა, საპატრულო პოლიციის 8 მშიშარა თანამშრომელმა, თუ როგორ ვერ შეძლო ერთ ჟურნალისტს მორეოდა და მისთვის მომიტინგე გოგონას შეურაწყოფის კადრები გაენადგურებინა. სამწუხაროა, რომ პატრულში ბევრ ნაღდ, ვაჟკაც ადამიანთან ერთად, ძველი ”მილიციონერული სულის” კომიკი ტიპაჟები კიდევ მუშაობენ, რომლებიც ”შეფის” გახარებას, მისი უკანალის ალოკვით, მისივე ნებისმიერი უაზრო ბრძანების შესრულებას შეეცდებიან.

29.09.2007 სოფელ ცხრა წყაროში "სულიკოს" ფესტივალი გაიმართება

18 წლიანი პაუზის შემდეგ, "სულიკოს" ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი სოფელ ცხრა წყაროში ღია თეატრონში ჩატარდება, სადაც სიმღერის ავტორი ვარინკა წერეთელი ცხოვრობდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იმერეთის 25 ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს, გამარჯვებული კი, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

29.09.2007 ”უცნობმა” ”მაესტროს” წილი იყიდა

ქართულ ბეჭდვით მედიაში უკვე გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შოუ-მენი მსახიობი - უცნობი (გია გაჩეჩილაძე) სტუდია ”მაესტროს” 50%-ანი წილის მფლობელი გახდა და საკუთარ ბაზაზე აპირებს ახალი სატელევიზიო არხის – ტელეკომპანია ”უცნობის” გახსნას. შეგახსენებთ, რომ უცნობს ამავე სახელწოდების, საკმაოდ რეიტინგული რადიოც აქვს (რომელიც სხვათაშორის ჩვენს გამოკითხვებში მე-2 ადგილზეა რადიო ”5 ლაინსის” შემდეგ). მომღერალი აქტიურ შემოქმედებით წვაში ნამდვილად აღარა, ბოლოს ის ”ვარდების რევოლუციის” პერიოდში ნახეს სცენაზე დამდგარი, როცა სიმღერის შესრულების დროს უკნიდან პრეზიდენტი მიეპარა და თვალებზე ხელი ააფარა, სიმღერაც ჩაუშალა და მაყურებლის წინაშეც ”გამოაჭენა”, რადგან მომღერალი პლუს ფონოგრამაზე მღეროდა და როცა უცნობი სააკაშვილს სცენაზე გამარჯობას ეუბნებოდა, ფონოგრამაში უცნობი ისევ ”მღეროდა”…:)) სხვათაშორის ვარაუდობენ, რომ ამჯერად ამ ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე, საკუთარ ტელეკომპანიას ოპოზიციური განწყობის ასამაღლებლად გამოიყენებს, იმაზეც ჭორაობენ, რომ გია გაჩეჩილაძე ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ ბრენდი "უცნობი" ირაკლი ოქრუაშვილის გაპრეზიდენტებისთვის იბრძოლებს.

28.09.2007 ვალერი მელაძემ ბიზნესი მიატოვა

”ვარსკვლავები” ერთხელ უკვე წერდა, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავს ვალერი მელაძეს გარდა იმისა, რომ შიუ-ბიზნესში ქონდა ჩადებული შემოქმედებითი ინვესტიცია, იგი ასევე რუსეთში რეიტინგული ბანკის ”ინვესტორგბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო და მშენებლობისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვების ინვესტიციის სექტორს კურირებდა. როგორც ბანკის მმართველმა რუსულ პრესასთან კომენტარში განაცხადა - ვალერი იმდენად დაკავებულია უკვე შოუ-ბიზნესური საქმეებით, რომ ფაქტიურად თავისი მეორე სამსახურისთვის უკვე ვეღარ იცლიდა და მან თავად ისურვა ამ სასამხურის დატოვება. საქმე კი იმაშია, რომ ალა პუგაჩოვასა და იგორ კრუტოის შემდეგ, ცნობილ რუსულ პროექტს ”ფაბრიკა ზვიოზდს” სწორედ, რომ ვალერი მელაძე ძმასთან, კოტესთან ერთად კურირებს.

27.09.2007 ირაკლი ფირცხალავამ განგსტერული დაბადების დღე გადაიხადა

მომღერალი 30 წლის იუბილეს მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბ ”კრისტალში” შეხვდა მეგობრებთან ერთად და საკუთარ თავს ბოლომდე სიამოვნების უფლება მისცა. ყველაზე მაგარი კი, ის გამოუვიდა, რომ კლუბს ”განგსტერული” იერი შესძინა და ყველა სტუმარს ”უბრძანა” მამაკაცები ზოლიან კოსტიუმებში და ქალები საღამოს კაბებში გამოცხადებულიყვნენ. ამ გართობაზე უარი არავის უთქვამს, არც ოლიგარქებს, არც ჟურნალისტებს და არც ირაკლის კოლეგა-მეგობრებს, უამრავ საჩუქართან ერთად ირაკლიმ ქეთა თოფურიასგან მიიღო ყველაზე მაგარი – სუფთა განგსტერული ქამარი :). საიუბილეო ტორტზე კი, ორი სიტყვა იყო კრემით მოქარგული ”სიყვარულით დონ ირაკლის”, იუბილარმა ვერ მოითმინდა და სანთლების ჩაქრობისა და მისი გაჭრის შემდეგ ეგრევე, პირველმა თავად გაუსინჯა გემო გემრიელ ტკბილეულს. სხვათაშორის ირაკლის 30 წლის იუბილეს ჰოლივუდლი ვარსკვლავი დენის ჰოფერიც ესწრებოდა, რომელიც ვერავინ გაარკვია საიდან მოხვდა ფირცხალავას დაბადების დღეზე, სავარაუდოდ მომღერალმა ის, ამერიკული გასტროლების დროს გაიცნო. ჩვენის მხრივ კი. ირაკლის ვულოცავთ დაბადების დღეს და კიდევ უფრო წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ მსოფლიოს მასშტაბით.

26.09.2007 ჯაბა ბოჯგუა ახალ ვარსკვლავებს ზრდის

გარდა იმისა, რომ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა წარმატებული მომღერალია, ასევე შოუ-კომპანია ”მეგა-ინტერნეშენელის” ხელმძღვანელიცაა, რომლის ეგიდითაც საბავშვო კონკურსი - ”კარუსელი” გაიმართა. მომღერლის ინიციატივით წელს პრეზიდენტის სტიპენტიანტების კანდიდატებად კომპანიიდან შვიდი მოზარდი წარადგინეს, რომელთა შორის არიან რევაზ (რეზიკო) და თეონა ქარცივაძეები, თამთა ფეტვიაშვილი, ბექა კურტანიძე და სხვები. თამთა სურაჯის ასული ფეტვიაშვილი, 1993 წლის 14 მაისსაა დაბადებული, თბილისელია, უამრავი კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია, ნიჭიერ პატარას სწავლა და სიმღერა ყველაზე მეტად უყვარს. თამთა რადიო-პროექტ ”ახალი ხმის” მონაწილეცაა. რეზიკო და თეონა და-ძმანი არიან, რეზიკო 1998 წლის 15 აგვისტოსაა დაბადებული, თეონა კი - 1995 წლის 26 ივნისს, ქალაქ აბაშაში, პატარა ვაჟკაცს უკვე ძალიან უყვარს სპორტი, სწავლასა და სიმღერაზე აღარაფერს ვამბობთ. სხვათაშორის ის ჯაბა ბოჯგუას ახალ კლიპშიცაა გადაღებული. რეზიკოს დას თეონას კი, თანამედროვე ცეკვები იტაცებს, ძალიან მოსწონს ჩოგბურთი, ისიც უამრავი კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია. და-ძმა რადიო-პროექტ ”ახალი ხმის” მონაწილენიც არიან. ”ვარსკვლავები” წარმატებულ მომავალს უსურვებს პატარა მომღერლებს და ისურვებდა, რომ მათსავით ნიჭიერი უამრავი ახალგაზრდა ენახა დიდი შოუ-ბიზნესის გზაზე დამდგარი.

24.09.2007 ”ძვალი” დაქორწინდა

ქართული რეპ-სამყაროს გამორჩეული წარმომადგენელი რეპერი ძვალი ოჯახის ჭაპანს შეეჭიდა და ყველასდამოულოდნელად დიდი სიყვარულით დაქორწინება გადაწყვიტა, თქმა და ქმნა ერთი იყო, ოთხი წლის წინათ დაწყებულ ურთიერთობებს თავი მოუყარა და თავის მეუღლეს –ამერიკის მოქალაქეს სოფო აბდუშელიშვილს სიყვარულში გამოუტყდა. სოფო კი, მომღერალ მარი აბდუშელიშვილის ალალი დაა, როემლთან ერთადაც ჩაწერილმა დუეტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა თავის დროზე. წყვილი ქორწილის გადახდას ოქტომბრის თვეში აპირებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სად იცხოვრებენ ამაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან სოფო დედასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და იქ თავისი საქმე აქვს, აჩიკო (”ძვალი”) კი – თბილიში, მაგრამ კონსესუს აუცილებლად მივაღწევთო, გვპირდება რეპერი. ”ვარსკვლავები” მარადიულ სიყვარულსა და ბედნირებას უსურვებს ახლადშეუღლებულ აჩიკოს და სოფოს.

23.09.2007 კიდევ ერთი სილამაზის კონკურსი – ”მის-დსთ 2007”

ვინც არ იცის ჯერ იმას განვმარტავთ, რომ დსთ – იგივე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოკლე აბრევიატურაა (ძველი სსრკ-ს ანალოგიაა) და საბჭოთა კავშირის ძველ რესპუბლიკათა ”უზაროდ შეკოწიწებული სხადნიაკია” :)) ხოდა ამ ”სხადნიაკის” ერთ-ერთმა წევრმა ქვეყანამ უკრაინამ, გადაწყვიტა ორგანიზება გაეწია ”მის-დსთ”-ს სილამაზის კონკურსისთვის და ყველა რესპუბლიკაში ქვეყნიდან ორ-ორი ლამაზმანის შიდაქასთინგით არჩევა დაავალა. საქართველოში ამ საქმისთვის თვით ”მის უკრაინა” იანა ციმბალიუკი მოაგზავნეს, როემლმაც რუსთაველის თეატრში მოაწყო ქასთინგი და საბოლოო ჯამში 2 ლამაზმანი აარჩია - წლევანდელი "მის-საქართველოს” მონაწილე ანი ხუციშვილი და შარშანდელი ”ვიცე-მის საქართველოს” ტიტულის მფლობელი სალომე ქომეთიანი. კონკურსის ორგანიზატორები ”აღფრთოვანებული დარჩნენ” ქართველი გოგონების რუსული ენის ”ცოდნის” დონით, მაგრამ გაკვირვებული ინგლისური ენის ცოდნით, რის საშუალებითაც საბოლოოდ ამყარებდნენ გოგონებთან კონტაქტს. მათივე განცხადებით ქართველებს რეალური შანსები აქვთ ”მის-დსთ”-ზე გამარჯვებისა. ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ ალბათ ასეცაა, მაგრამ სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს, რომ ახალ კონკურსებზეც კი, უკვე ახალი სახეები არა ჩანს და ძველი, გადაღეჭილი კადრები მუშავდება, ეჰ ქართველო გოგონებო ნეტა თუ არ ”გაგიტყდებათ” ”მის” დედოფლის ტიტული საქართველოშო მცხოვრებმა სომეხმა გოგონამ, რომ მოიპოვოს?!

22.09.2007 მამუკა ონაშვილი გა-ბიზნესმენდა

ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ხალხისთვის მისაღები მომღერალი მამუკა ონაშვილი უკვე აქტიურ ბიზნესში გადაეშვა და ბარათაშვილზე, ღია კაფე-ბარ ”კონკას” გახსნის შემდეგ იქვე, მახლობლად, კალასუბანში ევროპული დონის და სტილის თანამედროვე სასტუმრო გახსნა. პრეზენტაციას უამრავი ქართველი ცნობადი სახე ესწრებოდა, სხვათაშორის სასტუმროში (გახსნის დღიდანვე) ერთი ღამის გათევის უფლება მამუკა ონაშვილის თანხმობით, წამყვანმა ზაზა ალექსიძემ ცოტახნის წინ დაქორწინებულ ნინი შერმადინს მისცა. პრეზენტაცია ”კონკაზე” კონცერტით გაგრძელდა, სდაც ხალხის სიამოვნებაზე უკვე გიგა კვენეტაძე, თემო რცხილაძე, ეთერ კაკულია, ნინი შერმადინი და სხვა მომღერლები ზრუნავდნენ.

21.09.2007 დააკავეს რეპერი ”გერცი”

სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით შევიტყვეთ, რომ რამდენიმე დღის უკან დააკავეს ქართულ რეპ-სამყაროში კარგად ცნობილი რეპერი ”გერცი”, რომელსაც უკვე შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა და რომელიც არა პლანის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიზნით (როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ქართულ რეალობაში) არამედ გაუფრთხილებლობის ნიადაგზე მკვლელობის მუხლით. საქმე იმაშია, რომ ქართველი რეპერი შვიდი თვის წინ დიღმის ტრასაზე მომხდარი საკმაოდ დიდი ავტოავარიის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო, რომლის შედეგადაც ექვსი ავტომობილი დაიმტვრა და ორი ადამიანი გარდაიცვალა. პირველადმა ექსპერტიზამ და გამოძიებამ მაშინ აჩვენა, რომ რეპერი უდანაშაულო იყო, მაგრამ როგორც ჩანს გამოძიების მიერ დაგეგმილმა განმეორებითმა ესპერტიზამ საწინააღმდეგო დაადასტურა და გერცი სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის პარალელურ რეჟიმში გამოძიება ცდილობს საბოლოოდ დაადგინოს რეპერის ბრალეულობა. კულუარული ინფორმაციით კი, შევიტყვეთ, რომ გერცს ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის და ავარიის მთავარ მიზეზობაში დებენ ბრალს, რაც 5-6 წლამდე პატიმრობასაც ითვალსიწინებს.

20.09.2007 უარი კაიფს! ძირს წამალი! – მარნეულში ქართველი ვარსკვლავები ჩავიდნენ

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, მარნეულის გამგეობისა და თბილისიდან პროდუსერ ერნა წიფურიას ეგიდით ორგანიზებული დიდი გალა კონცერტი, მარნეულელებს წესით დიდი ხნით უნდა დაამახსოვრდეთ. გადაკეტილი ცენტრალური ქუჩა, ლამაზად მოწყობილი სცენა, მერაბ სეფაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, გურამ ჯაში, ეთერ კაკულია, ჯაბა ბოჯგუა, ნუგზარ ერგემლიძე და სხვა ქართველი მომღერლები ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩაებნენ. მოგეხსენებათ მარნეული ერთდროს ცენტრი იყო ყველა ”ბარიგასთვის” და ”წამალის” შოვნის საუკეთესო ადგილი, მაგრამ დღეს რადიკალურად შეცლილ სიტუაციას, ამ საზიზიღრობის ანტიპიარიც დაემატა. 5.000-ამდე მარნეულელი შეკრებილიყო იმ დღეს კონცერტზე, რომლის წამყვანი ზაზა ალექსიძე ერთ ხმაში ”აიძულებდა” ყველას – ნარკომანიისთვის ”ფანდარასტ” (ოსურ ენაზე – წადის ნიშნავს) ეთქვათ, თუმცა იქვე აზერბაიჯანულადაც მოუნახა შესატყვისი და აქციის დაწყებიდან ფეირვერკის გაშვებამდე სულ – უარი წამალს აძახებინა ხალხს. კონცერტის შემდეგ ორგანიზებულ ბანკეტზე კი, ქართული ტრადიციული სუფრის ტრადიციულმა მოლხენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა :) (შეგიძლიათ ვიდეომასალა იხილოთ რუბრიკაში ”ვიდეორგოლები”).

19.09.2007 ეთერ კაკულიამ სალონიკი ”დაიპყრო”

ორიოდ კვირის წინ წარმატებული საგასტროლო ტურნე დაამთავრა ქართული ესტრადის ერთ-ერთმა ყველაზე ექსცენტრიულმა, მხიარულმა და ყველა კარგი თვისებით შეკრულმა მომღერალმა, ძველი თაობის ვარსკვლავმა ეთერ კაკულიამ. მომღერალი საბერძნეთის ქალაქ სალონიკს სტუმრობდა, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, იქაური სათვისტომოს ხელშეწყობით ეთერ კაკულიას რამდენიმე კონცერტი გაიმართა. ცრემლების დონემდე მისული მონატრება ქ-ონ ეთერს თბილისამდეც ჩამოჰყვა და ჩვენს ჟურნალსიტთან საუბარში ჩვეული რიხიანობით და სიამაყით განაცხადა, რომ – ის სიყვარული და ის მუხტი, რაც ქართველი ემიგრანტებისგან სალონიკში იგრძნო უდიდესი ენერგიითა აღვსილი. ქ-ნი ეთერი უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს ჩვენთან ინტერვიუში ყველაფერზე, ”ვარსკვლავები” მას სახლში ეწვევა.

18.09.2007 თიკა ჯამბურია ჟურნალისტობას უმიზნებს

ახალგაზრდა 16 წლის მომღერალი, თავისი კარიერის ახალ სტადიაში გადადის და ხუთი ახალი სიმღერის ჩასაწერად ემზადება, ძველებურად გააქტიურების სურვილით თიკა ჯამბურია ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც აპირებს. მეთერთმეტე კლასელი გოგონა შეყვარებულია და სხვათაშორის ამაზე ხმამაღალი ლაპარაკიც არ ეკომპლექსება, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ნაწყენია – შეყვარებული მყავს-თქო ვთქვი და ჭორები გამივრცელეს ფეხმძიმედაოო, ფეხმძიმობის არანაირი წინააღმდეგი მე არ ვარ, მაგრამ მე 16 წლის ბავშვი ვარ და შეყვარებული მყავს და არა ბოი-ფრენდი! – აცხადებს ”რეიტინგთან” საუბარში თინეიჯერი მომღერალი, რომელსაც სხვათაშორის ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაუწყვეტია სკოლის დამთავრების შემდეგ. თუ თიკამ არ გადაიფიქრა ამ პროფესიაზე გაყოლა, ის ერთადერთი მომღერალი-ჟურნალისტი არ იქნება ქართულ ესტრადაზე, არიან ამ პროფესიის მიმდევარი მომღერლები. თუმცა, თიკა ჯერ სწავლობს, არც გათხოვებას აპირებს საკუთარი საქმის აწყობამდე და ბოროტ ჭორიკნებსაც ენის მოკეტვას ურჩევს. ”ვარსკვლავები” აქტიურ შოუ-ბიზნესში მალე დაბრუნებას ურჩევს და უსურვებს თიკას.

18.09.2007 ჯაბა ბოჯგუას პირველი (!) სოლო-კლიპი

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ”წლის ყველაზე სკანდალური შოუმენის” ”მეგას” ტიტულის მფლობელმა სწორედ, რომ ამასწინათ მოაკვარახჭინა თავისი, პერსონალური, სოლო კლიპის გადაღება, რომელიც ჯაბა ბოჯგუას მანამდე არ ჰქონია, თუმცა ჰქონდა საკონცერტო ჩანაწერები და დუეტზე გადაღებული კლიპები. სიმღერა რომელზეც მომღერალმა კლიპის გადაღება არჩია საქართველოში უკვე ჰიტია და რეიტინგებში უმაღლეს ადგილებს არ ჩამოსცილებია. ”სიყვარულის ისტორია” ეს ის სიმღერაა, რომლის საშუალებითაც ჯაბას ალბომის გაყიდვამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია და სერიოზული პრეტენზია აქვს ”წლის ყველაზე პოპულარული ალბომის” ნომინაციაში ”მეგა-2007”-ზე. კლიპის რეჟისორი ლევან ტორონჯაძეა, ტექსტი პოეტ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, ხოლო მუსიკალური არანჟირება ახალგაზრდა მომღერალ გიორგი დათიაშვილს. პროდუქცია რამდენიმე დღეში მზად იქნება და როგორც ჯაბა ბოჯგუა დაგვპირდა ინტერნეტ-ჟურნალის მკითხველი მას ერთ-ერთი პირველი იხილავს ჩვენი ”ვიდეორგოლების” რუბრიკის საშუალებით.

15.09.2007 ვინ ხარ შენ ”მის-საქართველოვ”?

საზოგადოებაში უდიდესი აღშფოთება და აგრესია გამოიწვია ”მის-საქართველო 2007”-ს კონკურსის ტენდენციურმა გადაწყვეტილებამ, წლევანდელ ე.წ. ”მის”-ის ტიტულის გამარჯვებულ ნინო ლიკუჩოვასთან დაკავშირებით, რომელსაც იმდენი ქნეს, რომ ტიტული შეუნარჩუნეს და გამოძიების გარეშე (!) აქამდე არსებული ყველა ბრალდება მოუხსნეს, - საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, ნინო ლიკუჩოვა მაინც (!) გაემგზავრება ”მის-მსოფლიოზე”. სირცხვილი და თავის მოჭრა საქართველოს, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ქალიშვილების სილამაზის კონკურსსზე, საქართველოდ სახელით, სლავური წარმოშობის გოგონას, და ისიც ”მისის” აგზავნის და არა ”მისს”. სირცხვილი და თავის მოჭრა საქართველოს, რომელსაც ერთი ქართველი ”მის”-ის მოძებნა გაუჭირდა (!), რომელიც მსოფლიო კონკურსზე პირველივე ტურში კიბეებზე არ დარჩება! ქალურმა სოლიდარობამ თავისი გაიტანა, კანონი ყველამ ფეხებზე დაიკიდა – ”იმიჯ-ცენტრის” სილამაზის კონკურსის ჟიურიმ, აღარ გათვალა მომავალი – მის მიერ ორგანიზებულ ”მის-საქართველო 2008”-ზე ქართველი ლამაზმანები მონაწილეობას უკვე აღარ აპირებენ. ყველაზე ცოდო კი, ამ კონკურსიდან თავად ტიტულის მფლობელია, რომელიც ვერც კი მიხვდა, როგორ დაღუპა საკუთარი მომავალი, რადგან უბრალოდ უნდა ამდგარიყო და ეთქვა – უარს ვამბობ ”მის-საქართველოს” ტიტულზე (ან მაქსიმუმი ”მის-მსოფლიოს” ტიტული უნდა მპოიგოს) და ის უკვე რეაბიტირებული იქნებოდა და ამაყად ივლიდა პრეზიდენტის მიერ, სომხებისთვის გალამაზებულ თავისი ქალაქში! – ქართველო გოგონებო, გული არ გაიტეხოთ! თქვენ ყველაზე ლამაზები ხართ! თქვენ ვერც სლავები გჯობნიან და ვერფ ფრანგები – თბილისი ქუჩებში მონარნარე 10 ლამაზმანი ქალიშვილიდან 25-ვე ულამაზესია!!!

14.09.2007 ნეკა სებისვერაძე გერმანიაშია

დღეს მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ქართულ-გერმანული საზოგადოებიდ გახსნაზე, ფანკფურტის ინტერნაციონალურ თეატრში იმღერებს და საკუთარ შემოქმედებას შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას, რის შემდეგაც მომღერალი ორი თვის განმავლობაში დარჩება გერმანიაში, სადაც ”კულტურათა პატივისცემის დღეების” ფარგლებშია მიწვეული, ”ჯეორჯიან კულტურ-ფორუმის” დამფუძნებლის, მანანა თანდაშვილის მიერ. გარდა იმისა, რომ ნეკა კონცერტებს გამართავს ფრანკფურტში, იგეგმება ქართველებისთვის განკუთვნილ დღეებზე ქართული სამაზარეულოს დეგუსტაცია და ვალერიან შიუკაშვილის კლიპის პრეზენტაციაც, რომელიც შოპენის ეტიუდზეა გადაღებული.

12.09.2007 ქეთი გომართელს გაზრდა არ უნდა

მომღერალს 19 სექტემბერს დაბადების დღე აქვს, 21 წლის ხდება და ამას იმდენად ”მტკივნეულად” აღიქვამს, რომ პრესაშიც კი ხმამაღლა აცხადებს, რომ არ სურს 20 წელს გადასცილდეს და სურს სულ ასეთი დარჩეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქეთას ეს სურვილი არასოდეს აუსრულდება :))) ეს თავადაც იცის და სწორედ ამიტომ მაინც მოუთმენლად ელოდება საკუთარ 21-ე დაბადების დღეს (”აჩკოა”), რომლის აღნიშვნასაც რესტორან ”სოფლის სახლში” აპირებს მეგობრებთან ერთად. ”ვარსკვლავები” ულოცავს მომღერალს დაბადების დღეს და ბედნირებას უსურვებს მას

11.09.2007 სტეფანე ქართულ შოუ-ბიზნესში გოიმების მომრავლებას უჩივის

სარეკლამო ბიზნესში გადართული, ერთი პერიოდი პროდუქტიული მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი (სცენაზე საიმიჯო სახელით – სტეფანე) ქართულ ესტრადაზე გამეფებულ მდგომარეობას სიგოიმედ მიიჩნევს და კატეგორიული წინააღმდეგია იმისა რაც დღეს ესტრადაზე ხდება, - ამ სფეროში თბილისში არასაჭირო ხალხი გაჩნდა, ეს ესტრადა კი არა, უკვე რაღაც გოიმობაა, - აცხადებს მომღერალი. სარეკლამო ბიზნესში მომღერალმა სამი წლის წინ მოსინჯა პირველად ძალები, ერთდროს ასევე პოპულარულ, ბათუმელ მომღერალ კახა ცისკარიძესთან (სასცენო საიმიჯო სახელით – კახუჩელა, შემდეგში - კახაბერი) ერთად და შესანიშნავად ააწყო საქმეც, უცხოეთიდან ჩამოყავს ცნობილი დი ჯეები, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში ქართველი მსმენელის გართობას ცდილობენ. მუსიკას ჩამოშორებული მომღერალი არ გამორიცხავს, რომ მალე ისევ დაუბრუნდეს ამ სფეროს და ახალი სიტყვის სათქმელად მოემზადოს, ასევე მისი მუსიკოსი მეუღლის მაია დარსმელიძის მსგავსად, რომელმაც საერთოდ აკრძალა თავისი კლიპების ეთერში გაშვება, ერთი მიზეზით – ჩემთვის შეურაწყოფაა ამ უნიჭოებთან ერთად გავდიოდე ეთერში! – აცხადებს მაია.

11.09.2007 ნინო ორდენიძე ბავშვს ელოდება

პოპულარული ქართველი მოდელი ნინო ორდენიძე დღეს იუბილარია და როგორც თვითონ მეგობრების წრეში ხუმრობს, თავის დაბადების დღეს მგონი მარტო ის და ბინ ლადენი აღნიშნავენ. 9 თვის წინ, მაღალჩინოსან პოლიცილ ლევან გვაზავაზე გათხოვილი ქალბატონი, კარიერას ჩამოშორდა და ახლა მთლიანად ოჯახურ გარემოზეა გადართული, ცოტახანში შვილსაც ელოდება და ტკბება იმ მდგომარეობით რასაც ოჯახური იდილია ქვია. ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებთ ნინოს.

10.09.2007 ”საბავშვო ევროვიზიისთვის” ოთიკო ანდრიაძეც იბრძოლებს

ორი თვის წინ ”სლავიანსკი ბაზარის” გამარჯვებული, პატარა ქართველი მომღერალი ოთიკო ანდრიაძე, ამჯერად ’საბავშვო ევროვიზიაზე” წასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად იზრუნებს. გამარჯვებულს კი, ოქტომბრის ბოლოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ გალა-კონცერტზე ჟიურისა და მესიჯების საშუალებით გამოავლენენ. პატარა, მაგრამ თამამ მომღერალს პროდუსირებას გიგა კვენეტაძე (რომლის სტუდიაშიც იწერება სხვათაშორის ”საბავშვო ევროვიზიაში” მონაწილეთა სიმღერები) და ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო წილაური უწევენ, რომელიც ამჟამად ბარსელონაში იმყოფება. ოთიკო და სხვა 11 ბავშვი ერთმანეთს კონკურენტებად არ თვლიან და თანაბარი ძალებით ეცდებიან გამარჯვების საგზურის მოპოვებას, რადგან 12-დან ერთ-ერთი ქვეყნის სახე იქნება ამ კონკურსზე და ის აუცილებლად ღირსეულად უნდა წარსდგეს ”საბავშვო ევროვიზიაზე” და არა ისე ცუდად შეფუთული, როგორც ეს სოფო ხალვაშის შემთხვევაში მოხდა ”დიდების ევროვიზიაზე”.

09.09.2007 ბესო კალანდაძე ლელა წურწუმიას უჩივლებს?

თბილისელ ჭორიკნებს მიძინებულ შოუ-ბიზნესში ხანდახან საჭორაო გამოუჩნდებათ ხოლმე, ამჯერადაც ასე მოხდა და უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ მომღერალი ბესო კალანდაძე (რომელიც თავის მხრივ, მოსკოველ ცოლთან ისედაც დიდ სკანდალშია გახვეული) აპირებს ლელა წურწუმიას სასამართლოში უჩივლოს, საავტორო უფლებების დარღვევისთვისო. საქმე კი, ლელას მიერ შესრულებულ სიმღერას და გადაღებულ კლიპს ”ენძელას” შეეხება (კლიპი, რომლშიც ”სუხიშვილების” მოცეკვავეები მონაწილეობენ და რომლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია ფეხბურთელმა ძმებმა არველაძეებმა დააფინანსეს), რომელსაც პირველად სწორედ ბესო კალანდაძე ასრულებდა. მიიღებს თუ არა საქმე სერიოზულ გაგრძელებას ”ვარსკვლავები” ამას მომავალში შეგატყობინებთ

08.09.2007 სოფო ხალვაში დედა გახდება

”ევროვიზიის” პირველი ქართული სახე - სოფო ხალვაში ფინეთში გადავიდა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად. შემოქმედებითად ის ამჯერად არაფერს აკეთებს და ამის საპატიო მიზეზიც აქვს, მომღერალი ექვსი თვის ფეხმძიმეა და დედობისთვის ემზადება, ბავშვის სქესი ოჯახმა არ იცის, მაგრამ ვაჟის დაბადების შემთხვევაში სოფო შვილს მამამთილის რეზო ძოძუაშვილის ხათრით, შვილს - რეზიკოს დაარქმევს. ოჯახი შვილის გაჩენას ფინეთში აპირებს, ასე რომ მომავალი პატარა ამ ქვეყნის მოქალაქე გახდება ავტომატურად.

07.09.2007 ”პიკასო” ბრუნდება

უდაოდ კარგი კომპოზიტორი და უდაოდ ლამაზი სიმღერების შემსრულებელი, ასე მოიხსენიებდნენ მას კოლეგები, მანამ სანამ ჯერ ჯგუფ ”ქუჩის ბიჭებიდან” არ გაუშვეს, ნარკოტიკების მოხმარების გამო, და მანამ სანამ სოლო კარიერას არ აიწყობდა. ყოფილი ”ქუჩის ბიჭი” ირაკლი ნოზაძე უკვე მეორე მცდელობით უბრუნდება ქართულ შოუ-ბიზნესს და ამჯერად ახალი ენერგიით ცდილობს თავისი ადგილის დაბრუნებას. მომღერალმა ხუთი ახალი სიმღერა ჩაწერა, ბორჯომში (სადაც ის ბოლო 3 წელია ცხოვრობს), საკუთარ პატარა სტუდიაში და ალბათ შემოქმედებითი სტიმული მისი 19 წლის მეუღლე ელენე ქართველიშვილია, რომლისგანაც პიკასო მალე შვილსაც ელოდება. წყვილმა ერთმანეთი შარშან ზაფხულში, ბორჯომის პარკში გაიცნო, ელენე სწორედ იმ ბარში შევიდა ცივი სასმელის დასალევად, სადაც ირაკლი ნოზაძე მუშაობდა და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. შეგახსენებთ, რომ პიკასოს 5 წლის წინ ერთი უიღბლო ქორწინება ქონდა და მომღერალი ღრმა დეპრესიაშიც იმყოფებოდა, მაგრამ ამჯერად ფატია, რომ ცხოვრების სტიმულის რამდენმე მიზეზი აქვს ამ ადამიანს და ”ვარსკვლავები” 300.000 მკითხველის სახელით შემოქმედებით სრულყოფას და ოჯახურ ბედნიერებას უსურვებს.

07.09.2007 ”ჯეობარი 4” ბოლო აკორდი

სკანდალურად ცნობილი რეალითი-შოუ ”ჯეობარი” გრძელდება, არცისე დიდიხანია დაიწყო კანდიდატების შესარჩევი კონკურსი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი, შოუ ეთერში ჩაეშვება და ფინალისკენ საახალწლოდ გავა. ”რუსთავი-2”-ს ადმინსტრაცია აცხადებს, რომ ეს იქნება ამ პროექტის ბოლო აკორდი და ის ამ ფორმატით ეთერში უკვე აღარ გავა. სავარაუდოა, რომ ბოლო აკორდი გაცილებით ხალისიანი, გაცილებით სკანდალური, ინტიმური და საყურებლად ხარისხიანი იქნება, ბარი ამჯერად ორთაჭალაში, ერთ-ერთ ძველ რესტორანში მოეწყობა, სადაც პარალელურად იცხოვრებენ კიდეც შოუს მონაწილენი. შეიცვლება ისიც, რომ ”ჯეობარში” აღარ იქნება ჟორჟიკა, რომელიც თავისი ცინიკური დამოკიდებულებით ყოველთვის ნერვებს უშლიდა ხოლმე შოუს მონაწილეებს. შესარჩევი კონკურსი სექტემბრის ბოლოს მთავრდება და როგორც ამბობენ – ყველაფერი გაცილებით სკანდალური იქნება! დაველოდოთ რას შემოგვთავაზებენ ”ჯეობარი 4”-ს მონაწილენი.

06.09.2007 ”ქალაქური” და ”რეპული” დუეტი

საზოგადოებაში უკვე ინტერესს იწვევს ქალაქური სიმღერების შემსრულებლის (ქართული სუფრის პრინცესად მონათლული) ნინო ჩხეიძისა და რეპერი ლექს-სენის (რეპის მეფის სახელით შემკული) ახალი ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეაშია და სექტემბრის ბოლოსთვის ჩაიწერება, ოქტომბრისთვის კი რადიოარხებზეც გავა. როგორც ნინო ამბობს, ეს იდეა მას მოუვიდა, მერე მეგობრების წრეში ლექსოს შესთავაზა და საბოლოოდ დუეტიც შედგება, სიმღერა სხვათაშორის ძალიან ძველი კომპოზიციაა და ვფიქრობთ, რომ მისი ახლებური ინტერპრეტაციით გაჟღერება კარგი ექსპერიმენტი გამოვა. ნინო ჩხეიძე ამავდროულად ორ ახალ ალბომზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს და თავისი პროდუსერის დახმარებით საზღვარგარეთაც რამდენიმე კონცერტის ჩასატარებლად ემზადება, თან ”პატრინოტზე” გატანილი ნომერი ”ისევ დავბრუნდები” კლიპად აქცია და თავის ახალ კლიპთან ერთად (რომლის ნახვა ”ვიდეორგოლების” განყოფიელბაში ჩვენს მკითხველს უკვე შეუძლია) მალე ეთერშიც გავა.

05.09.2007 გამოუშვებენ თუ არა აჩი ფურცელაძეს ციხიდან?

დაახლოებით თვენახევრის წინ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ აჩი ფურცელაძეს, წინასწარი დაკავების დროს შეფარდებული ორთვიანი ვადა მალე გასდის, შიდა სამზარეულოში უკვე მიდის საუბარი მისი შესაძლო თავდებობით თავისუფლებაზე გამოშვების შესახებ, ვინაიდან მისი დანაშაულის წილი ნაკლებია, რადგან სრულიად შემთხვევით და უაზროდ მეგობრისგან, შარში გახვეული მომღერალი ხმამაღალ სკანდალში გაება. ”ვარსკვლავებმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ აჩი ფურცელაძე და თემურ თათარაშვილი რუსთავის ახალ კოლონიაში ერთ კამერაში სხედან (რაც დაგვერწმუნეთ ერთგვარი შვებაა ორივესთვის, ბოლო-ბოლო სალაპარაკო მაინც ექნებათ), შეგახსენებთ, რომ თათარაშვილს ნარკოტიკების გავრცელების მიზნით 10 წლიანი ციხე აქვს მისჯილი. უახლოეს დღეებში გაირკვევა გაანთავისუფლებენ თუ არა აჩის გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ფურცელაძის მეგობრები მზად არიან ორგანიზება გაუწიონ თანხის შეგროვებას, თუ გამოძიება მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და უდანაშაულო მომღერალს ციხიდან გაანთავისუფლებს!

