თუ გვერდი გახსნას აგვიანებს, მიეცით "რეფრეში" და დაელოდეთ 15 წამით * * * აკრძალულია რომელიმე ფოტოს ან ტექსტის შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!!
mtavari
2013 news
2012 clis ambebi
2011 clis ambebi
2010 clis ambebi
2009 clis ambebi
2008 news
2007 news
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
me-16 konkursi
jurnali VARSKVLAVEBI
SPEC reportajebi
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
datove chanaceri
kontaqti

28.12.2006 ფოტოკონკურსი - ,,ქოლგას” ფარგლებში კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

ფოტოკონკურსი - ,,ქოლგას” ფარგლებში შაბათს, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), მეოთხე კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. კატალოგში, კონკურსში გამარჯვებულ და გამოფენაზე წარმოდგენილ 100 საუკეთესო ფოტონამუშევრთან ერთად შესული იქნება ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ფოტოხელოვანის ნამუშევრებიც. ,,ღვაწმოსილი ფოტოხელოვანის ვინაობა კატალოგის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.” გასული წლების კატალოგებში შესული არიან ფოტოხელოვანები ევტიხი ჟვანია, გურამ თიკანაძე და სიმონ კილაძე. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები თემატიკით - საუკეთესო პეიზაჟი, პორტრეტი, კომპოზიცია და არქიტექტურა. ფოტოკონკურსი ,,ქოლგა” საქართველოში 2000 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.

27.12.2006 თბილისის ოპერაში პეტრე ამირანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყობა

ოპერის გამოჩენილი მომღერლის პეტრე ამირანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, 30 დეკემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელიც მომღერლის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის ვარსკვლავები ლადო ათანელი, სულხან გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, ბადრი მაისურაძე, გიორგი ონიანი, ირინა რატიანი და სხვები. საღამოს წარუძღვებიან თეატრის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და გოგი ჭიჭინაძი. ღონისძიების დამდგემილი რეჟისორები არიან დავით საყვარელიძე და მაია გაჩეჩილაძე. პეტრე ამირანაშვილს 1941 წელს მიეკუთვნა საქართველოს სსრ. დამსახურებული არტისტის წოდება, 1943 წელს საქართველოს სსრ. სახელობის არტისტის წოდება, 1946 წელს ოპერაში - ,,ამბავი ტარიელისა” ავთანდილის როლის შესრულებისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია, ხოლო 1950 წელს იგი გახდა სსრ. კავშირის სახალხო არტისტი.

27.12.2006 გრიბოედოვის თეატრის დასი რუსთაველის სეცენაზე ,,ოსტატი და მარგარიტას” განახლებულ ვერსიას წარმოადგენს

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი სამშაბათს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, მიხეილ ბულგაკოვის ,,ოსატატი და მარგარიტას” განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. სამმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, დამდგმელი მხატვარი - მიხეილ მშველიძე. სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ ნანკა კალატოზიშვილი, აპოლონ ყუბლაშვილი, ნიკოლოზ გომელაური, მიხეილ ამბროსოვი და სხვები. ,,ოსტატი და მარგარიტას” პრემიერა ნოემბერში გრიბოედოვის თეატრში გაიმართა.

27.12.2006 დედაქალაქში წინასაახალწლო ღონისძიებები დაიწყო

დედაქალაქში ორშაბათს წინასაახალწლო ღონისძიებები დაიწყო, რომელიც ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება. პუშკინის სკვერში გაიმართება ბავშვთა თოჯინების თეატრის - ,,კოლაჟისა~ და პანტომიმის თეატრის•წარმოდგენები, ასევე, ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი. კონცერტები პარალელურად მოეწყობა რიყეზე, სადაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თვითშემოქმედებას•წარმოადგენენ, წარმოდგენებს ასევე გამართავენ, ფოლკლორული ანსამბლები და ,,ზუმბა ლენდი’’. საახალწლო ნაძვის ხის ფარგლებში, ფოლკლორული ანსამბლებისა და როკის შემსრულებლების კონცერტები გაიმართება ,,გლდანის პარკში”, ხოლო ,,ვარკეთილის პარკი’’ თითების თეატრის წარმოდგენას - `ექსტრავაგანსა~ •და ჯგუფ `ფლეშს~ უმასპინძლებს. ამასთან, ორშაბათსვე, აღნიშნულ ტერიტორიებზე ოთხი ,,საახალწლო სოფელი’’ გაიხსნა, სადაც ,,ახალწლობა 2007’’ გაიმართება. საახალწლო სოფლებში მოწყობილია ჯიხურები, სადაც გაიყიდება ტკბილეული, ნუგბარი, სათამაშოები, საჩუქრები. ჯიხურებთან დამონტაჟებულ სცენებზე კი საახალწლო კონცერტები ჩატარდება. 31 დეკემბერს რიყეზე გაიმართება 40 ინდაურის საცივის, 25 კვადრატული მეტრის ხაჭაპურისა და გოზინაყის დაგემოვნება, რომელშიც მონაწილეობას გინესის რეკორდების წიგნისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მიიღებენ. გრანდიოზულ, ქართულ ტრადიციულ კერძებს 100-მდე კულინარი მოამზადებს.

27.12.2006 ახმეტელის თეატრის 25 წლის იუბილეს პრემიერა მიეძღვნება

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში ახალ წარმოდგენაზე მუშაობენ. რეჟისორ დავით ანდღულაძის სპექტაკლი - ,,მე ახლა 25 წლის ვარ”, ახმეტელის თეატრის 25 წლის იუბილეს მიეძღვნება, რომლის პრემიერა 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტროს, თბილისის მერიისა და თეატრალური კავშირის ეგიდით ჩასტარდება.

27.12.2006 დაუდგენელმა პირებმა რადიო „ჰერეთის“ ოფისი გაძარცვეს

დაუდგენელმა პირებმა რადიო „ჰერეთის“ კომპიუტერული ცენტრი გაძარცვეს, სადაც კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსებიც იყო განთავსებული. მძარცველებმა 8 კომპიუტერის პროცესორი მოიპარეს. მომხდარზე ლაგოდეხის რაიონულ პოლიციაში უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ოფისის გაძარცვის ფაქტს რადიოს დირექტორი რამაზ სამხარაძე დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით ხსნის. „ეს უკვე „ჰერეთის“ გაძარცვის მესამე შემთხვევაა. “დღემდე, ლაგოდეხის რაიონის პოლიციის მიერ ყველა ფაქტი გამოუძიებელია. ამიტომ არც ამ ძარცვის საქმის გახსნის იმედი მაქვს, რის გამოც მოვითხოვ გამოძიებაში შს სამინისტროც ჩაერთოს. ლაგოდეხს დღესაც კრიმინალები მართავენ, რომელთაგანაც რაიონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს“- აღნიშნავს სამხარაძე. რადიოს ოფისის გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წვერავა აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ჰერეთის“ ძარცვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული.

27.12.2006 სამუსიკო სკოლები დაფინანსების შემცირებას აპროტესტებენ

თბილისში ვარდების მოედანზე ქალაქის სამუსიკო სასწავლებლების პედაგოგებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მუსიკოსები სკოლების დაფინანსებაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც დაფინანსება იგივე რჩება, თუმცა ეს თანხები შენობის კეთილმოწყობას უნდა მოხმარდეს. პედაგოგები აცხადებენ, რომ ნიჭიერ მოსწავლეთა უმეტესობა თვეში 40 ლარის გადახდას ვერ შეძლებს და მუსკალურ განთლებაზე უარის თქმა მოუწევს. დაფინანსებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ მუსიკალური სკოლების მოსწავლეებს თვეში 40 ლარის გადახდა მოუწევთ, მაშინ, როცა აქამდე ისინი წელიწადში 60 ლარს იხდიდნენ. მუსიკალური სკოლების პედაგოგების განცხადებით, მათთვის უმჯობესია ქალაქის ხელისუფლებამ ხელფასები დააფინანსოს, ხოლო სკოლების შენობებისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თავად იზრუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეების უმრავლესობა ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს. ამ აზრს აქციაზე მისული მოსწავლეთა მშობლებიც ეთანხმებიან. აქციაზე ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იოსებ შატბერაშვილიც მივიდა. მან აქციის მონაწილეებს უსაყვედურა, რომ აქცია მრავალრიცხოვნი არ იყო და ურჩია, მსვლელობა ქალაქის მერიასთან გაემართათ, რადგან ხელისუფლება ხალხის რაოდენობას უწევს ანგარიშს. 'თუ პედაგოგთა მხრიდან აქტიურობა იქნება, ხელისუფლება ბიუჯეტიდან მათთვისაც გამოძებნის სახსრებს. ფალიაშვილის ქვეყანას მუსიკალური სკოლები სჭირდება,'- განაცხადა შატბერაშვილმა.

27.12.2006 „ოქროს ფრთა“ წლის ლაურეატებს

საქართველოს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა, წლის ლაურეატები გამოავლინა. უკვე ,მეშვიდე წელია, ფონდი, „ოქროს ფრთით" საუკეთესო ჟურნალისტებს, ქველმოქმედებსა და საზოგადო მოღვაწეებს აჯილდოვებს. წელს, „ოქროს ფრთის“ მფლობელები გახდნენ, ჟურნალისტები: ელისო ჩაფიძე, ეკა ხოფერია, თამარ ჩიქოვანი, ბიძინა ბარათაშვილი, გიგლა გობეჩია და ალეკო ასლანიშვილი. ქველმოქმედები გახდნენ, ბადრი პატარკაციშვილი და კობა ნაყოფია, საზოგადო მოღვაწეები კი, გიული ალასანია, ნინო ქადაგიძე და დავით ოქიტაშვილი

26.12.2006 ლადო გუდიაშვილის დაკარგული ტილო ნაპოვნია

ერთი წლის წინ მოპარული ლადო გუდიაშვილის ნახატი ნაპოვნია. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ისინი სამართალდამცველებმა თბილისის ცენტრში სწორედ მაშინ აიყვანეს, როცა ტილოს გაყიდვას ცდილობდნენ. სურათი სახელწოდებით 'ნანა ზამბახით' 1967 წელს არის შესრულებული და ის მხატვარმა ნანა ალექსანდრიას მიუძღვნა. ამის დამადასტურებელი წარწერა ნახატის უკან მხატვრის ხელითვეა გაკეთებული. რა ფასად აპირებდნენ სურათის გაყიდვას ეჭვმიტანილები, პოლიცია არ აკონკრეტებს

26.12.2006 ჯეიმს ბრაუნი გარდაიცვალა

73 წლის ასაკში, ატალანტაში ლეგენდარული მომღერალი ჯეიმს ბრაუნი გარდაიცვალა. ის, რამდენიმე დღის წინ, პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მომღერლის გადარჩენა ვერ შეძლეს. სოულის ნათლიმამად წოდებულ მომღერალს უამრავი მსოფლიო ტურნე აქვს გამართული. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო კონცერტებშიც. ჯეიმს ბრაუნი 1998 წელს კომპანია "ისთერპრომოუშენის" მოწვევით საქართველოშიც იმყოფებოდა, სადაც "ლაგუნა ვერეზე" სერიოზული ცოცხალი შოუ მოაწყო და სიმღერით და მაყურებლით კმაყოფილმა პირდაპირ ლაგუნას დიდ ბასეინში ისკუპა ტანსაცმლიანად სცენიდანვე. ცოტამ თუ იცის, რომ ჯეიმს ბრაუნმა ცურვა საერთოდ არ იცის, საბედნიეროდ მისი დახრჩობა 8 წლის წინათ საქართველოში ქართველმა წყალბურთელმა შესძლო. სოულის მეფეს ლოს-ანჯელესში დაკრძალავენ.

25.12.2006 ხელოვნების მუზეუმში გიგო გაბაშვილის ნახატების გამოფენა გაიხსნა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში შაბათს გიგო (გიორგი) გაბაშილის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორტქიფანიძე, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. გიგო გაბაშვილი პირველი ქართველი მხატვარია, რომლის პერსონალური გამოფენა თბილისში 1891 წელს მოეწყო. მხატვრის შემოქმედების უმეტესი ნაწილი მისი ანდერძის თანახმად, დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ნამუშევართა ნაწილი კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში ინახება.

25.12.2006 ,,კოპალაში” ქართველ მხატვართა ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყობა

ქართველ მხატვართა ნამუშევრების ჯგუფური ,,საშობაო გამოფენა” გაიხსნება კვირას, გალერეა ,,კოპალაში”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული მხატვრობა, მინიატურები, თექის კომპოზიციები და სამკაულები. გამოფენას ასევე დაამშვენებს მხატვრების მიერ ხელნაკეთი სათამაშოებით მორთული საახალწლო ნაძვის ხე. ,,საშობაო გამოფენა” 9 ინვრამდე გაგრძელდება.

24.12.2006 ინტერვიუ თამთა გოგუაძესთან

ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის დღევანდელ გამოშვებაში შეგიძლიათ ტრადიციულად წაიკითხოთ ახალი ინტერვიუ, ამჯერად წარმოგიდგენთ "სწლის სიმპათიის" "მეგას" ტიტულის მფლობელს 2002 წელს - თამთა გოგუაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს - ვგევარ მე ისეთ ადამიანს რომ ვინმეს და მითუმეტეს ყოფილ ქმარს სერენადები ვუმღერო? ----- ასევე გთავაზობთ სპეციალურ გამოკითხვას, ვისთან ინტერვიუს წაკითხვას ისურვებდით შემდეგი კვირიდან.

24.12.2006 “ღამურას” ახალი რომანი?

ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ ერთმანეთს ჯეობარელი სოფია კენჭიაშვილისა და რეპერ “ღამურას” სახელებს. გავრცელებული ჭორების მიხედვით ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან და მეტიც ერთმანეთი თავდავიწყებით უყვართ. :) როდესაც ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება “ღამურას” ვთხოვეთ, რეპერმა ისეთი საცოდავი ხმით გვითხრა: რა სუსულეელა, არაფერიც არ ხდება, დავიღალე უკვე ამ საკითხზე ახსნა-განმარტებებითო, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო  ... თუმცა ის კი დასძინა, რომ მე და სოფია ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ კიდეცო... არა და ყველაფერი სწორედ რომ მეგობრობით იწყება ... რეპერმა იცის გაგვანდო, რომ ჯეობარიდან გამოსვლის შემდეგ სოფიამ თურმე ერთ-ერთ ჟურნალში ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და ახალბედა ჟურნალისტმა პირველი ინტერვიუც სწორედ “ღამურასთან” ჩაწერა. რაც შეეხება სოფიასა და ჯეობარელ ირაკლი მარხულიას ურთიერთობას: გოგონას დაუზოგავი მონდომება ჯეობარელი PLAYBOY-ს თავის შეყვარების შესახებ როგორც ჩანს ამაო აღმოჩნდა, რადგანაც მარხულიას განცხადებით მას უბრალოდ ეზიზღება ასეთი ქალები, სოფია კი ამ ეტაპზე რას განიცდის მარხულიას მიმართ ჯერ კიდევ გაურკვეველია. ალბათ მარხულიასგან უარყოფილი ქალბატონი სამაგიეროს გადახდის წყურვილმა შეიპყრო და ბარში სტუმრად მისულმა ირაკლის პლაკატის “გალამაზება” განიზრახა: მან დიდი მონდომებით დაახატა ირაკლის პლაკატს ბლანჟე და ულვაშები. გარეთ კი ერთ-ერთ ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში ხმამაღლა აცხადებს რომ მარხულია მას სიყვარულში გამოუტყდა და ჯაკუზის ოთახში ხელიც სთხოვა. რაც თავად ირაკლის სასაცილოდაც არ ჰყოფნის. მოკლედ, საკმარისი მიზეზი გვაქვს რეპერ “ღამურას” სიტყვებს დავუჯეროთ და ვენდოთ, რომ ის და სოფია მხოლოდ მეგობრები არიან, თუმცა ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... ჩვენც დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ გამართლდება თუ არა ზემოთ აღნიშნული ჭორი? ეს კი ჩვენს იმეილზე 3 იანვარს მოსული სოფიას მაილია ამ ყველაფერის საკომენტაროდ: (გთავაზობთ უცვლელად) - პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით და გისურვებთ ისეთი საშინელებები აღარ დაგეწეროთ, რაც ჩემზე, მარხულიაზე და ღამურაზე წერია, არც მეკითხებით ისე წერთ რაღაც სისულელეებს, თუ პრობლემებს ეძებთ, პირდაპირ თქვით, აღშფოთებული ვარ მსუბუქად რომ ვთქვათ, - მარხულია არასდროს მყვარებია და საერთოდ, ეგეთი ტიპის ბიჭები ჩემგან შორსაა, მე შეყვარებული მყავს უკვე დიდი ხანია და რადგან არ ვახმაურებ, ეგ არაფერს ნიშნავს, ასე რომ, ძვირფასებო, სანამ რაღაცას დაწერთ, კარგად გაარკვიეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ჟურნალისტთა ვალია, კარგად! - სოფია კენჭიაშვილი

24.12.2006 ხელოვნების მუზეუმში გიგო გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში შაბათს, ცნობილი ქართველი მხატვრის გიგო (გიორგი) გაბაშვილის (1862-1936) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გიგო გაბაშვილი პირველი ქართველი მხატვარია, რომლის პერსონალური გამოფენა თბილისში 1891 წელს მოეწყო. იმდროინდელმა პრესამ ერთხმად აღიარა მხატვრის ნიჭი. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში შესრულებული ნამუშევრებისთვის იგი რამდენჯერმე დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით და მიენიჭა მხატვრის წოდება. რამდენიმე თვის წინ, სოთბის აუქციონზე გაბაშვილის ნამუშევარი სერიიდან -“სამარყანდის ბაზარი” 1 მილიონ 136 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. სავარაუდოდ, აღნიშნული ნამუშევარი გახლდათ ამერიკელი მილიონერი ჩარლზ კრენის კოლექციიდან, რომელმაც 1891 წელს იმოგზაურა კავკასიაში, გაეცნო თბილისელ მხატვართაA შემოქმედებას და გაბაშვილს დაუკვეთაAსურათები კავკასიისა და შუა აზიის თემაზე. გიგო გაბაშვილმა 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია, 1900–1920წლებში ასწავლიდა კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, ხოლო 1922-1930წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. მხატვრის შემოქმედების უმეტესი ნაწილი მისი ანდერძის თანახმად, დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ნამუშევართა ნაწილი კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში ინახება.

24.12.2006 ქარვასლა ფოტოკონკურსში - ,,ქოლგა” გამარჯვებულ ფოტოსურათებს უმასპინძლებს

ფოტოკონკურსში - ,,ქოლგა” გამარჯვებული 100 საუკეთესო ფოტონამუშევარი გამოიფინება კვირას, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები თემატიკით - საუკეთესო პეიზაჟი, პორტრეტი, კომპოზიცია და არქიტექტურა. მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში, 30 დეკემბერს გაიმართება მეოთხე კატალოგის პრეზენტაცია, რომელშიც აღნიშნულ ფოტონამუშევრებთან ერთად შესული იქნება ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ფოტოხელოვანის ნამუშევრებიც. ,,ღვაწმოსილი ფოტოხელოვანის ვინაობა კატალოგის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, რაც მისთვისაც სიურპრიზი იქნება”, - აღნიშნა ხაინდრავამ. მისი ინფორმაციით, გასული წლების კატალოგებში შესული არიან ფოტოხელოვანები ევტიხი ჟვანია, გურამ თიკანაძე და სიმონ კილაძე. ფოტოკონკურსი ,,ქოლგა” საქართველოში 2000 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.

23.12.2006 ირაკლი ფირცხალავამ ახალი BMW შეიძინა

პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა, რომელიც რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავია (თუმცა ქართველობისთვის მოსკოვურ მილიციასთან სერიოზული პრობლემები მაინც შეხვედრია), ახალი BMW-ს მარკის ავტომანქანა შეიძინა. ალბათ არავის გაუჩნდება შეკითხვა, - საიდან ფირცხალავას ამდენი ფულიო? რადგან კაცი თავის შრომის და ოფლის ხარჯზე შოულობს და ღმერთმა შეარგოს, მაგრამ ფორტუნაც, რომ აშკარად სწყალობს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა შტატებში, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასულმა მომღერალმა, ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში 10.000 დოლარი მოიგო, თუმცა მანამდე იმავე კაზინოში ”რულეტკაზე” თამაშის დროს წააგო. ირაკლიმ, მოგებული 10.000 დოლარი ახალი მანქანის საყიდლად მოგროვებულ თანხას დაამატა და დღეს ახალთახალი BMW-ს მარკით დასრიალებს მოსკოვის ქუჩებში. (რუსული საიტები არ იტყობინებიან რა გადაიხადა ირაკლიმ ამ მანქანაში, ფანტაზიორობა თქვენთვის მოგვინდვია, თუ 10.000 დამატა, რამდენი ქონია მოგროვილი). სულ მწვანეზე გევლოს ჩვენო ძმაო.

23.12.2006 ახალი პროექტები "რუსთავი 2"-ზე

ახალი წლიდან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს ახალი პროექტები ექნება. ახალი სატელევიზიო პროექტების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. პრეზენტაციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ პროექტების კუთხით საქართველოში არნახული ინვესტიციები განახორციელა. " - საკმაოდ ბევრი მასშტაბური და სარისკო პროექტი მზადდება. მათ შორისაა პროექტები ბავშვებისათვის, ვინაიდან საქართველოში ასეთი პროექტების დიდი დეფიციტია" - განაცხადა დავარაშვილმა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შვედური პროექტი "უკანასკნელი გმირი", რომელსაც მალაიზიის კუნძულებზე "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი გადაიღებს. პროექტი დაახლოებით 1,200,000 დოლარი დაჯდება. შედგება ასევე პროექტი "ყაზარმა", რეალური შოუ ჩვეულებრივი მოქალაქეების მოანწილეობით, რომლებიც ჯარისკაცებთან ერთად იცხოვრებენ და მათ ცხოვრებას გაეცნობიან. პროექტში "დასი" ახალბედა მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას და მისი წამყვანი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა იქნება. პროექტის გამარჯვებული რუსთაველის თეატრის დასის სრულუფლებიანი წევრი გახდება. დღესვე ახალი სარეკლამო სახლის "მედიაჰაუსის" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ს, "მზისა" და "პირველი სტერეოს" სარეკლამო დროს გაყიდის. კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს საკმაოდ მომგებიანი წინადადება იქნება სხვადასხვა კომპანიისათვის, რათა მათ ამ არხებზე განათავსონ საკუთარი რეკლამა.

23.12.2006 პიკასო ბრუნდება

იმ, დიდი - პიკასოს დაბრუნებამდე არაფერი გეტკინოთ ძვირფასო მკითხველებო :)) ამჯერად, ჩვენს, ქართველ პიკასოზე გელაპარაკებით, რომელსაც იმდენად აქვს მხატვრობასთან საქმე, როგორც ამ სიტყვების ავტორს კოსმონავტობასთან. ჯგუფ ”ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი, ამ ჯგუფიდან სკანდალურად წამოსული ირაკლი ნოზაძე (იგივე პიკასო) ქართულ შოუ-ბიზნესში სამწლიანი შემოქმედებითი (!) პაუზის შემდეგ ახალი კლიპითა და ახალი სიმღერით ბრუნდება. ფაქტია, რომ ეს დეპრესიული პერიოდი მომღერალმა ვგონებ გადაიტანა (მეუღლესთან განშორება, ჯგუფიდან სკანდალური წამოსვლა, ნარკოტიკების სიყვარულის ბრალდება და ა.შ) და დღეს ის ბრუნდება! უნდა ვაღიაროთ, რომ ირაკლი ნოზაძის სახით ქართული ესტრადა კარგ მომღერალს კარგავდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგი დღეს სერიოზული და ახალი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება, მსმენელის წინაშე კი კვლავ ცნობილი ჰიტის რემიქსი გამოაქს (”ბეიბი ფეისის” მუსიკაზე დაწერილი ქართული ტექსტით) კლიპთან ერთად და იმედოვნებს, რომ ქართველი მსმენელი მას კვლავ მიიღებს. ჩვენც ვიმედოვნებთ, რადგან პიკასოს ამის შნო ყოველთვის ქონდა, მსმენელი მას მეორე შანსს კიდევ მისცემს, წარმატებები ირაკლის ახალ, სოლო კარიერაში!

22.12.2006 ამიკო ფანებს შეხვდა

როგორც უკვე ვიტყობინებოდით რეპერი ამიკო თავის ახალგაზრდა ფანებს ჩვენი დახმარებით ხვდებოდა. შეხვედრა კლუბ “კოტონში” გაიმართა და მას დაახლოებით 70-მადე თინეიჯერი დაესწრო, რომლებიც 50 წუთის განმავლობაში უსმენდნენ ამიკოსთან გამართულ ცოცხალ ინტერვიუს (რომელსაც თავის მხრივ, პროექტის ავტორი 1995 წლიდან, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე უძღვებოდა). შემდეგ კი, თავად გამოიჩინეს ინიციატივა და კითხვების კორიანტელი დააყარეს რეპერს, რომელსაც ლამის 50 შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ შეხევდრას ესწრებოდა ამიკოს ბავშობის დროს, მისი ვოკალის პედაგოგიც, რომელსაც ძველი მოსწავლის ნახვა არანაკლებ გაუხარდა. კითხვა-პასუხის ფორმატის დამთავრების შემდეგ, ამიკომ ის სიმღერა შეასრულა, რომლითაც პოპულარობა მოიპოვა საქართველოს მუსიკალური “მეგას” დაჯილოდების მე-7 ცერემონიალზე - “წლის ჰიტის” ნომინაცია მიიღო, - “მე არ დაგანებებ თავს” კმაყოფილი სტუმარ-მასპინძელი 90 წუთში დაიშალა.

22.12.2006 საახალწლო გადაღებები “პირველ სტერეოზე”

რამდენიმე დღეში ახალი 2007 წელი შემოაბიჯებს და ქართველებს ყოველდღიური პრობლემები სულ, სულ ცოტათი ავიწყდებათ ხოლმე და ახალ წელს, ახალი იმედებით ხვდებიან, განწყობის, ხალისისა და კარგი ხასიათის შესანარჩუნებლად კი ტელევიზიას და საახალწლო გადაცემებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ქართულმა ტელევიზიებმა უკვე ჩაწერეს საახალწლო გადაცემები, ბევრი მათგანი მხოლოდ ანონსებით შემოიფარგლა და სიურპრიზად მაყურებელს შემოუნახა თავისი გადაცემის შინაარსი, თუმცა მარტივი გასაგებია ის ფაქტიც, რომ ძირითადად მუსიკალურ გადაცემებს ვუყურებთ, რადგან კომუნიზმის დროიდან ითვლებოდა, რომ ყველა საახალწლო გადაცემა მუსიკალური უნდა იყოს, მუსიკა ხალისის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” საახალწლო გადაცემის ჩაწერას დავესწარით კლუბ “თეთრ გედში” (ყოფილი კლუბი “დალოუდი”) სადაც მომღერალ ჯაბა ბოჯგუას რეჟისორობით და ხელმძღვანელობით ქართული ესტრადის თითქმის ყველა თაობის ვარსკვლავი იყო მიწვეული და 1 ან 2 სიმღერას ასრულებდა. ჩაწერაში მონაწილეობდნენ “სეიშენი”, დათო ძიძიგური, ეთერ კაკულია, ანი სირაძე, ამიკო, ქეთი გომართელი, ეკა კვალიაშვილი, ბაჩო, ანრი ჯოხაძე და სხვა უამრავი და უამრავი! სპეციალურად მორთულმა კლუბმა ხალისიანი განწყობა დამსწრეთაც შეუქმნა და ქართულმა ღვინომაც თავის გაიტანა, მოკლედ მხიარულმა საღამომ მხიარულად ჩაიარა, შედეგებს მთელი საქართველო “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” იხილავს, და არა მარტო – თანამგზავრის საშუალებით მას უკვე ნახევარი ევროპა და აზია უყურებს!

22.12.2006 რუსთაველის თეატრში ნინო კუსრაშვილის თექის ნიღბების გამოფენა გაიხსნა

ხელოვან ნინო კუსრაშვილის თექის სადღესასწაულო ,,ნიღბების” გამოფენა გაიხსნა, ხუთშაბათს, შოთა რუსთაველის სახელობის სახემწიფო თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში. გამოფენაზე წარმოდგენილია ნატურალური მასალისგან შექმნილი ექსპონანტები, ასამდე თექის ხელნაკეთი სადღესასწაულო სხვადასხვა დიზაინის, ფერის და ორნამენტის ნიღაბი. ასევე გამოფენილია შირმა, მარაო, ქოლგა, დეკორატიული ბალიშები და საახალწლო აქსესუარები. გამოფენა 24 დეკემბრამდე გაგრძელდება, 25-დან 15 იანვრამდე კი ,,ნიღბები” სამეფო უბნის თეატრში გადაინაცვლებს.

