mtavari
2013 clis ambebi
2012 clis ambebi
2010 clis ambebi
2009 clis ambebi
2008 news
2007 news
2006 news
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
mtavari
tv
jurnali VARSKVLAVEBI
SPEC reportajebi
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
datove chanaceri
kontaqti

ექსკლუზივი ხობის მე-5 საერთაშორისო ფესტივალიდან "სიმღერა სამეგრელოზე" გადაცემაში "პირისპირ"

გადმოწერეთ გადაცემა და მოუსმინეთ მარიკა კვალიაშვილის, ნუნუ გაბუნიას, დათო ხუჯაძის და სხვების ექსკლუზიურ ინტერვიუებს

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 20 სექტემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური მასალა გავიდა, რომელიც ხობში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალ "სიმღერა სამეგრელოზე 2011"-ს ეხებოდა. მოუსმენთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს ფესტივლის ორგანიზატორთან გოდერძი ბუკიასთან, მარინა მიქაიასთან, კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილთან და ნუნუ გაბუნიასთან, ასევე ექსკლუზიურ ინტერვიუს დათო ხუჯაძესთან, რომლებიც დეტალურად მიმოიხილავენ ხობის მე-5 ფესტივალს "სიმღერა სამეგრელოზე". მხოლოდ ჩვენი რეპორტაჟი გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალებს ამ და სხვა იქ მიმდინარე ამბების შესახებ. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 2-20-10-79 (დააწკაპუნეთ ამ წარწერაზე და გადადით გადმოწერის გვერდზე)

ესეც ხუთი. . . “სიმღერა სამეგრელოზე”

რეპორტაჟი ხობის მე-5 საერთაშორისო ფესტივალიდან

ორ წელიწადში ერთხელ სამეგრელოს გული “მეგრული სიმღერის ფესტივალს” მასპინძლობს, 2011 წელი რიგით მე-5 იყო, როცა ხობმა ამ დღესასწაულს უმასპინძლა და ალბათ მიკერძოებულები ვიქნები, რომ არ ვაღიარო, თუ რა დიდ საქმეს აკეთებს ეს მეგრელი კაცი ამ ფესტივალით, რომლის კეთების ენთუზიაზმი მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაინც არ უქრება. გოდერძი ბუკია, პარლამენტში ხობის მაჟორიტარი დეპუტატია, ბიზნესმენი, მეცენატი, ამ იდეის ავტორი და ამ ფესტივალის ორგანიზატორი, ღირსეული მეგრელი, რომელმაც სტიმული მისცა ახალ თაობას ახალი მეგრული სიმღერების შექმნისა და ძველ, ტრადიციულ სიმღერებთან ერთად ახლის გვერდით დადგომას. უამრავი სტუმარი საზღვარგარეთიდან, ფოლკორული ანსამბლები, სოლო-შემსრულებელები და ნოვაცია - გამორჩეული სპორტსმენების დაფასება, წელს ეს ბედნიერება ქართული ფეხბურთის სამ ლეგენდას ხვდა წილად. უამრავი ახალი წიგნი, კომპაქტ-დისკი, მოკლედ - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიას რეალურად სერიოზული არქივი გადაეცემა, რომელიც უბრალოდ არასოდეს დაიკარგება, უდაოდ დიდი შრომაა ჩადებული ორგანიზატორებისგან ამ საგამომცემლო საქმიანობისას. 16-18 სექტემბერს ხობმა ტრადიციულად უმასპინძლა ღონისძიებას და ტრადიციულად შემქომედებითად (!) მაღალ დონეზე წარსდგა მოწვეული სტუმრებისა თუ მასპინძლების წინაშე, რასაც ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებით უკვე ნახავდა ჩვენი მკითხველი, ამიტომ ამით თავს აღარ მოგაწყენთ და მხოლოდ იმ კურიოზულ დამოკიდებულებაზე მოგითხრობთ ჟურნალისტების ნაწილის მიმართ, რომელიც საორგანიზაციო ქაოსის გამო თავისდაუნებურად შეემთხვა ჟურნალისტთა 25 კაციან ჯგუფს და ვეცდებით ეს იუმორში გავატაროთ. . . (დააწკაპუნეთ ამ ნაწერზე და გადადით რეპორტაჟის გვერდზე)

"გოლდენ ტალანტის" ექსკლუზივი გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 12 სექტემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური მასალა გავიდა, რომელიც ბთუმში ჩატარებულ საერთაშორისო სატელევიზო კონკურსს "გოლდენ ტალანტ 2011"-ს ეხებოდა. მოუსმენთ ექსკლუზიურ და სკანდალურ ინტერვიუებს მონაწილეებთან, წამყვანებთან და ორგანიზატორებთან. ჩვენს საიტზე გასული რეპორტაჟის შემდეგ ეს გადაცემა გახდა რეალური დასტური იმისა, რომ, რაც ამ სტატიაშია გამოქვეყნებული პირველიდან ბოლო სიტყვამდე რეალობას შეესაბამება გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 2-20-10-79

არა სომეხი, არა ქართველი, არამედ სულ სხვა

ვარსკვლავთცვენა ბათუმურ “გოლდენ ტალანტზე”

დაიწერა, სიუჟეტებიც გავიდა, ბევრმა რეკლამამაც იტრიალა, ბევრი დაპირებაც ისმოდა - და ბოლოს, ეს დღეც დადგა: პირველი ქართული საერთაშორისო (!) სატელევიზო კონკურს-ფესტივალი ჩატარდა, ბათუმმა 7-10 სექტემბერს “გოლდენ-ტალანტ საქართველო 2011”-ს უმასპინძლა.
ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” არც ამ კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერი ყოფილა, არც პარტნიორი და არც თანაორგანიზატორი, მაგრამ იყო სისხლხორცეულად მისი ლამაზად და ხარისხიანად ჩატარებით დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ის საკუთარი (!) ხარჯით და მეგობრების დახმარებით კონკურსზე (რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს თბილისელ კოლეგას კობა ბრეგვაძეს და “ვარსკვლავების” ბათუმის ბიუროს ჟურნალისტებს ნათია შერვაშიძეს და ინგა ბერაძეს).
პირველი რაც ორგანიზატორთა “ძაღლის ბედზე” მეტყველებს :) 7 სექტემბერს ბათუმის თავზე მზის გამოჩენა იყო, რადგან ტურისტებს-დანატრებულ აჭარლებს ყველაზე მეტად სწორედ მზის დანახვა ახარებთ და ჩავრდნილი საკურორტე სეზონის გამო შეწუხებულები, მზის ყოველ გამონათებას ბედნიერები უყურებენ და ასეც მოხდა - ფესტივალი ღია ცის ქვეშ (!) ტარდებოდა და სტუმარ-მასპინძელს მაგრად გაუმართლა. (თუმცა ბოლო, დახურვის დღეს ბათუმმა თავისი ქნა და დილიდან წარღვნა მიუშვა ქალაქს)
მოკლედ, 18 კონკურსანტი ადგილზე იყო, ბილეთის სიძვირის გამო (120 ლარიდან იწყებოდა ფასი) 3.000 კაციანი სახელდახელოდ მოწყობილი დარბაზი ნახევრადსავსე (და არა ნახევრადცარიელი) იყო, - ლამაზი სცენა, დეკორაციები, ინფრასტრუქტურა, გასახდელ-გამოსაცვლელად იქვე სცენის უკან არსებული უაზრო დიზაინის კლუბი “ბამბა-რუმსი” გამოიყენეს. იყო ვარსკვლავთა დასახვედრად განკუთვნილი წითელი ხალიჩაც, შესაბამისად იყვნენ ვარსკვლავებიც - “ბლუც” ჩამოვიდა და იმღერა (თუმცა ცოტა სასაცილო იყო ჩვენს მიერ გადაღებული ექსკლუზიური კადრები, როცა ერთ-ერთი “ბლუ” აჭარის კულტ.მოხელეს ეკითხება - უკაცრავად ვინ მოგვიწვია, რა დაწესებულებაა, ეს რა ფესტივალიაო და მშვენიერი ქალბატონიც მონდომებით უხსნიდა “ბლუელს” სადაც მოხვდა და სადაც იყო).

“ბლუს” გარდა იყვნენ ამერი, ქეით რაიანი, ევა საიმონსი და სხვანი, რომლებიც თავისთავად ე.წ. ვარსკვლავთა ჟიურის წევრებიც იყვნენ და ქულებს 6-დან 10-მდე მონდომებით ანაწილებდნენ, თან სცენიდანაც არ იშურებდნენ სიმღერებს მაყურებლისთვის.
პირველ ტურში ჩვენმა ქართველმა - სალომე ქათამაძემ აბსოლიტური უპირატესობით დაამარცხა ყველა დანარჩენი 17 და უმაღლესი ქულებით კონკურსანტთა სიას სათავეში ჩაუდგა, - სალომემ მართლაც ყველაზე მაგრად იმღერა, მაგრამ მაყურებელში მაინც ჩუმ-ჩუმად ჭორაობდნენ - ტეხავს პირველივე ფესტივალზე ქართველის გამარჯვებაო, - თანაც სალომეს ქულების კუდში, სომეხი შემსრულებელი გოგონა მოსდევდა და არც მოლდოველები და ბრიტანელი შემსრულებლები ჩამორჩებოდნენ.
საერთო ჯამში საპრიზო 20.000 დოლარისთვის ბრძოლა თავიდანვე დაიძაბა, 15.000 და 10.000-ზეც არავინ იქნებოდა უარს, მაგრამ ტიტული მაინც მთავარი იყო.
კონკურსის მეორე დღეს სალომე ფავორიტი იყო, მაგრამ გიგა კუხიანიძის სიმღერამ არ გაამართლა და ჟიურიმ ის დაბალი ქულებით შეაფასა, არც საზოგადოებას მოწონებია ეს სიმღერა და სახეზე ეტყობოდა, რომ არც თავად სალომეს მოსწონდა ის, და რაღაც მთლად გულიდანაც არ მღეროდა. ყველას ეგონა, რომ როგორც ყველა კონკურსანტი ისიც ნაციონალურს იმღერებდა რამეს, მეორე საკონკურსო დღეს და სულ თუ არაფერი თავის “ციცინათელას” მაინც, მაგრამ არა.

პოზიციების დათმობის მიუხედავად ჩვენი ქართველი მაინც ინარჩუნებდა პირველი ადგილის მიღების რეალურ შანსებს, რადგან გარდა “ვარსკვლავური ჟიურისა” იყო სატელევიზო ჟიური და მაყურებელთა ჟიური. მაყურებელი კი ერთი დღის დაგიანებით (ჩანაწერში და არა პირდაპირ ეთერში, როგორც ეს ბოლო წუთამდე რეკლამირდებოდა) უყურებდა კონკურსანტთა გამოსვლას.
მოკლედ, მესამე შემაჯამებელ დღეს როცა იქაურობა ბათუმურ თქეშს, წვიმას და ხოშკანკალს მიჰქონდა მაყურებლით სავსე (!) სახელდახელო დარბაზი ელოდა, რომ პირველ ადგილს ან სალომე ან სომეხი კონკურსანტი აიღებდა, თუმცა ის წილად მოლდოველ მომღერალს (სხვათაშორის წარმატების პერსპექტივები აშკარად აქვს ამ ბიჭუნას) ხვდა წილად, სომეხი გოგონა საერთოდ ვერ მოხვდა სამეულში და მეხუთე ადგილზე გამწესდა და ჩვენი სალომე კი, მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი, დიდი ბრიტანეთი გავიდა.

დაჯილდოების ცერემონიალმა უცებ-უცებ ჩაიარა, სამეულში ვერ-გასულებს “ვულე-ვუს” პაკეტში ჩაწყობილი რაღაცეები (!) გადასცეს და ცოტა მარაზმული დასანახი იყო თუ როგორ აჩუქეს ლიტვის სახელით გამოსულ ორ აშხვართულ, ლამაზ, ანგელოზივით გოგონას (დუეტს) ერთი ცალი “ვულე ვუს” პატარა პარკი, რატომ დაენანა ამ კომპანიას ცოტა მეტი საჩუქარი დაეწესებინა ვერ მივხვდით.
გულდაწყვეტილები იყვნენ სხვა მონაწილეებიც, “ვარსკვლავები” ექსკლუზიურად გაესაუბრა მათ და ამ ჩანაწერის მოსმენა თქვენ ჩვენს საიტზევე შეგიძლიათ.

ლამაზი და დადებითი ბევრი იყო, უპირველეს ყოვლისა თავად ფაქტი, რომ მსგავსი მაშტაბების ღონისძიება საქართველოში (მართალია წამგებიან პერიოდში, რადგან ის კარგი იქნებოდა აგვისტოს დასაწყისში გაკეთებულიყო და არა შემოდგომაზე) პირველად ჩატარდა, ეკა ჩიტაშვილის (ორგანიზატორი) სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ის საერთაშორისო კონკურსების “სპეცია” და აშკარად მონდომებული იყო, რომ ყველაფერი უმაღლესად ყოფილიყო, - კარგი იყო ისიც, რომ კონკურსზე საერთაშორისო ვარსკლავები მონაწილეობდნენ და მღეროდნენ, კიდევ იყო ბევრი კარგი რაღაც. . .
ცუდი იყო, რომ არ გაიყიდა ბილეთები და ხალხს არ დააინტერესა მსგავსი სახის კონკურსმა (უბილეთო მაყურებლის შემოყვანითაც ვერ შეივსი ადგილები), ცუდი იყო, რომ ჟურნალისტები მხოლოდ ფორმალურად დაინტერესდნენ კონკურსით (არავითარი პაპარაცი, არავითარი კულისებში ჩალიჩი და მხოლოდ ტელე-კომპანია “მიუზიქ ბოქსი” და ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” მუშაობდნენ სრული დატვირთვით სამივე დღეს), ცუდი იყო, რომ არ იყო არავისთვის (!) უფასოდ ცხელი ჩაიც კი, არ იყო წესიერი “ავთა-ფართი” და ჟურნალისტებისთვის არ იყო მუშაობის არანაირი პირობა შექმნილი.

დასკვნის სახით, რეზიუმე გვინდა გავაკეთოთ - არავინ იცის ჩატარდება თუ არა “გოლდენ ტალანტ 2012” ბათუმში, მაგრამ ვისურვებდით, რომ ჩატარებულიყოს და საორგანიზაციო კომიტეტში მეტი პასუხისმგებლობის მქონე ქართველები (!) ყოფილიყვნენ, ვისაც რამე გამოცდილება აქვს ფესტივალებსა და კონკურსებთან
ურთიერთობაში, თორემ ასე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წარუმატებლობასაც კი ვუყურეთ პირდაპირ ეთერში, მაგრამ მოთამაშეთა და კოკოშკოვის ბრძოლისუნარიანობა, ჟილკა და საკუთარი საქმის სიყვარული მათაც კი ეტყობოდათ კოჭებში.

გოგა ხაჩიძემ სახე ბოლომდე გამოაჩინა

“სახეს” დროს ბევრი მას “ტრეტი ლიშნის” ეძახდა, ზოგნი “ბოტანიკას”, ზოგი “სიყვარულოვიჩს” და ზოგიც “სურამჩიკას”, მაგრამ ნიჭიერი კაცი, რომ იყო, ეს ყველამ თავიდანვე იცოდა, - სხარტი აზროვნება, ნოვატორული იდეები, ენაკვიმატი ლექსიკა, უცნაურ სიტყვათა მარაგი, სხვანაირი მუსიკალური აზროვნება, მომხიბვლელობა, სიმპათიურობა (აკი, მისი გულსითვის ვენებ-გადაჭრილი გოგოებიც გვინახავს სპორტის სასახლის კონცერტებზე “სახე”-ომანიობის დროს) და რაღაცნაირობა :) ალბათ უფრო უშუალობა, რომელიც ხაჩიძეს იმდენად ქართლულად გამოსდის, რომ სასიამოვნოცაა :)
ასე იყო თუ ისე, დღეს ის, ადამიანებისგან გარემოს დაცვის მინისტრია (ნეტა გარემოსგან ადამიანების დაცვის მინისტრიც გვყავდეს), რაც აშკარად არ უშლის ხელს მუსიკალური ნიჭი შიგადაშიგ გამოამჟღავნოს ხოლმე და ჯერ მარტო მისი გაკეთებული ბოლო დროის ჰიტთა შორის ჰიტი - “მიშა მაგარია” რად ღირს და სულ ბოლოს კი, აგერ წინა თვეში დათო ევგენიძესთან ერთად განხორციელებული მუსიკალური პროექტი, როცა ის და ევგენიძე სცენაზე ერთად აჯაზებდნენ და გასაკვირი ალბათ ისაა, რომ თეთრ სამოსში გამოწყობილ გოგას ხელში უცნაური მუსიკალური ინსტუმენტი - ჰანგდრამი (მფრინავ თეფშს გავს) ეჭირა და მასზე უკრავდა მთელი გატაცებით და ემოციებით.
მართალია ჩვეულებრივი მოკვდავები გოგას ამ ინოვაციას ცოცხლად ვერ ნახავდნენ, რადგან ადგილები სულ ქართულ ელიტ-ბომონდ-სევეცკურ საზოგადოებას ეჭირა, თუმცა ხმა გავარდა, რომ კახეთში რთველი მალე გადამწყვეტ ფაზაში შევა და შესაძლოა გარემოს დაცვის მინისტრი ამ პროგრამით იქაც მიიწვიონო.
სხვათაშორის ზემოთაც ავღნიშნეთ, რომ გოგა ერთ-ერთი გამორჩეულად უშუალო ადამიანია, მინისტრთა შორის, რადგან ერთი ჩვეულებრივი, უბრალო სურამელი ოჯახის შვილია და ალბათ აქედან მოსდევს მას ეს დადებითი თვისება, ამიტომ ძალზე სავარაუდოა, რომ ის მალე ჩვენი გადაცემის “პირისპირის” სტუმარი გახდეს რომელიმე სამშაბათის საღამოს რადიო “საქართველოს ხმაზე”.

მარკო მეტრეველი - ნაბიჯი წინ, ნაბიჯი წინ, კიდევ წინ...

ქართული თანამედროვე პოპ-მუსიკის აშკარად გამორჩეული სახე, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის - “მეგა-2009”-ის “წლის აღმოჩენა” მარკო მეტრეველი, ის მომღერალი გამოდგა, რომელიც თავდაუზოგავად შრომას არ თაკილობს და არც თავის ამ ენთუზიაზმს თვლის წყალში გადაყრილად, მიუხედავად ქართულ შოუ-ბიზნესში არსებული სავალალო სიტუაციისა.
მომღერალმა გამორჩეული სტილით, საშემსრულებლო მანერით და კარგი სიმღერით მსმენელის ყურადღება მალევე მიიქცია, ორი წლის წინ საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მარკოზე მაშინ ბევრს ჭორაობდნენ, მის განსხვავებულობას სკეპტიკურად უყურებდნენ და უპერსექტივოდ მიიჩნევდნენ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ შრომა ჩვენს ქვეყანაშიც ფასდება და მარკო მეტრეველი დღეს ნადვილად არ არის კონცერტების დეფიციტურ განცდაში, რადგან ხშირად უწევს ბევრ მუსიკალურ აქციაზე მონაწილეობის მიღება. ამჟამად ორი ახალი სიმღერის ჩაწერით მომღერალი ერთდროულადაა დაკავებული, რომელთა ავტორი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია, ცოტა ხნის წინ კი, კვლავ რომანტიული სიმღერის ჩაწერას მორჩა და “სულ მენატრები” მალე რადიოეთერშიც გაჟღერდება.
რაც შეეხება დუეტებს, - მარკოს უკვე 2 დუეტი აქვს, ერთი საკმაოდ წარმატებული ნინი შერმადინთან (რომელიც “მეგაზე” შარშან “წლის დუეტი” გახდა) და მეორე ნინა წკრიალაშვილთან (კლიპითურთ), რომელიც თავიდანვე ჩავარდნილი პროექტი იყო, რადგან ნინა წკრიალშვილი სახელმწიფო მოხელეა და არაა მოქმედი და წარმატებული მომღერალი ნინი შერმადინისგან განსხვაებით, რომელიც გაცილებით პროდუქტიულია. ამჯერად კი, მარკო მეტრეველი მესამე დუეტის ჩასაწერად ემზადება, ტელე-კომპანია “მზის” რეალითი-შოუს ერთ-ერთ მონაწილე ლუკა ადამიასთან ერთად.
.

ქართველი ვარსკვლავები გრიგოლეთის "ანდამატში"

მარიამობა დღეს 28 აგვისტოს გრიგოლეთის ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ კომპლექს "ანდამატში" დღესასწაულთან დაკავშირებით მუსიკალური საღამო მოეწყო, რომლის მთავარი მონაწილე "ნიკოლ შოუ" და მისი სოლისტი გია ნიკოლაძე იყო. მასთან ერთად ცნობილი ჰიტები მასთან დუეტში შავკანიანმა ქართველმა და "კომედი შოუში" გაპიარებულმა მსახიობმა :) ბრაიან ადამსმა (ეს, ის ბრაიან ადამსი არ გეგონოთ) შეასრულა. თავისი ცნობილი სიმღერები და იუმორისტული ნომრები შეასრულეს ეთერ კაკულიამ, გურამ ჯაშმა და მერაბ გეგეჭკორმა, რომელთა გამოსვლას რათქმაუნდა თავისი ხიბლი თან სდევდა,
საღამო გვიან ღამით დასრულდა. როგორც კომპლექსის დირექტორმა დათო სარიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა - ზღვის პირას გაკეთებული სცენა და კომპლექსის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მალე აქ მუსიკალური ფესტივალი გაიმართოს, რაზეც უკვე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

“ქუჩის ბიჭები” - ფენიქსი თუ დროებითი დაბრუნება?

ერთდროს ზეპოპულარული ქართული ბოი-ბენდი სცენაზე დაბრუნდა და იმ მწვერვალების ახლიდან დაპყრობას გეგმავს, რომლიდანაც ისინი “არტ-იმედის” დაშლის შემდეგ ჩამოვარდნენ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ადრინდელისგან განსხვავებით ბიჭებს ეს ძალიან გაუჭირდებათ, მეტიც - ძველი დიდების დაბრუნება ფაქტიურად შეუძლებელია, ბევრი მიზეზის გამო!
“ქუჩის ბიჭებში~ პიკასო დაბრუნდა და ახლა ისინი კვლავ ხუთნი არიან, სიმღერაც ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს, სამწუხაროდ ეს სიმღერა არ არის ახალი, ის კარგად დავიწყებული ძველია, მას აჩი ფურცელაძე ასრულებდა წლების წინ და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ აღდგენილი “ქუჩის ბიჭების” პირველი შეცდომა სწორედ ეს იყო - არა ახლის, არამედ კარგად დავიწყებული ძველის ახლებური ინტერპრეტაცია!
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ბიჭებს ერთ-ერთ პატარა ღამის კლუბში სოლო-კონცერტიც ჩაუტარებიათ ახლო მეგობრებისთვის (სამწუხაროდ “ვარსკვლავები” ამ კონცერტზე ვერ მოხვდა) და ეს მათი მეორე დიდი შეცდომა იყო, რადგან ასი ახლობლისთვის და ორი ტელევიზიისთვის ჩატარებული სოლო-კონცერტი იმ შედეგს ვერ მოიტანდა, რასაც თუნდაც რომელიმე რაიონულ ცენტრში ღია, მოედნის, უფასო კონცერტი და ეს ყველაზე მთავარია, მათ ბევრ ღია კონცერტზე გამოსვლა სჭირდებათ, რომ ხალხმა ისინი ახლიდან შეიყვაროს (რადგან თაობა რომელიც მათი ფანები იყვნენ - გაიზარდა და ახლა მათ აბსოლიტურად სხვა პრობლემები და თუნდაც ხედვები აქვთ).
მესამე (ან სულაც პირველი) და ყველაზე დიდი შეცდომა კი “ქუჩის ბიჭებმა” მაშინ დაუშვეს, როცა ისინი ხელისუფლების მატარებელში არ მოხვდნენ და მათზე შესხდომა დააგვიანეს და მეტიც, ჯგუფის ლიდერი ზურა ხაჩიძე ოპოზიციურად განწყობილ პარტიაში შევიდა და ბორჯომის მაჟორიტარობა ოპოზიციური პარტიის სახელით მოინდომა.
დღეს 5 კაციანი (!) ჯგუფის ძველი დიდების დაბრუნება ძალიან გაჭირდება, თუ ისინი სახელისუფლო, კონცერტებში ვერ მოხვდებიან, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მატარებელში დროზე ამხტარი მათი ძველი მეგობრების დახმარებით, ისინი ამას შეძლებენ, ისე - არაფერი გამოვა და გურამ ლომიძეს ისვე ჩიკაგოშო მოუწევს დაბრუნება, ზურა ხაჩიძეს ჰოლანდიაში, პიკასოს ბორჯომში, პაატა ცეცხლაძეს იქ სადაც ისედაც არის - ღვთის სახლში და პაატა ხაჩიძეს კი, მცირე ბიზნესში!
ჩვენი სურვილია, რომ “ქუჩის ბიჭებმა” ყველაფერ ამის გათვალისწინებით ძველი დიდების აღდგენა მაინც შეძლონ.

ახალი საპროტესტო კამპანია - “ნუ უმღერებ დიქტატორ სააკაშვილს”

ლაშა ჩხარტიშვილმა და დაჩი ცაგურიამ ახალი საპროტესტო კამპანია - “ნუ უმღერებ დიქტატორ სააკაშვილს” დაიწყეს.
როგორც ინიციატორები აცხადებენ, კამპანიის მიზანია, კინოს, შოუ-ბიზნესისა და სპორტის რაც შეიძლება მეტმა ვარსკვლავმა უარი თქვას სააკაშვილის და მასთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი პირების კუთვნილი კომპანიების მოწვევით საქართველოში გასტროლების გამართვაზე.
“ - კამპანია უაღრესად მნიშვნელოვანია ვინაიდან, ამით ხელი შეეშლება სააკაშვილს მიერ პირადი პოლიტიკური რეკლამის, მისი დანაშაულებათა გადაფარვის და მისი საქართველოს წინსვლის პროცესის იმიტირების საქმეში”, - აცხადებენ კამპანიის ინიციატორები.
ჩხარტიშვილმა და ცაგურიამ უკვე გაუგზავნე შესაბამისი მიმართვა მომღერალ სელიონ დიონს, რითაც საქართველოში გასტროლების გამართვისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
“ - სამწუხაროდ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და მისგან გამოწვეული ურთულესი სოციალური ვითარების გამო, იძულებულნი ვართ მოგმართოთ თხოვნით, უარი თქვათ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ან მათთან დაახლოებული პირების საკუთრებაში არსებული კომპანიების მოწვევით საქართველოში გასტროლების გამართვაზე“, - აღნიშნულია მიმართვაში. კამპანიის ინიციატორების თქმით, მსგავსი მიმართვები გაეგზავნება შოუ-ბიზნესის სხვა ვარსკვლავებსაც.
ფეისბუქში შექმნილია შესაბამისი სახელწოდების გვერდიც. “ - გვერდის “მოწოენება” გამოხატავს მხარდაჭერას (ხელმოწერას) შოუ-ბიზნესის ვარსკლავებისათვის გაგზავნილ და გასაგზავნ წერილებზე”, - ამბობენ ინიციატორები.

სამეფო ოჯახის მადლობის წერილი ქართველ მომღერალს

რამდენიმე დღის უკან ბათუმში, აკვაპარკის ტერიტორიაზე მომღერალ ბაია გიორგაძის ახალი კლიპის “ბათუმი ლურჯი ზღაპარია” პრეზენტაცია გაიმართა.
სიმღერის ტექსტი და მუსიკა თავად შემსრულებელს ეკუთვნის. კლიპი კი, რეჟისორმა კობა ბრეგვაძემ გადაიღო. ვიდეორგოლის დამდგმელი ოპერატორია გიორგი კაიშაურია. გადაღებები ბათუმში პიაცაზე, პორტში და აკვაპარკში მიმდინარეობდა.
ბაია გიორგაძემ რამდენიმე წლის წინ დაამთავრა კონსერვატორია, არის რამდენიმე სიმღერის ავტორი, ფრანგი კომპოზიტორის გლუკის მუსიკაზე შექმნილი კლიპი “ღმერთი და სიყვარული” მიუძღვნა ბრიტანეთის პრინც უილიამსის და კეიტ მიდლტონის ქორწინებას და საზეიმოდ გადასცა საელჩოს მიერ ახალდაქორწინებულებს. რის შემდეგაც მიიღო მადლობის წერილი ბუკინგემის სასახლის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის რიჩარდ პალმერისაგან, რომელმაც აღნიშნა: - სულ ორმა ადამიანმა შეძლო ღირსეული სიმღერა მიეძღვნა სამეფო ოჯახისათვის, ეს არის სერ ელტონ ჯონი და მეორე თქვენ ხართ ქართველო ბაია!
ბაიამ მიიღო შემოთავაზება ბრიტანული მუსიკალური სტუდია “ზეფირ შოუ კომპანიდან”, ასევე, კინო-კომპანია “ინდიან ვოლფ პროდაქშენ მედიასგან”, ასევე, ცნობილი ესპანელ დიჯეისთან ოსკარ სალასთან ერთად შექმნა ერთობლივი კომპოზიციები და ჩამოაყალიბა ერთობლივი შემოქმედებითი გაერთიანება “ოსკარ სალა ენდ კეიტ გიორგადზე სეტ”.
უახლოეს მომავალში კი, ბაიას გეგმებშია მის მიერ თბილისზე დაწერილი ახალი სიმღერის წარდგენა ქართველი მსმენელისთვის.
.

“თიანეთობა-2011” და ქართული “ვარსკვლავეთის” “ხინკალ-ფართი”

სამი წელია კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი საქართველოში და ყოველი წლის 13 აგვისტოს თიანეთელები და არამარტო თიანეთელები ზეიმს ელოდებიან, ამავე სახელწოდებისას – თიანეთობა, - რომელიც წელს ტრადიციულად კვლავ გაიმართა ცეზარ ჩოჩელისა და რაიონის გამგებლის გიორგი აბაშვილის მხარდაჭერით ამ პატარა, მაგრამ ლამაზ ქალაქში.
მთელი დღის განმავლობაში სტუმარი არ მოკლებია რაიონულ ცენტრში მყუდრო, ლამაზ და სხვათაშორის არცთუისე პატარა პარკს, სადაც როგორც ჩანს არამარტო ახალგაზრდები, არამედ ყველა მშვენივრად ისვენებს როცა ამის დრო აქვს.
ბოლო სამი წელია თიანეთელები ნატრულობენ - ნეტავ ყოველი დღე 13 აგვისტო იყოს, სულ ასეთი კარგი სტუმრები გვეყოლებოდაო, - მაგრამ ერთ კონკრეტულ დღეს ამიტომ აქვს თვის ხიბლი, რომ ის დაბადების დღესავით წელიწადში ერთხელაა, თუმცა ვისაც უნდა ყოველი დღე თიანეთობა უნდა იყოს მისთვის :) აი, სტუმრები კი ნადვილად არ მოჰკლებია 13-ში თიანეთს, დილიდან სახელდახელო სცენაზე ერთმანეთს ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედი სტუმრები ცვლიდნენ, უამრავი სპორტული ღონისძიებაც გაიმართა და რათქმაუნდა ყველას შესაბამისი სიგელი, თასი და პრიზი გადაეცა, - საღამოს კი, გალა-კონცერტით ქართულმა ვარსკვლავეთმა დახურა დღის ზეიმი, თავად მომღერალმა და ამჟამად თიანეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა ქეთი გომართელმა თავი მოუყარა - ეთერ კაკულიას, ანრი ჯოხაძეს, პაატა თედიაშვილს, თაკო მელიქიშვილს, მარკო მეტრეველს და დუეტ “ჯორჯიას”. კონცერტი კი, ენერგიულ თამუნა გომართელს მიყავდა, რომელსაც არ გასჭირვებია ათასობით თიანეთელის აყოლიება.
საერთოდ, ერთი დიდი ისტორია ვარსკვლავეთთან ერთად მგზავრობაა ხოლმე, რომელიც ბოლომდე რათქმაუნდა არ ექვემდებარება რეპორტაჟის ფორმატს, რადგან მაშინ ცენზურის მაღალი შკალა გვექნება დასაცავი :) მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მომღერლებს ყოველთვის სიამოვნებთ შორ გზაზე ერთად ტურნეში სიარული, რაც არ უნდა ჯაყ-ჯაყა გზა უნდა იყოს დანიშნულების ადგილამდე.
ასე, დაემართა ჩვენს ჯგუფსაც, რომელიც 1 საათზე გავიდა თბილისიდან, რესპუბლიკის მოედნიდან (ახლა მგონი უეკლო ვარდების მოედანი ქვია) და 4 საათზე დანიშნულების ადგილზე - ხინკალ-ფართისაც ჩაუსწრო :). ქართველებს არცერთ კუთხეში სტუმრის პატივისცმა არ ეშლებათ და მითუმეტეს თიანეთელებს არ შეშლიათ ეს, აი იქვე მოხვეული ხინკლის დაგემოვნება კი, სასიამოვნო პროცესი და განხილვის საგანი იყო, დეგუსტაციის დროს, ყველაზე აქტიური შეფასებებით ეთერ კაკულია გამოირჩეოდა, რომელმაც ზუსტად შეაფასა ხინკლის ცომის სისქე, ხორცის რაოდენობა, ხარშვის დრო :)
სხვათაშორის გალა-კონცერტს, ფინალში მოუსწრო დუეტმა “ჯორჯიამ” და საინტერესოა რატი დურგლიშვილი და შუმახერი, რომ შეაჯიბრო, რომელი უფრო მალე ჩამოვიდოდა მანქანით ბათუმიდან თიანეთამდე? :) – დარწმუნებული ვართ რატი :) მოკლედ ნასიამოვნები სტუმარ-მასპინძელი საღამოს 8 საათისკენ მიიშალ-მოიშალა და ერთმა ლამაზმა დღემაც მშვიდობიანად ჩაიარა, თიანეთელები მომავალ 13 აგვისტომდე და სტუმრები კი, ახალ გასვლით კონცერტებამდე დაგვემშვიდობნენ.