02.09.2007 დიდი მოლხენა ”კონკაში”

გუშინ, გვიან საღამომდე გაგრძელდა მხიარულობა ბარათაშვილის 23-ში, თბილისის კოლორიტულ უბანში, მამუკა ონაშვილისა და მსახიობ მერაბ გეგეჭკორის ახლადგახსნილ კაფე-ბარ ”კონკაში”, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავთა მონაწილეობით ახალი სცენის გახსნა აღნიშნეს. ღია ბარი გაფართოვდა და უფრო კლუბური შეხვედრების ადგილს დაემსგავსა, რაც ეგრე რიგად აკლია თბილისს, ასე რომ ამ წამოწყებას აშკარად ექნება მომავალი. გუშინ კი, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ია ჩანტლაძე, ვერიკო ტურაშვილი, გიგა კვენეტაძე, ზურა ხაჩიძე, ზურა დოიჯაშვილი, ქართულ ესტრადზე დაბრუნების სურვილდაფიქსირებული მომხიბვლელი თაკო მელიქიშვილი და თავად ”კონკას” შეფი (ღონისძიების დაწყებამდე ცოტა არ იყოს ნერვიულობდა) მამუკა ონაშვილი, რომელმაც როგორც მოსლოდნელი იყო, ფეხზე წამოყარა KONKA სტუმრები და საცეკვაო რიტმი წუთითაც არ დაგდო! ორიგინალური და შეუდარებელი იყო მამუკას მამა, ბ-ნი გენო ონაშვილი, კაცი, რომელმაც ყვეალს აჩვენა იმის მაგალითი, რომ სული არასოდეს ბერდება, ისეთი ცეცხლი დაანთო ჯერ საცეკვაო მოედანზე და მერე სცენიდან, რომ ბევრი ”ახალგაზრდა ვარსკვლავი” თუ ისწავლიდა მისგან ამას, შოუს მხრივ აწყობილად გვექნებოდა საქმე. მოკლედ – ”კონკა” ყოველ შაბათ-კვირას (საღამოობით) მსგავსი პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე (და თანაც უფასოდ). კიდევ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, რომელიც ყურმოკრულად გავიგეთ ამ საღამოს მსვლელობის დროს, შესაძლოა 20 სექტემბერს, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალს სწორედ ”კონკამ” უმასპინძლოს! ვეცდებით ამ დღეებში დაწვრილებით ორგანიზატორებისგან გავიგოთ უველაფერი.

02.09.2007 ზემო აფხაზეთში ფესტივალი გაიხსნა

ზემო აფხაზეთში, სოფელ აჟარაში, აფხაზეთის ა/რ განატლებისა და კულტურის სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მონოსპექტკლებისა და ფოლკლორის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, თუმანიშვილის სახელობის კიონმსახიობთა თეატრი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრი და ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო". ფესტივალი 7 სექტემბერს დასრულდება.

01.09.2007 ირაკლი ფირცხალავამ საბერძნეთში დაისვენა

რუსული ესტრადის კიდევ ერთმა, თანამედროვე ვარსკვლავმა ირაკლი ფირცხალავამ სამდღიანი ტურნე მოაწყო საბერძნეთში და იქ, რამდენიმე სოლო-კონცერტი დიდი ანშლაგებითა და წარმატებით გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საბერძნეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული და ლამისაა გამძვინვარებულმა ხანძარმა ეროვნულ ტრაგედიამდე მიაღწიოს, ირაკლისთვის ამას ხელი არ შეუშლია და ეს დღეები მართლა დაისვენა. ათენის ქუჩებში მას ლიმუზინი ემსახურებოდა და როგორც ”რეიტინგი” ამბობს იქ თავის ბავშვობის, ქართველ შეყვარებულსაც კი შეხვედრია შემთხვევით და ცოტა არ იყოს მომღერალს სიყვარულის საღერღელიც არევია :)) რამდენად აისახება ეს, მის პირად ცხოვრებაზე, ამას მომავალი აჩვენებს

31.08.2007 მერაბ სეფაშვილი და ნუგზარ ერგემლიძე ახალ სიმღერაზე მუშაობენ

მერაბ სეფაშვილი და კომპოზიტორი ნუგზარ ერგემლიძე ახალ სიმღერაზე მუშაობენ. კომპოზიცია, სახელწოდებით „მე დავბრუნდები", თემურ ნიკოლეიშვილის სტუდიაში იწერება და ახლო მომავალში მასზე კლიპის გადაღებაა დაგეგმილი. სიმღერის ტექსტის ავტორი სერგი კაკალაშვილია. პროექტის პროდუსერი სოსო აბზიანიძე ახალ კომპოზიციას ჰიტად ქცევას უწინასწარმეტყველებს.

31.08.2007 თამთა ჭელიძე ”პლეიბოის” მორიგი სკანდალი?

”რეიტინგმა” გაამჟღავნა ინფორმაცია, რომ მომღერალი თამთა ჭელიძე საქართველოში გამომავალი ”სკანდალური” ჟურნალ ”პლეიბოის” მორიგი, მე-3 ნომრის შიშველი სტუმარი უნდა იყოს, რასაც რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით წინასწარ არავინ ადასტურებს, მათ შორის არც მომღერალი. ჩვენი ინფორმაციით კი, ამ ჟურნალის შიშველი სტუმარი ჯერ კიდევ ”ჯეობარში” სკანდალურად ცნობილი სოფიო უნდა იყოს, რომელზეც სხვათაშორის უამრავი ჭორ-მართალი დადის მისი სექსუალური ირიენტაციის გამო :)) რაც შეეხება თამთა ჭელიძის შესაძლო გაშიშვლებას, ვფიქრობთ რომ ნინა წკრიალაშვილის შემთხვევისაგან განსხავევით, ეს აღარ უნდა იყოს სკანდალური, რადგან უბრალოდ ნინას შემთხვევა პირველი იყო, და კარგი ფოტოსესიის პირობით, თამთას შიშველი ფოტოებიც დარწმუნებულნი ვართ ძალიან ლამაზი ეროტიკა გამოვა.

30.08.2007 თიკა ფაცაცია სიახლისთვის ემზადება

მომხიბვლელი მომღერალი, კარგახანია ტელეინდუსტრიაში ჩაერთო და რამდენიმე საავტორო გდაცემაც ქონდა სხვადასხვა არხებზე, მაგრამ ისე გამოდის, რომ მისი გული მაინც მუსიკისა და სიმღერისკენ მიიწევს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა თიკა უახლოეს მომავალში (მხოლოდ რეჟისორის მოძებნის შემდეგ) ახალი კლიპის გადაღებას აპირებს, რომლის მუსიკაც გიგა კუხიანიძემ შექმნა, ხოლო ინგლისურენოვანი ტექსტი კი, თავად თიკას ავტორობითაა დაწერილი და რამდენადაც აღიარებს – მის შინაგან სამყაროს მთლიანად მიესადაგება. თუმცა, ერთი პირობა ჩვენ კი გვიკვირს, რომ ინგლისურენოვანი სიმღერების ჩასაწერად მიილტვიან ხოლმე ქართველი მომღერლები, რადგან ცნობილი ფაქტია, სხვა თუ არაფერი, საქართველოში ქართველების მიერ შესრულებული ინგლისურენოვანი არცერთი სიმღერა მოსმენადი არაა (არათუ ჰიტი).

30.08-2007 ”ქუჩის ბიჭებმა” დაბრუნება გადაწყვიტეს

თავის დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი სცენას დაუბრუნდა. მას მერე რაც, 6 თვიანი განშორების შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გურამ ლომიძე ჩიკაგოდან (სადაც ის მუშაობდა), მშობლიურ თბილისს დაუბრუნდა ”ქუჩის ბიჭებმა” აჭარაში რამდენიმე კონცერტი ჩაატარეს და იმედიანად შეხედეს მომავალს. ფაქტია, რომ ირაკლი ნოზაძის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ (რომელიც ამჟამად ბორჯომში ცხოვრობს და მუშაობს) ბიჭები შემოქმედებითად რაღაცნაირად დაითარსნენ და სხვა ბევრი მიზეზის გათვალისწინებითაც, რეიტინგის დავარდნა დაეტყოთ. ჯგუფმა საკუთარი წონა ვეღარ შეინარჩუნა და მაშინ წასვლა ვერ მოასწრო, როცა ისინი მწვერვალიდან იყურებოდნენ, ამიტომ – დაიშალნენ, დღეს კი ისევ აღდგნენ და როგორც ვთქვით იმედიანად უყურებენ მომავალს. ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ თუ ”ქუჩის ბიჭებს” ის ენთუზიაზმი და მონდომება დაუბრუნდებათ, რაც 7-8 წლის წინ ქონდათ, შემოქმედებითად ჯგუფი ისევ მიაღწევს იმ დონეს, რომ ის მატერიალურადაც მომგებიანი გახდეს. და კიდევ – საინტერესო იქნებოდა ”ქუჩის ბიჭებში” ძველი-ახალი წევრის, ირაკლი ნოზაძის დამატებაც, რაც ინტერნეტ-ჟურნალ ”ვარსკვლავების” შოუ-ბიზნესში ექსპერტის აზრით – ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია იქნებოდა ჯგუფისთვის.

29.08.2007 ”ვარსკვლავები” ახალ ოფისში გადაბარგდა

მიუხედავად დიდი წვალებისა, ბოშასავით ხეტიალისა და აქეთ-იქით წანწალისა :)) ჩვენი რედაქცია საბოლოოდ დაფუძნდა და დალაგდა. ხელისუფლების ნება-სურვილის გამო გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობაში 15 წლიანი არსებობის შემდეგ, ”ვარსკვლავები” თბილისში, ჩუბინიშვილის ქუჩის 50 ნომერში, გამომცემლობა ”განათლებისა” და 1-ლი სტამბის შენობაში დაბანაკდა და დიდი იმედია არაცოტახნით :)) შეგახსნებთ, რომ გამომცემლობა ”სამშობლოზე” ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ”გოთვერნული” თავდასხმის შემდეგ, რომელიც დილის 5 საათზე სპეცოპერაციის სახით ჩატარდა, რედაქცია ჟურნალისტთა ფედერაციის შენობაში გადავიდა, მაგრამ მხოლოდ 12 საათის მანძილზე (საიდანაც 4 დღის მერე, იქ მანამდე არსებული, ყველა რედაქცია გამოყარეს), შემდეგ ხორავას სახ.თეტრის 8 კვ.მ ოთახის მაგვარ ადგილზე და აი, ბოლოს როგორც იქნა ნავთსაყუდელიც გამოჩნდა – ჩუბინიშვილის 50 ნომერში, მე-2 სართულზე (მარჯანიშვილის, ზედა პარალელური ქუჩა), სადაც უამრავი გაზეთი და ჟურნალის რედაქცია გადმოვიდა, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჟურნალი ”სარკე”, ”ოსკარი”, ”ახალგაზრდა ივერიელი” ”მსოფლიო სპორტი” ”ერუდიტი” და სხვა მრავალი. ამიერიდან ”ვარსკვლავები” ჩვეული ენერგიით შეუდგება საქმიანობას და კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჟურნალისტის ვაკანტურ ადგილებზე პრაქტიკის გასავლელად და სამუშაოდ, შემდგომი დაფუძნების მიზნით, ვიწვევთ ახალგაზრდა, ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანებს.

28.08.2007 სოსო პავლიაშვილი ჯვარს იწერს

რუსული ესტრადის ქართველი სუპერ-ვარსკვლავი სოსო პავლიაშვილი ორიოდ წლის წინ სამოქალაქო ქორწინებაში შევიდა თავისი მოცეკვავეთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან, ირინასთან, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა. სოსოს თბილისური ქორწინებიდან, პირველი ცოლის ნინოსგან ვაჟიშვილი ყავს – ლევანი, რომელმაც მოსკოვის სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ახლა მამასთან ერთად ცხოვრობს რუსეთში. როგორც რუსული საიტები იტყობინებიან, სოსომ მეორედ ჯვრისწერის გადაწყვეტილება თურქეთში დასვენების დროს მიიღო, როცა იქაური ბუნებით ისე მოიხიბლა და იმდენად მიამსგავსა ქართულს, რომ ჩათვალა საკმარისი საბაბი იყო – ჯვარი ხელმეორედ დაეწერა, მანამდე სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე. ქართველების სახელით მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავთ სოსო პავლიაშვილს და სიძლიერეს, კარგად ყოფნას და ოჯახურ იდილიას ვუსურვებთ!

27.08.2007 ტაშფანდურით დავამარცხოთ ნარკომანია

ხელისუფლებამ ამჯერად მოწყალების თვალით გადახედა ქართველ მომღერლებს და ერთი კონკრეტული – ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული მუსიკალური აქციებით ბრძოლისათვის, არც კუტუნიო ჩამოუყვანია და არც მარიო ჩიმარო, ეს საქმე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, მინისტრის მოადგილის, ახალგაზრდა ჭაბუკის დათო მესხიშვილის ინიციატივით ვერიკო ტურაშვილს, რეპერ ძვალს, ჯგუფ ”სეიშენს”, ნინას, ჯგუფ ”ფლეშს”, ლიკა შუბითიძეს, მამუკა ონაშვილს, ია ჩანტლაძეს და სხვებს ”აჰკიდა”. გაიმართება კონცერტები სლოგანით – უარი ვთქვათ ნარკოტიკებზე, შემდეგ კი ამ მომღერლების მონაწილეობით (ცოტა არ იყოს საკვირველია, რა ნიშნით შეარჩია დათო მესხიშვილმა ზოგიერთი მათგანი ამ აქციისთვის) კლიპიც დამზადდება და სატელევიზიო ეთერშიც დატრიალდება. ფაქტი ერთია – უბრალო მსმენელი ძალიან ისიამოვნებს, ის კი, ვისაც კონკრეტულად ეს პრობლემა ეხება, ცინიკურად ჩაიცინებს და სუბოტექსის მორიგ აბს გადაყლაპავს და ”ანტინარკოტიკული” კონცერტიდან, იქვე, გვერდით ბუნგალოში – დისკოთეკაზე ”გააჯაზებს”.

25.08.2007 პოლონეთში დღეს ფოლკლორული ფესტივალი სრულდება

პოლონეთში დღეს ფოლკლორული ფესტივალი „მაუნთინ ფოლკლორ" სრულდება. ფესტივალში, ევროპის 5 ქვეყანასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ანსამბლი „დიოსკურია" მონაწილეობდა. ქართულ ფოლკლორთან ერთად, დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ტრადიციული აფხაზური სამზარეულოც გააცნეს. 10 დღიანი კონცერტების პარალელურად, გაიმართა სპეციალური ინტეგრაციის საღამოც, სადაც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შენ ხარ ვენახი" შეასრულა. ზაკოპენეში გამართულ ფესტივალზე „დიოსკურიამ" სპეციალური პრიზი მიიღო, ანსამბლი წლის ხმად აღიარეს. სექტემბრის ბოლოს პოლონელი ჟურნალისტები საქართველოში ჩამოვლენ და რამდენიმე დღეს ზემო აფხაზეთში გაატარებენ ("იმედი")

25.08.2007 „მაგთის" დიჯეი ფესტივალი ბათუმში დასასრულს მიუახლოვდა

დასასრულს უახლოვდება „მაგთის" დიჯეი ფესტივალი ბათუმში. ერთი თვის განმავლობაში კლუბური ცხოვრებისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ევროპის საუკეთესო დიჯეებს შეხვედროდნენ. მორიგი საღამო გუშინ ღამით კვარიათში, კლუბ „ფეშენ ბარში" გაიმართა. დიჯეი ფესტივალი 26 აგვისტოს კლუბ „ტარაბუაში" საზეიმოდ დაიხურება. ("იმედი")

20.08.2007 ფორსმაჟორი – ხელისუფლების თავდასხმა “ვარსკვლავების” რედაქციაზე

ორი კვირაა რაც საიტზე ახალი ინფორმაცია აღარ გასულა, მიზეზად შეიძლება უბრალო შვებულება დაგვესახელებინა, მაგრამ ის უფრო ფატალურია – ქართულმა ხელისუფლებამ “მამაძაღლური” თავდასხმა მოაწყო დილის 5 საათზე იმ შენობაზე, სადაც ჩვენი ჟურნალი აგერ უკვე მე-15 წელიწადია მუშაობდა და ისტორიას ქმნიდა. 100-ამდე გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია, რადიო, გამომცემლობა, კომპიუტერული ცენტრი და სხვა ორგანიზაცია, რომელიც თბილისში კოსტავას ქუჩის #14-ში “პრესის სახლს” იკავებდნენ (ჯერ კიდევ 60-ანი წლებიდან), ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით სამუშაო ოთახებიდან გამოაძევა და ეს იმდენად მოულოდნელად, “გოთვერნულად” და “კრისულად” გააკეთა, რომ ამ შენობის მობინადრეებმა ფართხაფურთხით მოასწრეს ოთახებიდან ძვირადღირებული ტექნიკის გამოტანა, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდნენ, ავეჯი კი - სპეციალურად მერიის მიერ დაქირავებულ მუშებს მანქანებზე შეაყრევინეს და ისე გაიტანეს. მოულოდნელმა თავდასხმამ ტელეკომპანია “კავკასია”, საერთაშორისო ტელეკომპანია “მირი”, ოპოზიციური გაზეთი “ასავალ-დასავალი”, უძველესი საბავშვო ჟურნალი “დილა” და სხვა უამრავთა მსგავსად ჩვენი ჟურნალიც დააზარალა მატერიალურად და მორალურად, რისთვისაც შეწყდა საიტის “ახალი ამბების” რუბრიკის მუშაობა. ai aseti davtovet chveni samushao otaxi ჩვენს რედაქციას ფოსმაჟორულ სიტუაციაში მოუწია სამუშაო ფართის ძებნა-ძიება, თითქოს დაბინავდა კიდეც ჟურნალისტთა სახლის ერთ ოთახში, მაგრამ იქ არსებული შიდა სამზარეულოში გაუგებრობის გამო, მეორე დღესვე დატოვა ის და აკაკი ხორავას სახელობის თეატრში იქირავა 8 კვ.მ. ოთახი, სადაც კუდის მოსაქნევი ადგილიც არ იყო, რის გამოც ზესაჭიროების გამო, საბოლოოდ დაფუძნდა ჩუბინიშვილის #50-ში, მეორე სართულზე, სადაც ახლიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება. სწორედ ამ მიზეზების გამო, ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს მსოფლიოს მასშტაბით დროებითი არასტაბილური მუშაობის გამო და გპირდებით, რომ ახალი სამუშაო წლიდან (სექტემბრიდან) ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებით და კვლავ ოპერატიულობას, უკომპრომისობას და სიმართლეს ვემსახურებით.

17.08.2007 'კოკოითი ფანდარასტ'-ის სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია თამარაშენში

დღეს თამარაშენში მოძრაობა 'კოკოითი ფანდარასტ'-ის ინიციატივით ქართულ და ოსურ ენებზე შექმნილი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია მოეწყო. იმავე სახელწოდების სიმღერა ქართველ რეპერ ლექ-სენს ეკუთვნის. კლიპი, რომელშიც მოძრაობის აქტივისტები და დამწყები მომღერლები მონაწილეობენ, ტელეკომპანია 'ალანიამ' გადაიღო. როგორც მოძრაობის 'სამხრეთ ოსეთის ხალხი – მშვიდობისთვის' სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, ეს კლიპი ორგანიზაციაში უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს. 'დღეს კოკოითი ფსიქოზშია. ის კარგად მიხვდა, თუ რა საფრთხე ემუქრება და ამიტომაც დევნის ჩვენი მოძრაობის წევრთა ოჯახებს, რომლებიც ცხინვალში ცხოვრობენ. თუ ის ცხინვალიდან ყველა უკმაყოფილოს გააძევებს, მას არავინ დარჩება',- თქვა სანაკოევმა. ("რუსთავი-2") (ამ კლიპის ნახვა შეგიძლიათ "ვიდეორგოლების" განყოფილებაში)

17.08.2007 'მის საქართველო 2007'-ის ჟიურის შეხვედრა გადაიდო

დღეს დაგეგმილი 'მის საქართველო 2007'-ის ჟიურის შეხვედრა, რომელზეც ნინო ლიკუჩოვას მაგივრად ახალი 'მის საქართველო' უნდა დაესახელებინათ, ჟიურის წევრთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. სამოდელო სააგენტო 'იმიჯცენტრის' წარმომადგენლების თქმით , ჟიურის 11 წევრიდან ნახევარი საქართველოში არ იმყოფება. მომავალი შეხვედრა, რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია, შესაძლოა არა ბათუმში, არამედ თბილისში გაიმართოს. 2007 წლის მის საქართველოს გარშემო საკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთმა 'ალიამ' საქართველოს ულამაზესი გოგონას ნასამართლეობის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. ("რუსთავი-2")

06.08.2007 “მის-ბიკინის” კონკურსი და სულმთლად გადარეული მამუკა ონაშვილი

“ევრო-პარკმა” საქართველოში დამკვიდრებულ ახალ ტრადიციას “მის-ბიკინი 2007”-ს უმასპინძლა, რომლის ორგანიზატორი მოდელების სააგენტო “ფავორიტი” და მისი ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი არიან. ამჯერად კონკურსში მონაწილეობას 25 ლამაზმანი ღებულობდა, რომლთა შორის ქართველების გარდა იყვნენ ეროვნებით სომეხი, უკრაინელი და რუსი გოგონები. ჟიური წარმომადგენლობითი იყო და მას კულტურის სამინისტროს კონკურსების ორგანიზების განყოფილების ხელმძღვანელი დათო ოქტაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც სიამოვნებით და თანაც ხმამაღლა აფისქსირებდა თავის სიმპათიებს. ისიც უნდაUაღინიშნოს, რომ ოფიციალური ჟიურის გვერდით, ალტერნატიული ჟიურის მაგიდა გაიშალა :) რომელსაც მამუკა ონაშვილი “თამადობდა”, გარშემო კი პრომოუტერი ბესო ჩუბინიძე, საკრებულოს პრესცენტრის წარმომადგენელი თეონა ფირანიშვილი და სხვანი შემოეკრიბა. თითოეული მონაწილის გამოსვლას შესაბამისი ოვაციით ხვდებოდნენ, მაგრამ ყველაზე აქტიური მაინც მამუკა იყო :) რომელმაც უმალ აიტაცა ალტერნატიული იდეა და “მისტერ კუპალნიკი 2007”-ს კონკურსის ჩატარების შესახებ იქვე საზოგადოებასაც ამცნო და მთავრი ჟიურის მაგიდიდან მსახიობი ბესო ბერულაშვილი და დათო ოქიტაშვილიც მოიწვია :) საერთო მხიარულების ფონზე კონკურსმა მართალია ცოტა გაწელილად, მაგრამ მაინც საინტერესოდ ჩაიარა, ყველას თავისი ფავორიტი ყავდა, ყველა თავისი რჩეულის სახელს გაიძახოდა ხმამაღლა, მაგრამ შეუვალმა ჟიურიმ მთავარი ტიტული – “მის-ბიკინი 2007” 20 წლის ლამაზმანს ნანკა მამასახლის მიაკუთვნა, რომელიც წლის ბოლოს “მის-ბიკინი მსოფლიო 2007”-ზე გაემგზავრება, ხოლო მეორე ვიცე მისის სახელი კი, უკრაინელმა ოქსანა ტარასენკომ დაისაკუთრა. კონკურსის ბოლოს, არც ცრემლი აკლდა გამარჯვებაში დარწმუნებულ, მაგრამ უტიტულოდ დარჩენილ რამდენიმე გოგონას და არც საერთო მხიარულება “ევრო-პარკის” გრილ აუზში, ჩაცმულ ბესო ბერულაშვილთან ერთად. მთავარი მაინც ერთია – გამარჯვებული გავიკითხ-გამოვიკითხეთ და ნამდვილად “მის”-აა და არც მრავალჯერ გათხოვილ-გამოთხოვილია და ისღა დაგვრჩენია, რომ წარმატებები ვუსურვოთ “მის-ბიკინი მსოფლიო 2007”-ის კონკურსზე. იხილეთ რუბრიკა "ვიდეორგოლები"

05.08.2007 “მის-საქართველო 2007” – ვაი სირცხვილო

ქართულ პრესაში სკანდალი ღვივდება – წელს ბათუმში გამარჯვებული “მის-საქართველოს 2007”-ის ტიტულის მფლობელი 18 წლის ნინო ლიკუჩოვა ჯერ ერთი სულაც არ ყოფილა “მისს” და 15-16 წლის ასაკიდან თურმე მამაკაცების დაკერვით და ქორწინების შემდეგ მათზე დიდი ფულის “დახევით” ყოფილა დაკავებული, მას შემდეგ რაც განაცხადებდა, რომ – ის მოიტაცეს, რომ მასზე იძალავეს და რა თქმა უნდა “ბედნიერ” სასიძოსაც ციხეში ჩაჯდომას ერჩივნა დიდი ფული გადაეხადა მომჩივანი ლამაზმანისთვის! – ამას წერენ ქართულ პრესაში და ლიკუჩოვასთან ერთად მიწასთან ასწორებენ კონკურსის ორგანიზატორებს “იმიჯ-ცენტრს” და მის ხელმძღვანელს ია კიწმარიშვილს, რომლებიც უყურადღებოდ მიუდგნენ საკუთარი ფირმის წესდებასვე და “მის-საქართველოზე” გაამარჯვებინეს გოგონას რომელიც კაი ხანია “მისს” აღარა და ამასთან ერთად პირობით სასჯელსაც იხდის აფერისტობისთვის, რადგან მეოთხე “ქმარმა” არ შეარჩინა ასეთი საქციელი და ის ლამის ციხეში გამოამწყვდია. სავარაუდოდ ლიკუჩოვას ტიტულს, მალევე ჩამოართმევენ და მას მეორე ვიცე მისს 18 წლის გოგონას გადასცემენ, მაგრამ ჰოი საოცრებავ და არც ეს ჩვენი მეორე ვიცე “მის-საქართველო-2007” აღმოჩნდა მთლად “მის” და როგორც დღევანდელი პრესა იტყობინება – ეს გოგონაც გათხოვილ-გამოთხოვილი ყოფილა უკვე, სამწუხაროა, მაგრამ ასეც ხდება 18 წლის ასაკშიც ასწრებენ ჩვენი გოგონები უკვე ამდენს. მოკლედ დიდი გაუგებრობაა ამ ჩვენს “მის-საქართველოს” ტიტულის საბოლოო მიკუთვნება-არმიკუთვნებაზე, გაურკვეველია საერთოდ ამ კონკურსის სამომავლო პრესტიჟიც კი.

05.08.2007 ახალი “ბოი-ბენდი” თბილისში

მიმკვდარი ქართული შოუ-ბიზნესის ფონზე შეიძლება სენასციად მოინათლოს ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ დროს პირველი “ბოი-ბენდის” ჯგუფ “სახეს” სოლისტი დათო ფორჩხიძე თავის მეგობრებთან – ნიკა ქავთარაძესა და მიშა მშვილდაძესთან ერთად, ახალი ქართული ვაჟთა ოთხკაციანი ჯგუფის პროდუსირებას იწყებს, რომელთა პრომოუშენი სექტემბრის თვიდანაა დაგეგმილი. ჯგუფში ოთხი ბიჭია, რომელთაგანაც ერთ-ერთი მომღერალი მიშა სულუხიაა. სავარაუდოდ ჯგუფის (რომელსაც ჯერ-ჯერობით სახელი არ აქვს) მუშაობას ხელს ტელეკომპანია “მზეც” შეუწყობს, კომპოზიტორი კი თავად დათო ფორჩხიძე იქნება და მათი სიმღერებიც შესაბამისად დათოს სტუდიაში ჩაიწერება.

04.08.2007 ამერიკაში მორიგი ქართული საღამოს ჩატარებისთვის ემზადებიან

31 აგვისტოს საღამოს 9 საათზე შედგება კიდევ ერთი შოუ–პროგრამა საპროდიუსერო ცენტრი “გელანი ა.შ.შ”–ს მიერ. - ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ კლუბურ საღამოს ქართველების თხოვნით, ყოველდღიური ზარების და წერილების შემდეგ ჩვენ უფლება არ გვქონდა უახლოეს დროში არ გაგვემეორა ასეთივე სტილის საღამო. მაგრამ ეს შოუ განსხვავებული იქნება წინამორბედისგან, იქნება უფრო მეტად ლამაზი და საინტერესო. – განაცხადა ჩვენთან საუბარში ცენტრის დირექტორმა შოუს სახელწოდებაა “ყვითელი საღამო”, ალბათ ხვდებით რატომ, პირველ სექტემბერს გვინდა ყველა ერთად შევხვდეთ და ვიზეიმოთ ქართული შემოდგომის შემოსვლა ნიუ–იორკში. აქვე ჩვენ სტუმრებს ელოდებათ ბევრი სიურპრიზი. ბილეთის ფასი 25 დოლარია და საჩუქრები: - პატარა საქართველოს და ამერიკის დროშები, შოუს დროს გათამაშდება უამრავი პრიზი, ყვითელი მაისურით მოსულ სტუმრებს კი ელოდებათ კიდევ ერთი სიურპრიზი გელანისგან. საღამოს კლუბური სახის იქნება, დაუკრავენ ქართველი დიჯეები, ერთ–ერთი გახლავთ ავთო ცერცვაძე, რომელიც დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს და არის შესანიშნავი და გამორჩეული დიჯეი. იქნებიან ამერიკელი დიჯეებიც. შედგება რეპერი ნიკა გელაშვილის ახალი სინგლის პრეზენტაცია, იქნებიან ცეცხლოვანი მოცეკვავეთა ანსბალის გოგონები, თქვენთვის იმღერებს ჩვენი შოუს სპეციალური სტუმარი ........., თუ ვინ ამას ჩვენ სიურპრიზად ვტოვებთ. აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი

02.08.2007 ლელა წურწუმია დასვენებას ვერ ახერხებს

ლელა ქართული შოუ-ბიზნესის ის მბჟუტავი ნათელია, რომელიც ბოლომდე ვერ ათქმევინებს ქართველ კაცს - ქართული შოუ-ბიზნესი მოკვდაო :) მუშაობს ეს ქალი და სანამ ის მუსაობს, ბებია ელპიტესავით ნურც ქართულ შოუ-ბიზნესს დავუგეგმავთ პანაშვიდებს ნაადრევად :) ხუმრობა იქით იყოს და მომღერალი აგვისტოში თავის ახალ სიმღერაზე (”ენძელა”) კლიპის გადაღების დასრულებას აპირებს (რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი). პარალელურ რეჟიმში ლელა ახალი სახლის (ე.წ. ”ვარსკვლავების კორპუსი”) რემონტითაა დაკავებული და ისე, როგორც ძველში, ახალს ახლშიც საკუთარი დიზაინით ამუშავებს ხელოსნებს, მიუხედავად ამისა ზღვაზე ცოტახნით დასვენების გარეშე მაინც ვერ გავძლებო, - აცხადებს მომღერალი.

01.08.2007 მოდელი, მომღერალი და ახლა უკვე მსახიობი

ინდური კინოინდუსტრია ქართულ შოუ-ბიზნესშიც შემოიჭრა და ზალიან მალე, ადვილი შესაძლებელია ტრადიციულ ინდურ მხატვრულ ფილმში ქართველი, ერთდროს წარმატებული ჯგუფ ”სეთის” (მერე ”ენსი” დაარქვეს) წევრი, მანამდე კი წარმატებული მოდელი და ბოლოს წარმატებული მოდელი – ნათია ნებიერიძე ვიხილოთ! რომელიც თბილისში, შარდენის ქუჩაზე გამართულ კასთინგზე ბოლივუდელმა (ეს ინდოეთის ”ჰოლივუდია”) პროდუსერმა რათხუ ჩათ ხა პორმა შეამჩნია და ეგრევე, ქუჩაშივე შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება, პირველ მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ ნათია ზალიან ჰგავს ინდური კინოს ერთ-ერთ ვარსკვლავ გოგონას. Nათია არასოდეს ყოფილა ინდური ფილმების დიდი მოყვარული, მაგრამ ”დისკოს მოცეკვავე” მაინც აქვს ნანახი :)), არც სიმღერის პრობლემა აქვს და არც ლამაზი მიხვრა-მოხვრის, მსახიობობას კი როგორმე შეისწავლის, თუმცა არც როლებზ ეიცის რამე ჯერ და არც მოსალოდნელ მხატვრული ფილმის შინაარსზე! ჟერ პირველი ნაბიჯია გადადგმული – ნათია ნებიერიძე პირველი ქართველი გახდება ინდურ, ბოლივუდურ კინოში!

31.07.2007 ვინ დათარსა ელეონორა გოგოლაშვილი ”ახალ ტალღაზე” იურმალაში?

სრული კრახი, აბსოლუტური განადგურება, 100%-ანი მარცხი, - სხვა სიტყვებით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი დესპანის ”იურამალა-2007”-ზე წარუმატებელი გამოსვლა, რაშიც ალბათ ყველაზე ნაკლები დანაშაული სწორედ, რომ მომღერალს ელეონორა გოგოლაშვილს მიუძღვის, რადგან ის იყო კარგი პროდუქტი, რომელიც ვიღაცეებმა გააფუჭეს, იმაზე უფრო უარესად ვიდრე ეს სოფო ხალვაშს გაუკეთეს ”ევროვიზია-2007”-ზე, რომელიც ასევე შესანიშნავი ”პროდუქტი” იყო და რომელიც მუსიკალურად გააფარჩაკეს თავისმა იმიჯმეიკერებმა, - ორივე მომღერლის შემთხვევაში საუბარია ძალად ”კვალიფიციური”, ძალად ”ელიტარული” ძალად ”პროფესიონალური” გუნდის შესახებ. ყველაზე ცოდო და დაზარალებული სწორედ, რომ ელეონორაა, რომელიც ვაღიარებთ ნიჭიერი, მომხიბვლელი და პერსპექტიული გოგონაა, მაგრამ არასწორი ფსიქოლოგიური მომზადების, არასწორი ჩაცმის, პიარის და სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო – ბოლო ადგილზე გავიდა! ”ვარსკვლავები” თავიდანვე აფიქსირებდა, რომ იურმალაში ანრი ჯოხაძე უნდა წასულიყო, რომელიც გამარჯვების 90%-ანი შანსით იყო შემოსილი, ის უნდა გასულიყო, მაგრამ არა სოსო პავლიაშვილის სიმღერით ”თავისუფლება”. ის 10% რაც შეიძლება წაგების ტოლფასი ყოფილიყო რომელიმე კონკურსანტი გოგონას ”ნაშობა” და ”კუკალკობა” იქნებოდა, რომელსაც დაიჯერეთ – აქვს მნიშვნელობა! რადგან მომღერალი გარდა კარგი ვოკალისა უნდა იყოს, უზადოდ სექსუალური, კარგი მსახიობი და სცენას მორგებული – ამიტომაც გაიმარჯვა მოლდოველმა ქალიშვილმა! მოკლედ – ელეონორა, გამგავრებამედ უკვე დათარსული იყო, მაგრამ ასე თუ ჩავფლავდებოდით საქართველოს სახელით ”ახალ ტალღა 2007”-ზე... არავინ ელოდა! ისღა დაგვრჩენია 2008 წელს დაველოდოთ, თუ საერთოდ დაგვიშვა იგორა კრუტოიმ იურმალას ფესტივალზე.

30.07.2007 ეკა ხოფერია მესამედ გათხოვდა

ტელეკომპანია ”იმედის” სახე, გადაცემა ”ღია ეთერის” წამყვანი ჟურნალისტი ეკა ხოფერია ექიმ მიშა ხუჯაძეს გაჰყვა ცოლად, რომლისთვისაც ეს ქორწინება პირველია, ხოლო ეკასთვის მესამე (ვუსურვებდით კარგი გაგებით უკანასკნელი ყოფილიყოს). პოპულარულმა ტელეწამყვანმა ქორწილი ბათუმის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმრო ”სპუტნიკის” საბანკეტო დარბაზში გადაიხადა, პატარძალი დიზაინერ თამუნა ინგოროყვას შეკერილ კრემისფერ ატლასის კაბაში იყო შემოსილი და ძალიან მომხიბვლელად გამოიუყურებოდა. ქორწილის მუსიკალური გაფორმება და სტუმრების გახალისება საკუთარ თავზე მომღერალმა ”უცნობმა” (გია გაჩეჩილაძე) აიღო, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა სტუმრებისთვის, რომელთა შორის პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილიც იყო, პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას შვილთან ერთად, გიორგი თარგამაძე მეუღლითურთ, ინგა გრიგოლია და სხვანი. ეკას მეჯვარე კი ამჯერად ნინო ქაჯაია იყო – ”რუსთავი-2”-ის ყოფილი გენ. დირქტორის ნიკა ტაბატაძის ყოფილი მეუღლე და ეკას კოლეგა ჟურნალისტი. ახლადაქორწინებული წყვილი აგვისტოს შუა წელს საფრანგეთში აპირებს თაფლობისთვის გატარებას, მანამ სანამ ”იმედის” არხზე ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყებოდეს.

29.07.2007 მანანა ჯაფარიძე ლონდონს უმიზნებს

აზერბაიჯანის ქართველი ვარსკვლავი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალის ჯერ-ჯერობით ერთადერთი სპეც-ტიტულის მფლობელი, ულამაზესი მანანა ჯაფარიძე, სექტემბრის თვიდან თავისი ცხოვრებისა და კარიერის ახალი მწვერვალისკენ მიმავალი, მზადებას იწყებს. მომღერალი კონტრაქტს აფორმებს ლონდონურ პროდუსერულ კომპანია ”მიუზიკთან”, რომლებთანაც უკვე ექვსი წელია თანამშრომლობს და რომელთა მიწვევითაც ის, სექტემბრიდან ლონდონში გადავა საცხოვრებლად. 9 წელია მანანა ჯაფარიძე აზერბაიჯანშია დაფუძნებული, ის მათი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის უსაყვარლესი მომღერალი იყო, ყოველთვის მაღალი რანგის ღონისძიებებზე გამოდიოდა და ყურადღებას იპყრობდა თავისი პროფესიონალზიმთ. იყო დრო, როცა მას საქართველოში კონკრეტული ადამიანები შემოქმედებითი წინსვლისთვის ხელსაც უშლიდნენ. როგორც ”მეგას” საოირგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს – 2003 წელს, როცა კომიტეტმა განაცხადა, რომ სპეციალური პრიზით აჯილდოებდა მეზობელი ქვეყნის ქართველ ვარსკვლავს, სერიოზული ზეწოლა წამოვიდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ აფიქსირებდნენ, რომ თუ მანანა ჯაფარიძე ”მეგაზე” პრიზსს მიიღებდა, სკანდალებს მოუწყობდნენ დარბაზიდან. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ხალხი მოგვეყუჩებინა და ქართველებისთვის უცნობი გოგონა, უძლიერესი მომღერალი მანანა ჯაფარიძე სცენაზე გამოსულიყო, - აცხადებს ”მეგას” კომიტეტეის თავმჯდომარე ბესო ჩუბინიძე. ”ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს მომღერალს ევროპულ კარიერაში.