22.12.2006 თბილისში ოპერა ,,ჯამბაზების” პრემიერა გაიმართება

რუჯერო ლეონკავალოს ოპერის ,,ჯამბაზების” პრემიერა გაიმართება 24, 25, 27 და 28 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახემლწიფო თეატრში. როგორც თეატრის დირექტორმა დათო საყვარელიძემ, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სპექტაკლზე მუშაობს დამდგმელი ჯგუფი დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილის, რეჟისორ თემურ ჩხეიძის, მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილის და ქორეოგრაფ ირაკლი შენგელიას ხელმძღვანელობით. საპრემიერო წარმოდგენებში თეატრის სოლისტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მეგა ვარსკვლავები ბადრი მაისურაძე და ლადო ათანელი. სამი ათეული წლის შემდეგ ლეონკავალოს ,,ჯამბაზები” თბილისში წელს პირველად იდგმება. ,,ჯამბაზების პირველი პრემიერა 1892 წელს გაიმართა მილანში, მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ რუსული დასის შესრულებით მას ქართველი მსმენელიც გაეცნო, 1921 წელს კი თბილისის ოპერის თეატრმა ადგილობრივი დასის შესრულებით დადგა სპექტაკლი და 1951 წლამდე ის ყოველი სეზონის სარეპერტუარო სპექტაკლად ითვლებოდა.

21.12.2006 სოფო ხალვაში ”ევროვიზიაზე” საქართველოს წარადგენს

ამ მომღერალს ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, პირველად ისტორიაში 100 მილიონი მსოფლიო ტელემაყურებლის წინაშე, საქართველოს მუსიკალური სახე წარმოედგინა. სოფოს ამისთვის რამდენიმე კოზირი ჰქონდა: - ის ლამაზი გოგოა, ის კარგი მომღერალია, ის ”იურმალას” თანაგამარჯვებულია, ის საქართველოს პრეზიდენტის ფავორიტია.…სწორედ ამ და სხვა უამრავ მიზეზთა გამო მომავალ წელს მაისში, ფინეთში სოფო ხალვაში წარდაგენს საქართველოს. ”ევროვიზიის” საქართველოს წარმოამდგენლობაში (პრომოუტერი ვანიკო თარხნიშვილი, მუსიკოსები აჩიკო გულედანი და ვახო ბაბუნაშვილი) დიდი სამზადისია და სოფოს იმიჯის ჩამოყალიბებაზე მუშაობას იანვრიდან ინტენსიურად შეუდგებიან. ”ევროვიზიაზე” საწევროს სახით გადასახდელ 50.000 დოლარს მომღერალს სახელმწიფო (!) გადაუხდის, (სხვათაშორის სწორედ ამ თანხის გადაუხდელობის გამო ვერ წავიდა შარშან ”ევროვიზიაზე” ქართველი წარმომადგენელი) და თუ სოფო ამ კონკურსს მოიგებს, ის სახელთან ერთად, სახელმწიფოს 5 მილიონ ევროსაც მოუტანს ბიუჯეტის (!) სასარგებლოდ და ყველაზე უკეთესი – ”ევროვიზია 2008” საქართველოში ჩატარდება, რაზეც კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი ამაყად აცხადებს, რომ – თუ საქართველოს ეს ბედნიერება ერგო წილად, თბილისი ღირსეულად უმასპინძლებს ”ევროვიზია 2008”-ს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ფინეთს, ღირსეულად ”ევროვიზია 2007”-ს ჩატარება 17 მილიონი დოლარი უჯდება. იმედია სოფო ფინეთშიც ისე გაამართლებს ქართველი ხალხის იმედებს, როგორც ეს იურმალაში შესძლო!!!!

21.12.2006 ქეთა თოფურია ოპერაციას იკეთებს

შეიძლება ითქვას, რომ რუსული პრესა საკმაოზე მეტად დიდ ყურადღებას უთმობს ამ ჩვენს ქართველ ლამაზმანს, ათას სისულელესთან ერთად ქეთაზე ხანდახან იმდენად სასაცილო რაღაცეებსაც წერენ, რომ თავად მომღერალი ურეკავს ახლობლებს და გაიგეთო ეკითხება სიცილით :) მოკლედ, ეს ბუნებრივი და ლამაზი მკერდი ხომ ”ძალით” გაუსილიკონეს ჩვენს ქეთას, ეს ტუჩებიც ხომ ”ძალით” დაუბერეს და დაუსივეს, ახლა ალბათ ცხვირსაც მიდგებიან, რაც გაიგებენ რომ მომღერალი იანვრის პირველ რიცხვებში ექიმ დავით ციცშვილთან მცირე ოპერაციის (არაპლასტიკურის) გაკეთებას გეგმავს თბილისში ჩამოსვლისას. როგორც ქეთას პროდუსერი საქართველოში ნატო დუმბაძე იტყობინება 10 იანვრამდე ”ა-სტუდიოს” შვებულება აქვს და სწორედ ამ პერიოდში უნდა მოასწროს ქეთამ საკუთარი ცხვირის გამრუდებული ძგიდეს გასწორება, რომელიც ცოცხლად სიმღერის დროს სუნთქვაში უშლის ხელს. ქეთა ამ პერიოდში თბილისში მონატრებული მეგობრების მონახულებას და მათთან ერთად დასვენებას აპირებს. 10 იანვრისთვის კი, კვლავ მოსკოვში დაბრუნდება.

19.12.2006 ქეთათო სასამართლოში ჩივის

არც ისე დიდი ხანია კ/თ ”ამირანში” რეჟისორ გიო მგელაძის ახალი მხატვრული ფილმის ”ჩემი თვითმფრინავის” ჩვენება დაიწყო, მაგრამ უკვე სკანდალში გაეხვა. როგორც მომღერალი და ტელეწამყვანი ქეთათო ჩარკვიანი (ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე) აცხადებს – გიო მგელაძემ ყოველგვარი კანონის დარღვევით გამოიყენა თავის ფილმის გასაფორმებლად ირაკლის ორი სიმღერა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სთხოვა რეჟისორს, არ ჩაედო ფილმში ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები, პრემიერაზე მისულს არასასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს. თავის მხრივ რეჟისორი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მასა და ირაკლი ჩარკვიანს შორის ჯელტმენური გარიგება დაიდო და ირაკლიმ მას თავად მისცა ფილმში სიმღერების გამოყენების უფლება, პატივს სცემს ძველი მეგობრის მეუღლეს და ფილმიდან ამოიღებს ორივე სიმღერას, რაზეც ქეთათო აცხადებს, რომ – სასამართლოში სარჩელი შეტანილია და ასეთი რაღაცეები მას ვეღარ უშველის, მიუხედავად ჩემი ათასგზის აკრძალვისა, მან მაინც არაკანონიერი გზებით გამოიყენა ჩემი მიცვალებული მეუღლის ორი სიმღერა და თან ამ ფილმის მთელი დაფინანსება წამალშია გაშვებული (?!) რაზე უნდა ველაპარაკო მაგას, დამდგარა და ბლატაობს!!!! (“რეიტინგი”) როგორც ჩანს ფილმიდან (რომელიც აფხაზეთის ომის მოტივებზეა გადაღებული) ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების ამოღებით საქმე არ დამთავრდება, ქეთათო სასამართლოში ჩივის.

19.12.2006 ანრი ჯოხაძე მიშო სულუხიას ბლოკავს?

ტელეკომპანია ”ტელე-იმედის” პროექტ ”ნუცას სკოლის” ყოფილმა მონაწილემ, მომღერალმა მიშო სულუხიამ, ზაზა სვანაძის რეჟისორობით მძაფრად-ეროტიკული (!) კლიპი გადაიღო, ანრი ჯოხაძის მიერ დაწერილ სიმღერაზე, მაგრამ კულუარებში უკევ დადის ჭორი იმის შესახებ, რომ ამ კლიპის გამოსვლას სატელევიზიო სივრცეში ანრი ჯოხაძე ხელს უშლის, მიზეზებზე მიშო სულუხია ჯერ (!) არ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ კლიპი სულ ცხელ-ცხელი დამონტაჟებულია, უკვე ინტენსიურად მიდის მისი სკანდალური პიარისთვის საუბრები, რომ ამ კლიპში მონაწილეობენ შიშველი გოგონები, რომ არის მძაფრად ეროტიკული კადრები, რომ მონაწილე გოგონები ცოტა ”შეხურებულები” (სასმელით რა თქმა უნდა) იყვნენ, რომ თავად მომღერალი ნახევრად შიშველია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ აღნიშნული კლიპის ნახვა ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა (თუ არ ვცდებით ის უკვე გავიდა ერთ-ერთ არხზე), მაგრამ ფაქტია, რომ კლიპში ინტიმური სცენებისა და შიშველი სხეულის დემონსტრირება, ალბათ ქართული შოუ-ბიზნესისკენ მსმენელთა შემობრუნების მორიგ მცდელობად უნდა ჩაითვალოს! (სხვა საქმეა რამდენად ლამაზად აღიქვამს ამ ქართულ სიშიშვლეს, ქართველი მსმენელი)

19.12.2006 ნინი ბადურაშვილი თხოვდება?

დღევანდელი ”ქრონიკა” ”სენსაციურ” ინფორმაციას ავრცელებს და მომღერალ ნინი ბადურაშვილის შესახებ ”ჭორ-ნიუსის” განყოფილებაში იტყობინება, რომ ცნობილი და პოპულარული ოჯახის, არანაკლებ ცნობილი და პოპულარული წარმომადგენელი თხოვდება! სასიძო კი, თითქოს ტელეკომპანია ”იმედის” პროექტ ”ნუცას სკოლის” მონაწილის ნუცა შამილაძის ყოფილი ქმარი, 21 წლის ვასო მხეიძეა. ჟურნალისტის კითხვაზე – გავიგეთ, უკვე წელიწადია ვასო მხეიძეს ხვდები და მალე დაქორწინდებით კიდეც, მართალია თუ არა ეს ამბავი? ნინი ძალიან მოკლედ და ძალიან კონკრეტულად პასუხობს – კი, მართალია!

18.12.2006 “ვარსკვლავები” ამიკოსთან შეხვედრას მართავს

20 დეკემბერს ნაშუადღევს 2 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან, კლუბ “კოტონში” ჩვენი ჟურნალი ძველი ტრადიციის აღდგენას აპირებს და ახალგაზრდა მსმენელს თავის ქართველ “კუმირებს” ახვედრებს. ვინც არ იცის შევახსენებთ, რომ მსგავსი სახის შეხვედრებს ფანებთან ჟურნალი “ვარსკვლავები” 1995 წლიდან ახორციელბს და თითქმის ყველა ქართველი მომღერალი ნამყოფია ჩვენი “შეხვედერების კლუბში”. ამიკო ამ კლუბს პირველად სტუმრობს, საუბარი მის ფანებთან ტრადიციულ კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება, რის შემდეგაც ის თავის ჰიტს შეუსრულებს მსმენელს, ავტოგრაფებს დაარიგებს, ფოტოებს გადაიღებს და ასე, აღადგენს ის ამჯერად ინტერნეტ-ჟურნალ “ვარსკვლავების” უძველეს ტრადიციას. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გამოაგზავნეთ მესიჯი “მასგთიდან” და “ჯეოსელიდან” ნომერზე 1430 ტექსტით – მსურს დავესწრო ამიკოსთან გამართულ შეხვედრას.

18.12.2006 ,,ახმეტელის” თეატრში მიუსაფარი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის - ,,ალმა-მატერის” თვითმართველობა შაბათს, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში მიუსაფარი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციას გამართავს. აქციის ფარგლებში, მიუსაფარ ბავშვთა სახლ ,,რწმენის” აღსაზრდელები ახმეტელის თეატრში ოთარ ბარათურიას სპექტაკლის ,,მეფე ლირი თავშესაფარში” წარმოდგენას დაესწრებიან. ამასთან, უნივერსიტეტის თვითმმართველობა ბავშვებს საჩუქრებსაც დაურიგებს.

18.12.2006 ნათია ნებიერიძე “მის- მსოფლიო ელეგანტურობა” გახდა

ჯგუფ “სეთის” ყოფილი წევრი, ამჟამად კი სოლო-მომღერალი, მოდელი ანთია ნებიერიძე გერმანიაში გამართულ “მის-მსოფლიოს” კონკურსზე “მის- მსოფლიო ელეგანტურობის” ტიტულის მფლობელი გახდა და როგორც იტყობიმნებიან, მისი ვოკალური მონაცემებით უკვე დაინტერესებულა მაიკლ ჯექსონის მფლობელობაში არსებული ევროპის ხმის ჩამწერი სტუდია (რომლის ხელმძღვანელმაც ნათია 56 მონაწილეთაგან აარჩია). ქართველ მოდელს ამ ტიტულის მიღების შემდეგ გზა მსოფლიო ასპარეზისაკენ გაეხსნა და ეს მორიგი მაგალითია, იმისა, თუ როგორ იწყება ქართული ტალანტების საქართველოსთვის უცხოეთში “დაკარგვა”, რადგან სანამ მსოფლიომ არ აღიარა, მანამდე ტრადიციულად საქართველოში ყურები არავის შეუბერტყია, დღეს კი ჟურნალისტები ნათიასთან ინტერვიუზე რიგში ჩადგნენ. ტრადიციული ქართული მიდგომაა საქმისადმი – სამწუხაროდ. ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” ახალ წარმატებებს უსურვებს ნათიას.

15.12.2006 გალერეა ,,ჰობში” რუსიკო ჩიკვაიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

მხატვარ რუსიკო ჩიკვაიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება პარასკევს, გალერეა ,,ჰობში”, რომელიც შობის დღესასწაულის მოახლოებას მიეძღვნება. გამოფენა თბილისის მერიის ეგიდით ეწყობა, რაზეც წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში შესრულებული მისი 40-მდე ფერწერული ნამუშევარი. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის მოეწყობა საშობაო საღამო. გამოფენა 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

15.12.2006 გალერეა ,,უნივერსში” გოგა ჩანადირის ფოტოგამოფენა გაიხსნება

ფოტოხელოვანის გოგა ჩანადირის სურათების გამოფენა - ,,ახალი ფერები განათლებაში” გაიხსნება პარასკევს, გალერეა ,,უნივერსში”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის ბოლო თვეებში გადაღებული 50 ფოტონამუშევარი, სადაც ასახულია განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები. გამოფენის გახსნას განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია დაესწრება.