ლელა წურწუმია სოლო-კონცერტისთვის ემზადება

ქართული ესტრადის ერთ-ერთი იშვიათი და გამორჩეული მომღერალი, რომელმაც დროს მაინც გაუძლო და სხვა ბევრივით საკუთარ კარიერას ჩაძირვის უფლება არ მისცა და მეტიც, განაახლა და მუდმივ მუშაობაში ყოფნით ახალ-ახალი სიმღერებით და პროექტებით დატვირთა, ახალი სოლო-კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
კონცერტის რეჟისორი რათქმაუნდა ლელას მეგობარი დათო დოიაშვილი იქნება, სცენის დიზაინს ამჯერად ალეკო ტატუნაშვილი მიხედავს, ლელას ახალ ფოტესესიას კი, ჯიჯი რეჯინი გაუკეთებს, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე კი, ლელასთვის ახალ სიმღერებს წერს.
მომღერალი ამ პერიოდის განმავლობაში გარდა ახალი სიმღერების ჩაწერისა და ძირითადად საზღვარგარეთული კონცერტების მოვლისა, ქართულ მზატვრულ ფილმ “გარიგება-2”-შიც მონაწილეობდა, მალე კი მისი საუნდთრეკით ახალი ფილმი “დარჩი ჩემთან” ეკრანებზე გამოვა (სავარაუდოდ 30 სექტემბერს პრემიერა იქნება).
ამ ყველაფრამდე კი, მომღერალი ოჯახთან ერთად თურქეთში დასასვენებლად წასვლას ამჯობინებს, რადგან სავარაუდოდ აჭარულ კურორტებზე ლელას დასვენება არ უწერია :) - იქ პაპარაცებიო, იქ ცუდი ამინდიო, იქ მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნაო :) იქ გაუთავებელი ბანკეტები და შეხვედრებიო, იქ ცხელი სიმინდიო, აქ ცივი “ფანტა” “კოკა-კოლა” “სპრაიტიო” და ეს რაღა დასვენებაა? :).
გადაცემა `პირისპირ~ ლელა წურწუმიას სეზონის დაწყებისთანავე სტუმრად მოიწვევს ფმ 107.9-ზე რადიო “საქართველოს ხმაზე” და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
.

"გოლდენ ტალანტი" - ჯერ არ ჩატარებული კონკურსის პირველი ნაბიჯები და პირველი სკანდალები

“ვარსკვლავები” წერდა ამ ყველაფერზე, ჩვენი ექსკლუზივი რადიო-პროექტი - “პირისპირ” მსმენელსაც ესაუბრებოდა ამ ყველაფრის შესახებ ეკა ჩიტაშვილთან ერთად, ადამიანთან, რომელიც სულისჩამდგმელია ამ ახალი საერთაშორისო სატელევიზო კონკურსისა და რომელმაც მთლიანი ქართული სტაფი ერთ დღეში დაითხოვა და მისი ხელმძღვანელობა უცხოელ პროდუსერს ფრედ ფრენჩს ჩააბარა.
დათო ოქიტაშვილი, დათო ევგენიძე და სხვები ფაქტიურად აღარ მოიაზრებიან “გოლდენ ტალანტის” სატელევიზო კონკურსთან, რომელიც ბათუმში უნდა გაიმართოს 7-10 სექტემბერს და რომელში მონაწილეობასაც ორგანიზატორების თქმით 20-ამდე ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს და სატელევიზო ჩანაწერები კი, ათობით ტელეკომპანიის ცოცხალ ეთერში გადაიცემა.
როგორც წესი საქართველოში ჩატარებული ყველა (!) ახალი კონკურსი თუ ფესტივალი საშინელ ხორცსაკეპ მანქანაში გადის ტესტირებას, უფრო კი, მისი ორგანიზატორები გადიან იმხელა წნეხს, იმხელა კრიტიკას დამსახურებულს თუ დაუმსახურებელს, რომ ძლიერი ნერვების პატრონი უნდა იყო ადამიანი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო და მეტიც - მეორე წელს კვლავ განაგრძო და ღონისძიების საქართველოში (!) კვლავ ჩატარების სურვილი ისევ გქონდეს.
სწორედ ამ შეკითხვით “ვარსკვლავებმა” პრესკონფერენციაზეც მიმართა კონკურსის ორგანიზატორს, საერთაშორისო დონის პროდუსერს ეკა ჩიტაშვილს, რომელმაც გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ნეგატივს და ხალხის ნაწილისგან კრიტიკულ დამოკიდებულებას ხედავდა და ყველას სთხოვა, რომ მეტი პოზიტივი გამოეშვან მათ მიმართ და ყველაფერი კარგად იქნება!
საქართველოში, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რაღაც ახალის დაწყება მითუმეტეს მაშინ, როცა გვერდში უამრავ კონკურსში იმ ხალხს დაიყენებს ორგანიზატორი, რომლებსაც ფულის და ჰონორარის გარდა სხვა ინტერესი არ აქვს, ნამდვილად რთულია ყველაფერი ისე გაკეთო როგორც ეს ჩაფიქრებულია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ კონკურსის ორგანიზატორთა პროფესიონალიზმი აჯობებს ქართულ მენტალიტეს და 7-10 სექტემბერს ბათუმიდან ღირსეული კონკურსის ღირებულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
.

დუეტ "ჯორჯიას" ტურნე საქართველოში

ქართველი მომღერლებისთვის საზაფხულო სეზონი ერთგვარი შვებაა ხოლმე, რადგან წარსულიდან შემორჩენილი ტენდენციები, რომ მომღერლების ტურნეები საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მომგებიანი ზაფხულობითაა, ინერციით მაინც გრძელდება, მითუმეტეს მაშინ თუ ტურნეს ადგილობრივი ხელისფლება უწევს სპინსორობას.
დუეტ “ჯორჯიას” ძალიან გაუმართლა ამ შემთხვევაში და ბექა ხალათაშვილი ორგანიზატორობიოთ და კახეთის ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების ფინასური გვერდში დგომით ამ რეგიონში შედეგიანი საკონცერტო გამოსვლები მოაწყო.
სოლო-კონცერტები, ეს ის გამორჩეული ფორმატი იყო, რომელიც “ჯორიას” მაკას და რატის ქონდათ, რადგან ადრე ისინი ყოველთვის სხვებთან ერთად გამოდიოდნენ ნაკრებ კონცერტებზე, ამჯერად კი მთელი რეპერტუარის გატანა მოუხდათ კახელი ფანების წინაშე და უნდა აღინიშნოს, რომ ანშლაგებით ჩავლილი კონცერტებით მაკა და რატი კმაყოფილები დარჩნენ.
თანაც, რომა რცხილაძემ მათ თავისი ერთ-ერთი ჰიტის ჩაწერის უფლება მისცა და აღნიშნულიც, ყველა კონცერტის საფინალო სიმღერად გაჟღერდა.
კახეთი კი, ქუთაისმა და ბათუმმა შეცვალა, სეზონი მაინც სეზონია და კარგად დარეკლამირებულ აჭარის დედაქალაქში ახლა ყველაზე მომგებიანია კონცერტების ორგანიზება, ქართული სიმღერა თურქებსაც მოსწონთ და სომხებსაც.
.

ბერა - ქართული შოუ-ბიზნესის მაშველი?

"ვარსკვლავები" არსებობის 16 წლიანი ისტორიის მანძილზე, იმ მოვლენების შეფასებებში, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, ჯერ არ შემცდარა და საკუთარი პროფესიონალიზმის და გამოცდილების ხარჯზე ბევრ მოვლენას ისტორიაში საკუთარი ადგილი და სახელი მიუჩინა. ამჯერად ყურადღება ახალგაზრდა, 16 წლის რეპერზე, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველი ადამიანის და რაც მთავარია, უანგარო ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის ვაჟზე - ბერა ივანიშვილზე ვაქვს საუბარი, რომელმაც დამოუკიდებლად, მამის ჩრდილ-ქვეშ ყოფნის გარეშე შეძლო ის, რაც იშვიათად თუ გამოსდის ვინმეს საქართველოში.
რათქმაუნდა დიდი ფული იმისთვის რაც ამ პატარა ბიჭმა დაიწყო საჭირო კი არა, აუცილებელია, მაგრამ დიდი ფული მანამდეც გადაუყრიათ საქართველოში რაღაც-რაღაც კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც თავიდანვე დროებითი სიცოცხლე ეწერა (მაგალითად "არტ-იმედი" "მელოდია-არტი” და ა.შ. - ჩანასახშივე მკვდარი პროექტი იყო და მაზე ხმამაღლა ერთადერთი (!) `ვარსკვლავები~ საუბრობდა თავის დროზე), ბერას პროექტი პირველი ქართული ლეიბლი “ქართული ოცნება” რომელიც ნიჭიერი, ახალგაზრდა თაობის აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზანად მსოფლიოს მასშტაბით, მოკლედ და კონკრეტულად, რომ ვთქვათ არის - პერსპექტიული (და მას განვითარებაში ალბათ, მხოლოდ ფორსმაჟორი თუ შეუშლის ხელს), რაც მთავარია დროულია!
ბერა ის ბიჭია, რომელსაც გარდა დიდი ფინანსური ბეგრაუნდისა აქვს საქმისადმი სიყვარული, უბრალოება და ენთუზიაზმი, რაც ყველაზე მთავარია იმ საქმეში რასაც შოუ-ბიზნესი ქვია! ყველაზე მეტად კი, ეს ამ პატარა ბიჭის უბრალოებაა, რომელსაც სიამოვნებს ის რასაც აკეთებს - ის, ქართულად რეპავს და მას მოსწონს ეს, - ეს მოსწონს სხვებსაც და არა იმიტომ, რომ მისი მამისგან გამორჩენას ელოდებიან, არამედ იმიტომ რომ ის მართლა არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში!
რეპერების რაოდენობაში საქართველოს ნამდვილად არ უჭირს, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია ხარისხიანი რეპერები - ბედინა, კაბუ, მასტერა, ლექსენი და სხვები რათქმაუნდა სოციალრად სხვა დონის რეპერები არიან და კიდევ - მათგან მხოლოდ ერთადერთი, ბედინა სარგებლობს, იმ სტატუსით რაც რეპ-სამყაროშია მიღებული (იარაღი, ნარკოტიკი, ციხე), მაგრამ ეს იყო ადრე, ახლა სხვა დროა :) და სოციალურ პრობლემებზე ამეტყველებულ შავი რეპერების გვერდით, გამოჩნდა ემინემიც და მოვლენებიც შეიცვალა. . .
ქართველი ბერა დედას უმღერის, თანატოლებს, თავის დაბადების დღეს, საჩუქრებს, მისი რეჩიტატივი სხვანარად გამოჩნდა ხალხში და ფანებიც გამოუჩნდა უკვე, სოციალური ქსელების ყველა (!) ვებ-გვერდი მისი რეკლამითაა გაჯერებული და მისი ახალი საქმის, რომელიც თავში ვახსენეთ ლეიბლი `ქართული ოცნება~ ახალი ქართველი ვარსკვლავების აღმოსაჩენად!
"ვარსკვლავები" ეცდება სექტემბრის ბოლოს თბილსიში დაბრუნებულ ბერას შეხვდეს და ექსკლუზიურად მისგან გაიგოს ქართული შოუ-ბიზნესის გადარჩენის მისეული რეცეპტი, რადგან ის რაც ამ საქმეს მოემსახურება - პირველი ქართული ტაბლოიდის "ვარსკვლავებისთვის" მისაღებია და უფასოდ (!) გაუკეთებს პრომოს მას, ჩვენს ყველა არსებულ და სამომავლო პროექტში!

საბავშვო "ევროვიზიის" ქართველი გამარჯვებული ჯფუფ "ქენდის" ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემაში "პირისპირ", რადიო "საქართველოს ხმაზე" 107.9

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 13 დეკემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული ბავშვთა ჯგუფი "ქენდი" იყო, პროექტის პროდუსერ გიგა კუხიანიძესთან ერთად. ბავშვემა სრულად ისაუბრეს ერევანში მიღწეულ წარმატებაზე, ყველა წვრილმან დეტალზე რაც კი ამ პერიოდის მანძილზე გადახდენიათ. პატარა მომღერლები აქტიურად ყვებოდნენ სახალისო ამბებს "ევროვიზიიდან" და გახარებულები შეხვდნენ ი ფაქტს, რომსა ქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-12 ცერემონიალზე ისინი "წლის პროექტის" ნომინაციში გამარჯვებულად დასახელდებიან. - ეს, ის თემებია რომლებიც გადაცემის მსვლელობის დროს იქნა განხილული. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79

"კომედი შოუს" მსახიობების ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემაში "პირისპირ", რადიო "საქართველოს ხმაზე" 107.9

37. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 6 დეკემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - სტუმრად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობ იუმორისტული შოუს "კომედი შოუს" მსახიობები - სიკო ჭუმბურიძე და კობა ბარათელი იყვნენ, რომლებმაც რეალურად ერთსაათიანი გადაცემის მანძილზე სახალისო და გასართობი რადიო-გადაცემა შესთავაზეს მსმენელს, იყო სერიოზული საუბარი ქართული იუმორის ხარისხზე და ამ სფეროში მიმდინარე პრობლემებსა თუ წინსვლაზე, - ყველაფერი ეს, შეგიძლიათ გაიგოთ თუ გადმოწერთ აღნიშნულ ფაილს და მოუსმინთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79 (დააწკაპუნეთ ნაწერზე და გადმოწერეთ ხმოვანი ფაილი)

“ბებერი მგლები” სცენას დაუბრუნდნენ

ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების რომლებიც კატეგორიულად და ხმამაღლა ამტკიცებენ, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს, რადგან უპრიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ - ის არსებობს და თუნდაც კოცონზე დამწვან, მაინც ვიტყვი, რომ ის მაინც ბრუნავს :) - თუმცა შეიძლება ვიდაოთ ამ არსებული შოუ-ბიზნესის ხარისხზე და მაშტაბებზე.
სწორედ უმაღლესი ხარისხის და უდაოდ მაშტაბური პროექტი იყო ანსამბლ “75”-ის კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში, - ემოციური, დახვეწილი, ნამდვილი ვარსკვლავები, სცენის მგლები და ვირტუოზები - ეს, ის ეპითეტებია, რომლის თქმაც არასოდეს დამენანება ამ ადამიანებისთვის, რადგან ისინი ჯერ საკუთარი სიამოვნებისთვის მღერიან სცენაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მაყურებლის, რადგან თუ ნაღდი მომღერალი საკუთარმა ემოციამ არ შეატორტმანა, არ გააღვიძა და არ აახტუნავა სცენაზე ისე, ის მაყურებლამდე ვერ მიიტანს ვერაფერს. 4 დეკემბერი კიდევ ერთი დასტური იყო ჭეშმარიტი ქართული ანდაზისა, რომ “ბებერი ხარის რქაცა ხნავსო” - თუმცა, რამდენად შეიძლება ამ ბიჭებს (!) “ბებრები” ვუწოდოთ ეს კიდევ საკითხავია :) სხვა თუ აარფერი მათი ახალგაზრდული გული და შემართება, ბევრ ახალგაზრდა “ქართველ ვარსკვლავუკას” ჩაისვავს გახუნებული პიჯაკის ჯიბეში.
- ბესო კალანდაძე, უჩა კორძაია, მერაბ სანოძე, რომა რცხილაძე, კაკო ვარშალომიძე, მალხაზ რევაზიშვილი, გია მაჭარაშვილი, თემო ნიკოლაიშვილი და სხვები და სხვები, ეს ის ადამიანები არიან, რომებსაც უყვართ საკუთარი საქმე და ამ საქმით ადამაინებსითვის სასიამოვნო ემოციების განაწილება.

“ვია-75”-ის ვარსკვლავის გახსნა დიდი საკონცერტო დარბაზის წინ უფრო ემოციური გამოდგა ვიდრე თავად ბიჭები ელოდნენ, მიუხედავად საშინელი სიცივისა და ყინვისა მაყურებელს ფეხიც არ მოუცვლია ად ღონისძიებას ბოლომდე დაესწრო.
სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ დარბაზში “თანამედროვე ვარსკვლავების” აბსოლიტური დეფიციტი დავაფიქსირეთ, თუმცა სასურველი იქნებოდა მათაც მიეღოთ ის ემოცია, რაც სცენიდან ქარბორბალასავით მოდიოდა, სამაგიეროდ დარბაზში იყვნენ - მერაბ სეფაშვილი, ზურა მანაგაძე, ენრიკო ჯანელიძე, ნუგზარ ერგემლიძე და სხვა ძველი თაობის “სცენის მგლები” :) და რაც ყველაზე სასიამოვნო ფაქტია, ბესო კალანდაძემ სცენიდანვე განაცხადა, რომ ანსამბლი “75” ესტრადას უბრუნდება ახალი და ძველი სიმღერების ახლებური ჟღერადობით, რაც წარმოუდგენლად დიდი შევსებაა ნაკლული ქართული შოუ-ბიზნესისთვის!
.

ბესო კალანდაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემაში "პირისპირ", რადიო "საქართველოს ხმაზე" 107.9

36. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 22 ნოემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - სტუმრად ქართული ესტრადის ვარსკვლავი ბესო კალანდაძე იყო, რომელმაც ფართოდ მიმოიხილა ერთ-ერთი პირველი ქართული პოპულარული ანსამბლის "ვია 75" წლის ისტორია, ანსამბლის, რომლის ვარსკვლავიც დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 4 დეკემბერს პომპეზურად გაიხსნა, მომღერალმა ისაუბრა ქართულ მუსიკალურ რეალობაში შექმნილ სიტუაციაზე - ყველაფერი ეს, შეგიძლიათ გაიგოთ თუ გადმოწერთ აღნიშნულ ფაილს და მოუსმინთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79 (დააწკაპუნეთ ნაწერზე და გადმოწერეთ ხმოვანი ფაილი)

ლალი მაროშკინას ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემაში "პირისპირ", რადიო "საქართველოს ხმაზე" 107.9

35. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 29 ნოემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, ჟურნალისტი ლალი მაროშკინა იყო, რომელმაც გადაცემის ავტორთან ერთად დაწვრილებით ისაუბრა ქართულ ჟურნალისტიკაში მიმდინარე მოვლენებზე - პრობლემებზე, რეალობაზე, პერსპექტივებსა თუ უპერსექტივობაზე. გადაცემაში ფართოდ იქნა განხილული პრესის გავრცელების სააგენტოების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები თბილისის მერიის მიერ, - ეს, ის თემებია რომლებიც გადაცემის მსვლელობის დროს იქნა განხილული. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79

ლილიკო ნემსაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემაში "პირისპირ", რადიო "საქართველოს ხმაზე" 107.9

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 22 ნოემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - სტუმრად ქართული ესტრადის ვარსკვლავების დიდი ქომაგის და მათი გავარსკვლავების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, კომპოზიტორი - ლილიკო ნემსაძე იყო, რომლის დაწერილი მუსიკითაც უამრავი ქართველი ვარსკვლავის რეპერტუარი გამდიდრდა. რას ფიქრობს ლილიკო თანამედროვე ახალგაზრდა მომღერლებზე, რატომ ვერ და არ აკრიტიკებს იმას რაც არ მოსწონს, როგორი დედაა საკუთარი შვილებისათვის და რატომ მოსწონს თუ ფაქის რეპი - ყველაფერი ეს, შეგიძლიათ გაიგოთ თუ გადმოწერთ აღნიშნულ ფაილს და მოუსმინთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79 (დააწკაპუნეთ ნაწერზე და გადმოწერეთ ხმოვანი ფაილი)

ნინი შერმადინი ჯერ-ჯერობით გათხოვებას არ აპირებს

მეუღლესთან დაშორების შემდეგ მომღერალმა აქტიური მუსიკალური კარიერა კვლავ საქართველოში განაგრძო და საბერძნეთში საბოლოოდ გადაბარგებაზე უარი თქვა, მიუხედავად იქაურ “იქს-ფაქტორში” უდიდესი წარმატებისა ნინი დღეს ისევ თბილისშია და აქ მუშაობს, თუმცა პარალელურად საზღვარგარეთ გასვლით კონცერტებშიც ხშირად ღებულობს მონაწილეობას.
მომღერალი უარყოფს ჭორებს მისი გათხოების შესახებ და პრესასთან საუბარში განცხადებას აკეთებს, რომ მსგავსი რამ ჯერ-ჯერობით აზრადც არ აქვს, თუმცა ის უკვე არასოდეს აღარ ამბობს - არასოდეს და განმარტავს, რომ საყვარელი მამაკაცის გამო ყველაფრის დათმობას შეძლებს და აიტანს, გარდა საკუთარი კარიერისა და საქმისა, რაც დაგვეთანხმეთ დიდი დანაკლისი იქნებოდა ქართული ხელოვნებისთვის და თანამედროვე ესტრადისთვისაც. ნინი ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ლელა წურწუმიასა და მამულიჩას საქმიან-ოჯახური ტანდემი, როცა ოჯახური ცხოვრების გარდა ქმარი ცოლს საქმიანადაც უდგას გვერდში და მის ვარსკვლავობას მენეჯერობს.
საუბარი ნინისა და მარკუს მეტრეველის სასიყვარულო ურიერთობების შესახებ უკვე მოძველებული თემაა და ნინი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის და მარკო მეტრეველი მხოლოდ კოლეგები და მეგობრები არიან.

შავი პრინცი პრინცი-პიდ ეკლესიამ გარდასახა

პოპულარული ქუთაისელი რეპერი, რომელიც უკვე 40 წლის შესრულდა, 2 წელიწადზე მეტია მოსკოვში იყო გადახვეწილი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს იქაურ რეპურ-შემოქმედებასთან ერთად, ეკლესიური მოღვაწეობით იყო დაკავებული და მოსკოვის მართმადიდებლური ეკლესიის წიაღში მსახურობდა, რის დროსაც ეკლესიიდან ეკლესიაში ნაკურთხი წლის, სანთლების და სხვა საეკლესიო აქსესუარების მიტან-მოტანაში ეხმარებოდა მოღვაწეებს.
სულიერ გზაზე შედგომის შემდეგ რეპერის შემოქმედებაში არა მარტო სახელი, არამედ რეჩიტატივის ტექსტებიც შეიცალა და თუ ადრე წამალზე, ქალებზე და ნარკოტიკებეზე რეპავდნენ, ახლა მის ტექსტებში ისმის - “გიყვარდეს დედა, სამშობლო, შენი თავი” “დიდება ღმერთს მარადის უკუნითი უკუნისადმე”. როგორც კაკო (ეს პრინცი-პის ნადვილი სახელია) ამბობს სულიერ გზაზე დადგომაში მისი მოსკოველი მეგობარი, ისიც რეპერი კოსტია ლი დაეხმარა და თან პარალელურად როგორც უკვე ვთქვით - შეცლილი ტესქსტებით რამდენიმე რესტორანშიც მუშაობს.
რეპერის თბილისში დაბრუნების მიზეზი მისი ახლადშეძენილი ქალიშვილი გახდა, რომელიც მას მეუღლესთან ერთად 7 წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა (შეგახსენებთ, რომ კაკოს უკვე ყავს 18 წლის ქალიშვილი და 5 წლის ვაჟი 2 სხვა ქორწიბებიდან), თან პარალელურად მან ბედინასთან ერთად თბილისურ-ქუთაისური მეგობრობისადმი მიძღვნილი დუეტიც ჩაწერა.

ნინო ძოწენიძე და ჯგუფი "ნეო" გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 8 ნოემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, მომღერალი ნინო ძოწენიძე და მისი ახალი, ცოცხალი ბენდის "ნეიუს" გიტარისტი იყვნენ. "შინამანაკენას" უტექსტო სიმღერით პოპულარული მომღერლის შეხედულებები ახლოს აღმოჩნდა წამყვანის მოსაზრებებთან ქართულ შოუ-ბიზნესში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში, ბოლო პერიოდში ღრმად გაცვეთილი თემა - ნიჭიერება და უნიჭობა ქართულ ესტრადაზე, ძველები და ახლები, მეცენატები ქართველ ხელოვანებთან ურთიერთობაში, - ეს, ის თემებია რომლებიც გადაცემის მსვლელობის დროს იქნა განხილული. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79

სკანდალური ჟურნალისტები გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 8 ნოემბერს - 20:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - სტუმრად მისივე კოლეგები იყვნენ ტელეკომპანია "მუზიქ-ბოქსის" პროგრამების დირექტორი ლიზა ვადაჭკორია, ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" რედაქტორი კობა ბრეგვაძე, მუსიკისმცოდნე - ჟურნალისტი ლალი ზადიკაშვილი. - საუბარი ეხებოდა ტელეკომპანია "იმედში" გადაცემაში "100 გრადუსი ცელსიუსი" წინა დღით ჩაწერაზე, სტუდიაში განვითარებულ მოვლნებს, რისი თქმის და დაფიქსირების საშუალებაც არ მიეცთ ჟურნალისტებს სტუდიაში მათ ის აზრი კონკრეტულად და დახვეწილად ამ რადიო გადაცემაში ბოლომდე ჩამოაყალიბეს. რა მოხდა ამ გადაცემის ჩაწერის დროსდა სტუდიაში რა არ გამოჩნდა ეთერში, რას ვერ მოისმენს და ნახავს მაყურებელი ტელეკომპანიის ეთერში - ყველაფერი ეს, გადაცემაში "პირისპირ" იქნა გამჟღავნებული! შეგიძლიათ გადმოწეროთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79 (დააწკაპუნეთ ნაწერზე და გადმოწერეთ ხმოვანი ფაილი)

მეფე არწივი და ფიროსმანი, ასე ძალიან რამ შეგვაყვარა?! - დიდი თემო წიკლაურის დიდი კონცერტი

შეუძლებელია ქართველი გერქვას, ქართველად გრძნობდე თავს და ამ დიდი ქართველის შემოქმედება არ მოგწონდეს, არ მოგწონდეს მისი ნაღდი ქართული, ვაჟკაცური ხმა, არ მოგწონდეს მისი ბუნება, მისი ქართველობა, შეუძლებელია ქართველად გრძნობდე თავს და ემოციების გარეშე უსმენდე მის შესრულებულ `იარონ`-ს, `გააჩერე დედამიწა ჩავდივარ`-ს (რომელიც სხვათაშორის თანამედროვე ახალგაზრდობის `ძააან ტაკოი ტიპებს` ურთიერთობის სლოგანად გაუხდიათ და აზრზეც არ არიან საიდანაა ეს სიტყვები!)
თემო წიკლაურმა სოლო-კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა და 2500 მაყურებელი ემოციების გარშემო შეკრიბა, ქართველობა გაახსენა და სულიერი სიძლიერე შემატა, - ყოველშემთხვევისთვის ასეთი საბრძოლო განწყობითა და გრძნობით გამოვედით ჩვენ დარბაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღით ადრე თემო წიკლაურმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემა `პირისპირ`-ში (იხილეთ ჩანაწერი) მაინც გაჩნდა კონცერტის შემდეგ ერთი კითხვა - საიდან აქვს ამ ადამიანს ამხელა ენერგია, რომ ერთმა 2500-ს გაუნაწილა?
რაც შეეხება კონცერტის არაემოციურ ნაწილს - ასეთი უბრალოდ არ ყოფილა, ორ მოქმედებად დადგმული საღამო (ჯემალ ბაღაშვილის რეჟისორობითა და ბასა და თამარ ფოცხიშვილების ხელშეწყობით) ერთი კარგი ქეიფის სუფრასავით გათავდა, ქართულად, წესების დაცვით და არც არავის შეუცხადებია ის, რომ მომღერალს რამდენგანმე ტექსტი აერია, დაავიწყდა, ემოციები ვერ დაფარა, წაუცეკვა, წაუღიღინა :) – მოკლედ ფაქტი იყო, რომ თემო წიკლაური თავს ისე გრძნობდა სცენაზე როგორც საკუთარ სახლში, ან რა გასაკვირია როცა ის ამ სცენაზე 40 წელია დგას?! და მითუმეტეს მაშინ, როცა მეუღლე და შვილი გვერდით ყავდნენ, რომლებთან ერთადც ემოციური სიმღერებიც შეასრულა. უდაოდ დიდი იყო დედისადმი მიძღვნილი სიმღერა და რომ შეიძლებოდეს, ის დედის ჰიმნადაც უნდა აღიაროს ვინმემ, ან უბრალოდ ყველამ საკუთარ დედას უნდა მიუძღვნას და შეძლოს ვინმემ ხშირად მოასმენინოს ქუჩაში, ბირჟაზე, თუნდაც სუფრაზე შეკრებილ ახალგაზრდა ქართველ ვაჟკაცებს (!) საკუთარი დედის გინება ვაჟკაცობის დარად რომ გაუხდიათ!
ეს, თემო წიკლაურის კონცერტი იყო - თავის ხუმრობით, თავის დიდი ბავშურობით (თუმცა წელს მას 65 წელი შეუსრულდა), თავის ერთგულებით და თავის სიყარულით სამშობლოსადმი, რომელსაც საქართელო ქვია და რომელიც ზუსტად, რომ მისნაირების გადასარჩენია, კაცების - რომელსაც ეროვნული სულისკვეთება შერჩათ და მისი განაწილება სხვებისთვისაც შეუძლიათ! მადლობა თემო, რომ არსებობ და შეგიძლია სხვასაც ასწავლო, ქართველობა, ვაჟკაცობა და ერის სიყვარული, - კიდევ დიდხანს იმღერე თემო. . . დიახ! თემო და არა ბ-ნო თემო, რადგან შენ ყველა ნაღდი ქართული ოჯახის წევრი უნდა იყო!
.

თემურ წიკლაური გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 1 ნოემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, ქართული ესტრადის ჭეშმარიტი ვარსკვლავი, ცოცხალი ლეგენდა, "ივერიელი" არწივი, ლეგენდა "ფიროსმანი" და უბრალოდ ღირსეული ქართველი - თემურ წიკლაური იყო, რომელმაც წამყვანთა ერთად უამრავი საინტერესო თემა განიხილა და უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა, - ქართული ღირებულებები, ახალგაზრდობა, ქალი, ქვეყანა და რათქმაუნდა - ხელოვნება, - გირჩევთ გადმოწეროთ მასალა და მოუსმინოთ ქართული ვაჟკაცობის უკანასკნელი მოჰიკანების გუნდის :) წარმომადგენელთა დიალოგს პირდაპირ ეთერში - გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79

მადლობის წერილი ბრიტანეთიდან ქართველ მომღერალს

რამდენიმე თვის წინ მომღერალმა ახალგაზრდა მომღერალმა ბაია გიორგაძემ, პრინც უილიამის და ქეით მიდლტონს მიუძღვნა სიმღერა, რომელზეც კლიპი კობა ბრეგვაძის რეჟისორობით გადაიღო, კლიპი მილოცვასთან ერთად ბაიამ ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით სამეფო ოჯახს გადაუგზავნა. ცოტა ხნის წინ კი, მომღერალმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან ოფიციალური სამადლობელი პასუხი მიიღო. რომელშიც წერია: - კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინისაგან: უზომოდ ნასიამოვონები ვართ თქვენი მილოცვით ქორწილზე. მისი ბრწყინვალება დიდ მადლობას გიხდით საუკეთესო სურვილებით..."
კლიპს "ღმერთი და სიყვარული" ჰქვია, ”ვარსკვლავები” წერდა ამ კლიპის პრეზენტაციიდან მასალას. სიმღერა გლუკის მუსიკაზეა დაწერილი. ბაიას დიდი გეგმები აქვს და ის კლასიკური მუსიკის ფესტივალზეა მიწვეული მომავალი წლის ივლისში. ცოტა ხანში კი, მომღერალი; თბილისზე ახალ კლიპსაც გადაიღებს.