28.07.2007 თემურ თათარაშვილს 10 წლიანი პატიმრობის ვადა არ შეუმცირეს

მომღერლის დაპატიმრებიდან 25 სექტემბერს ერთი წელი შესრულდება, სასამართლომ მას ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციაში დასდო ბრალი და თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით შეუფარდა. არ გასჭრა ამ ერთი წლის განმავლობაში დაყენებულმა არცერთმა შუამდგომლობამ, არცერთმა თავდებამ, არცერთმა მიმართვამ, მომღერალი სასამართლომ დამნაშავედ აღიარა, საკუთარი აღიარებითი ჩვენების საფუძველზევე. თუმცა, ცოტახნის წინ ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი განსახილვევლად, სადაც საქმე ზეპირად განიხილეს და მერე ადვოკატს გადაურეკს, რომ განაჩენი არ შეიცვლებოდა – თემურ თათარაშვილი კიდევ 9 წელი უნდა იჯდეს ციხეში. როგორც მომღერლის მეუღლე, ნინო ადამაშვილი იტყობინება, ადვოკატმა განაჩენი კვლავ გაასაჩივრა, ამჯერად უზენაეს სასამართლოში, თუმცა მოყვება თუ არა რეზონანსი ამ საქმეს, არავინ იცის. დამამაძიმებელი ბრალდების (ნარკოტიკები) გამო, ამის იმედი ნაკლებად არის.

26.07.2007 დათო ხუჯაძის და ”ძვალის” ტანდემი

კლუბ-რესტორან ქალაქურში რეპერ ”ძვალისა” და დათო ხუჯაძის დუეტზე, ექვსი თვის წინ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია მოეწყო, რომლის ორგანიზატორად ამჯერად, ორივე მომღერლის მეგობარი, თავად მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მოგვევლინა. დათო ხუჯაძე პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, თუმცა კლუბში ის მარტო, მეუღლის გარეშე, მაგრამ მეგობრებთან ერთად მივიდა და ჟურნალსიტების მომაბეზრებელ ყურადღებას ნამდვილად აარიდა მეუღლე – ნათია ონიანი. თავად სიმღერის ავტორი ”ძვალია”, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ ავტორად ითვლება თავის სტილში, სიმღერას უცნაური სახელი ”შენთან სულ” ქვია, კლიპის – რომელიც საკმაოდ მარტივ, არამომაბეზრებელ ფორმებშია გადაწყვეტილი, რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილია. საღამოს ქართული შოუ-ბიზნესის თითქმის მთელი ელიტა ესწრებოდა, რომელიც სიცხის გამო პრეზენტაციის დამთავრების მერე, აღარც დისკოთეკას დასწრებია და აღარც ჭიქების ტრადიციულ ჭახა-ჭუხს :). ერთი, რაც აშკარად შესამჩნევი იყო, დათო ხუჯაძის და ”ძვალის” ”ტუსოვკას” იმ საღამოს, ერთი მხიარული ადამიანი, მათი საერთო მეგობარი ნამდვილად აკლდა – ეს აჩი ფურცელაძე იყო.

25.07.2007 ”წაღვერი და თბილისი” ნინო ჩხეიძის შესრულებით ისტორიამ ჩაიბარა

”ვარსკვლავები” უკვე წერდა ამ ახალი სკანდალის შესახებ, როცა კომპოზიტორმა მარეხ გოძიაშვილა, ახალგაზრდა მომღერალ ნინო ჩხეიძეს კატეგორიულად აუკრძალა ”წაღვერი და თბილისის” შესრულება, მოსთხოვა მისი დისკიდან ამოღება, რადიოეთერიდან მოხსნა და მეტიც - საავტორო უფლებების დარღვევსითვის უჩივლა, ჯარიმის სახით კი, 10.000 ლარამდე თანხაზეა საუბარი. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ნინო ჩხეიძე ამ თანხის გადახდაზე თანახმა იყო, მაგრამ კომპოზიტორს უკვე გაყიდული დისკებიდან და კასეტებიდან ამოღებული თანხიდანაც მოუთხოვია წილი, რაზეც, როგორც გავრცელებული ინფორმაციის შინაარსიდან ჩანს, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყოლია მომღერალსა და კომპოზიტორს შორის. კომპოზიტორი აფიქსირებს, რომ – მას უბრალოდ არ მოსწონს ამ გოგონას (!) მიერ შესრულებული მისი სიმღერა, მოსულიყო, ვასწავლიდი და მერე ემღერაო, - აცხადებს მარეხ გოძიაშვილი. თავის მხრივ კი, მომღერალი აცხადებს, რომ პირად შეურაწყოფას არ აპატიებს ქ-ონ მარეხს, როგორც ჩანს სკანდალი მალე სასამართლოში გადაინაცვლებს, თუმცა, ნინომ განაცხადა, რომ ამ სიმღერის შესრულებას აღარ აპირებს, უახლოეს მომავალში კი, პრესკონფერენციას მოიწვევს და ხმამღლა განაცხადებს ყველაფერს. რას – ამას ”ვარსკვლავები” მოგვიანებით გაცნობებთ.

24.07.2007 დააპატიმრეს აჩი ფურცელაძე

ბოლო დღეებში ეს ქართული მას-მედიის პირველი ახალი ამბავი იყო – დააპატიმრეს აჩი ფურცელაძე, 1-ლი აპრილი, რომ ყოფილიყო ამას ყველა ხუმრობად მიიღებდა, მაგრამ სამწუხარო რეალობა სახეზეა, ციხეში მოხვდა ადამიანი, რომლის ამ ”დაწესებულებაში” წარმოდგენა 10-დან 25 კაცს წარმოუდგენლად მიაჩნდა, მაგრამ აჩის დამამაძიმებელი ბრალდება – დანაშაულის დაფარვა და მკვლელებზე ხელის დაფარება წარუდგინეს და წინასწარი 2 თვიანი პატიმრობაც შეუფარდეს, სხვა 15-მადე დაკავებულ პირთან ერთად, რომელთა შორის ტელეკომპანია ”1-ლი სტერეოს” შტატიანი წამყვანი თაკო ცქვიტინიძეა. თუმცა ამჯერად ჩვენს ყურადღებას აჩი ფურცელაძეზე ვამახვილებთ, რომელიც იმდენად მეგობრული ადამიანია, რომ საბოლოოდ თავიც კი დაიღუპა მეგობრებისადმი გადამეტებული ყურადღებით, რაც ჯამში კრიმინალში გადაიზარდა, რისი გულსითვისაც შესაძლოა 2-დან 4 წლამდე ციხეში ჩასვან. საქმე კი, გახმაურებულ მკვლელობას ეხება, როცა სამმა ბოროტმოქმედმა სუპერმარკეტის დაყაჩაღების მცდელობისას, დევნის ოპერაციის დროს პატრულის თანამშრომელი მოკლა, მიმალული დამნაშავეებიდან ერთ-ერთი თაკო ცქვიტინიძის მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც ტელეწამყვანთან დარეკა და დანაშაულის დაფარვა სთხოვა, თავის მხრივ კი, გოგონამ დახმარებსითვის აჩი ფურცელაძეს მიმართა. სასამართლოზე, სადაც მათ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ორივე აღიარებს დანაშაულს, აჩი ფურცელაძე მწარედ ინანიებს საქციელს, მაგრამ რამდენად გაითვალსიწინებენ მის გულწრფელ მონანიებას კაციშვილმა არ იცის, და საერთოდ იქნება თუ არა საუბარი მის გათავისუფლებაზე გირაოს თანხის გადახდის შემდეგ? ჩვენი ვარაუდით ნაკლებადსავარაუდოა, რადგან როგორც კულუარებში ჭორაობენ სხვა თუ არაფერი სახელმწიფოს მისია აქვს შესასრულებელი და 70.000-დან პატიმრების რაოდენობა 100.000-მდეა ასაყვანი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ქვეყანა, უამრაბ ტრანშს, გრანტს და უფრო გასაგებად კი – ფულებს, რომლითაც გავხსნით ახალ პარკებს, სკვერებს, შადრევნებს, ”გავკრასკავთ” დანგრეულ კორპუსებს და დავაგებთ ავტო-ბანებს, რომლის დახმარებითაც შევალთ სოხუმში – ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს!!!! საქართველოში უკვე შინაგანმა შიშმა დაისადგურა, შიშმა იმისა, რომ მიზეზის მიუხედავად დარჩენილ დასაპატიმრებელთა 30.000 კაცში ჩვენც არ მოვხვდეთ. ”ვარსკვლავები” მწარე ხუმრობისა და ირონიის გარეშე აფიქსირებს, რომ რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა, დანაშაულში ხელის შეწყობა ჩვეულებრივი დანაშაულია, მაგრამ – აი, ეს მაგრამ ახალ საქართველოში მიუღებელია!

23.07.2007 ლადო ბურდული ”შოუ-ბიზნესჩიკებს” აკრიტიკებს

ექსცენტრიული, მთელი თავის ცხოვრების მანძილზე როკერული ცხოვრებით ამაყი, 43 წლის მუსიკოსი ლადო ბურდული ქართულ მასმედიასთან ინტერვიუებში ”ლაითად” ანადგურებს მომღერლებს და სხვათაშორის, ამ სფეროში შექმნილ საშინელ სიტუაციას სულაც არ აბრალებს სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას. კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ”კატასტროფის კატასტროფად” მონათლულ ტელეკომპანია ”1-ელ სტეროს” და ბრიტანელ ქართველ მომღერალ ქეთი მელუასაც უსმენო, სიაფანდი ”ბლატნოი” და პიარის მომღერალი უწოდა. ”რეიტინგთან” საუბრის დროს სოფო ხალვაშისადმი სიმპათიებიც გამოხატა, მაგრამ მის პროდუსერუულ გუნდს, მუშაობა დაუწუნა, ცუდად შექმნილი პროგრამის გამო. შაერთოდ, ლადო ბურდული არასოდეს გამოირჩეოდა ჩუმი როკერის სტატუსით, მან ჯერ კიდევ მაშინ გახვია სკანდალში თავი, როცა ირაკლი ჩარკვიანს დაუპირისპირდა, ”მეფე” რატომ დაირქვი, როცა მე უკვე მქვია ”მეფეო”?! ლადო იყო და არის ის მუსიკოსი, რომელიც დღემდე აწყობს საკუთარ სახლში ”მინი-ტუსოვკებს”, სადაც ყველა გოგონა, ყოველთვის ქვედა საცვალის გარეშე მიდის (ალბათ ესაა მიზეზი რომ, 43 წლის კაცს ერთი ქართველი, ერთი რუსი და ერთი ამერიკელი ცოლი უკვე გაექცა და ახლა, მეოთხედ დაქორწინებასაც ახლით აპირებს) და ერთობა.

21.07.2007 ანა ჯაკი ნაგავთან ერთად ზღვაში ცურვას არ აპირებს

ანა ჯაკი იმ მომღერალთა კატეგორიას მიეკუთვნება ვინც დიდი კომპლექსებით არ გამოირჩევა და სათქმელსაც ყოველთვის პირდაპირ ამბობს, რაც არ უნდა მწარე მოსასმენი იყოს ეს ვინმესთვის. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, არც ისე დიდი ხანია ანა ჯაკი თავის ფრანგ მეგობარ მამაკაცს - ჟან პიერს დაშორდა და ამჟამად მარტოობით ტკბება და ისვენებს. ანამ ქართულ ”პლეიბოისაც” (რომელიც ერთი ნომერი გამოვიდა და ჯერ-ჯერობით აღარ გამოდის) გაშიშვლებაზე და სურათების გადაღებაზე თანხის სიმცირის გამო უარი უთხრა. სექსუალური მომღერალი, სტიუარდესა და უცხო ენების სპეციალისტი, საზაფხულო არდადეგებზე, დაქალთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს ჩასვლას, საიდანაც პარიზში გაემგზავრება შვილთან ერთად. ჟურნალისტებთან საუბრისას ანამ ისიც დააფიქსირა, რომ – შავი ზღვის კურორტებზე დასვენება არ მოსწოს და სანამ ზღვა ისეთივე სუფთა არ იქნება, როგორც მის ბავშვობაში, არც ქობულეთში და არც ბათუმში არ ჩავა წყალში. რაშიც ძნელია არ დაეთანხმო მომღერალს, რადგან ნაგავთან ერთად ბანაობა მართლა საშინელებაა, სანამ მიშა სააკაშვილი გაგრას და ბიჭვინთას დაგვიბრუნებს ისღა დაგვრჩენია, შევეგუოთ ბედს ჩემო ანა.

20.07.2007 თათა გოგუაძე გაშიშვლებას აპირებს

მიძინებულ ქართულ შოუ-ბიზნესს, ისევ მისი გამანადგურებელი ქართული ყვითელი პრესა თუ შეძლებს, რომ გამოაღვიძოს. ისეთი პირი უჩანს, რომ ჟურნალისტებს საწერი თემა გამოელიათ და ძნელი გახდა ჟურნალების ინტერნეტიდან გადათარგმნილი მასალებით გავსება, ხშირ შემთხვევაში ფესაცმელებისა და საცვლების რაოდენობაზე ლაპარაკიც მობეზრდა მკითხველს რესპოდენტების მხრიდან, ალბათ ამის მიზეზია, რომ მოდაში შემოდის – ქართული შოუ-ბიზნესის მომღერალთა გაშიშვლებაზე ან შესაძლო გაშიშვლებაზე საუბარი. სეზონი ნინა წკრიალაშვილმა გახსნა, როცა ”პლეიბოისთვის” გაიხადა (მაგრამ რამ გადარია ეს ხალხი ასე, მაინც ვერ მივხვდით, რადგან ნინას არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია და გამოუჩენია), ახლა კი, მალე ალბათ ეთერში ახალი კლიპი გამოჩნდება, რომელსაც ქართველი ლამაზი გოგონა თათა გოგუაძე იღებს ავთო ბადუაშვილის სიმღერაზე, გიორგი გოგიჩაიშვილის რეჟისორობით. თათა პრესასთან ინტერვიუებში თამამ განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ – მკერდის და შიშველი ფეხის გამოჩენას არაფერი უდგას წინ, რადგან სხვა რა უნდა გამოჩინოს ქალმა?! – ბევრი სხვა რამეც შეიძლება გამოაჩინოს ლამაზმა ქალმა, მაგრამ საქართველოში ალბათ მეტი ვერაფერი და ზუსტად ვიცით, რომ მომავალი, ჯერ არგადაღებული თათა გოგუაძის კლიპი, აშკარად იქნება ”მეგას” ნომინანტი ”წლის კლიპების” მონიანციაში, ხოლო თავად ლამაზმანი – ”წლის სკანდალისტთა” ნომინაციაშიც მოხვდება! დაველოდოთ, ჯერ არც კლიპია მზად ბოლომდე და ”მეგა-2007”-ც წელს საშემოდგომოდ გადაიდო.

19.07.2007 ქრისტინა იმედაძე დედა გახდა

ივლისის დასაწყისში მომღერალი ქრისტინა იმედაძე დედა გახდა, მისი და ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიას წყვილს გოგონა – ტაისი (უკრაინული წარმოშობის სახელია), ჯანრმთელი და სრულყოფილი შეეძინათ, თბილისის კერძო სამშობიარო სახლ ”ჰერაში”. ბავშვი 3 კგ. 450 გრ. დაიბადა, ქრისტინამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. ორსულობის პერიოდში მომღერალმა სიმღერაც ჩაწერა მაია კაჭკაჭიშვილის მუსიკაზე დაწერილი, ინგლისურენოვანი ტექსტი კი თავად შექმნა და ის მომავალ შვილს მიუძღვნა, თუმცა ჯერ-ჯერობით აღნიშნული კოპოზიცია საზოგადოებას არ მოუსმენია. ბედნიერი დედ-მამა თბილისში არიან, გადავლენ თუ არა საბოლოოდ საცხოვრებლად უკრაინაში (იქ სადაც ლაშა კაჯობია თამაშობს) არ იციან. ”ვარსკვლავები” ულოცავს წყვილს ბედნიერ დღეებს და მარადიულ სიყვარულს უსურვებს.

18.07.2007 პრეზიდენტის მეუღლემ საქართველოში ახალი რადიო არხი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, რომ ქართული ხალხური და ეთნო მუსიკის დაფასებელი იყო, ეს ახალი ხილი არაა, არც ის, რომ შესანიშნავად ასრულებს მეგრულ სიმღერებს და არც ის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან ერთადაც გამოდის სცენაზე, ისე როგორც ეს ანსამბლ ”რუსთავთან” და ზურაბ სოტკილავასთან ერთად გამოსვლის დროს. ამჯერად კი, სანდრა-ელისაბედ რულოვსმა ახალი რადიო არხი შექმნა და მას ”მუზა” უწოდა, რომელიც ეთერში უკვე გავიდა და აგვისტომდე მხოლოდ თბილისის მასშტაბით მაუწყებლობს, აგვისტოს შემდეგ კი, რამდენიმე ჰოლანდიური კომპანიის დახმარებით რადიო ”მუზა” მთელი საქართველოს ტერიტორიას მოიცავს. როგორც არხის თანამშრომლები აცხადებენ - მათ ეთერში მხოლოდ კლასიკური მუსიკა და ხალხური სიმღერები იტრიალებს, რომელსაც საკუთარი სტუდიის ბაზაზე უმაღლესი ხარისხით დაამზადებენ.

18.07.2007 ”ქართველმა კოღებმა” ”ვიაგრას” გემო გაუსინჯეს

პოპულარული, უკრაინული წარმოშობის გოგონებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ”ვიაგრა” თბილისს მესამედ ეწვია. ამჯერად პროექტის ორგანიზატორები ”ევრო-პარკის” სამხატვრო ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი (დიახ, დიახ - სწორედ ”ის” დათო ოქიტაშვილი) და მისი მოადგილე - ნინა წკრიალაშვილი (დიახ, დიახ - სწორედ ”ის” ნინა) იყვნენ :). კონცერტი კვლავ ტრადიციული ანშლაგით ჩაატარა, რომლის მასპინძელი ამჯერად ნახალოვკაში ახლადგახსნილი ”ევრო-პარკი” იყო. ბილეთის ფასი 70-დან 200 ლარამდე მერყეობდა და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ - ყველა ბილეთი გაიყიდა, ექსპერტებიდან ვერავინ მიხვდა, რა იწვევს ქართველების ამ ჯგუფით აგრერიგად დაინტერესებას, მაგრამ ფაქტია, რომ სცენიდან – ”ვიაგრელებმა” დიდი სურვილი გამოთქვეს თბილისში, ქართველ მამაკაცებთან დარჩენისა, მაგრამ ვინ აცალა, კონცერტის დამთავრების მერე ისე გააქრეს ტერიტორიიდან და საერთოდ თბილისიდან, რომ ამ ეტაპზე ვგონებ, რომ შანსი არაა რომელიმე ქართველ მაჩოს ”ვიაგრას” გასინჯვის საშუალება მისცემოდა…:)) სამაგიეროდ, ღია სცენაზე ”თბილისელმა კოღოებმა” გვარიანად სწოვეს სისხლი უკრაინელ ლამაზმანებს მოტიტვლებული ფეხებიდან და მკერდიდან და ასე დასიებული გაუშვეს სცენიდან :) ”ევრო-პარკი” (რომელში შესვლა და მთელი დღე გართობა ერთი ადამიანისთვის 45 ლარია) მომავალშიც აპირებს პოპულარული მომღერლების ჩამოყვანას და ამჯერად თვალი ვერკა სერდეჩკას დაადგეს, რომელიც მესამე სტუმარი იქნება ნახალოვკაში (კირკოროვისა და ”ვიაგრას” შემდეგ). ”ვარსკვლავები” საზაფხულოდ თბილისში დარჩენილ მოსახლეობას კეთილი სურვილით ურჩევს – დროის ”ევრო-პარკში” გატარებას და დასვენებას.

17.07.2007 ნინო ძოწენიძე ”სლავიანსკი ბაზარზე” გამოსვლის შემდეგ გააკრიტიკეს

შარშანდელი ზაფხულის უდაო ჰიტის - ”შინამანაკენას” პოპულარული შემსრულებელი ნინო ძოწენიძე, წელს ფესტივალ ”სლავიანსკი ბაზარის” წარუმატებელი მონაწილე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჟიურის წევრებს შორის მას მოწონება დაუმსახურებია, რაც სამწუხაროდ საბოლოო ჯამში შესაბამის ქულებში ვერ აისახა. რადიო ”5 ლაინსის” ეგიდით და ”რუსთავი-2”-ის მხარდაჭერით კონკურსზე ნინო ძოწენიძის გაშვება, ჟიურის მხრიდან მისი მონაცემების მოწონების შემდეგ გადაწყდა, თუმცა, საქართველოში ბევრმა გააკრიტიკა მისი საშემსრულებლო მანერა, ვოკალი და ჩაცმულობის სტილიც, ნინომ მერიის კულტურის სამსახურის უფროსის დათო ოქიტაშვილის სატელევიზიო კრიტიკაც კი დაიმსახურა. ნინოს წარუმატებლობა სადაო გახდა და უმრავლესობა ამას მაინც საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთში აგორებულ პოლიტიკურ ანტიკამპანიას უკავშირებს, რაც რა თქმა უნდა არაა ლოგიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამავე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ უკვე წარუმატებლად შეგვიძლია მოვნათლოთ ”იურმალაზე” ჩვენი წარმომადგენლის - ელეონორა გოგოლაშვილის ჯერ არშემდგარი გამოსვლა.

16.07.2007 მიუზიკლი ”მარჯანიშვილში”

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური თეატრის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. მონაწილეებმა საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინეს და კოჩიანტის მიუზიკლიდან ”პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან” არიები იმღერეს. 7-19 წლის ახალგაზრდები ისეთი სულისკვეთებით ასრულებდნენ თავიანთ არიებს, რომ (იხილეთ ”ვიდეორგოლები”) დარბაზი აღფრთოვანებული იყო და ყოველი სიმღერის დასრულების შემდეგ ემოციურად უკრავდა ტაშს მომღერლებს! კმაყოფილი იყო თავად პროექტის პროდუსერი სოსო აბზიანიძეც, რომელსაც არაერთი ლამაზი ღონისძიების მოწყობაში მიუღია მთავარი წვლილი. ... და კიდევ ერთი დეტალი რაც მაყურებელს აშკარად თვალში მოხვდა – ეს ახალგაზრდა მსახიობთა სცენაზე თავისუფალი ჩაცმულობა იყო, არავითარი დეკორაციები, არავითარი სპეც-სამოსი... უბრალოდ დახეული ჯინსები და "ავემარიასა” და "ესმერალდას" უზადო შესრულება.

15.07.2007 ”მის-საქართველო 2007” არაქართველია

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ყინულის მოედანზე ”მის-საქართველო 2007”-ს მორიგი კონკურსი გაიმართა, რომლის მთავარი ჯილდო და ტიტული – ”ყველაზე ლამაზი გოგონა საქართველოში” 18 წლის ბათუმელი ნინო ლიკუჩოვა გახდა, რომელიც 9 კაციანმა ჟიურიმ 30 ლამაზმანისგან აარჩია. რა თქმა უნდა ცნება ”ყველაზე ლამაზი საქართველოში” ანუ ”მის-საქართველო” პირობითია, რადგან ნებისმიერ მომენტში ერთმანეთზე ლამაზი და უკეთესი ქართველი (!) გოგონას შერჩევა შეიძლება ქუჩაში ჩვეულებრივად სერნობის დროსაც კი, მაგრამ კონკურსს თავის წესები აქვს და ამ წესებიდან გამომდინარე პირველად ბათუმში ჩატარებულ კონკურსზე, პირველად ბათუმელი გახდა ამ ტიტულის მფლობელი! ლამაზმანს მალევე მოუწევს ”მის-მსოფლიოზე” საქართველოს სახელით გამოსვლა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრადიციულად საკონკურსო კიბეებზე არ დარჩება ჩვენი წლევანდელი წარგზავნილიც და იქნებ მართლა მოხსნას ვინმემ ირინა ონაშვილის რეკორდი, რომელიც ”მის მსოფლიოზე” რამდენიმე წლის წინ, ხუთეულში გავიდა. მოსახლეობის დამოკიდებულება ამ დიდი შოუსადმი ტრადიციულად სკეპტიკურია, რასაც მხოლოდ ერთი ფაქტი ანეიტრალებს – უბრალოდ, სასიამოვნოა ამდენი ლამაზმანის ერთად შეკრება და ცქერა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ლამაზმანები წელს ჯგუფ ”სეიშენის” ბიჭებმა დააჯილდოვეს და ეს, ისე გულითადად გააკეთეს, რომ ყვავილების მირთმევის დროს, არცერთი გოგონას გადახვევა და გადაკოცნა არ დავიწყებიათ :)

15.07.2007 ბორჯომის კომპოზიტორთა სახლზე ტენდერი გამოცხადდება

ბორჯომის კომპოზიტორთა სახლზე უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. ამ ფაქტს კომპოზიტორთა კავშირის წევრები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სახლი ხელოვანების საკუთრებაა და მისი გასხვისება დაუშვებელია. კომპოზიტორთა სახლთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. კომპოზიტორები დღეს გამგეობის სხდომას გამართავენ. მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებიც შეუერთდებიან. ("იმედი")

14.07.2007 „არტ-გენი 2007“ ეთნოგრაფიულში ჩატარდება

„არტ-გენი 2007“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში 16-დან 22 ივლისამდე ჩატარდება. „არტ-გენს“ კომპანია „მაგთი“ წარადგენს, გენერალური სპონსორი კი, კომპანია „ვისოლია“. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაახლოებით 2 000 ადამიანი მონაწილეობს. ღონისძიებას ღვინით კომპანია „მინდია“ მოამარაგებს.

14.07.2007 ქართველი ემიგრანტების საღამო

ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში პატარა საქართველო იყო. თუ გაივლიდით Coney Island-ის ქუჩაზე, აუცილებლად შეამჩნევდით საქართველოს დროშას, რომელიც ფრიალებდა ღამის კლუბ “ადამსის” თავზე. საღამო დაიწყო ღამის 9 საათზე, 11 საათისთვის ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა. საღამო გახსნა ავთანდილ ცერცვაძემ DJ.Avidil ქართველი პოპულარული დიჯეი ამერიკაში) დაიწყო თავბროდამხვევი დისკოთეკა შემდეგ ვიხილეთ ქართველი რეპერები: Georgian Connection, G.B.B. White Snake (თეთრი ღამიდან). იყო ცეკვა და ხალისი, ბოლოს სოსო თოლორაიმ შეასრულა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერა: “აღარ გიცდი” 12 საათისვის ხალხის რაოდენობამ იმატა. DJ.Avidil-House მუსიკასთან ერთად გამიქსული ქართული მუსიკებიც დაუკრა. მის მერე ვიხილეთ კიდევ ერთი პოპულარული ქართველი დიჯეი: დავით მეგენეიშვილი მისმა მუსიკამ ხალხიც აიყოლია და უფრო ხალისიანათ გაგრძელდა საღამო. Geo-Night-მა დილის 5 საათამდე გასტანა. ყველა კმაყოფილი და ბედნიერი ცანდა. როგორც საპროდიუსერო ცენტრის დირექტორმა, რეპერმა White Snake, იგივე ნიკა გელაშვილმა განაცხადა ეს საღამო ერთადერთი არ იქნება, მეორე ასეთივე სტილის საღამო, უფრო მეტად ლამაზი და ლამაზი შოუთი გაფორმებული იქნება აგვისტოს ბოლოს. ხოლო სექტემბერში კი ქართველ ემიგრანტებს დიდი სოურპრიზი ელოდებათ, მის შესახებ ვარსკვლავები აუცილებლად გაგაცნობთ.

11.07.2007 თამთა გოგუაძე დასვენების დროს ახალ სიმღერებს წერს

განსაკუთრებით ბოლო დროს გააქტიურებულმა მომღერალმა ივლისისთვის დასვენება გადაწყვიტა და ოჯახთან ერთად მცხეთაში, საკუთარ ფეშენებელურ აგარაკზე გაემგზავრა, სადაც ყველა პირობაა აქტიური დასვენებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღმოჩნდა თამთამ ცურვა არ იცის და ეზოში აშენებულ დიდ აუზში ვერც მაშველების გარეშე ჩადის :))) ხუმრობა იქით იყოს და დასასავენებლად გამგზავრებული თამთა გოგუაძე პერიოდულად თბილისში ჩამოდის და სტუდიაში ახალ სიმღერებზე მუშაობას განაგრძობს, რომელსაც შემოდგომისთვის ამზადებს და მალე ახალი ალბომის გამოსაცემად მზადებას გეგმავს. ჩარტებში მომღერლის ნოსტალგიური და სასიყვარულო სიმღერები კვლავ ზედა ადგილებს იკავებს და მსმენელსაც იმდენად არ ბეზრდება ის, რომ ყოველ მესამეს მობილურში რეალ-ტონებში ზარად თამთას – ”შენი ბრალია” უყენია. Mართალია საბოლოოდ მაინც ვერავინ გაიგო ”ვისი ბრალია”, მაგრამ როგორც ცანს მომღერალი პირადი ცხოვრებისგან აქტიურად ისვენებს და თავი მთლიანად თავისი შვილის ლუკასა და სიმღერებისთვის აქვს გადადებული, მომღერალი აცხადებს, რომ - იმედია მალე საკუთარი ”მე”-სთვისაც მოიცლის.

10.07.2007 სოსო პავლიაშვილი ოპერაციას ელოდება

ქართველების საამაყო შვილი, რუსული შოუ-ბიზნესის ”გრუზინი” ვარსკვლავი სამწუხარო რეალობის წინ დადგა – სექტემბერში მომღერალს ოპერაციის გაკეთება მოსკოვში სკლიფასოვსკის კლინიკაში მოუწევს. აუტანელი ტკივილების შემდეგ, სოსო ტომოგრაფიაზე წავიდა, გადაიღო და არცთუ ისე სახარბიელო პასუხები დაუდეს ექიმებმა ჯიუტ ”გრუზინს” წინ, რომელსაც წუთით არ სურს სამუშაო გრაფიკიდან ამოვარდნა. საქმე კი, იმაშია, რომ მომღერალს კისრის ნაწილში, ხერხემლის მალაზე, გამონაზარდი აღმოაჩნდა, რაც საშინელ დისკომფორტს უქმნის სოსოს, აუცილებელია მისი მოშორება ქირურგიული ხერხით. რუსული ინტერნეტ-გამოცემები იყტობინებიან, რომ სპეციალურად შეკრებილმა ექიმთა კონსორციუმმა კატეგორიულად მოსთხოვა მომღერალს ნუ ჯიუტობდა და სექტემბერში მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის მომზადებულიყო და აქედანვე შეგუებოდა იმ აზრს, რომ მას კლინიკაში მოუწევდა ცოტა ხნით ყოფნა, - არავითარი სამსახური, არავითარი სცენა, არავითარი ჩაწერები, არავითარი ბიზნესი. ძნელი წარმოსადგენი არაა, ეს რას ნიშნავს ადამიანისთვის, რომელიც ერთ ადგილზე ძლივს ჩერდება და სულ მუშაობს, მაგრამ როგორც ჩანს ექიმები მას ”ძალით დააბამენ” პალატაში :) ”ვარსკვლავები” ქართველი ერის სახელით ჯანმრთელობას და წარმატებულ ოპერაციას უსურვებს სოსო პავლიაშვილს

9.07.2007 ანრი ჯოხაძე უკრაინაში დარჩა

ქართული ესტრადის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ანრი ჯოხაძეც – გაიქცა :)) მონახა გზა და კვალი და დღეს ის უკრაინის დედაქალაქის სასურველი სტუმარია. მომღერალი შემოქმედებიტად გადაბარგდა ჩვენს მოძმე ქვეყანაში და ვფიქრობთ ამ ეტაპზე სწორიც გააკეთა, რადგან საქართველოში იმაზე მეტის მიღწევა რაც ამ მომღერალმა მიაღწია – ვეღარ (და არა აღარ) შეიძლება. მომღერალმა ახლახანს დაამთავრა დუეტის ჩაწერა პოპულარული უკრაინული ჯგუფ ”ვიაგრას” ყოფილ სოლისტ ნადია გრამოვსკასთან, სიმღერაზე შესაძლოა მალე კლიპიც გადაიღონ და ამით რუსეთის (!) ვარსკვლავ დათო ხუჯაძეს უკრაინული (!) ვარსკვლავი ანრი ჯოხაძეც დაემატება :) მომღერალი დროს უკრაინელ ქალებში სიარულში არ კლავს და საქმე უფრო შემოქმედებითად უდგება, ცოტახნის წინ მან ელტონ ჯონის კონცერტს დაესწრო და ამჯერად 9 ივლისს, ოლიმპიურ დარბაზში დაგეგმილ ჯორჯ მაიკლის კონცერტზე დასასაწრებად ემზადება. ანრი ჯოხაძე სადაც არის კარგად არის და საქართველოში შემოქმედებითად დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მის არ ყოფნაში საქართველოში მე-2 ალბომი გამოვა გაყიდვაში.

9.07.2007 იურმალაში მხოლოდ ელენე გოგოლაშვილი წარგვადგენს

დიდი სკანდალომანიის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, რომ წელს იურმალაში ფესტივალ ”ახალ ტალღაზე” საქართველოდან ელენე გოგოლაშვილი ეცდება ჩვენი ქვეყნის სახელის წარმოჩენას. მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ელენესთან ერთად რეპერი ”ემ ქეიც” ეცდებოდა თავისი სიტყვის თქმას, ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ჟიურიმ რეპერიც მოხსნა კონკურსიდან, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ თბილისში დაბრუნებულ ”ემ ქეის” არ შეუსრულებია ჟიურის მოთხოვნა და არ ჩაუწერია ახალი სიმღერები არარეპულ სტილში. მკაცრმა ჟიურიმ კი დავალების შეუსრულებლობისთვის რეპერს ფესტივალზე მონაწილების უფლება ჩამოართვა. როგორც ჩანს წელს ”ახალი ტალღის” ჟიური განსაკუთრებულად მკაცრი იყო ქართველი შემსრულებლების მიმართ, თუმცა ეს თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავით, როცა ანრი ჯოხაძის ვოკალის მსგავს მომღერალს, სიმღერას უხეშად შეაწყვეტინებ და - თავისუფალი ხარ, მოხნილი ხარ კონკურსიდანო, ეტყვი, მთლად დიდ მუსიკოსობაზე არ უნდა დადო თავი, ჟიური კი არა ასჯერ ჟიური იყო თუნდაც. ფაქტია ელენე გოგოლაშვილს (ტელეკომპანია ”იმედის” პროტეჟეს) კბილებით მოუწევს საქართველოს სახელის გატანა იურმალაში, ჩვენ რა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებთ მას და ღირსეულად გამოსვლას სცენაზე.

8.07.2007 შოუ-ბიზნესური ოჯახების ნგრევი სამწუხარო ტენდენცია გრძელდება

ქართულ რეალობაში ბოლო დროს ძალიან ცუდი ტენდენცია აღინიშნება, ოჯახები იქმნება, თითქოს დიდი, ლაღი და წმინდა სიყვარულის ფონზე (ან შეიძლება ასეცაა) და მერე გადის ცოტა ხანი და პრესა გაუბედავად ავრცელებს ინფორმაციებს ამ ოჯახის დანგრევის შესახებ. ჭირმა თავი მალა, მალაო და ამჯერად ვეღარ დამალა, ის რაც ბევრმა იცოდა ყველამ გაიგო და საზოგადოებას კიდევ ერთი ლამაზი ქართული შოუ-ბიზნესური ოჯახის მომღერალ - ვერიკო ტურაშვილისა და გიორგი ბერუჩაშვილის კერის დანგრევა ემცნო. ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვერიკოს 4 წლის ქალიშვილი ლიზი ყავს, და რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით ხმამაღლა მომღერალი ამ საკითხზე არ საუბრობს და არც კომენტარების გაკეთების სურვილი აქვს. კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი მამუკა ონაშვილის ოჯახური იდილიის დარღვევას ეხება, რომელზეც მამუკა კატეგორიულად არ აკეთებს კომენტარს და პირიქით ყველა ჟურნალსიტს სთხოვს, რომ ამ საკითხის გაშუქებისგან თავი შეიკაოს და არაფერი ჰკითხოს მისი და ირინას ახლანდელი ურთიერთიობის შესახებ. სამწუხაროდ მსგავსი ტენდენცია არა მხოლდო შოუ-ბიზნესურ ოჯახებშია, არამედ ისედაც – საზოგადოდ, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა წყვილთა ოჯახებს გადასწვდა, როცა სიყვარულით გაბრუებულ 20 წლის ახალგაზრდებს ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად და ეჩვენებათ, რომ სიყვარულით მთებს გადააბრუნებენ, მერე კი – სამწუხარო ტენდენცია იჩენს თავს, ოჯახები ინგრევა. ”ვარსკვლავებმა” ფსიქოლოგ ნელი ვარდოსანიძეს სთხოვა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მან – არსებული სოციალური ფონი და ახალგაზრდების დაუხვეწავი შეხედულებები რეალობისადმი, მიიჩნია ძირითად მიზეზად და აღნიშნა, რომ ე.წ. ვარსკვლავებიც იგივე ადამიანები არიან, ვისაც უბრალოდ დაუქვეითდა პატიების, მიტევების და შემწყნარებლობის უნარი, რაც თავისთავად სიყვარულია!