15.12.2006 გალერეა ,,არსში” ოთარ ჩაკვეტაძის გამოფენა გაიხსნება

მხატვარ ოთარ ჩაკვეტაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება, პარასკევს, გალერეა ,,არსში”. როგორც ,,არსიდან” გვაცნობეს, ჩაკვეტაძეს მსოფლიო მაშტაბით უამრავ გამოფენებში აქვს მონაწილეობა მიღებული. მხატვარის ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. აქვს უამრავი სამეცნიერო კვლევითი მეთოდური ნაშრომები. 1992 წელს აშშ დელავეარის შტატის ქალაქ ვილმინგტონის მერმა 4 აპრილი ოთარ ჩაკვეტაძის საპატიო დღედ გამოაცხადა. საქართველოსა და აშშ-ს შორის კულტურული და შემოქმედებითი კავშირების გააქტიურებისათვის გამოფენა 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.

15.12.2006 მაუწყებლები მათი ქცევის კოდექსის პროექტს მასმედიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ

მაუწყებლების უმრავლესობა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ნორმატიული აქტის სახით მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს და მას მასმედიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ საქართველოში არსებული წამყვანი მაუწყებლობების წარმომადგენლებმა ,,მაუწყებელთა ქცევის” კოდექსის განხილვაზე განაცხადეს, რომელიც ხუთშაბათს ,,მემარჯვენე ოპოზიციის” საპარლამენტო ფრაქციაში გაიმართა. განხილვაზე კოდექსის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება ტელეკომპანია ,,კაკასიის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა, ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემა ,,დროების” ავტორმა გიორგი თარგამაძემ და რუსთავი 2-ის გადაცემა ,,Pშ”-ს ავტორმა დავით კიკალეიშვილმა დააფიქსირეს. როგორც ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, ,,მაუწყებლის ქცევის კოდექსის’’ პროექტი ჟურნალისტის საქმიანობაზე კონტროლის დაწესების მიზნით შეიქმნა. გიორგი თარგამაძემ კი აღნიშნა, რომ შეუძლებელია, რაიმე დოკუმენტი ნახევრადნორმატიული იყოს – ნორმატიულმა აქტმა სანქციები არ გაითვალისწინოს. თარგამაძე კოდექსის მოცემული სახით მიღების ალბათობას სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად აფასებს და განსაკუთრებულად მიუღებლად მიიჩნევს მის არსებობას ,,სუსტი დემოკრატიის” მქონე ქვეყანაში. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლების ინსტიტუტში” შეიქმნა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან რამიშვილი განხილვის პროცესში ამტკიცებდა, რომ კოდექსი ნორმატიული აქტი იქნება, თუმცა სანქციებს არ გაითვალისწინებს. მისი თქმით, სანქცია დაუწესდება მაუწყებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კოდექსით გათვალისიწნებული წესების შესრულებას თავს შეგნებულად არიდებს.

14.12.2006 ჯაბა ქარსელაძე სიმღერას უბრუნდება

ამ მომღერალმა 2004 წლის ”მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე 5 ნომინაცია მოხსნა და იმ დროისათვის თავის პოპულარობა ამით გაამყარა, მაგრამ გავიდა დრო და საერთოდ უარი განაცხადა შოუ-ბიზნესზე: - სიმღერა ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი ჰობი იყო, რადგან ბიზნესი პირველ ადგილზე მყავსო! დაგვიბარა წერეთელივით ქარსელაძემ და საფრანგეთსა შინა გადაიხვეწა ლუდოვიკო მე-14 კარსა ზედა…:))))) ხუმრობა, ხუმრობად და ჯაბა ქარსელაძემ იმდენად სერიოზულად მოკიდა ხელი ბიზნეს-კარიერას, რომ სიმღერისთვის მხოლოდ სასწავლებელში გამართულ მუსიკალურ ღონისძიებებზე თუ იცლის. თუმცა ამბობს, რომ 2 ახალ მუსიკალურ პროექტზე მზადებას იწყებს, რომლიდანაც ერთი საქართველსოთვის იქნება განკუთვნილი, მეორე კი - საფრანგეთისთვის და ამაში წესით მისი ყველა შესაძლებლობა უნდა წარმოაჩინოს, ვოკალურიდან დაწყებული, ვიზუალურით დამთავრებული. ქართული სურემარკეტების ქსელის მფლობელის შვილი, უახლოეს მომავალში ბიზნეს სკოლის სახელით პრაქტიკებზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიდის და თვლის, რომ რადგან ამდენი მოახერხა ძაან მაგარი ”როჟაა” :) რასაც ვუდასტურებთ კიდეც, მაგრამ მთავრი მაინც ისაა, რომ – ამ გაღლეტილ საქართველოს მოახმარო ადამიანმა შენი ცოდნა და ნიჭი, ამასვე ვუსურვებთ ჯაბასასც.

14.12.2006 ყველაზე ლამაზი ქართული მკერდი - ქეთა თოფურიას და ლალი მაროშკინას ჰქონიათ?

თავიდანვე გვინდა დავამშვიდოთ მკითხველი და ნუ დაელოდებით ან ერთის ან მეორეს შიშველი მკერდის ფოტოებს ჩვენს საიტზე (თუმცა ვინ იცის), მაგრამ ინფორმაციას კი ამის შესახებ ქართული მასმედია ”რეიტინგის” თამადობით ავრცელებს, რომ ქართველ მამაკაცებს (სხვასახვა კატეგორიის) ყველაზე მეტად მომღერალ ქეთა თოფურიას და ჟურნალისტ ლალი მაროშკინას მკერდი მოსწონთ (მიკვირს ამ სიაში რატომ ვერ მოხვდა, ულამაზესი მკერდის მქონე ბუკა მანააგძე). არადა, კაციშვილმა არ იცის ვინ დაინახა, სად დაინახა, ან ერთს ან მეორეს როგორი მკერდი აქვს, რადგან ჩვენი ”კომპლექსიანი შოუ-ბიზნესჩიკები” სულ შეფუთულები დადიან, ალბათ გარედან, ტანსაცმლიანი ფორმის მიხედვით, სავარაუდოდ :) მოკლედ ხუმრობა იქით იყოს, ძვირფასო მომხმარებელო და უცხოეთში ჩატარებულ მსგავს გამოკითხვას, ლამაზმკერდიან ქალთა სიაში, ჯესიკა სიმპსონი ჩაუდგა სათავეში, მაგრამ არ გვინდოდეს ახლა შედარებები, კაი? :) სიმართლე გითხრათ და მე, ერთი რიგითი, ”კარენნოი” ნავთლუღელი ჟურნალისტი მამაკაცი ვარ (გვარად და სახელად კაკო სოფაძე) და მე, რომ მკითხოთ ყვეალზე ლამაზი ”ქართული მკერდი” ჩემს შეყვარებულს აქვს, რა – რადგან ცნობილი არ არის, რეიტინგში არ მოვახვედრო? მე ნანახი მაინც მაქვს და :) . ისე, იდეა მაქვს – ნეტავ ქართველ ცნობილ ქალბატონთა შიშველი მკერდების ფოტო-გამოფენა რომ გავაკეთოთ საიტზე, გაამართლებს?

13.12.2006 თბილისის მერიამ დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება დაიწყო.

როგორც მერიდიან გვაცნობეს, ახალი წლის სიმბოლო - 24 მეტრიანი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტმა ჩინეთში შეუკვეთა. ახალი წლის ღამეს, ტრადიციულად რიყეზე გალა-კონცერტი გაიმართება, რიყეზე ასევე აიგება ყინულის მოედანი. ღონისძიების ფარგლებში სვანეთიდან ჩამოვა თოვლის ბაბუა, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში მდებარე სვანურ კოშკში დაბინავდება და მასთან სტუმრად მისულ ბავშვებს უმასპინძლებს.

13.12.2006 დათო ხუჯაძემ კრემლში იმღერა

მოკლედ, ვერ გაიგებ რა რუსებს მოულბათ გული და ნოსტალგია მოეძალათ ქართულ ბორჯომსა და ქართულ ”ჩიტო-გვრიტოზე”, თუ ისევ თავისებურად ”პოდლობენ” ჩუმ-ჩუმელად, რომ ვერ გაიგებ კაცი. ყოველშემთხვევისთვის ჩვენს ქართველ ახალგაზრდა ”ჩიტო-გვრიტოს” პრობლემები თითქოს აღარ აქვს დიდი რუსეთის, დიდ დედაქალაქში. როგორც ორშაბათის ”ბარი” იტყობინება, ხუჯაძის პროდიუსერ გელა ბობოხიაზე დაყრდნობით, დათოს ამასწინათ წარამტებული გამოსვლა ჰქონია კრემლში, იგორ ტალკოვის საღამოზე, რამდენიმე დღეში კი ალმა-ათაში აქვს კონცერტი დაგეგმილი 15 კაციან ქორეოგრაფიულ ჯგუფთან ერთად, ცოტახნის წინ კი მახაჩკალა მოიარაო წარმატებულად! ცნობილი გახდა, რომ რუსულ ”ემ ტი ვი”-ზე დათოს ახალი კლიპი ორკვირიანი ექსკლუზივით იტრიალებს, რის შემდეგაც კლიპს თბილისურ არხებზეც გამოაგზავნიან და ქართველ მსმენელსაც ექნება მისი ნახვის საშუალება. მოკლედ, ისეთი სიტუაცია ჩანს, რომ დათოს ადრინდელივით, თავის ქართველობისთვის აღარ უნდა შეექმნას პრობლემები ”მოძმე” ერთან, მაგრამ ძმაო დათო – მაინც ფრთხილად უნდა იყო, ხო იცი რა ”ნაროდია”? სად და როდის დაგიდებენ ”პადნოშკას” კაცმა არ იცის! ჩვენის მხრივ კი, წარმატებებს ვუსურვებთ ხუჯაძეს და მიდი და ”მიაჩიტოგვრიტოვე” მთელი რუსთი.

13.12.2006 ქრისტინე ორსულადაა

მოკლედ ისე სწრაფად გადის დრო, რომ ეს ახლა ”მამამისავათებული და დედამკვდარი ქართული შოუ-ბიზნესის” ვარსკვლავები თვალსადახელსშუა იზრდებიან, ქალდებიან, თხოვდებიან, მრავლდებიან და ფრთიანდებიან. რაღათქმა უნდა ამაში ყველაფერი გასახარია, ერთი რამის გარდა, რომ – წამლად ვერ ედებიან ამ ჩვენს ესტრადას და ვერაფრით ვერ შველიან. სამაგიეროდ, იქმნება ახალი ოჯახები, ”ვარსკვლავებმა” ამასწინათ შეგატყობინათ მომღერალ ქრისტინა იმედაძესა და ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიას ფარული ქორწინების შესახებ, ახლა კი იმას გატყობინებთ, რომ მომღერალი უკვე ორსულადაა და დედობისთვის მზადებას იწყებს. რაღა დაგვრჩენია იმის გარდა, რომ უპრობლემო ფეხმძიმობა და ვაჟიანობა ვუსურვოთ ქრისტინეს და ლაშას ოჯახს.

12.12.2006 ბაქოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

ქართული კინოს დღეები გაიხსნება ორშაბათს ბაქოში, აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირში. ღონისძიება 15 დეკემბრამდე გაგრძელდება და მასზე რეჟისორ მამუკა ყუფარიძის ფილმებს - ,,ინტეგრაციის სინდრომი”, ,,სიტყვა, ომის დროს გამოცდილი” და რეჟისორ ქეთი დოლიძის ფილმებს - ,,დინოზავრის კვერცხს” და ,,ევრიდიკას” ჩვენება გაიმართება. საკუთარი ფილმების ჩვენებას ბაქოში ქართველი რეჟისორებიც დაესწრებიან, რომლებიც ასევე, შეხვედრას გამართავენ აზერბაიჯანის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. ქართული კინოს დღეები ბაქოში Aაზერბაიჯანელი კინემატოგრაფიატების ინიციატივით ეწყობა.

12.12.2006 გალერეა ,,არსში” ბათუმელი რეჟისორის ფილმების ჩვენება მოეწყობა

პროექტის, ,,ქართული სახლის” ფარგლებში, ბათუმელი რეჟისორის სოსო სტურუას ქართულ ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება, გალერეა ,,არსში” 12, 13 და 14 დეკემბერს. თბილისელი მაყურებლისთვის პირველად ეწყობა არასატელევიზიო ფილმების ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება რეჟისორის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებული 8 დოკუმენტური ფილმი - ,,მეცხვარის ნაბადი”, ,,მარიობა არ დაგვიშლია”, ,,ზარის დაბადება”, ,,საახალწლო ჩვეულებანი” და სხვა. რეჟისორს ასევე გადაღებული აქვს, ეთნოგრაფიული ხასიათის ათამდე დოკუმენტური ფილმი და 20-მდე სატელევიზიო ნარკვევი, რომლებშიც ასახულია, როგორც საქართველოს რეგიონების მკვიდრთა, ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა ყოფა-ცხოვრება, დღემდე მოღწეული უძველესი ჩვეულებები, ხალხური რეწვისა და ფოლკლორის ნიმუშები. კინო-ჩვენებებზე მოწვეულნი არიან კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ეთნოგრაფები, არქიტექტორები. სოსო სტურუას აჭარის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში შემონახული ელემენტების ამსახველი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმებისათვის 2003 წელს თედო სახოკიას სახელობის დარგობრივი პრემია მიენიჭა.

12.12.2006 გრიბოედოვის თეატრის დასი რუსთაველის სეცენაზე ,,ოსატატი და მარგარიტას” განახლებულ ვერსიას წარმოადგენს

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი, დეკემბრის ბოლოს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მიხეილ ბულგაკოვის ,,ოსატატი და მარგარიტას” განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. როგორც გრიბოედოვის თეატრიდან გვაცნობეს, სამმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, დამდგმელი მხატვარი - მიხეილ მშველიძე. სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ ნანკა კალატოზიშვილი, აპოლონ ყუბლაშვილი, ნიკოლოზ გომელაური, მიხეილ ამბროსოვი და სხვები. ,,ოსტატი და მარგარიტას” პრემიერა ნოემბერში გრიბოედოვის თეატრში გაიმართა.

12.12.2006 ვაკის თეატრალურ სარდაფში "მგზავრების" პრემიერა გაიმართება

ვაკის თეატრალური სარდაფი ხუთშაბათს დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის - "მგზავრების" პრემიერას წარმოადგენს. სპექტაკლი დაიდგა კლდიაშვილის ნაწარმოებების - "მსხვერპლი", "უბედურება", "დარისპანის გასაჭირი", "ქამუშაძის გაჭირვება" და "სამანიშვილის დედინაცვალის" მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მანანა ბერიკაშვილი, დამდგმელი მხატვარი - მერაბ მოისწრაფისშვილი, ქორეოგრაფი - არჩილ ჩოლოყაშვილი და მუსიკის ავტორი - მიხეილ მდინარაძე. საპრემიერო ჩვენებები 15 და 16 დეკემბერსაც გაგრძელდება.