ანსამბლ "შავნაბადას" ერთ თვიანი ტურნე დიდ ბრიტანეთში, წარმატებით დასრულდა

ფოლკლორული ანსამბლი "შავნაბადა" რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთიდან დაბრუდა, სადაც ანსამბლის წევრებმა ერთი თვის განმავლობაში ინგლისის სხვადასხვა ქალაქში კონცერტებთან ერთად ქართული ტრადიციული კულტურის "მასტერკლასები" და "ვორკშფოფები" გამართეს.
ქართული ხალხური სიმღერის მასტერკლასი, ინგლისის 4 საშუალო სკოლაში გაიმართა. იორკშირის მხარეში - იორკის ახალგაზრდულ გუნდთან, ვეიკფილდის საკათედრო ტაძრის გუნდთან, შეფილდისა და ბრედფორდის უნივერსიტეტებთან და ლიდსის გუნდებთან. რაც შეეხება ანსამბლ "შავნაბადას" კონცერტებს, მისი მასპინძელი ოქსფორდის, ბრედფორდის, შეფილდის უნივერსიტეტის დარბაზები, ასევე ლონდონის ბაფტისტური და ვეიკფილდის საკათედრო ტაძრები გალხდათ. ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის სოას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო მუსიკის ფესტივალში, რომელიც სხვადასხვა თეატრში იყო წარმოდგენილი.
ანსამბლის ტურნეს აქტიურად გამოეხმაურა ბრიტანული მედია, "შავნაბადას" მომსენის საშუალება არაერთხელ მიეცათ რადიო "ბი ბი სი"-ს მსმენელებსაც.

ანი სირაძე: - არც გავთხოვილვარ და შესაბამისად არც ორსულად ვარ ანუ ვინ არის თენგო ჟღენტი?

ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის ეთერ ჭელიძის შვილიშვილის ანი სირაძის შესახებ პერიოდულად აგორებული ჭორები პრესის ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოხვედრილა, მაგრამ ალბათ მისი ასაკიდან გამომდინარე მისი პირადი ამბები მაინც და მაინც არ გავრცელებულა, თუმცა ცოტახნის წინ საზოგადოებაში ფუსფუსი დაიწყეს - მისთვის წარუმატებელი “ჯეოსტარის” შემდეგ ანი სირაძე გათხოვდაო, ვინმე თენგოს გაყვა ცოლად და უკვე ორსულადაც არისო, რისი გადამოწმებაც “ვარსკვლავებმა” თავად მომღერალთან გადაწყვიტა
- რა სისულელეა, ორსულად როგორ უნდა ვიყო როცა ჯერ არც გავთხოვილვარ? - ეგ არაა რთული რამე მაგრამ, ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ვინმე თენგოს გაყვა ცოლად და ორსულობასაც რატომღაც მალავსო.
- თენგოს? არა ყველაფერს გეფიცებით თენგო (21 წლის თენგო ჟღენტი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტია) უბრალოდ ჩემი მეგობარია, თორემ დასამალი რა მაქვს? შეყვარებულიც კი არ მყავს ჯერ. - როგორ ფიქრობ რატომ და საიდან გავრცელდა ეს ამბავი?
- სხვათაშორის `ჯეოსტარის” შემდეგ დიდი დეპრესია, რომ მქონდა მაშინ დამემართა საშინელება :) - ხუთი კილო მოვიმატე წონაში და ვიღაცეებმა კუდები გამოაბეს ანი ორსულდააო, და მეგობრებიც კი სერიოზულად მილოცავდნენ და ბიჭია თუ გოგოო მეკითხებოდნენ, არა ხალხნო - `ჯეოსტარის” დეპრესიის მერე წონაში მომატებასა და ორსულობას შორის ხომ არის სხვაობა? :) 17 წლის მომღერალი ამჟამად აბიტურიენტია და აქტიურად ემზადება უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მომავალი წლისთვის, სურვილი აქვს ტელე-ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლოს და თუ ოცნება აუხდა პირველ სტუმრად შესაძლოა მარინა ბერიძეც კი, მოიწვიოს საკუთარ გადაცემაში :)
.

მამუკა ჩარკვიანი მამის 80 წლის იუბილეზე, სცენაზე შეუძლოდ იყო

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული პოეზიის თანამედროვე ვარსკვლავის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადებიდან 80 წლის იუბილე გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც ქართული ესტრადის მომღერლები, პოეტები, კომპოზიტორები და შემოქმედი ადამიანების უდაოდ ნაღები ღებულობდა მონაწილეობას.
შემოქმედებითი საღამოს წამყვანობა საკუთარ თავზე მსახიობმა ნანა შონიამ აიღო, რომელიც აშკარად ღელავდა და რამდენჯერმე სცენაზე დროულად გამოსვლაც დააგვიანა, თუმცა უარყოფითად ეს ნადვილად არ ასახულა ღონსიძიების ხარისხზე. ლაშა ღლონტი, ტრიო “სიმი”, დათო გომართელი (რომელიც სხვათაშორის ჯანსუღ ჩარკვიანის და ნოდარ დუმბაძის ნათლულია), თეატრალური კვარტეტი, სხვები და სხვები გამოდიოდნენ, სცენაზე გაიყვანეს პოეტის მომღერალი შვილი - მამუკა ჩარკვიანიც, რომელიც დათო არჩვაძემ და მისმა მეგობრებმა ხელკავით გამოაცილეს და სცენის კუთხეშივე ჩამოაჯინეს როიალის სკამზე, ამ მდგომარეობის მიუხედავად მომღერალმა მამის ლექსზე დაწერილი ქართული ჰიტი - “სულ ზევით ზევით” მართლაც ემოციურად შეასრულა. მამუკა ჩარკვიანის ასეთი მდგომარეობა კი, სავარაუდოდ კვლავ მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულების ბრალია (როგორც აქამდე იყო ცნობილი, მომღერალს უკვე დაძლეული ჰქონდა ეს პრობლემა, თუმცა. . .)
დარბაზი სავსე იყო პოპულარული და პატივსაცემი ხალხით, რომელთა შორის იყვნენ კომპოზიტორები ჯემალ სეფიაშვილი, ნუნუ გაბუნია, სცენარისტის ნიკა წულუკიძე, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, მსახიობები მარინა კახიანი, ნანული სარაჯიშვილი და სხვები. ბატონ ჯანსუღს მილოცვები გამოუგზავნეს უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, დიდმა ქართველმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც გულწრფელი სინანული გამოთქვა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირადად ვერ დაესწრო დიდი პოეტის 80 წლის იუბილეს, - შეცარდნაძის ტექსტის ჩაკითხვის და დარბაზში მხურვალე (!) აპლოდისმენტების შემდეგ, მე-6 რიგში მჯდომმა ლევან ღვინჯილიამ ჩუმად ჩაილაპარაკა - ეს, ის შევარდნაძე არ არის სააკაშვილი, რომ მოგვიყვანა პრეზიდენტადო? :) - სხვათაშორის ხარივით ჯანმრთელობის მიუხედავად, პოეტის იუბილეს არ ესწრებოდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი :), - მთელი საღამოს მანძილზე ბ-ნი ჯანსუღი აქტიურად კითხულობდა საკუთარ შემოქმედებას, დიდ ეკრანზე კი მისი ფოტო-ისტორიები კინო-კადრებად მიუყვებოდა ერთმანეთს - ნოდარ დუმბაძე, ირაკლი აბაშიძე, მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი . . . ისტორიული ადამიანები და ისტორიული სურათები ლაიტმოტივად გასდევდა დიდი პოეტის, უკვე 80 წლის ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოს.
“ვარსკვლავები” კიდევ დიდხანს სიცოცხლეს და სიმხნევეს უსურვებს კარგ ქართველს. . . .

სულ სხვა ლელა წურწუმია

ანუ 11 წლის მონატრებული მაყურებელი

ასე იყო 11 წლის უკანაც, - მაშინაც პირველმა ჟურნალმა `ვარსკვლავებმა~ გააშუქა და შეატყობინა თავის მკითხველს ექსკლუზიური დეტალები ლელა წურწუმიას სოლო-კონცერტიდან და ასეა 11 წლის შემდეგაც, - ამჯერად ინტერნეტ-ჟურნალი `სთარსჯე~ წარმოგიდგენთ მინი-რეპორტაჟს ყველაზე პირველი და როცა ეს სტიქონები იწერება, დიდ საკონცერტო დარბაზში ლელა წურწუმია ჯერ კიდევ მილოცვებს ღებულობს.
ქართული შოუ-ბიზნესის ე.წ. ელიტა, ბომონდი და რაც გინდა ის დაარქვით დაბარებულივით ყველა დიდ საკონცერტო დარბაზში იყო შეკრებილი, მაგრამ რათქმაუნდა მათ შორის იყვნენ გაურკვეველი მიზეზებით დარბაზში ყველას დასანახად გვიან შემოსულებიც, მათ შორის თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინა იმედაძე, განუყრელი დაქალები გვანცა კილასონია და ხატია შამუგია, ხმამაღლა მოხითხითე ავთო ცქვიტინიძე : ) და სხვები და სხვები, რომელთა დიდი ნაწილი დარბაზიდან ადევნებდა თვალს მეგობრის შესრულებულ სიმღერებს და დიდი ნაწილი კი, სცენაზე ლელას ძველ სიმღერებს საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებდა - დუეტი `ჯორჯია~ `სამი გოგოს~ ერთი გოგო - ნინი ბადურაშვილი, და ორი სოფო - ნიჟარაძე და ხალვაში, გიო ხუციშვილი, რუსა მორჩილაძე (რომლის სიმღერების უმეტესობასაც ლელა ასრულებს), ანსამბლი `შვიდკაცა~ ჯგუფი `ვივო~ და აშკარად თვალშისაცემი რაოდენობა ყოფილი `ჯეოსთარელებისა~ რომელთა შორის ვაჟა მანია და მარიკო ებრალიძე მართლა ყველსგან გამოირჩეოდნენ უმაღლესი საშემსრულებლო მანერით, დახვეწილი ხმით და მოკლედ - ყველაფრით! (ერთადერთი რაც აშკარად ყველას გაუკვირდა, ეს ლელას მეგობრის, აჩიკო მეფარიძის სცენაზე არყოფნა იყო).
რაც შეეხება მთავარ გმირს - ლელა წურწუმიას! მოკლედ შეიძლება ითქვას, ეს ის ლელა აღარაა, რომელსაც აქამდე ვიცნობდით, მისგან ნადვილი ვარსკვლავი დადგა, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით - ყველა სიმღერა ცოცხალ ორკესტრთან შესრულებული, დახვეწილი მანერები, დაღვინებული, გაზრდილი, აშკარად უფრო გალამაზებული, მიუხედავად შინაგანი ნერვიულობისა რომელიც მას გამოსვლის პირველივე წუთებში ეტყობოდა, თუმცა მომღერალმა მალევე აიყვანა თავი ხელში და ემოციები მოთოკა, კარგი საშემსრულებლო მანერები და შესაბამისი რეაქციაც - სავსე დარბაზისგან დამსახურებული ხანგრძლივი აპლოდისმენტები. კონცერტის ბოლოს იყო სპონსორებისადმი (რომელიც ლელას უამრავი ყავდა) მადლობების ტრადიციული კასკადი და როცა ყველა რუდუნებით, მონდომებით და მოწიწებით ჩამოთვალა და დამშვიდობებასაც აპირებდა - დარბაზიდან ხმამაღალი წამოძახილით შეახსენა ვიღაცამ - მამულიჩა დაგავიწყდაო :) - მამულიჩა ყოველთვის მავიწყდება, არადა ყველაფერს ეგ აკეთებს და ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა კახა მამულაშვილსო. . .
და ბოლოს იყო ლელას `თბილისო~ რომელიც კონცერტის მონაწილე ყველა მომღერალმა ერთად შეასრულა სცენაზე, სადაც მათ გვერდით იდგა ლელას პატარა გოგონა მარიკო და დედიკოს უფრო გამხნევებას ცდილობდა. დახურული ფარდა და ფარდის მიღმა სცენიდან მომღერლების აღმოხდენილი – ვაშაა! - რადგან ყველაფერი კარგად, ხარისხიანად, გემოვნებით და უხარვეზოდ ჩამთავრდა, კონცერტის მონაწილეთა 90% კი, დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ რიყეზე გაიქცა სადაც თბილისობისადმი მიძღვნილი უფასო გალა-კონცერტი იმართება, მათ შორის თავად ლელა წურწუმიაც.

„მის საქართველო 2011“ - განათხოვარი? რუსეთის მოქალაქე? - ისევ სკანდალები და ისევ ათასი კითხვა

ბოლო რამდენიმე წელიწადია ამ კონკურსს რომელშიც ადრე გოგონები თავპირისმტვრევით მირბოდნენ, რეიტინგი დაუვარდა და რატომღაც მონაწილეთაგან ალბათ 20-25%-ზე შეიძლება ითქვას მხოლოდ რომ ისინი "საქართველოს ლამაზებს" წარმოადგენენ, ან "ქართველ ლამაზმანებს", სკანდალები, უპასუხო კითხვები, უკვე გამხდარი "მისს-საქართველოების" მუდმივი წარუმატებლობა საერთაშორისო კონკურსებზე "იმიჯ-ცენტრის" იმიჯზე ნეგატიურად აისახა და "მის-საქართველოება" ნაღდი სილამაზის გოგონებს ნაკლებად იზიდავს სამწუხაროდ.
2011 წელიც სკანდალურად დასრულდა - გამარჯვებული გოგონა რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. 19 წლის ჟანეტ ქერდიყოშვილი (სადაური გვარია? - კახური?) საქართველოდან წლების წინ წავიდა და ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. „მის საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობა ის არის, რომ კონკურსის მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და არ უნდა იყოს გათხოვილი ან განათხოვარი. შესაბამისმა სტრუქტურებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ 19 წლის საქართველოს მოქალაქეებს შორის ჟანეტა ქერდიყოშვილი არ ირიცხება.
თავად 19 წლის ჟანეტა ქერდოყიშვილი რუსულ ენაზე ამბობს (ქართულად გამართულად ვერ საუბრობს), რომ როცა გაიგო "მის საქართველოს" კონკურსის შესახებ, როგორც ქართველმა, მასში მონაწილეობა გადაწყვიტა. ამავე დროს, შეუძლებელია, კონკურსის ორგანიზატორებს არ სცოდნოდათ, რომ ჟანეტა რუსეთის მოქალაქეა. "კურიერთან" საუბარში კონკურსის სხვა მონაწილეებმა მიუთითეს, რომ სპეციალური ქსეროასლი წარადგინეს, რითაც დასტურდება, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათივე თქმით, მონაწილის ანკეტაში ამასთან დაკავშირებით სპეციალური გრაფაც იყო შესავსები.
რა ჩაწერა 19 წლის ჟანეტამ მოქალაქეობის გრაფაში, ჯერ გაურკვეველია, მაგრამ გარკვეულია, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში მან ვიზის მისაღებად ("მის საქართველო-2011 ლონდონში უნდა გამგზავრებულიყო) საქართველოს მოქალაქის ვადაგასული და გაუქმებული პასპორტი წარადგინა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა იგი ვიზას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟანეტა რუსეთის მოქალაქეა, მას სტატუსი ჩამოერთმევა და „მის სამყაროს“ კონკურსში ჩვენს ქვეყანას ვიცე-მის საქართველო, მაგრამ ნამდვილად საქართველოს მოქალაქე, სალომე ხომერიკი წარმოადგენს (რომელიც იმედია არც გათხოვილია, არც განათხოვარი და არც რუსეთის მოქალაქე, ან მეტიც - ნასამართლევი, რადგან მსგავსი პრეცედენტები ამ კონკურსს ახსოვს) რაც შეეხება ჟანეტა ქერდიყოშვილს, ოჯახის თბილისელმა მეზობლებმა ისიც გაუბაზრეს, რომ 19 წლის გოგონა განათხოვარია და ქორწილიც თურმე ქონია გადახდილი და მერე ქმარს დაშორებულა (როდის რას ასწრებს ეს ხალხი გასაოცარია პირდაპირ)

"თბილისობის" დღესასწაულზე ნაღდი თბილისელი გარდაიცვალა

ოთარ რამიშვილი ის მუსიკოსია, რომელსაც "ვარსკვლავების" რედაქცია დაარსების დღიდან პირადად იცნობდა და ჩვენი პირველი შეხვედრა 1996 წლის 24 მაისს ჟურნალისტთა სახლში შედგა, სადაც "ვარსკვლავები" დაარსებას ზემობდა და ქართული მუსიკის ლეგენდამ ოთარ რამიშვილმა მაშინ, პირადად დაგვაფასა და ჩვენი სიხარული ჩვენთან ერთად გაიზიარა.
მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა კი "თბილისობის" დღესასწაულზე გაჟღერდა და რაოდენ სამწუხაროა, რომ ქალაქში დროზე ადრე ჩატარებული ეს დღესასწაული, ნაღდმა თბილისელმა და 2009 წლის "საპატიო თბილისელის" ტიტულის მფლობელმა უკვე ვეღარ გაითავისა. ოთარ რამიშვილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, კომპოზიტორი და მომღერალი 77 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. თბილისის კოლორიტი თავისი რეპერტუარითა და ქალაქური სიმღერების ორიგინალური შესრულებით იყო ცნობილი და ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდა.
"ვარსკვლავები" მთEლს საქართველოს უსამძიმრებს ნაღდი თბილისელის გარდაცვალებას, როგორც ცნობილი გახდა დაკრძალვის ყველა ხარჯს სწორედ მისი ქალაქის მერია გაიღებს.

გია სურამელაშვილი საქართველოდან მიდის

დარდიმანდული მუსიკის ქართული ესტრადის ვარსკვლავი და საერთოდ, ამ სტატუსის პირველი მომღერალი, რომელიც ჯერ კიდევ 90-ანების საქართველოში ვარსკვლავობდა - ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლას არ გამორიცხავს. გია სურამელაშვილი სერიოზულად ფიქრობს საქართველოდან სამუშაოდ გადაბარგებას,
როგორც მან ჩვენთან ექსკლუზიურ საუბარში განაცხადა თვის ბოლოს ახალი ალბომის ჩაწერას მორჩება თუ არა ,გასტროლები აქვს დაგეგმილი ისრაელში, სადაც გადაწყვიტა კიდეც, რომ სერიოზულად იფიქროს იქ დარჩენაზე, თუმცა მანამდე პარიზული კონცერტის გაკეთებას აპირებს და საფრანგეთიდან მოწვევას საქმიანად განიხილავს. გია სურამელაშვილი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების `მეგას~ ცერემონიალზე რამდენჯერმე აღიარეს ქალაქური მუსიკის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად და შეიძლება გასაკვირიც იყოს, ნინო ჩხეიძესაც კი ჩამოართვა პირველობა, დარდიმანდული მუსიკის შემსრულებელთა პოპულარობაში.
მომღერალი ამჟამად კორპორატიულ საღამოებზე და რამდენიმე რესტორანში პერიოდული პროგრამით მუშაობს, ყავს პირადი სამკაციანი დაცვა, პირადი მძღოლი, პირადი სტილისტი და მოკლედ ყველა ის `ატრიბუტი~ რაც სტატუსით ვარსკვლავს ჭირდება, მაგრამ ისრაელში სამუდამოდ გადაბარგების თემა მაინც დღის წესრიგში დგას, რამდენად მიიღებს გია სურამელაშვილის სტილს ებრაელი მსმენელი, ეს მომავლის საქმეა, ჩვენც გვეცოდინება და თქვენც გაგაგებინებთ - რეპორტაჟს ისრაელის კონცერტიდან.

ანრი ჯოხაძემ სკანდალური, მაგრამ შეუსრულებელი პროექტი გაახმაურა

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 4 ოქტომბერს - 20:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალის მრავალგზის ნომინანტი და გამარჯვებული, თანამედროვე ქართული რეალობაში ყველაზე სკანდალური ვარსკვლავი ანრი ჯოხაძე იყო, რომელმაც ტრადიციულად თამამი განცხადებები გააკეთა, ისაუბრა ქართული "ბომონდური" და "ელიტარული" დაჯგუფებების შესახებ, პირად ცხოვრების სიაახლებზე და განუხორციელებელ სკანდალურ ამბავზე, რომლის გაკეთებაც ვერ შეძლო, თუ რატომ და რა მიზეზით შეგიძლიათ გადმოწეროთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 220-10-79 (დააწკაპუნეთ ნაწერზე და გადმოწერეთ ხმოვანი ფაილი)

ლიკა ყაზბეგის წარმატებული ქალები უკვე მეოთხედ

ნოემბრის ბოლოს თბილისში ლიკა ყაზბეგი წელს უკვე მეოთხედ განახორციელებს წარმატებული ქალების პოდიუმზე გამოყვანის პროექტს, იდეა რომელიც მან ოთხი წლის განახორციელა პირველად იმდენად მისაღები, მიმზიდველი და სასიამოვნო აღმოჩნდა საქმიანი ქალბატონებისთვის, რომ მაშინვე ხალისით აიტაცეს და აგერ უკვე რიგით მეოთხე პროექტისთვის აღარ გაჭირდა 15-20 წარმატებული ქალბატონის მოძიება, რომლებიც პოდიუმზე გამოსვლასა და განარნარებაზე უარს არ იტყოდნენ, რადგან აქ ყველაზენაკლები აქცენტი სტანდარტულ პარამეტრებზე კეთდება- ან სულაც, ისინი საერთოდ არაა საჭირო, მთავარია რაღაც წარმატება გქონდეს ცხოვრებაში.
- ეს პროექტი ყველა სხვა პრეოქტისგან, თუნდაც ქართული “ფეშენ ვიკებისგან” იმით გამოირჩევა, რომ აქ აქცენტი კეთდება არა ტანისამოსის, თუნდაც ახალი მოდელების პროპაგანდიზე და ჩვენებაზე, არამედ პიროვნებებზე, პერსონებზე, რომლებმაც ასაკის მიუხედავად რაღაცას მიაღწიეს ცხოვრებაში - განაცხადა ლიკა ყაზბეგმა ჩვენთან საუბარში. მეოთხე პროექტის დასკვნითი საღამო სავარაუდოდ კუს ტბაზე,მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების ცენტრ “მუზაში” გაიმართება, სადაც ლიკა ყაზბეგს ერთხელ უკვე აქვს გაკეთებული სხვა პრეოექტი - საქორწინო კაბები პოპულარულ ადამიანებზე.
საინტერესოა, რომ ამჯერად შესაძლოა 2011 წლის პროექტის მონაწილე ქალბატონებს ქართული ნაციონალური, ან ქართულ მოტივებზე შექმნილი კაბებით შემოსვა მოუწიოთ, რაც თავისთავად უფრო მიმზიდველს,საინტერესოს და სანახაობითს გახდის პროექტს.

მანჩო მეგობრებმა გაანაწყენეს

წლებია ეს მომღერალი თანამედროვე ქართული ესტრადის დიდ აურ-ზაურში თავის მოკრძალებული შემოქმედებითი წვლილის შეტანას ცდილობს, გამოსდის კიდეც, რამდენიმე მის მიერ შესრულებული სიმღერა ერთი პერიოდი ჰიტებიც იყო და მისი შესრულებული “მე რომ გენატრები” დღესაც ჯეო-ზუმერების გადმოწერის რეიტინგების ხუთეულშია,რომა რცხილაძის ნაჩუქარმა სიმღერებმა კი მომღერალს ბევრჯერ მოუტანა წარმატებები.
მანჩოს ხმის ჩამწერი სტუდია ქართველ მომღერლებს შორის ყოველთვის პოპულარული იყო და ისიც თავისუფლად და ხშირად უანგაროდ უთმობდა სტუდიას მათ ახალი ნამუშევრების შექმნისთVის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მომღერალი ყოფილმა მეგობრებმა გაანაწყენეს და როგორც მანჩო ამბობს-მის პერსონაზე გამუდმებით ზურგსუკან ჭორაობით უკვე დაღალეს - სახელებს და გვარებს ჯერ მაინც არ ვამბობ, მაგრამ მეცმევსება მოთმინების ფიალა ამდენი უსამართლობის მოსმენით, როცაადრე მეგობარი და ქალურობის ეტალონი ვიყავი,დღეს საწინააღმდეგო უცებ რატომ გავხდი? თავად მანჩო კი შემოქმედებით ვარდნას არ უჩივის, ახალი ქართულენოვანი სიმღერების ჩაწერასთან ერთად ალბათ მალე რამდენიმე ესპანურენოვანი სიმღერის ჩაწერაც მოუწევს, რადგან 2012 წლის ზაფხულში მანჩოს ქალაქ ოლოტში მოუწევს გამგზავრება.
.

თამუნა ამონაშვილის კახური ვოიაჟი

“ივერიელი” თოვლის ბებო “, 2011 წლის საკუთარ შემოქმედებით-შემოდგომის სეზონს კახეთის ტურნეთი დააგვირგვინებს და ცივი ზამთრის დადგომამდე რეგიონის ექვს ქალაქს შემოივლის, 5 ოქტომრიდან ყოველდღიურად - ველისციხის, ქვემო ალვანის, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს კულტურის სახლებში სოლო კონცერტებს გამართავს, სადაც 17 სიმღერას შეასრულებს და ერთფეროვნების გასაფანტად გვერდით ახალგაზრდა მომღერლებსაც დაიყენებს, მასთან ერთად სცენაზე ქეთი გომართელი და რადიო “არდაიდარდოს” პოპულარული ხმა - თაკო მელიქიშვილი იმღერებენ,
როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა თამუნა ამონაშვილი გასული წლების ჰიტს, რომელიც მას დუეტად მოდელ ლალი ტოტიკაშვილთან ჰქონადა ჩაწერილი, ამჯერად თაკო მელიქიშვილთან ერთად შეასრულებს სცენაზე. საკონცერტო პროგრამების წამყვანი ქეთი გომართელის და, თამუნა გომართელი იქნება, ტურნეს ორგანიზება კი საკუთარ თავზე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით პრომოუტერი ბექა ხალათაშვილია. აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს, სოფელ ველისციხეში გამართული კონცერტის მთელი შემოსავალი კახეთში მშენებარე ტაძრის ფონდში გადაირიცხება

"კენარში" 2 გრამიანი სათვალის პრეზენტაცია გაიმართა

27 სექტემბერს ოპტიკური კომპანია "კენარის" რუსთაველის 37-ში მდებარე ოპტიკურ სალონში გამართა კომპანიის საიმიჯო ბრენდის Silhouette-ის დახურული ტიპის საღამო, რომელიც დაუკავშირდა ავსტრიულ კომპანია Silhouette-თან თანამშრომლობის 5 წლისთავის იუბილეს. 30 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიელი სტუმრები თავადაც ესწრებოდნენ ღონისძიებას. საღამოზე მოწვეულნი იყვნენ Silhouette-ის ერთგული მომხმარებლები, რომლებსაც ბრენდისადმი ერთგულების ნიშნად გადაეცათ მათთვის ექსკლუზიურად დამზადებული ფასდაკლების ბარათები.
სტუმართა შორის იყო მაია ბარათაშვილი, ქეთი ფარესაშვილი, მაკა მახარაძე, მოეწყო გათამაშებაც, გათამაშდა სხვადასხვა პრიზები, რომელთა შორის გამორჩეული იყო მთავარი პრიზი, სილუეტის მზის სათვალე. საღამოს მუსიკალურად ვიოლინო და ფლეიტა აფორმებდა, დარბაზში მოსიარულე პოპულარული მოდელები კი Silhouette-ის სათვალეების დემონსტრირებას ახდენდნენ. აღსანისნავია,რომ ამ ბრენდის სათვალეს მსოფლიოში ყოველდღიურად 9 მილიონამდე ადამიანი ატარებს, რომელთა შორის არიან მსოფლიო დონის ტელე-წამყვანები, მსახიობები და სახელმწიფო მოღვაწეები, რა გასაკვირია როცა ხშირ შემთხვევაში სათვალეები 2 გრამიანი წონითაცაა გამორჩეული და მისი ტარება სხვათუ არაფერი კომფორტულია

მარიკა კვალიაშვილი გადაცემაში "პირისპირ" "ქეთო და კოტეს" რემიქსზე საკუთარ აზრს აფისქრებს

marika kvalaishvili

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 27 სექტემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, წლის საუკეთესო კომპოზიტორის მრავალგზის ტიტულის მფლობელი, ქართველი ნადვილი ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი იყო, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ქართულ კულტურაში დღეს შექმნილ მდგომარეობაზე, ისაუბრა საკუთარი ძმის შვილის მომღერალ ეკა კვალიაშვილის შესახებ და მისი, როგორც მომღერლის შეგნებულ დაბლოკვაზე, მარიკა კვალიაშვილმა დაწვრილებით მიმოიხილა ქართული ფოლკორის განვითარების თანამედროვე დეტალები, საკუთარი შეხედულებები გამოთქვა გათანამედროვებულ "ქეთო და კოტეზე", ხობში ჩატარებულ "მეგრული სიმღერის ფესტივალზე" გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 2-20-10-79

რომა რცხილაძე გადაცემაში "პირისპირ" 107.9-ზე

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 19 ივლისის - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური და სეზონის ბოლო სტუმარი, ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ქართულ მუსიკალურ ბაზარზე სპილოს სახელით ცნობილი, უამრავი ქართული ჰიტის ავტორი და შემსრულებელი, "ნატვრის ხის" რომა რცხილაძე იყო, საინტერესო საუბარი სხვადასხვა თემებზე, მუსიკა, კოლექციონერობა, ზოგადსაკაცობრიო საკითხები და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი, აი, თემები რომლებიც წამყვანმა და მუსიკოსმა 1 საათიანი ეთერის დროს განიხილეს. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 20-107-9 ---- მორიგი გადაცემა კი, 2011 წლის 6 სექტემბერს გავა ეთერში

21. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 5 ივლისს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, გასულ წლებში პოპულარული გოგონათა დუეტის, ჯგუფ "ემის" სოლისტი ია მანიჟაშვილი იყო, რომელმაც კრიტიკულად და პირდაპირი საუბრით სინტერესოდ ააწყო საუბარი წამყვანთან. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 20-107-9

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 28 ივნისს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - წლების წინ ქართულ შოუ-ბიზნესში კარგად ცნობილი საკონცერტო ორგანიზატორი, კლუბ "ბერიკონისა" და "16 რაუნდის" დირექტორი, ამჟამად კი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის ჟიურის წევრი და ბათუმში სექტემბრის დასაწყისში გასამართი ღონისძიების "ოქროს-ტალღის" კონკურსის ორგანიზატორი - ეკა ჩიტაშვილი იყო. მწვავე და საქმიანი საუბარი წამყვანსა და რესპოდენტს შორის საქმიანად წარიმართა და ბევრ საინტერესო შეკითხვას ეთერშივე გაეცა პასუხი, ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა, მხოლოდ ერთი მიზეზით - სექტემბრის პირველ ნახევარში კონკურსის ჩავლას უნდა დაველოდოთ. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 20-107-9

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 28 ივნისს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - თანამედროვე ქართული რეალობის ერთ-ერთი საუკეთესო ბოი-ბენდის, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი და შემდგომ სოლო-მომღერალი პიკასო (ირაკლი ნოზაძე) იყო. მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფს აღდგენის მცდელობა აქვს და აქტიურად მუშაობს ახალ რეპერტუარზე, კლიპებზე და კარგი იქნება თუ "ქუჩის ბიჭები" ახალ გამოწვევას გაუძლებენ. პიკასო, აქტიურად საუბრობს საკუთარ სოლო-კარიერაზეც, წარუმატებელ ამერიკულ ვოიაჟზე და ემიგრანტობაზე, და მიუხედავად ყველაფრისა აქტიურად წერს სოლო-სიმღერებსაც, პარალელურად ის "ქუჩის ბიჭების" დანარჩენ 4 წევრთან ერთად ახალი გამოსვლებისთვის ემზადება. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 20-107-9

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - 90-ანი წლების უპოპულარესი ჯგუფის, ანსამბლ "ბერიკონის" სოლიტი ავტო წიკლაური და მისი მშვენიერი მომღერალი მეუღლე მეგი ტატიშვილი იყვნენ. წარსული დროის ქართული რეალობის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ანსამბლი და იმ დროისათვის ახალი სიტყვა ქართულ ესტრადაზე, რაც რეალურად ახლაც კი არ იქნებოდა მიუღებელი, სტილი რომელსაც ალბათ თეატრალურ-საესტრადო შეიძლება დაერქვას. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 20-107-9

ტალახიან-მზიანი იპოდრომის პოლიტ-Tbilisi Open Air Alter/Vision 2011

კაცმა არ იცის რატომ ყრის (!) სახელმწიფო ბევრი ათიათას დოლარს მსგავსი სახის ალტერნატიული პოლიტ-ჯიბრ-ფესტივალების დაფინანსებაში, რადგან მას ხალხი უბრალოდ არ უყურებს, არ უსმენს და არც არავის აინტერესებს, თავად ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებსაც კი :)
ცოდვას ვერ ვიტყვი ამ ჯაგა-ჯუგის გასაშუქებლად, რომ ვიყავი დიდხანს არ დავრჩენილვარ, უბრალდო ვერ გავუძელი იპოდრომზე თაკარა მზის ქვეშ გდებას, ცხელი (!) ლუდის ერთჯერადი ჭიქით ხელში ბინძურ მოლზე (ლილო-მოლში არ აგერიოთ) კოტრიალს, ჩემთვის (და სხვა უამრავისთვის) იმ მომენტისთვის უაზრო დიჯეი-მიქსს სცენიდან, თანაც ვერ ვხვდებოდი იპოდრომზე 3 დღის წინ მოჯირითე ცხენების ფუნის სუნი მაწუხებდა, თუ იქვე მინდორშივე წამოკოტრილებული ბილეთიანი (!) გოთ-პანკ-როკ-ალეტრ მიმდინარეობის მიმდევარი ახალგზარდების დაუბანელი სხეულის სუნი, რომლებიც საბედნიეროდ არც ის ბევრნი იყვნენ.
ვერ მივხვდი, მე მივედი უდროო და არასაინტერესო დროს, თუ მართლა არავის მოსწონდა იქ რაც ხდებოდა სცენაზე, ბიბი კვაჭაძეც კი მანქანაში ჩაჯდა და იპოდრომი მარტომ დატოვა საკუთარი ავტოთი, უკმაყოფილო „სეპულტურისტები“ ხმამაღლა აგინებდნენ ვიღაცეებს და სცენისკენ იშვერდნენ ხელს: - რა არის ეს, რას უკრავენო?! - სავარაუდოდ მე მოვხვდი უაზრო დროს იმხელა იპოდრომზე, რადგან როგორც მერე გავიგე ალტერნატიული მუსიკის გრანდებიც გამოსულან თბილისი Oპენ Aირ Aლტერ/Vისიონ 2011-ზე, თუმცა არ მიკითხავს - ვინ!
ფესტივალი, სახელმწიფოს ხელშეწყობით დაარსდა რუსეთის ჯიბრზე 2009 წელს, ქვეყნის რომელმაც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს სრული ოკუპაცია გაუკეთა და ომი მოგვიგო (!), და „ევროვიზიაზე“ რომელიც მაშინ მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო, ქართული ჯგუფი „სტეფანე და სამი გოგო“ არ დაუშვა, იმის გამო, რომ სიმღერის ტექსტში ვლადიმერ პუტინის მაგინებელი სიტყვები იყო (ძალიანაც კარგი), თუმცა წავიდა ეს დრო, გული მოფხანილია და უკვე აღარ აქვს აზრი მსავსი ნაბიჯების გადადგმას, რადგან პუტინს ეს მაზოლი უკვე აღარ ტკივა. სჯობდა ეს ამხელა მაყუთი სახელმწიფოს ლადო ბურდულისთის მიეცა, რომელსაც გაცილებით მეტი და რაც მთავრია გულიანი გამოცდილება აქვს ალტერნატიული მუსიკის, ქართული როკის ფესტივალების ორგანიზებაში, მის მიერ ჩატარებული როკ-ფესტივალი „რთველი“ (რიყეზე გაკეთდა 2000-ანების დასაწყისში) დღესაც სასიამოვნოდ ახსენდებათ ჭეშმარიტ „ალტერნატივშიკებს“, რომლებიც ჩუმად ქირქილებენ პოლიტ-ფესტივალების შემყურენი.
კაციშვილმა არ იცის უკვე მესამედ რა მაყუთი დაიხარჯა Tbilisi Open Air Alter/Vision 2011-ს ორგანიზებაზე, მაგრამ სადღაც 150.000 „სჩემტა“ უეჭველი :), თანაც დოლარებში, არადა ლადო ბურდულს ეს მეათედი დაუჯდებოდა :)
.