6.07.2007 თიკა კანდელაკი ბიზნეს-ლედი გახდა

დიდი ხნის წინ რუსეთში გადახვეწილმა ქართველმა ტელე-წამყვანმა ლამისაა დაანგრიოს მითი იმის შესახებ, რომ ყველაზე ლამაზები და სექსუალურები, ვნებიანები და სასურველები უკრაინელი და რუსი ქალები არიან, რადგან რუსული მედია თინა კანდელაკს უკვე – ყველაზე სასურველ ქალად მოიხსენიებს. სკანდალებით ცნობილი ტელე-წამყვანი უკვე ბიზნს-ლედიც გახდა და საკუთარი მარკის ქალის ხელჩანთების ბიზნესს მიჰყო ხელი, რომელიც არც თუ ის იაფი – 2000 დოლარამდეც კი ღირს. ცოტახნის წინ კი თინა კანდელაკი რუსეთის ტელე-აკადემიის პრეზიდენტმა ვალოდია პოზნერმა ტელე-აკადემიის აკადემიკოსად დაასახელა, მეტიც - იგი მხატვრულ ფილმ ”სმერშ-21”-ში ერთ-ერთ მთავარ როლზე მიიწვიეს, თავად ტელე-წამყვანი საკუთარი კინო-დებიუტით კმაყოფილებას გამოთქვამს და დაბეჯითებით აცხადებს, რომ მალე წარმოებაში ჩაეშვება მისი სახელობის ფეხსაცმელები, რომელიც 700-1000 დოლარამდე ეღირება.

5.07.2007 კუტუნიო ამჯერად ბათუმელებს წაუკუტუნებს

თვენახევარი გავიდა მას მერე რაც იტალიელმა, 80-ანი წლების ვარსკვლავმა ტოტო კუტუნიომ, ქართველებს დედაქალაქის მთავარი - თავისუფლების მოედნიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამჯერად კუტუნიოს ხმის მოსმენის და შეფასების საშუალება აჭარლებს ბათუმში ექნებათ, ეს სიამოვნება სულ რაღაც 350.000 დოლარი ღირს და ერთ აჭარელ ლამაზმან მკერავს უნდა უმადლოდეს მთელი ბათუმი, კუტუნიო, რომ შავიზღვისპირეთში გაიჩითება. ეს, ლამაზმანი კი ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის ჩვეულებრი თანამშრომელია, რომელმაც პრეზიდენტს პირადად სთხოვა - იქნება კუტუნიო ჩამოიყვანო ბათუმში, ძალიან მოგვწონსო! პრეზიდენტმაც ბათუმელ ლამაზმანს სურვილი სულ რაღაც 350.000 დოლარად შეუსრულა. ბედნიერმა ქალბატონმა ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთი თხოვნა გაუგზავნა მიშას - აი, ყველაფერი კაია, მარა უკეთესი იქნება თუ სურვილს ამიხდენავს და იტალიაში გამიშვებსაო! ვნახოთ, ამჯერადაც შეუსრულდება თუ არა აჭარელ ლამაზმანს სურვილი პრეზიდენტის კეთილი ნებით. მანამდე კი დღეს ბათუმი 350.000 დოლარიან კუტუნიოს გაუსინჯავს გემოს!

4.07.2007 კაბუმ წამლის გამო პატიება ითხოვა

როგორც ჩვენი საიტის მკითხველს ახსოვს, რამდენიმე თვის წინ გორი-თბილისის მაგისტრალზე მანქანაში, დააკავეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი ქართველი რეპერი, მსახიობი კახა აბუაშვილი (კაბუ), მიზეზი სამწუხაროდ უკვე ტრადიციული იყო – მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი რეპერი რაებს აკეთებდა საპატრულო პოლიციის ვიდეოკამერის წინ თავადაც არ იცოდა. როგორც ჩანს რეპერმა გულით მოინანია და აღიარა ეს დანაშაული, რადგან უკვე დიდ სნანულს გამოხატავს და რაც მთავრია აფიქსირებს იმ ადამაინებსი მიმართ ვისაც ის უყვარს – პატიებას სთხოვს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და მადლობას უხდის ამთ დახმარებისთვის. Kაბი აცხადებს, რომ – ძალიან მცხვენია ჩემი ალლაი ბიძაშვილის, რომელიც პატრულში მუსაობს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსული იყო, მინდა მთელმა ქალაქმა დაივიწყოს რაც შემემთხვა. ფსიქოლოგების აზრით ასეთი შემთხვევები, როცა ადამიანში სინანულის გრძნობა იღვიძებს, რეალურ სტიმულს აძლევს ნარკოტიკების პოტენციურ მომხმარებელს, ტავი დაანებოს საწამლავის შემდგომ მოხმარებას. Fსიქოლოგებსი აზრით სწორედ ამ შემთხვევასტან გვაქვს საქმე კავუს შემთხვევაში და სხვათაშორის მომღEრალ თემურ თათარაშვილის შემთხვევაშიც, როცა მან გულწრფელად, ცრემლებით მოინანია დანაშაული, შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით თათარაშვილი ციხეში 10 წლით ჩააჯინეს.

3.07.2007 ფილიპ კირკოროვის მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში

ათწლიანი პაუზის შემდეგ გუშინ თბილისს მონატრებული რუსული ესტრადის ვარსკვლავი და ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარი ფილიპ კირკოროვი ესტუმრა. იგი ალა პუგაჩოვას ქმრებში რიგით მესამე იყო. საქართველოდან მოწვევა დიდი სიხარულით მიიღო, რადაგნა როგორც თვითონ თქვა ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ერი თავისი სტუმართმოყვარეობითა და გულუხვობით. არასოდეს გვივიწყებს და ყოველთვის დიდი სიყვარულით გვიხსენებს და მის გულში ჩვენი ადგილი ყოველთვის არის. კირკოროვმა კონცერტი “ევროპარკში” გამართა, რადგანაც მოწვევა სწორედ ამ პარკის ხელმძღვანელობისაგან მიუღია გუშინ დილით. ამის გამო სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა და საღამოს ყოველგვარი პიარის გარეშე კონცერტიც გამართა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კირკოროვი წვიმისა და გახმაურების გარეშე ჩატარებულ კონცერტზე მაყურებელთა უკმარისობას ნამდვილად არ უჩიოდა. კონცერტზეც ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ არა წვიმისაგან დასველებული აპარატურის მოულოდნელი გადაწვა, რამაც კონცერტი ოცი წუთი შეაფერხა, მაგრამ ქართველები რა ქართველები ვართ თუ ამაშიც სარგებელი ვერ ვიპოვეთ. მაყურებელსაც აღარ დაუყოვნებია და ავატოგრაფების ჩამორთმევა დაუწყეს. ამასობაში აღარც “ევროპარკის” დირექციასა და ორგანიზატორებს უფიქრიათ ბევრი და ავტოგრაფების დარიგებაში გართული კირკოროვი ფეიერვერკებით გაამხნევეს. ამასობაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა და კონცერტიც წარმატებით დასრულდა. ფილიპ კირკოროვმა კი პირობა დადო, რომ ჩვენი პრეზიდენტისა და თბილისის მერის მოწვევას აუცილებლად მიიღებს და ცხრა აგვისტოს ისევ ეწვევა საქართველოს. ოღონდ ამჯერად ბათუმში და კიდევ ერთ კონცერტს აჩუქებს ქართველ მსმენელს. არც ის არის გამორიცხული, რომ კირკოროვმა შემდეგ ვიზიტზე საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდებაც მიიღოს საქართველოს სიყვარულისა და ქართველი ერის დაფასებისათვის.

3.07.2007 ეკა კვალიაშვილი აგრესიული მუსიკის წინააღმდეგია

ქართული ესტრადის ვარსკვლავი ეკა კვალიაშვილი შეშფოთებულია მოზარდთა შორის გავრცელებული და ფესვგადგმული აგრესიის შემყურე, პრესასტან ურთიერთობაში მომღერალია მა სუკვე ხმამაღლაცა ფიქსირებს და ამ ყველაფრის საკუთარ ვერსიასაცა ყალიბებს (არცთუ ისე უსაფუძვლოს) – ყველაფერი გარკვეულწილად მუსიკის ბრალიცაა, მოზარდების უმეტესობა აგრესიულ როკს უსმენს და არ იციან, რომ მუსიკამაც შეიძლება დანეგრგოს აგრესია, არ მესმის როგორ უნდა უსმინო კაცს, რომელიც სიმღერით დედას გაგინებს?! – მსგავსი მოსაზრება პირველად ჟურნალ ”ვარსკვლავებში” დაფიქსირდა, როცა თბილისში ჩამოსულმა რეპის ლეგენდამ, ქულიომ ფილარმონიის (!) სცენიდან ქართველ მსმენელს სულ დედა აგინა სიმღერ-სიმღერით და ამაზე მაყურებელი მხურვალე ტაშს უკრავდა, სწორედცმაშინ დაფიქსირდა მსგავსი მოსაზრება და დღესაც ვეტანხმებით ეკა კვალიაშვილს, რომ მაქსიმალურად უნდა გაიფილტროს ქართველი მოზარდების გონება და თუ საჭიროა ისინი უნდა ვაიძულოთ კიდეც, ისწავლონ რაღაცეების (!) ერთმანეთისგან გარჩევა.

2.07.2007 ქეთა თოფურიას მკერდი არ გაუშიშვლებია

ცოტა ხნის წინ რუსული ყვითელი პრესის ლიდერმა გამოცემამ ”სპიდ-ინფომ” სენსაციური ფოტოსურათები დაბეჭდა ყდაზე, სადაც რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი მკერდმოშიშვლებული, თავისი ჯგუფის ”ა-სტუდიოს” სამი მამაკაცის გარემოცვაში პოზირებს. გაზეთში ასევე გამოქვეყნებულია ყოვლად უწყინარი ინტერვიუ ჯგუფთან, მაგრამ ამ ყველაფერს ლამაზად აფორმებს ქეთას მკერდმოშიშვლებული ფერადი სურათები. კომპიუტერული პროგრამა ”ფოტოშოფის” პროფესიონალი მცოდნეები ძალიან ადვილად შეამჩნევდნენ ამ მონტაჟს, რაც შესაბამისად თავად მომღერალმაც დაადასტურა ”ასავალ-დასავალთან” საუბარში – რომ, გაზეთ ”სპიდ-ინფოს” ყდაზე გამოქვეყნებული შიშველი მკერდი მისი არაა და ეს უბრალოდ ფოტო-მონტაჟია. დიდი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, თუ რაში ”აწყობდა” ან მილიონიანი ტირაჟის მქონე ”სპიდ-ინფოს” ქეთას ”შიშველი” სურათების გამოქვეყნება, ან თავად მომღერალს და მის ჯგუფს რატომ სჭირდებოდა ეს, - მარტივი და ბანალური ჭეშმარიტებაა – ხელი ხელს ბანს და ორივე კიდე პირსო! გაზეთიც გაიყიდა – ქეთას ”შიშველი” მკერდის გამო და ჯგუფის რეიტინგი კიდევ უფრო ამაღლდა რუსულ შოუ-ბიზნესში. ქეთა თოფურია აცხადებს, რომ მისთვის გაშიშვლება გაზეთებისთვის მიუღებელია, ეს კი უბრალოდ ფოტომონტაჟია და სხვა არაფერი!

1.07.2007 ”მას-მოდა-2007” ჟურნალისტების მოკრძალებული გართობა

მიუხედავად სერიოზული პიარ-კომპანიისაა და წამყვანი სატელევიზიო არხების მხარდაჭერისა, გასართობი შოუ ”მას-მოდა” რომელშიც მონაწილეობას ქართული ჟურნალისტიკის ტელე-სახეები იღებდნენ და რომელიც წელს მეორედ ჩატარდა – მოკრძალებულ ხასიათს ატარებდა. ”ქორთიართ-მარიოტის” საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას შარშანდელისგან განსხვავებით პოლიტიკური ელიტა ნაკლებად ესწრებოდა, უფრო ოპოზიციური ფრთა იყო წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების ფავორიტები სხვადასხვა ნომინაციებში, ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები გახდნენ, რაზეც ოპოზიციონერთა ჩუმი ქილიკი დაიმსახურეს (იხ. ”ვიდეორგოლების” განყოფილება”). საღამო ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანს ინგა გრიგოლიას და ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს წამყვანს ზაალ უდუმაშვილს მიჰყავდათ, რაღათქმაუნდა 2 ”ვეშაპის” ერთად დგომა, მათ საერთო შეხუმრებულ საუბარშიც აისახა, განსაკუთრებით მაშინ როცა ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულ ირაკლი ოქრუაშვილთან (რომელიც რათქმაუნდა დარბაზში არ იმყოფებოდა) ინგა გრიგოლიამ წამი არ დააყოვნა და პრიზის გასაგზავნად გამზადებულ ქალბატონს ეგრევე ოპერატორი და ჟურნალსტი ”აჰკიდა” :)) და გზაში ერთი კითხვაც დააწია – ბოლო-ბოლო თქვას რას აპირებსო! მონაწილეთა შორის 40-მადე ლამაზი ქალბატონი იყო, მაგრამ შარშანდელსიგან განსხვავევით არცერთი მამაკაცი, რაც მამაკაცმა ჟურნალსიტებმა უკვე უკუსვლად მოუნათლეს ორგანიზატორებს, ასევე ბევრი უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მონაწილეთაგან ბევრს, დამსწრე საზოგადოება უბრალოდ სახეზე ვერ ცნობდა ვინ იყო და ერთი ვერავინ მოიფიქრა, რომ გამოეცხადებინა თუ ვინ ნარნარებდა პოდიუმზე იმ მომენტში. როგორც აღმოჩნდა ბეჭდვითი მედიის ორიოდ წარმომადგენელიც გაურევიათ მონაწილეთა შორის, თუმცა კულუარულად ისიც გავიგეთ, რომ ბევრს უბრალოდ უარი უთქვამს ”მას-მოდაში” მონაწილეობაზე. მოკლედ ასე იყო თუ ისე, ვინც იყო ის გაერთო, იპოზიორა, იპრანჭა და შემდეგ საღამო რესტორან ”თუ საიდში” დახურა. ჩვენ კი, ამ 40 უცნობ-ნაცნობ გამომსვლელებს შორის ჩვენი ფავორიტებიც ავირჩიეთ – ტელეკომპანია ”კავკასიის” წამყვანი ლიკა ნაღებაშვილი, ”რუსთავი-2”-ის ჟურნალისტი ეკა გიორგობიანი და ”იმედის” კორესპონდენტი ლიკა ბერაია.

30.06.2007 დიანა ღურწკაიას მხედველობა უბრუნდება

ცნობილი ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ცოტახნის წინ დედა გახდა, მას ბიჭუნა შეეძინა, ”ვარსკვლავები” სულით და გულით ულოცავს დიანას შვილსი დაბადებას და ჯანმრთელობა სდა ოჯახურ იდილიას უსურვებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ დიანა მალე ქალაქ უფას თვალის კლინიკაში ექიმ მულდაშევთან თვალის ორი ოპერაციის გაკეთებას აპირებს ად სავარაუდოდ მომღერალს საბოლოოდ დაუბრუნდება მხედველობა. ექიმს დიანასთვის უკვე აქვს გაკეთებული ერთი ოპერაცია ოთხი ვიზიტის დროს, რისი შედეგიცაა ის, რომ მან სინათლის გარჩევა შეძლო, მაქსიმალურად შეუმსუბუქდა თვალის შიდა წნევით გამოწვეული ტკივილები. გარკვეული პერიოდის მანძილზე, სანამ პატარას დედის ხელი დასჭირდება დიანა ღურწკაია სცენაზე აღარ დადგება, ცოტა ხნის მეერ კი სავარაუდოდ შვილს ძიზას დაუქირავებს და შემოქმედებით მოღვაწეობასაც განაგრძობს.

30.06.2007 ია ჩანტლაძეს ისევ ”არ უყვარს” :)

მომღერალ ია ჩანტლაძეს რეპერტუარში ერთი ჰიტი ჰქონდა ”არ მიყვარხარ” რომელიც 90-ანების ბოლოს ჩარტების პირველ ადგილებს დიდხანს იკავებდა, როგორც ჩანს იას კვლავ ”არა უყვარს” რადგან მამუკა ღლონტის შემოტავაზება მიიღო ამ სიმღერის რემიქსული ვარიანტის ჩასაწერად და კლიპის გადასაღებად (სხვათაშორის მშვენიერი ქალბატონი დღემდე გასათხოვარია). იდეას საქმე მოჰყვა და რეპერ ”მასტერასთან” ერთად ია ცანტლაძის სიმღერამა ახალი ჟრერადობა შეიძინა. Dუეტზე ირაკლი სოლომონაშვილისა და ჯაბა მელქაძის მონდომებით ლამაზი კლიპიც გადაიღეს და ეთერშიც ჩაუშვეს. Kლიპი კი ნამდვილად გამოირჩევა ტავის ორიგინალობით – მასში იასა და ”მასტერას” გარდა სხვა ადამიანი არ მონაწილეობას, ყველა ჩვეულებრივი ვიტრინის მანეკენია, საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდება, რომ ამ ორის გარდა ყველა ადამაინი ყოფილა, თავად კი მანეკენები. მოკლედ ბიზნეს-ვუმენად გადაქცეული ია ჩანტლაძე სცენას კვლავ ”არ მიყვარხარით” დაუბრუნდა.

29.06.2007 დააკავეს მსახიობი გიორგი ყიფშიძე

როგორც შინაგან საქმეთა სამინსტროს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი იტყობინება ერთი კვირის წინ დააკავეს ცნობილი მსახიობის ზურა ყიფშიძის ვაჟი, ასევე არანაკლებ პოპულარული გიორგი ყიფშიძე, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერება - მარიხუანას გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. პოლიციის უფროსის განცხადებით, მსახიობის მიმართ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სასჯელი გატარდება და გიორგი ყიფშიძე დაჯარიმდება. მსახიობს კი, გამოუშვებენ, მაგრამ ერთი რამ მაინც გასაოცარია, როცა ქვეყანაში ასეთი დიდი ანტი-ნარკოტიკული ბუმია ატეხილი, აპატიმრებენ და სჯიან ყველას ვისაც კი საერთოდ მცირე შეხება ექნება ამ საწამლავთან, ჩვეულება გამოდის, რომ მართლაც რჯულზე უმტკიცესი ყოფილა, რადგან სახელმწიფომ უკვე დაანახა საზოგადოებას, რომ მისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება და პრინციპში ეს, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა საკითხისადმი. სასაცილო კიდევ იცით რა არის (თუ არა სატირალი)? ის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცნობილი და პოპულარული ადამიანები მაინც ხშირად არიან წამლის გავლენის ქვეშ, ალბათ დაკავების საკუთარ რიგს ელოდებიან.

28.06.2007 ნინო ჩხეიძეს კომპოზიტორი უჩივის?

გაყიდვაში გამოვიდა დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლის, ქალაქური სიმღერების შემსრულებლის, ახალგაზრდა, ლამაზი ქლაბატონის - ნინო ჩხეიძის პირველი სოლო-ალბომი, სახელად ”უშენოდ” უწოდა, ალბომზე მუშაობას მომღერალმა 6 თვე მოანდომა კოტე ნონიკოვის სტუდიაში, პარალელურად გადაიღო ახალი კლიპიც, რომელიც რამდენიმე დღეში ჩვენს საიტზეც დაიდება. როგორც იცით ”პატრინოტზე” გამოსვლის დროს ნინო ჩხეიძეს ”კახეთოს” შესრულების შემდეგ პრობლემები შეექმნა სიმღერის კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილთან, რომელმაც სატელევიზიო ეთერით ისიც კი, განაცხადა, რომ საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლებდა მომღერალს. ნინო აცხადებს, რომ ეს სიმღერა მასთან შეთანხმებით ჩაწერა, მაგრამ თუ ვინმე თვლის, რომ მისი სიმღერა არ უნდა შევასრულო, ასეც იქნება! სწორედ ამიტომ ნინოს ნამღერი ”კახეთო” ალბომში არ შევიდა. სხვათაშორის ეს პირველი შემთხვევა არაა კომპოზიტორებს და შემსრულებლებს შორის დაპირისპირებისა, ალბათ გახსოვთ ქეთი მერკვილაძისა და იმ დროინდელი ჰიტის ”ქალს” კომპოზიტორის მანანა კვატაშიძის სასამართლო პროცესი, ანსამბლ ”ერისიონისა” და ”შატილის ასულოს” კომპოზიტორის დავა, ასევე თემო ხვიბლიანისა და მის მიერ შესრულებული ”ვერხვის ფოთოლის” კომპოზიტორის აკაკი ბობოხიძის დავა, როგორც ჩანს არც ნინოს სკანდალი იქნება უკანასკნელი, რადგან ჩვენი ინფორმაციით მსგავსი შემთხვევები კიდევ წინ გველოდება.

27.06.2007 ლუ ბეგამ აჩი ფურცელაძე დაასაჩუქრა

მამბოს მეფედ მონათლულმა ლუ ბეგამ, ”ტრიუმფში” გამართული კონცერტით ქართველებს თავი დაამახსოვრა, პირველივე სიმღერა ”მამბო #5” შესთავაზა მსმენელს და ხალხიც ეგრევე წამოშალა მაგიდებიდან. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში შემოსასვლელი ბილეთები 60 და 100 ლარი ღირდა, ”ტრიუმფი” იმ საღამოს მაყურებლის ნაკლებობას არ უჩიოდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პატარა (!) გოგო-ბიჭები ჭარბობდნენ, თუმცა არც ახალგაზრდა ხელისუფლების ახალგაზრდა ”თინეიჯერები” აკლდნენ ”მამბოს საღამოს”, რომლებიც კლუბის ზედა სართულზე მოკალთდნენ და იქ სხვისი თვალისთვის შეუმჩნევლად მხიარულობდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით მოცეკვავეთა შორის მოსკოვიდან დროებით გადმობარგებული აჩი ფურცელაძე გამოირჩეოდა, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენია ლუ ბეგას და სცენაზეც მიიხმო და სიმპათიებიც საკუთარი შავი ცილინდრის ჩუქებით დააფიქსირა აჩისადმი. დაშლა-არდაშლის სადღეგრძელო კი, ბოლოს მაინც ქართველებმა დალიეს :)) ეს შენი შავი კაცი სცენიდან სულ ტაშმაშით გააცილეს და სანუკვარი დისკოთეკის ჰანგებზე უკვე ვინ რას ცეკვავდა ვერ გაარჩევდით :) ფოტოზე: - ეს აჩი ფურჩელაძეა, ლუ ბეგა არ გეგონოთ, ჩვენს ჟურნალისტ ლელათსან ერთადაა.

24.06.2007 სალომე ბაკურაძე და კახა კუხიანიძე ფესტივალზე მიდიან

27 ივნისს 2 ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი კახა კუხიანიძე და სალომე ბაკურაძე მოლდოვეთში საერთაშორისო ფესტივალზე "მეგობრული სახეები 2007"-ზე მიემგზავრებიან. იქაური მსმენელისთვის კახას სიმღერები ნაცნობი და უკვე საყვარელია. სალომე კი ფესტივალში კონკურსზე მონაწილეობას მიიღებს და იმედია საპატიო ცოდებით დაგვიბრუნდება. ზემოთხსენებულ ფესტივალში 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ხოლო რაც შეეხება ჟიურის საკმაოდ კომპეტენტური და ობიექტური უნდა იყოს. ჟიურის ერთ-ერთი წარმომადგენელია სააგენტო "მაქსიმუმის" ხელმძღვანელი - ეკა ჩიტაშვილი, რომელსაც უნდა წარედგინა საქართველოდან კონკურსანტი. მათ არჩევანი სწორედ სალომე ბაკურაძეზე შეაჩერეს და იმედია სალომე ამ იმედს გაამართლებს. რაც მთავარია ეკას მისი ნამღერი მოსმენილი აქვს და დარწმუნებულია რომ არ შერცხვება. კონკურსი 3 დღიანია 30 ივნისიდან 3 ივლისამდე მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორი დაგვპირდა იგი ექსკლუზიურად ჩვენი საიტისათვის მოლდოვეთიდან მოგვაწვდის ფოტო და ვიდეო-მასალას.. კონკურსანტის ჩაცმულობაზე იზრუნა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა და 3 კოსტიუმი კონკურსანტ სალომე ბაკურაძეს გადასცა. ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” მიესალმება მათ ტანდემს და წარმატებას უსურვებს საქართველოს სახელით.

23.06.2007 კახა კუხიანიძე უკრაინელ ქალებს დაერია

ინტერნეტ-ჟურნალ "ვარსკვლავების" "პაპარაცული ფოტოების" დღევანდელ გამოშვებაში მომღEრალ კახა კუხიანიძის მაკომპრომიტირებელი ფოტოსურათები მოხვდა, რომელიც მომღერალს უკრაინაში გასტროლების დროს გადაუღეს... როგორც ჩვენმა ინფორმატორებმა შეგვატყობინეს კახასთვის ერთ-რთ გოგონას მეუღლე მიუტოვებია და ამჟამბ საკითხი ძალიან სერიოზულად დგას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მომღერალი თვის ბოლოს კვლავ მიმეგზავრება კიევში, საკითხი სერიოზულად დგას. "ვარსკვლავები: რამდენიმე დღეში მოგაწვდით ახალ ამბავს კახას უკრაინულ ტურნესთან დაკავშირებით. ახლა კი დააწკაპუნეთ ამ წარწერებზე და გადადით "ფოტო-პაპარაცის" განყოფილებაში

22.06.2007 საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსს უერთდება

საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსში პირველად მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიის ფესტივალი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში 2007 წლის 8 დეკემბერს ჩატარდება. ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარადგენს. სიმღერა, რომელსაც საქართველო წარადგენს, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა. შესარჩევ კონკურსში, სადაც მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობა სიმღერის ქართულ ენაზე შესრულებაა, 10-დან 15- წლამდე ასაკის ბავშვები იმღერებენ. ეროვნული შესარჩევი კონკურსი სამ ტურად ჩატარდება. პირველ ტურში შემოსული განაცხადების მოსმენა და გადარჩევა მოხდება, მეორე ტურში შერჩეული კონკურსანტების რეგიონული კასტინგი ჩატარება და საუკეთესო 12 კონკურსანტი შეირჩევა. ფინალურ კონცერტზე ის მომღერალი გამოვლინდება, რომელიც როტერდამში გაემგზავრება და საქართველოს სახელით იმღერებს. საბუთების მიღება დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველოში საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი პირველი ლედის - სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ხორციელდება

20.06.2007 იტალიელი რეჟისორი მიკელე პანელა საქართველოს სტუმრობს

ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი მიკელე პანელა საქართველოს სტუმრობს. რუსთაველის თეატრში იტალიელი სტუმარი რობერტ სტურუას შეხვდა. ფესტივალი „ინტერსითი“ უკვე 20 წელია არსებობს და ის სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცის ისახავს მიზნად. ფლორენციაში შემდეგი წლის პროგრამა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაეთმობა. პანელას ვიზიტი რუსთაველის თეატრისა და ფლორენციის ფესტივალს შორის ურთიერთობის დასაწყისია. დღეს იტალიელი რეჟისორი ნახავს სპექტაკლს „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“.

20.06.2007 დღეს 14 წლის გიორგი ქართველიშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო

14 წლის გიორგი ქართველიშვილის პერსონალური გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა საგამოფენო დარბაზში მოეწყო. ექსპოზიციაზე ახალგაზრდა მხატვარმა სამოცამდე ნამუშევარი წარმოადგინა, მათ შორის, აკვარელსა და ზეთის საღებავებით შესრულებული პეიზაჟები და ნატურმორტები, ასევე გრაფიკული ნამუშევრები. ღონისძიების სპონსორი კომპანია „პე-ეს-პეა". /"იმედი"/

20.06.2007 ”სეიშენი” მაინც (!) მუშაობს

პოპულარულმა გადაცემამ ”ფარული კამერა”, არსებობის 13 წლის იუბილესთვის, ქართული ბოი-ბენდი ამასწინათ სერიოზულ მახეში გააბა და მუხროვანში, სამხედრო ბაზაზე სულ ერთიანად აძუნძულა სამხედრო წესების დაცვითა და მეთაურის ბრძანებების ქვეშ, ისე, რომ გადაღლილ ”სეიშენელებს” იმის საშუალებაც კი არ მისცეს ”დაქირავებულმა” ოფიცრებმა, რომ ხმა ამოეღოთ :)) ”პატრინოტში” ფინალში გასვლის შემდეგ ჯგუფს კლიპს ტელეკომპანია ”მზე” გადაუღებს, მანამდე კი ბიჭები რეპერ კაბუსთან და თამუნა ამონაშვილთან დუეტების ჩაწერას ამთავრებენ მანჩოს სტუდიაში, რის შემდეგაც სექტემბერ-ოქტომბერში ალბომსაც გამოუშვებენ. უდაოდ მისასალმებელია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში წარმოქმნილი შავი ხვრელის ამოვსებას სხვებთან ერთად ”სეიშენელებიც” აქტიურად ცდილობენ და ჯერ-ჯერობით ამის ”დუხიც” ყოფნით და ენთუზიაზმიც. მოყვება თუ არა რაიმე შედეგი ამას, ეს საქმე უპროგნოზოა :)) რადგან მიუხედავად რეალური საქმეებისა – ჯერ საქმე არც კი განძრეულა, რა ადგილიდან დაძვრაზეა საუბარი.

18.06.2007 ლუი ბეგა 22 ივნისს გვეწვევა

16 ივნისს დანიშნული და გადადებული, მამბოს მეფედ მონათლული მომღერლის ლუი ბეგას კონცერტის ჩატარება 22 ივნისისთვის გადაწყდა. თვითმფრინავის რეისების გადადების გამო (რომელიც გერმანიაში გამოწვეული უამინდობის ბრალი იყო) ლუი ბეგა თბილისს დაგვიანებით ესტუმრება. კონცერტის ორგანიზატორის ნიკა ხომასურიძის თქმით – შეიცვალა, მხოლოდ ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი იგივე რჩება – კლუბი ”ტრიუმფი” (წერეთლის 116) საღამოს 22:00 საათი. ბილეთის ფასი 100 ლარი. ფეხზე სადგომის 60 ლარი. ”ვარსკვლავები” აღნიშნული კონცერტიდან ექსკლუზიურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

18.06.2007 ტელეკომპანია ”ივერიაზე” ახალი ”რეალითი-შოუ” დაიწყო

საპატრიარქოს ტელევიზიამ განახორციელა ახალი პროექტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისა და ახალგაზრდობაში ამ ცხოვრებით ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, ”რეალითი-შოუს” სახელად ”48 საათი” ქვია და მასში მონაწილეობას ახალგაზრდა, მომღერლებიც ღებულობენ - ნინი ქარსელაძის, სალომე წვერაიძის და თიკა ჯამბურიას სახით, რომლებიც სამ ჯგუფად დაყოფილი გუნდების ხელმძღვანელები არიან. როგორც თავის დროზე ტელეკომპანია ”ივერიის” წარმომადგენლები აცხადებდნენ – აღნიშნული ”რეალითი-შოუ” ”ჯეო-ბარისა” და მსგავსი სახის პროექტების ”წინააღმდეგ” შეიქმნა და ახალგაზრდებისთვის ერთამნეთის გატანა და მეგობრობა უნდა ესწავლებინა, რამდენად შეძლებს საინტერესო თამაშობებით დატვირთული ”48 საათი” ინტრიგებით დატვირთული სხვა პროექტების ”დაძირვას”, ამას მხოლოდ შემოდგომით შევაფასებთ. ”48 საათი” იმითაც იქნება საინტერესო, რომ აქ მონაწილეები ერთმანეთს ინტელექტში და სპორტულ ცხოვრებაში ეჯიბრებიან, გამარჯვებული 2 გუნდი კი თურქეთის საგზურებს მიიღებს.

17.06.2007 ბესო შპეტიშვილი ”ევროვიზიაზე” დაფიქრდა

თამარ გვერდწითელის შემდეგ, კიდევ ერთმა ქართველი ემიგრანტმა, გერმანიაში პოპულარულმა მომღერალმა ბესო შპეტიშვილმა (ბრენდონ სთოუნი) ”თბილესელებთან” ინტერვიუში გამოხატა სურვილი ”ევროვიზია-2008” ში მონაწილეობაზე და რა თქმა უნდა საქართველოს სახელით. - კარგად მოვიფიქრებ, ჩამოვყალიბდები და თუ საბოლოოდ გადავწყვეტ ამას, აუცილებლად საქართველოს სახელით გამოვალ ამ კონკურსზე, მანამდე კი დიდი სურვილი მაქვს საქართველოში, თბილისში გავმართო კონცერტი. – აცხადებს ჟურნალისტთან საუბარში ბესო. მომღერალი სწუხს, რომ საკუთარი სამშობლოს გარდა, კონცერტები თითქმის ყველგან აქვს ჩატარებული, ამასწინათაც მხოლოდ ორიოდ დღით იყო ჩამოსული თბილისში, ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო საღამოზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. - გული მწყდება, რომ თბილისში ჯერ სოლო-კონცერტი არ გამიმართავს, - სწუხს მომღერალი. თუმცა გარდა იმისა, რომ ამ საქმეს ბესოს სურვილია, ორგანიზება და ვინმეს კეთილი ნება სჭირდება, რომელიც იმ ქართველი მომღერლების თბილისური კონცერტების შესახებ იზრუნებენ, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვარკვლავებად დაიმკვიდრეს ადგილი – თამთა გოდუაძე, ქეთი მელუა და ბრენდონ სთოუნად გადანათლული ბესო შპეტიშვილი, ამ სიაში არიან.

16.06.2007 ლუი ბეგას კონცერტი გადაიდო

მამბოს მეფის ლუი ბეგას დღეს დაგეგმილი კონცერტი, თბილისში, კლუბ "ტრიუმფში" გადაიდო ობიექტური მიზეზების გამო. ლუი ბეგა გერმანიიდან ვერ გამოფრინდა რეისების გადადების გამო, თავის მხრივ რეისის გადადების მიზეზი კი უამინდობა გახდა, როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ნიკა ხომასურიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა - მომღერლის აგენტი თბილისშია და როგორც აცხადებს, არაფერი არ შეიცვლება გარდა კონცერტის გამართვის კონკრეტული თარიღისა.

15.06.2007 ბარათაშვილის ხიდზე ახალგაზრდობის მონუმენტს სამი ქანკდაკება დაემატა

ბარათაშვილის ხიდზე ახალგაზრდობის მონუმენტს სამი ქანკდაკება დაემატა. გია ჯაფარიძემ კომპოზიციაზე წელიწადზე მეტი იმუშავა. ავტორი დარწმუნებულია, რომ ბარათაშვილის ხიდი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება, როგორც თბილისელებისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისთვის. /"იმედი"/

15.06.2007 ”დასის” მონაწილეები მაყურებელში უკვე აგრესიას იწვევენ

ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის მიერ მომზადებული პროექტი ”დასი” სადაც ძირითადში თეატრალური სამყაროს ახალგაზრდა წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას დღითიდღე მეტ აგრესიას იწვევს მაყურებელს შორის. ”დასი” მისი წინამორბედი რეალითი-შოუს ”ჯეო-ბარისაგან” განსხვავევით ნაკლებად საინტერესო და წამგებიანი გამოვიდა (შესაძლოა მოტივაციაცაა შუაში – რადგან ”ჯეობარის” მონაწილეები 40.000 ლარისთვის იბრძოდნენ). როგორც მოგეხსენებათ ამ შოუს მონაწილეებიც გამარჯვებისთვის ყველაფერზე მიდიან და ჯილდოდ კი ”რუსთაველის” თეატრში ერთ წლიან კონტრაქტს აწერს ხელს (წლიური 24.000 ლარის ხელსასით) , რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი რობიკო სტურუა, პროექტ ”დასის” გამარჯვებულს როლს მისცევს. მიუხედავად ამისა, ფინალისკენ მიმავალმა შოუმ მაყურებელში უდიდესი აგრესია გამოიწვია, განსაკუთრებით კი, დარჩენილი ბიჭების დედაკაცურმა კინკლაობამ ჩართული კამერების წინ, რომლებიც ერთმანეთს სიყალბეს აბრალებდნენ და ეკრანზე კი ერთი - ძალიან სასაცილო ჩანდა ამ დროს, რადგან ბოღმით გათანგულს უფრო გავდა და მეორე – რეალურად, გამარჯვებისთვის ყველაფერზე (!) წამსვლელს :)) ქართული ”რეალითი-შოუ”-ების ფანატი მაყურებლები ხმამაღლა აფიქსირებენ, რომ – ”დასი” ურეიტინგოა, და ”ჯეო-ბარის” ფორმატის დროებითმა ”შეცვლამ” არ გაამართლა – მოტივი მარტივია, ჰორიზონტზე 40.000 ლარი არ ჩანს, რომელიც სხვათაშორის ”ჯეო-ბარი 3”-ის ზუგდიდელ გამარჯვებულს ირაკლი მარხულიას დღემდე არ მიუღია.