10.12.2006 ჯაბა ბოჯგუა კვლავ თავის სტიქიაშია

”წლის ყველაზე სკანდალური შოუმენის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი 2006 წლის ცერემონიალზე, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა არ ღალატობს თავის საქმეს და მიუხედავად იმისა, რომ ხან გული აწუხებს და ხან ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა ორგანოები, რომ იტყვიან საქმეს თავს აკლავს :) ამის კიდევ ერთი დასტური, დღეს გამართული მისი და ანი გადაბაძის ახალ დუეტზე გადაღებული, კლიპის პრეზენტაცია იყო. აღმზრდელ-აღსაზრდელის (ანი გადაბაძე ჯაბა ბოჯგუას მენეჯერობის ქვეშ წარმატებულად მუშაობს) ტანდემმა სერიოზული მოწონება დაიმსახურა, რაშიც უდაოდ დიდი წვლილი რეჟისორ ლევან ტორონჯაძეს მიუძღვის. კლიპის პრეზენტაცია კ/თ ”რუსთაველში” გაიმართა, რომელსაც სპონტანურად ნინო წიკლაური (გიგა კვენეტაძის მენეჯერი) წაუძღვა, ტრადიციული მადლობა-გაგიმარჯოების შემდეგ კლიპი, რომლის მუსიკა თურქ კორესპონდენტს ეკუთვნის (სხვათაშორის პრეზენტაციას თურქეთის ელჩიც ესწრებოდა), ხოლო ტექსტი - ნანა ცინცაძეს, ზედიზედ გადაბმულად 2ჯერ აჩვენეს და თამამად შეიძლება ითქვას წარმატებულად. დარბაზში ტრადიციულად ”დედამკვდარი და მამამისავათებული ქართული შოუ-ბიზნესის” (ასე უწოდა სკანდალისტმა-ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ) წარმომადგენლებიც იყვნენ თავმოყრილნი, რომლებმაც ისე მიულხინ-მოულხინეს სახელდახელოდ გაშლილ ალაფურშეტს, რომ ერთი პერიოდი შიშველი ჯაბა ბოჯგუას სურათით დამშვენებულ ტორტსაც ეძებდნენ ამ სუფრაზე (ამასწინდელ ალაფურშეტს, ანრი ჯოხაძის კლიპის პრეზენტაციაზე, ტორტს სწორედ ასეთი სურათი ამშვენებდა. – სხვათაშორის ანრი, მეგობრის კლიპის პრეზენტაციას არ ესწრებოდა), მაგრამ – შენც არ მომიკვდე :) მოკლედ, კლიპი მაგარია, სიმღერაზეც იგივე ითქმის და სხვა თუ არაფერი – ”დედამკვდარი და მამამისავათებული შოუ-ბიზნესის” ხელში ვიღაცა საქმეს, რომ აკეთებს, უხერხულია, რომ არ დააფასო! … და ბოლოს, ჯაბა ბოჯგუა შეგვპირდა, რომ რამდენიმე დღეში ჩვენი საიტის მომხმარებლებს, საშუალება ექნება ეს კლიპი საიტზე იხილოს (იმედია, ისიც ანრი ჯოხაძესავით არ გადააგდებს თავის ფანებს).

10.12.2006 ჯგუფ ”ემის” იას და ფრანგი ქართველის უცნაური შეხვედრა

”წლის საუკეთესო ტელეშოუს” ”მეგას” ტიტულის მფლობელი ”ჯეობარის” მე-3 ნაწილის, პირველი მინუს კანდიდატი (რა რთული წინადადება გამოვიდაა…:)))) – ჯგუფ ”ემის” მომღერალი ია მანეჟაშვილი, სასიამოვნო გაუგებრობაში მოყვა, როცა საკუთარ მხარდამჭერებს შორის, ”ჯეობარის” საიტზე, მოულოდნელად ფრანგი ქართველის მხარდასაჭერი მესიჯები აღმოაჩინა. - სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა, რომ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მხარს მიჭერდა, უცებ კი აღმოჩნდა, რომ ამ გოგონას პირადადაც ვიცნობდი! ეს ”უცნობი” გოგონა კი, საფრანგეთის მოქალაქე, 22 წლის ანი მიქელაშვილი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოსთან განშორების ათწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისს პირველად სტუმრობდა წელს ზაფხულში და სრულიად შემთხვევით გაუცვნია ია, და ისიც სად? თამთა გოგუაძის მცხეთის აგარაკზე გაშლილ ქართულ, ტრადიცულ სუფრაზე. შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ”ჯეობარი-3”-ის (რომელსაც ანა ინტერნეტით ონლაინ რეჟიმში ადევნებს თვალს) მოთამაშე იაკო, სწორედ ის იაა, რომელიც ჯგუფ ”ემიში” მღეროდა და მხარადამჭერი მესიჯებით საფრანგეთის ქალაქ ლიონიდან, საქართველოს დედაქალაქ თბილისში მოახერხა მომღერლის გახარება.

10.12.2006 ინტერვიუ გიგა კვენეტაძესთან

ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის დღევანდელ გამოშვებაში შეგიძლიათ ტრადიციულად წაიკითხოთ ახალი ინტერვიუ, ამჯერად წარმოგიდგენთ "სწლის სიმპათიის" "მეგას" ტიტულის მფლობელს 2006 წელს - გიგა კვენეტაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს. ასევე გთავაზობთ სპეციალურ გამოკითხვას, ვისთან ინტერვიუს წაკითხვას ისურვებდით შემდეგი კვირიდან.

9.12.2006 საშობაო გამოფენა-გაყიდვა შერატონში

("რუსთავი-2") "შერატონ მეტეხი პალასში" საშობაო გამოფენა-გაყიდვა დაიწყო. აქციის ორგანიზატორი ქალთა საერთაშორისო ასოციაციაა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ქადაგიძე-ჟვანიაა. აქციაში ამერიკის, შვეიცარიის, თურქეთის, იტალიისა და სხვა საელჩოები მონაწილეობენ. გამოფენისთვის ნივთები რამდენიმე დღის წინ საქართველოში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეგროვდა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქართული გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრები. შემოწირულობა მთლიანად საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება

9.12.2006 თბილისს რუსი სოპრანო მარინა შაგუჩი ეწვევა

თბილისს, დეკემბრის ბოლოს, რუსი სოპრანო მარინა შაგუჩი ეწვევა. როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გვაცნობეს, შაგუჩი ქართველი მაყურებლის წინაშე ვერდის ოპერა "აიდაში" წარსდგება, სადაც აიდას პარტიას შეასრულებს. მომღერალის საოპერო და საკონცერტო რეპერტუარი საკმაოდ ფართოა. მას შესრულებული აქვს შოსტაკოვიჩის მე-14 სიმფონია, "ებრაული ხალხური პოეზიიდან", ბენჯამინ ბრიტენის - "სამხედრო რეკვიემი”, რიხარდ შტრაუსის - ოთხი უკანასკნელი სიმღერა, სერგეი რახმანინოვის - "ზარები”, მალერის - მე-2 სიმფონია, ვერდის რეკვიემი, დვორჟაკის რეკვიემი, შონბერგის - "გურეს სიმღერები”. საკონცერტო და სოლო გამოსვლებმა მარინა შაგუჩს დიდი წარმატება მოუტანა ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

9.12.2006 სამხატვრო აკადემიაში ალბომის "Polish artists in Georgia" პრეზენტაცია მოეწყო

პოლონელი ხელოვანისა და თეორეტიკოსის ჰენრიკა იუსტინსკას ილუსტრირებული ალბომის - "Polish artists in Georgia" პრეზენტაცია გაიმართა ხუთშაბათს, თბილსის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. იუსტინსკა თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგია, რომელმაც საქართველოში მოღვაწე პოლონელი მხატვრების შესახებ ინფორმაცია შეკრიბა და ერთ ნაშრომად გამოსცა. კატალოგში ასევე არის ინფორმაცია ისეთი ცნობილი მხატვრების შესახებ, როგორებიც არიან კირილ ზდანევიჩი, ზიგმუნდ მალიშევსკი, სკულპტორი - ჰორნოპოპლავსკი და სხვები. ალბომი, საქართველოს გარდა, პოლონეთშიც გაიყიდება და საჩუქრად გადაეცემა პოლონეთისა და ევროპის ბიბლიოთეკებს. კატალოგი "Polish artists in Georgia" თბილისის სამხატვრო აკადემიამ საქართველოში პოლონეთის საელჩოს დახმარებით გამოსცა.

8.12.2006 "ჯეობარში" "შავი არყის" თანხლებით "ფულთაცვენა" გაიმართა

ხუთშაბათს 7 დეკემბერს კლუბ "ნოა-ნოაში" "ჯეობარელებმა" ახალი ქართული არაყის "შავი არაყის" პრეზენტაცია-ფართი მოაწყვეს და ორიგინალურ საღამოს შოუს ელემენტებიც შესძინეს. მიუხედავად იმისა, რომ მოწვეული ჟურნალისტები ბარის შესასვლელთან აყურყუტეს, საბოლოო ჯამში ყველაფერი დალაგდა და 9 საათზე დაგეგმილ საღამოს, 10:30 საათზე დაწყებასაც საშველი დაადგა რეალითი-შოუში დარჩენილი ხუთი მონაწილე - კოტიკო თოლორაიას კონფერანს-დახმარებით, ახალი ქართული არაყის - "შავი არაყის" გამოყენებით ორიგინალური კოქტეილების გაკეთებას ცდილობდა. სახელდახელოდ მოწყობილ აუქციონზე კოსტას მიერ გაკეთებულ კოქტეილში ვიღაცამ 40 ლარი გადაიხადა, სოფოს მიერ გაკეთებულში - 50 ლარი, ნელის 80 ლარი გადაუხადეს, ირაკლის 100 ლარი და ვლასს კი - 110, ამიტომ სწორედ მას უნდა რგებოდა სპეციალური პრიზი "აუდიოცენტრი", მაგრამ სად იყო და სად არა - კოსტას უცნობი "შავი ლედი" თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და 100$ უფეშქაშა მარადიულ პლიუს კანდიდატს, აუქციონის წესების დარღვევისთვის ჟურნალისტებმა წამყვანი კოტიკო თოლორაია ამხილეს და სწორედ ამის ნიადაგზე დე-ფაქტო და დე-იურე გამარჯვებულებმა - კოსტამ და ვლასსმა - მუსიკალური ცენტრი ამ კვირის მინუს კანდიდატს (და სავარაუდოდ ის დატოვებს პროექტს) ნელიკოს უსახსოვრა. მოკლედ დიდი ხალისობისა და "ტანცაობა" "ჯეობარში" შუაღამემდე გაგრძელდა, კმაყოფილი იყო სტუმარიც და მასპინძელიც.

8.12.2006 ქართველი ხელოვანებისთვის მიღება გაიმართება

საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ხუთშაბათს, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში, ქართველი ხელოვანებისთვის მიღებას გამართავს. როგორც პროფკავშირებიდან გვაცნობეს, შეხვედრაზე ოქიტაშვილი ხელოვანებს კავშირის სამუშაო ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს. მიღების ფარგლებში, მოწვეული სტუმრები ფულადი პრემიებითაც დაჯილდოვდებიან. საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირი მსოფლიოს სხავადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშია გაწევრიანებული.

8.12.2006 ქარვასლაში გერმანელი გრაფიკოსის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

გერმანელი გრაფიკოსის მაქს ერნსტის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, ოთხშაბათს, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ერნსტის 196 გრაფიკული და 26 წიგნის ილუსტრაციებისგან შემდგარი ნამუშევრები. ერნსტი ცნობილია როგორც გრაფიკოსი, ფერმწერი, მოქანდაკე, მწერალი, ხელოვნების თეორეტიკოსი, თეატრის დეკორატორი, რეჟისორი, მსახიობი, დადა-ჯგუფის ფუძემდებელი მხატვრობაში და ასევე მრავალი ჯილდოს მფლობელიც. ხელოვანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე წიგნის ილუსტრაციებსაც. გამოფენა მოეწყო გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, რომელიც ქარვასლაში 10 იანვრამდე გაგრძელდება.

8.12.2006 თბილისში კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის ვარსკვლავი გაიხსნება

კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის ვარსკვლავი გაიხსნება 12 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის შენობის წინ. ამის შესახებ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროდან გვაცნობეს. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიამდე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართაება, რომლებიც სიმღერებს კომპოზიტორის რეპერტუარიდან შეასრულებენ. ფილარმონიის შენობის წინ უკვე გახსნილია მომღერლების ნანი ბრეგვაძის, ბუბა კიკაბიძისა და ანსამბლ ,,ივერიის” ვარსკვლავები.

7.12.2006 კახი კალაძეს გაუჩალიჩეს

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ”მილანის” მცველი და საქართველოს ეროვნული ნაკრების სიამაყე კახი კალაძე, ამასწინათ ჩვენი სივრცის ერთ-ერთმა ინტერნეტ საიტმა ”ავარიაში მოაყოლა” ”მძიმედ დააშავა” და დაასკვნა, რომ – ქართველი ლეგიონერი, დიდი სისწრაფით მართავდა საკუთარ მილიონ ევროდ შეფასებულ ავტომანქანას, რაღაც მომენტში საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდაო. მეტი დამაჯერებლობისთვის საიტზე კახის გადაბრუნებული ”ავტომანქანის” სურათიც დადეს. 1 აპრილი რომ ყოფილიყო, ჯანდაბას, კიდე აპატიებდა კაცი ამხელა ტყუილს ამ საიტის ხელმძღვანელობას, მაგრამ აღშფოთებულმა კალაძემ გადაწყვიტა, რომ საიტის ადმინისტრაცია მოძებნოს და სასამართლოში უჩივლოს, ალბათ მორალური ტრამვის მიყენებსითვის, ან უბრალოდ ტყუილის გავრცელებისთვის. არადა, რამდენიმე დღის წინ ჩვენმა კახიმ, ”მილანის” შემადგენლობაში თავის მე-200 საიუბილეო მატჩი ჩაატარა და გვასახელა. თანაც ”მილანის” ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციის გამავრცელებლებით სერიოზულად დაინტერესდა და კალაძეს სასამართლოში დახმარებას დაჰპირდა, თუ ის საიტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

7.12.2006 სოსო თოლორაიას ნოსტალია დაუცხრა

ტელეკომპანია ”მაესტროს” სახე შოუ-მენი სოსო თოლორაია, თბილისურ დაძაბულობას და ერთფეროვნებას ამერიკაში გაექცა და მიუეხადავად უდიდესი ნოსტალგიისა და ამ ნოსტალგიით გამოწვეული სტრესისა, თავის დამკვიდრებას ჯიუტად ცდილობს, ამჟამად ნიუ-იურკში, ბრუკლინის უბანში ცხოვრობს, სადაც ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული რუსები ცხოვრობენ და ეს უბანი მათ აქვთ ”დაპყრობილი”. სოსო ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების მსგავასად, ხშირად იცვლის სამსახურებს და უახლოეს მომავალში ალბათ ერთ-ერთ ახალ ქართულ რესტორანში დაიწყებს მუსიკალურ დირექტორად მუშაობას სადაც, ემიგრანტი შოუმენი ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებსაც დაპატიჟებს. მიუხედავად იმისა, რომ სოსომ არ იცის როდის დაბრუნდება საქართველოში, გულის სიღრმეში მაინც უდისესი ნოსტალგია აწუხებს და ყველა და ყველაფერი ენატრება, ახლახანს, ის ნიუ-იორკში მომღერალ დათო გომართელს შეხვდა (სოსოს მიჰყავდა გომართელის მიერ ჩატარებული საღამო), რომელსაც ქართველებთან გული და სული გამოატანა. მკითხველს შევახსენებთ, რომ სოსო თოლორაია თბილისიდან აღზევების ხანაში მყოფი ”მაესტროს” ეთერიდან, მოულოდნელად წავიდა შტატებში! როგორც აღმოჩნდა მან, უბრალოდ ამის შანსი არ გაუშვა ხელიდან!