„არენ ბი ფართი“ „ბითზლ-კლუბში“

რამდენიმე დღის უკან „ბითზლ კლუბში“ ჩატარდა „არენ ბი ფართი“, რომლის ორგანიზატორი TOCAFE იყო, კონცერტი უფასო იყო და მიზნად საორგანიზაციო ჯგუფის თვითრეკლამირებას ისახავდა, საქართველოში R&B ფართი პირველად ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: TOCAFE , MEQSI, L.SHEE , MAGI, WOODY ინა გოგინაშვილი, თაკო შუბითიძე და სხვები…
ასევე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყვნენ მოწვეულნი ქართველი რეპერები - ბედინა, ჯერონიმო და ჯოკერა, რაც თავისთავად ერთგვარი სიურპრიზიც იყო კლუბში მოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არც ისე მცირე რაოდენობით „კუტოკ-კუტოკ“ იყვნენ შეკრებილნი და სანამ საცეკვაო მოედანი გახურდებოდა
ახალგაზრდულ პრობლემებზე ჭორაობით ირთობდნენ თავს, მერე კი როცა სცენაც გახურდა და შემსრულებელიც, არც სტუმრებს დაუკლიათ „არენ ბი ფართიზე“ თუხთუხი,
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს - ჯგუფი კვლავ აპირებს მსგავსი სახის საღამოების მოწყობას და ზაფხულის ცხელი დღების ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილის არჩევისასაც „ბითზლ კლუბს“ ურჩევენ და იქ გამართულ ახალგაზრდულ „არენ ბი საღამოებს“

ახალსოფელში 4 ვარსკვლავი 2 საათი ანათებდა

არანაირი პარანორმალური მოვლენა, არანაირი სამყაროს დასასრულის მანიშნებელი ციური გამოვლინება, არანაირი აპოკალიფსური შეტყობინებები, საქმე უფრო მარტივადაა - სოფელ ახალსოფელს (მარტყოფთან ახლოს) ქართული ვარსკვლავური ოთხეული - ეთერ კაკულია, გურამ ჯაში, ბესო კალანდაძე და ნუგზარ კვაშალი, პროდუსერ თამაზ ქაჯაიას პროდუსერობით სტუმრობდა
600 კომლიან სოფელ ახალსოფელში კი, ჯგუფს ადგილობრივი, ძალიან საინტერესო ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხიდა“ და მისი ხელმძღვანელი ირაკლია ჩიტაია დახვდა, რომელიც ამ კახურ სოფელში ერთადერთი მეგრელი აღმოჩნდა :) და რომელმაც ახალსოფლელი ბავშვების ქორეოგრაფიულ განვითარებას შედეგიანად მიჰყო ხელი.
იყო სავსე დარბაზი, უამრავი ფერადი ყვავილი - ვარდები, გვირილები, იასამნები და რაც მთავარია იყო დიდი და გულწრფელი ტაში სოფლის კულტურის სახლში, რომლის ტე ქნიკურმა შელახულობამ ვერანაირი უარყოფითი გავლენა ვერ იქონია „კოლხიდელების“ და ვარსკვლავეთის ოთხეულის განწყობაზე.
საღამო ნუგზარ კვაშალს მიყავდა, პარალელურად ლამის ყოველი მეორე სიმღერის შემდეგ სცენაზე ბავშვები დარბაზიდან აყავდა და მომღერლებთან ერთად მათ ხალისზე იყო ორიენტირებული, თანაც კონცერტი იმ სლოგანით ჩატარდა, რომელსაც ბოლო დროს ჩვენი პრეზიდენტიც ხშირად ახსენებს ხოლმე საზოგადოებას ჩვენს გერბზე წერიაო - ძალა ერთობაშია!
ორსაათიანი ლამაზი საღამოს შემდეგ, ახალსოფლელებმა სტუმრებს ტრადიციული კახური მასპინძლობით მოაწონეს თავი, წითელი ღვინო, ქართული სადღეგრძელოები და ნასიამოვნები სტუმარ-მასპინძელი
.

თიკო სადუნიშვილის აზრით ქართულ შოუ-ბიზნესს კრიტიკა აკლია

როგორც `რეიტინგთან~ საუბარში ტელე-წამყვანი (ერთდროს დიდ სხენაზეც სცადა ბედი), ეკრანული სარკაზმითა და სასცენო სკანდალურობით გამორჩეული თიკო სადუნიშვილი ქართულ შოუ-ბიზნესს კრიტიკის ნაკლებობას უწუნებს (აბა, არ არსებობს ქართული შოუ-ბიზნესიო?) და თავისთავად ცდილობს, რომ ეს დეფიციტი საკუთარი გადაცემით შეავსოს, - ერთი პერიოდი წარმატებულ მცდელობებს მართლაც ქონდა ადგილი, მაგრამ იმდენად ტკბილია ტელე-პოპულარობა, რომ ხანდახან სადაა ზღვარი ცინიზმს, გოიმიზს და სვეცკიზმს :) შორის უკვე ვეღარ გებულობ ადამიანი, ხოდა ასე დაემართა ტელე-წამყვან თიკო სადუნიშვილსაც და ასე შემოევარსკვლავა ხელში ერთი პატარა ულვაშინია ბიჭუნა, უფრო სწორად ბიჭოლა, ასე შემოეკოცნა და მერე შემოელანძღა ქართული ეროტიკის დედოფალი შორენა ბეგაშვილი (ნინა წკრიალაშვილს ჩამოართვა ეს ტიტული), მერე ერთი ქართველი რეპერი (თუ პაპსავიკი) სახელად თი ელი შემოეზასა სახალხოდ პირდაპირ ეთერში ზედ 1 იანვრის 00:15 საათზე :)
მოკლედ აქტიურობით გამორჩეული დღეს (!) ტელე-წამყვანისთვის აქტუალურია ქართველი სელებრითები, თუმცა კარგად მიხვდა თავადაც, გადაცემის უკრაინელ ავტორთან ალინასთან (ტელევიზიის შეფის არველაძის ცოლია) და პროდუსერ ნიკასთან (მუსიკალური ტელევიზიის ყოფილი წამყვანია) ერთად, რომ ამდენ სარკაზმსა და მსუბუქი (!) დონის ლანძღვაში, სელებრითებიც გამოელიათ, ცნობადი სახეებიც და ვარსკვლავებზე აღარ ვლაპარაკობთ, ჩვეულებრივ (გოიმ) მაყურებელს კი, მობეზრდა ერთი და იგივე სახეების ღეჭვა სხვადასხვა გადაცემებში ერთი და იგივე არხზე და საერთოდ შეეშვა მათ ყურებას, ურეიტინგობა კი ტელე-გადაცემებისთვის დამღუპველია.
არადა, თავის დროზე ქართული შოუ-ბიზნესი სწორედ, რომ `უპრაგონო~ ტელე-დაცინვებმა და სარკაზმმა დაჩრდილა რაღაც დონეზე, მაშინ ჯერ კიდევ პოპულარულ იუმორისტულ გადაცემებში.
ამ ქართველმა ვარსკვლავებმაც (!) იფიქრეს, ერთი ამათი უძვლო ენაზეცო და შეეშვნენ სიმღერას :) ზოგი სახელმწიფოდან გადაიხვეწა, ზოგი სახელმწიფო სამსახურში შეიხვეწა და ზოგი საერთოდ სხვა ბიზნესში გადავიდა.
ასე, რომ ქართულ შოუ-ბიზნესს კი არა, ამ ტელე-გადაცემებს სჭირდება კრიტიკა და იმის ჩიჩინი ყოვედღე, რომ - შეძახილმა ხეც კი გაახმო. . .
ნუუ, თუ ეს ხე ყავის არაა, მაშინ ჰოო :)

"შებერილებმა" მუსიკიდან მჭადის ბიზნესში გადაუბერეს?

გია ნიკოლაძოს მუსიკას, მისი სიმღერის ტექსტებს, საქართველოში ყველა იცნობს, ზეპირად იმახსოვრებს და ვისაც როგორ შეუძლია ასრულებს კიდეც, მაგრამ "ზოგი ასე უბერავს და ზოგი ისე უბერავს" გია ნიკოლაძეს ყველაზე უკეთესად გამოსდის, მაგრამ ბოლო დროს გადაწყვიტა ბიზნესმენობას შეეჭიდოს და ნოვატორული იდეა წარმატებულ საქმიანობად აქციოს.
უცნობია ხუმრობს თუ მართლა ჩალიჩობს და მართლა უბერავს გია ნიკოლაძე, მაგრამ თუ მალე სუპერმარკეტებში "რაფაელოს" ზომის და ფორმის პატარა მჭადუკები შეგხვდათ წარწერით "შებერილი", - არ გაგიკვირდეთ :) ეს, მისი ბიზნესის შედეგი იქნება, - დიახ, დიახ. . . კომპაქტური მჭადის ლუკმები სხვადასხვა ინგრედიენდებით შეზავებული, ვიჩინიანი გინდაა, რაჭული ლორით გინდაა . . მოკლედ არჩევანი გურმანებზეა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გია ნიკოლაძეს გადაწყვეტილი აქვს ამ ბიზნესიდან აღებული ფული, პოემის გამოცემას მოახმაროს (თავად დაწერა) და შემდეგ მასზე ფილმი გადაიღოს, თუ რამე მოგებად დარჩება ამის მერე - იმას საძმაკაცოში დააქეიფებს :)
წარმატება გვინდა ვუსურვოთ "ნიკოლშოუს" გია ნიკოლაძის ბიზნესს.

მარინა ბერიძე სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" გადაცემაში "პირისპირ", პირველი შემთხვევა იყო, როცა საკუთარი სამსახურიდან იყო გადაცემის ავტორის სტუმარი ინტერვიუზე, ან პირიქით :) - რადგან ამჯერად ბესიკ ჩუბინიძის პირისპირ საქართველოს კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკი, მუსიკლური პროდუსერი მარინა ბერიძე იყო. სტუმარ-მასპინძელმა ერთ საათიანი საუბრის მანძილზე, გაიხსენა წარსულის ყველაზე საინტერესო და სადაო დეტალები, - "არტ-იმედი" ფონოგრამაზე სიმღერის ფენომენი, "ჯეოსტარი", "მეგა" და სხვა უამრავი პროექტი, რომელიც რეალურად ემსახურება ქართული შოუ-ბიზნესის და ხელოვნების ამაღლება-დაფასებას, სხვა საქმეა ვის როგორ გამოსდის თავისი ჩანაფიქრი :) გადმოწერეთ აღნიშნული ინტერვიუს ჩანაწერი და მოუსმიენთ საინტერესო მასალას და თავისი საქმის ორ მცოდნეთა დიალოგს 7 ივნისის გადაცემაში - "პირისპირ"

ეკა კვალიაშვილის შვილი მომღერლობას აპირებს

მას შემდეგ რაც, საქართველოში ცნობილი გახდა ბელორუსიაში მოღვაწე ქართველი პროდუსერ ეკა ჩიტაშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიების, მუსიკალური კონკურსის `გოლდენ ტალანტ 2011~-ის ბათუმში ჩატარების შესახებ, უამრავი ცნობადი თუ დამწყები მომღერალი გამოფხიზლდა და კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, კონკურსში, რომელიც წარმომადგენლობითი ჟიურის, სპეციფიკის და ჩატარების ფორმატის მიხედვით, ყველა აქამდე არსებულ კონკურსს სჯობს, ეს არ არის არც `ჯეოსელის~ - `ჯეოსტარი~, სადაც მესიჯების რაოდენობით განისაზღვრება მომღერლის პოპულარობა, და არც `მაგთის~ - `ვარსკვლავების აკადემია~, ეს არის კონკურსი სადაც, ჟიური წყვეტს ყველაფერს.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ეკა კვალიაშვილის შვილმა, 18 წლის ნუკი გვალიამ მასში მონაწილეობის მიღება, ცნობილი დედის ფაქტორი რამდენად დაეხმარება მას შემდგომი წარმატებებითვის არავინ იცის, მაგრამ თავად ნუკია ისე განწყობილი, რომ ფაქტია, ქართულ ესტრადას მისი სახით კარგი ადამიანი ეზრდება: - თუ ამჯერად ვერ გავიმარჯვე, ჩავთვლი, რომ რაღაც მე დავაკელი და უფრო მეტს ვიმუშავებ საკუთარ თავზე. - აცხადებს ნუკი. სხვათაშორის, ნუკი ადრეული თინეიჯერობის პერიოდში როკ-პანკ-გოთურ მიმდინარეობაში იყო გადართული, საბედნიეროდ დროზე მოეგო გონს და ამჯერად, მუსიკაში დედის კვალის ღირსეულად გაგრძელებას ეცდება. `გოლდენ ტალანტ 2011~ ბათუმში 7-10 სექტემბერს გაიმართება და ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი ონლაინ რეჟიმში შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს ბათუმიდან.

ლალი მაროშკინა - ყველა კაცი იდიოტი არ არის

ყველა კაცი, რომ იდიოტი არ არის, ისე როგორც ყველა ქალი ერთნაირი არ არის :) ეს დიდი ხანია ყველამ იცის, მაგრამ აი, ლალი მაროშკინასათვის იმდენად არაა ყველა კაცი იდიოტი, რომ ამისგან მორიგი ბიზნეს-პროდუქტიც წიგნად გამოაცხო და საზოგადოებას თავისი მესამე რომანის სახით შესთავაზა, თანაც ისე ხმაურიანად, რომ სავარაუდოდ ეს წიგნიც ისე კარგად გაიყიდება, როგორც ლალის წინა ორი წიგნი.
კლუბ “ქალაქურში” ლალის მეგობრები, ახლობლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ და სანამ საღამო გახსნილად გამოცხადდებოდა ზოგი ღვინოს წრუპავდა, ზოგი წვენს, ძირითადი ნაწილი ხალხისა მაინც ჭორაობით ირთობდა თავს და თუ იმასაც ვიტყვით, რომ დარბაზში მყოფი 150-ამდე სტუმრიდან 80% მაინც ქალი იყო, დაახლოებით წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა :)
ვის არ ნახავდით სტუმართა შორის, მაგრამ თვალს აშკარად ხვდებოდნენ ყოფილი ცოლები (გადაცემა “ყოფილი ცოლების კლუბზე” და მის წამყვანებზე არ ვამბობ), ეს შეუმჩნეველი არც ინგა გრიგოლიას დარჩენია და სცენიდან რეპლიკაც ისროლა - აგერ ფაქტი, ერთ კაცზე 10 ქალი მოდის საქართველოში და ცოცხალი მაგალითიც აქააო :)
სწორედ ინგა მიიწვია ლალი მაროშკინამ გივი სიხარულიძესთან ერთად პირველად სცენაზე წიგნის წარსადგენად, მერე კი ერთი ბრუნიც გააკეთა ლალიკომ და დარბაზს გადასძახა - აბა, ვისაც გინდათ თაიგული დაიჭიროთ ახლოს მოიწიეთო, - იქ ამბავი ატყდააა :) ყოფილი ცოლები გინდაა, გასათხოვრები გინდაა. . . არჩევანი დიდი იყო, მაგრამ ხელუკუღმა ნასროლი ყვავილების თაიგული ჭერში განათების აპარატურას მოხვდა და ხაზი ისე შეიცვალა, აი, როგორც კალაძე უცვლის ხოლმე იტალიელების დარტყმულ ბურთს საქართველოს ნაკრების კარისკენ მიამრთულებას :) - ხოდა, ეს მიმართულება შეცვლილი თაიგულიც ჯერ გრანდიოზულ ტორტში ჩახტა, მერე ისევ ლალის მონდომებით ერთი სიმპათიური გოგონას ფართოდ გაშლილ ხელებში აღმოჩნდა :)
მოკლედ, წიგნის პრეზენტაციამ ხმაურიანად ჩაიარა, და ერთი რამ ანუ ლალი მაროშკინას მიერ დაანონსებული საქმრო მაინც არ გამოჩნდა სცენაზე :) (ბურჯანაძის დაანონსებული რევოლუციასავითაა რა. . .)
თუმცა მესამე წიგნია სამაგიეროდ გაყიდვაში - “ყველა კაცი იდიოტი არ არის” :)

კახუჩელა “პანტინის” მოწველას აპირებს

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ქართული შოუ-ბიზნესის ყოფილი ცნობილი “ვარსკვლავი” - კახა ცისკარიძე (კახუჩელა, კახაბერი, კახა) და დღეს კომპანია “არტ-ფორუმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სტეფანე მღებრიშვილთან (სტიოპა, სტეფანე) ერთად, სავარაუდოდ დიდ (!) კომპანია “პანტინს” უჩივლებს მისი (!) სიმღერის “განდაგანას” სარეკლამო კლიპში გამოყენებისთვის.
არავინ იცის საიდან მოხვდა “განდაგანას” კახაბერისეული ვერსია “პანტინის” სარეკლამო რგოლში, - ალბათ შემთხვევით ვიღაცეებმა ინტერნეტში ამგდები (!) მუსიკა იპოვეს და რეკლამას დაადეს. “პანტინი” ძვირფასო მკითხველო ჰიგიენური საშუალებებითაა ცნობილი, აი ხომ გახსოვთ, ტილებს აცილებსო ჩვენი შამპუნიო, უმაღლესი ხარისხის ნივთიერებებით მზადდებაო, თმას არბილებსო, ბაქოდან ჩამოტანილი და ჩინური კრემი არ გეგონოთო, რომ აცხადებენ ხოლმე - აი, მაგ “პანტინს”…..:)
მოკლედ, კახუჩელა თუ ვერ მორიგდა “პანტინის” წარმომადგენლებთან, საავტორო უფლებების დარღვევისთვის ათიათასობით დოლარის ახევას უპირებს მათ (სავარაუდოდ მოურიგდება), რადგან ეს ხომ საქართველოს პოპულარიზაციას არანაირად არ უწყობს ხელს? :)
სამაგიეროდ საქართველოს პოპულარიზაციას ხელს უწყობს მაგალითად ბიონსეს კლიპში გამოჭენებული საგზაო აბრა “თბილისი-ცხინვალი” და არანაირად “პანტინის” რეკლამაში შეთხრილი “განდაგანა”, ბიონსეს კლიპში საქართველოს ფარული მხარდაჭერა იკვეთება და “პანტინის-განდაგანაში” საავტორო უფლებების დარღვევა და არანაირად ქართული ფოლკლორის მსოფლიო პოპულარიზაცია :) უფრო სწორად კახაბერისეული “განდაგანასი”. რა მოხდება და რამდენს აახევს (!) (თუ აახევს) კახუჩელა “პანტინს”, ალბათ ცნობილი გახდება, ჩვენ ამ თემას ყურადღებას მივაქცევთ, რადგან ეს ხომ საავტორო უფლებების დარღვევაა და სხვისი შრომის ხარჯზე ფულის კეთების ამბავი :)

"მის-ვარსკვლავები 10" - კლუბ "ტესტ-დრაივში" წარმატებით ჩატარდა

14 აპრილს კლუბ "ტესტ-დრაივში" "მის-ვარსკვლავების" მე-10 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც მონაწილეთა მხარდამჭერებთან ერთად, ჟიურის წევრებიც ესწრებოდნენ ცერემონიალს - ვინი (ზაალ წულუკიძე), ლიკა ყაზბეგი, მსახიობი თაკო აბაშიძე, ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე, დიზაინერი თამუნა კიკალეიშვილი და პაროდისტი მამუკა ლომაშვილი, მათგან არცერთს თავი არ დაუზოგავს ღირსეულად გადაენაწილებინა ნომინაციები 10 გოგონასთვის.
ცერემონიალს ესწრებოდნენ კონკურსის პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები: - კომპანია "გრანდის" ხელმძღვანელები, რომლებმაც მონაწილეები ინგლისური ჩაი "გრინფილდის" სავსე ყუთებით :) და "ჩუპა-ჩუპსის" ბლოკებით დააჯილდოვეს, რომელიც სხვათაშორის საუკეთესო საშუალებაა სიგარეტის ჩასანაცლებლად.
ღვინის კომპანია "შუხმანმა" ყველა მონაწილე საუკეთესო წითელი "საფერავის" ღვინით დააჯილდოვა, ცერემონიალზე არც რეკლამა დაიკლო და თვალს წყალიც დაალევინა :)
განსაკუთრებული კი, კომპანია "კონტის" უმშვენსირესი წარმომადგენელი - ნათია ჭიღლაძე იყო, რომელმაც ყველა მონაწილე და ჟიურის ყველა წევრი და მთელი საორგანიზაციო კომიტეტი უხვად დააჯილდოვა განსაკუთრებული ტკბილეულით და ყველასათვის საყვარელი "ჩიფსების" სხვადასხვა სახეობით, რომელიც "მის-ვარსკვლავების" კონკურსის მუდმივი პარტნიორია.
ნანკა ქოქიაშვილი და ბესო ჩუბინიძე მთელი საღამოს მანძილზე ენერგიას არ აკლებდნენ და გამოუვიდათ კიდეც, რადგან 2 საათის მანძილზე მთელი დარბაზი თავიან-ფეხებიანა იყო ჩართული ღონისძიებაში.
დაწვრილებითი ფოტო-რეპორტაჟი იხილეთ სპეციალურ ლინკზე.

მრავალნანახმა “გეპეიმ” ახალ “ურსას” უმასპინძლა

შესაძლოა მთლად სათაურიდან ვერ მიხვდეთ რაზე გვაქვს საუბარი, მაგრამ ამ ინფორმაციიდან მიხვდებით, რომ საუბარი გვაქვს ახალ ქართულ ანსამბლზე (ჯგუფზე) რომელსაც ნაღდი ქართული სახელი “ურსა” უწოდეს, ბიჭები რომლებიც ნაღდ ქართულ ფოლკს უკრავენ, ნაღდი ქართულით გათანამედროვებულს.
ტექნიკური უნივერსიტეტის (“გეპეის”) მეორე კორპუსის სააქტო დარბაზში (სხვათაშორის შელახულია ძალიან) 7-მა სტუდენტმა ბევრი მეგობარი მოიწვია, ცოტაც ცნობადი სახეები და მათ პირველი სოლო-გამოსვლა საქველმოქმედო კონცერტის სახით წარუდგინა მაყურებელს სლოგანით “ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე” დათო ოქიტაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, “იუმორინას” მსახიობები - მამუკა ლომაშვილი, მერაბ გეგეჭკორი, ბიძინა მახარაძე და სხვები “ურსას” გამოსვლას ბოლომდე ადევნებდნენ თვალს.
როგორც ავღნიშნეთ, მუსიკა გათანამედროვებული ქართული ფოლკია, კარგად გაკეთებული, ერთადერთი რაც შეიძლება მათ “მინუსად” ჩავუთვალოთ ისაა, რომ საკუთარი სიმღერების აშკარა დეფიციტი შეიმჩნეოდა, რასაც ჯგუფის წევრების განცხადებით - აუცილებლად გამოასწორებენ და რეპერტუარში მეტი საკუთარი სიმღერა ექნებათ.
სხვათაშორის დარბაზში სტუდენტების ნაწილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ - რაღაცნაირად “მგზავრულ“ “ფრანული” სტილი აქვს “ურსას” და ეს სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა აშკარაა, რომ ჯგუფის ინდივიდუალიზმი სხვა, სოლო-სიმღერების ჩაწერის შემდეგ უფრო გამოჩნდება, რადგან აშკარად ნიჭიერი შვიდეული აშკარა მონდომებით უკრავდა სცენაზე.

ვინ თქვა უარი - მიშამ თუ "სუხიშვილებმა"?

ასეა ყოველთვის, ატყდება პრესაში სკანდალი რაღაც კონკრეტულ თემაზე, იტრიალებს მერე ერთი-ორი დღე გაზეთების გვერდებზე და გავა რამდენიმე დღეც და ყველაფერი ისე მიეცემა დავიწყებას, თითქოს ის პრობლემა მხოლოდ იმ დროისა ყოფილიყოს.
ამ მხრივ "ვარსკვლავებს" ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ეს გვერდები გაზეთივით არ ძველდება და კითხვა მანამ იქნება აქტუალური, სანამ მას პასუხი არ გაეცემა.
26 მაისს გამთენიისას ხელისუფლების მიერ დაშლილ-დარბეული მიტინგის შემდეგ, უნიათო ოპოზიციის ბაქიბუქის, და სხვათა და სხვათა მიერ უბრალო, სოციალურად უკმაყოფილი ხალხის გამოყენების შემდეგ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა იმავე მოედანზე სამხედრო ალღუმი ჩატარდა, რომელიც "სუხიშვილების" "ხორუმით" უნდა დახურულიყო. . . ნომერი საერთოდ არ შესრულდა! მოცეკვავეები მივიდნენ რუსთაველზე, მაგრამ "ხორუმი" - არ შესრულდა!
მიზეზები საიმედოდაა გასაიდუმლოებული, ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ მიშას თხოვნით ამოვიღეთ "ხორუმი" ალღუმის სცენარიდანო (მაშინ საერთოდ რატომ მიიყვანეს სუხიშვილების მოცეკვავეები გამზადებულები?).
ილიკო ამბობს, - ჩვენი ნება-სურვილი იყო რომ "ხორუმი" აღარ გვეცეკვა იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე საათის წინ ქართველმა ქართველის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარაო! ეს ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება იყო! (მაშინ რაღას მივიდნენ "სუხიშვილები" მოედანზე?)
მოკლედ, როგორც ხედავთ ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული პასუხები აქვთ `სუხიშვილების~ ხელმძღვანელებს - უმცროს ნინოს და ილიკოს, ვისი პასუხი უფრო ახლოსაა რეალობასთან, ეს კიდე ცალკე თემაა და ვფიქრობ ილიკოსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ - 26 მაისს `სუხიშვილები~ მოედანზე საცეკვაოდ გამზადებულები იყვნენ. კადრებში კი კარგად ჩანს, რომ რამდენიმე მოცეკვავე სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ალღუმის ადგილიდან დაპატიმრებულის ფორმით გაიყვანეს, ერთი საერთოდ - ექიმებმა გაიტანეს საკაცით (როგორც ნინო სუხიშვილმა განაცხადა - წინა ღამით ჩამოსულს უცხოეთიდან აკლიმატიზაცია დაემართა და გადაღლილობისგან გული წაუვიდაო).
კითხვა, კი კითხვად რჩება - რა მოხდა 26 მაისს აღლუმამდე `სუხიშვილევბში~ რამდენიმე საათით ადრე?
.

დიმკა თეიმურაზოვი უკრაინულ მუს-შოუში მოხვდა

ბევრს ემახსოვრება ქართულ შოუ-ბიზნესში ე.წ. "ბოი-ბენდების" ნაკლებობას არასოდეს უჩიოდნენ, ვინ არ ყოფილა - "ქუჩის ბიჭებიო" "სეიშენიო" "გოგლიმოგლიო" "საუნდიო" "სახეო" და სხვა ათასი, და კიდევ ერთი - ჯგუფი "ისინი", რომლის წევრიც რეპერი ბედინაც იყო, ასევე ფოლკლორში მხეცი და დღეს საქართველოდან გადახვეწილი აჩიკო ცანკაშვილი (თამთა გოგუაძის ყოფილი ქმარი), როკერი დავი (გოგონათა დუეტ "ემის" იას ქმარი) და ყველასგან განსხვავებული დიმკა თეიმურაზოვი, რომელიც მღეროდა სოულს. . .
ჰოდა იმდენი ქნა დიმკამ, რომ 2 წლის წინ საქართველოს დაემშვიდობა და ბედის საძიებლად უკრაინას გადაიხვეწა, - "სადაც არის თავი შენი იქ მიგიყვანს ბედი შენიო" და დიმკამაც თავისი ნიჭიერების წყალობით უკრაინულ ტელე-კომპანია "1+1"-ზე მუსიკალურ კონკურსში ბევრი შრომის შემდეგ, თავისი კუთვნილი ადგილი მოიპოვა.
"უკრაინული ხმა" ასე ქვია ამ კონკურსს და თავისთავად, სახელიდან გამომდინარე უკვე გასაკვირი უნდა იყოს, თუ რა დონის კარგი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა დიმკას ჟიურიზე, რომ თბილისელი ბიჭი ამ კონკურსში დაეტოვებინათ.
დანარჩენი კი, ამ ვიდეოში შეგიძლიათ დეტალურად გაიგოთ, უყურეთ და მიხვდებით, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნიჭიერი გაუშვა სხვებთან...