13.06.2007 კვენო ეროტიკაში გადაერთო

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გიგა კვენეტაძემ დაასრულა ახალ კლიპზე მუშაობა, რომლის რეჟისორობაც ბოლო დროს კულუარებში ”ყველას რეჟისორად” მონათლულ ზაზა სვანაძეს ანდო :)) რომელმაც ნოვატორული იდეები გიგას კლიპშიც დააფიქსირა და მას ეროტიკულ სცენებში დუბლიორის გარეშე თამაში მოსთხოვა. რეჟისორის ბრძანება მსახიობისთვის კანონია და გიგამაც დაკისრებულ მოვალეობას რამდენად წარმატებით გაართვა თავი, ტელეკომპანია ”1-ლი სტერეოს” წამყვან თეონა ცერცვაძესთან თამაშის დროს, ამას მალე ვიხილავთ ამავე ტელეკომპანიის ეთერში, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელიც თავის მხრივ გიგას მენეჯერი ნინო წიკლაურია. სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი რა თქმა უნდა თავად გიგა კვენეტაძეა.

12.06.2007 ”პლეიბოის” გამო შიდა ინტრიგები გაიხლართა

ჟურნალ ”პლეიბოის” ქართული ვერსიის პირველი ნომრის ორმა პოპულარულმა ქალბატონმა - მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა და ტელეწამყვანმა, მოდელმა ქეთი ყიფშიძემ, უკვე პრესისთვის მიცემულ რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნეს, რომ - ისეთი ადამიანები ჭორაობენ მათზე, რომ ან ძალიან დიდი სურვილი, რომ აქვთ მსგავს ჟურნალებში მოხვედრისა ან რაღაც ძალიან კომპლექსები აწუხებთ და შურთ ჩვენი-ო. ნინა წკრიალაშვილი უფრო კონკრეტდება და გაკვირვებას გამოხატავს მედიაში მიცემულ ინტერვიუებში იმის შესახებ, რომ ლელა წურწუმიამ უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის დილის გადაცემაში, ”პლეიბოისთვის” გაშიშვლების ტენდეციაზე (თუმცა ეს ჟურნალი მასთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომელიც ჩაიშალა). ნინამ ლელა წურწუმიას ის პერიოდი გაახსენა, როცა საკუთარ სოლ-კონცერტზე ფილარმონიაში სცენაზე ლიფით გამოვიდა და კონცერტს შოუს ელემენტები შესძინა. ჩვენი ჟურნალი გთავაზობთ გამოკითხვას ”პლეიბოის” შესახებ, დაფიქსირეთ თქვენი აზრი და გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ჩვენს ფორუმზე გახსნილ თემებზე.

11.06.2007 პაატა ხაჩიძე სექტემბერში ქორწილს გეგმავს

როგორც უკვე გატყობინებდით ყოფილმა ”ქუჩის ბიჭმა” და ”უკანასკნელმა უცოლო მოჰიკანმა” ორივე სტატუსი მოიხსნა დღეს პაატა ხაჩიძე აღარც ”ქუჩის ბიჭია” და აღარც ”ოცოლო მოჰიკანი”. მომღერალმა ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში დაიწყო მუშაობა, მისი რჩეული 22 წლის ლილე გულორდავა კი საბანკო-საფინანსო ფაკულტეტის ახალი კურსდამთავრებულია. წყვილმა ერთმანეთი შარშან ბათუმში დასვენების დროს გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან, მათი ერთწლიანი შეყვარებულობის პერიოდი კი სექტემბერში ქორწილით დაგვირგვინდება. ”ვარსკვლავები” ულოცავს წყვილს და ბედნიერებას უსურვებს ახლადშეულებულებს.

08.06.2007 ანრი პირველ წარუმატებლობას საკუთარ თავს არ აბრალებს

იურმალას ფესტივლის ”ახალი ტალღის” ფინალში როგორც იცით ექვსიდან ორი ქართველი - რეპერი ემ ქეი (მიხეილ კახიანი) და ტელეკომპანია ”იმედის” პროტეჟე - ელენე გოგოლაშვილი გავიდნენ. თავისთავად ორივე მათგანს უმაღლესი ადგილის მოპოვების იმედი აქვს, რადგან ”იურმალაზე” სოსო პავლიაშვილის შემდეგ ბევრ ქართველს გამოუჩენია თავი, მაგრამ როგორც ამბობენ სწორედ თავის დროზე სოსო პავლიაშვილის ნამღერმა ”თავისუფლებამ” ”დაღუპა” ანრი ჯოხაძე წელს, რადგან პირველ ტურში ჟიურიმ ანრის არც კი დააბოლოებინა სიმღერა, ისე გაიყვანეს კონკურსიდან. სავარაუდოდ რუსებს ძალიანაც არ ეპიტნავებოდათ ”თავისუფლების” ახალი ინტერპრეტაციით მოსმენა, მითუმეტეს ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მაგრამ თავად ანრი კი, ამას მაინც ე.წ. ქართულ ”პონტს” – ჩაწყობას აბრალებს. გასულ კვირას პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდანაც ირკვევა, რომ ”წლის საუკეთესო ვოკალისტის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი აშკარად ნაწყენია, ტელეკომპანია ”იმედის” პროდუსერ მაია ყიფიანზეც და თავად ჟირის წევრებზეც, მეტიც მომღერალი აცხადებს, რომ - მომავალ წელს ის, სხვა ქვეყნის სახელით (სავარაუდოდ უკრაინის) წარსდგება იურმალას ფესტივალზე და 100%-ნი გაიმარჯვებს. ობიექტურობისთვის უნდა ავღნიშნოთ, რომ აზერბაიჯანის სახელით წარსდგა იურმლაში მანანა ჯაფარიძეც, აზერბაიჯანული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც ქართული გვარ-სახელის გამო კინაღამ პრობლემები შეექმნა, მანამდე სანამ გაირკვა, რომ ის ბაქოს წარგზავნილი იყო! – მოდი და მერე თქვი კიდე, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშიაო!!!

07.06.2007 თამთა გოდუაძე არ თხოვდება

უცხოური ესტრადის კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი თამთა გოდუაძე უარყოფს ჭორებს საბერძნეთში მისი შესაძლო, ხელახალი დაქორწინების შესახებ და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე იმდენად დაკავებულია საქმით და თავისი ახალი დისკის პრომოთი, რომ არათუ ოჯახის, უბრალოდ სიყვარულისთვისაც ვერ იცლის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ გათხოვებას აღარ აპირებს. ”თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თამთა ამბობს, რომ: - რა თქმა უნდა ოჯახს შევქმნი, მაგრამ ახლა ისეთი დაკავებული და შეყვარებული ვარ ჩემს საქმეზე, რომ ამ ეტაპზე ოჯახის შექმნის არანაირი სურვილი არ მაქვს. თავს უსიყვარულოდაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, იმდენად დაკავებული ვარ, შევიყვარებ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა. უახლოეს მომავალში ჩვენი ჟურნალი თამთა გოდუაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

07.06.2007 ქართულ ხელისფლებაზე ვალერი მელაძეც ნაწყენია

ეს უკვე აღარაა იშვიათი გამონაკლისი, საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებულ საქართველოში მოღვაწე (ან ერთდროს მოღვაწე) მუსიკოსების სიას, რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავებიც დაემატა, რომელთა სიაც ვალერი მელაძეთი შეივსო. მომღერალი ნაწყენია რადგან საქართველოს ხელისუფლებას ერთხელაც არ დაუფიქსირებია რაიმე ნოტით, ან საელჩოდან გაგზავნილი უბრალო სიგელით, ან სატელეფონო ზარით ამ ადამიანებისადმი მადლიერება. არადა სამადლობელი კი აშკარად აქვთ სამშობლოდან გადახვეწილ რუსეთის ესტრადის ქართველ ვარსკვლავებს და როცა ხელისფლებაში ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მტრის მარკას აკერებენ, სჯობს ”მტრის ბანაკში” გადასხმული დესანტი არ დაევიწყებინათ და მას მოფერებოდა და ყურადღება გამოეჩინათ მათ მიმართ.

06.06.2007 ნინი შერმადინი გათხოვდა

მომღერალი ნინი შერმადინი საბერძნეთის საფეხბურთო კლუბ ”კალმარიაში” მოთამაშე ქართველ ფეხბურთელს, რუსთაველ 23 წლის ვაჟა ციცაგს გაჰყვა ცოლად. წყვილმა გაპარვით დაოჯახება არჩია, რადგან ნინის მშობლები მისი გათხოვების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან თვლიან, რომ ეს მომღერლის მუსიკალურ კარიაერაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა, თუმცა თავად ნინი ასე არა თვლის და არც მუსიკალურ კარიერაში გაჩერებას აპირებს და მითუმეტეს არც საერთოდ წასვლას ამ სფეროდან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვაჟაც ყველანაირად ეცდება მხარი დაუჭიროს მეუღლეს კარიერის განვითარებაში, ნინი შერმადინის მშობლებს და ძმას მოუწევთ მალე შეეგუონ ნინის გადაწყვეტილებას :)) თავად მომღერალმა გათხოვების შემდეგ უკვე რამდენიმე კონცერტში აქტიურად მიიღო მონაწილეობა, თანაც ისე, რომ მეუღლეს არათუ დაუშლია მისთვის იქ გამოსვლა, არამედ თამამადაც გაუშვია. აღსანიშნავია, რომ მომღერალი ფეხბურთელს მამუკა ონაშვილმა გააცნო საბერძნეთში, კერძოდ სალონიკში გასტროლების დროს.

5.06.2007 დიდი გასეირნება სამაჩაბლოში

გუშინ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვში ქართული ესტრადის თანამედროვე მომღერლების კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, გიგა კვენეტაძე, ამიკო, ოთიკო ანდრიაძე, ანა ჯაკი, თემო საჯაია, ქეთი ორჯონიკიძე, თამთა გოგუაძე, ქეთი გომართელი, თამთა ასათიანი და ბექა ლორია. თავდაპირველად კონცერტი ღია ცის ქვეშ სოფელ ქურთაში უნდა გამართულიყო, მაგრამ თავსხმა წვიმის გამო სოფელ ერედვის ახალგარემონტებულ კულტურის სახლში გადმოინაცვლა. ქართული ”მუსიკალური დესანტი” ცხინვალიდან 60 კილომეტრის დაშორებულ სოფელში ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” მუსიკალური ხელმძღვანელის, ნინო წიკლაურის მეთაურობით საღამოს 5 საათზე გადასხეს :)) კონცერტი კი 8 საათისთვის დაიწყო, რომელსაც ესწრებოდა ოსური მხარის ალტერნატიული მთავრობის წარმომადგენელი ურუზმან ქარქუსოვი. ამ უკანასკნელმა კონცერტის დასრულებისას კულისებში ყველა მომღერალს მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ ეს უკანასკნელი შეხვედრა არ იქნებოდა მათი მხრიდან დაგეგმილი, ჩვენი ჟურნალისტის სურვილზე – კარგი იქნებოდა მალე ცხინვალში გაგვემართა ერთი საერთო, დიდი გალა-კონცერტიო, ქარქუსოვმა – ”ეტა სკორა ბუდეტო”! – უპასუხა. კონცერტმა მხიარულ განწყობაზე ჩაიარა, მაგრამ რა განწყობაზე დააყენა კონცერტის მერე გაშვებულმა ფეირვერკმა ცხინვალში ედუარდ კოკოითი ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. (ვიდეო და ფოტორეპორტაჟები ერედვიდან იხილეთ შესაბამის განყოფილებებში).

5.06.2007 ხობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

მერცხლად გადაქცეული შავი ღამურა :))

პარლამენტარ და ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას მიერ ორგანიზებული ხობის, მე-3 საერთაშორისო, მეგრული სიმღერების, ფოლკლორის ფესტივალი დასრულდა. საერთო ჯამში 6 წლის წინათ საფუძველჩაყრილმა ღონისძიებამ წარმატებული გაგრძელება ჰპოვა და იმის გარდა, რომ სამი დღის მანძილზე ფესტივალს უამრავი მომღერალი და მოცეკვავე სტუმრობდა, იქ იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს პრეზიდენტიც მიშა სააკაშვილი, რომლის მეუღლემაც სხვათაშორის ხობში, ზურა სოტკილავას საიუბილეო კონცერტზე ფურორი მოახდინა, შეასრულა რა ამ უკანასკნელთან და ანსამბლ ”რუსთავთან” ერთად მეგრული ნანა. რეპორტაჟი ხობიდან, თავისი პლიუსებით, მინუსებით, კურიოზებითა და სასაცილო სიტუაციებით იხილეთ ”ინტერვიუების” რუბრიკაში.. (დააწკაპუნეთ აქვე და გადადით შესაბამის განყოფილებაში).

01.06.2007 მამუკა ონაშვილმა ღია კაფე გახსნა

როგორც ჩანს ქართული შოუ-ბიზნესის დეგრადაცია აქტიურ მომღერლებს ცხოვრების რაღაც ეტაპზე საკუთარი, სხვა ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგებს, თბილისში ბევრმა მათგანმა გახსნა საკუთარი პატარა კაფე-ბარი, კლუბი, (ნატო გელაშვილმა ვაკეში, დათო ფორჩხიძემ – ყაზბეგზე, ”საუნდმა” – ბახტრიონზე, ზურა დოიჯაშვილმა – ვერაზე და ა.შ.) მაგრამ სამწუხაროდ არცერთმა მათგანმა არ გაამართლა და ყველა დაიხურა. თუმცა მუსიკოს მამუკა ონაშვილისა დ მსახიობ მერაბ გეგეჭკორის წამოწყება ნოვატორულია, მათ თბილისში, ბარათაშვილზე, კონკასთან ღია კაფე გახსნეს და სტუმრებს სარამოს 11 საათიდან ეპატიჟებიან. პატარა კაფეს გახსნა კონცერტით აღნიშნეს მომღერლის ქართველმა მეგობრებმა. დღეს კი მამუკა ონაშვილს დაბადების დღე აქვს, ”ვარსკვლავები” მხნეობას და ჯანზე ყოფნა უსურვებს მუდამ ენერგიულ ”სიყვარულის ბუშტს”.

01.06.2007 ხობის ფესტივალი დაიწყო

”მეგრული სიმღერების ხობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი” დაიწყო. ღონისძიება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, იმდენად გრანდიოზულია, რომ იმ დროს სამეგრელოს ამ უმშვენიერეს კუთხეს ათასობით სტუმარი სტუმრობს. ბიზნესმენის და პარლამენტარის, გოდერძი ბუკიას მიერ ორგანიზებული ეს ფესტივალი აქტიური მეისტორიის როლსაც თამაშობს, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის შეგროვდა და მოიძებნა უამრავი მეგრული სიმღერა, წელს კი პირველად ჩატარდა ახალი მეგრული სიმღერების კონკურსი, რომლის წარდგენაც მოხდება ხობში. ფესტივალის უამრავ სტუმართა შორის იქნებიან ზურა სოტკილავა (რომელიც 3 ივნისს სოლო-კონცერტს გამართავს ხობის კულტურის სახლში), დათო ხუჯაძე, ირაკლი ფირცხალავა და სხვანი და სხვანი. ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” ექსკლუზიურ რეპორტაჟს მოგაწვდით ხობიდან, ფესტივალის დასრულებისთანავე.

31.05.2007 ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო კონცერტი

ოთხ და ხუთ ივნისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა „მეც გავხდი ჭაღარა“ და მასში ოთხი თაობის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. საიუბილეო კონცერტისთვის საგანგებოდ დაიწერა სიმღერა „ტიტების“ ახალი ვერსიაც და მას ის მომღერლები შეასრულებენ, რომლებიც „ტიტებს“ 18 წლის წინათ მღეროდნენ. ("იმედი")

31.05.2007 ნუგზარ ერგემლიძის გამოფენა

daackapunet da naxatebi ixilet aq ”ყველა თაობის საყვარელი მომღერლის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი, მუსიკოსი, მწერალი და მხატვარი ნუგზარ ერგემლიძე გუშინ თაყვანისმცემელთა წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგა. გალერეა ”ჰობში” ნუგზარ ერგემლიძის ნახატების გამოფენა გაიმართა, სადაც მუსიკოსის მიერ შესრულებული 50-ამდე ნამუშევარია წარმოდგენილი (გამოფენა 7 ივნისამდე გასტანს). პრეზენტაციაზე ბატონმა ნუგზარმა შეასრულა ახალი კომპოზიციაც, რომელმაც მხურვალე აპლოდისმენტები და მოწონება დაიმსახურა. ექსტრემალურ პირობებში შეასრუა თავისი სიმღერა ზურა მანაგაძემაც, რომელმაც ასევე ხმაურიანი ტაში დაიმსახურა. (ვიდეოსიუჟეტი იხილეთ რუბრიკაში ”ვიდეორგოლები”)(ნუგზარ ერგემლიძის რამდენიმე ნახატი იხილეთ სურათზე დაწკაპუნების შემდეგ).

31.05.2007 ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო

გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც მისი მეგობრები კოტე ყუბანეიშვილი და რატი ამაღლობელი უკეთებდნენ ორგანიზებას. კონცერტზე გარდა იმისა, რომ კითხულობდნენ მუსიკოსის ლექსებს და უსმენდნენ ”მეფეს” სიმღერებს, გაიმართა ირაკლი ჩარკვიანის მეუღლის ქეთათო ჩარკვიანის ახალი სინგლის პრეზენტაციაც. ”მეფეს” – ასე დაარქვა ქეთათომ თავის ახალ კომპოზიციას. საღამოზე ნაჩვენები იყო სტუდია ”მაესტროს” მიერ მომზადებული ფილმიც, რომელიც გადაცემა ”რეალურის” მიხედვით იყო აწყობილი. სავარაუდოდ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იმ სახლის არკასაც მოხატავენ, სადაც ბოლო დრომდე ცხოვრობდა ირაკლი ჩარკვიანი.

30.05.2007 მიშა სულუხია მილანში მიდის

ახალგაზრდა პერსპექტიული მომღერალი მიშა სულუხია მალე იტალიაში, მილანში კლასიკური რეპერტუარით წარსდგება მსმენელთა წინაშე. მისი საბუთები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან უკვე გადააგზავნეს მილანის კონსერვატორიაში. კულუარებში ჩვენთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ მომღერალი დუეტს წერს “მის-საქართველო” 2007-ში მონაწილე ერთ-ერთ კონკურსანტთან, რომლის სახელია ლელა (ფოტოზე), სავარაუდოდ აღნიშნულ დუეტზე მაღალბიუჯეტიან კლიპსაც გადაიღებენ, რომლის დაფინანსებასაც სავარაუდოდ კანადიდან მიიღებენ. როგორც გავიგეთ აღნიშნული პროეტის სიმღერა მალე სტუდიაში ჩაიწერება. აღსანიშნავია, რომ მიშა სულუხიას მომხიბვლელ ლელასთან მარტო საქმიანი ურთიერთობები არ უნდა აკავშირებდეს, ფაქტი ერთია, რომ სავარაუდოდ ერთ თვეში ახალ ლამაზ დუეტს და კლიპს ვიხილავთ ქართულ ბაზარზე.

30.05.2007 გელა ჩარკვიანის ინტერვიუ

“რა ავირჩიოთ, მეტი თავისუფლება და ამასთან ერთად მეტი საშიშროება, თუ ნაკლები თავისუფლება და ნაკლები საშიშროება” – ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევს გელა ჩარკვიანს. მაგრამ იცით თუ არა, რას ნიშნავს “ტემპოცენტრიზმი?” თუ არ იცით და არც სავარაუდო პასუხი გაქვთ, დიდხანს ფიქრით თავს ნუ მოიკლავთ, - ეს სიტყვა ბატონი გელას შექმნილია, “ეთნოცენტრიზმის” მოდელის მიხედვით. ჩვენი სტუმარია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ბატონი გელა ჩარკვიანი, კაცი რომელიც ყველა თაობის მისაბაძ მაგალითად ითვლება. დააწკაპუნეთ და გადადით “ინტერვიუების” განყოფილებაში

29.05.2007 ა.შ.შ-ში ახალი ქართული კონცერტი მზადდება

24 ივნისს, საღამოს 8 საათზე, New York,BROOKLYN-ზე ღამის კლუბი ADAM'S ცნობილი ქართველი დიჯეები, მომღერლები და მოცეკვავეები. თანამედროვე მუსიკის საღამოს ატარებენ. DJ.Avidil, DJ. D, DJ.White. White Snake (თეთრი ღამე), სოსო თოლორაია, ამერიკიდან ცნობილი დიჯეები: DJ. NICK, MC სტივენ და სხვები. ეს აქცია საპროდიუსერიო ცენტრ GELANY USA მეორე ნაბიჯი, მეორე შოუ, მეორე საღამო, განსხვავებით პირველისგან ეს საღამო იქნება თანამედროვე მუსიკის პროპაგანდისთვის. როგორც საპროდიუსერო ცენტრის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა ჩვენს ჟურნალისტს განუცხადა შემდეგი საღამოები შესაძლოა სხვადასხვა შტატებში გაკეთდეს და მეტიც - სხვა ქვეყნებშიც. დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ საიტზე www.gelanyusa.com. ამ საღამოს გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენი კულტურა გაგვაჩნია არამედ თანამედროვე მუსიკაც. ეს დიჯეები რომლებიც გამოდიან ამ საღამოზე არიან ძალიან პოპულარულები ამერიკის სხვადასხვა შტატებში და ქალაქებში. ალბათ ბევრ ქართველს საქართველოში ეს სახელები გაუგია, მაგრამ არ იციან რომ ქართველები არიან. მესამე ნაბჯი საპროდიუსერო ცენტრის კი იქნება გრანდიოზული ქართული შოუ, ამერიკის ისტორიაში პირველად, რაზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა – განაცხადა ნიკამ ჩვენთან საუბარში. დაგეგმილ ღონისძიებას ამერიკიდან ჩვენი საიტი მოგვიანებით გაგაცნობთ.

28.05.2007 არა, ძალადობას! არა, ტრეფიქინგს!

როგორც ჩვენი ჟურნალისტებისთვის კულუარებიდან გახდა ცნობილი, ივნისის თვის მეორე ნახევარში, პრომოუტერი ბესო ჩუბინიძე, რიყეზე კვლავ გრანდიოზული აქციის ჩატარებას გეგმავს, რომელიც ამჯერად მიმართული იქნება ტრეფიკინგისა და ახალგაზრდობაში მასობრივად გავრცელებული ძალადობის საწინააღმდეგოდ, სლოგანით – არა, ძალადობას! Aრა, ტრეფიქინგს! როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი - აქცია მუსიკალური იქნება და სოციალურ ხასიათს ატარებს, მასში საზოგადოების ცნობილი სახეები, ქართული ესტრადის ყველა თაობის ვარსკვლავები და საეკლესიო პირები მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია რიყის ტერიტორიაზე ცივი იარაღის განადგურების სახალხო ჩვენება. ორგანიზატორი ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ ახმაურებს და როგორც ჩანს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. ”ვარსკვლავები” რამდენიმე დღეში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, ამ დროული სოციალური ღონისძიების შესახებ.

28.05.2007 აჩი ფურცელაძეს ცოლი მოყავს

მუსიკოსი, პოპულარული რადიო დი ჯეი და კონფერანსიე, ცოტახნის წინ თბილისში დაბრუნდა და აქ გარკვეული დროით დარჩა, თუმცა მალევე აპირებს გამგზავრებას უკან მოსკოვში. აჩი ფურცელაძემ პარალელურად უკვე მოასწრო პეროვსკაიას ქუჩაზე ღამის კლუბში კონცერტის ჩატარება. შეგახსენებთ, რომ მომღერალი მოსკოვის რამდენიმე კლუბში მუშაობს. ტელეწამყვან თამუნა მუსერიძესთან განშორების შემდეგ აჩი ფურცელაძის პირად ცხოვრებაშიც როგორც ჩანს დადებითი ცვლილებებია, მომღერალს მალე ცოლი მოჰყავს, მასზე ასაკით უფროსი ქალბატონი, სახელად ელენე, რომელზეც ამბობს, რომ ელენე ბედისწერამ შეახვედრა და 26 მაისს ერთი წელი შესრულდა მათი ერთად ყოფნიდან. კონკრეტულად როდის მოხდება ქორწინების ცერემონია აჩი არ აკონკრეტებს.

27.05.2007 კუტუნიომ ხალხი ააჟრიამულა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, როგორც ვიუწყებოდით თბილისს ცნობილი იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ესტუმრა. საქართველოს მთავრობამ 65 წლის ცნობილ მოხუცს ანდო ქართველებისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა და მანაც შესანიშნავად გაართვა თავი ამ საქმეს. თუმცა თავსხმა წვიმის დაწყებამდე, კუტუნიომ თავის ყველა ჰიტის შესრულებაც მოასწრო, სიურპრიზიც გაუკეთა ხალხს – ”სულიკო” იმღერა ქართულად და 20.000-ამდე შეკრებილ მსმენელს, თავზე თავხედურად სიგარეტიც დააბოლა და თითქოს არც არაფერიო ისე სცემდა ბოლთას სცენაზე ანთებული სიგარეტით ხელში. მოკლედ რაც შესთავაზეს თბილისელებს იმ დღეს, ის მიიღეს და იმაზე იხალისეს, მაგრამ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა დღევანდელ საინფორმაციოებში თბილისის კულტურის სამსახურების ჩინოვნიკების განცხადებები, რომ ის რაც ტოტო კუტუნიომ მოახერხა - ვერცერთი სხვა ვარსკვლავი ვერ მოახერხებდაო! კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ალბათ ამ ადამიანებს არ უნახავთ ჭეშმარიტი ქართველის – ნაღდი თბილისელის, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი მოამაგის, სოსო პავლიაშვილის მიერ ჩატარებული კონცერტები რიყეზე, იპოდრომზე და სპორტის სასახლეში. თუმცა არც იმის დანახვა არ შეიძლება, რომ კუტუნიომ მართლა მელანქოლიურად გადააჯაჭვა გუშინ ხალხი ერთმანეთს, მაგრამ რა შუაში იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და კუტუნიო, ვერავინ გაიგო!

26.05.2007 გურამ შარაძის უკანასკნელი ინტერვიუ

20 მაისს თბილისის ცენტრში აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს, რამდენიმე დღით ადრე ჩვენი ჟურნალის კორესპონდენტს ინგა ჩაგელიშვილს ბატონმა გურამმა უკანასკნელი ინტერვიუ მისცა. ცხადია ეს ინტერვიუ არ შეეხება იმ თემებს, რისი გულისთვისაც შეიძლებოდა მას ასე სასტიკად გასწორებოდნენ (მართმადიდებლური ეკლესიის დაცვა, ხმალამოღებული ბრძოლა უკანონობისა და ქვეყანაში გამეფებული სისასტიკის მიმართ), რადგან "ვარსკვლავები" სულ სხვა ფორმატის ინტერვიუებს გთავაზობთ, მაგრამ აქაც კი დაინახავთ ბატონი გურამის წუხილს და გულისტკენას. მაშ ასე, "ვარსკვლავები" შურამ შარაძის უკანასკნელ ინტერვიუს წარმოგიდგენთ, რომელიც მკვლელობამზე რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა. დააწკაპუნეთ აქვე და გადადით "ინტერვიუების" განყოფილებაში

25.05.2007 ტოტო კუტუნიო თბილისელებს უმღერებს

როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ქართული შოუ-ბიზნესის მიზანმიმართულ ჩაწიხვლას და ამჯერად თბილისელებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელ მომღერალს ტოტო კუტუნიოს სოლო კონცერტით წარუდგენს. ჯერ უცნობია რა თანხა გადაუხადეს საქართველოშიც, ერთ-დროს პოპულარულ ამ მომღერალს, მაგარამ სავარაუდოდ როგორც კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია ეს შოუ 100.000 ლარამდე უნდა დამჯდარიყო. მათემატიკის დიდად მცოდნეობა არაა საჭირო იმისათვის, რომ გადაიანგარიშო და ეს თანხა რამდენიმე ღირსეულ ქართველ ვარსკვლავზე გადაანაწილო და კუტუნიო ბიჭის მაგივრად სცენაზე, ვთქვათ ქართველების წინაშე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – სოსო პავლიაშვილი, ან თემურ წიკლაური, თუნდაც მერაბ სეფაშვილი წარედგინათ, ან შეეყარათ მთელი ქართული ნაშოუ-ბიზნესარი და ნავარსკვლავები ხალხი და ერთი დღე მაინც მოეხსნათ მათთვის სცენის მონატრებისა და ნოსტალგიის სურვილი. ასეა თუ ისეა, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედნიდან – კუტუნიო ბიჭი (მეტსახელად ”ლაშან დე მიკანდარე”) მოგვილოცავს!

24.05.2007 ”ზუმბამ” არტ-გენი დაიწყო

ჯგუფ ”ზუმბას” პოპულარულმა ხელმღვანელმა, მუსიკოსმა ზაზა კორინთელმა ფესტივალ ”არტ-გენის” მორიგი აქცია უკვე დაიწყო და წარმატებით აგრძელებს, მხოლოდ ამჯერად არა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზემში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფელ-სოფელ, კარდაკარ, ეზო-ეზო, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების გასაკვირვებლად და ქართული ეთნოგრაფიით თავმოსაწონებლად ზაზა კორინთელს მერიის კულტურის სამმართველომ 20.000 ლარი გამოუყო. ფესტივალის ფარგლებში წელს გამოვლინდება ნომინაციებიც, მაგალითად ყველაზე უხუცესი შემსრულებელი, ყველაზე მაგარი ოსტატი, ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუმბა (ზაზა კორინთელი) ცოტახნის წინ თავის პოლონელ მეუღლეს გაშორდა და ცოლად მსახიობი ნინო აგლაძე მოიყვანა, ქორწილი ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად მან ერთი თვის წინ გადაიხადა.

24.05.2007 ანრი ჯოხაძის პირველი ”მარცხი”

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” აქტიურად უჭერდა მხარს წელს იურმალაში, ფესტივალ ”ახალ ტალღაზე” ანრი ჯოხაძეს, გუშინდელ შესარჩევ კონკურსში ის ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. პარალელურად თავიდანვე ვაფიქსირებდით, რომ ჩვენი აზრით ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებული 1989 წელს სოსო პავლიაშვილის მიერ, ამავე ფესტივალზე ნამღერი ”თავისუფლება” მომღერალს არ უნდა შეესრულებინა და არ უნდა ემღერა, რადგან სოსოს შემდეგ ”თავისუფლების” გატანა იგივე კონკურსზე არამომგებიანი იქნებოდა. სამწუხაროდ ეს ანრის პირველი ”მარცხია” საზღვარგარეთულ ფესტივალზე, მაგრამ რეალურად ის მაინც, ერთ-ერთ ძლიერ მომღერლად რჩება ჩვენს ქვეყანაში. ”ახალ ტალღაზე” ვერც ტელეკომპანია ”იმედის” ფავორიტი ნოდარ ტატიშვილი ვერ გავიდა, ყველასდამოულოდნელად იქ რეპერმა ემკეიმ მოიპოვა შემდეგ ტურში გასვლის უფლება.

24.05.2007 ლაიმა ვაიკულე თბილისს ეწვევა

7 ივნისს, საქართველოში ათწლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი მომღერალი ლაიმა ვაიკულე ჩამოდის, პროექტის ორგანიზებას პროდუსერი ნატო დუმბაძე აკეთებს, კონცერტი კი ახლადგახსნილ ფეშენებელურ კლუბ ”ტრიუმფში” გაიმართება. როგორც ნატო დუმბაძე აცხადებს ახლადგახსნილ კლუბში ყველა პირობაა, რომ მაღალი დონის მომღერლები ჩამოიყვანონ და ხარისხიანი კონცერტებიც გააკეთონ. ”უმა თურმანის” თბილისში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ნატო დუმბაძემ ყველანაირი ჭორები გაფანტა და დაადასტურა, რომ – მათი მხრიდან საქართველოსადმი აგდებული დამოკიდებულების გამო, უარს ამბობს თბილისში ”უმა თურმანის” ჩამოყვანაზე, რომლებმაც ასტრონომიული ჰონორარი მოითხოვა და განაცხადა – თუ გინდათ გადაიხადეთ და ჩამოვალთ რა პრობლემააო?! მოკლედ 7 ივნისს ”ტრიუმფში” ლაიმა ვაიკულე გვსტუმრობს.

22.05.2007 01, 022 და 03 საზრიანობაში გაეჯიბრნენ

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამი საგანგებო სამსახურის მხიარულთა და საზრიანთა გუნდები გაეჯიბრნენ ერთმანეთს, სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა სცენაზე ხალისობის ცეცხლი დაანთეს და სიცილს გადაჩვეული მაყურებელი გაამხიარულეს. გუნდებმა ყველა პირობა და წესი შეასრულეს რაც ე.წ. ”კავეენური” ფორმატითაა გათვალისწინებული, ერთადერთი შედეგი არ იყო ფორმატში ჩამჯდარი, რადგან სამივე სასმახურმა თანაბარი 124 ქულა დააგროვა ფინალში, რაც თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, რადგან ამ სამ სამსახურს შორის თანასწორობა დაფიქსირებულიყო. ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ საგანგებო, სახანძრო სამსახურის მოთამაშეთა გუნდი ყველაზე უკეთესად იყვნენ მომზადებულნი, მერე სასწრაფო სამსახური და მხოლოდ ბოლოს საპატრულო სამსახური. აღნიშნული კონცერტი წელს უკვე მეორედ გაიმართა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და უკვე ტრადიციის სახით ჩამოყალიბდა.

21.05.2007 ნუგზარ ერგემლიძის პერსონალური გამოფენა

daackapunet da naxatebi ixilet aq ნუგზარ ერგემლიძის სახელი პირველ რიგში ასოცირდება იმ სიმღერებთან, რომლებიც დარჩა ქართველი მელომანების მეხსიერებაში 80-იანი წლების საუკეთესო ჰიტებად, თავისი ლირიკით, მელოდიურობით და ტექსტების მრავალფეროვნებით. ვფიქრობ, ცოტა თუ მიძებნება ჩვენს საზოგადოებაში პიროვნება, რომელიც პოპულარობის კვარცხლბეკზე დგომის ხანგრძლივობით გაუტოლდება ნუგზარ ერგემლიძეს, ამის მიზეზი კი მისი მრავალმხრივი ნიჭი გახლავთ. ნუგზარ ერგემლიძეს დამთავრებული აქვს, თბილისის სამხატვრო აკადემია და ცოტა უხერხულადაც მეჩვენება, რომ მხოლოდ მეგობრების წრეს აქვს საშუალება ნახოს მისი ფერწერული ნამუშევრები და გაავლოს პარალელები მის სიმღერებს, ლექსებსა და ნახატებს შორის, სადაც უდავოდ იგრძნობა - ბგერების, სიტყვების და ფერების მშვენიერი ჰარმონია. საქართველოს მხატვართა კავშირმა გადაწყვიტა აღადგინოს "კულტურული სამართლიანობა" და 20 წლის შემდეგ მოაწყოს ნუგზარ ერგემლიძის ფერწერული ნამუშევრების "არაჩვეულებრივი გამოფენა" გამოფენა "სამი მუზის მსახური" მხატვარი, პოეტი და კომპოზიტორი ამჯერადაც სასიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს საზოგადოებას. 30 მაისს 17 საათზე გალერეა "ჰობი" (ჭანტურიას ქ. 8) გიწვევთ ნუგზარ ერგემლიძის პერსონალური გამოფენის გახსნაზე. პროექტის მენეჯერი - სოსო აბზიანიძე. (დააწკაპუნეთ სურათზე და იხილეთ ბ-ნი ნუგზარის რამდენიმე ნახატი)

20.05.2007 თამთა გოდუაძე თხოვდება?

ათენიდან (საბერძნეთი) თბილისამდე დაუდასტურებელმა ინფორმაციამ ჩამოაღწია, რომ წარმატებული ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე თხოვდება და საბერძნეთში მცხოვრებ არანაკლებ პოპულარულ კომპოზიტორსა და მომღერალს გრიგორიას მიჰყვება ცოლად. როგორც იცით თამთა საქართველოში 15 წლის გათხოვდა, მალევე დაენგრა ოჯახი, მაგრამ მას ყველაზე დიდი სიმდიდრე 12 წლის შვილი ჰყავს და დიდიხანია ათენში ცხოვრობს, სადაც კარიერა საკუთარი შრომის, ნიჭისა და სილამაზის წყალობით აიწყო. ამჯერად სამი ახალი კლიპის გადაღებაზე მუშაობს და პარალელურ რეჟიმში ახალ სიმღერებსაც წერს. მოგეხსენებათ თამთა შეიძლებოდა ყოფილიყო “ევროვიზიის” მონაწილე კიდევ ერთი ქართველი (სოფო ხალვაშთან ერთად) საბერძნეთის სახელით, მაგრამ მკითხველს ახსოვს, რომ ბერძნებმა საბოლოოდ არჩევანი მაინც სხვაზე შეაჩერეს (და ეს მარტივი გაყალბების საშუალებით მოახერხეს, რადგან თამთა შესარჩევი კონკურსის უდაო ლიდერი იყო). “ვარსკვლავები” კვლავ (!) ეცდება ჩაწეროს ახალი, ვრცელი ინტერვიუ მომღერალთან და ის უახლოეს მომავალში “ინტერვიუების” განყოფილებაში წარმოგიდგინოთ!