6.12.2006 თბილისში ოპერა "ჯამბაზების" პრემიერა გაიმართება

რუჯერო ლეონკავალოს ოპერის "ჯამბაზების" პრემიერა გაიმართება 21, 24, 26 და 28 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახემლწიფო თეატრში. სპექტაკლზე მუშაობს დამდგმელი ჯგუფი დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილის, რეჟისორ თემურ ჩხეიძის, მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილის და ქორეოგრაფ ირაკლი შენგელიას ხელმძღვანელობით. საპრემიერო წარმოდგენებში თეატრის სოლისტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მეგა ვარსკვლავები ბადრი მაისურაძე და ლადო ათანელი. სამი ათეული წლის შემდეგ ლეონკავალოს "ჯამბაზები" თბილისში წელს პირველად იდგმება. "ჯამბაზების პირველი პრემიერა 1892 წელს გაიმართა მილანში, მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ რუსული დასის შესრულებით მას ქართველი მსმენელიც გაეცნო, 1921 წელს კი თბილისის ოპერის თეატრმა ადგილობრივი დასის შესრულებით დადგა სპექტაკლი და 1951 წლამდე ის ყოველი სეზონის სარეპერტუარო სპექტაკლად ითვლებოდა.

6.12.2006 ტყუილ-მართალი თინა კანდელაკის შესახებ

ბოლო ერთი კვირაა ქართული და რუსული პრესა ინტენსიურად იკვლევს და ვერ დაუდგენია, იყო თუ არა ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე წარმატებული ტელე-წამყვანი და რუსების ახალი სექს-სიმბოლო - თიკა კანდელაკი (ერთ დროს ”რადიო 105”-ის დი ჯეი და ამჟამად პატიმარ შალვა რამიშვილის ექსშეყვარებული სამსახურებრივი რომანის განხრით) გახმაურებული ავარიის თანამონაწილე საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, რუსეთის დუმის დეპუტატ, მილიარდერ სულეიმან კერიმოვთან ერთად. თავიდანვე ვიტყვით, რომ თიკა კატეგორიულად ამტკიცებს რომ ის არათუ იმ ”ფერარის”საჭესთან არ მჯდარა რომელიც სასწაული სისწრაფით მიფრინავდა ნიცას ქუჩებში და საბოლოოდ ხეს შეასკდა და ფერფლად იქცა (მანქანის ღირებულება 675.000 ევრო იყო) არამედ, დეპუტატთან ერთად საერთოდაც არ ყოფილა და ამ ეტაპზე ტელეკერანზე თავის არ გამოჩენას – ყბაყურის დაავადების ქონით ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა სამხილი კანდელაკის წინააღმდეგაა და ფრანგ პოლიცილებთან ერთად, თვითმხილველებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს გოგონა იმყოფებოდა მანქანაში და შემდეგ კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტში, ტელეწამყვანი ჯიუტად იმეორებს – მე, საერთოდ არ ვყოფილვარ იმ დღეს ნიცაში! ისიც ფაქტია, რომ კანდელაკი მონდომებულად ცდილობს ოჯახური ღალატის ეს ბანალური შემთხვევა არ გაამჟღავნოს და საკუთარ მეუღლესთან ურთიერთობები არ დაეძაბოს, რამაც შესაძლოა, რომ მის წარმატებულ კარიერაზეც იმოქმედოს. ასეა, თუ ისეა – თიკა კანდელაკი, მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიცვას ჟურნალისტებისაგან და ერთ პასუხს იძლევა – ყბაყურა მაქვს და საერთოდ, იმ მანქანაში მე არ ვყოფილვარ! ჩვენის მხრივ დავამატებთ – და, მერე რა თუ ყოფილა? და მერე რა, თუ ის იჯდა საჭესთან? ღვთის მადლით ჯანმრთელადაა ჩვენი თიკაც და რუსების სულეიმანიც, ასე, რომ შევეშვათ ამ გოგოს :)

6.12.2006 ნათია ნებიერიძე ”მსოფლიოს დედოფლობაზე” პრეტენზიას აცხადებს

ერთ დროს პოპულარული გოგონათა ჯგუფ ”სეთის” წევრი, ახლა კი დამოუკიდებელი, სოლო მომღერალი, მოდელი - ნათია ნებიერიძე გერმანიაში, დრეზდენში გაემგზავრა, სადაც ის სილამაზის კონკურსზე ”მის მსოფლიოს დედოფალი” მიიღებს მონაწილეობას. 15 წლის ასაკში ის, საქართველოს სილამაზის ერთ-ერთ კონკურსში ”მის საუკუნე” გახდა და ამის შემდეგ აქტიურ სამოდელო მოღვაწეობას მიჰყო ხელი, თუმცა როგორც ავღნიშნეთ არც სიმღერისთვის დაუნებებია თავი. სილამაზის კონკურსსზე წარსადგენად სპეციალურად ჩაწერა ანეტა ფრანკლინის ერთ-ერთი სიმღერა, რომელსაც ის საღამოს და საცურაო კაბებთან ერთად დრეზდენში წარადგენს. წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს სახელით მოასპარეზე ქართველს

3.12.2006 გულახდილი ინტერვიუ რეპერ ამიკოსთან

დღეიდან თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოღ "წლის ჰიტის" "მეგას-2006" ტიტულის მფლობელის, რეპერ ამიკოს გულახდილი ინტერვიუ, სადაც ის "ვარსკვლავების" ჟურნალისტთან გულახდილად საუბრობს გულახდილ თემებზე. (სხვათაშორის "ვარსკვლავების" ჟურნალისტი ინგა ქლიბაძე იყო პირველი, ვინც წლების წინ პირველი ინტერვიუ ჩაწერა ამიკოსთან)

3.12.2006 "ეგარი" - ეს არის კულტურების დიალოგი

2006 წლის 4 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ეწყობა ჯგუფი “შინ” - ის ახალი პროექტი - "ეგარის" პრეზენტაცია, რომელიც ნომინირებული იყო ესპანეთში გამართულ მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე. ჯგუფის გამოსვლამ ფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა (მაყურებელი 15 წუთის განმავლობაში ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს). "ეგარი" - ეს არის კულტურების დიალოგი, უძველესის და აქტუალურის, აღმოსავლეთის და დასავლეთის. აქ გასაოცარი სცენური პროფესიონალიზმით არის წარმოდგენილი, როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე ინსტრუმენტები; ქართული პოლიფონია, ჯაზური ვოკალი, ფლამენკოს ელემენტები... პროექტის დისკი ჩაწერა ცნობილმა მსოფლიო მუსიკის ლეიბლმა, რომელიც კურირებს "ეგარი"-ს პრომოუშენს ევროპაში. პრეზენტაციაზე სპეციალურ სტუმრებად მოწვეულნი არიან: ხორხე პარდო, მსოფლიოში სახელგანთქმული საქსაფონისტი, ლეგენდარული პაკო დე ლუსიას ბენდის და ჩიკ კორეას ჯგუფის წევრი. კონცერტის დღეს 14.00 საათზე რუსთაველის თეატრში გაიმართება ამ პროექტისადმი მიძღვილი პრესკონფერენცია "შინ"-ისა და ზემოთ ჩამოთვლილი სტუმრების მონაწილეობით. (აქვე მოხდება ჟურნალისტების აკრედიტაცია კონცერტისათვის) ჯგუფი "შინ" ჩამოყალიბდა 1998 წელს გერმანიაში, სადაც მუსიკოსები - ზაზა მიმინოშვილი, ზურა გაგნიძე და მამუკა ღაღანიძე ცხოვრობენ და მუშაობენ 1994 წლიდან. დასავლური პრესა მათ მუსიკას ხვდება როგორც მისტიურ ხიდს აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის. მათი კომპოზიციების რითმულ და პოლიფონიურ იმპროვიზაციებს აფასებენ, როგორც მედიტაციურს, ეგზოტრიკურს, არაორდინალურს, მომაჯადოებელს... მუსიკას რომელსაც აქვს სული.

1.12.2006 გორში გოგი ცაბაძის ძეგლი გაიხსნა

ცნობილი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის გარდაცვალების ოცი წლისთავზე ქალაქ გორში კომპოზიტორის სახელობის სკვერში ძეგლი გაიხსნა. ძეგლის გახსნის იდეა შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის. ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გიორგი ცაბაძის ოჯახის წევრები, ასევე კომპოზიტორის მეგობრები და ცნობილი მომღერლები ესწრებოდნენ. გიორგი ცაბაძის ძეგლი შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა და მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ გახსნეს. დღესვე გორში ცნობილი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კონცერტი გაიმართა."რუსთავი 2"

1.12.2006 გადაცემა "შესანიშნავი შვიდეული" დახურეს

ტელეკომპანია "აჭარის" ერთადერთი მუსიკალური პროექტი "შესანიშნავი შვიდეული" ტელევიზიაში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელობამ დახურა, გადაცემა უბრალოდ გაუქმდა. სამწუხარო ინფორმაცია საკუთარ მაყურებელს დღეს ამცნეს წამყვანებმა, რასაც უმალ მოყვა გულისწყრომის მესიჯები, მაყურებელი უკმაყოფილო იყო გადაცემის დახურვით. ჩვენთან საუბარში ტელეკომპანია "აჭარის" მუსიკალური რედაციის ხელმძღვანელმა "ყველა თაობის საყვარელი მომღერლის" "მეგას" ტიტულის მფლობელმა 2006 წელს - ნუგზარ ერგემლიძემ, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არაა საუბარი ახალი მუსიკალური პროექტის გაკეთებაზე, "შესანიშნავი შვიდეული" კი დაიხურა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ბათუმის სტადიონზე გრანდიოზული ცერემონიალი ჩატარდა, სადაც საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში გაბნეული ჩვენი თანამემამულეები დააჯილდოვეს. ქართული შოუ-ბიზნესის "მიძინებულ ეიფორიას" აღარც "შესანიშნავი შვიდეული" ეყოლება და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველობა, ალბათ "პირველი სტერეოს" იმედზეღა უნდა იყვნენ, არხის რომლის პროდუქციაც სატელიტზე უახლოეს დღეებში გავა.

30.11.2006 თბილისში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარასკევს, თბილისში, სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული ფესტივალი გაიხსნება, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა თამარ ხომასურიძემ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფესტივალი ეწყობა პროექტის ,,ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომლის მიზანია, ახალგაზრდობის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და მათი უფლებების გაუმჯობესობა აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. მისივე თქმით, ფესტივალის დღეებში თბილისში გაიმართება მომღერალ ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ,,ინსაითის” კონცერტი კლუბ ,,ნაით ოფისში”, ახალგაზრდული მარათონი სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, ახალგაზრდების ავტობუს-ტური უნივერსიტეტებში, ქუჩის კარნავალი კახა ბაკურაძის ,,მოძრაობის თეატრთან” ერთად რუსთაველის გამზირზე, ასევე, ახალგაზრდა ფოტოგრაფთა გამოფენა კლუბ ,,ნოა-ნოაში” და სპეციალურად MთV-ის მიერ შექმნილი ფილმის ,,ტრანზიტი"”ის კინოჩვენება კინოთეატრ ,,რუსთაველში”. შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველი წლის 1 დეკემბერს აღინიშნება.

30.11.2006 "რუსთაველის თეატრში" ჯგუფი "შინ"-ის განახლებული კონცერტი გაიმართება

ჯგუფი "შინ"-ის ახალი პროექტის - "ეგარის" პრეზენტაცია გაიმართება 4 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. "ეგარი" - ეს არის აღმოსავლეთის და დასავლეთის უძველესი და აქტუალური კულტურების დიალოგი. კონცერტზე მოწვეულნი არიან მსოფლიოში სახელგანთქმული საქსაფონისტი, პაკო დე ლუსიას ბენდის და ჩიკ კორეას ჯგუფის წევრი ხორხე პარდო და მსოფლიო მუსიკის ლეიბლის - ~ჟAღO~-ს პროდიუსერი ულრიხ ბალსი. ჯგუფი "შინ" 1998 წელს გერმანიაში ჩამოყალიბდა, სადაც მუსიკოსები - ზაზა მიმინოშვილი, ზურა გაგნიძე და მამუკა ღაღანიძე 1994 წლიდან ცხოვრობენ და მუშაობენ. "შინ"-ი სცენური პროფესიონალიზმით წარმოადგენს, როგორც ხალხურ, ასევე თანამედროვე ინსტრუმენტებს, ქართულ პოლიფონიას, ჯაზურ ვოკალს და ფლამენკოს ელემენტებს. დასავლური პრესის შეფასებით, მათი მუსიკა არის მისტიური ხიდი აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის, კომპოზიციების იმპროვიზაციები კი მედიტაციური, ეგზოტიკური, არაორდინალური და მომაჯადოებელი. "ეს არის მუსიკა, რომელსაც აქვს სული", - წერენ უცხოეთში.