ზურა დოიჯაშვილი თავს კარგად გრძნობს

ცოტახნის წინ, ქართული ესტრადის ნამდვილმა ვარსკვლავმა, ზურა დოიჯაშვილმა გულზე მორიგი რთული ოპერაცია მე-9 საავადმყოფოში გაიკეთა, საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობიანად და წარმატებით ჩაიარა, მომღერალი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს სახლში გადის.
მომღერალს რამდენიმე დაგეგმილი კონცერტი გადაუვადდა და გაუუქმდა, ასევე დროებით გადაიდო მისი გასტროლები ისრაელშიც, სადაც ზურას რამდენიმე გამოსვლა იყო დაგეგმილი კონცერტებზე. - მოვმჯობინდები თუ არა, მაშინვე შევუდგები ჩემს საყვარელ საქმეს და კვლავ გულით ვიმღერებ ჩემს სიმღერებს, - განაცხადა ქართული ესტრადის ვარსკვლავმა ჩვენთან საუბარში.

პატარების სილამაზის კონკურსი "მის-ბარბი 2011"

26 მაისს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში კომპანია NEW STAR-მა საქართველოს მაშტაბით მორიგი სილამაზის კონკურსი ჩაატარა. კონკურსზე ორი ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა. 6-დან 12 წლამდე გოგონები "ბარბი-2011”-ის ტიტულისათვის იბრძოდნენ, ამავე ასაკის ვაჟები "საქართველოს პატარა მისტერ NEW STAR 2011-თვის, ხოლო რაც შეეხება 12-დან 18 წლამდე გოგონებში "საქართველოს მის NEW STAR გამოვლინდა.
ღონისძიება ტრადიციულად თეატრალიზებული დადგმებით იყო გაფორმებული, რაც მას ყოველთვის განასხვავებდა სხვა კონკურსებისაგან. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი თავად კომპანიის პრეზიდენტი გიორგი ბარამაშვილი გახლდათ. რაც შეეხება ჟიურის, ისინი სრულიად განსხვავებული პროფესიის შეხედულებისა და ასაკის წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. მათ შორის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგიც ვიხილეთ, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩანდა. მან აღნიშნა, რომ კონკურსის ხანგრძლივობის მიუხედავად ძალიან ისიამოვნა თეატრალური დადგმებითა და კონკურსანტების არტისტულობით.
ჟიურის წევრებმა ვიზუალურობის გარდა კონკურსანტების არტისტულობასა და ჩაცმულობასაც დიდი ყურადღება მიაქციეს. მონაწილეების ასაკიდან გამომდინარე, არც ერთი მათგანი საჩუქრისა და დიპლომის გარეშე არ დარჩენილა. კონკურსზე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ოთხი გრან-პრი გამოვლინდა.
საქართველოს მის NEW STAR 2011 აჭარელი ანი ჩხეიძე გახდა, რომელიც აშკარად გამოირჩეოდა არამარტო გარეგნობით, არამედ ჩაცმულობითა და სასცენო მოძრაობებით. "ბარბი 2011"-ის გრან-პრის მფლობელი უფროს ასაკობრივ ჯგუფში თეკლა ჩიქოვანი გახდა, ხოლო უმცროს ასაკობრივ ჯგუფში ნინო ვაშაკიძე. რაც შეეხება მისტერ NEW STAR 2011-ის ტიტული შოთიკო დუმბაძემ მოიპოვა. კონკურსის მსვლელობისას ჩვენ მოვახერხეთ გავსაუბრებოდით "ბარბი 2010"-ის გამარჯვებულს ლიზი დგებუაძეს, რომელიც წლევანდელი გამარჯვებულის დასაჯილდოვებლად იყო მოწვეული. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ის ერთი წელი ძალიან ბედნიერი იყო, როცა მან ბარბის ტიტული მიოპოვა და თან წელს კიდევ BABY STAR-ის გამარჯვებულიც გამხრდარა. კონკურსი ახალგაზრდა ცნობილმა მომღერლებმა გააფორმეს, სადაც თავად ორგანიზატორმა საკუთარი სამი სიმღერით გაგვანებივრა და ახლად ჩაწერილი პატრიოტული სიმღერაც შეასრულა.

ჟურნალი "ვარსკვლავები" 15 წლის გახდა

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 24 მაისს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - სტუმრად ჟურნალ "ვარსკვლავების" 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე ძველი მკითხველი შეიკრიბა, რომლებმაც 1 საათის განმავლობაში უამრავი სახალისო ისტორია გაიხსენეს წარსული 15 წლიდან, ზურა ბასილაშვილი, ნინი ბარბაქაძე, ხატია გრიგორია და "ვარსკვლავების" ერთ-ერთი ჟურნალისტი მამუკა დალაქიშვილი წამყვანთან ერთად ყვებიან საკუთარ გასახსენებლ ისტორიებს წარსულიდან, აფიქსირებენ მოსაზრებებს აწმყოზე და სურვილებს გამოტქვამენ მომავალზე. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში ინტერნეტის დახმარებით მითითებულ საიტზე

ჯემალ სეფიაშვილი იუბილეს მზადებაშია

პოპულარული, ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი მომავალ წელს 65 წლის ხდება და ახლავე იწყებს საკონცერტო-საიუბილეო გამოსვლისთვის მზადებას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მისი შემოქმედებითი საღამო დაასპონსოროს დიდ საკონცერტო დარბაზში (ან სხვაგან) ან კულტურის სამინისტრომ გაუხსნას ხუთქიმიანი ვარსკვლავი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ - ჯემალ სეფიაშვილი დღემდე რჩება ქართველების საყვარელ კომპოზიტორად.
სულით და გულით ოპოზიციონერი კომპოზიტორი, დღემდე განაწყენებულთა სიაში რჩება და ხელისფლების უამრავ ნაკლზე მიუთითებს და მათ შორის ყველაზე დიდზე ხელოვნების სფეროში არსებულ კლანურ დაჯგუფებათა გამყარებაში და გაღვივებაში, ხელოვანი ხალხის - ჩვენიანებად და არაჩვენიანებად დაყოფაში და მასაც ისღა დარჩენია, რომ დღეს მხოლოდ ცინიკურად, შორიდან უყუროს ხელოვნების პოლიტიკაში არაპროფესიონალების დოღს უმაღლეს ეშელონებში და გაკიცხოს ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტელე-კომპანიების ეთერში მისი გამოჩენა თითქმის დაბლოკილია, სწორედ მისი პოლიტიკური პოზიციის გამო.
ბ-ნმა ჯემალმა ნახევარი წლის წინ უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა (მაშინ მას საავადმყოფის პალატაში თვით უწმინდესი და უნეტარესი ილია მე-2 ეწვია და მოიკითხა) და ამჟამად მწყობრშია და როგორც გაცნობეთ აქტიურად ემზადება მომავალი წლის შემოქმედებითი საღამოსთვის და 65 წლის იუბილესთვის.

სტინგი - ბათუმში იმღერებს

როგორც იქნა! მგონი (!) დღეს უკვე თამამად შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ 3 ივლისს ლეგენდარული სტინგი ბათუმს ეწვევა და ფასიან (!) კონცერტს ქართველებისთვის პიაცას მოედანზე თავის ასევე პოპულარულ მესაყვირე - კრის ბოტისთან ერთად გამართავს. ფეხზე სადგომი ბილეთის ფასი იცი რა ღირს? :) 90 ლარი... :) თუმცა ორგანიზატორებს არ უთქვამთ ცალ ფეხზე დადგომაში 45 ლარს აიღებენ თუ იქაც სრული ტანხაა გასაღები :)
როგორც კომპანია "ისთერ პრომოუშენის" დირექტორმა კახა კანდელაკმა განაცხადა, სტინგთან მოლაპარაკებებს 7 წლის მანძილზე აწარმოებდნენ და როგორც იქნა ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მომღერალი ევროპულ ტურნეს ბათუმში დაასრულებს.
ბოლო წლების განმავლობაში საჭიროზე მეტად (!) დარეკლამირებული ქალაქი ბათუმი სტინგის დასახვედრად იმდენად ემზადება, რამდენადაც მაგალითად სიღნაღელები ფულიანი ფრანგი სტუდენტების :) რადგან კონცერტი ფასიანია და დიდი მზადება ამ ყველაფერს არ ჭირდება, რადგან ტრადიციულად მას ბობოლათა არმია (!) დაესწრება, რომელთა 70% ზუსტად ვიცი მხოლოდ იმიტომ გადაიხდის ბილეთში 300 ლარს, რომ სადმე იტრაბახოს მერე - სტინგის კონცერტზე ვიყავიო, მერე რა რომ თუ ის არ ეცოდინება, რომ აკაკი წერეთელი სხვიტორში არაა დაკრძალული... მთვარი იყოს კარგი ამინდი, თუმცა არც ესაა ხელისშემშლელი პირობა - ვარსკვლავები (!) დახურული და გამთბარი სცენის ქვეშ იმღერებენ (იმედია 3 ივლისსაც ასეთი გადაუღებელი წვიმები არ იქნება, თუმცა ბათუმურ ამინდებს რას გაუგებ), ხოლო ხალხი ამტანია და წვიმის ქვეშ დგომა და სტინგის სიმღერებზე თუხთუხი უფრო რომანტიულიცაა :)
ალბათ სტინგი როცა სამშობლოში ჩავა, აღფრთოვანებული და ბედნიერი მოყვება ჟურნალისტებთან თუ რა მაგარი პატივი სცეს საქართველოში, რა ხაჭაპური, რა ღვინო, რა ზღვა, რა ჰაერი და მოაწყდება და მოაწყდება ტურისტთთა დიდი არმია აჭარის კურორტებს და სასტუმროებს და დახარჯავს ფულს და ყველა ბედნიერი იქნება. . . :) მაგრამ მაინც არავინ გასცემს პასუხს შეკითხვას - რატომ აღარ ისვენებენ ქართვეები აჭარის კურორტებზე, რატომ დადიან (შესაძლებლობის ფარგლებში) სულ თურქულ კურორტებზე და რატომ ისმის ქობულეთში და ბათუმში უმეტესად `ცავატანემ~ და არა ქართული - გამარჯობა მასპინძელო!

"ევროვიზიის" გამარჯვებული აზერბაიჯანელთა დუეტი გახდა

აზერბაიჯანელთა დუეტი ნიქიარ ჯამალისა და ელდარა გასიმოვას შემადგენლობით, სიმღერით ღუნნინგ შცარედ "ევროვიზია 2011"-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსის ფინალი წელს დიუსელდორფში ჩატარდა. "ევროვიზიის" კონკურსის 56-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანელებმა მთავარი პრიზი, "ბროლის მიკროფონი" მოიპოვეს.
წყვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა: ჯამში 221 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარს 36 ქულით გაუსწრო. მაქსიმალური ქულები აზერბაიჯანელებს რუსეთმა, თურქეთმა და მალტამ დაუწერეს.
წლევანდელ "ევროვიზიაზე" საკმაოდ წარმატებული იყო ქართული ჯგუფის Eლდრინე-ის გამოსვლა, რომელმაც "კიდევ ერთი დღე" შეასრულა. ბოლო ხმის მიცემამდე საქართველოს წარმომადგენლები მე-8 ადგილზე იმყოფებოდნონ და მხოლოდ ბოლო ტურში გადაუსწრო მათ ირლანდიურმა დუეტმა.
ათეულში ვერ მოხვდა რუსი მომღერალი, ალექსანდრე ვორობიოვი. რუსეთს მაქსიმალური ქულა არცერთმა ქვეყანამ არ დაუწერა და საბოლოოდ, ეს ქვეყანა მხოლოდ მე-16 ადგილს დასჯერდა. პირველ ათეულში ადგილები შედეგნაირად განაწილდა: 1. აზერბაიჯანი 2. იტალია 3. შვედეთი 4. უკრაინა 5. დანია 6. ბოსნია-ჰერცოგოვინა 7. საბერძეთი 8. ირლანდია 9. საქართველო 10. გერმანია

პირველი “პატარა ვარსკვლავის” საუკეთესო ათეული “კაპრიზში”

ჩვენი ჟურნალის და საბავშვო-საყმაწვილო ჟურნალ “შოკოლადის” ორგანიზებით 14 მაისს გასართობ ცენტრ “კაპრიზში” ინტერნეტ-ფოტო კონკურსის “პატარა ვარსკვლავის” გამარჯვებული ათი ბავშვის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ტრადიციული ცერემონიალებისგან განსხვავებით, ზღაპრის გმირებთან ერთად საათნახევრიან ღონისძიებაში აისახა.
“კაპრიზის” მსახიობებმა ნელი ხარჩილაძემ. ირაკლი შულაიამ და გიორგი ქირიამ 2-დან 8 წლამდე ასაკის ათი საუკეთესო პატარას ბოლომდე გართობა ადვილად შეძლეს, ტრადიციული ზღაპრის შემდეგ ბავშვებს სპეციალური ნომინაციები და საჩუქრები გადასცეს, და კონკურსის 1-ლი ადგილის მფლობელი ლიზი დგებუაძეც ზღაპრის ბოლოს გამოავლინეს.
საქართველოში უამრავი საბავშვო კონკურსი, უამრავი ფესტივალი, უამრავი სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება, მაგრამ “პატარა ვარსკვლავების” ფოტო-კონკურსის საღამოზე ყველაზე მეტად ბავშვების გახარებულ სახეებზე მიხვდებოდა ნებისმიერი, რომ საღამო შედგა.
როგოროც ავღნიშნეთ მთვარი, 1-ლი ადგილი ულამაზეს 8 წლის გოგონას ლიზი დგებუაძეს ხვდა წილად, მისტერ ჯენტლმენის ნომინაცია - თორნიკე ხარაზიშვილს, გაზაფხულის ფერია - 4 წლის სალი ჩაჩიბაია გახდა, ნიკუშა ბოსიკაშვილი, ულამაზესი დები ნინი და სოფო რუხაძეები, გიკუშა მუშკუდიანი, პატარა, წლინახევრის მარიამ გიორგაძემ კი ყველა სასიამოვნოდ გააკვირვა თავისი საქციელით, თათული ლიპარიშვილი და პატარა პრინცესა ნია გვენეტაძე, - ეს ის 10 ბავშვია რომლებიც პირველი “ბეიბი სთარსის” გამარჯვებულები გახდნენ.

ქეთა თოფურია: - არ ვარ ორსულად!

რუსული ესტრადის (და არა მარტო) ქართველმა ვარსკვლავმა ქეთა თოფურიამ ბავშობიდან იცოდა, რომ პოპულარობა მთლად ტკბილი ხილი არაა და ათასი სიბინძურის მოსმენა და ატანა მოუხდებოდა, თუნდაც საკუთარი ნერვების ხარჯზე, თუნდაც დედის დახმარებით (ქალბატონი ნატა ქეთას პირველი შემფასებელი და დამცველი იყო ყოველთვის), თუნდაც აწგარდაცვლილი მამის, კანონიერი ქურდის სტატუსის მქონე ანდრო თოფურიას გავლენით, ამ პატარა გოგონამ ყველანაირად შეძლო აერიდებინა მის მიმართ გაგზავნილი ყველა ნეგატიური მესიჯი, ან უბრალოდ ყურადღება არ მიექცია მისთვის.
თუმცა, ბოლო დროს გავრცელებულმა ჭორმა, ქეთას ორსულობის შესახებ მასაც კი ნერვები მოუშალა - რომ ვიყო, რანაირად დავმალავდი? ან რატომ დავმალავდი? - აცხადებს მომღერალი.
ცნობილია, რომ ქეთა თავის ოფიციალურ საქმროს, მილიონერ ლიოვა გეიხმანს ცოლად მარტის თვეში უნდა გაყოლოდა, მაგრამ მამის გარდაცვალების გამო (სავარაუდოდ წლისთავამდე) ამ პროცესმა დროში გადაინაცვლა, ამიტომ ცნობა ქეთას ორსულობის შესახებ შესაძლოა არც არავის გაკვირვებოდა, მაგრამ ამჯერად ინფორმაცია ქეთას თქმით – უბრალოდ, მორიგი ჭორია!
.

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 10 მაისს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი, ბერძნული მუსიკალური პროექტის "იქს ფაქტორის" წარმატებული ფინალისტი და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მომღერალი - ნინი შერმადინი იყო, რომელმაც გადაცემის წამყვანთან ერთად ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე, ზოგადად ქართულ შოუ-ბიზნესში გავრცელებულ სიტუაციაზე, შეხედულებებზე და მომავლის პერსპექტივებზე. საინტერესო საუბარი წარიმართა ნინის პირად ცხოვრებაზე, რომელზე საუბარსაც ერთხელ და სამუდამოდ მომღერალი სახალხოდ ასრულებს. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში ინტერნეტის დახმარებით მითითებულ საიტზე

ქეთი ორჯონიკიძე "იურმალა 2011"-ს ფორმატში ვერ ჩაჯდა

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფო ათას ხერხს და საშუალებას ეძებს, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებული ყველა ფესტივალი და მუსიკალური ღონისძიება დააკნინოს, ქართველები მაინც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უარს არ ამბობენ აღნიშნულ კონკურსებში მონაწილების მცდელობაზე.
ბოლო შემთხვევა ახლახანს მოხდა, როგორც აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართველი მომღერალი (ანუ ეს ნიშნავს, რომ არც ოპოზიციის და მითუმეტეს, არც ხელისფლების გუნდრუკის მკმეველი არაა) ქეთი ორჯონიკიძე "იურმალას" ფესტივალზე იყო ჩასული, უფრო სწორად კი წინასაკონკურსო გასაუბრებაზე, მიუხედავად მის მიერ აღებული მაღალი ქულებისა, ჟიურის წევრის, ქართველი ბესო შპეტიშვილის მხარდაჭერისა ალექსანდრე რევზინმა "დაასკვნა" რომ - ამ კარგი მომღერლის სიმღერა და შესრულების მანერა, კონკურსის ფორმატში არ ჯდება.
ქეთის საერთოდ არ დასწყვეტია გული ამაზე და ცინიკურად აფიქსირებს `რეიტინგთან~ საუბარში, რომ - ერთი ქართული რადიო `არ დაიდარდოს~ ფორმატში და მეორე, რუსული”იურმალას~ ფორმატში ვერ ჩაჯდა :)
არადა, რა გულდასაწყვეტია, რომ ინგლისში სწავლის პერიოდში (ეს საჩუქარი მას "ვარსკვლავების აკადემიის" პროექტის ორგანიზატორებმა გაუკეთეს) ქეთის მიერ დატოვილ საპრეზენტაციო მასალებს, ბევრი საპროდიუსრეო კომპანია გამოეხმაურა, მაგრამ მომღერალმა გამზავრება ინგლისში ვეღარ შეძლო.

აჩიკო გულედანი და ნინი ბუკიაც დაშორდნენ?

ალბათ უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა ქართველი ჟურნალისტებისთვისაც კი, პოპულარული ქართული ოჯახების დანგრევის შესახებ ლამის თვეში ერთხელ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ჩვენი კოლეგების საძრახისად უნდა განვაცხადოთ, რომ ოჯახური ტრაგედიების პრესის ფურცლებზე სენსაციური გაშუქებები არ უნდა მოსდევდეს, რადგან დღევანდელ ფსიხოზ-ნევროზის დონეზე მისულ ქვეყანაში ოჯახური კონფლიქტები გასაკვირი არ უნდა იყოს, და არც ე.წ. ცნობადი სახეების ოჯახების, რადგან ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან.
ახლოს წარსულში პოპულარული ქართული ჯგუფის `მწვანე ოთახის~ სოლისტის აჩიკო გულედანისა და მისი მეუღლის ულამაზესი ნინი ბუკიას დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება, თუმცა ნინი თავის მეუღლეს ყველაზე საუკეთესო ადამიანად ასახელებს და ერთად ცხოვრების შვიდი წლის მანძილზე ვერ იხსენებს ვერცერთ მინუსს თავისი მეუღლისას
, მოკლედ ნინი დღესაც ყურებამდე შეყვარებული ჩანს და არც მათ შორის ვინმე მესამეს ჩადგომას წარმოიდგენს, მიუხედავად ამისა წყვილი სამი თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობს და კონკრეტულად ნინი ამას უბრალოდ, ჩვეულებრივ `ოჯახურ ჩეპეს~ უწოდებს.
ღმერთმა ქნას ახალგაზრდა ქართული ოჯახების დანგრევის ტრადიცია საბოლოოდ შეჩერდეს და ენაგრძელ ჟურნალისტებსაც აღარ უწევდეთ თავიანთი გამოცემების ამ ნეგატიური `ტკბილი მასალებით~ ფურცლების შევსება.

ანრი ჯოხაძემ რძალი და ძმისშვილი პირველად მოინახულა

პოპულარული ქართველი მომღერალი, "მეგას" მრავალგზის ნომინანტი და გამარჯვებული, სკანდალური ანრი ჯოხაძე ცოტა ხნის წინ ევროპაში იმყოფებოდა, ჯერ საბერძნეთში, კერძოდ კი, სალონიკში, შემდეგ იტალიაში, სადაც მომღერალმა საკუთარი ძმის ოჯახი მოინახულა, გაიცნო რძალი ნინო გოგიჩაიშვილი და პატარა ძმისშვილი 5 თვის ნიკოლა, რომელმაც უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა - ფილტვის ემფიზემა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბავშობაში თვითონ ანრის ძმასაც ქონია გაკეთებული, ამჟამად სიტუაცია მშვიდია და პატარაც ჯანმრთელად გრძნობს თავს.
როგორც ავღნიშნეთ ანრი იტალიაში გამგზავრებამდე საბერძნეთში, კერძოდ კი, სალონიკში იყო მიწვეული სააღდგომო კონცერტზე, ქართული დიასპორის წინაშე, სადაც მან ემიგრანტ ქართველებთან ერთად ერთი ლამაზი კონცერტით აღნიშნა ბრწყინვალე აღდგომა.
კონცერტი ქართველ ემიგრანტს, სალონიკში მცხოვრებ მშვენიერ ქალბატონს - ნინო წოწკოლაურს მიყავდა და მთელი საღამოს მანძილზე ანრისთან ერთად ენერგიულად მუშაობდა სცენაზე, რაც ყველაზე მთავრია კმაყოფილნი იყვნენ თავად ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც მონატრებული ქართული სიმღერების მოსმენა არასდროს ბეზრდებათ.
მომღერალი უკვე დაბრუნდა საქართველოში და ტრადიციულად აქტიურად შეუდგა ახალი იდეების განხორციელებისთვის მზადებას, თუმცა მისმა ბოლო ნამუშევარმა, კლიპმა რომელშიც ვიზუალური დატვირთვა იყო და რომელშიც ულამაზესი ქართველი შიშველი მოდელი მონაწილეობდა, არ გაამართლა და ჩავარდა. სავარაუდოდ კლიპის კრახის მიუხედავად ანრი კვლავ გააგრძელებს საქართველოში ინოვაციების მოფიქრებას და განხორციელბას, თუმცა მომღერალს აშკარად არ აწყენდა აქტიურადვე ეფიქრა თავისი შემოქმედების საზღვარგარეთ გატანაზე, რადგან ამოუწურავი შესაძლებლობების ქვეყანაში, ყველაზე ნიჭიერების შესაძლებლობებიც კი, ამოწურვადია.

მარინა ბერიძე VS დათო ოქიტაშვილი

ქართული ხელოვნების რეალობაში დიდი წვლილი უკვე არა იმდენად ხელოვან ხალხს და მათ ნამუშევარს, არამედ მათ პატრონებს (ე.წ. მენეჯერებს, პროდუსერებს და ორგანზიატორებს) და შემფუთველებს მიუძღვით, ბოლო-ბოლო XXI-ე საუკუნეა და ძალიან უბრალოდ, საქართველოში შეიძლება პროექტი ისე შეიფუთოს, იმხელა რეკლამა გაუკეთდეს, რომ სინამდვილეში მისი მეათედიც არ ღირდეს, და პირიქითაც - ისეთი პროექტი გაკეთდეს, ისეთი შინაარსის და შედეგების, რომ შეიძლება არანაირი რეკლამა და მხარდაჭერა არ გაუკეთდეს, არც პრესის და არც სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ძირითადად მსგავსი დამოუკიდებელი პროექტები არ იწვევს ინტერესესს ჩინოვნიკთა მხრიდან და თუ ამაში ყოფილი ან არსებული სახელმწიფო ჩინოვნიკები, ან მათი ახლობლები არიან გარეულნი, მაშინ ნებისმიერ პროექტს, ფესტივალს თუ ღონისძიებას, გზა ხსნილი აქვს. უამრავი სატელევიზო პროექტის მუს-ხელმძღვანელი ყოფილა და არის მარინა ბერიძე, ერთდროს მუსიკალური საპროდიუსერო კომპანია `არტ-იმედის~ ხელმძღვანელი, რომელიც ცნობილი ქართველი მილიარდელის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილება იყო და რომლის არასწორმა მენეჯმენტმაც საფუძველი ჩაუყარა 6-7 წლის წინ, ქართული შოუ-ბიზნესის დანგრევას, დღეს ქ-ნი მარინა სახელმწიფო სამსახურშია და კულტურის
სამინისტროში მუშაობს მაღალ თანამდებობაზე, ხოლო ამავე თანამდებობის ყოფილი მფლობელი დათო ოქიტაშვილი კერძო ბიზნესში (ხელოვნებაში) გადავიდა და ამჯერად კარგად დაპიარებულ პროექტს - `ოქროს ტალღას~ უდგას სათავეში, სხვა სახელიან (!) ადამიანებთან ერთად, თუმცა პროექტის ავტორი ეკა ჩიტაშვილია, წლების წინ საქართველოდან უცხოეთში გადახვეწილი ქართველი პროდუსერი, რომელიც თბილისში წარმატებულად ამუშავებდა პოპულარულ ქართულ კლუბებს `16 რაუნდი~ `ბერიკონი~ და სხვა (დღეს ყველა მათგანი დანგრეულია და მათ ადგილზე სახლების მშენებლობა მიმდინარეობს) და რომელსაც ბევრი ქართველი მომღერლის პოპულარიზაციაში მიუძღვის წვლილი.
მარინა ბერიძე და დათო ოქიტაშვილი ერთხანობას ერთადაც მუშაობდნენ თბილისის კულტურის სამსახურში და საკმაოდ ხმაშეწყობილადაც, თუმცა მათი ფარული დაპირისპირება დღეს უკვე შესამჩნევია და პრესაშიც ხშირად საუბრობენ ხოლმე მესამე პირში ერთმანეთის შესახებ, თანაც არც მთლად სასიამოვნოდ :) და წაკბენებით :)
სხვათაშორის დათო ოქიტაშვილს სწორედ მარინა ბერიძის (!) პერიოდში ჩამოართვეს მისი (!) პროექტი "ვარსკვლავების გახსნა" და საბოლოოდ ის, კულტურის სამინისტრომ აიღო საკუთარ თავზე და ეს ამბავი ასე განმარტა - ყოველთვის სამინისტროს ფინანსებით კეთდებოდა და იხსნებოდა ყველა ვარსკვლავი და დათო ოქიტაშვილი რაშუაშიაო, ბარემ სამინისტროს სახელით გავხსნითო! - ხოდა ჩამაორთვეს პროექტი დათოს, ვარსკვლავს დიზაინიც შეუცვალეს და განაგრძეს მუშაობა…
თუმცა, კულუარული ინფორმაციით დათო ოქიტაშვილმა ასე ადვილად იმიტომ დათმო (!) პროექტი, რომ თავადაც შეწუხებული იყო იმით, რომ თვეში ერთხელ ურეკავდნენ და ვარსკვლავების გახსნას სთხოვდნენო (!), ახლა კი, დაისვენა დათომ და გადამისამართდა მთლიანად სხვა პროექტებისკენო. . .
სხვათაშორის დღემდე არ არის გახსნილი დათო ოქიტაშვილზე თავდასხმის საქმე, როცა ის 2 წლის უკან საკუთარი ავტოფარეხის წინ ცემეს და საზოგადოეაბაში ეს, მისი ზედმეტი პირდაპირობის ბრალეულობაში გაატარეს. ნორმალურ ქვეყნებში ჯანსაღი კონკურენცია ახალ იდეებს ბადებს ხოლმე და ეს შესაბამისად დარგზე აისახება ხშირ შემთხვევაში, საქართველოში კი, ჯერ რამის კეთება რთულია დამოუკიდებლად და მერე მისი ხელოვნების დარგზე ასახვა ხომ საერთოდ :)

გორის თეატრის რეაბილიტაცია გრძელდება

2011 წლის 8 მაისს, 14:00 საათზე “ხელოვნების აკადემია” ატარებს საქველმოქმედო კონცერტს გორის თეატრის დასახმარებლად. კონცერტი გორის კულტურის სასახლეში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: - ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, მარიამ ბოლქვაძე. ასევე გიორგი ცაბაძის კონკურსის ლაურიატები: - ნინო გოთოშია, თათია ტონია, რევაზ დიდებაშვილი, გიორგი კაკაჭიშვილი, გიორგი ვარდანია, გიორგი თორაძე, თორნიკე დათაშვილი.
შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გორის თეატრის რეაბილიტაცია. ”ხელოვნების აკადემიამ” საქველმოქმედო აქცია“ გადავარჩინოთ გორის თეატრი“ წამოიწყო მას შემდეგ რაც დასრულდა აქცია “თეატრი თეატრისათვის” რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს 12-მა წამყვანმა თეატრმა. ამ აქციიდან შემოსული თანხით თეატრმა შეიძინა უახლესი განათების სისტემა და განაახლა ტექნიკური შესაძლებლობები მცირე დარბაზში.

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 3 მაისს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - სკნადალური და აქტიური ქართველი რესპოდენტი დათო ოქიტაშვილი იყო, რომელმაც თამამად ისაუბრა "ვარსკვლავების გახსნის" პროექტზე, რომელიც მან კულტურის სამსახურს გადააბარა, წამყვანთან ერთად აქტიური დებატები გაიმართა ქართული შოუ-ბიზნესის დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, მისი და მარინა ბერიძის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი, რაც საბოლოოდ საინტერესო ინტერვიუში აისახა. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 20-107-9

ავტორებმა შაფათავა გადააყენეს, რა იქნება შემდეგ?

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ქართველ ავტორებს გაახსენდათ, რომ თბილისში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებაზე აგებს პასუხს და შესაბამისად მისგან თანხებიც უნდა მიიღონ, რა თანხებსაც ეს ორგანიზაცია აგერ უკვე 11 წელიწადია აგროვებს და აქუჩებს და მათ 80-90% როგორც მისი ყოფილი ხელმძღვანელი ელგუჯა შაფათავა აცხადებს - ავტორებს უნაწილებს, თუმცა აგერ სატელევიზო ეთერში სტეფანე გამოვიდა და ერთი თეთრიც არ მიმიღია მე არასოდეს შაფათავასგანო, - განაცხადა. აგერ ნატო გელაშვილი გამოვიდა და ძალიან ბევრი რამე ვერ გავიგე რა ხდება ამ ორგანიზაციაში და როცა მე ჩემს ინტელექტუალურ ნაშრომს მპარავენ და ფულს აკეთებენ, რატომ არ უნდა მოვითხოვო წილიო?!
მართალია - წილი ყველა ავტორს ეკუთვნის, რადგან ეს დაწერილ-დაუწერელი კანონია და ის, ყველამ უნდა დაიცვას, თუნდაც ჯიბეგაფხეკილი ავტორი იყო დღეს და თუნდაც სახელმწიფო ყავდეს მეწველ ძროხად გადაქცეული და არაფერი გაკლდეს და გჭირდეს საიმისო, რომ საწყალი (!) ხალხისგან წილები მოითხოვო, წესი წესია და საავტორო უფლებებს დაცვა უნდა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ელგუჯა შაფათავა იცავდა (!) ამ ხნის მანძილზე და ცოტა-ცოტას უხდიდა, თუმცა შემოსავლები წესით მეტი უნდა ყოფილიყო.
ყველაზე საინტერსო ისაა, ავტორთა უფლებების კავშირის ახალი ხელმძღვანელი რას გააკეთებს საიმისოდ, რომ მეტი წილი ამოიღონ ყველასგან - რესტორნებისგან, რადიოებისგან, პრესისგან თუნდაც და თუნდაც `მარშუტკის~ მძღოლებისგან, რომლებიც ტვინს ბურღავენ :) და ნეტავ რამდენს გაახსენდება, რომ სწორედ ამ მარშუტკის მძღოლებს, ბაზრობის გადამყიდველებს და სხვებს უნდა უმადლოდნენ იმას, რომ დღეს მათი ნამუშევრები პოპულარულია.
ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა კიდევ ამ კარგად დაპიარებულ (!), მაგრამ აშკარად არაორგანიზებულ კრებაზე - უმეტესობა ავტორთა საზოგადოებაში გაწევრიანებული ავტორებისა (რომელთა შორის ბევრი შემსრულებელიცაა) კრებას საერთოდ არ ესწრებოდა!