19.05.2007 "პლეიბოი" საქართველოშია

ორი დღეა საქართველოში ჟურნალ "პლეიბოის" ქართული ვერსია გამოჩნდა. ეროტიკული პრესით გაჯერებულ საქართველოში (სადაც უკვე კარგა ხანია გამოდის ქართული ეროტიკული ჟურნალები "მაქსი" "მატრიცა" "სექსტაზი") ეს უნიკალური ბრენდი შეეცდება თავისი ადგილი დაიკაოს. ფაქტია, რომ საქართველოში კარგა ხანია არსებობს ქართველი გოგონების გაშიშვლების და მათი ფოტოების გამოქვეყნებსი პრეცენდენტი, მაგრამ "პლეიბოი" სულ სხვაა, ეს არის ეროტიკული გამოცემა, სადაც ნორმის ფარგლებში, უფრო დახვეწილ ფორმებში და უფრო პოზიტიურად უდგებიან ამ საკითხს და უფრო კლასიკურად აშუქებენ ყველაფერს, შესაძლოა უბრალო მოკვდავთათვის ნაკლებად გასაგებ ენაზე, მაგრამ მაინც. მოკლედ რამდენად გაუწევს კონკურენციას ქართულენოვანი ბრენდი "პლეიბოი" საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ ეროტიკულ (არანაკლები ხარისხის) გამოცემებს - "მაქსს" მატრიცას" "სექსტაზს" ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

19.05.2007 თბილისში მოსწავლეებისთვის ახალი კინოფესტივალი გაიხსნა

„გზა შინისაკენ" ასე ჰქვია ფესტივალს, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის შემეცნებით-დოკუმენტური და მხატვრული ფილმები იქნება ნაჩვენები. ორგანიზატორებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ფესტივალის მეშვეობით ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებზე, ისტორიულ ძეგლებსა და საზოგადო მოღვაწეებზე დოკუმენტურ მასალებს გაეცნობიან. დღეს კინოთეატრ „ახმეტელში" ნაჩვენები იქნება რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი „ნაძარცვის კვალდაკვალ". ფესტივალის ორგანიზატორები კინო-თეატრები „რუსთაველი" და „ახმეტელი", ასევე ინდსაწარმო „აკაკი წერეთელი" არიან.

18.05.2007 26 მაისს თბილისში ყვავილების ფესტივალი გაიმართება

„ვარდობისთვე თბილისში" -ასე ეწოდება ყვავილების ფესტივალს, რომელიც 26 მაისს შარდენზე გაიმართება. დილიდან შარდენსა და ბამბის რიგში, ასევე ერეკლე მეორეს მოედანზე ნებისმიერ მსურველს ყვავილების გამოფენა-გაყიდვაზე დასწრება შეეძლება. საღამოს კი, შარდენის ქუჩა გადაიკეტება და „ყვავილების წვეულება" დაიწყება. ღონისძიებაში დიზაინერები, ავთო ცქვიტინიძე, იკა ბობოხიძე, ჯაბა დიასამიძე და თამუნა ინგოროყვა მონაწილეობენ. მოდელები გვირგვინებით გაფორმებული საქორწინო კაბების კოლექციას წარმოადგენენ.

16.05.2007 რომა რცხილაძე - რომა გრაბი გახდა

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, მუსიკოსმა რომა რცხილაძემ ცოტა ხნის წინ ვაკის თეატრალური სარდაფის სცენაზე თავისი სოლო-კონცერტი ცოცხალი ბენდის თანხლებით გამართა და ახალ სიმღერებთან ერთად თავისი ახალი სახელი – რომა გრაბის პრეზენტაციაც მოაწყო და ეს იმით ახსნა, რომ უცხოეთში მისი გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირთ, თანაც გრაბი – სლოვაკურ ენაზე რცხილას ნატვრის ხეს ნიშნავს და მომღერალი როგორაა დაკავშირებული “ნატვრის ხესთან” ეს ახალი ხილი არაა. 1971 წელს დაწერილი უკვდავი ჰიტი – “ნატვრის ხე” დღესაც ცოცხალია. რომა კმაყოფილია, რომ დარბაზში ძირითადად თინეიჯერები იყვნენ, რომლებიც აქტიურად გამოხატავდნენ მომღერლის სიმღერების მოწონებას.

16.05.2007 კიდევ ერთი – ამჯერად “შვიდეული”

თბილისში კიდევ ერთი საპროდიუსერო კომპანია გაიხსნა, რომის ხელმძღვანელიც და შემქმნელიც ჟურნალისტი გია გუმბერიძეა, ერთდროს პოპულარული გადაცემა “შვიდეულის” ავტორი და წამყვანი. რესტორან “მონოპოლში” გამართულ კომპანია “შვიდეულის” პრეზენტაციაზე ქართული ქალაქური სიმღერის “გრანდები” შეიკრიბნენ, და საკუთარი რეპერტუარით მიესალმნენ გია გუმბერიძეს. ორგანიზაციის ეგიდით გადაწყვეტილია ყოველ წელს შემოდგომით გაიმართოს ქალაქური სიმღერების ფესტივალი “თბილისობის” დღესასწაულის წინა კვირას. მოკლედ “შვიდეული” ეცდება ქალაქური სიმღერების ფონზე დაუბრუნოს ქართულ ესტრადას მსმენელი და იმედია ეს წარმატებით გამოვა, რაშიც ყველას, ჩვენის მხრივ დახმარებას ვპირდებით, ვისაც ამის მცდელობა მაინც ექნება.

15.05.2007 “მეგა-2007”-ს კომიტეტმა მუშაობა დაიწყო

საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგა”-ს ცერემონიალის საორგანიზაციო კომიტეტმა პირველი შეკრება ჩაატარა და უკვე ტრადიციული ცერემონიალის მე-8 ღონისძიების ჩატარებაზე იმსჯელა, საუბარი იყო იმაზეც რომ “მეგას” ცერემონიალი წელს არ გამართულიყო, არგუმენტად კი ნომინაციებში ნომინანტთა უბრალოდ არ არსებობა ფიქსირდებოდა, ამ აზრის კატეგორიული წინაღმდეგი გამოვიდა “მეგას” დამფუძნებელი და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი - ბესიკ ჩუბინიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სანამ საქართველოში 10 კაცი მაინც აკეთებს საქმეს, ამ ათ კაცს როგორც შეგვიძლია ნამუშევარი უნდა დავუფასოთო! აღსანიშნავია, რომ 8 წლიანი არსებობის მანძილზე, სახელმწიფოსაგან ცერემონიალს არასოდეს დახმარება არ გაწევია, არც კულტურის სამინისტროს, არც კულტურის სამმართველოს და არცერთ სახელმწიფო ორგანიზაციას რომელსაც ქართული კულტურის (საესტრადო დარგის მათ შორის) განვითარება ევალება ათასგზის მიმართვის მიუხედავად ყური არ შეუბერტყავს “მეგას” ტრადციის გასამყარებლად. როგორც ჩანს საორგანიზაციო კომიტეტს ეს უფრო მეტ სტიმულს მატებს და როგორც კულუარულად ჩვენთვის ცნობილი გახდა - სავარაუდოდ “მეგა-2007” წელს შესაძლოა რიყეზე, უფასო დიდი მუსიკალური აქციის ფორმატით გაიმართოს. ორგანიზატორები ჯერ-ჯერობით პრესასთან განცხადებებს არ აკეთებენ, მხოლდო ის გახდა ცნობილი რომ წელს პირველად ხალხთან ერთად ცერემონიალის ნომინანტებს და გამარჯვებულებს ღიად (!) ჟიურის ცნობილი ადამაინებიც აირჩევენ! ოდნავ მოგვიანებით კი ჩვენი საიტის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება “მეგა-2007”-ს ნომინანტთა არჩევანი ჩვენს საიტზე გააკეთონ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალი ერთადერთია იმ 8-9 დაჯილოებაის ცერემონიალს შორის რომელმაც დროს გაუძლო და რომლის მთავარი ჯილდოს “მეგას” ხალხის პრიზის მისაღებად ქართველი ვარსკვლავები არაფერს (!) არ იშურებდნენ ბოლო 8 წლის მანძილზე.

14.05.2007 ნინი ბადურაშვილის ახალი ვიდეო

მიუხედავად მდორედ მოლასლასე ქართული შოუ-ბიზნესისა “ვიღაცეები” მაინც ატიურად მუშაობენ და არ ეპუებიან იმას, რომ ქართული შოუ-ბიზნესი ზემოდან ჩაიწიხლა. გმირ ვარსკვლავთა სიაშია მომხიბვლელი ნინი ბადურაშვილიც, რომელმაც ცოტახნის წინ მის მიერვე დაწერილ სიმღერაზე “სანო” სტუდიაში ახალი ნამუშევარი ჩაწერა, მანანა გურგენიძის ტექსტზე, ხოლო ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება კვლავ რეჟისორ ლაშა ცერიაშვილს მიანდო, ამ უკანსკნელმა კი ნინის ახალი ვიდეო შავ-თეთრ ფერებში გადაწყვიტა და გადაღებებიც ფაქტიურად მორჩა. იმედია ახალ ქართულ მწირ ვიდორგოლებს, საინტერესო ნამუშევარი შეემატება.

14.05.2007 ჯო კოკერი თბილისში ჩამოდის

კომპანია “ისთერ პრომოუშენი” მე-11 ჯაზ-ფესტივალს იწყებს და ამჯერად 20 ივნიის თბილისელებს როკ-ლეგენდის ჯო კოკერის კონცერტს წარმოუდგენს, რომელიც თავისი ახალი ალბომით “ჰიმნ ფორ მაი სოულ” წარსდგება ქართველების წინაშე. “კოკა-კოლას ჯაზ-ფესტივალის” ფარგლებში თბილისს ეწვევიან ელ მაკქეი და მისი ბრენდიც, ჯგუფი “რეიუნიონი” და ჯო დეფრანჩესკოს ტრიო, 5-28 ივნისამდე ქართველ მელომანებს დიდი დღესასწაული შარდენის ქუჩაზე გამართულ ჯაზ-კონცერტებზეც ელით.

14.05.2007 ქართველი მსახიობები ”მომავლის გზისთვის”

ქართული სამსახიობო ელიტის წარმომადგენლების მიერ დაფუძნებულმა ახალმა ქველმოქმედთა სახლმა ”მომავლის გზა” სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად კონკრეტული აქციების მოწყობა დაიწყო, სოციალური დახმარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 205 ოჯახისთვის, დაიწყო სპეციალური მიმართვების დაგზავნა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებში, აღნიშნული ოჯახების დახმარების მოწოდებით. ”მომავლის გზის” დამფუძნებლები გურანდა გაბუნია, ნინელი ჭანკვეტაძე, გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მურმან ჯინორია, გურამ საღარაძე, დოდო ჭიჭინაძე, მარინა ჯანაშია, მედეა ჩახავა, ცუცა კაპანაძე და სხვანი და სხვანი ყველას მოუწოდებენ ერთი ოჯახის დახმარების მინიმალურ 20 ლარიან აქციაში მიიღონ მონაწილეობა და ხელი გაუწოდონ მრავალშვილიან ოჯახებს, ინვალიდ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს. საქველმოქმედო ანგარიშის ნომერია ”თი ბი სი” ბანკი, ა/ა 360 800 426 კოდი 220 101 850. ორგანიზაციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელ/ფაქსი 38-06-84

12.05.2007 „ევროვიზიის" ფინალში სოფო ხალვაში მე-12 ადგილს დასჯერდა

„ევროვიზიის" ფინალში სოფო ხალვაში მე-12 ადგილს დასჯერდა. ჰელსინკიში ჰარტვოლის არენაზე ქართველი მომღერალი წუხელ მაყურებლის წინაშე მეთერთმეტე ნომრით წარსდგა. კონკურსის გამარჯვებული სერბი მარია შერიფოვიჩი გახდა, მეორე ადგილზე უკრაინელი ვერკა სერდიუჩკა, მესამეზე კი რუსული ჯგუფი სერებრა გავიდა. საქართველოს ყველაზე მეტი ხმა ლიტვამ, უკრაინამ, რუსეთმა და ფინეთმა მისცა. მომავალ წელს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს კონკურსში ჩართვა კვლავ ნახევარფინალიდან მოუწევს.

12.05.2007 მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი „სესილი" ხვალ მეშვიდედ აიღებს სტარტს

ახალგაზრდული საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი „სესილი" ხვალ მეშვიდედ აიღებს სტარტს. ფესტივალი ერთ კვირას გასტანს და მასში საქართველოს გარდა, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ხვალვე, თემურ ფალავანდიშვილის მხატვრულ ფილმ „ჩამავალ მზეს" აჩვენებენ. ფესტივალი, რომელიც 21 მაისს მთავარი პრიზის „სესილის" გადაცემით დაიხურება, საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ექსპერიმენტალურ ფილმს გამოავლენს.

12.05.2007 საქართველოს წარმატებული დებიუტი ევროვიზიაზე

ქართველი მომღერალი სოფო ხალვაში ევროვიზიის ფინალშია. ხალვაშის გარდა, ევროპელი მაყურებლის წინაშე კიდევ ოცადასამი ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. გუშინ, გვიან ღამემდე ევროვიზიის ნახევარფინალში სოფო ხალვაშის გამოსვლას რესპუბლიკის მოედნაზე უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. მოედანზე სპეციალური პლაზმური ეკრანი იყო დამონტაჟებული. ევროვიზიის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით 10 მაისს, 23.00 საათზე დაიწყო. ჰარტვოლის არენაზე სოფო ხალვაში მაყურებლის წინაშე, სიმღერით Vისიონარყ Dრეამ - მეექვსე წარდგა. მასთან ერთად სპეციალურად ამ სიმღერისთვის შექმნილი ნომრით სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლებმა იცეკვეს. ევროვიზია – 2007-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება. სოფო ხალვაში ფინალში მეთერთმეტე მონაწილეა. გამარჯვებული ქვეყანა 2008 წლის ევროვიზიის სიმღერების კონკურსს უმანსპინძლებს

12.05.2007 ქეთი ორჯონიკიძე ინგლისიდან დაბრუნდა

ქეთი სულ რაღაც ერთი კვირაა ინგლისიდან დაბრუნდა. მან საქართველოს სახელი წარადგინდა Harrogare international music festival–ზე ეს ფესტივალი წელს 35 – ჯერ ჩატარდა. კონკურსი ერთი კვეირის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქ “ჰაროგეიტში”,ლონდონში. პარკში, თეატრში და რამოდენიმე კლუბში. ფესტივალში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებდა და წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხელოვნების დარგები. სიმღერა, ცეკვა, ორკესტრი, გუნდი, მიუზიკლი, მოდერნ ბალეტი და სხვა. ასევე ჩატარდა აღლუმი სადაც ყველა ქვეყანამ ნაციონალური ტანსაცმელი წარმოადგინა. ქართულმა სამოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა ლონდონში. ქეთის ნაციონალური კაბა, თეა აგლაძის სალონში, ლევან კერესელიძის დიზაინით შეიკერა. როგორც ქეთის მენეჯერმა, მარიკა აროშიძემ განაცხადა, ქეთიმ რამოდენიმე მოწვევა მიიღო, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ლონდონში ერთ კვირიანი ვიზიტი და დაფინანსებული კონცერტები კლუბში და კვიპროსში კერძოდ “ნიქოზიაში” ორკესტრათან ერთად ცოცხალი კონცერტი.

12.05.2007 თიკა ფაცაცია ტელეწამყვანი გახდა

ჯერ მოდელი, მერე მომღერალი და დღეს ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია თავს ახალ ამპლუაში შესანიშნავად გრძნობს და ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ახალ გადაცემას ”ჰიპოკრატეს რეცეპტი” უძღვება. კლასიკურ იმიჯს მორგებული ტელეწამყვანი ბედს არ უჩივის და ამბობს, რომ წამყვანობა არ ნიშნავს, რომ ან სიმღერას ანებებს თავს, ან მოდელობას, ორივე საქმეში ახალი პროექტებისთვის ემზადება. თიკა ფაცაცია სტუდიაში უკვე წერს ერთ ახალ სიმღერას, რომელიც ჟანრობრივად სრულად განსხვავდება მომღერლის ძველი რეპერტუარისგან და დიდი იმედი აქვს, რომ ის გაჰიტდება.

11.05.2007 ”ქართული სული” დამთავრდა

ქართული ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი ”ქართული სული” დამთავრდა. 4 გრანდიოზული კონცერტი, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ერთი-მეორეზე დიდი წარმატებით ჩატარდა. ფესტივალს ”ერისიონმა” მისცა სტარტი, შემდეგ ”სუხიშვილები” ”რუსთავი” და ყველაფერი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით გამართული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდა ყველაფერი იმდენად ლამაზი, იმდენად კარგი და ხარისხიანი იყო, რომ მაყურებელი ყველა კონცერტის ბოლოს აპლოდისმენტებს ფეხზე დამდგარი დიდხანს უკრავდა მონაწილეებს, ერთადერთი რაც თვალში ცუდად ხვდებოდა, ეს დარბაზში დამსწრეთა სიმცირე აღმოჩნდა (რასაც რამდენიმე ობიექტური ახსნა შეიძლება მოეძებნოს). კომპანია ”არტ-რუსთავის” მიერ ორგანიზებულმა ფესტივალმა მაყურებელი კმაყოფილი დატოვა, კმაყოფილი იყო საორგანიზაციო კომიტეტიც, რომელმაც მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკვე დაიწყო მზადება, ახალი ”ქართული სულის” ასამღერებლად.

11.05.2007 უცნობი ”ნაცნობ რადიოს” ხსნის

პოპულარული მსახიობი და მომღერალი გია გაჩეჩილაძე კარგა ხანია მასმედიას არ სწყალობს, აღარც მასობრივ ღონისძიებებში ღებულობს მონაწილეობას და აღარც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩანს ხშირად. თუმცა აქტიურად აგრძელებს საკუთარი რადიოს, რადიო ”უცნობისთვის” მუშაობას. ცოტა ხნის წინ რადიომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და გაფართოვდა, გამართლდა სავარაუდო წინასწარმეტყველებაც, რომ უცნობი ახალ რადიოს ხსნიდა, სიხშირის აღების შემდეგ ეთერში გავა ”ნაცნობი რადიო”. დაგვეთანხმეთ ფრიად ორიგინალური სახელია რადიოსთვის, რაც ჯერ-ჯერობითაა ცნობილი რადიო ქართულენოვანი იქნება და მკაცრად აღებული კურსით შეეცდება საკუტარი ადგილსი დამკვიდრებას, უკვე კარგად გაჯერებულ რადიო-ბაზარზე.

10.05.2007 პირველი ქართველი რეპერის ბომბი

ბედინა ქართულ რეალობაში რეალურად პირველი რეპერია, რომელმაც ჯერ კიდევ ციხეში ჯდომის დროს, ჟურნალ ”ვარსკვლავებში” 90-ანი წლების ბოლოს საკუთარი რუბრიკა გააკეთა და ქართული რეპ-გაგება, საზოგადოებას წერილების სახით, საკუთარ რუბრიკაში ”ვარსკვლავებიდან” მიაწოდა. ამჯერად რეპერი ახალ ალბომს ”წერილი ციხიდან” უშვებს და რომლის შინაარსობრივი საფუძველი სწორედ 90-ანების ბოლოს ჟურნალ ”ვარსკვლავეში” გამოქვეყნებული ციხიდან მოწოდებული წერილებია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბედინას ეს ალბომი 20 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის არაა განკუთვნილი (თვითონ ასე ამბობს) რადგან ალბომს ცენზურა სჭირდება, დაახლოებით მაინც ხვდებით ალბათ რაზეა ის :)) მოკლედ სექსის და ერთდროს (!) პლანის მომხმარებლად მოაზრებადი რეპერი ხმაურიანი ნაბიჯით აპირებს მკვდარ ქართულ შოუ-ბიზნესში გამოცოცხლებას, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ – მთავარობასთან პრობლემები არ უნდა, ცენზურის ამბავს ბოლომდე გაარკვევს და ალბომსაც მერე გაუშვებს ბაზარზე!

8.05.2007 თამთა გოგუაძე ოსურად ამღერდა

ბოლო დროს გააქტიურებულმა ახალგაზრდა მომღერალმა როგორც ჩანს გადაწყვიტა ინერცია არ დაკარგოს და მიძინებულ ქართულ შოუ-ბიზნესში თავის სათქმელი ეტაპობრივად თქვას. რამდენიმე ჰიტის ჩაწერის შემდეგ თამთამ თავის მეგობართან ერთად "პლეხანოვზე" სილამაზის სალონი გახსნა, რომელსაც "რუში" (ფრანგულად წითელს ნიშნავს) უწოდა. მომღერალმა დაიწყო ახალ ოსურ ენოვან სიმღერაზე მუშაობა, რომლის ჩაწერის იდეაც პარლამენტარ კობა ხაბაზს ეკუთვნის და როგორც გაირკვა, თამთა ამ სიმღერას პირველად სამხრეთ ოსეთში, სოფელ ქურთაში გამართულ კონცერტს გახსნის და დახურავს ამა წლის 4 ივნისს, დიდ გალა კონცერტზე ოსური მოსახლეობისთვის. თამთას ოსური სიმღერის მუსიკა გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი კი ნაირა ბეპიევს. პარარელურ რეჟიმში თამთა რამდენიმე ახალ სიმღერაზე ერთდროულად მუშაობს და ინტენსიურად ემზადება ვოკალშიც,

07.05.2007 ინტერვიუ ფიქრია ჩიხრაძესთან

პოლიტიკური მოძრაობა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მომხიბვლელი ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე თავის შეხედულებებს ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესის შესახებ ჩვენს ჟურნალისტს უზიარებს. ვინ მოსწონდა და ვის უსმენდა თინეიჯერობის დროს ფიქრია ჩიხრაძე ამას ჩვენი დღევანდელი ინტერვიუდან შეიტყობთ. დააწკაპუნეთ და გადადით "ინტერვიუების" განყოფილებაში

6.05.2007 კრისტი მამაკაცთან ცხოვრებამ დაღალა

პოპულარული და ლამაზი მოდელი კრისტი (საქართველოს პენელოპა კრუსად მონათლული) ჟურნალსიტებთან ურთიერთობაში გაკვირვებამდე გულახდილია, თამამად აღიარებს ხოლმე ისეთ რამეს რასაც სხვა ვერაფრით ამოღერღავს ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც გაირკვა კრისტი დაღალა მამაკაცთან ერთად ცხოვრებამ და ახლა სიმშვიდის შენარჩუნებას შვილთან ერთად ცდილობს, ისვენებს, დადის კინოში შვილთან ერთად და ”კუ ნინძებსაც” ისეთივე ხალისით უყურებს, როგორც მისი პატარა, აცხადებს რომ თავად არასოდეს გადაუდგავს პირველი ნაბიჯი მამაკაცთან ურთიერთობაში და არც ამჟამად აპირებს რამე მსგავსს, კრისტი პირველ ქმართან 7, მეორესთან 3 წელი ცხოვრობდა, აცხადებს, რომ ძალიან ადვილად გადაიტანა ორივე დაშორება, არც სინანულის გრძნობა გააჩნია და 2007 წელს ნამდვილად არ აპირებს გათხოვებას, თუმცა თვლის, რომ თუ კიდევ უწერია ოჯახის შექმნა (ბედის საქმეაო) ამას გააკეთებს კიდეც.

6.05.2007 ამერიკაში ქართული საპოდიუსერო ცენტრი გაიხსნა

როგორც ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი უკვე გატყობინებდათ შეერთებულ შტატებში ქართველმა ემიგრანტებმა ჩამოაყალიბეს საპროდიუსერო ჯგუფი (დამფუძნებელი და პრეზიდენტი გელა გელაშვილი), რომლის საპრეზენტაციო საღამოც ნიუ-იურკში გაიმართა კლუბ ”რასპუტინში” და რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ნიკა გელაშვილი (ჯგუფი ”თეთრი ღამე” კომპანიის დიზაინერი და დირექტორი), სოსო თოლორაია, თამრიკო დავითაშვილი, ქართული ცეკვის ანსამბლი ”ფესვები”, საღამოს ესწრებოდნენ სტუმრები უკრაინიდან და რუსეთიდან. როგორც ჩვენ კორესპოდენტთან საუბარში ნიკა გელაშვილმა განაცხადა: - კომპანია ”გელანი აშშ”-ს პრეზენტაციამ წარმატებულად ჩაიარა და უკვე მეორე ღონისძიებაც დაიგეგმა 24 ივნისს კლუბ ”ადამსში” (ნიუ-იურკი), პარალელურად კი სექტემბრისთვის ქართველ ემიგრანტებს დიდ სიურპრიზს უმზადებენ. თავად რეპერი კი აცხადებს, რომ უკვე სოლო-ალბომის ინგლისურ ენაზე ჩასაწერად ემზადება. ”ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და მათთან საქმიანი თანამშრომლობისთვის მზადაა.

5.05.2007 ლექს-სენმა ფანებთან დუეტი ჩაწერა

ქართულ შოუ-ბიზნესში ეს მსგავსი ფორმატის პირველი განაცხადია, როცა პოპულარული შემსრულებელი თავსი თაყვანისმცემელთან არაერთჯერად პროექტს ახორციელებს. რეპერმა თავის 2 პატარა ფანთან ერთად ძმებ დაჩი და ბაჩი სამადაშვილებთან დუეტი მას შემდეგ ჩაწერა, როცა პირადად გაიცნო და მათი ვოკლაური მონაცემები გაიგო, მერე კი გიორგი ლიფონავას რეჟისორობით კლუბ ”დალოუდში” კლიპიც გადაიღო, რომელიც თავის მხრივ ორიგინალობით გამოირჩევაო, გვარწმუნებს რეჟისორი. აგნესასთან ჩაწერილი დუეტის და გადაღებული კლიპოის მერე, ეს ლექსოს მეორე დუეტი და კლიპია, თუმცა ჯერ არცერთის პრზენტაცია არ გამართულა, სავარაუდოდ ერთ კვირაში ორივე კლიპი დღის სინათლეს მუსიკალურ არხებზე იხილავს.

4.05.2007 ნინო ორდენიძე გათხოვდა

ქართულმა პრესამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოპულარული ქართველი მოდელი, რომელიც დამოუკიდებელი სტატუსით მოქმედებს გათხოვდა და ცოლად გაყვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილეს ლევან გვაზავას (რომელიც თავის მხრივ დაშორებულა მეუღლეს, რომელთანაც 18, 15 და 5 წლის შვილები ყავდა). ქართულ შოუ-ბიზნესში სკანდალურად ცნობილმა მოდელმა სახელი და დიდება თურქეთში სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობის დროს მოიპოვა, ამჟამად კი თბილისში ახალი სამშენებლო კომპანიის დამაარსებლად მოგვევლინა და უკვე საქმიან შეხვედრებსაც "ბიზნეს-ლედის"”იმიჯით უძღვება. როგორც ქართული პრესა იტყობინება ნინო ორდენიძე ფეხმძიმედაა, ”ვარსკვლავები” ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს მას და მის რჩეულს.

3.05.2007 ნინო ჩხეიძემ პირველი ვიდეო დაასრულა

ახალგაზრდა, მშვენიერმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ გადაწყვიტა საკუთარი ლამაზი ნამღერის გარდა, საკუთარი მშვენიერებითაც დაეტკბო მსმენელი და რამდენიმე დღის წინ პირველ კლიპზე მუშაობა დაამთავრა. თუმცა ”წაღვერი და თბილისი” დარდიმანულის მაგივრად ნინომ სევდიანი შეყვარებული ქალის იმიჯი მოირგო და თავის დროზე ინოლა გურგულიას მიერ შესრულებული ”უშენოდ” თავისებურად ააჟღერა. კლიპის რეჟისორად ბესო სოლომონაშვილი აირჩია და როგორც ნინომ გვითხრა – ძალიან მალე კლიპის პრეზენტაციაზეც პერსონალურად მოგვიწვევს.

3.05.2007 ნატო გელაშვილი აშშ-ში მიდის

საბედნიეროდ არა სამუდამოდ, მხოლოდ დროებით: ნატო გელაშვილი მეუღლესა და ნუგზარ კვაშალთან ერთად შტატებს სოლო-კონცერტის” ჩასატარებლად ეწვევა. 18 აპრილს ფილარმონიაში ნატო გელაშვილმა თავის დაბადების 35 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა, საზოგადოების მოთხოვნით კი დამატებით ორი კონცერტის გამართვა მოუწია. ნატო მთლიანად კმაყოფილია ამ კონცერტებით, მაყურებლით, საკუთარი თავით და საორგანიზაციო საკითხებით. შეიძლება ითქვას, რომ ნატო გელაშვილის სიმღერები დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, სავარაუდოა, რომ ამერიკაში ნატოს კონცერტები ანშლაგით ჩაივლის.

2.05.2007 სოფო ხალვაში ჰელსინკში გაფრინდა

დღეს საღამოს, პრესტიჟულ სატელევიზო-მუსიკალურ ფესტივალ ”ევროვიზია-2007”-ზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან სოფო ხალვაში გაემგზავრა, აეროპორტში გამგზავრებამდე მან და გუნდმა, რომელიც მასზე მუშაობდა სასტუმრო ”შერატონ-მეტეხის” დარბაზში პრესკონფერენცია გამართეს ჟურნალისტებისთვის, სადაც დაარიგეს სოფოს საკონკურსო სიმღერაზე გადაღებული ვიდეო-რგოლის დისკები. როგორც იცით ქართველ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ბიბი კვაჭაძის ტექსტზე ბექა ჯაფარიძის მუსიკით შექმნილმა სიმღერამ, რომელიც ჰეკსინკში 10 მაისს, უნდა შესრულდეს, მაგრამ როგორც პროექტის მთავარმა პროდუსერმა ვახო ბაბუნაშვილმა ჩვენს კორესპოდენტთან კულუარულ საუბარში განაცხადა – ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის აზრი ნაკლებად გასათვალისწინებელია! მთავარია სიმღერა მოეწონათ უცხოეთში და მას წინასწარგამოკითხვის შედეგებში ყველგან პირველი ადგილი უკავია! თავად სოფო მშვენივრად გამოიყურებოდა და როგორც განაცხადა საბრძოლველადაა მომართული და სჯერა წარმატების, რასაც ”ვარსკვლავები” გულით და სულით უსურვებს, მაგრამ რეალობასთან ოდნავ მიახლოებულნი თუ ვიქნებით ეს ძაააააალიან ძნელია (თუმცა არა შეუძლებელი). მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ პროექტის ორგანიზებაზე დაახლოებით 900.000 ლარი დაიხარჯა! და სოფო ხალვაში პირველი წარგზავნილია ”ევროვიზიაზე”, მის მხარადასაჭერად კი 6 მაისს რიყეზე გალა-კონცერტი ეწყობა, კონკურსსზე სოფო რიგით მე-6 წარსდგება და შესარჩევ ეტაპებში 6 სიმღერას შეასრულებს!!!! ღმერთმა ქნას, რომ საქართველო სოფომ კვლავ (!) ღირსეულად ასახელოს!!!!!

2.05.2007 კაბზონმა ქართველებს ინერტულობა შეგვატყო

დიდმა რუსმა ”შოუ-ბიზნესშიკმა”, რუსეთის დუმის დეპუტატმა და ”ესტრადის მაფიოზად” მონათლულმა იოსეფ კაბზონმა საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევის მერე დაგვდო პატივი და ქართველებს დიდი საკონცერტო დარბაზის სცენიდან მოგვეფერა, მხოლდო მას შემდეგ როც აფხაზეთში, სოხუმში 27 სექტემბერს – ქართველებზე ომში გამარჯვების იუბილე ადგილზე გამართული, რუსული ესტრადის გრანდიოზული კონცერტით მიულოცა. კაბზონს არ ეპიტნავა ქართველი ჟურნალისტებსი მიერ შეხსენებული ეს ფატქი და განაწყენდა: - თქვენ ამრტო პოლიტიკა გაინტერესებთ და არა ჩემი შემოქმედებაო! Aრადა რა გასაკვირია, როცა ამ შემთხვევაში კაბზონის შემოქმედება ისედაც იცის ვისაც აინტეერსებს, ის კი ყველამ არ იცის, რომ ის აფხაზებს ქართველებსი წინააღმდეგ ომში გამარჯვებსი იუბილეს პირადადა ულოცავდა, სწორედ იგივე სიმღერებით რა სიმღერებითაც რუსეთის ”კულტურული დესანტი” ფილარმონიის სცენიდან გვეფერებოდა. თანაც იქვეა დაამატა – ქართველებს რაღაც ინეტრულობას გატყობთ საკუთარ ხელისფლებასტან მიმართებაშიო და არაორაზროვნად მოუწოდა თავის საყვარელ ”გრუზინებს” რომ - იმოქმედონ! Mაგრამ როგორ, არარა დაუკონკრეტებია! ძალიან საეჭვოა, რომ ღონისძიების ორგანზიატოერები ამ გათვლას აკეთებდნენ, რომ დიდი რუსი საზოგადო მოღვაწის მხირადნ პოლიტიკურ შეუთავსებლობას და საქართველოს ტერიტორიოული მთლიანობის უგუველყოფას, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ქართველი ჟურნალისტები ვინმეს აპატიებდნენ, ვინც არ უნდა იყოს ის, იოსეფ კაბზონი კი არა თუნდაც ალა ბარისოვნა პუგაჩოვა! Yველა ჭეშმარიტი ქართველისთვის, ყველა ერთი ხლამია, ვინც კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს!

1.05.2007 რა შანსები აქვს სოფო ხალვაშს?

12 მაისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ”ევროვიზია-2007”-ს მორიგი კონკურსი გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით სოფო ხალვაში ღებულობს მონაწილეობას, ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” თვეზე მეტია ატარებს სპეციალურ გამოკითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით და რაღაც კონკრეტული შედეგები უკვე არსებობს ჩვენს კანდიდატთან დაკავშირებით (იხილეთ გამოკითხვა მარცხენა დაფაზე), ქართველთა უმეტესობას გულწრფელად სჯერა, რომ სოფო ”ევროვიზიაზე” გაიმარჯვებს, ნაწილი ფიქრობს, რომ ამის მცირე შასი აქვს, ნაწილს კი ამის იმედი საერთოდ არ აქვს. ჩვენი აზრის დაფიქსირებისაგან თავს შევიკავებთ, რადგან მართლა ძალიან გვინდა გამარჯვება. 52 ქვეყნის მონაწილეთაგან ალბათ ყველაზე მეტად საქართველოს სჭირდება ეს გამარჯვება, მაგრამ სხვა საქმეა რეალობა როგორი იქნება, რადგან დანარჩენ 51 ქვეყანას არანაკლებ პოპულარული მომღერალი ყავს წარდგენილი ”ევროვიზიაზე” არანაკლებ კარგი სიმღერებით. რა იქნება 12-ში ამას იმ საღამოსვე გაცნობებთ ჩვენი ჟურნალი.

30.04.2007 ”რუსთაველში” ”წინასწარმეტყველი” გამოჩნდა

თბილისის კინოთეატრებში ”რუსთაველსა” და ”ამირანში” მორიგი პრემიერა გაიმართა, ახალი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით ”წინასწარმეტყველი”. 50 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით გადაღებული ფილმი განსაკუთრებით მძაფრი განცდების მოყვარულებს დაინტერესებს. ნიკოლას კეიჯის გმირი მოკლევადიანი წინასწარმეტყველია, რომელიც მოვლენებს მის მოხდენამდე 2 წუთით ადრე გრძნობს და შესაბამისად მოვლენებს მომავალში 2 წუთით ადრე ცვლის. ”წინასწარმეტყველთან” ერთად კინოთეატრები საბავშვო-სათავგადასავლო ფილმს ”სტუმრად რობინსონებთან” გვთავაზობს, რომელიც ქართულადაა ნათარგმნი.

29.04.2007 ახალი სახე ”ძველი” მენეჯერის ხელში

მომღერალ ქეთი გომართელის მენეჯერმა გვანცა ხვიჩიამ საზოგადოებას თავისი ახალი ”პროდუქცია” კინოთეატრ ”ქოლგაში” წარუდგინა. ბექა ლორიამ გვანცას მენეჯერობით პირველი კლიპისა და პირველი აუდიო-სინგლის პრეზენტაცია მოაწყო, კლიპის რეჟისორი ზაზა სვანაძეა, ხოლო ბექასთან ერთად კლიპში კვლავ (!) ერთ-ერთი ტელევიზიის სახე თამუნა მუსერიძე მონაწილეობს, კვლავ-თქო ვამბობთ რადგან მალე ალბათ საქართველოს მუსიკალურ დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალზე სპეციალურ ნომინაციას დააწესებენ - საუკეთესო კლიპი თამუნა მუსერიძის მონაწილეობით :)) მოკლედ, ბექა ნიკოლაიშვილის მუსიკაზე, ზაზა სვანაძის მიერ გადაღებული კლიპის პრეზენტაციამ ”ქოლგაში” მხიარულად ჩაიარა, როგორც ყოველთვის მშვენიერ ხასიათზე იყო მამუკა ონაშვილი, რომელიც ჩვენს ჟურნალისტს მოსაკლავად დასდევდა – ეს, რეები ჩაგიდიათ საიტზე ”ვიდეორგოლების” განყოფილებაშიო?! სტრასბურგის სასამართლოში გიჩივლებთო!!! (იხ. ”ვიდეორგოლები”) წინა საღამოს ”რონდოს” ლელას ქორწილიდან ნაბახუსევი აჩიკო მეფარიძე და უამრავი სხვა. კლიპი ტრადიციულად 2-ჯერ გაუშვეს ეკრანზე, მერე ტრადიციული მადლობები, მერე ტრადიციული ”ზვეზდური” ჭორაობები (ძირითადად ერთმანეთზე) და მერე კიდევ ერთი ახალი კლიპის ”რასკრუტკა” ”სტერეოზე”. ”ვარსკვლავები” წარმატებებს უსურვებს ბექა ლორიას.

