დაუმესიჯე შენს რჩეულს

mtavari
mtavari
tv
mtavari
mega2011
jurnali VARSKVLAVEBI
SPEC reportajebi
2010 clis ambebi
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
videorgolebi
datove chanaceri
kontaqti
mtavari
ინტერვიუები დევს საიტზე www.link.ge & www.bin.ge

დააწკაპუნეთ სასურველ წარწერაზე, რის შემდეგაც გადახვალთ საიტზე www.link.ge & www.bin.ge სადაც ატვირთულია ინტერვიუები, ჩაწერეთ მითითებულ პატარა უჯრაში სამნიშნა კოდი, დააწკაპუნეთ SUBMIT, დაელოდეთ ერთი წუთით, რის შემდეგაც დააწკაპუნეთ DOWNLOAD FILE NOW! გადმოწერეთ ინტერვიუ და მოუსმინეთ

შეგიძლიათ კონკრეტული ინტერვიუ მოითხოვოთ პირად მაილზე, რომელიც გადმოგეგზავნებათ 24 საათის განმავლობაში

maia kachkachishvili

7. რადიო „საქართველოს ხმაზე“ 21 თებერვალს, 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში - „პირისპირ“ სტუმარი - 2005 წელს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალზე "წლის კომპოზიტორის" სტატუსის მფლობელი, 2011 წლის ერთ-ერთი საუკეთესო რემიქსის თანაავტორი (რეპერ "ძვალთან" ერთად) - მაიკო კაჭკაჭიშვილი იყო. გადაცემაში საუბარი იყო კომპოზიტორის შემდგომ ვოკალურ კარიერაზე, უახლოეს გეგმებზე, მისი და მისი ყოფილი მეუღლის ლევან ლაზარიშვილის ღრმა ურთიერთობის შესაძლო განახლებაზე, ნიჭიერ და უნიჭო, დამწყებ და ძველ მომღერლებზე, პრინციპებზე და კოლეგიალობაზე... რა დამოკიდებულება აქვს პოლიტიკასთან, რას ფიქრობს კოლეგებზე, რისი ეშინია ცხოვრებაში ყველაზე მეტად და როგორ ჩაუდგებოდა სათავეში მებრძოლთა ერთ ოცეულს ომში :) ამ და სხვა საინტერესო თემებზე საუბრის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ გადმოწეროთ ამავე ბმულიდან (დააწკაპუნეთ ნაწერზე). შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათიდან რადიო „საქართველოს ხმაზე“ ფმ 107.9

kako vashalomidze

6. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 14 თებერვალს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, ქართული როკის ცოცხალი ლეგენდა, კომპოზიტორი, გიტარისტი და უბრალოდ კარგი მუსიკოსი - კაკო ვაშალომიძე იყო, რომელმაც გადაცემის წამყვანთან ერთად ვრცლად ისაუბრა რეალურ მუსიკალურ ღირებულებებზე, ქვეყანაში არსებულ კულტურულ მდგომარეობაზე და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე. პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება, ცოდნა და მისი გაღრმავების გზები, რეალური და არარეალური მუსიკოსები, - ეს, ის თემებია რომლებიც გადაცემის მსვლელობის დროს იქნა განხილული. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემაას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-107-9

miraji

5. რადიო „საქართველოს ხმაზე“ 7 თებერვალს, 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში - „პირისპირ“ სტუმარი - ქართული ესტრადის ახალი პოპულარული დუეტი ჯგუფი "მირაჟი" იყო, რომელიც რეალურად უკვე 11 წელიწადია არსებობს და მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეა ორი ქართული ფოლკ-სიმღერით პოპულარობის პიკს მიაღწია. "მირაჟის" წევრები - ძმები პაატა და შოთიკო გულახდილად საუბრობენ წარსულზე, აწმყოს რეალობასა და მომავლის პერსპექტივებზე, ამ გადაცემაში მოისმენთ მათ შეხედულებებს ბევრ საინტერესო საკითხზე, გაიგებთ მათ მოსაზრებებს ქართული მუსიკალური სამყაროს შესახებ და ზოგადად "მირაჟის" შემდგომი გეგმების შესახებაც შეიტყობთ. აღნიშნული საუბრის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ გადმოწეროთ ამავე ბმულიდან (დააწკაპუნეთ ნაწერზე). შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათიდან რადიო „საქართველოს ხმაზე“ ფმ 107.9