30.11.2006 გალერეა "არსი" ბიძინა ქავთარაძის პესონალურ გამოფენას უმასპინძლა

გალერეა "არსში" სამშაბათს თანამედროვე მხატვრის ბიძინა ქავთარაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები. ბიძინა ქავთარაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. ის არის დამდგმელი მხატვარი მრავალი სპექტაკლისა, ასევე, ავტორი პლაკატებისა და ილუსტრირების. დღემდე არის ჟურნალის - "თეატრი და ცხოვრება" და "გრიბოედოვის თეატრის" მთავარი მხატვარი.

30.11.2006 "ახალი გზა" საზოგადოებას მოუწოდებს თავი დაიცვან შიდსით ინფიცირებისგან

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი "ახალი გზა", შიდსის წინაარმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარასკევს, თსუ-ს I კორპუსთან აქციას გამართავს. აქციის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება აივ/შიდსის მზარდი საფრთხის შესახებ. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, არ დაყარონ ქუჩაში და ეზოებში ნახმარი შპრიცები და თავი დაიცვან შიდსით ინფიცირებისაგან.

30.11.2006 კიდევ ერთი ახალი კლუბი

როგორც ჩანს ქართულ ბიზნესში ეს შესანიშნავი კაპიტალდაბანდებაა და კომერციულად გამართლებულიც, მომღერლების მიერ საკუთარი კლუბების გახსნა. ამჯერად ახლადნაინფარქტალმა და ღვთის მადლით გადარჩენილმა შესანიშნავმა მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა და ნუგზარ კვაშალმა ”ივაჟკაცეს” და ვაკეში, კლუბი ”დ.კ” (ეს, მათი გვარების პირველ ასოთა ინიციალებია) გახსნეს, სადაც ყოველთვის მხოლოდ ცოცხალი მუსიკის საღამოების გამართვას გვპირდებიან, ხოლო ყოველ პარასკევს კი, კარაოკეს მონატრებულ თბილისელებს აამღერებენ ცოცხლად მინუს ფონოგრამებზე, ”მაესტროელი” ”წუნასა” და დი ჯეი ბორისის დახმარებით. წარმატებები ”დ.კ”-ს

30.11.2006 ნინო ანანიაშვილი პრეზიდენტის შვილის ნათლია გახდა

ქართველი პრიმა ბალერინა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის თხოვნით დაბრუნდა, გიორგობა დღეს სამების ტაძარში პრეზიდენტის შვილის, პატარა ნიკოლოზ სააკაშვილის მირონ ნათლია გახდა, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან ერთად. სწორედ ნათლობის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მაღალი რანგის სტუმართა მიღება და თავისუფლების მოედანზე ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი, წმინდა გიორგის მონუმენტის გახსნა. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ნინო ანანიაშვილი ხელისუფლების უნიათო კულტ.პოლიტიკის გამო სკანდალშიც გაება, როცა მისი ბალეტის სკოლისთვის პრეზიდენტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან (ქალაქის მერის, გიგი უგულავას ხელით) 2.000-ამდე აღსაზრდელის გამოყრა გადაწყვიტა, თუმცა მაშინ სასახლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდნენ ნინო ანანიაშვილის საბალეტო სკოლისთვის შენობის გადაცემას და მთავრობას სკანდალი მოუგეს.

30.11.2006 დათო ფორჩხიძის კლუბი ”მიოს” მე-2 სიცოცხლე

მოგეხსენებათ უპოპულარულესი ქართული ჯგუფ ”სახის” დაშლის შემდეგ ორმა მათგანმა მძიმე პოლიტიკაში დურთა თავი და ერთი – გოგა ხაჩიძე, დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორია, მეორე კი – ძველი და არშემგარი პარლამენტარი, დათო ხუჯაძე, დღეს რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ხოლო მესამე და ალბათ ჯგუფის 50%-ანი (თუ მეტი არა) წამყვანი ძალა - დათო ფორჩხიძე ბოლომდე მუსიკის ერთგული დარჩა (მიუხედავად იმისა, რომ ის ეროვნული მოძრაობის დროს 80-ანი წლების ბოლოს, პაატა სააკაძის ბავშვთა ეროვნულ გაერთიანებას ხელმძღვანელობდა და აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში) და ჯერ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია ჩამოაყალიბა და სხვის გავარსკვლავებას მიჰყო ხელი და მერე კი, საკუთარი კლუბ გახსნა ყაზბეგის გამზირზე. ”საუნდ ბარი – მიო” მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში საფრანგეთის გუნდის ფან-კლუბის შტაბის როლსაც ასრულებდა. მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დათო ფორჩხიძემ კლუბი, მოსკოვიდან ჩამოსულ ქართველ ბიზნესმენს (თუ ვუმენს) გადაულოცა და თვეში რამდენიმე ათასი დოლარის საფასურად მიაქირავა, ამ ადამიანს ამბობენ მოსკოვშიც მსგავსი საკლუბო ბიზნესი ჰქონიაო. ”ვარსკვლავები” ახალ წარამტებებს, ბევრ საინტერესო პროექტს და შეხვედრას უსურვებს ”მიოს”.

29.11.2006 ჯაბა ბოჯგუა დაწვას გადაურჩა

ეს ადამიანი, როგორც ჩანს არც გულის ფრიალს უშინდება და არც სცენაზე გულისწასვლებს, არც სკანდალებს და არც ჩხუბებს, ”წლის ყველაზე სკანდალური შოუმენის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი 2006 წლის დაჯილოებაზე, მორიგი კლიპის გადაღებების დროს კინაღამ ცოცხლად დაიწვა ჯორდანო ბრუნოსავით. ახალგაზრდა რეჟისორი ლევან ტორონჯაძე თბილისში, ნარიყალაზე, ჯაბა ბოჯგუასა და ანი გადაბაძის (რომლის მენეჯერიც თავად ჯაბაა) დუეტზე კლიპის გადაღებას ასრულებდა, სადაც არის სცენა – ცეცხმოკიდებული სათავსოდან აალებული ჯაბა ბოჯგუა ფეხით შუშებს ამტვრევს და გამოდის, სწორედ ამ ეპიზოდის გადაღების დროს (რომელიც დუბლების და დუბლიორების გარეშე შესრულდა) კინაღამ თავად მომღერალი აალდა :)) – გადავრჩით! Aრადა, რას აიკვიატეს ეს ცეცხლები ამ აქტიურმა მომღერლებმა გაუგებარია, ჯერ იყო და ანრი ჯოხაძე კინაღამ ჩაიწვა ცეცხლმოკიდებულ წყალში (მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებას მისი კლიპი ჯერ კიდევ არ უნახავს) და ახლაა და ჯაბა ბოჯგუა კინაღამ ჩაიფერფლა აალებულ სათავსოში! სანამ ვიღაცა არ შეიბრაწება ესენი ისე არ მოისვენებენ :))

29.11.2006 ქრისტინა იმედაძე გათხოვდა

თბილისში რა დაიმალება, ეს ამბავი, რომ დამალულიყო და რაც ამტკიცა მომღერალმა ქრისტინა იმედაძემ - არა ვარ შეყვარებული, არ ვაპირებ ჯერ გათხოვებას და ჰორიზონტზე არა ჩანს პოტენციური სასიძო არავინო, სულ ტყუილი ყოფლა :) უცებ აღმოჩნდა, რომ ასეთი ვინმე ყოფილა – უკრაინის საფეხბურთო გუნდ ”შახტიორის” ქართველი ლეგიონერი ლაშა ჯაკობია სასიძო აღმოჩნდა, სასიძო კი არადა ქრისტინა იმედაძე და ჩვენი სახელგანთქმული ფეხბურთელი, უკვე მეუღლეებად ითვლებიან. მიუხედავად ამისა, პრესასთან ამის ხმამაღლა აღიარებასა და პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებენ (არადა, საკვირველი ისაა, რომ აქ დასამალი არაფერი არაა, ბოლო-ბოლო კიდევ ერთი ახალი ქართული ოჯახი შეიქმნა და ღირდა ამის აფიშირება). გადავა თუ არა ცოლი, ქმრის საცხოვრებელ ადგილზე, უკრაინაში ეს ლაშას საფეხბურთო განრიგზეა დამოკიდებული, რადგან მომღერალს ქართული შოუ-ბიზნესის უგანრიგობის გამო, ეს პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს. ”ვარსკვლავები” ბედნიერ და ხანგრძლივ თანაცხოვრებას უსურვებს ქრისტინას და ლაშას.

29.11.2006 ქეთამ მოდელობაც შეითავსა

რუსული ესტრადის ქართველ ვარსკვლავÓჯგუფ ”ა-სტუდიოს” სოლისტს, 20 წლის ქეთა თოფურიას რუსულ სამოდელო ბიზნესშიც მოუსინჯეს ძალები და აღფრთოვანებულნი დარჩნენ მისი ამ საქმეში გამოვლენილი შესაძლებლობით. ამასწინათ, სამოდელო სახლ ”მარიანას” ქეთა თოფურიას ჩვენებაზე დახურვის პატივი მიანიჭეს და თეთრ, საქორწინო კაბაშიც გამოაწყვეს. აღფრთოვანებული რუსები ტაშს არ იშურებდნენ ქართველი ვარსკვლავისთვის და შესაბამისად ქეთამ ბიზნეს-წინადადებებიც მიიღო, მაგრამ რამდენად მისცემს ”ა-სტუდიოს” მენეჯმენტი სიმღერის გარდა მოდელობის უფლებას, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია! თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს რუსებისთვის იყო ახალი ხილი, თორემ თეთრ საქორწინო კაბაში გამოწყობილი ქეთა თოფურია, ჯერ კიდევ ჩრდილოეთში გადაბარგებამდე ახსოვს ქართველ თაყვანისმცემელს, როცა ის ქრისტინა იმედაძესთან ერთად სამოდელო სახლ "მარიონელას” საქორწინო კაბებს უკეთებდა რეკლამას. საინტერსო ისაა, როდის ვიხილავთ ქეთას თავის, საკუთარ საქორწინო კაბაში გამოწყობილს, თავისივე ქორწილში :)

28.11.2006 ქევინ ქოსთნერი თბილისში ჩამოვა

დღეს ”ალია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰოლივუდში კიდევ ერთ, ახალ ფილმს იღებენ, ქევინ ქოსთნერის მთავარ როლში მონაწილეობით. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ არა მცირე დეტალი – ფილმის ნაწილს საქართველოში, კერძოდ თბილისში გადაიღებენ და მასში მონაწილეობას ქართველი…პოლიტიკური ემიგრანტი, ერთდროს აჭარის ლომის - ასლან აბაშიძის მარჯვენა თუ არა, მარცხენა ხელი :) ცოტნე ბაკურია მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის, თბილისელი ტაქსტისტის როლს შეასრულებს და ამერიკელ სტუმარს (ქევინ ქოსთნერს) საქართველოში მომხდარი ”ვარდების რევოლუციის” შესახებ ამბებს უყვება, თავად მოვლენა კი, სწორედ ამ პერიოდში ვითარდება. ”ალიას” კითხვაზე ხომ არ აპირებს ძველი პოლიტიკოსი და სააკაშვილის მაგინებელი სამსახიობო ძალების მოსინჯნას ჰოლივუდში, ცოტნე ბაკურია არაფერს გამორიცხავს და აცხადებს რომ ქევინ ქოსთნერს და გადამღებ ჯგუფს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოჰყვება ამერიკიდან (ის სწორედ იქაა პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული) თბილისში, თუ ამ ხელისუფლებისაგან ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებს (აბა, ვერ ცამოსულა და ეგაა).

28.11.2006 თეა გვასალია ტყუპებს ელოდება

საზოგადოებრივი არხის ტელეწამყვანი (ადრე სტუდია ”მაესტროს” სახე) თეა გვასალია ფეხმძიმედაა და ტყუპებს ელოდება, შეგახსენებთ რომ მას უკვე ყავს ერთი შვილი – ელენე! 20 დეკემბრიდან გადაცემა ”სარჩევის” ავტორ-წამყვანი დეკრეტში გავა, თუმცა უქმად გაჩერებას არ აპირებს და ორსულობის პერიოდში ინგლისური ენის ცოდნის დეფიციტს შეივსებს (თეამ ქართულივით იცის ესპანური). ჭორიკანა გადაცემა ”ამბობენის” შემდეგ, თეამ ”სარჩევი” გააკეთა, მაგრამ ფატია, რომ ის პირველი გადაცემის დროს უფრო პოპულარული იყო, ალბათ თავისი ენაკვიმატობითა და მწარე-მწარე კბენით, რომელსაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ღიმილით არიგებდა ხოლმე :) მაგრამ შოუ-ბიზნესის საღათას ძილის გამო, თეამ ”სარჩევი” არჩია.

28.11.2006 ნინო ქათამაძე შიდსის წინააღმდეგ

”საუკეთესო ვოკალისტის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი 2004 წელს, მომღერალი ნინო ქათამაძე, იმდენად შეეჩვია უკრაინას, რომ თამამად შეიძლება უკრაინული ესტრადის ვარსვკვლავადაც მოინათლოს, ყოველშემთხვევისთვის ამ ქვეყანაში მას არც მსმენელი აკლია, არც ტაშის დამკვრელი და არც თაყვანისმცემლები. 22 ნოემბერს, კიევში ოქტომბრის მოედანზე ის თავის ”ინსაითთან” ერთად კვლავ წარსდგა უკრაინელი მსმენელის წინაშე, რომელსაც ბევრი ქართველიც ესწრებოდა. მათთვის კი, ვისაც თბილისში მოენატრა ქართველი ქალბატონი, შეუძლია ნინო ქათამაძის კონცერტს კლუბ ”ნაით-ოფისში” დაესწროს, 1 დეკემბერს, სადაც შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მისი სოლო-კონცერტი გაიმართება. ცუდი ისაა, რომ მასობრივი მსმენელი კვლავ ვერ შესძლებს ნინო ქათამაძის მოსმენას, რადგან ყველას არ აქვს შესაძლებლობა ძვირი ბილეთი შეიძინოს და კლუბში შევიდეს!