27.04.2007 ზურა ხაჩიძე სამსახურის ძიებაშია

ქართულ შოუ-ბიზნესში 10 წელია ჯგუფი ”ქუჩის ბიჭები” არსებობს და რა ტიტულის აქ მოპოვებაც შეიძლებოდა, მათ ყველა ტიტულის მოპოვება შეძლეს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალ ”მეგაზე”. 2004 წლიდან კი, მას შემდეგ რაც ჯგუფი კომპანია ”არტ-იმედის” ხელფასიანი მუსიკოსების სიაში გაერთიანდა, სამწუხაროდ ჯგუფმა რეგრესი დაიწყო, ”მეგა-2004”-ზე ორგანიზატორებმა ”ქუჩის ბიჭების” უკანსვლა დააფიქსირეს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა – ფინანსურად ძლიერებას მიჩვეული ჯგუფი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიშალა, თუმცა კანტი-კუნტად მაინც კონცერტებზე ღებულობდნენ მონაწილეობას. ჯგუფიდან ირაკლი ნოზაძის წასვლის მერე (როგორც იცით, ის ნარკოტიკებთან მეგობრების გამო გაუშვეს), მისი ადგილი პაატა ცეცხლაძემ დაიკავა, რომელიც თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჯგუფს არ მოერგო, დღეს პაატა – სამების საკათედრო ტაძრის ანსამბლ ”ბასიანში” მღერის, პაატა ხაჩიძეს კი მალე ქორწილი ექნება, როგორც გავიგეთ მას თურმე კომერციული წილი ქონია თბილისში, პურის მოედანზე არსებულ სუპერმარკეტ ”ნეოში”, გურამ ლომიძე – მოგეხსენებათ ჩიკაგოში გადაიხვეწა და იქ ადგილობრივ პიცერიაში იპოვა სამსახური, ზურა ხაჩიძე კი ოჯახის მოვლითაა დაკავებული და თან ინტენსიურ რეჟიმში სამსახურს ეძებს. ბიჭები იმედოვნებენ, რომ ქართული შოუ-ბიზნესის ფეხზე დადომისა და ფინანსურად მოძლიერების შემდეგ ”ქუჩის ბიჭები” კვლავ დაუბრუნდებიან მუსიკას, მაგრამ სამწუხაროდ სახემწიფო პრიორიტეტი აღარაა ქართული თანამედროვე ესტრადა (განსხვავებით შევარდნაძის დროიდან), ამიტომ რა იქნება ამას დრო თუ განსაზღვრავს მხოლოდ!

26.04.2007 ”მაესტრო” ეთერში გავიდა

სტუდია ”მაესტრო” საბოლოოდ გადავიდა საკუთარ სიხშირეზე და საეთერო ბადეს ”საცდელი გადაცემების” ლოგოც მოხსნა. როგორც მამუკა ღლონტი – ”მაესტროს” დამფუძნებელი აცხადებს ისინი საკაბელო ტელეკომპანია ”გლობალ თივის” დახმარებით დაფარავენ ტერიტორიას თელავიდან ბათუმის ჩათვლით, მხოლოდ საკაბელო ქსელში. ასანიშნავია, რომ ”მაესტრომ” რამდენიმე საკაბელო არხზე მუსიკალური ტელეკომანია ”მუზიკ ბოქსის” ადგილი უკვე დაიკავა, რაზეც ამ უკანასკნელის მუსიკალური რედაქტორი ლიზა ვადაჭკორია აცხადებს, რომ – ეს მხოლოდ პატარ-პატარა საკაბელო ტელევიზების პრობლემაა, რომელიც წესით მალე უნდა მოგვარდეს! მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ტელეკომპანია კვლავ შეინარჩუნებს გასართობი-ახალგაზრდული გადაცემის იმიჯს, პოლიტიკას არც არასოდეს გააკარებს თავის ეთერს და კვლავ უამრავ გადაცემას გააკეთებს, რაც ფაქტიურად დაწყებულია კიდეც, უახლოეს მომავალში კი ”მაესტრო” ანრი ჯოხაძის ”რეალურს” მიაწვდის მაყურებელს (ეს არის რეალითი გადაცემა, როცა ”მაესტროს” კამერები ყველგან დასდევენ კონკრეტული პერსონას).

25.04.2007 ვალერი მელაძეს რუსებმა ბიზნესი გადაუმოწმეს

ქართველებისადმი ქსენოფობია რუსეთში აჟიტირებულად არა, მაგრამ ჩუმ-ჩუმელად მაინც მიმდინარეობს, თუმცა რაღა ჩუმ-ჩუმელად :) ცნობილი ქართველი მომღერლის, რუსული ესტრადის ვარსკვლავის არაშოუ-ბიზნესური ბიზნესი რუსულმა სადაგასახადო ორგანოებმა მოულოდნელად შეამოწმეს. მოგეხსენებათ მომღერალს გარდა იმისა, რომ ”პატარ-პატარა” შემოსავლები სიმღერიდან აქვს, ასევე ”ინვესტორბანკის” აქციონერი და დირექტორთა საბჭოს წევრია, ასევე აქვს კლუბი ”რიტ & ბლუზ კაფე” და დიდი სამშენობლო კომპანია. სწორედ ამ უკანასკნელს დაეცნენ რუსული ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და ყველა იმ ქართველის პასპორტი მოითხოვეს ვინც იქ მუშაობდა. მელაძემ ყველა დოკუმენტი პირნათლად წარუდგინა ”თავდამსხმელებს” და ისინი გაკვირვებული დატოვა – აღმოჩნდა, რომ მომღერალი ზედმიწევნით პატიოსნად იხდის ყველა არსებულ გადასახადს. - უბრალოდ გული მწყდება, რომ ნაციონალური ნიშნის მიხედვით, ამოწმებენ და თან ასეთი ფორმებით, ჩემს კომპანიას! – განაცხადა მომღერალმა. ეტობა მელაძეს მართლა ყველაფერი პატიოსნად აქვს აწყობილი თორე, რუსები, რომ მის პოპულარობას ამ შემთხვევაში პატივს არ სცემდნენ, ცხადი იყო!

24.04.2007 კიდევ ერთი ახალი რუსული რადიო საქართველოში

მედიის ღრმად შიდა სამზარეულოში ჩუმად უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თბილისში კიდევ ერთი ახალი რადიო-არხი იხსნება და მისი მფლობელი კომპანია ”საქართველოა”, რომელიც ამერიკული დაფინანსებით აცოცხლებს სამ ქართულ რადიოს ”ფორტუნას” ”ფორტუნა+”-ს და ”არ დაიდარდოს”. როგორც ჩანს სამეულს მეოთხე – ფორმატით და შინარსით რუსული რადიო მიემატება, ალბათ ამას უკავშირდება ქრონიკულად გაგრძელებული სუპერ-რემონტი ამ რადიოარხების საერთო ოფისში გელოვანის ქუჩაზე. რუსული რადიოს გაკეთების მცდელობა ამ კომპანიას ადრეც ქონდა, რადიო ”ერამ” ცოტახანი იმუშავა კიდეც ეთერში, მაგრამ მაშინ (4-5 წლის წინ) არ გაამართლა. როგორც ჩანს მარკეტინგის მენეჯერებმა ჩათვალეს, რომ უკვე დროა საბოლოოდ განადგურებულ და უინტერესო ქართულ შოუ-ბიზნესს მაზოლზე წიხლი მაგრად დააჭირონ :)) და ისედაც გაჯერებული ეთერი ახალი – რუსულენოვანი რადიოთი შეავსონ! მითუმეტეს ამ მიმართულებით ბაზარზე მხოლოდ 2 კონკურენტი არსებობს – რუსული რადიო ”ჰიტ ფმ” და რადიო ”ევროპა+”.

23.04.2007 თეა გვასალიამ ტყუპები გააჩინა

ჯერ კიდევ მე-2 არხიდან პოპულარულმა, შემდეგში კი ”ამბობენ”-ის პირველმა ”სტერვა” იმიჯის მქონე :)) ჟურნალისტმა თეა გვასალიამ ტყუპები – ბიჭი და გოგო, გააჩინა ამირან ქორიძის სამშობიარო სახლში. თეა ერთი კვირა იმყოფებოდა სამშობიაროში, პირველი მშობიარობის მსგავსად მას ახლაც საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, პირველი სანდრო დაიბადა 3.50 კგ და 51 სმ. მეორე კი მელანო – 2.60 კგ და 50 სმ. პატარები ხელოვნურ კვებაზე არიან და თავს კარგად გრძნობენ. ”ვარსკვლავები” ულოცავს და ჯანმრთელობას უსურვებს თეასაც და მის შვილებსაც.

23.04.2007 ქორწილიდან პირდაპირ იტალიაში

ცოტა ხნის წინ, გოგონათა კვარტეტ ”რონდოს” ერთ-ერთი ულამაზესი წევრი ლელა ოთარაშვილი გაბედნიერდა, გუშინ საღამოს კი ნეფე-პატარძალმა რესტორან ”მოსკოვში” გრანდიოზული შოუ-ქორწილი გადაიხადა, სწორედ ასე მონათლა წუხანდელი საღამო ქორწილის სუფრის მთავარმა თამადამ ზაზა ალექსიძემ, რომელსაც საკონცერტო პროგრამის წაყვანაში ვაჟკაცურად შეეცილა აჩიკო მეფარიძე, რომელმაც თავის მხროვ სულ გრიალ-გრიალით წარადგინა სცენაზე ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ვერიკო ტურაშვილი და სხვანი და სხვანი. (იხილეთ რუბრიკა ”ვიდეორგოლები”). უზომოდ ლამაზმა პატარძალმა, სიძის ბიზნესმენ მიშიკო მირიანაშვილის გვერდით მეუღლის ადგილი შესანიშნავად მოირგო და გართობა არც მას დაუკლია, მითუმეტეს საღამოხანს უკვე ბარგჩალაგებულნი პირდაპირ რესტორნიდან, აეროპორტში გაემგზავრნენ – იტალიაში საქორწილო მოგზაურობაში! ქორწილმა ყველა ქართული ტრადიციული წესის დაცვით ჩაიარა, ბოლოში კი რათქმაუნდა უკვე შეთხელებულ სტუმრებს შორის სიძემაც მაგრად მოულხინა და ”კახურად შაუბერა”, მოკლედ იყო ერთი სიცილი, სიმღერა და ცეკვა-თამაში. ”რონდომაც” შეასრულა თავის რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა სტუმრებისთვის, ხოლო რა და როგორ ხდებოდა უფრო დაწვრილებით და უფრო კონკრეტულად ამას ჩვენი საიტის ”ვიდეორგოლების” განყოფილებაში ბარაქიან ვიდეო-მასალაში იხილავთ ხვალიდან.

23.04.2007 ”ქართული სული” კვლავ იმართება

უკვე ტრადიციად ქცეული ქართული ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი ”ქართული სული” წელს ფილამონიის დიდ საკონცერტრო დარბაზში უკვე მეოთხედ გაიმართება. 2 მაისს მაყურებლის წინაშე სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ”ერისიონი” წარსდგება, 4 მაისს ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასი ”სუხიშილები”, 8 მაისს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ”რუსთავი”, ხოლო ფესტივალს 9 მაისს გალა კონცერტით ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი დახურავს ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, რომელშიც მონაწლეობას მიიღებენ ე. მამალაძე, გ. ონიანი, ს. გევლესიანი, ”ქართული ხმები” ”რუსთავი” ”მძლეველი” ”თეატრალები” ”იმედი” და ოპერის გუნდი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა დაწვრილებით ისაუბრეს ფესტივალის შესახებ. ჩვენი ჟურნალსიტის შეკითხვაზე – თუ რა ზომებს იღებენ შტუტგარდში (გერმანია) გამოცემული ხალხური სიმღერების კრებულის, კომპაქტის გამომცემლებისადმი, რომლებმაც ქართული ეროვნული სიმღერები და ანსამბლები სომხურად მონათლეს და გაასაღეს, ”რუსთავის” დირექტორმა ბ-ონმა ბადრი თოიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრნენ აღნიშნულ სტუდიას შტუტგარდში, რომელიც ე.წ. ”შეცდომის” მალე გამოსწორებას დაპირდა ქართველებს! ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” ფართოდ გააშუქებს ”ქართულ სულს” და ”ვიდეორგოლებში” წარმოგიდგენთ ყველა კონცერტის ჩანაწერს.

22.04.2007 გავა თუ არა ანრი ”იურმალაზე” უცნობია

ანრო ჯოხაძემ პოპულარულ ფესტივალ ”იურმალაზე” მიწვევა ისრაელში გამართული კონცერტის დროს, ლაიმა ვაიკულესგან მიიღო, ანრი ამბობს, რომ ეს ერთადერთი ფესტივალიღა დარჩა და ადრე თუ გვიან მასაც ”მოუღებს” ბოლოს! ამ მიზნით და კონკრეტული პროექტით მომღერალს მხარში პროდუსერი ნატო დუმბაძე ამოუდგა, რომლის რჩევითაც ანრიმ სოსო პავლიაშვილის მიერ შესრულებული ყველა დროის ჰიტი ”თავისუფლება” უნდა გაიმეოროს და სწორედ იმ ”იურმალაზე” უნდა იმღეროს, სადაც 1989 წელს სოსო პავლიაშვილმა გრან-პრი მიიღო და იმ დროის საქართველოს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა. ანრი ჯოხაძემ მომღერალ მანჩოს სტუდიაში უკვე ჩაწერა ”თავისუფლების” საკუთარი ვერსია, რომლის სატელევიზიო პრემიერა ”კურიერ პ.ს.”-ის პირდაპირ ეთერში შედგა. სადაც სოსო პავლიაშვილიც ჩართეს მოსკოვიდან (ამ უკანასკნელმა პირდაპირი წყენა დააფიქსირა ქართველი ჩინოვნიკების მიმართ). აღნიშნული ეთერის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრებები, რომ ამ სიმღერით ანრის გასვლა ”იურმალაზე” წარმატებული არ იქნებოდა, რადგან როგორც მინიმუმი ეს სიმღერა იმაზე ნაკლები სულისკვეთებით არ უნდა შესრულდეს როგორც ამას სოსო პავლიაშვილი 1989 წელს მღეროდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არაა საბოლოო ვარიანტი ამ სიმღერისა, იმ შემთხვევაში თუ ანრიმ მიიღო მიწვევა ”იურმალასგან” ”თავისუფლება” დაიხვეწება და ისე გავა ამ ფესტივალზე! ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” თვალყურს მიადევნებს სოსო უკვდავი ჰიტის ახალ გზას.

21.04.2007 ქეთა თოფურიას მკერდმა რუსები ისევ აალაპარაკა

”ა-სტუდიომ” ჯგუფის შემადგენლობაში მორიგი ცვლილების შემდეგ (როგორც იცით ბაგლანის შვილი ტამერლანი ვერ შეეწყო ჯგუფს და დატოვა ის და სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა, ხოლო მისი ადგილი ახალმა ბას-გიტარისტმა ფიოდარ დოსუმოვმა დაიკავა) ახალ კლიპზე მუშაობაც დაიწყო და დასრულდა კიდეც. რუსული ინტერნეტ-საიტები გადაჭრელებულია ჩვენი თანამემამულის და რუსეთში ლამის ახალ სექს-სიმბოლოდ აღიარებული ქეთა თოფურიას ფოტოსურათებით, სადაც ის, პაპარაცებმა როგორც თვითონ წერენ ინტიმურ ფორმებში (და რა არის ამაში ნეტა ინტიმური?) დააფიქსირეს. არადა კლიპის გადაღებებისას დასველებული ქეთა სრულიად გულუბრყვილოდ წურავს თეთრ, მკერდზე მოტკეცილ მაისურს, რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არაა მისი სილამაზე, მაგრამ ამაში პიკანტური და მითუმეტეს ინტიმური ნამდვილად არაფერი არაა! ახალი კლიპი, სადაც სველი ქეთა თოფურიაა, აპრილის ბოლოს უკვე მზად იქნება. შეგიძლიათ დააწკაპუნოთ აქ და კლიპის გადაღების პროცესის სურათები ორიგინალ ზომებში იხილოთ.

21.04.2007 ჯაბა ბოჯგუა ქველმოქმედებაზე გადავიდა

სკანდალური იმიჯით ცნობილი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 28 აპრილს კლუბ ”დალოუდში” მორიგ სოლო-კონცერტ-აქციას ატარებს და როგორც მან ჩვენს კორესპოდენტთან საუბარში განაცხადა – მოთხოვნა დიდი იყო და მომიწია 29 აპრილსაც ჩამეტარებინა კონცერტიო! ასე, რომ 28-29 ”დალოუდში” დიდი ამბები იქნება. ეს საღამოები იმითაც გამოირჩევა, რომ შემოსული თანხის ნაწილი სენაკის ბავშვთა სახლის დახმარების ფონდში გადაირიცხება. მომღერალმა თავისი სიმღერების სადუეტო ვერსიებიც ჩაწერა – ჟურნალისტ ხატია სიჭინავასთან, ახალგაზრდა ნათია თაბუნიძესათან და ანი გადაბაძესთან. კონცერტების შემდეგ 5 მაისს სპეციალური ავტობუსით კონკრეტული ჯგუფი სენაკში, ბავშვთა სახლში აპირებს გამგზავრებას და პირადად დახმარების ადგილზე ჩატანას უზურნველყოფს.

20.04.2007 ყოფილი ”ქუჩის ბიჭი” ჩიკაგოში ისვენებს

ქართული მასმედია ერთდროს საუკეთესო ვაჟთა ჯგუფის შესახებ უკვე აღარ წერს და აღარ საუბრობს, თუმცა მათი ცალკეული წევრები იშვიათად მაგრამ მაინც ახსენდებათ ხოლმე. ამასწინათ ”თბილისელებმა” გურამ ლომიძე ჩიკაგოში მოიკითხა, რომელიც იქ როგორც თვითონ აცხადებს დასასვენებლადაა წასული და პარალელურ რეჟიმში მუსიკალურ კოლეჯში აქვს საბუთენი შეტანილი სწავლის დაწყებისათვის. ხანდახან კი საკუთარი ბიძაშვილის მეგობრის ხმის ჩამწერ სტუდიაში წაიმუშავებს ხოლმე ხმის რეჟისორის კვალიფიკაციის ამაღლებსითვის. Aსევე გავრცელებული ინფორმაციით იქაურ პიცერიაშიც მუშაობს. გურამ ლომიძე გაკვირვებულია, რომ ჯგუფი ”ქუჩის ბიჭები” დაშლილად გამოაცხადეს და თავგამოდებით აცხადებს, რომ – ”ქუჩის ბიჭები” მაშინ დაიშლება, როცა ისინი ამ ქვეყანაზე აღარ იქნებიან (აბა 100 წელი არ დაშლილა ეს ჯგუფი გამოდის – ავტ.) გავრცელებული ინფორმაციით ჯგუფის უკანასკნელმა უცოლო მოჰიკანმა – პაატა ხაჩიძემ ორი დღის უკან ცოლი მოიყვანა... რა და როგორ ამას მოგვიანებით გაცნობებთ!

19.04.2007 ირაკლი ფირცხალავას ქართული კლიპი

რუსული ესტრადის პოპულარული ქართველი ვარსკვლავი რამდენიმე ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა კლიპის გადასაღებად. სიმღერა ”ქარი გიმღერის ნანასა” ქართულად სრულდება და როგორც მომღერალი ვარაუდობს უნდა გაჰიტდეს. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კლიპს ამ სიმღერაზე უცხოელი რეჟისორი იღებს, ქართველი რეჟისორის, მომღერალ თამუნა ამონაშვილის მეუღლის - რეზი არჩვაძის დახმარებით. როგორც გაირკვა კლიპი მზადაა და მალე ქართულ არხებზე დატრიალდება, ხოლო მიიღებს თუ არა მას რუსული სატელევიზიო ეთერი ჯერ-ჯერობით უცნობია. ირაკლი სექტემბერში იუბილარია, 30 წლის ხდება, სავარაუდოდ ახალი ალბომის პრეზენტაციასაც თბილისში დაგეგმავს და საერთოდ მომღერალი ნელ-ნელა საქართველოსაკენ ჩუმ-ჩუმად მოიწევს :), როგორც აცხადებს ჯერ თბილისში საყიდელი ბინის ფული არ შეუგროვებია, თორემ ამას სიამოვნებით გააკეთებს როცა იქნება.

18.04.2007 რუსები კულტურალად გვიტევენ :)

28 აპრილს თბილისში რუსეთის კულტურული დესანტი ჩამოდის, რუსული შოუ-ბიზნესის მაფიის ბოსის :) იოსებ კობზონის მეთაურობით, რომლის თვითმფრინავიც თურქების მიერ აშენებულ თბილისის საერთაშორისო ძალად-აეროპორტში 5 საათზე დაეშვება, რის შემდეგაც კაბზონი გერმანელების მიერ აშენებულ სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” დაბინავდება. ხოლო მე-2 დღეს ქართველების მიერ აშენებულ დიდ საკონცერტო დარბაზში თავის სოლო-კონცერტს გამართავს. 70 წლის კობზონის საქართველოში სტუმრობას, კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, სხვათაშორის სპეციალურად ამ დღისთვის 25 აპრილს თბილისში ნანი ბრეგვაძე ბრუნდება, რომლის ნახვის სურვილიც რუსული შოუ-ბიზნესის ბოსს თბილისში სურდა და ეს სურვილიც აუსრულეს. თბილისელ მაყურებელს კობზონის სიმღერის მოსმენა 10-50 ლარამდე დაუჯდება. მანამდე კი თბილისელი ”გალსტუკიანები” ცდილობენ ღირსეულად დახვდნენ რუსეთის ელიტარულ ვარსკვლავს და ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ როგორმე მთელი გულით ასიამოვნონ კობზონი, რათა ალბათ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ რუსული და ქართული კულტურის გზები არასოდეს ცუდად არ გადაიკვეთება, სახელმწიფო პოლიტიკა როგორც არ უნდა შეიცვალოს.

17.04.2007 ”სილამაზით გადარჩენილი ბავშვები”

ერთ-ერთმა პრესტიჟულმა თბილისურმა სილამაზის სალონმა ”მილანმა” ორიგინალური აქცია ჩაატარა და წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების დასახმარებლად ცნობილი და პოპულარული ადამიანები მიიწვია, რომლებიც სალონის მომსახურებით სარგებლობდნენ, ხოლო მომსახურების თანხას იქვე მდგარ სპეც-ყუთში ათავსებდნენ. უცნობია რამდენი შეგროვდა, მაგრამ ფაქტია, რომ იყვნენ მსხვილი კლიენტები, რომლებმაც თანხა არ დაიშურეს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, მაგალითად, როგორც შიდა სამზარეულოდან გამოჟონა ინფორმაციამ მომღერალმა სტიუარდესა ანა ჯაკმა საქველმოქმედო აქციაში 1.300 დოლარი შეიტანა, იყვნენ ბიზნესმენები რომლებმაც არ დაიშურეს და ჯიბეს ხელი მსხვილად გაკრეს, "ნცც გეორგიას" დირქტორმა ლიკა ფალიაშვილმა 2.500 ლარი გაიღო აქციის ფარგლებში. ცნობილ სახეთაგან სალონში ანრი ჯოხაძე, კობა ხაბაზი, ნინა, ნატო გელაშვილი, ეკა ბესელია და სხვები სტუმრობდნენ. აქციას კი ჟურნალისტები ლელა კერესელიძე და თინიკო კაცაძე აპიარებდნენ. სხვათაშორის შეგროვილი თანხა და ნივთები მეორე დღესვე წაიღეს წყნეთის ბავშვთა სახლში. როგორც სალონ ”მილანის” დირექტორი და აქციის ორგანიზატორი რეგინა ღონღაძე აცხადებს, ეს ერთჯერად სახეს არ ატარებს და მსგავსი ტიპის ღონისძიებები კვლავ მოეწყობა.

16.04.2007 15 აპრილს რიყეზე 20.000 ადამიანი შეიკრიბა

სიყვარულის დღე, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, კიდევ ერთი ლამაზი ქართული ტრადიციული დღესასწაული კარგა ხანია გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით 15 აპრილს თბილისში, რიყეზე გრანდიოზული მუსიკალური აქცია მოეწყო სლოგანით – დავუბრუნოთ ქართველი მსმენელი ქართულ ესტრადას! როგორც საქართველოში სიყვარულის დღის დამაარსებელი და აქციის ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე აცხადებს – 15 აპრილს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა მსგავსი სახის მუსიკალური აქციები, თელავში ანრი ჯოხაძის სოლო-კონცერტის სახით, ბათუმში – ლექს-სენის, ქუთაისში, ხაშურში, ზესტაფონში, რუსთავში… ,მაგრამ დამაგვირგვინებელი მაინც რიყეზე შეკრებილი 20.000-ამდე ადამიანი იყო, რომლებიც 4 საათის განმავლობაში უსმენდნენ ყველა თაობის ქართველ ვარსკვლავებს. აღასანიშნავია, რომ გრანდიოზული აქცია ყველანაირი სპონსორებისა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე 5 კაციანი საორგანიზაციო კომიტეტის თაოსნობით ჩატარდა, არ არსებობდა არც დაცვა, არც საპატრულო ეკიპაჟები, არც სპეც-კორიდორები, მაგრამ ეს იყო იშვიათი გამონაკლისი როცა 20.000 ადამიანიდან არავის აზრად ჩხუბი კი არა, წაკინკლავებაც არ მოსვლია. სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებაში თბილმა ამინდმაც დიდი გავლენა მოახდინა, რადგან 14-ში თბილისი ქარმა და წვიმამ კინაღამ წალეკა, 16-ში კი თოვლმა და ბურსუმა გადაფარა, ბუნებამ სიყვარულის დღე ქართველებს სითბოთი მიულოცა :)

14.04.2007 ნინო ანანიაშვილი სცენას უბრუნდება

ორწლიანი პაუზის შემდეგ ნინო ანანიაშვილი სცენას უბრუნდება. 19 აპრილს ოპერისა და ბალეტის თეატრში „გედების ტბას" მაყურებელი პრიმა ბალერინას მონაწილეობით იხილავს. სპექტაკლი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. თეატრის დასი მაისში ამერიკასა და იაპონიაში მიემგზავრება, სადაც მაყურებელს „დონ კიხოტსა" და „გედების ტბას" წარუდგენს.

11.04.2007 ბესო ჩუბინიძის ინტერვიუ

აგერ უკვე მე-13 წელიწადია საქართველოში ყოველი წლის გაზაფხულის შუა თვის - აპრილის, შუა რიცხვი - 15, სიყვარულის დღედ აღინიშნება. მაშინ, როცა ყველა ქართველი ერთმანეთს ამდენი წელია სიყვარულის დღეს ულოცავს, მათმა ნახევარზე მეტმა არც კი იცის, რომ ეს დღესასწაული წლების წინ, ჩვენმა თანამემამულემ, ქართველმა დაარსა 1993 წელს, როცა პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა და ერთი წლის შემდეგ მარადიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. გთავაზოთ ინტერვიუს ბესიკ ჩუბინიძესთან, რომელიც 13 წლის განმავლობაში გაჩენილ უამრავ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხებს. შედით და წაიკითხეთ ინტერვიუების განყოფილებაში

10.03.2007 მერაბ სეფაშვილი ახალი ალბომისთვის ემზადება

თითქოს რაღაც წაფორხილებები დაიწყო ამ ჩვენს მსიავათებულ ქართულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ ყველაფერი ის ემდორედ და უინტერესოდ მიმდინარეობს, რომ ქართველ მსმენელს ურჩევნია ”ლოსთის” გმირების პლაკატები აგროვოს, ვიდრე ქართველი ვარსკვლავებისა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან იშვიათად იმართება კონცერტები და ახალი სიმღერების ჩაწერასაც აზრი ეკარგება, საბედნიეროდ ბევრი მათგანი მუშაობას მომავლის იმედით კვლავ განაგრძობს, მათ შორის მერაბ სეფაშვილი, რომელიც უკვე ახალ ალბომზე მუშაობითაა დაკავებული (რომელშიც 12 სიმღერა უნდა შევიდეს) და ზაფხულამდე რეჟისორ გოგა დადუნაშვილთან ერთად ახალი კლიპის პრეზენტაციაზე მოწვევასაც გვპირდება.

10.03.2007 ამიკოს დუეტები დაუგროვდა

პოპულარულმა რეპერმა როგორც იქნა საკუთარი სტუდიის ევრო-რემონტი დაამთავრა და ახლა მისი შესაბამისი აპარატურით აღჭურვაზე ზრუნავს. პარალელურად კი დამთავრდა მის ახალ დუეტზე --------- სთან ერთად, გადაღებულ კლიპზე მუშაობა, რომელიც მალე გავა ეთერში (მას ჩვენს ”ვიდეორგოლებშიც” შემოგთავაზებთ). როგორც გაირკვა ცოტახანში უნდა მორჩეს ახალგაზრდა მომღერალ გიორგი დათიაშვილთან ერთად ჩაწერილი დუეტიც, ამას ამიკოს კიდევ ორი დუეტი ქეთი გომართელთან და ბაჩოსთან, დაემატება და სავარაუდოდ რეპერი პირველი ალბომის გამოშვებაზეც იზრუნებს.

9.04.2007 ლექს-სენის ინტერვიუ

ძვირფასო მკითხველო, მოგესალმებით ჩემს სტუმართან – ლექს-სენთან ერთად, რომლის პასუხებიც ნამდვილად ვერ დააკამაყოფილებს თაყვანისმცემლების ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეცადეთ სიმღერაში სულმოუთქმელი ლექს-სენი ინტერვიუს დროს ამელაპარაკებინა, მისი სიტყვაძუნწობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. მიზეზის გარკვევა არც გვიცდია, თუმცა გულში აკვიატებულად ვიმეორებდით ნაწყვეტებს ლექს-სენის პოეზიიდან: ,,მითხარი, მითხარი სიტყვები საღი’’ ... ახლა კი აქ დააკლიკეთ და გაეცანით ამ ინტერვიუს

9.03.2007 დიანა ღურწკაია შვილს საკეისროთი გააჩენს

ექვსი თვის ფეხმძიმე უსინათლო მომღერალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პატარა პრობლემები შეექმნა, მისი მეუღლე პეტრე კუჩერენკო ჟურნალისტებს ამშვიდებს, რომ სერიოზული არაფერია, იმის გულისთვის, რომ ნაყოფის მდგომარეობის გამო დიანას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მას საკეისროთი ჩაუტარონ მშობიარობა. დიანამ უკვე შეარჩია მოსკოვთან ახლოს ერთ-ერთი კლინიკა, სადაც ოროთახიანი პალატა ლუქსი იქირავა, თუმცა მისი მეუღლე ფიქრობს, რომ ყოველგვარი გართულების თავიდან ასაცილებლად სჯობს დიანამ ამერიკაში, ნიუ-იურკში ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიაროს. ოჯახმა ბავშვის სქესი გაამჟღავნა – დიანას გოგონა ეყოლება.

7.03.2007 ნინო ღავთაძის ახალი კლიპი

ქართველმი მომღერალი, რომელიც ქართული შოუ-ბიზნესის აყვავების წლებში (4-5 წლის წინ) სცენაზე თავისი ადგილის დამკვიდრებისთვის წარმატებით მუშაობდა, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გათხოვდა და რაღაც პერიოდი, როგორც ყველა ისიც დროებით ჩამოშორდა შოუ-ბიზნესს და სიმღერას. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, სამეფო უბნის თეატრში მომღერალმა რეჟისორ გოგა დადუნაშვილის მიერ გადაღებული ახალი კლიპის პრეზენტაცია მოაწყო. ”ნუ მომეფერები” – ასე ქვია სიმღერას, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორიც თავად ნინოა, სიმღერა კი უკვე დატრიალდა რადიო ”ფორტუნა+”-ის ეთერში. უნდა ითქვას, რომ კლიპს აშკარად ეტყობა გოგა დადუნაშვილის ხელწერა, რთული და სიუჟეტური მონტაჟი, კომპიუტერული სპეცეფექტები, რაც საბოლოო ჯამში ალამაზებს ამ ვიდეორგოლს. ჩვენი ჟურნალისტის შეკითხვაზე – აპირებს თუ არა ნინო ქართულ ესტრადაზე დაბრუნებას და აქტიურ მუშაობას, მომღერალმა განაცხადა, რომ – აქვს ეს სურვილი და ცდას და შრომას არ დააკლებს, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად

7.04.2007 ნუგზარ ერგემლიძის ინტერვიუ

"ყველა თაობის საყვარელი მომღერლის" "მეგას" ტიტულის მფლობელი, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ავტორ-შემსრულებელი, ნუგზარ ერგემლიძე დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია. ბ-ნი ნუგზარი 16 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში თავის ბენეფისს ატარებს, სადაც კოლეგებთან ერთად შეასრულებს ბევრ სიმღერას. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით "ვარსკვლავების" ჟურნალისტი ნუგზარ ერგემლიძეს შეხვდა.

6.03.2007 ნატო გელაშვილი სოლო-კონცერტს ატარებს

18 აპრილს დიდ საკონცერტო დარბაზში, ”საუკეთესო ავტორ-შემსრულებლის მეგას” ტიტულის მფლობელს, კომპოზიტორ ნატო გელაშვილს სოლო-კონცერტი აქვს დაგეგმილი, რომლის რეჟისორიც ლევან წულაძე იქნება, კონცერტსაც სხვა სახე ექნება, იქნება თეატრალიზებული საღამო, მსახიობები წაიკითხავენ ნატოს ლექსებს, რა თქმა უნდა შესრულდება მისი ცნობილი ჰიტები. კომპოზიტორი დიდი ხნის წინ გეგმავდა სოლო-კონცერტს და ეს სურვილიც რამდენიმე დღეში აუხდება. ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ნატო გელაშვილს.

6.03.2007 სოსო ქართველებზე ნაწყენია

სოსო პავლიაშვილი იმ ქართველ მომღერალთა მოკლე სიაშია, რომლებმაც დროულად მოასწრეს ამ ქვეყნიდან წასვლა და საკუთარი ნიჭის სწორად რეალიზება უცხოეთში, დღეს სოსო რუსული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს არცერთ ინტერვიუში, არცერთ ჟურნალისტთან საუბარში ქართველებისადმი წყენა არ შეიმჩნიოს, ქართველ მსმენელს ეს მაინც არ გამოეპარა, მაგრამ აღსანიშნავია, ის რომ პავლიაშვილი უფრო მთავრობასა და პოლიტიკოსებზეა ნაწყენი, რომლებმაც თავიათი უნიათო პოლიტიკით, რუსეთთან ურთიერთობა გააფუჭეს. ნაწყენია იმაზე, რომ რამდენიმე დიდი, სამთავრობო კონცერტის ორგანიზატორს, სოსოს სახელი და გვარი გამომსვლელთა სიიდან ამოუშლია, ალბათ იმის გამო, რომ თავის დროზე ის შევარდნაძის მხარდამჭერ კონცერტებზე მონაწილეობდა, მაგრამ იმდენს კი ვერ ხვდება ამ კონცერტის ”პროფესიონალი” ორგანიზატორი, რომ მარტო სოსო პავლიაშვილის სოლო კონცერტზე თუნდაც ვაკის პარკში, თუნდაც რიყეზე იმდენი კაცი მოვა, რამდენიც მთელი ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები აღებული ერთად. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სოსო პავლიაშვილის მოწვევას ”მეგა-2007” ზე აპირებენ (შეგახსენებთ, რომ ის ”მეგა-200”-ის პირველი სტუმარი იყო), რა გამოვა მოგვიანებით გაცნობებთ.

5.03.2007 დათო გომართელი ბავშვს ელოდება

ქართულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ქართული ესტრადის მომღერალს 45 წლის დათო გომართელს და მის 52 წლის მეუღლეს, რამდენიმე თვეში შვილი ეყოლებათ. ამ სასიხარულო ინფორმაციას ოჯახური წყვილი საგულდაგულოდ მალავს და ინფორმაციის დადასტურებას ერთი მარტივი მიზეზის გამო არ ჩქარობს, რადგან ქართველ კაცს არასოდეს არ უყვარს ამ თემაზე წინასწარ საუბარი, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია რომ გომართელები გოგონას ელოდებიან. არის მეორე ფაქტორიც – დათოს მეუღლეს, მარიშას წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი და მკურნალობის კურსს კერძო სამშობიარო კლინიკა ”ბიბიდას” ცენტრში გადის. როგორც სამშობიაროს ხელმძღვანელი დავით დავარაშვილი ამბობს – ქალბატონი მეხუთე თვეშია და ჯერ ნაადრევია საუბარი ყველაფერზე, წინასწარი დასკვნებსაგანაც თავს შევიკავებ. ალბათ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება ჩვენის მხრივ ჯანმრთელობასა და უპრობლემო ფეხმძიმობას ვუსურვებთ ქ-ონ მარიშას.