სამეფო ოჯახის ახალდაქორწინებულებს ქართველმა მომღერალმა სიმღერა მიუძღვნა

28 აპრილს, რესტორან “თავადურში” დღის 3 საათზე მომღერალ ქეთი (ბაია) გიორგაძის მუსიკალური კლიპის "ღმერთი და სიყვარული" პრეზენტაცია შედგა. სიმღერის ტექსტი 18-ე საუკუნის ცნობილი ფრანგი (წარმოშობით ავსტრიელის) კომპოზიტორის ქრისტოფერ გლუკის მუსიკაზე დაწერა შემსრულებელმა. აღნიშნული სიმღერა და კლიპი ავტორმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პრინც უილიამსის და ქეით მიდლტონის დაქორწინებას მიუძღვნა.
ღოგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი კლიპი ოფიციალურად გადაეცემა ახალდაქორწინებულებს ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით. კლიპის რეჟისორია კობა ბრეგვაძე, გადაღებები 10 დღე მიმდინარეობდა თბილისის ღირშესანიშნავ ადგილებში. პრეზენტაციას ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები და მუსიკოსები ესწრებოდნენ. შასიამოვნოა, რომ სამეფო ოჯახში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაგზავნილ მილოცვებში და საჩუქრებში ერთ-ერთი საქართველოდანაც იქნება.

3 ივლისს ბათუმში სტინგი იმღერებს

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი სტინგი საქართველოს ეწვევა. ის თბილისში ივლისში ჩამოვა და ბათუმში კრის ბოტისთან ერთად გამოვა სცენაზე. ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ცნობილი მომღერალი კონცერტს გამართავს. მოლაპარაკებები ცნობილ მომღერალთან უკვე წარმატებით დასრულდა და კონცერტის ჩატარების შესახებ შეთანხმებაც გაფორმებულია.
სტინგი მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად ბათუმის პიაცას მოედანზე კონცერტს 3 ივლისს გამართავს. ბოტის ბენდთან ერთად, მაყურებლის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც წარსდგება. 59 წლის მომღერლის კონცერტის შესახებ მოლაპარაკებებს კომპანია "ისტერნპრომოუშენი" აწარმოებდა. კომპანიის წარმომადგენლის კახა კანდელაკის განცხადებით, ეს მოლაპარაკებები შვიდი წელია მიმდინარეობს.

ნეკა სებისკვერაძე, სოფო ხალვაში და დათო არჩვაძე კიევში კონცერტს გამართავენ

ქართველი მომღერლები - ნეკა სებისკვერაძე, სოფო ხალვაში და დათო არჩვაძე 30 აპრილს კიევში, ოფიცერთა სახლის დარბაზში კონცერტს გამართავენ. მომღერლები უკრაინა-საქართველოს ასოციაციის 15 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
საათნახევრიან პროგრამაში ქართველი შემსრულებლები თავიანთ ცნობილ სიმღერებს და ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალურ ნაწარმოებებს, ასევე რამდენიმე ერთობლივ სიმღერასაც შეასრულებენ.
მათ გარდა, საღამოზე კიევში მცხოვრები ქართველების ქორეოგრაფიული ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას.

qsovrelebi

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 12 აპრილს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - ქართული, ნაღდი ქალაქური მუსიკის, 50 წლიანი ისტორიის მქონდე ანსამბლის "ქსოვრელების" წარმომადგენელი ბ-ნი ელდარ შოშიტაიშვილი იყო, რომელმაც "ქსოვრელების" სრული ისტორია მოუყვა მსმენელს, ისაუბრა რეალურ ქალაქურ მუსიკასა და თანამედროვე ქართულ ქალაქურ მუსიკას შორის დიდ სხვაობაზე. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 20-107-9

"ახლა გინდა შაიტანეთ და გინდა გამაიტანეთ..." - 15 აპრილი - სიყვარულის დღე საქართველოში უკვე 17 წლისაა

love day მიუხედავად დიდი ვნებათაღელვისა, მიუხედავად ყოველ წელიწადს ერთიდაიგივეს გამეორებისა, უკვე მე-17 წელიწადია საქართველო ყოველ 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავს, უკვე თითქმის აღარ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ დღის შესახებ არ გაეგოს ან რამენაირად არ იყოს ჩართული მის რეალიზებაში, შეყვარებულები, ნაჩხუბრები, შერიგებულები :) - ყველა ვისაც კი, ერთხელ მაინც გამოუცდია სიყვარული - 15 აპრილს მაინც ხვდება, რადგან სხვა თუ არაფერი 14-დან 16 აპრილზე, უბრალოდ კალენდარში ვერავინ გადახტება :):)
განსაკუთრებული ეშტაფოტი ამ თარიღს წელს ქონდა, უმსხვილესი კომპანიები სპეციალურ პიარ-კომპანიებს ატარებენ 15 აპრილისთვის, სიყვარულის დღეს უძღვნიან კონკრეტულ შეთავაზებებს, აკეთებენ ფასდაკლებებს, სასაჩუქრე პაკეტებს, - ამ ყველაფრის ლიდერი წელს "საქართველოს ბანკი" აღმოჩნდა, რომელმაც ლიდერობა შარსანდელ ლიდერს - "მაგთის" ჩამოართვა და სპეციალურად 15 აპრილისთვის ე.წ. "ლოვე-საკრედიტო ბარათები" გამოუშვა საკუთარი კლიენტებისთვის.
მეორე ადგილზე კი, მაღალ დონეზე წარმოებული სარეკლამო კამპანიით, ახალი და პირველი ფარმაცევტული სუპერმარკეტი აღმოჩნდა, რომელმაც დაბადება 15 აპრილს გადაწყვიტა და აქციასაც შესანიშნავი სლოგანი მოუძებნა - გახსენი გული ჩვენთან ერთად 15 აპრილ, სიყვარულის დღეს
მთელი დღის მანძილზე განსაკუთრებული ფინანსური მოგება 15 აპრილს - უბრალო მეყვავილეებმა მიიღეს, შემდეგ რესტორნებმა და კაფე-ბარებმა, მესამე ადგილზე კი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ - ტელე-რადიო კომპანიები აღმოჩნდნენ :) - რომელთა სარეკლამო ბაზარი არამარტო 15 აპრილისადმი მიძღვნილი რეკლამების თანხით შეივსო, არამედ შესული მესიჯების რაოდენობითაც, რის ფონზეც ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდნენ მაგალითად - ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დღის შოუს" წამყვანები, რომლებსაც "არ გაახსენდათ" რომ სიყვარულის დღე მიელოცათ საკუთარი მაყურებლისთვის, ასევე ძალიანს სახალისო იყო ნინო არაზაშვილის დილის ეთერი "რუსთავი-2"-ზე :) როცა სიყვარულის დღე 15 აპრილი, მისი დამაარსებლის - ბესო ჩუბინიძის "საპატივცემულოდ" "ბესოობად" მონათლა :)
ასევე კომერციულად დიდი მოგება მიიღეს რადიო-გადაცემებმა, რომელთა კომპიუტერებში სპეციალურ ოთხნიშნა ნომრებზე ურიცხვი რაოდენობის სასიყვარულო მესიჯები შედიოდა...
მოკლედ, ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელად დარჩენილ ადამიანთა შორის, რომლებიც კატეგორიულად არ (!) აღიარებენ 15 აპრილს სიყვარულის დღედ, არავინ აღმოჩნდა რამენაირად ლოგიკურად აეხსნა უბრალო ადამიანებისთვის - რატომ არა, თორე კი :)
სათაურში გამოტანილი სიტყვებიც ამაზეა ნათქვამი - ახლა გინდა შაიტანეთ და გინდა გამაიტანეთ, 15 აპრილი საქართველოში უკვე 17 წელიწადია სიყვარულის დღეა და ხალხს ეს მოსწონს, დანარჩენი მეათე ხარისხოვანია. და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, - რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად სიყვარულის დღის დამაარსებელი
ბესო ჩუბინიძე, - ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი პასუხები მან ტელეკომპანია "მზის" პირდაპირ ეთერში სტუმრობის დროს გასცა ყველას, რაზეც გადაცემა "მზესუმზირის" წამყვანების აღფრთოვანება გამოიწვია. 15 აპრილი - სიყვარულის დღე საქართველოში უკვე 17 წლისაა, - ამით ყველაფერია ნათქვამი...

კონცერტი "ბოულინგ-კლუბში"

რამდენიმე დღის უკან "ბოულინგ ცენტრის" კლუბში მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ - ანა ხანჩალიანი, გულია რუშანიანი, ჯაზ-ბენდი ”კერეონი”, გუგა ჭყონია, ბოკა კვეკვესკირი, მარიამ კაპანაძე, ბექა შოშიაშვილი და 16 წლის თვითნასწავლი ანი ჯანელიძე, რომელიც მაყურებლის წინაშე ტამტამებით წარსდგა და რომლის დებიუტიც წარმატებით შედგა ამავე კონცეტზე.
ორივე ანის (ანი ჯანელიძე) და ანი ხანჩალიანის გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე და სხვადასხვა კონცერტებზე შემოთავაზებებიც იქვე მიიღო ორივემ. როგორც ანა ხანჩალიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს - ახლო მომავალში ახალ სიმღერებზე მუშაობის დაიწყებას აპირებს და შემდეგ, თავისივე რომელიმე სიმღერიდან ერთ-ერთზე კლიპსაც გადაიღებს.
.

ჯასტინ ბიბერის ქართველი ფანები და ანტი-ფანები “ვარსკვლავებმა” შეარიგა

ჩვენი ჟურნალის მიერ ორგანიზებული მორიგი ტრადიციული თინეიჯერული საღამო 1 აპრილს გაიმართა კლუბ “დეჟა ვუ”-ში. 1 მარტისგან განსხვავებით, როცა ორგანიზატორებმა მხოლოდ ჯასტინ ბიბერის ფანები შევკრიბეთ, ამჯერად თინეიჯერულ ფართის ჯასტინის ქართველი ანტი-ფანებიც მოვიყვანეთ, რომელთა შორის დარბაზში გამართულმა სახალისო დაპირისპირებამ, საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ თურმე ყველას სჯობს ქართველებს ისევ ქართველი მომღერლები გვიყვარდეს და ჯასტინის ფანებიც და ანტი-ფანებიც თავიანთ თანატოლს, ქართველ მომღერალს ბაჩოს უსმენდნენ, რომელსაც ამჯერად რადიო “საქართველოს ხმის” არ-ჯეი ნანკასთან ერთად მიყავდა საღამო.
საინტერესო იყო სადისკოთეკო მუსიკაში ქართველი “მგზავრების” შეპარებაც, რამაც საყოველთაო აჟიტირება გამოიწვია ბავშვებში და ისინიც მშვენივრად აკეთებდნენ საცეკვაო მიქსს ლედი გაგას და ჯასტინ ბიბერის მუსიკიდან ქართველი “მგზავრების” მუსიკაზე.
ორსაათიანი ღონისძიების მანძილზე, თითქმის ყველამ მიიღო საჩუქრები, ჟურნალ “თინეიჯერების” სხვადასხვა ნომრები და გამორჩეულად აქტიურებმა და გიჟმაჟმა თინეიჯერებმა კი კარაოკეში, ცეკვის კონკურსში და სხვადასხვა სახალისო შეჯიბრში “ვარსკვლავების” საფირმო სტიკერები და ავტოკალმებიც მიიღეს.
გადაწყდა, რომ ამიერიდან ყოველი თვის პირველ რიცხვში “ვარსკვლავებმა” ტრადიციული თინეიჯერული საღამოები ყოველთვის მოაწყოს, რადგან აღმოჩნდა, რომ ბავშვებთან ერთად სრული კმაყოფილებით მათი მშობლებიც გამოირჩეოდნენ, რომელთა უმეტესობაც სხვათაშორის სწორედ მათი თაობის საყვარელი ჟურნალ “ვარსკვლავების” 90-ან წლებშო ორგანიზებულ დისკოთეკებზე დადიოდნენ ბავშობაში, მაშინ როცა თავიანთი შვილების ხელები იყვნენ და ახლაც ყოველთვის სიამოვნებით მიაბარებენ :) უკვე თავიანთ შვილებს ახალი თაობის “ვარსკვლავების დისკო-ფართებზე”

ქუთაისელები ნიკოლ-შოუმ გაანაწყენა

ქუთაისელი მსმენელის უპატივცემულობაში და ზოგადად უზრდელობაში დაადანაშაულა ჯგუფ “ნიკოლ-შოუს” სოლისტი გია ნიკოლაძე საქართველოს ამ ლამაზი ქალაქის მუსიკის მოყვარულებმა.
საქმე კი იმაში, იყო რომ მომღერალმა გასვლითი კონცერტი ჩააგდო, მას შემდეგ, რაც კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მეგობრებთან ერთად ქეიფი და ღრეობა გამართა და საშინლად მთვრალი წარსდგა საზოგადოების წინაშე, თუმცა ფიზიკურად შეუძლებელი იყო ან სცენაზე სიმღერა ან საერთოდ კონცერტის გამართვაზე საუბარიც ზედმეტია გია ნიკოლაძის მხრიდან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მომღერალი იმყოფებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა გამოფხიზლებულმა მომღერალმა ქუთაისელებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ნანობს თავის საქციელს და უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩაატარებს ქუთათურებისთვის საკონპენსაციოდ საღამოს, თუმცა არაგგვგონია მსმენელის უპატივცემულობა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება მიზეზი იყოს რამე პოზიტივისა გიას მიმართ.
.

სალომე კორკოტაშვილს ოჯახი დაენგრა

სამწუხაროდ კიდევ ერთი პოპულარული ახალგაზრდა ქართული ოჯახი დაინგრა, ამჯერად შავმა ღრუბელმა მომღერალ სალომე კორკოტაშვილისა და ტატო კალანდაძის ექვსწლიან ოჯახს გადაუარა და ყველაფერი დაშორებით დამთავრდა და როგორც ამ დროს ამბობენ ხოლმე: - ისინი ახლა უკვე კარგი მეგობრები არიან, მათ ხომ საერთო შვილი აკავშირებთ.
დასრულებული ოჯახური ცხოვრება სალომეს ინიციატივით შედგა - უბრალოდ სიყვარული გამიქრაო, აცხადებს მომღერალი და ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებს.
კომენტარებისგან თავს იკავებს სალომე კორკოტაშვილის მამაც, ცნობილი მსახიობი, ოპოზიციონერი და რადიო-წამყვანი გია კორკოტაშვილი (კორკოტა), რომელიც ექვსი წლის უკან საკუთარ 16 წლის ქალიშვილს გათხოვების გადაწყვეტილების მიღების გამო კარგახანს არ ელაპარაკებოდა და მხოლოდ მაშინ შეურიგდა ახალშექმნილ ოჯახს, როცა აღმოაჩინა რომ ძალიან კარგი სიძე ყოლია.
სამწუხაროა როცა, მსგავსი რამეები ხდება და იმედს გამოვთქვავთ სალომე არ აღმოჩნდება ძალიან დამამცირებელი ქართულენოვანი (!) გადაცემის - “ყოფილი ცოლების კლუბის” მორიგი სტუმარი ტელე-კომპანია “იმედზე” სადაც ე.წ. ყოფილ ცოლები ანგელოზის სახით სხედან ხოლმე და კაცებს და ყოფილ ქმრებს ადანაშაულებენ ყველაფერში :)

"მგზავრებმა" კიევში შედეგიანად იმოგზაურეს

ქართულმა ჯგუფმა მგზავრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში სრული ანშლაგით ჩაატარა კონცერტი "კრისტალ ჰოლში". მგზავრების 12 კაციან ჯგუფთან ერთად კონცერტს უძღვებოდა უკრაინული ჯგუფი "ტჰმკ". მათ ერთად შეასრულეს სიმღერა "ქარი ქრის" - რომელიც ორ ენაზე ჩაწერეს. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მგზავრების მუსიკისადმი სიყვარულში უკვე უკრაინელი მსმენელიც შეგვეცილება.
"მგზავრები - ჩემი ცხოვრების ბოლო დროის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენაა, როგორც მუსიკალური ასევე ადამიანური კუთხით. თეორიულად და მრავალი კინოდან გადმოცემით ვიცოდი, რომ ქართველები კარგად მღეროდნენ. ახლა ეს პრაქტიაკშიც დავინახე და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარგი ერთობლივი სიმღერა გამოგვივიდა."- განაცხადა სოლისტმა ფოზიმ.
საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე: - ძალიან სასიამოვნოა, რომ უკრაინელებს უყვართ ნინო ქათამაძე და კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ კიევი მალე გაიგებს ქართული მუსიკის კიდევ ერთ შესანიშნავ ნიმუშზე. "მგზავრები"- ეს თანამედროვე, აქტუალური მსოფლიო რიტმების და ქართული მრავალხმიანობის შერწყმაა. მათი სიმღერების მოსმენის შემდეგ შეუძლებელია არ შეიყვარო ისინი"
ინტერნეტში წერდნენ, რომ დარბაზში საოცარი მუხტი იგრძნობოდა. ჯგუფმა შეძლო მთელი დარბაზის აყოლიება და ეს მიზიდულობა ყოველი სიმღერის შემდეგ უფრო მძაფრდებოდა!

ქეთი მელუა ავადმყოფობის გამო მცირე ხნით სცენას ჩამოშორდა

ბრიტანული საინფორმაციო წყარო აქვეყნებს მცირე სტატიას, სადაც წერს, რატომ გაქრა მცირე ხნით სცენიდან მომღერალი ქეთი მელუა.
ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსია (ქალბატონი) 2004-5 წლების მონაცემებით, მაგრამ თავად მომღერალი პუბლიკაში ხშირად არ ჩნდება. განსაკუთრებით კი, არ ჩანდა ამ ბოლო დროს. სამწუხარო სიახლეა, ის რომ ქეთი თავს ცუდად გრძნობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იძულებული იყო სცენას მცირე ხნით ჩამოშორებულიყო.
ჟურნალისტს ქეთიმ განუცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომაც აიღო ტაიმ-აუტი. ეს მისთვის ძალიან პირადულია და პრესასთან მისი ისტორიის დეტალურად მოყოლისგან თავი შეიკავა, უბრალოდ აუცილებლობას წარმოადგენდა მცირე ხნით შეესვენა.
სამწუხაროდ ქეთის არ შეუძლია ჯერ სცენაზე დაბრუნება. დროა თავს სერიოზულად მიხედოს. ინტერვიუში 26 წლის მომღერალი ამბობს, რომ ხშირად "გათიშვები" ემართებოდა. მუსიკაზე უარის თქმა და გამოსვლების გაუქმება კი მისთვის ძალიან რთულია, რადგან სიმღერა ის არის რისი კეთებაც ძალიან უყვარს, თუმცა ამჯერად კარგად უნდა დაისვენოს და თავს მიხედოს.

ქეთი უკვე ჰოსპიტალიზირებულია და რამოდენიმე კვირაში გეგმავს სცენაზე დაბრუნებას, დაახლოებით 1 თვეში მისი ტურნე დაიწყება. მანამდე კი ახალ სიმღერებს წერს.
.

ქართველები ამ სიმღერით წარდგებიან "ევროვიზია 2011"-ზე, წარმატებებს ვუსურვებთ "ელდრაინს"

20.03.2011. ახალი სახეები ქართულ შოუ-ბიზნესში

მოგეხსენებათ დღიდან ჩვენი არსებობისა, ქართული შოუ-ბიზნესის პროპაგანდას და რეკლამას ვეწევით, მაგრამ თუ სახელმწიფო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა კულტურის სამინისტრო-სამმართველო-დეპარტამენტ-სამსახურები არ გაატოკეს ხელი, მანამდე არაფერი არ იქნება, რასაც შეიძლება - ახალი ნაბიჯების გადადგმა მოჰყვეს.
არადა, ეს ერთიდაიგივე მობეზრებული სახეებიც, რომ მოწსყინდა უკვე მსმენელს და აღარც რაღაცა ახალს მოითხოვს მათგან? მსმენელს ახალი სახეები, ახალი თაობა და ახალი ხმები სჭირდება. . .
თუმცა, არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ეს ზოგადად ჩანს, რადგან შიდა სამზარეულოში უამრავი ახალი სახე ვიცით, ვინც კარგი ხელშეწყობისა და მიხედვის შემთხვევაში საქართველოს ბევრ ქალაქს მოივლიდა და ახალ სიტყვას იტყოდა, თანაც ქართველები ტაშს ტყუილად არავის უკრავენ, თუ არ მოსწონთ - აპლოდისმენტები ენანებათ და მომღერალიც ხვდება, რომ მან რაღაც უნდა შეცვალოს.
ახალ სახეებს შორის “ვარსკვლავებმა” ბევრს შეუწყო ხელი და ბევრი მიიყვანა იმ სტატუსამდე რასაც ქართულ რეალობაში თანამედროვე ვარსკვლავის სტატუსი ქვია, ახლახანს საინტერესო ნამუშევარიც მოვისმინეთ და ახალგაზრდა მომღერლის ნინო ჯავახიშვილის სიმღერის სახით, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორიც თავადაა.
სიმღერა “შენ” “მ-სტუდიოში” ჩაიწერა თემო დათუაშვილის არანჟირებით, როკის ელემენტებით გაჯერებული სიმღერა სასიამოვნო მოსასმენია და რაღაც ახალია ქართულ მუსიკალურ რეალობაში. სხვათაშორის ნინი ჯავახიშვილი და ქეთი ორჯონიკიძე ბავშობაში ერთ სტუდიაში სწალობდნენ.
ქართულ რეალობაში ახალი სახეების დეფიციტი მწვავედ იგრძნობა და კარგია, როცა ახალი სახე, ახალ ნამუშევარს მსმენელამდე მიიტანს და მოაწონებს მას.

17.03.2011. დათო ოქიტაშვილი მუსიკოსებს რჩევას აძლევს

თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დათო ოქიტაშვილი, მას შემდეგ რაც სახელმწიფო სამსახურიდან წამოვიდა, კერძო ბიზნესითაა დაკავებული და თავის ექსკლუზიურ პროექტს - ხელოვანი ადამიანებისთვის ვარსკვლავების გახსნის სამუშაოს ეწევა. პარალელურ რეჟიმში ხშირად აკეთებს საკონცერტო პროგრამებს და აქტიურად ემზადება დათო ევგენიძესთან ერთად სექტემბერში აჭარაში გრანდიოზული ფესტივალისთვის, რომელზეც როგოც ცხადდება უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოვა (სხვათაშორის შიდა სამზარეულოში ჭორად ისიც ტრიალებს, რომ საუბარია ჯასტინ ბიბერის აჭარაში, კერძოდ ბათუმში ჩამოყვანაზეც).
ერთდროს კონკრეტული ქართველი მომღერლების აქტიური მხარდამჭერი, დღეს ხმამაღლა აცხადებს პრესასთან ურთიერთობაში, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი აღარ არსებობს, რომ აღარ ტარდება კონცერტები და ვერავინ ვეღარ შეძლებს სპორტის სასახლის შევსებას, როცა იყო დრო კვირაში ერთხელ ყოველთვის ანშლაგებით ტარდებოდა კონცერტები ამ სპორტულ დარბაზში.
დათო ოქიტაშვილი აცხადებს,მ რომ მან არ იცის ვის ხელშია დღეს ქართული შოუ-ბიზნესის სადავეები, ვინ რა კონცერტზე გამოდის ან რატომ ვერ გამოდის, ვინ ვის და რატომ ბლოკავს და ურჩევს მომღერლებს, რომ ერთანად შეიკრიბონ და ყველამ ყველაფერი ხმამაღლა, პრესის გასაგონად თქვას, ყველაფრის შესახებ ისაუბროს რაც მათ მიმართ უსამართლოდ ხორციელდება.
რამდენად გაითვალისწინებენ ქართველი მომღერლები დათო ოქიტაშვილის რჩევას საეჭვოა, რადგან იმ თითო ლუკმის დაკარგვასაც ყველა გაურბის რაც დღეს აქვს, ამიტომ რევოლუციას ქართულ შოუ-ბიზნესში (ისე, როგორც პოლიტიკაში) ნადვილად არ უნდა ველოდოთ, ყოველშემთხვევისთვის 2015 წლამდე :)

15.03.2011. ბორის ბედია - დიახ მე ამბიციური ვარ, მაგრამ არა ამპარტავანი

პოპულარული ქართველი მომღერალი, უნიჭიერესი ვოკლისტი პოლონეთში ხუთდღიან გასტროლბზე იმყოფებოდა და სერიოზული და წარმატებული კონცერტებით გამოვიდა პოლონელი მაყურებლის წინაშე. მანმადე კი, ბორის ბედიამ მოლდოვეთში გამართულ ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა, ასევე წარმატებული გამოსვლა ქონდა რუსეთში გამართულ ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე, რომლის ჟიურის თავმჯდომარეც მიშელ ლეგრანი იყო და სადაც ბორის ბედია საუკეთესო ხუთეულში გავიდა.
- რუსები კი არიან ჩვენი ქვეყნის ოკუპანტები, მაგრამ ეს საერთაშორისო დონის კონკურსი იყო, რომელიც უბრალოდ რუსეთში ტარდებოდა, ესტრადისა და საოპერო სიმღერების კონკურსი, ბედნიერეი ვარ, რომ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი! - აცხადებს მომღერალი პრესასთან საუბრისას
აღსანიშნავია ისიც, რომ ბორის ბედია იმ მომღერალთა სიაშია, რომელმაც “ევროვიზიის” შესარჩევი კონკურსიდან, რომელიც პირველმა არხმა” ჩაატარა - შეტანილი საბუთები უკან გამოიტანა და ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ - “ევროვიზია” შოუს ელემენტებით გაჯერებული კონკურსია, სადაც არ ექცევა მთვარი ყურადღება ვოკალს და მუსიკალურ მომზადებას, იქ მუსიკალური პორნოგრაფიაა :) და მე ვერ გავიდოდი.
- დიახ, მე ამბიციური ვარ, მაგრამ არა ამპარტავანი, ვიცი, რომ საქართველოში კლასიკურ ესტრადაში, არც საქართველოში და არც რუსეთში კონკურენტები არ მყავს, - აი, ევროპაში არვიცი :) მე ქალის ხმაზე მკივან მომღერლებს კონკურენტებად არ აღვიქვამ.

09.03.2011. “ვაკის პარკი” სოციალურ-პოლიტიკურ ალბომზე მუშაობს

ჯგუფმა “ვაკის პარკმა” და მისმა სოლისტმა ზაზა ხუციშვილმა ქართულ მუსიკალურ რეალობაში თავისუფალ ნიშას მიაგნეს და ახალ ალბობზე მუშაობა დაიწყეს, რომელსაც სოციალურ-პოლიტიკური და რათქმაუნდა ოპოზიციური შინაარსის სიმღერებით შეავსებენ.
ზაზა ხუციშვილის “ვაკის პარკი” იმ იშვიათ მუსიკალურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელმაც წლებს გაუძლო და რომელიც დღემდე აქტიურია მსმენელში, მაგრამ აქტუალობა დაკარგული, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჯგუფის ლიდერს შინაგანი პროტესტი აქვს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ, რაც საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ხდება.
ზაზა ხუციშვილის ახალი სიმღერა “შრომის ბირჟა” ინტერნეტ-სივრცეში დიდი მოთხოვნით სარგებლობს და მისი ოპოზიციური სულისკვეთების გამო საკმაოდ დიდი პოპულარობითაც, მუსიკის ტესტში ასეთი მისამღერია “შენი მეზობლის სახლში კი, ოქროს ფიფქები თოვს, რადგან საჭირო ადგილზე, მოხვდა საჭირო დროს, ალღო აუღო და ისე, შეახტა ბოლო ვაგონს, რადგან საჭირო ადგილზე, მოხვდა საჭირო დროს”.
მარტივი გასაგებია, რომ ჯგუფის ლიდერი რადიკალურად უარყოფითადაა განწყობილი მედროვეების მიმართ, რომელიც ყველა მთავრობის მოუშორებელი ჭირია და ეცდება, რომ ეს პროტესტი მთლიანად ახალ ალბომში შესული სიმღერებით გამოხატოს. სხვათაშორის ზაზა ხუციშვილი პრეზიდენტის შვილის - ედუარდ სააკაშვილის გიტარის მასწავლებელი იყო, ცნობილი ოპოზიციური გამოსვლების და მიტინგების დაწყებამდე.

08.03.2011. მამუკა ჩარკვიანმა თავი მუსიკისთვის გადადო

მას შემდეგ რაც, პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა მამუკა ჩარკვიანმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შარშან 12 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სოლო-კონცერტი ჩაატარა მომღერლის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოხდა. მომღერალი აცხადებს, რომ უკვე საბოლოოდ დასძლია ალკოჰოლიზმის პრობლემა და ახლა მთლიანად მუსიკაზეა გადართული, მუზების მოზღვავებას გრძნობს და გულწრფელად უხარია, რომ ხალხს ის და მისი შემოქმედება დღემდე არ დავიწყებია!
მამუკა ჩარკვიანის თითქმის ყველა სიმღერა მისი მამის, ცნობილი ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილი სიმღერებია და მომღერალი ახლაც აცხადებს, რომ კვლავ ამ ტრადიციას გააგრძელებს და აქტიურად მოემზადება ახალი კონცერტებისთვის.
მომღერალს ერთი პრობლემა აქვს, კოჭი აქვს მოტეხილი და შეხორცების შემდეგ, ტკივილი მაინც დარჩა, სწორედ ამ გაუსაძლისი ტკივილის გამო მოუხდა შარშან თავისი სოლო-კონცერტის მეორე დღეს გამეორებაზე უარის თქმა. “ვარსკვლავები” ისურვებდა, რომ მომღერალი მართლაც საბოლოოდ ჩამოშორებოდეს ავადმყოფობას სახელად “ალკოჰოლიზმი” და კვლავ ღირსეულად დაბრუნებოდეს ქართულ ესტრადას სადაც ის ძალიან აკლია მსმენელს.
.

07.03.2011. თამრიკო მეჭიაურმა მეგობრებთან ერთად “თეთრ სახლში” იმღერა

ქალაქური სიმღერების პოპულარულმა შემსრულებელმა, თამარ მეჭიაურმა რესტორან “თეთრ სახლში” მეგობრებთან ერთად კონცერტი ჩაატარა, რომელიც მიზნობრივად არც ქალთა დღეს ეძღვნებოდა და არც დედის დღეს კონკრეტულად, მაგრამ დარბაზში შექმნილი ატმოსფერო რეალურად მაინც აშკარა უმეტესობაში მყოფი ქალბატონების სასარგებლოდ იყო, რაც კონცერტის წამყვანს ზაზა ალექსიძეს არ გამოპარვია და შესაბამისი სადღეგრძელოც კი, მიუძღვნა იქ მყოფ დეფიციტური მამაკაცების კლანს :)
თამრიკო მეჭიაური პროფესიონალი მუსიკოსია, რაც უდაოდ დასაფასებელია დღევანდელ ესტრადზე, სტილი რომელიც მან აირჩია დღეს (გუშინაც ასე იყო და ხვალაც ასე იქნება) საქართველოში მოდაშია, მომღერალსაც კარგად გამოსდის მისი შესრულება და მსმენელიც კმაყოფილია.
გია სურამელაშვილი, კაკი ბოლქვაძე, პაატა თედიაშვილი, მანჩო, ბესო კალანდაძე და სხვები - ეს, იმ მეგობართა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც “თეთრ სახლში” მეჭიაურის გვერდით იდგნენ, - მომღერალმა ბესო კალანდაძესთან ერთად ჩაწერილი დუეტიც შეასრულა და თავისი, თითქმის მთელი რეპერტუარიც.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დამოუკიდებელ (!) ქართველ მომღერალთა კონცერტების მწარე დეფიციტია, მსგავსი საღამოები (თუნდაც, მცირე წრეში) აშკარად კატალიზატორის როლს ასრულებს - ქართული შოუ-ბიზნესის შენარჩუნებაში.