guram jashi

4. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 31 იანვარს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, პაროდისტი გურამ ჯაში იყო, - მხიარული იუმორისტის მიერ მოყოლილი უამრავი ხალისიანი ისტორია, შეხედულებები, მოსაზრებები ქართულ თეატრზე, ესტრადაზე, პოლიტიკაზე, საინტერესო საუბრები და მარადიული ფორმალობები - ღვინო, დუდუკი, ქალები :) - - ეს, ის თემებია რომლებიც გადაცემის მსვლელობის დროს იქნა განხილული. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემაას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-107-9

nini shermadibi

3. რადიო „საქართველოს ხმაზე“ 24 იანვარს, 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში - „პირისპირ“ სტუმარი - ქართული ესტრადის გამოკვეთილი სახე, ახალგაზრდა ვარსკვლავი ნინი შერმადინი იყო, რომელმაც წამყვანთან ღიად და დაუფარავად ისაუბრა მრავალ საინტერესო თემაზე, ისაუბრა პერსექტივებზე და სამომავლო გეგმებზე, დაუფარავად გამოხატა გაკვირვება მისი პერსონის იგნორებაზე სახელისუფლო კონცერტების დროს. აღნიშნული საუბრის ჩანაწერი შეგიძლიათ გადმოწეროთ ამავე ბმულიდან (დააწკაპუნეთ ნაწერზე). შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათიდან რადიო „საქართველოს ხმაზე“ ფმ 107,9

eter kakulia

2. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 17 იანვარს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, ქართული ესტრადის ყველაზე გამოკვეთილი მსახიობი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალის გამარჯვებული 2011 წლის ნომინაციაში - "წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი" - ეთერ კაკულია იყო, რომელმაც ტრადიციულად საათნახევრის განმავლობაში ნამდვილი შოუ მოაწყო გადაცემაში, ისაუბრა ყველაფერზე რამაც შეიძლება ადამიანი გაახალისოს, გაამხიარულოს და სმენად აქციოს :) ეთერ კაკულიას დადებითი აურის მიზეზები, მომავლის პერსპექტივები, აწმყოს რეალობა და წარსულის ნოსტალგიები, - ეს, ის თემებია რომლებიც გადაცემის მსვლელობის დროს იქნა განხილული. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემაას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79

liza vadachkoria

1. რადიო „საქართველოს ხმაზე“ 10 იანვარს, 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში - „პირისპირ“ ახალი 2012 წლის პირველი სტუმარი - ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსის“ პროგრამების დირექტორი, ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია იყო. კოლეგებმა ერთსაათიანი საუბრის განმავლობაში დეტალურად მიმოიხილეს გასული წლის ქართული შოუ-ბიზნესური მოვლენები, შემაჯამებელი რეზიუმე გაუკეთეს ზოგად სიტუაციას და საინტერესოდ ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და გეგმებზე, გაიხსენეს სამსახურებრივი კურიოზული შემთხვევები და მოვლნები. აღნიშნული საუბრის ჩანაწერი შეგიძლიათ გადმოწეროთ ამავე ბმულიდან (დააწკაპუნეთ ნაწერზე). შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათიდან რადიო „საქართველოს ხმაზე“ ფმ 107,9

ნებისმიერი შეკითხვა რომელიც გაქვთ გამოაგზავნეთ მაილზე starsge@narod.ru ან დარეკეთ რადიოს პირდაპირ ეთერში ყოველ სამშაბათს 19:00 საათიდან 220-10-79