5.03.2007 ანრი ჯოხაძემ 1-ლი ადგილი მე-11 მოიპოვა

”წლის საუკეთესო მომღერლის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი ცოტახნსი წინ ისრაელში ”ეილატ-2007’-ის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ ისრაელის წარმოამდგენლის გაქაჩვას, ანრი ჯოხაძემ – სხვათაშორის ლაიმა ვაიკულეს დიდი მხარადჭერით (რომელიც ჟიურის წევრი იყო), კუთვნილი პრიზი 5000 დოლარი მოეპოვებინა. მომღერალი ამ თანხის საკუთარი სიამოვნებსითვის დახარჯვას გეგმავს, მუშაობს ალბომზე რომელშიც 12 სიმღერა შევა და რომელსაც სახელად ”მეგობრები” უწოდა. მომღერალი ხმამაღლა და ამბიციურად აცხადებს, რომ სურვილი აქვს ”ევროვიზიის” კონკურსსზე გამოვიდეს (ჩვენი ვარაუდით ის უდაო გამარჯვებული იქნება) და აცხადებს, რომ – სოფოს დიდი შანსები აქვს რადგან ის უკვე შემდგარი მომღერალია. სხვათაშორის ანრი ჯოხაძე ლამის ერთადერთი მომღერალია, რომელიც კონკურსიდან კონკურსამდე აღებული და მოგებული ჰონორარებით ცხოვრობს :)) უკვე იშვიათია კონკურსი სადაც წავიდა, არ მოიგო და თანხა არ ჩამოიტანა :) მოუცლელობის გამო ანრი ვერ მოვიხელთეთ ინტერვიუს ჩასაწერად, თუმცა სიყვარულის დღისთვის – 15 აპრილისთვის ვეცდებით ის ჩვენი სტუმარი იყოს.

4.03.2007 თამარ გვერდწითელი ”ევროვიზია-2008”-ზე

საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტმა, პირველი თაობის ”მზიურელმა”, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა განაცხადა, რომ ”ევროვიზია-2008”-ს კონკურსისთვის იწყებს მზადებას და ახალი, სპეციალური სიმღერების ჩაწერაზე მუშაობს. – მსურს თანამედროვეობას ფეხი ავუწყო და სიმართლე გითხრათ, არც იმის მეშინია, რომ ამ კონკურსზე ძირითადად მაინც ახალგაზრდებსანიჭებენ უპირატესობას! – განაცხადა მომღერალმა. – მართალია ჯერ არ გადამიწყვეტია რომელი ქვეყნის საფრანგეთის, რუსეთის თუ საქართველოს სახელით ვამჯობინებ გამოსვლას, მაგრამ ფაქტია, რომ მომავალი წლისთვის მზადება უკვე დავიწყე. წელს, როგორც იცით საქართველოს სოფო ხალვაში წარადგენს ”ევროვიზიაზე”, რომელიც პირდაპირი არჩევის წესით მიემგზავრება კონკურსზე და ქართველ მსმენელს, მიუხედავად რეპერტუარისა მაინც მისი წარმატების იმედი აქვს (იხილეთ გამოკითხვა, მარცხენა ზოლში).

4.03.2007 ნინა ალბომისთვის ემზადება

მიუხედავად იმისა, რომ ნინა წკრიალაშვილი წლებია ქართულ ესტრადზეა, საკუთარი სოლო-ალბომისთვის აქამდე ვერ მოიცალა, მაგრამ როგორც ჩანს შემოქმედებითი პაუზა მის მუსიკალურ კარიერაშიც მთავრდება და მომღერალი 12 სიმღერიანი ალბომის გამოსაცემად ემზადება, პარალელურად კი გიორგი გოგიჩაიშვილის რეჟისორობით კლიპის გადაღებას აპირებს, დათო ფორჩხიძის რომელიმე სიმღერაზე, თანაც გადაწყვეტილი აქვს, რამე ხმაურიანი გაააკეთოს :)) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მომღერალი წელიწადნახევარი უსაქმოდ იყო, ახლა ყველაფერი რიგზეა და ფაქტია, რომ მალე მისგან ახალ სიმღერებს უნდა ველოდოთ.

31.03.2007 ხუჯაძე ალბომზე მუშაობს

21 აპრილს დათო ხუჯაძეს და ნათია ონიანს ქორწილი აქვთ მოსკოვში დაგეგმილი, რომელსაც საქართველოდან მხოლოდ მისი მშობლები და და დაესწრებიან, რომლებმაც ვიზის აღება დროულად მოახერხეს. Mიუხედავად იმისა, რომ დათო კატეგორიულად არ საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე (და სწორსაც აკეთებს) გაჟონა ინფორმაციამ, რომ წყვილი ივნისში საქართველოშიც გადაიხდის ქორწილს. მანამდე კი მომღერალი აქტიური შემოქმედებით მუშაობას აგრძელებს და ივლისის თვისთვის ახალი ალბომის გამოშვებასაც გეგმავს, რომელშიც 14 სიმღერა შევა, მათგან მხოლოდ ერთი იქნება ქართული, დანარჩენი კი რუსულენოვანია, ალბომში შევა ლიგალაიზისას და დათოს წარმატებული დუეტი ”ჯაანაიაც”.

30.03.2007 ლექს-სენი გერმანიის საელჩოს უჩივლებს?

პოპულარულმა რეპერმა გადაწყვიტა კიდევ ცოტა ხანს მოიცადოს და გერმანიის საელჩოსგან ოფიციალურ პასუხს დაელოდოს – არის თუ არა გერმანიაში, ძებნილი ქართველი კრიმინალი ლექსო ქავთარაძე, საქართველოში მოღვაწე რეპერი ლექს-სენი (ნამდვილი სახელი ლექსო ქავთარაძე). რეპერი ცოტა ხნის წინ გერმანიის საელჩოში, თბილისში, გააჩერეს და ვიზა არ მისცეს, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო – გავარკვევთ და მერე ვნახოთო! საელჩო დღემდე არკვევს რაღაცეებს, ქართველი რეპერი შეურაწყოფილად გრძნობს თავს და სასწრაფოდ პასუხს მოითხოვს – გაუშვებენ თუ არა მას მიუნხენში (სადაც საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას და საკუთარი სტუდიისთვის აპარატურის შეძენას გეგმავდა), თუ დაუბრუნებენ საბუთებში გადახდილ საკმაოდ დიდ თანხას?1 ლექს-სენი იმ შემთხვევაში თუ კუთვნილ თანხას არ მიიღებს საელჩოსგან, ან კომპეტენტურ პასუხს– სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. წესით ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს, რომ მიუნხენში ძებნილი ვინმე ლექსო ქავთარაძე, თბილისში მოღვაწე რეპერი ლექსო ქავთარაძე არ არაის, თუმცა საელჩო საკითხს წელავს.

30.03.2007 ტამტამ-ფართი და ჯგუფ "არტის" პრეზენტაცია კლუბ "ბლეიზში"

24 მარტს, ახლადგახსნილ კლუბ "ბლეიზში" ჯგუფ "არტის" თანამედროვე ელექტრონული საღამო მოეწყო, სადაც ჯგუფის პრეზენტაციაც შედგა. ფართის ორგანიზატორები იყვნენ, ჯგუფ "არტის" პროდიუსერი ალეკო ტომარაძე და თინიკო კაცაძე. ჯგუფი "არტი", რომელიც ხუთი წევრისგან შედგება, დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა. მანამდე ისინი ქუჩის მუსიკოსებად ითვლებოდნენ. პირველი პროექტი, სადაც "არტმა" მიიღო მონაწილეობა, საახალწლო პროექტი იყო. მაშინ მათ გახსნეს და დახურეს გრანდიოზული გალა-კონცერტი რიყეზე. ჯგუფის მუსიკალური მიმდინარეობაა, თანამედროვე ელექტონული ფოლკლორი. როგორც თავად ამბობენ, მუსიკის ამ მიმართულებას ანალოგი არ მოეპოვება საქართველოში, რაც მათ გამოარჩევთ. ისინი უკრავენ ტამტამზე, ფანდურზე, გიტარაზე, ბასგიტარაზე, პერკუსიებზე, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე და.ა.შ. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯგუფს არ გააჩნია სტუდია და ელემენტარულად ადგილი, სადაც შეძლებენ რეპეტიციების გავლას . ამიტომ მათი მომზადება მეგობრის სახლში მიმდინარეობს.

30.03.2007 „გოგი 2008" მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება

„გოგი 2008" მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის ფესტივალში მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით 3 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მოზარდების შერჩევა აპრილიდან საქართველოს ყველა რეგიონში დაიწყება. გამარჯვებულები კი ოთხ ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ გალა კონცერტზე გამოვლინდებიან. ფესტივალის ინიციატორი თბილისის 24-ე საჯარო სკოლაა. მონაწილეებს სახალხო ბანკი დაასაჩუქრებს.

29.03.2007 თენგიზ სუხიშვილი ეკლესიიდან ხალხმა ტაშით გამოასვენა

თენგიზ სუხიშვილი ეკლესიიდან ხალხმა ტაშით გამოასვენა. გამოჩენილი ხელოვანი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვას ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორად ნინო სუხიშვილი დაინიშნა, სამხატვრო ხელმძღვანელად კი- ილიკო სუხიშვილი. ორივე თანამდებობაზე, გარდაცვალებამდე, მათი მამა თენგიზ სუხიშვილი იყო. (იმედი ტვ)

29.03.2007 აგნესა სცენას დუეტით უბრუნდება

როგორც ჩანს წლების წინ პოპულარულმა მომღერლებმა ბევრი ფიქრის მერე კვლავ გადაწყვიტეს, ქართულ ესტრადაზე დაბრუნება და ”ტოკიო ჰოტელისა” და მისთანა იდიოტების :)) ქართული სცენიდან გაძევება. ამჯერად აგნესამ გადაწყვიტა დიდი შემოქმედებითი პაუზის მერე დაუბრუნდეს სცენას და ამისთვის საუკეთესო საშუალებად რეპერ ლექს-სენთან დუეტის ჩაწერა მიიჩნია, რაც თავისთავად როგორც ექსპერიმენტი საინტერესოა. აგნესა სოულს იმღერებს, ლექსო გარეპავს და შედეგად რასაც მივიღებთ, ამას მალე მოვუსმენთ. დაგეგმილია კლიპის გადაღებაც, სცენარის შერჩევაც უკვე მიმდინარეობს, ფაქტია, რომ კიდევ ერთი საინტერესო დუეტი იქაჩება ”მეგა-2007”-ის ნომინაციაზე ”წლის საუკეთესო დუეტი”, მოესწრება თუ არა ეს ჯერ უცნობია.

28.03.2007 ირაკლი ფირცხალავა პლაგიატს უარყოფს

როგორც ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი გატყობინებდათ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ვარსკვლავს, ირაკლი ფირცხალავას და მის პროდუსერს მაქს ფადეევს, პლაგიატობაში დებდნენ ბრალს და ირაკლის ცნობილ ჰიტს ”ლონდონი, პარიზი” თავისად აცხადებდნენ. ახლახანს ამერიკული შთაბეჭდილებებით დატვირთული მომღერალი (ის კონცერტებით ნიუ-იურკში იმყოფებოდა) მოსკოვში დაბრუნდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან ასეთი კომენტარი გააკეთა პრესაში: - ეს, ერთი მოხუცი კომპოზიტორია, რომელიც მაქს ფადეევს დებს ბრალს პლაგიატში, რაც თავისთავად აბსურდია, უკვე ორი სასამართლო წააგო და მაინც თავისას აგრძელებს, როგორც ჩანს ახლა ახალი გზა აირჩია და პრესაში ატეხა ხმაური. დამერწმუნეთ არაფერი გამოუვა. ის, კი ყველა წარმატებულ ადამიანს, რომ მოშურნე და მტერი ყავს ახალი არ უნდა იყოს! ბევრი წინააღმდეგობა შემხვედრია, ბევრ ქართველსაც გავუწირივარ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ჩემი მტერია?! როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს მალე ის თბილისში ჩამოვა და კონცერტს გააკეთებს.

28.03.2007 იყიდიან თუ არა ქართველი მარიაჟები 6500 ლარიან სუნამოს ”ბუგატი მალტიპელი”?

რამდენიმე დღის წინ კლუბ ”ნაით ოფისში” ”ისი პარის” მაღაზიათა ქსელის პიარ მენეჯერმა, რადიო-წამყვანმა ხატია შამუგიამ ახალი სუნამოს პრეზენტაცია მოწყო. კლუბში უამრავი ცნობილი სახე იყო შეკრებილი, ბევრი მათაგანი გულზე მჯიღის კვრით მარიაჟობდა, რომ ახალ სუნამოს მალე შეიძენდა და თავის კოლექციას გაამდიდრებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ხატია შამუგიამ ახალი ”ბუგატის” ფასი გამოაცხადა სცენიდან, უმეტესობა უხერხულად მიჩუმდა, ბევრმა კი ხმამაღლა და გაბედულად აღიარა, რომ – მსგავსი ფასის გადახდა, ცოტა არ იყოს სასაცილოა ქართველი ელიტარების მხრიდან! საინტერესო ისააა, რომ ეს სუნამო სულ 400 ცალია გამოშვებული და მათგან 2 ცალი საქართველოში გამოგზავნეს (ვიღაცამ მაგრად დაგვცინა), მაგრამ სრულიად მოსალოდნელია, რომ გამოჩნდება ვიღაც ქართველი მარიაჟი, რომელსაც ყველას დასანახად, არ გაუჭირდება 6500 ლარის სუნამოში გადახდა.

27.03.2007 თამთას ჭელიძეს და ლევან ლაზარიშვილის დუეტი

ბოლო დროს, სხვათა მსგავსად სცენას ჩამოშორებულმა ორმა კარგმა მომღერალმა კვლავ იპოვა ძაფის ერთი თავი და ერთობლივი პროექტიც წარმატებით განახორციელა, ლევან ლაზარიშვილის მეუღლეს მიერ დაწერილ სიმღერაზე პაატა ჭელიძემ ლამაზი კლიპი გადაიღო, სადაც თამთას სექსუალური იმიჯი მოარგო, ლევანს კი კლასიკური მამაკაცის. პრეზენტაცია, რომელიც ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა თამთას შვილის (რომელიც მას მსახიობ ჯაბა კილაძესთან წარსულში ქორწინების მერე ყავს) ნათლიამ კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ გახსნა და კარგად მოირგო წამყვანის პოზიციაც. ცუდი და სამწუხარო ალბათ ისაა, რომ თბილისში ორადორი მუსიკალური ტელეკომპანია ”პირველი სტერეო” და ”მიუზიკ ბოქსი” დარჩა, რომლებიც თავის მხრივ ფილტრაციიის წესით უშვებენ ქართულ კლიპებს.

26.03.2007 ტელესტუდია ”ივერიამ” საცდელი მაუწყებლობა დაიწყო

საპატრიარქოს ტელევიზიად მონათლულმა სტუდიამ, რომელიც ტელეკომპანია ”ევრიკას” სიხშირეზე მაუწყებლობს (სადაც მანამდე სტუდია ”მაესტრო” მუშაობდა) უკვე დაიწყოიო საცდელი გადაცემების ჩვენება. როგორც არხის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ებრალიძე აცხადებენ – ”ივერია” მთლიანად ეროვნულ და რელიგიურ ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული! ეთერში გავა ქართული და უცხოური ჟანრობრივი ფილმებიც, ტელეპროექტები, ”ივერია” ასევე ეცდება მოამზადოს გადაცემები ქართული დიასპორებისთვის, რათა ამ უკანასკნელებმა არ დაკარგონ კავშირი ქართულ რეალობასთან. ”ევრიკაზე” ადრე მოღვაწე სტუდია ”მეასტრო” კი მალე ალბათ ”აიეტი თვ”-ს საკაბელო ქსელში ჩართული სტუდია გახდება!

25.03.2007 გარდაიცვალა თენგიზ სუხიშვილი

69 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის მეორე თაობის ბალეტმაისტერი თენგიზ სუხიშვილი. მალე ქართული ნაციონალური ბალეტის დამაარსებელთა ბარელიეფების გვერდით სუხიშვილების სახლთან მემორიალურ დაფაზე თენგიზ სუხიშვილის სახელი ამოიტვიფრება. დღეს პირველი შემთხვევაა, როცა თენგიზ სუხიშვილი ყვავილებს სცენაზე არ იღებს. 'მათი ცეკვა გრავიტაციის კანონების გამოწვევაა, წერდა 'ვაშინგტონ პოსტი', - ეს უნიკალური ფენომენია, რომელიც ადამიანმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც საკუთარი თვალით უნდა ნახოს, - ეს 'ლე ფიგაროს' ამონარიდია. ლა სკალაში სუხიშვილების კონცერტის შემდეგ ფარდა 14- ჯერ აიხადა, რითაც ყველა დროის საუკეთესო ტენორის ენრიკე კარუზოს რეკორდი მოიხსნა. თენგიზ სუხიშვილი თავიდან ამ წარმატებების მოწმე, შემდეგ კი უშუალო მონაწილე გახდა. ის 53 წლის ასაკამდე ცეკვავდა. მის ცერს და სიმდის სოლოს ბადალი არ ჰყავდა

25.03.2007 ქეთი ორჯონიკიძე ინგლისში მიემგზავრება

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე და მისი მენეჯერი - მარიკა აროშიძე, 6 აპრილს მიემგზავრებიან ინგლისში აღდგომისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე. სადაც მინაწილეობას იღებენ მომღერლები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან: ესპანეთი, იტალია, ავსტრია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, ხორვატია, საქართველო და სხვა.. სადაც ქეთი საქართველოს სახელს წარადგენს. ასევე სტუმრად მოწვეულნი იქნებიან ინგლისის ცნობილი მუსიკოსები და პოპულარული სახეები. ფესტივალი მიმდინარეობს ერთი კვეირის განმავლობაში და მომღერალი 7 სიმღერას შეასრულებს ცოცხალი შესრულებით

24.03.2007 “ნატახტარმა” ზუგდიდი აათუხთუხა

კომპანია “ნატახტარმა” ზუგდიდელებს ლამაზი სიურპრიზი გაუკეთა და ქართული ესტრადის რამდენიმე მომღერალთან ერთად მშვენიერი საღამო გაუმართა ქალაქის მთავრ მოედანზე, შადრევანთან შეკრებილ 5000-მადე ზუგდიდელს. მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, თემო რცხილაძე, ნეკა სებისკვერაძე, ქეთი გომართელი, მანჩო, ნინა წკრიალაშვილი, ორიოდ ჟურნალისტი და კომპანია ”ნატახტარის” პიარ-მენეჯერი ირინკა ხომასურიძე მხიარული “მარშუტკით” ზუგდიდისკენ დილის 10 საათზე, “ნატახტარის” ოფისიდან დაიძრნენ. დაახლოებით მაინც თუ წარმოგიდგენიათ ჭკუამხიარულთა რა “კამანდა” შეიკრიბა და რა ამბავი იყო “ვარსკვლავურ მარშუტკაში”? – არა? მაშინ შედით და წაიკითხეთ ამ ლინკზე.

22.03.2007 ხუჯაძემ ინტერნეტ-მაღაზია შეიძინა

როგორც “ბარი” იტყობინება დათო ხუჯაძემ ლიცენზირებული, ამერიკული ინტერნეტ-მაღაზია შეიძინა, სადაც ლიცენზირებულ ქართულ მუსიკას დებს (დისკების სახით) და მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებს. საქართველოში დათომ თავისი და თეა დანიშნა წარმომადგენლად, სწორედ ის აგვარებს ქართველ მომღერლებთან ურთიერთობას, მაგრამ სწუხს და ვერ გაუგია რატომ ეუბნება ზოგიერთი კარგი მომღერალი უარს საკუთარი სიმღერების საიტზე, გასაყიდად გამოტანაზე, როცა მათ ამით რაღაც კონკრეტული შემოსავლის მიღებაც კი შეუძლიათ. საიტზე უკვე ჩატვირთულია და მოთხოვნითაც სარგებლობს მერაბ სეფაშვილის, ანრი ჯოხაძის, გიგა კვენეტაძის, ნატო გელაშვილის და სხვათა დისკები. როგორც ჩანს დათო ხუჯაძეც იმ ქართველ მომღერალთა სიას შეურთდება, რომლებიც სხვა ბიზნესში აბანდებენ შოუ-ბიზნესიდან ამონაგებ თანხებს!

21.03.2007 თათარაშვილს 10 წელი მიუსაჯეს

თბილისი საქალაქო სასამართლომ დღეს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა ნარკოტიკების გავრცელება-მოხმარებაში ბრალდებულ მომღერალ თემურ თათარაშვილს და კულუარებში გავრცელებული ჭორები – 15 წლიანი პატიმრობის ვადის შესახებ, საბოლოო განაჩენით – 10 წლიანი პატიმრობით შეუცვალა, მას შემდეგ რაც მოუხსნა ბრალდება ნარკოტიკული ნივთიერებების საზღვარგარეთიდან შემოტანაზე და დაუტოვა მხოლოდ ორი მუხლი – გავრცელება-მოხმარება. საბოლოო ჯამში სასამართლოზე ვერანირი გავლენა ვერ იქონია შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეების თავდების წერილმაც და მომღერალს პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობის ვადა კი დაკავების თარიღიდან 2006 წლის სექსტემბრიდან ათვალეს. საგულისხმოა, რომ ოჯახის წევრები აღარ აპირებენ განაჩენის გასაჩივრებას, ადვოკატისგან განსხვავებით, რომელიც უზენაეს საამართლოში გაასაჩივრებს ამ განაჩენს. თუ რამე სახის შეწყალება არ შეეხო უახლოესი ათი წლის მანძილზე ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მომღერალი სამწუხაროდ ციხეში გაატარებს.

18.03.2007 ბრიუსელში ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი გარდაიცვალა

ბრიუსელში ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი, 34 წლის გია გაგაშვილი გარდაიცვალა. საქართველოს კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მუსიკოსს გული გაუჩერდა. გაგაშვილი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ანსამბლი 'რუსთავი' ბრიუსელში ქართული ღვინის ფესტივალზე იყო მიწვეული. ფესტივალი ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის, კომპანიების "ვისოლისა" და "მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" მიერ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადმოსვენების საკითხები მხარეებს შორის შეთანხმებულია. დღეს ცხედარს ექსპერტიზას ჩაუტარებენ და მას სავარაუდოდ ხვალ გადმოასვენებენ. გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფარავს.

17.03.2007 კინო მსახიობთა თეატრში ქეთი დოლიძის ახალი სპექტაკლი დაიდგა

„რამ შემქმნა ადამიანად" ამ სახელწოდებით კინო მსახიობთა თეატრში ქეთი დოლიძის ახალი სპექტაკლი დაიდგა. წარმოდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების ოცდამეათე წლისთავს მიეძღვნა. სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი მზია არაბული მონაწილეობს

16.03.2007 ბაჩო ქართულ შოუ-ბიზნესში ახალი სიმღერებით ბრუნდება

როგორც იცით ქართული ესტრადის ყველაზე წარმატებულმა პატარა მომღერალმა ბაჩო ჩუბინიძემ, თავის მე-3 ალბომზე მუშაობა დაიწყო და პირველი ჰიტის ”შენ გაკოცებ” რემიქსული ვარიანტის ჩაწერის მერე ახალი სიმღერა – ”ნოსტალგია” ჩაწერა, სიმღერა, რომელიც უკვე წარმატებულად დატრიალდა ქართულ რადიო-არხებზე. ამ და სხვა მრავალ საინტერესო ამბებზე ბაჩო გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტ ეკა ლემონჯავას ინტერვიუში ესაუბრა, რომლის წაკითხვა ექსკლუზიური უფლებით ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალშიც შეგიძლიათ.

15.03.2007 სოსო სამშენებლო ბიზნესშიც ჩაერთო

წარმატებული ქართველი მომღერალი ბიზნესშიც ალღოიანი აღმოჩნდა და ჯერ იყო და ღვინის ბიზნესს მოუსინჯა კბილი და საკმაო წარმატებით, ახლაა და რუსეთის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის აქციონერიც გახდა – სოსო პავლიაშვილს, კომპანიის ხელმძღვანელობამ კომერციული წინადადებით მიმართა და სთხოვა მათი სარეკლამო სახე გამხდარიყო, რა თქმა უნდა სოლიდური ჰონორარის საფასურად, მაგრამ სოსომ ბიზნეს-ალღო გამოიჩინა და ერთჯერადი ჰონორარის ნაცვლად კომპანიის აქციათა პაკეტის წილი მოითხოვა, - აკი უყოყმანოდ მიიღო კიდეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ სოსო პავლიაშვილის მამა საქართველოში ერთ-ერთი ძალზედ ცნობილი არქიტექტორია, სავარაუდოა, რომ ის შვილისთვის ამ საქმეში კონსულტაციებს არ დაინანებს. ასეა – წარმატებული ”გრუზინი” აქტიურად უტევს რუსულ ფობიებს :) მიდი სოსო, მიდი – შენც გაისწორე და ჩვენ, ქართველებსაც გაგვისწორე მუღამი – წარმატებული ქართველი იყავი, მანდ დიდ რუსეთში!!!

15.03.2007 თათია გიორგობიანი კვლავ გამოჩნდება

მომღერალი და 2006 წლის სექტემბრამდე ტელეკომპანია ”იმედის” სახე თათია გიორგობიანი ერთდროულად ორ ახალ სიმღერაზე მუშაობს, ერთი ლილიკო ნემსაძეს და მეორე კომპოზიტორ გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, რომელთა ტექსტებიც შესაბამისად გია ჯოხაძესა და ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. თელეკომპანია ”იმედის” ეთერში თათიას დილის გადაცემა გასული წლის სექტემბერში დაიხურა და ადვილი შესაძლებელაი, რომ მომღერალი ახალი პროექტით გამოჩნდეს სხვა ტელეკომპანიის (სავარაუდოდ ”მზის”) ეთერში. თათია პარალელურად ყევლაზე საპასუხისმგებლო საქმით – წლის და ხუთი თვის ნიტას აღზრდითაა დაკავებული.

14.03.2007 ირაკლი ფირცხალავა სკანდალში გაეხვა

არა, ამჯერად არც ფეხი მოუტეხავს მომღერალს და არც რუს მილიციელებს უცემიათ, საქმე ეხება მის სიმღერას ”ლონდონ, პარიჟ” რომელიც როგორც აღმოჩნდა კომპოზიტორ ვლადიმერ ნაზაროვს ეკუთვნის, ხოლო ირაკლისა და პროდუსერ მაქს ფადეევის მიერ გახიტებული სიმღერა პლაგიატი ყოფილა! საერთაშორისო კანონების მიხედვით - თუ ორი მუსიკა 3% მაინც გავს ერთმანეთს უკვე პლაგიატს – ანუ მიბაძვას აქვს ადგილი! სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ირაკლის ”ლონდონ, პარიჟ” და კომპოზიტორ ვლადიმერ ნაზაროვის მუსიკა ერთმანეთს 80% ჰგავს, თუმცა ეს უკანასკნელი არანაირ ფინანსურ ანაზღაურებას ჯერ-ჯერობით არ მოითხოვს, არც პროდუსერისგან და არც მომღერლისგან, მაგრამ ითხოვს რომ პლაგიატი აღიარონ! მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქაა დამარხული – ამ შემთხევვაში ”კეთილ კომპოზიტორს” უკვე თამამად შეუძლია აზრის შეცვლა და დიდი ფულის მოთხოვნა კომპოზიციისთვის. მაქს ფადეევი ჯერ კომენტარს არ აკეთებს, ირაკლის კი გასტროლები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სულ არ სცხელა ”ლონდონ პარიჟისთვის”.

13.03.2007 ”მრავალჟამიერი” სომხურად გაასაღეს

ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლები ანსამბლ ”რუსთავის” სახით ერთ-ერთი გერმანული ხმის ჩამწერი სტუდიისაგან მათ მიერვე დაშვებული ძალიან უხეში შეცდომისათვის პასუხს აპრილის ბოლომდე ელოდებიან. საქმე კი იმაშია, რომ ფოლკროლური მუსიკის ალბომზე, რომელიც შარშან გამოიცა გერმანაიში (და რომელშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფოკლორული მუსიკა გაერთიანდა) ”მრავალჟამიერი” და ”ჩაკრულო” სომხურ ფოლკლრად სახელდება, ხოლო რაჭა და კახეთი კი - სასომხეთის ერთ-ერთ მხარეებად. ”რუსთავმა” და მისმა დირექტორმა ბ-ონმა ბადრი თოიძემ ამა წლის თებერვალში მიმართა გერმანული ხმის ჩამწერ სტუდიას და საქმის ვითარება აუხსნა, ხოლო ფირმის ადვოკატმა აპრილის ბოლომდე დრო ითხოვა სიტუაციაში გასარკვევად. იმ შემთხევვაში თუ ამ ვადებში ხმის ჩამწერი სტუდია არ გაარკვევს რა მიზეზით დაიშვა უხეში შეცდომა და არ გამოასწორებს ამ ყველაფერს, ”რუსთავი” სასამართლოში გადაიტანს საქმეს.

12.03.2007 ვალერი მელაძე ქართულ პრესას შემოსწყრა

რუსული ესტრადის პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა გაზეთ ”არგუმენტი და ფაქტში” მკაცრად და მწვავე რეაქციით გააკრიტიკა ქართული პრესა, სადაც მისი სახელი და გვარი 100 ქართველ მილიონერთა სიაში საპატიო ადგილას მოახვედრეს და მისი ქონება 200.000.000 დოლარით შეაფასეს. ვალერი მელაძე გაბრაზებული აცხადებს, რომ – ვიღაცას ძალიან სურს მას პრობლემები გაუჩნდეს კრიმინალურ სამყაროსთან და საგადასახადო ორგანოებთან, ეს სრული პროვოკაციაა, რადგან სხვანაირად არ შეიძლება მოინათლოს ის ტყუილი რასაც ქართულ გაზეთებში წერენ! მე ქართველი ვარ და ვამაყობ ამით, მაგრამ სუფთა ქართული ვარიანტია – ითვალო სხვისი ფულები! ასე არ შეიძლება! მე რა, ნავთობჭაბურღილების მფლობელი ვარ თუ მამაჩემია დიდი ქარხნების მეპატრონე?! გამოდის, რომ 10 წლის მანძილზე ყოველდღეE50.000 დოლარს ვიღებდი? ეს, ხომ დიდი სისულელეა?! – წუხს ვალერი მელაძე

12.03.2007 ანი სირაძე ახალ სიმღერებს წერს

11 წლის პატარა მომღერალი, კომპოზიტორ ეთერ ჭელიძის შვილიშვილი, რამდენიმე ახალ სიმღრაზე მუშაობს (მათ შორის ერთი ანრი ჯოხაძის ნაჩუქარი დისკო ტიპისაა, მეორე კი ბებიის ”სიმღერა მცხეთაზე” რომელსაც პატარა მომღერალი კაპელასთან ერთად შეასრულებს) და პარალელურად სომხეთში, ქალაქ ერევანში მესამე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადება (სადაც უკვე გამოსულები არიან თამრიკო ჭოხონელიძის შვილი მარიამ როინიშვილი და სოფო გელოვანი). ფესტივალზე მარიამს მხარდამჭერიც ეყოლება, ჟიურის წევრის ნუნუ გაბუნიას სახით.

11.03.2007 თამთა ჭელიძეს და ლევან ლაზარიშვილის დუეტი

ძვლემა მეგობრებმა გადაწყვიტეს პირველად თავიანთ მუსიკალურ კარიერაში დუეტი ჩაეწერათ, თქმა და ქმნა ერთი იყო – სიმღერა ლევანის მეუღლემ წლის საუკეთესო კომპოზიტორის ”მეგა-2004”-ის ტიტულის მფლობელმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაწერა, ხოლო კლიპი (რომელიც ჯერ არ გამოსულა) პაატა ჭელიძემ და ჯაბა მელქაძემ გადაიღეს. ლევანი და თამთა გულით მოუწოდებენ ქართულ შოუ-ბიზნესში მოტრიალე ხალხს, რომ ყველამ რაღაცა გაკეთოს, ამუშავდეს, ამოქმედდეს და იქნებ რამენაირად დაბრუნონ ის სიტუაცია რაც 3-4 წლის წინათ ქართულ ესტრადაეზ იყო, ანუ ხალხი წერდა სიმღერებს, იღებდა კლიპებს და ატარებდა კონცერეტებს. ჰაი, ჰაი რომ დროულია მათი სურვილი, მაგრამ რეალობა? თუმცა არც ისე წვიმს როგორც ქუხს, რადგან სხვა რომ არაფერი – ქართული შოუ-ბიზნესი, რომ არ არსებობდეს არ იარსებებდა არც ჩვენი საიტი.

11.03.2007 ჯაბა ქარსელაძე სინგლს უშვებს

მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა ქარსელაძე პრესაში აქტიურად აფიქსირებს, რომ სიმღერას საბოლოდ შეეშვა ქართულ ესტრადაზე (!), მაინც აკეთებს რარაცა ისეთს, რაშიც აშკარად აცილება მოსდის თავის ნათქვამთან :) ფრანგულენოვანი ტელეარხ მსნ-ისთვის გადაღებული კლიპის (რომლის ხარჯებიც სხვათაშორის აღმოჩნდა, რომ თავად ჯაბას შეუგროვებია) შემდეგ, ეკრანებზე მალე თიკა ჯამბურიასთან ცაწერილი დუეტის კლიპიც გამოვა. პარალელურად კი სინგლი – ორ კასეტიანი სიმღერა, საიდან აღებულ ჰონორარსაც ბიზნესმენი-მომღერალი ბავშვთა სახლს გადასცემს და იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს ყველა იმ ქართველ მომღერალს ვისაც მსგავსი ქველმოქმედების შესაძლებლობა აქვს. სხვათაშორის ჯერ კიდევ არ ცხრება მითქმა-მოთქმა ”კურიერ პ.ს.”-ში გასული სიუჟეტისადმი, სადაც ჯაბა თავის თბილისურ, მატერიალურ სიმდიდრეს (სასახლეს სადაც ის ცხოვრობს) საზოგადოების სამსჯავროზე გიდობდა! პოტენციური და მდიდარი სასიძო ქართველ თაყვანისმცემლებს კოვზს ნაცარში უგდებს და ხმამაღლა აცხადებს – მინდა ცოლად ფრანგი გოგონა მოვიყვანოო :) ღმერთმა ხელი მოუმართოს!

10.03.2007 ბავშვთა და მოზარდთა ”არტ-ფესტივალი”

კლუბში ”თეთრი გედი” ( ყოფილი ”დალოუდი”) ახალ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი - ბავშვთა და მოზარდთა ”არტ-ფესტივალი 2007” ასე ქვია ახალ წამოწყებას, რომელსაც სათავეში კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და პოეტი ნანა ცინცაძე ჩაუდგნენ. ფესტივლში პროგრამის მიხედვით უამრავი ფოლკლორული გუნდი და ქორეოგრაფიული ჯგუფი მონაწილეობდა, იყვნენ სტუმრის სტატუსით მოწვეული მომღერლებიც – ირმა სოხაძე, ბაჩო (რომელსაც ახალი სიმღერის ”ნოსტალგია” - წარმატებული კლუბური პრემიერა ჰქონდა) და ”ჯეოსტარი 2007”-ს მონაწილენი თინათინ ჭულუხიძე და დიტო ქისიშვილი. განსაკურებული მოწიწებით დამსწრენი ”მომავლის სახლის” აღსაზრდელებს შეხვდნენ, უსინათლო ვაბშვთა გუნდმა სიმღერის შესრულების შემდეგ ყველაზე ხმამაღალი აპლოდისმენტები დაიმსახურა. მიუხედავად დიდი ხმაურისა და ჟრიამულისა, რომელიც დარბაზში სუფევდა, განწყობა მხიარული იყო, განსაკუთრებული ხმაურით კი ჟურნალისტები გამოირჩეოდნენ (იხილეთ ”ვიდეორგოლების” განყოფილება), ფესტივალის ძირითადი პროგრამის დამთავრების შემდეგ კი, დისკოთეკა გაიმართა.

10.03.2007 ”ჯეო-ბარელი” სოფო გორდაძე რადიოშია

”ჯეო-ბარი-3”-ს ფინალისტმა ზაზუნად მონათლულმა, მუდამ მხიარულმა, ძალიან საყვარელმა და კეთილმა სოფომ, ძალების მოსინჯვა რადიოეთერში წამყვანის ამპლუაშიც გადაწყვიტა და სულ რაღაც 4 დღის უკან მუშაობას შეუდგა ”ჩვენი რადიოს” ეთერში. უნდა ითქვას, რომ ხალხთან ურთიერთობის დეფიციტს სოფო ნამდვილად არ განიცდის, ჯერ-ჯერობით დი ჯეობაც გამოსდის და მომავლის იმედიც აქვს თავის მსმენელთან ერთად, ერთი ეგაა - რაღაც-რაღაცა უცხოური ჯგუფების სახელები ერევა :)) მაგრამ მხიარულ წამყვანს ეს ყველაზე ნაკლებად უნდა ადარდებდეს, რადგან ”ჩვენმა რადიომ” მისი სახით მსმენელისთვის მოსაწონი წამყვანი შეიძინა! სოფო მალე ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის სტუმარიც იქნება და იქ მომავლის გეგმების შესახებ, ჩვენი საშუალებით, დაწვრილებით გაესაუბრება დანარჩენ მსოფლიოს :)) შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22