05.03.2011. ზაზა სვანაძე ქართულ შოუ-ბიზნესში კლანურ დაჯგუფებებს ასახელებს

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა “არას” ერთ-ერთი ლიდერი, ერთდროს ქართულ შოუ-ბიზნესში კარგად ცნობილი პროექტების მენეჯერი და ორგანიზატორი ზაზა სვანაძე კიდევ ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც პრესაში ხმამაღალი და მკვეთრი განცხადებებით გამოვიდა და თანამედროვე ქართულ ესტრადაზე შექმნილი სიტუაცია ხმამაღლა გააკრიტიკა.
ზაზა სვანაძე საუბრობს ქართულ რეალობაში შექმნილი კლანური დაჯგუფებების შესახებ და აცხადებს, რომ ცალკე არსებობს სტეფანე-კახუჩელას კლანი, ცალკე არსებობს მარინა ბერიძის კლანი, ნიკა მემანიშვილისა და დათო დოიაშვილის კლანი, კატეგორიულობით გამოირჩევა ბუბა კიკაბიძის და მერაბ სეფაშვილის მიმართ და ზოგადად დღეს შექმნილ სიტუაციას ამ სფეროში “მიშას კარის მომღერლების პერიოდს” უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ზაზა სვანაძე წლებია ქართულ შოუ-ბიზნესის კულუარებში საკმაოდ გარკვეული პიროვნება იყო და კარგად იცის თითოეული მომღერლის და დღეს უკვე ე.წ. სელებრითის ისტორია, მისი ორგანიზატორობით ათიოდ წლის უკან ორჯერ მუსიკალურ-თეატრალური დაჯილდოების ცერემონიალიც ჩატარდა, რომელმაც მაშინვე დიდი სკანდალებით ჩაიარა და მისი ორგანიზატორიც საკმაოდ სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე “ვარდების რევოლუციის” შემდეგ.
როგორც წესი მოძრაობა “არას” ერთ-ერთი ლიდერის ამ სკანდალურ განცხადებებსაც სრული იგნორირება მოყვა სტატიებში გამოქვეყნებულ პერსონათა მხრიდან, რაც აპრობირებული “პიარ” სვლაა საკითხის მისაჩუმათებლად.

05.03.2011. მაია კაჭკაჭიშვილი სოლო-კონცერტისთვის მზადებას იწყებს

პოპულარულ და პროდუქტიულ ქართველ კომპოზიტორს, რომელიც თანამედროვე, სხვა ქართველი ახალგაზრდა კომპოზიტორებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, პირველად დათანხმდა საკუთარი სიმღერების, საკუთარი ხმით, საკუთარი პუბლიკის წინაშე შესრულებას.
30 წლის იუბილეზე, რომელიც ფილარმონიის ფოიეში “ივენთ ჰოლში” დაიგეგმა რამდენიმე თვეში, მაიკო კაჭკაჭიშვილი 14 ყველაზე საუკეთესო სიმღერას შეარჩევს თავისი ნამუშევრებიდან, წამყვანის ამპლუასაც თავად მოირგებს და სამ მომღერალთან დუეტსაც შეასრულებს - ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე და რატი დურგლიშვილი, ეს ის მომღერლები არიან რომლებთან ერთადაც მაიკო დუეტებს გამოიტანს სცენაზე. მომღერალ ლევან ლაზარიშვილის მეუღლე და ორი ტყუპის დედა, ერთხელ უკვე იყო საკუთარი პროფესიული ბენეფისის მასპინძელი კლუბ “ტრიუმფში”,
სადაც მის მიერ დაწერილი სიმღერებით კონცერტი 10-15 შემსრულებელმა გამართა, ამჯერად ეს საღამო იმითაც იქნება საინტერესო, რომ კომპოზიტორი გაცილებით კარგად მღერის ვიდრე ბევრი მისი “დამკვეთი” და მეგობარი ქართულ ესტრადაზე (!) და მისი შესრულებით სიმღერა სცენაზე (რისი ერთგვარი კომპლექსიც აქამდე კომპოზიტრს ნადვილად აწუხებდა) სასიამოვნო მოსასმენი იქნება.
.

03.03.2011. ჯასტინ-ფართი და თინეიჯერების წარმოუდგენელი ხალისობა

ინტერნეტ-ჟურნალ “ვარსკვლავების” და ტელე-კომპანია “მიუზიკ-ბოქსის” მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ფართიზე, რომელსაც პირობითად “ჯასტინ-ფართი” უწოდეს (ჯასტინ ბიბერის დაბადების დღესთან დაკავშირებით), თინეიჯერთა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა შეიკრიბა და მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის მომღერლის მიმართ უამრავი დაუსაბუთებელი კრიტიკა და შეურაწმყოფელი გამონათქვამები ისმის არშემდგარი, ვირტუალური და ცხოვრებაზე დაბოღმილი ადამიანებისგან (ძირითადად ვებ-სივრცეში), ფაქტია, რომ ამ პატარა მომღერალმა მსოფლიო აალაპარა და ის, ერთ-ერთი გამონაკლისია ვინც 16 წლის ასაკში “გრემის” დაჯილდოების ცერემონიალზე შეძლო ნომინაციებში მოხვედრა.
ჯასტინის ქართველი ფანები მოუთმენლად ელოდნენ წინასწარ გამოცხადებულ სიურპრიზსაც და მათ სასიამოვნო გაოცებას და სიხარულს ზღვარი არ ქონდა, როცა სცენაზე თითქმის მათივე თანატოლი, თავიანთი თანაქალაქელი, 15 წლის მომღერალი ბაჩო იხილეს, რომელმაც რამდენიმე ახალ სიმღერასთან ერთად ჯასტინ ბიბერის ცნობილი “ბეიბეს” ქართული რემიქსი ენერგიულად შეასრულა და ჯასტინის ფანების აბსოლუტური უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა
მარი (14 წლის): - აქამდე სულ ცუდ რაღაცეებს ვწერდი ხოლმე ბაჩოზე “ფეისბუქში”, მაგრამ დღეს ახლოს გავიცანი და უკვე ძალიან მიყვარს, ორივე ძალიან მიყვარს ჯასტინიც და ბაჩოც, ბაჩო ქართველია და ამის შემდეგ ყოველთვის მისი ფანი ვიქნები.
ნიკა (17 წლის): - არავის ფანი არა ვარ, უბრალოდ მომწონს მუსიკა და ვუსმენ, იმასაც ამბობენ ჯასტინ ბიბერი გეიაო, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ უბანში დურაკივით დგომას, მოვედი, ვიცეკვე და მაგარი ვიხალისე გოგოებთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ეს ქართველი ბაჩო უფრო ჯობია იმ კანადელ ჯასტინს, ბოლო-ბოლო ქართველია სხვა თუ არაფერი.
დიანა (16 წლის): - ძალიან ბევრ ცუდ რაღაცეებს წერენ ხოლმე ჯასტინ ბიბერზე ინტერნეტში და მეცინება, რომ ვკითხულობ, კი მაგრამ შენ რა გაგიკეთებია? ისე გინება და ინტერნეტში წერა ხომ ყველას შეუძლია და ადვილია? თუ არ მოგწონს ნუ მოუსმენ? ძალით გასმენინებს ვინმე? ბაჩოს დღეს პირველად მოვუსმინე და მინდა ვთქვა, რომ ძალიან საყვარელია, სიმპათიურია და რაც მთავარია უშუალოა, თავში არ აქვს ავარდნილი, ძალიან მინდა კიდევ ჩაატაროს კონცერტები.
ბაჩო: - ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით, დიდი ხანია სცენაზე ვმღერი, მაგრამ დღეს ძალიან-ძალიან აქტიური ბავშვები ვნახე, ყველას უყვარს ჯასტინი და უსმენენ მის სიმღერებს, რათქმაუნდა მეც მომწონს და ვუსმენ, - თინეიჯერები ვართ და მოგვწონს თინეიჯერული მუსიკა, დიდები, რომ გავიზრდებით დიდ მუსიკასაც მოვუსმენთ :) – ძალიან თბილი და კარგი ბავშვები არიან და მიხარია, რომ მათაც მოეწონათ ჩემი გამოსვლა. კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება ხოლმე ასეთი თინეიჯერული ფართები.
თინეიჯერების ამ მცირე კომენტარებიდანაც კი, ნათლად ჩანს მარტივი ჭეშმარიტება - არ მოგწონს? გადართე! :) არ გსიამოვნებს? ნუ უსმენ! გეზიზღება? იმას უსმინე ვინც მოგწონს :)
ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” ახლო მომავალში კვლავ აპირებს მსგავის სახის ახალგაზრდული, თინეიჯერული ღონისძიებების ჩატრებას, რადგან ვთვლით, რომ ქუჩაში უაზროდ დგომისა და თუნდაც ინტერნეტში უაზროდ ჩათაობისა, ცოცხლად კონტაქტი და ადამიანებთან რეალური ურთიერთობები გაცილებით სჯობს.

03.03.2011. “ელ-დეპო” პლუს “სოლო” უდრის ქართულ-ევროპულს

ნოვატორული ნაბიჯი გადადგეს ცნობილი თბილისური სახინკლეთა ქსელის - “ელ-დეპოს” წარმომადგენლებმა და თავიანთ ბრენდს, თანამედროვე ევროპული ეშხიც მიამატეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ კლუბური ფორმატი დახვეწეს და ხინკალს მიერთებული ევროპული კერძები შესთავაზეს მომხმარებელს.
ლესელისძის რვა ნომერში, ასეთი პირველი კლუბი გაიხსნა, სადაც ცნობადი სახეები შეიკრიბნენ - ჟურნალისტები, მსახიობები, ტელე-წამყვანები, მომღერლები, ვის არ ნახავდით ამ საღამოზე, რომლის წამყვანობა ვინიმ (ზაალ წულუკიძე) შეითავსა და ფიზიკურ დაღლამდე უამრავ საკონკურსო ნომერს სთავაზობდა დამსწრე საზოგადოებას, პრიზებსაც უხვად არიგებდა და არც ჰოლივუდის ღიმილს იშურებდა არავისთვის :)
იყო ევროპული სუფრა, სადაც უცებ, პირდაპირი გაგებით - გაჩითეს ცხელ-ცხელი “ელ-დეპოს” ხინკალიც :) და რაც გინდა თქვი და რაც გინდა სელებრითობა და ევროპელობა დაიბრალე, ხინკალი მაინც ხინკალია რა :) ნებისმიერ სულით ქართველს ხელი მისკენ მაინც ყოველთვის გაეპარება (ნუ, თვალი მაინც).
შესრულდა სიმღერებიც, მღეროდა ეკა კვალიაშვილი, მიშიკო ზაქარეიშვილი, პანჩო, მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შორის იყვნენ მერაბ სეფაშვილი, ლექ-სენი, ნუგზარ ერგემლიძე, ბესო კალანდაძე და სხვები, მათ მაინც ქართული ჩასხდომა და ქეიფი ამჯობინეს :)
საღამო 3 საათი გაგრძელდა და მოწყენილი იქ არავინ გვინახავს, თუმცა სადღაც ღამის 1 საათისთვის დაღლილ-მისავათებული სტუმრები მომავალში კვლავ შეხვედრის სურვილით დაიშალნენ.
.

02.03.2011. უცნაუროებები “ევროვიზიის” ქართული კონკურსანტი ჯგუფის “ელდრაივის” გარშემო

მას შემდეგ რაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირი ეთერით “ევროვიზია 2011”-ს შესარჩევი კონკურსი გაიმართა, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს სახელით გამომსვლელი, ვცდილობთ რომ არაფერი დავწეროთ და ჩვენი საღი (!) აზრი არ გამოვთქვათ ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ იმდენად უცნაურად ვითარდება მოვლენები, რომ არ გვჩვევია იდიოტის როლში ყოფნა და სულმთლად გაჩუმება იმაზე, რომ საზოგადოებას არ გავაგებინოთ, რომ - ისე, არ არის თქვენ რომ გგონიათ, ერბო ერბოა, ქონი ქონია. . .
მოკლედ, რამდენიმე თვის უკან შექმნილმა ჯგუფმა “ელდრაინმა” გაიმარჯვა, საზოგადოების უდიდესი მოწონება დაისმახურა (!) და ასეა თუ ისეა, ისინი აღმოჩნდნენ “ევროვიზიის” კონკურსისთვის საქართველოდან ელჩობისთვის განწირულნი.
მერე რა, რომ არავის არაფერი სმენია მათ შესახებ, მერე რა რომ უაღრესად ნიჭიერმა და გამოცდილმა მომღერლებმა შესარჩევ-კონკურსამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიტანეს განაცხადი, მერე რა რომ რამდენიმე მომღერალი, საერთოდ შესარჩევი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დავირუსდა და შეუძლოდ (!) შეიქნა. . . მთავარია, რომ საქართველოს სახელით ჯგუფი “ელდრაინი” გადაწყდა, რომ წარადგენდა ქვეყანას წელს ნორვეგიაში.
გავრცელებული ხმების მიხედვით, ჯგუფს პროტეჟეობას სამთვარობო წრეებთან დაახლოებული მუსიკოსები უწევენ, კერძოდ კი, ჯგუფ “მწვანე ოთახის” ლიდერი აჩიკო გულედანი, თუმცა საპროდიუსერო კომპანია “ტიტანმა” უცებ (!) გადაწყვიტა, რომ სოლისტი რომელმაც გაამარჯვებინა (!) ჯგუფს “ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსში - თაკო ვადაჭკორიას, შეცვლის ახალი სოლისტი - სოფო ტოროშელიძე, რომელიც თავის მხრივ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის “რუსთავი-2”-ს პროექტ “ვარსკვლავების აკადემიის” მონაწილეც იყო და “წინა ევროვიზიაზე” პრეზიდენტის საყვარელი ქართველი მომღერლის, სოფო ნიჟარაძის (!) ბექებშიც მღეროდა და კიდევ 2009 წლის “საბავშვო ევროვიზიაზე” ჩავარდნილი პროექტ “პრინცესების” ვოკალის პედაგოგიც იყო.
სიმართლე გითხრათ, ბევრი ვეძებეთ ინტერნეტში და ვერანაირი მასალა საპროდიუსერო კომპანია “ტიტანის” შესახებ ვერ მოვიძიეთ, საპროდიუსერო კომპანია “არტ-ფორუმი” გაგვიგია, “ჯადოსნური ხმებიც” გაგვიგია, “ვარსკვლავებიც” გაგვიგია :) და ბევრი სხვაც, - მათი ავად თუ კარგად განხორციელებული პროექტების გამო, მაგრამ “ტიტანის” შესახებ მასალები ჯერ ვერ მოვიძიეთ, თუმცა უნდა ვისურვოთ, რომ რამდენიმე დღეში ქართველი მომღერალი ჯგუფთან ადაპტირებას შეძლებს და ნორვეგიაშიც ღირსეულად (!) წარადგენს საქარველოს.
მხოლოდ ერთი რამაა უცნაური, რა საჭიროა ძალად შესარჩევი კონკურსების ჩატარება, მოდი რა - გავუშვათ “ევროვიზიაზე” ვინმე, ვისაც ზემოდან გვიკარნახებენ და გათავებულია საქმე, - ჩვენისთანა ნიჭიერი, განა არის სადმე ერი? :) ხოდა მოვიგებთ რა, თუ არ მოვიგებთ ნორვეგიაში მაინც გამოჩნდება ტელევიზორში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა.

22.02.2011. ზურა ჩინჩალაძე სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"

5. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 1 მარტს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-9 ცერემონიალზე "წლის საუკეთესო კომპოზიტორის" ნომინაციაში გამარჯვებული, ერთ-ერთი საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი ზურა ჩინჩალაძე იყო. საუბარი შეეხო თანამედროვე ქართულ ესტრადაზე შექმნილ სიტუაციას, გამოსავალის ძიებას, ახალი თაობის ნიჭიერების განხილვას და პერსპექტივებს ზოგადად მუსიკალურ ხელოვნებაში. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში ინტერნეტის დახმარებით მითითებულ საიტზე

01.03.2011. მოზარდ მაყურებელთა თეატრში "მგზავრების" კონცერტები გაიმართება

მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ჯგუფ "მგზავრების" კონცერტები გაიმართება. "მგზავრები" გამოსვლებს 9 მარტიდან დაიწყებენ. ჯგუფის ახალი პროექტი – "ერთმანეთისთვის" სპეციალურად მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნა.
"მგზავრები" ახალ პროექტს მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ერთად ახორციელებენ. კონცერტებიდან შემოსული თანხის ნაწილით ისინი მიუსაფარ ბავშვთა სახლებს დაეხმარებიან. პირველ რიგში, დახმარებას თელავის მიუსაფარ ბავშვთა სახლი მიიღებს.

28.02.2011. გიგა კვენეტაძის მეუღლე ნინი წიკლაური მოსკოვური კლუბის წამყვანი ხდება

საქართველოდან გადახვეწილი კიდევ ერთი ქართველი ნიჭიერი მომღერლის გიგა კვენეტაძის მეუღლე, ასევე ნიჭიერი პროდუსერი და მენეჯერი ერთ-ერთი რუსული კლუბის “ვიქენდების” კონფერანსიე, ანუ წამყვანი გახდება, - ამ სამსახურს ნინომ ხელი შემთხვევით გამოკრა, როცა კლუბში, მისი მეგობრის დაბადების დღეზე სცენაც და მიკროფონიც ხელში ჩაიგდო და წამყვანობაც იმაზე კარგად შეითავსა, ვიდრე თავად ამ კლუბის სტაჟიანმა თანამშრომელმა და კონფერანსიემ :)
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლმების გამო ნინო კარგახანია საქართველოში აღარ ყოფილა, თუმცა თვლის, რომ საკუთარ დაბადების დღეს, 13 მარტს, წელს თბილისში, მეგობრების წრეში გადაიხდის. ერთ-დროს ტელე-კომპანია “პირველი სტერეოს” მუსიკალური რედაქტორი ძალინ წუხს ქართული შოუ-ბიზნესის ამჟამინდელი უუნარო მდგომარეობის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ მალე სიტუაცია რადიკალურად უკეთესობისკენ გამოსწორდება. - ეჰ, ნინო ნინოო. . . ვისაც სჯერა გავატარებთ :)

27.02.2011. თეატრალური ფესტივალი გორში "თეატრი თეტრისათვის"

28 თებერვალს, გორის დრამატულ თეატრში იხსნება ფესტივალი “თეატრი თეატრისათვის”, - ერთი თვის მანძილზე გორის თეატრი უმასპინძლებს თეატრებს საქართველოს კველა კუთხიდან! შემოსული თანხები მთლიანად მოხმარდება გორის თეატრის რეაბილიტაციას.
ფესტივალში მონაწილეობას თვითონ გორის თეატრიც მიიღებს და 5 და 6 მარტს კი შედგება საფესტივალო და საპრემიერო ჩვენება ირაკლი სამსონაძის პიესისა “ყოფილების სარეცელი” რომელსაც დგამს რეჟისორი გიორგი შალუთაშვილი.
პიესა 2 კაციანია და მასში მთავარ როლებს თაკო აბაშიძე და გიორგი რევაზაშვილი შეასრულებენ.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ : 28 თებრვალი - თუმანიშვილის თეატრი, 2 მარტი - ახმეტელის თეატრი, 5 მარტი – გორის თეატრი, 6 მარტი – გორის თეატრი, 10 მარტი – ქუთაისის თეატრი , 12 მარტი - რუსთაველის თეატრი, 13 მარტი - სოხუმის თეატრი, 16 მარტი - ცხინვალის თეატრი, 18 მარტი - სამეფო უბნის თეატრი, 19 მარტი – პანტომიმის თეატრი, 20 მარტი - მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 23 მარტი – მესხეთის თეატრი, 24 მარტი - თავისუფალი თეატრი, 26 მარტი - მუსკომედიის თეატრი, 27 მარტი – მარჯანიშვილის თეატრი

25.02.2011. ჯასტინ ბიბერს დაბადების დღეს საქართველოშიც გადაუხდიან

1 მარტს პოპულარული ამერიკელი ახალგაზრდა მომღერლის ჯასტინ ბიბერის დაბადების დღეა, მომღერალი 16 წლის ხდება, მიუხედავად იმისა, რომ “გრემის” დაჯილდოების ცერემონიალზე რამდენიმე ნომინაციაში წარდგენილი მომღერალი წელლს ვერცერთი “გრემის” მფლობელი ვერ გახდა და ამის გამო ძალიან გულდაწყვეტილიცაა, დაბადების დღის აღნიშვნას მაინც აპირებს.
ჯასტინ ბიბერს საქართველოშიც უამრავი მსმენელი ყავს, რომელთა ერთად შეკრება და შეხვედრაც 1 მარტს თბილისში, ბუდაპეშტის 1-ელ ნომერში, კლუბ “ბი ვანში” მოხდება, სადაც ტელე-კომპანია “მიუზიკ ბოქსის” ვი ჯეები ათასნაირ კონკურს გამართავენ, პრიზებს გაათამაშებენ და რათქმაუნდა ჯასტინის სიმღერების თანხლებით.
შეხვედრაზე ჯასტინის ქართველი ფანებისთვის სასიამოვნო სიურპრიზიცაა დაგეგმილი, ქართველი მომღერალი, ბავშობიდან საქართველოში პოპულარული პატარა მომღერალი ბაჩო, ჯასტინის ჰიტის ქართულ ინტერპრეტაციას შესთავაზებს ქართველ მსმენელს, რომელმაც უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტ-სამყაროში.
კლუბში დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარია და ჯასტინის ფანებს მისი შეძენა 1 მარტს 3 საათზე შუძლიათ ადგილზე.

23.02.2011. ლადო ბურდული სოლო-კონცერტისთვის ემზადება

თითქმის ნახევარ საუკუნის ასაკს მიტანებული პოპულარული ქართველი როკერი ლადო ბურდული მარტის ბოლოს სოლო-კონცერტის გამართვას გეგმავს, მაგრამ . . . ლონდონში.
- საქართველოში ფულს კონცერტებში თითქმის არ იხდიან, მე კი უჰონორაროდ მხოლოდ სახლში, მეგობრების წრეში ვმღერი, ამიტომ სადაც ფულს იხდიან მეც იქ ვმართავ სოლო-კონცერტს. - განაცხადა ლადომ, ჟურნალისტებთან საუბარში.
ლადო ბურდული დიდი ხანია უანგაროდ ემსახურებოდა ქართული როკ-კულტურის განვითარებას, უამრავი პროექტი აქვს ჩატარებული ანდეგრაუნდში, თბილისის მოედნებზე თუ პატარა დარბაზებში, მაგრამ ჩაიქნია კაცმა საბოლოოდ ხელი და ენთუზიაზისტობას შეეშვა, აღარც მის მიერ დაარსებული როკ-ფესტივალი “რთველი” ახსოვს და აღარც სხვა პროექტები, სამაგიეროდ ლონდონელებს გაახარებს თავისი ხარისხიანი როკით.
.

22.02.2011. გიგა კუხიანიძე სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 21 თებერვალს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-9 ცერემონიალზე "წლის საუკეთესო არანჟირების ოსტატის" ტიტულის მფლობელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და რამდენიმე პროექტის ორგანიზატორი გიგა კუხიანიძე იყო! - როგორ ახერხებს მისი საბავშვო პროექტები "ევროვიზიის" საბავშვო კონკურსებზე წარმატების მიღწევას ყოველთვის, - რატომ გაყიდა ქართულ შოუ-ბიზნესში ახლადფეხშედგმულმა, ქუთაისიდან დედაქალაქში გადმობარგებულმა გიგამ ორი ბინა, რათა მეუღლისთვის ხარისხიანი კლიპი გადაეღო, - ნინო ძოწენიძის "შინამანაკენას" ნამდვილი ბიუჯეტი და კომპოზიციის გაჰიტების ნადვილი მიზეზები. - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სტუდიაში გიგა კუხიანიძე საუბრობს. გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში ინტერნეტის დახმარებით მითითებულ საიტზე

22.02.2011. თემო საჯაია კლიპის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა

უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები :) შეგვიძლია არაფრისგან ისეთი აჟიოტაჟი ავტეხოთ, რომ 1 თვე ხალხს სალაპარაკო მივცეთ და ჭორაობაც ისე დააპურებს საზოგადოებას, რომ ვერავინ მიხვდება როდის გავიდა ეს ერთი თვე :)
ამჯერად საზოგადოება მომღერალ თემო საჯაიას კლიპის გამო აკრიტიკებს, ჭორავს და ათას სისულეელს აბრალებს, რომელთა შორის ყველაზე სასაცილო ალბათ ამ მომღერლის თავგადაკლული მიშისტობაა, რადგან სიმღერას სახელად “მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ” ქვია, რაც სხვათაშორის მეორე სათაურია (პირველ სათაურად, ქუჩაში გადაღებულ სპონტანურ კლიპს “მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ” ქვია).
- ქუჩაში მე და გიორგი ლიფონავა ამ სიმღერაზე კლიპის გადასაღებად უფრო კი, რეალობის დასაფიქსირებლად გავედით, გამიკვირდა კიდეც, კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევდა რას ვმღეროდი, ხალხს თავისი გასაჭირი და საფიქრალი აქვს და სულ არავის აინტერესებდა რას მღეროდა ვიღაცა შუა ქუჩაში. - ამბობს თემო საჯაია.
ინტერნეტ-სამყაროსთვის შექნილმა ამ უბიუჯეტო, ნულოვანი დანახარჯებით გადაღებულმა კლიპმა, თავისი საქმე გააკეთა - ერთი თვე ხალხი იჭორავებს :)

21.02.2011. ვლად არამოვი ამერიკაში გადაცხოვრდა

კიდევ ერთი ნიჭიერი მომღერალი და პაროდისტი, რუსთაველი მსახიობი ვლად არამოვი გაუყვა შორეული ამერიკის გზას და საკუთარი შესაძლებლობების უცხო ქვეყანაში გამოყენება გადაწყვიტა, მითუმეტეს ამ ადამიანს ამერიკაში საკუთარი ოჯახი ყავს და ახლიდან დაფუძნება არ დასჭირდება (ვლადის ცოლ-შვილი ამერიკაში ცხოვრობს).
- რთულია ცალ-ცალკე ცხოვრება ცოლ-ქმრისთვის, მენატრება ჩემი მეუღლე ილონა და სამი წლის ნიკოლასი, მინიმუმ ერთი წელი იქ დავრჩები, მერე ვნახოთ, თუმცა ერთი ვიცი, რომ საქართველოში დაგეგმილი “იუმორინას” კონცერტებისთვის ალბათ კვლავ დავბრუნდები თბილისში, ვნახოთ რა იქნება, ამას დრო მიჩვენებს.

20.02.2011. აჩი ფურცელაძემ ცხვირი დაიგრძელა

მოსკოვში გადახვეწილი და ქართულ თანამედროვე, მწარე სოციალურ რეალოაბს დროულად ჩამოშორებული მომღერალი აჩი ფურცელაძე, რომელიც საქართველოში თავისი მხიარული და უშაულო ბუნების გარდა, თავისი დაჭმუჭნული ცხვირითაც :) იყო პოპლარული, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
აჩი ახლახანს საქართველოში დედის 60 წლის იუბილეზე ჩამოვიდა და ხატულას რესტორანში ერთი ლამაზი დღე აჩუქა, თუმცა ცოტა გაკვირვებული და განაწყენებული აღმოჩნა, როცა გაიგო, რომ უფლება არ ქონდა რესტორანში რუსული სიმღერა შეესრულებინა. უცნობია რამდენად გააკვირვა ამ სასაცილო კანონმა მოსკოვში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, მაგრამ ფაქტია, რომ არც აჩი ფურცელაძეს და არც დანარჩენ ქართველებს, რუსულ რესტორანში ქართულ ენაზე სიმღერას არავინ უკრძალავს, - ჯერ-ჯერობით.
მომღერალმა ამჯერადაც ვერ ჩამოიყვანა რუსი მეუღლე თბილსიში, სიდედრის გარდაცვალების გამო, თუმცა დედიკოს, რძლის მიერ გაკეთებული ძვირფასი საჩუქარი დაუზიანებლად ჩამოუტანა, თუმცა რუსებისთვის “აჩი, ჩელავეკ უდაჩი” და ქართველებისთვის ერთდროს “თქვენი ერთგული აჩი ფურცელაძე” თვლის, რომ დედის
იუბილეზე ყელაზე დიდი საჩუქარი მაინც საკუთარი თავი და შეცვლილ-გასწორებულ-დაგრძელებული ცხვირი იყო :)

19.02.2011. გიორგი ცაბაძის სახელობის საესტრადო სიმღერის კონკურსი

18.02.2011. “ევროვიზია 2011”-სთვის კანდიდატს ვარჩევთ

საქართველოს “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ანუ იგივე ტელე-კომპანია 1-ლმა არხმა, ახალი “ევროვიზიისთვის” ჩვენი ქვეყნის კანდიდატის ძებნა-ძიება დაიწყო, შეირჩა კონკურსანტთა კონკრეტული რაოდენობა, რომელთა შორის არიან – თემო საჯაია, სიმღერით -,,ჯარისკაცის სიმღერა”; მობ.:91701; ქალაქიდან: 631301, სალომე კორკოტაშვილი, სიმღერით -,,Love ”; მობ.: 91702; ქალაქიდან: 631302, ჯგუფი „ტკბილი აბები“, სიმღერით -,,Face to Face”; მობ.: 91703; ქალაქიდან: 631303, ჯგუფი „November” და დიტო ლაგვილავა, სიმღერით -,,ამ ახალ დღეს”; მობ.: 91704; ქალაქიდან: 631304, .თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით -,,It’s OK”; მობ.:91705; ქალაქიდან: 631305 , ნინი შერმადინი, სიმღერით -,,Rejected “; მობ.:91706; ქალაქიდან:631306 , ჯგუფი “The Georgians”, სიმღერით -,,Loved, Seen, Dreaming”; მობ.:91707; ქალაქიდან: 631307, ჯგუფი „Eldrine”, სიმღერით -”One more day”; მობ.:91708; ქალაქიდან: 631308
ვის აქვს რეალური შანსი მოხვდეს გერმანიაში არვიცით, მაგრამ საინტერესოა რატომ არ ცდილობენ ქართველი მომღერლები ეროვნული, ქართული ენა უფრო მეტად გამოიყენონ ამ საერთაშორისო კონკურსში მეტი წარმატების მისაღწევად. ის, რომ ინგლისური ნამღერი ყველასთვის გასაგები იქნება, ძირშივე მცდარია, რადგან “ევროვიზიაზე” აქცენტი შოუზე და მუსიკაზე კეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ ტექსტზე (თუმცა, თუ ტექსტი ისევ ისეთი იქნება, რომ ვალოდია პუტინს დედას ვაგინებთ და ცეცხლზე კიდევ ერთხელ მივასხავთ ნავთს, მაშინ - ხო).
“ევროვიზიის” ქართული შესარჩევი ტურების დროს არ არსებობს, რომ წინასწარ ჭორაობა არ ატყდეს საზოგადოებაში და არ არსებობს, საზოგადოებამაც ზუსტად (!) არ გამოიცნოს ვის გაუშვებს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ამ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით. ამჯერადაც ასეა - კულუარებში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ წელს “ევროვიზიაზე” ყველაზე დიდი შანსი (!) აქვს თაკო გაჩეჩილაძეს, ცნობილი “ანტი-პუტინური” კვარტეტის ერთ-ერთ წევრს, თუმცა არავინ უარყოვს ნინი შერმადინის მაქსიმალურ უპირატესობას ამ საკითხში, რადგან ის ყველანაირად მზად არის მოიგოს “ევროვიზია 2011”, უპირველესად კი ფსიქოლოგიურად.
.

17.02.2011. ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 5 წლისთავი

24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ხუთი წელი სრულდება, ქართულ საზოგადოებაში ბოლო პერიოდია ტრიალებს აზრი მომღერლის ძეგლის გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით, მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის გახსნას რათქმაუნდა ყავს, მაგრამ საკითხი ჯერ-ჯერობით გაყინულია.
თუმცა, ამ დღისთვის მომღერლის მეუღლე, ასევე მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი ირაკლის პოეზიის კრებულად, წიგნად გამოცემას აპირებს და პარალელურად ემზადება კონცერტების გასამართად - მინდა, რომ განსხვავებული ჟღერადობის კონცერტები ჩავატარო და ამისთვის სერიოზულად ვემზადები, ხოლო 24 რიცხვში, ირაკლის გარდაცვალების ხუთი წლისთავზე, მისი პოეზიის კრებულის პრეზენტაციას გავაკეთებ.

15.02.2011. ლაშა ღლონტი სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 15 თებერვალს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-10 ცერემონიალზე "წლის საუკეთესო სიმღერის" ტიტულის მფლობელი, მომღერალი, პროფესიით ექიმი - ლაშა ღლონტი იყო. გულწრფელი საუბარი ჟურნალისტსა და რესპოდენტს შორის ბევრ შეკითხვაზე იძლევა პასუხს, - რას საქმიანობს ლაშა ღლონტი მუსიკის გარდა, რა ენატრება ყველაზე ძალიან, რას განიცდის, რა სურს და როგორ წარმოუდგენია ქართული მომავალი, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს და რას ფიქრობს თანამედროვე ახალგაზრდობაზე, თინეიჯერებზე... გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან.

17.02.2011. “ბონი ემ” სოხუმის ფილარმონიაში იმღერებს

22 თებერვალს ოკუპირევული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმში, ფილარმონიის სცენაზე სამშობლოს დამცველთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე (!) პოპულარული ჯგუფი “ბონი ემი” იმღერებს.
როგორც ე.წ. აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი იტყობინება, ჯგუფის სოლისტი შეილა ბონიკი დიდი ხანია ოცნებობს სოხუმში ჩასვლაზე და იმაზე, რომ თავის ფანებს მოეფეროს აფხაზეთში და კიდევ ერთხელ ლამაზი კონცერტით მიულოცოს სამშობლოს დამცველთა დღე სოხუმელებს.
ერთი შეხედვით ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ჯგუფი, რომელიც თბილისში ბევრჯერ (!) ყოფნის დროს ქართველებს ერთგულებას და სიყვარულს ეფიცებოდა, 22 თებერვალს სოხუმში აფხაზებს (უფრო სწორად რუსებს) უმღერებს “შა ლა ლა ლას”.
.

15.02.2011. “თი ელ” პოლიტიკურ კლიპს გეგმავს

მას შემდეგ რაც 2011 წლის პირველივე წუთებში თავისუფლების მოედანზე საზოგადოებამ საახალწლო შოუს წამყვანის (და საერთოდ ტელე-გოგონას) თიკო სადუნიშვილის და რეპერ “თი ელის” 10 წამიანი უღიმღამო ზასი იხილა, პირველმა (რეპერმა) შეყვარებული დაკარგა და შემოქმედებით მუშაობაში გადავარდა, მეორემ - სელებრითებში მარკები აიწია და კვლავ განაგრძნო “თბილისი ლაივობა”.
რაც შეეხება “თი ელს” - რეპერი უახლოეს დღეებში ახალი, პოლიტიკური კლიპის გადაღებას აპირებს, რომელიც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სულაც არ იქნება ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერი, იქნებ პირიქითაც კი - კლიპის სიუჟეტში ჩვენი სამწუხარო თანამედროვე რეალობა იქნება ასახული, რა კეთდება არასწორად და რა დაინახა “თი ელმა”.
როგორც რეპერი აცხადებს, ამჟამად კლიპისთვის დაფინანსებას ელოდება და უხლოეს მომავალში ეს პროექტი საზოგადოების წინაშე გამოვა, პარალელურად კი, რეპერ ძვალთან ერთად დუეტის ჩაწერას დაამთავრებს.
.

9.02.2011. გიგი დედალამაზაშვილი ("მგზავრები") სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 8 თებერვალს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-11 ცერემონიალზე "წლის საუკეთესო ჯგუფის" ტიტულის მფლობელი, ჯგუფი "მგზავრების" ლიდერი გიგი დედალამაზაშვილი და ჯგუფის მენეჯერი ოთარ ედიშერაშვილი იყვნენ. საუბარი ეხებოდა ჯგუფის წარმატების რეცეპტებს, მომავლის გეგმებს და აწმყოში განვითარებულ საინტერესო მოვლენებს, - გიგი დედალამაზაშვილი საუბრობს ყველაფერზე, რაც მსმენელს მის შესახებ აინტერესებს, გადმოწერეთ აღნიშნული ფაილი და მოუსმინეთ ინტერვიუს ჩანაწერს, მონტაჟის გარეშე. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში ინტერნეტის დახმარებით მითითებულ საიტზე

4.02.2011. "ვალენტინი” - განკვეთილი ბერი, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბოლო წლებში, ყოველ 14 თებერვალს აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს (მონათლულს შეყვარებულთა დღედ), თუმცა ხუთიოდ წლის წინ, რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს სახელად ვალენტინი და ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი, არარეალური, კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება! კომერციის სახე კი ფულის მოყვარულმა ამერიკელებმა მას 1846 წლიდან მისცეს, როცა ”ვალენტინის” ბიზნეს-ხაზი შექმნეს და ფულის კეთების ახალი ჩარხი მოამზადეს.
არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა - რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა! "აღიარებული დღესასწაული", რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის, ვალენტინის, მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა.
ასეთივე აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც (მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ), რამეთუ ეს არის დღე როცა ჰომოსექსუალისტებს პირველად დაწერეს ჯვარი!
მართმადიდებლური ეკლესია, ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს - გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო, სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დაარსებასაც კონკრეტული ქართული წყვილის, კონკრეტული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად!

ინგა გრიგოლია გადაცემაში "პირისპირ"

1. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 1 თებერვალს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის 2011 წლის პირველ გადაცემაში "პირისპირ" - მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - პოპულარული ჟურნალისტი, ამჟამად თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ინგა გრიგოლია იყო. ინგა გრიგოლია - ქალი, დედა, პოლიტიკოსი, შეყვარებული, - მოუსმენთ მის შეხედულებებს ქართული რეალობის შესახებ, მის აზრებს ქართულ პოლიტიკაზე, ახალგაზრდობაზე და ზოგადად თანამედროვეობაზე. დააწკაპუნეთ წარწერაზე და გადმოწერეთ გადაცემის სრული ჩანაწერი (მონტაჟის გარეშე). შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში ინტერნეტის დახმარებით მითითებულ საიტზე

"მის-ვარსკვლავები 9" - რეპორტაჟი დაჯილდოების ცერემონიალიდან

27.01.2011. ბესო კალანდაძის და თამრიკო მეჭიაურის დუეტი

ქართული დუეტების რიცხვს კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი შეემატა, “მოღალატის” გაჰიტების შემდეგ თამრიკო მეჭიაურმა ბევრი ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სმენადი ნამუშევარი ბესო კალანდაძესთან დუეტი გამოვიდა, - “ის გაზაფხული” ასე ჰქვია ნანა ბალახაშვილის მუსიკაზე და ილო მოსაშვილის ტექსტზე შექმნილ კომპოზიციას, რომელიც ნუკრი რუხაძის სტუდიაში ჩაიწერა, სადაც გიტარის პარტიტურას ხვიჩა მაღლაკელიძე ასრულებს.
თანამედროვე ქართულ რეალობაში დუეტების ჩაწერა ერთი პერიოდი იმდენად მოდური იყო, რომ ძნელად თუ მოიძებნებოდა მომღერალი, რომელსაც ვინმესთან დუეტი არ ქონდა ჩაწერილი, რაც თავის მხრივ არაფრით ცუდი არ არის, მაგრამ მისავათებულ და მონოპოლიზირებულ ქართულ შოუ-ბიზნესში ამ მხრივაც რთული სიტუაციაა, იმ სიტუაციაში, როცა ყველაფერი ინტერნეტს აქვს წალეკილი, რადიო ვეღარ ახერხებს სიმღერის გაჰიტებას, რჩება ერთადერთი ცოცხალი შეხვედრები საკუთარ მსმენელთან, რაც უფრო დეფიციტური გახდა - რადგან არ ტარდება კონცერტები, არ არსებობენ პროდუსერები, მენეჯერები და თუ არსებობენ, ისინიც მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით არჩევენ მომღერლებს, ვინ სად და რომელ კონცერტზე გამოიყვანონ, ან არ გამოყვანონ.

27.01.2011. ახალი კლიპი აფხაზეთზე

აფხაზეთში ომი 20 წლის წინ 1991 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ ქართველი გმირების თავდადებამ ვერ უშველა წახდენილ საქმეს. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით დევნილი ადამიანი ვერ ივიწყებს საკუთარ მიწა-წყალს...
კომპოზიტორ ნუგზარ თუშიშვილის მშვენიერ სიმღერაზე, რომელსაც დამწყები მომღერალი მარიამ გოგოჩიშვილი ასრულებს რეჟისორმა კობა ბრეგვაძემ კლიპი გადაიღო - ‘’აფხაზეთის მზე’’. სადაც გამოყენებულია არც ისე დიდი ხნის წინ გადაღებული თანამედროვე აფხაზეთის რეალური კადრები. კლიპის გადაღებები ძირითადად ბათუმსა და თბილისში წარიმართა.
რესტორან `სამეფოში!~ გამართულმა კლიპის პრეზენტაციაზე თემურ წიკლაურმა და ბესო კალანდაძემ ნამუშევარს მაღალი შეფასება მისცეს. რაც მთავარია ლირიკული სიმღერა და სევდიანი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს აფხაზეთის მიწა-წყლის დაკარგვის ტკივილს.
რესტორან `სამეფოში!~ გამართულმა კლიპის პრეზენტაციაზე თემურ წიკლაურმა და ბესო კალანდაძემ ნამუშევარს მაღალი შეფასება მისცეს. რაც მთავარია ლირიკული სიმღერა და სევდიანი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს აფხაზეთის მიწა-წყლის დაკარგვის ტკივილს.

25.01.2011. გია სურამელაშვილის და თაკო მელიქიშვილის საღამო “მონოპოლში”

დღევანდელი ქართული ესტრადის ორ პოპულარულ მომღერალს ერთ დღეს - 24 იანვარს აქვს დაბადების დღე და გარდა იმისა, რომ მათ საერთო ინეტერსები და ერთი საქმე აკავშირებთ, ერთობლივი დუეტიც უმაგრებთ მეგობრობას.
გია სურამელაშვილმა და თაკო მელიქიშვილმა (რომელიც წლებია რადიო “არ დაიდარდოს” დი ჯეია) ერთობლივი დაბადების დღე რესტორან “მონოპოლში”, მეგობრების ვიწრო წრეში გადაიხადეს და ქართულ წეს-ჩვეულებების (!) გათვალისწინებით, 8 საათზე დაგეგმილი საღამო, საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო თამთა გოგუაძე, მანჩო, კაკი ბოლქვაძე, ნანა ცინცაძე, ზურა ჩინჩალაძე, პაატა თედიაშვილი, თამრიკო მეჭიაური და სხვები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ იუბილართა მილოცვაში, სიმღერა და მხიარულობა არც სხვა სტუმრებს დაუკლიათ, სცენაზე ერთმანეთს გია და თაკო ცვლიდნენ, მანამდე კი “მონოპოლის” მოცეკვავეებმა აიღეს საკუთარ თავზე დამსწრეთა გამხიარულება.
კარგი სუფრა, კარგი გარემო, ქალაქური სიმღერები და მეგობრული ინიციატივები თან სდევდა ამ საღამოს, რათქმაუნდა საჩუქრები რომლებიც უხვად მიიღეს თაკომაც და გიამაც.
კურიოზული იყო კაკი ბოლქვაძის სცენაზე ასვლა და რუსული სიმღერის შესრულება, როცა “მონოპოლის” ადმინისტრაციიდან სასწრაფოდ ხმის რეჟისორთან კაცი აფრინეს, - ახლავე გათიშე მუსიკა, თორემ ჯარიმა არ აგვცდებაო! - მაგრამ კაკის სიმღერა აცალეს და კურიოზულმა ინციდენტმაც ამით ჩაიარა.
კარგი ღვინო მალევე მოეკიდა სტუმრებს, მაგალითად რადიო “ფორტუნა +”-ს დირექტორი რეზო კაკულია და მისივე დი ჯეი გიგა, ერთმანეთს სიყვარულის ახსნაში ეჯიბრებოდნენ :), სხვები ისე აბზრიალებდნენ ერთმანეთს ცეკვის დროს დროს, რომ მყარად ფეხზე ვერ დგებოდნენ და ძირს ეცემოდნენ :). გია სურამელაშვილის და თაკო მელიქიშვილის დაბადების დღე “მონოპოლში” გვიან საღამომდე გაგრძელდა და ბოლოს, სუფრაც მხიარულად დაიშალა.

21.01.2011. ქართულ რესტორნებში რუსული სიმღერები აიკრძალა?!

ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა, მაგრამ პირად საუბრებში თითქმის ყველა რესტორნის მენეჯერი და მუსიკალური რეჟისორი აცხადებს, რომ ზემოდან (!) დირექტივა მოვიდა, რომ არცერთი რუსული სიმღერა ამიერიდან არ გაჟერებულიყო რესტორნის სცენაზე არცერთი მომღერლის მიერ, - პრეცედენტები უკვე დაფიქსირდა რამდენიმე რესტორანში.
არავინ იცის, ეს სახელმწიფოს მიერ გატარებული ხელოვნების პოლიტიკის ნაწილია, თუ ჭორი ან ვიღაცის უაზრო ახირება, მაგრამ ფაქტი რეალობასთან ახლოსაა.
თბილისურ და ზოგადად ქართულ რესტორნებში, გარდა თანამედროვე ქართველების მიერ შესრულებული რეპერტუარის გადამღერებისა (რაც კანონით უკვე საავტორო უფლებების დარღვევად ითვლება), პოპულარული იყო რუსული სიმღერების ე.წ. “მინუსებზე” (ანუ უვოკალო ფონოგრამებზე) სიმღერა, რაც პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებელს შორის და მოთხოვნაც ყოველთვის იყო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია -
ფილარმონია რუსული სიმღერების შესრულებისთვის მალე შეიძლება გასაკვირიც არ გახდეს ჯარიმის სახით 1.000 ლარის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ვიმედოვნებთ გავრცელებული ინფორმაცია დროებითი ჭორია, რადგან, როგორც მინიმუმ ცოტა რთული იქნება ნანი ბრეგვაძეს რუსული რომანსების შესრულება აუკრძალო ფილარმონიაში და გასტროლებზე ჩამოსულ ალლა ბარისოვნა პუგაჩოვას კი, რუსული სიმღერის.
ამ სურათზე სხვათაშორის საოცარი ხალხია გადაღებული - მედოლე, მესაყვირე და მეგარმონე, ქართული ხალხური სიმღერების დამკვრელ-შემსრულებლები, რომლებიც პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტროს, ბახტრიონის ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავენ. . . (უკომენტაროდ)
.

20.01.2011. საბავშვო კონცერტი ფილარმონიაში

ასოციაცია “ჯადოსნური ხმების” ორგანზიებით და პროდუსერ თამაზ ქაჯაიას ინიციატივით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური, ქორეოგრაფიული ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტი გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც პოპულარული თანამედროვე მომღერლებიც იღებდნენ - ეთერ კაკულია, გურამ ჯაში, ნუგზარ კვაშალი (რომელმაც ერთხანობა სანტა-კლაუსის როლიც შეითავსა), ბაჩო, ბესო კალანდაძე, მაკა ქაჯაია და სხვები.
საყურადღებოა, რომ მსგავსი სახის ფართომაშტაბიან საკონცერტო პროგრამებს საქართველოში ნაკლები ინტენსივობით აკეთებენ პროდუსერები, რადგან შრომატევადი საქმეა და შესაბამისად, ენთუზიასტი და საქმისადმი მოყვარულის მიდგომა უნდა გქონდეს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და თავი მოაბა ადამიანმა, თუმცა პროდუსერი თამაზ ქაჯაია (რომელიც რამდენიმე პოპულარული მომღერლის მენეჯერიცაა) ამას კარგად ახერხებს, რაშიც “ვარსკვლავები” მომავალშიც წარმატებას უსურვებს მას.
აღნიშნულ კონცერტზე გამოვლინდა ერთი ტენდენციაც - ქართული ქორეოგრაფია სრულ დეგრადაციას ნადვილად არ განიცდის, რადგან ფაქტია, რომ არინ ჯგუფები, ანსამბლები, რომლებიც მინიმალური ხელშეწყობის შემთხვევაშიც კი, თავს არ დაზოგავენ, რომ მომავალ თაობას ქართული ხელოვნების ეს მიმდინარეობა კარგად შეასწავლონ.
.

17.01.2011. გია სურამელაშვილა ხუთკაციანი დაცვა დაიქირავა

“ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებლის” “მეგა-2010”-ის ტიტულის მფლობელმა მომღერალმა ვარსკვლავური ტრადიცია აღიდგინა და გარდა იმისა, რომ რძის (!) აბაზანებს იღებს, ხუთკაციანი დაცვის სამსახური დაიქირავა, რომელიც გია სურამელაშვილის უსაფრთხობეას და კომფორტს იცავს.
მომღერალს ჯერ კიდევ 90-ანი წლების დასაწყისში ყავდა დაცვა, როცა თბილისელი გოგოები მას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ, სცენაზე თუ სცენის გარეთ, თუმცა ამჯერად ძვირადღირებული მომღერალი დაცვის აყვანის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს.
გია აცხადებს, რომ ცოტახნის წინ ერთ-ერთმა მდიდარმა თაყვანისმცემელმა სერიოზული საჩუქარი გაუკეთა და “პრადოს” ჯიპი უსახსოვრა, თავად გიას მართვის მოწმობა არ აქვს და მძღოლი ყავს ამისთვის აყვანილი.
რამდენადაც გია სურამელაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში თითქმის ყოველთვიური სიახლეებია, იმდენად გაჩერებულია მისი პირადი ცხოვრებაც და მომღერალი უკვე აქტიურად ფიქრობს დაოჯახებაზე, თუმცა, ცოლისთვის შესაბამისი კანდიდატურა ჯერ ვერ შეურჩევია.
- მინდა ოჯახი შევქმნა, მინდა გოგოს მამა გავხდე, მორჩა და წავიდა საყვარლების დრო, ახლა ოჯახს მინდა მოვეკიდო და სულაც არაა გამორიცხული, რომ მალე მამა და ბაბუა ერთდროულად გავხდე :) - აცხადებს პრესასთან საუბარში გია სურამელაშვილი.
.

16.01.ირაკლი ფირცხალავას ახალი კლიპი

მომღერალმა გასული წლის ბოლოს რუსული “ემ ტი ვი”-დან წამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, სადაც მას დიდი ხნის განმავლობაში საავტორო გადაცემა მიჰყავდა და ამის მიზეზად საკუთარი პროფესია დაასახელა და არ სურს, რომ რამემ მინმალურად მაინც დააშოროს საკუთარ პროფესიას - არტისტობას.
ირაკლი ფირცხალავამ გასული წლის ბოლოსვე გადაიღო ახალი სოციალური კლიპიც, რომელში მონაწილეობასაც ღებულობენ “ა-სტუდიო” ნიუშა, ვლადიმერ პრესნიაკოვი და სხვები და ეს ერთგვარი მუსიკლაური აქციაა, რომელიც ბავშვთა სახლების აღსაზრდელების დასახმარებად ეწყობა, - განაცხადა მომღერალმა პრესასთან საუბრისას. კლიპისთვის სპეციალური დეკორაციებიც კი, ააშენეს ტყის იმიტაციით, სადაც გაგეღიმებათ და ცოცხალი კურდღელიც მონაწილეობს :) როგორც 2011 წლის ასტროლოგიური სიმბოლო.

15.01.2011. ანსამბლი “შავნაბადა” ევროპას უმიზნებს

“წლის საუკეთესო ფოკლორული ანსამბლის” “მეგა2010”-ს ნომინაციაში გამარჯვებული “შავნაბადა” ინგლისელი რეჟისორების დახმარებით ახალი კლიპის მონტაჟზე მუშაობს, კლიპის რომლის გადაღებები შარშან სპეციალურ პავილიონებში (სადაც კამერისგან მაღალი ხარისხის მისაღებად, სპეციალური მინიმალური ტემპერატურული რეჟიმიც იყო დაყენებული) იქნა გადაღებული, მალე გამოვა ეკრანებზე.
“შავნავადა” თითქმის სამკვირიანი გასტროლებით იმყოფებოდა ევროპაში, ინგლისში, - პრინცისთვის გაგზავნილმა მათმა კომპაქტ-დისკმა კი, მისი უდიდებულესობის მოწონება იმ დონეზე დაიმსახურა, რომ ანსამბლის წევრებს სპეციალური მადლობის წერილიც გამოუგზავნა ასეთი საჩუქრისთვის.
დათო ცინცაძის ხელმძღვანელობით მოღვაწე ანსამბლმა “შავნაბადამ”, გასული წლის დეკემბერში, საკუთარი ქვეყნის უმაღლესი მუსიკალური ჯილდო - “მეგა”, შესაბამის ნომინაციაში დამსახურებულად მიიღო.
.

15.01.2011. ქეთა თოფურიას თბილისური ბედობა

რუსეთის პოპულარულ ქართველ ვარსკვლავს, 2011 წელს თბილისი დაებედა და თავად მომღერალი ამაზე სულაც არ წუხს, პირიქით - როცა კი, შესვენება მაქვს ყოველთვის თბილისისკენ გამოქცევას ვფიქრობო, ამბობს ქეთა და თავს ბოლომდე მოლხენის უფლებას ყოველთვის აძლევს, მითუმეტეს მაშინ, როცა თბილისშია.
2 იანვარს მომღერალმა თავისი სადაქალო (!) ერთ-ერთ თბილისურ კლუბში შეკრიბა და თავისი ექსცენტრიულობით, კიდევ ერთხელ გაახალისა სტუმრები, მას მერე რაც ალკოჰოლი მიიღო, მხიარულობის შკალა გაეზარდა, ბარის სტოიკაზე ახტა - იცეკვა, იმხიარულა და შამპანურითაც გაწუწა იქ მყოფი მეგობრები! - აკი, წინასწარაც გააფრთხილა, რომ სიურპრიზს გიმზადებთ და ძალიანაც გამოპრანჭულები ნუ მოხვალთო, თუმცა ბევრიც გადაურჩა ქეთასგან შამპანურით წუწაობას.
მომღერალი უკვე გაემგზავრა მოსკოვში და თავის საქმეს და თავის საქმროს, მილიონერ ლიოვა გეიხმანს დაუბრუნდა.
.

14.01.2011. თიკა ფაცაცია მეორე ბიჭის დედა გახდა

ქართული ესტრადის პოპულარული სახე და ბოლო პერიოდში უფრო სატელევიზო შოუების წამყვანობით ცნობილი მომღერალი და მოდელი, გასული წლის დეკემბრის 10 რიცხვში, მეორე ბიჭის დედა გახდა. მომღერალს უკვე ყავს 10 წლის ბიჭი, რომელსაც თურმე ყველაზე მეტად გაეხარდა პატარა ძამიკოს დაბადება. თიკა ფაცაციამ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა ექიმ ზურა დარახველიძესთან და ყველაფერმა მშვიდობიანად და ნორმის ფარგლებში ჩაიარა
ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” ულოცავს თიკას და მის მეუღლეს მეორე ვაჟკაცის დაბადებას და ჯანმრთელობას და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას უსურვებს მთელს ოჯახს.

13.01.2011. ნინა წკრიალაშვილს საახალწლოდ თავს დაესხნენ

მოკლედ წელიწადმა ვერ ჩაიარა ისე, რომ ამ მშვენიერმა ქალბატონმა სკანდალების გარეშე გადააბიჯოს მომდევნო წელიწადში :) ის ის იყო, რომ 2010 წელს მის ცხოვრებაში დიდი და რაც მთავრია უარყოფთი სკანდალების გარეშე უნდა ჩაევლო, რომ ზუსტად წლის ბოლოს, მაინცდამაინც მას დაესხნენ თავს განათებულ, გაბრდღვიალებულ, ცენტრალურ ქუჩაზე, შუა თბილისში და ხელიდან ბრილიანტის სამაჯური წაგლიჯეს, ხელს ნინასთვის იმ დღეს დაბრუნებული ვალი (!) 3.000 ლარიც ხელს გააყოლეს და სხვა წვრილ-წვრილი რამე-რუმეებიც, მაგრამ ის, რაზეც ყველაზე მეტად მომღერალი წუხს - მუსიკოს ჭაბუკა ამირანაშვილისგან ნათხოვარი საქსაფონის ზედა სატუჩის ნაწილი ე.წ. “ესითისაა”, რომელიც აღარც კი იშოვება.
- იქნებ, ინამუსოს და ეს მაინც დამიბრუნოს ქურდმა და კიდევ ჩემი საბუთები, არც ფულს ვჩივი და არც ბრილიანტებსო, აცხადებს დანაღვნიალებული ნინა და გაოგნებულია, რადგან არ ეგონა თუ საქართველოში ასეთი რაღაცეები კიდევ ხდებოდა.
- ისე, ყველაზე საინტერესო ისაა რამდენმა ადამიანმა იცოდა რომ იმ დღეს ნინას ვალი დაუბრუნეს?! 3.000 ლარი ხომ დღევანდელ ცხოვრებაში ისეთი თანხაა, ბევრს სიზმრადაც, რომ არ მოელანდება და რა იცი, ვის წასძლია სულმა და ეშმაკმა? თანაც, ჯერ, არც პოლიციაში სიარულმა უშველა საქმეს.
.

12.01.2011. უკრაინელმა ლამაზმანებმა მესტია მონათლეს

უკან დარჩა ის დრო, როცა სვანეთის და მესტიის გაგონებაზე ქართველებს და მითუმეტეს უცხოელებს, მხოლოდ კრიმინალური რაიონი, ქურდებითა და განგსტერებით დასახლებული საქართველოს ერთ-ერთი კუთხე ელანდებოდათ, ჩაბნელებული ქუჩებითა და მხარზე ავტომატ-გადაკიდებული ჯეელებით, უკან დარჩა ის დრო როცა სვანეთი საშიში და ბნელი რეგიონი იყო, ახლა სხვა დროა, ახლა “დაჟე” კავკასიონის ერთ-ერთი ულამაზესი მწვერვალის - უშბას განათებაზეც (!) კი მუშაობენ, არ მოგესმათ - დიახაც, მთის განათებაზე :) ღამითაც, რომ ისეთივე ლამაზი იყოს სვანეთი როგორც დღის სულზე.
ჰოდა, ამ ყველაფრის მონათვლა უკრაინემა ლამაზმანებმა ითავეს და ხელისუფლების მოწვევით, რომელმაც მესტიის სიღნაღიზაცია დაიწყო (ვაშა!) ნახევარმილიარდიანი პროექტის გახსნაც გამოაცხადა.
მესტიას არ ახსოვს ასეთი გრანდიოზული კონცერტი, ამდენი გრძელფეხება და მოკლეკაბიანი ქალი, ამდენი ფეირვერკი და ამდენი ხალისობა, რადგან იყო ბნელი და უკუნი და უცებ - განათდა ყველაფერი, პირობა კი პირობაა - მესტია ერთ-ერთი პირველი სამთო-სათხილამურო კურორტი უნდა გახდეს მთელს ევროპაში და ამაში, ვერც გლობალური დათბობა და ვერც უკუღმა დამონტაჟებული საბაგირო გზის საყრდენი ბოძები, ვერ შეუშლის ქართველბს ხელს, რადგან მთავარია მონდომება.
ბევრი იყო უკრაინელი ვარსკვლავების (?) ცეკვა-სიმღერა-ნარნარი, მაგრამ ერთი ადგილობრივი, ქართული ქორეოგრაფიული სვანური გუნდის ცეკვა სჯობდა ყველაფერს ერთად აღებული.
ჩაყვანილმა (!) და ადგილობრივმა ქართველობამ მოილხინა იმ დღეს კონცერტზე და აწი მოთმინებით ელოდებიან თამარ მეფის სახელობის (!) ახალ აეროპორტში, როდის დაჯდებიან პირველი ტურისტული თვითმფრინავები. ანგედოტი: - სვანებმა გამგებელთან იჩივლეს, - რა არის მესტიას სახელი რატომ შეუცვალეთო? - როდის შევუცვალეთ, რას ამბობთო? - აბა რატომ დადგით დაფა სადაც აწერია “კოკა-კოლა”-ო?! :))
.

10.01.2011. ცოცხალი შესრულების საახალწლო კრახი, სნობიზმის აპოგეა თუ ახალი ქართული ტრადიცია?

თავიდანვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ სტატიაში არ ვაპირებთ ქართული ხელისუფლების (!) მიერ ჩატარებულ თბილისური და ბათუმური საახალწლო კონცერტების ფინანსურ დანახარჯებზე საუბარს, რადგან ეს თემა არახალია ძველია და თანაც მონოპოლიზირებული, ყობელგვარი ტენდერებისა და საკონკურსო პროექტების გარეშე გადაწყვეტილი საკითხი!
ამჯერად, საუბარია თბილისის გრანდიოზულ (!) საახალწლო კონცერტზე ქართველ ვარსკვლავთა (!) მიერ შესრულებული სიმღერების ხარისხზე, ანუ იმაზე, რაც კომპიუტერით ვერ გამოსწორდებოდა - ცოცხალ შესრულებაზე! რათქმაუნდა კონკრეტულ სახელებს და გვარებს აქ (!) არ დაგისახელებთ, რადგან თავად ფაქტი დამაფიქრებელი, რომ შემსრულებელთა უმეტესობამ, უბრალოდ ვერ იმღერა ცოცხლად,.
წლების განმავლობაში მოდად ქცეულ ფონოგრამშიკებთან და პირისგამღებელებთან მებრძოლ ჯგუფებს, სულ ის ქონდათ სალაპარაკო, რომ ნახევარზე მეტს, მომღერლებისას ცოცხლად სიმღერა არ შეუძლია, რომ კომპიუტერზე გასწორებული ხმებია და ა.შ. - სწორედ ასეთ ჯგუფებს ვუმტკიცებდით ჩვენ, რომ აუცილებელია პლუს ფონოგრამაზე სიმღერა კონკრეტულ ადგილებზე (!), აუცილებელია იმისთვის, რომ თავად ეს მომღერლები არ გამოიყურებოდნენ სცენაზე უხერხულად და ყრუებად და მსმენელმაც მათი ვაი-ხმით კი არა, შოუთი ისიამოვნონ, თუნდაც კომპიუტერზე გასწორებული ხმით, რადგან 31 დეკემბრის შუაღამეს, ყინვაში, ქუჩაში, ცოცხლად ნორმალურად (!) სიმღერა რთულია და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა თავისუფლების მოედანზე
პროფესიონალიზმისთვის და ვარსკვლავობისთვის მარტო “ნანუკას შოუში” და “პროფილში” ყოველკვირეულად გამოჩენა არაა საკმარისი, არამედ - მუდმივი ვარჯიში საკუთარ თავზე და ხმაზე.
მერე კიდევ, ეს სნობისტური გამოხტომები, დაკომპლექსებული და ზედმეტად თამამი (!) და აშკარად არასასცენო(!) წამყვანები, კიდევ - გართობას, ნამდვილად მონატრებული მოსახლეობა და დარღვეული ქართული ტრადიციები, რომ ახალ წელს ყველა ოჯახში, უნდა შეხვდეს, სუფრასთან და მშვიდ გარემოში, თუმცა ვისთვის როგორ - ბოლო შვიდი წლის, ახალი წლის ქუჩაში შეხვედრის ტრადიცია ბევრისთვის (!) მოსაწონიც კია, მარტივი მიზეზის გამო - გარეთ უფრო მხიარულობაა, სვეცკობაა, ხალისობაა, გაჯაზებაა, ფეშენია, ნაშობაა, სასმელია (საინტერესოა რანაირად შეივსო ყველა რესტორანი ხალხით, როცა ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობა და შიმშილობაა?) და ეს ძირითადად ახალგაზრდობისთვისაა მისაღები.
ასეა თუ ისეა, ახალი 2011 წელი მაინც მოვიდა :) და ერსაც ისღა დარჩენია დროს ხან მიყვეს, ხან გაუსწროს, ხან ჩამორჩეს, მაგრამ რაც მთავარია თვითმყოფადობა არ უნდა დაკარგოს ერმა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე მუსიკალურ ერს ეძახიან და რომლის ნამღერი “ჩაკრულოც”, გალაქტიკაში დღემდე ეძებს უცხოპლანეტელ მსმენელს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

თემურ წიკლაური გადაცემაში "პირისპირ"

რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 28 დეკემბერს - 19:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის 2010 წლის ბოლო გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - პოპულარული "ივერიელი", ყველა დროის და თაობის საყვარელი მომღერალი მამაკაცი, "მეგას" ცერემონიალის - "ერის და ხელოვნების სიამაყის იმედი" ნომინანტი, - თემურ წიკლაური იყო. საუბარი წინასაახალწლო განყობით წარიმართა და თემად კვლავ ქართული ხელოვნების კულტურა იყო, საუბარი პრიორიტეტებზე, მომავალზე, აწმყოზე, - მოისმენთ თემურ წიკლაურის შეხედულებებს ბევრ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს რადიო"საქართველოს ხმის" ეთერში უსმინეთ გადაცემას "პირისპირ" საღამოს 19:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში ინტერნეტის დახმარებით მითითებულ საიტზე

შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22