28.11.2006 ბუბა კიკაბიძის სოლო-კონცერტი

7 დეკემბერს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბუბა კიკაბიძის სოლო-კონცერტი გაიმართება, მონატრებული თბილისელი მსმენელი თავის საყვარელი მომღერლის ყველა ცნობილ სიმღერას მოუსმენს. ცნობილი გახდა, რომ ქართველმა მომღერალმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო რუსეთის ტელევიზიების მიერ ორგანიზებულ საახალწლო შოუ-კონცერტებზე, რომლის ჩაწერებიც უკვე დაიწყო მეზობელ სახელმწიფოში: - არ შემიძლია წავიდე და ვიმღერო იმ ქვეყანაში, სადაც ქართველების მიმართ ასეთი დაულაგებელი რეაქცია აქვთ, როცა რუსულ-ქართული კონფლიტი ამოიწურება, მაშინ გადავწყვეტ ამ ქვეყანაში დაბრუნებას. მე მთლიანად საქართველოს ხელისუფლების კურსს ვემხრობი! - განაცხადა ჟურნალსიტებთან საუბრისას ბატონმა ბუბამ, მიუხედავად იმისა, რომ თვით რუსთის პრეზიდენტმაც კი განაცხადა ერთ-ერთ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში ” - ბუბა ვსეგდა მოჟეტ ვრასიუ პრიეჟატ”. პროდიუსერ სოსო აბზიანიძის (ის ამავდროულად ჯგუფ ”ქუჩის ბიჭების” პროდიუსერადაც მოიაზრება) მიერ ორგანიზებული ბუბა კიკაბიძის სოლო-კონცერტი 7 დეკემბერს საღამოს 7 საათზე დაიწყება.

27.11.2006 "ჟურნალისტური ტორტი" - ვინ ვის გაუსინჯა გემო კ/თ. "რუსთაველის" ფოიეში

დღეს საღამოს კ/თ "რუსთაველში" მდებარე ყავისა და ტკბილეულის მაღაზია "კოფე შოფის" წარმომადგენლებმა ქართული პრესის ჟურნალისტებისთვის გამასპინძლება მოაწყვეს და უგემრიელესი "ფოტოტორტითა", ჩაით და ყავით გაუმასპინძლდნენ. უზარმაზარ ტორტზე ათიოდ ჟურნალისტის ფოტოსურათი იყო გამოსახული, ხოლო სტუმარ ჟურნალისტთა რიცხვი აშკარად აჭარბებდა, სწორედ ამ მიზეზით მხიარული სტუმრები რიგში იდგნენ, რადგან შეზღუდული იყო შესაჭმელ ჟურნალისტთა კონტიგენტი! ჩვენი საიტის ხელმძღვანელი - ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე 15 წუთი იცდიდა სანამ ყველაზე "გემრიელ ლუკმას" ჩაიგდებდა ხელთ (თუმცა მისი სურათი ვის შემოეჭამა გემრიელად, ამის გამხელა სასტიკად აგვიკრძალა), ეს გემრიელი ჟურნალისტი კი ტელეკომპანია "მუზიკ-ბოქსის" ხელმძღვანელი, ჩვენი საიტის კონკურტენტი საიტის შეფი - ლიზა ვადაჭკორია აღმოჩნდა, როგორც ბესოს სახის გამომეტყველაბაზე ეტყობოდა აშკარაა, რომ ლიზა საკმაოდ გემრიელი იყო, მაგრამ ეტყობა თვალი დაადგეს და კინაღამ გულზე დაადგა :))). საერთო მხიარულობისა და ყავის სმის ფონზე, ჟურნალისტებმა "კოფე-შოფის" ხელმძღვანელებს ნამუშევარი შეუქეს და ზოგიერთმა "ფოტოტორტზე" მოსალოდნელი შეკვეთაც არ დააყოვნა. სხვათაშორის შეგიძლიათ დაურეკოთ მის დირექტორს, მომხიბვლელ ქალბატონს - მაია ჯაფარიძეს და ის დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანს მისი გამოსახულებიანი ტორტი უსახსოვროთ. 55-50-00 დაურეკეთ

27.11.2006 თემო ხვიბლიანმა ქორწილი გადაიხადა

მოდელ ქეთი იასამნიძესთან ერთად 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯგუფ "საუნდის" ყოფილმა წევრმა, შემდეგში კი სოლო-მომღერლმა თემურ ხვიბლიანმა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერა და სვანურ რესტორან "უშბაში" ქორწილი გადაიხადა. სამწუხაროდ მოწვეულ ჟურნალისტთა სიაში "ვარსკვლავები" ვერ მოხვდა, ამიტომ მხოლოდ იმის გაგება მოვახერხეთ, რომ პატრიარქის დალოცვის და ჯვრისწერის შემდეგ ვიწრო წრეში სუფრა გაიშალა, რომელსაც ცნობილ ადამიანთაგან მხოლოდ მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი ესწრებოდა, რომელიც ამავდროულად მომღერლის ნათლიაცაა (სხვა ცნობილ ნათლიათაგან არავინ ყოფილა, რადგან ემზარ კვიციანი სახელმწიფოს ღალატის მუხლით ძებნილადაა გამოცხადებული ამ მთავრობის მიერ, აჩი ფურცელაძე მოსკოვშია გადახვეწილი და ნიკა ლომიძე, რომელიც ასევე ვერ (!) დაესწრო ქორწილს!)

27.11.2006 ბუკა ბიჭის დედა გახდება

ექვსი თვის ფეხმძიმე, ლამაზი მომღერალი თებერვლის ბოლოს თავის პირველ პირმშოს ელოდება, როგორც ჟურნალისტებსითვის გახდა ცნობილი მომღერალი ვაჟის დედა გახდება და მიუხედავად იმისა, რომ ბუკა აქტიურ მუსიკალურ კარიერას ჩამოსცილდა, მაინც არ აპირებს ამ საქმეს შეეშვას. ისედაც ხალვათად ჩატარებულ კონცერტებზე ბუკა მანაგაძე იშვიათად ჩანს, ბოლოს ის ბათუმში, ივნისის თვეში, ტელეკომპანია ”აჭარის” გადაცემა ”შესანიშნავი შვიდეულის” დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა და იმღერა, სადაც მეუღლესა და მამასთან ერთად იმყოფებოდა. ”ვარსკვლავები” უპრობლემო ფეხმძიმობასა და სიყვარულს უსურვებს მომავალ დედიკოს.

25.11.2006 თბილისში თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის დღეები მოეწყობა

თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის დღეები გაიხსნება ორშაბათს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახემწიფო თეატრში. ღონისძიების ინიციატორია საქართველოში ,,ქართულ-გერმანული ორგანიზაცია”. ღონისძიების ფარგლებში ,,მარჯანიშვილის თეატრში” და ,,თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე” ქართველი თეატრმცოდნეები ავსტრიული, შვეიცარიული და გერმანული დრამატურგიის პიესებს წაიკითხავენ. თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის დღეები 1 დეკემბერს დასრულდება.

24.11.2006 ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე მემორიალური ძეგლი გაიხსნა

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის საფლავზე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მემორიალური ძეგლი გახსნეს. ცერემონია ხუთშაბათს, "ვარდების რევოლუციის” მესამე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფარგლებში გაიმართა. ეროვნული გმირის მემორიალური ძეგლის ავტორი მოქანდაკე სოსო ანდრიაძეა. ძეგლის შექმნაზე კონკურსი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა სექტემბერში გამოაცხადა. შეთავაზებული პროექტებიდან საბოლოო ვარიანტი ჩოლოყაშვილის შთამომავლებმა აირჩიეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახის წევრები და "ჩოხოსნები”. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი საქართველოში საფრანგეთიდან 2005 წლის 21 ნოემბერს ჩამოასვენეს.

24.11.2006 თავისუფლების მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავზე თავისუფლების მოედანზე თავისუფლების მონუმენტი საზეიმოდ გახსნა. ცერემონიას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოსული მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრნენ. " - მონუმენტს, რომელსაც ჩვენ ვხსნით, ჰქვია თავისუფლების მონუმენტი. მასზე არის აღმართული წმინდა გიორგი, რომელიც ამარცხებს გველეშაპს. წმინდა გიორგის ბრძოლა ეს არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. მთელი ჩემი ცხოვრება არის მუდმივი გამარჯვება სიკეთისა და დადასტურება იმისა, რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ბოროტება, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. უმაღლესი გამოვლინება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა ეს არის თავისუფლება. დღეს საქართველო ქმნის თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, როგორც ევროპაში, ვიყოთ ამაყები, როგორც ყოველთვის ვიყავით და საქართველო ერთიანი ქვეყანა იყოს დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენ დავიწყეთ ახალი დიდგორი ქვეყნის საბოლოო გასათავისუფლებლად. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს,' - განაცხადა პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

23.11.2006 რეპერი ძვალი რუსეთისთვის ემზადება

მაშინ, როცა რუსეთიდან ქართველ მუსიკოსებს იძულებულს ხდიან, რომ სამშობლოს დაუბრუნდნენ (თუმცა ჯერ-ჯერობით ყველა მათგანი გმირულად უძლებს და მოსკოვში იტანს რუსულ აგრესიას), ქართველი წარმატებული, ახალგაზრდა, 23 წლის რეპერი ძვალი (აჩიკო ვანიშვილი) მთელი ენერგიით მუშაობს და რუსეთისთვის რეპერტუარს ამზადებს, პარალელურ რეჟიმში ამთავრებს დათო ხუჯაძესთან ერთად ჩაწერილ დუეტზე კლიპის გადაღებასაც (რაც უდაოდ მცირე ტრამპლინი მაინც იქნება მოსკოვში გადასახტომად) და ამავდროულად ახალი სტუდიის აწყობა-დაკომპლექტებითაცაა დაკავებული. - ყველა საბუთი წესრიგში მქონდა რუსეთში წასასვლელად, მაგრამ გზები ჩაგვიკეტეს და აი, მეც დროებით შემოვრჩი აქ! – წუხს რეპერი – თუმცა სანამ წავალ აქ ბევრს ვმუშაობ, რადგან მინდა იქ ჩასული უკვე მომზადებული შევხვდე ყველაფერს. ვერაფერს იტყვი იდეალური სტრატეგიაა და წესით უნდა გაამართლოს, ბოლო-ბოლო მგონი რუსებსაც გული ულბებათ ჩვენს ხალხზე (და არა მთავრობაზე) და იქნება ეშველოს ჩვენი შოუ-ბიზნესის სამამულო, ამომავალ თუ ჩამავალ ვარსკვლავებს მოსკოვში გადაბარგებით, რამე... არადა, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი :)

23.11.2006 პანჩო გათხოვებამდე სექსის მომხრეობას ხსნის

პანჩო (ლევან მგალობლიშვილი) ერთი პერიოდი სერიოზული პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მსმენელში, წლების წინ მის გარეშე არცერთი კონცერტი არ ტარდებოდა თბილისში, პანჩო თავის სიმღერებთან ერთად დიდი მოთხოვნით სარგებლობდა პროდიუსერებს შორისაც. ამჟამად მომღერალი ადრე დაწერილ და დაგროვილ სიმღერებს სტუდიურ სახეს აძლევს და ალბომში თავმოყრას უპირებს, თუმცა მისი ძველი სიმღერები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ახალმა მსმენელმა მართლა არ იცის ვინ არის – პანჩო!Ì მომღერალი ჟურნალისტებთან საუბარში იმაზეც წუხს, რომ ახალგაზრდებს ახლადშექმნილი ოჯახები ძალიან ხშირად ენგრევათ და ჟურნალისტის კითხვაზე – ახალგაზრდებს შორის ურთიერთობა მიზანშეწონილი თუაო? ასე პასუხობს: - ერთის მხრივ სწორია, ადამიანთან ჯერ უნდა იცხოვრო და მერე გადაწყვიტო ღირს თუ არა მისცე მას შენთან მთელი სიცოცხლის მანძილზე ცხოვრების უფლება. ჯერ უნდა გამოსცადოთ ერთმანეთი, თუნდაც საწოლში და მერე გადაწყვიტოთ სამუდამოდ ცხოვრება. ჩვენს დროს ამდენი განათხოვარი ქალი არ იყო! ჩვენი ჟურნალის ფორუმში ვხსნით სპეციალურ თემას ამ საკითხთან დაკავშირებით და ვსვამთ კითხვას: - რას ფიქრობთ ქორწინებამდე სექსის შესახებ?! შედით ჩვენს ფორუმში, დარეგისტრირდით და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში!

23.11.2006 ნინო ღავთაძე ბაქოს ტელევიზიაში

ქართველი ავტორ-შემსრულებელი ნინო ღავთაძე, იმ მომღერალ ემიგრანტთა შორისაა, რომლებმაც თავისი საქმის გაგრძელება, უცხოეთში გადაწყვიტეს და ამით შესაფერისი აურაც შეიქმნეს, სამუშაო განწყობაც და ხალისიც. ლამაზი, ქერათმიანი ქართველი ქალბატონი ორმაგ ცხოვრებას ბაქოსა და თბილისში ეწევა, ბაქოში - სადაც როგორც თავად აცხადებს, შეგიძლია გაკეთებული შოუთი და ჩადებული ფულით დიდი ბიზნესიც შექმნა და საქართველოში, სადაც ჩადებული სულით და გულით ვერაფერი სახეირო ნახო! მომღერალი ახალი წლიდან ბაქოს ტელევიზიაში ახალ მუსიკალურ პროექტს ამზადებს, რომლის წამყვანიც თავად იქნება და რომელიც აზერბაიჯანში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამჟამად მომღერალი თბილისში იმყოფება თავისი ახალი კლიპის გადასაღებად და ემზადება ალბომის ჩასაწერად, რომელზეც იმედებს ამყარებს და აცხადებს, რომ – ეს არ იქნება ისეთი ალბომი, რომ მაღაზიის თაროებზე დიდხანს იდოს სქელი მტვერის ქვეშო! “ვარსკვალვები” წარმატებასა უსურვებს ნინოს კარიერაში. სხვათაშორის რაც მეტი ქართველი გაიტანს კარგად და ლამაზად საქართველოს სახელს უცხოეთში, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი, შეგახსენებთ, რომ ბაქოში მოღვაწეობს ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძეც, რომელმაც მსოფლიო დონის კარიერის კეთება მეზობელი ქვეყნიდან დაიწყო! (ფოტოზე – ნინო ღავთაძე “თბილისელები”)

22.11.2006 “ - არ შეგვჭამეს ამ სოფლელებმა” :)))

ცოტახნის წინ საერთო მენეჯმენტის ხელში გაერთიანებული სამი ტელეკომპანიიდან (“რუსთავი-2”, “მზე” და “1-ლი სტერეო”) ორში უკვე, იდენტური და კონკურენტი გადაცემა გავიდა ეთერში – ტაქსი! ორივეს ასე ჰქვია, ერთს თეატრალური სარდაფის მსახიობი ჯაპანა უძღვება, მეორეს – ძველი “კავაენშიკი” ზვიო! თუმცა პირველს მეორესთან ტაქსში ჩაჯდომის სურვილი ნამდვილად აქვს, აი, მეორე პირველს კი საერთოდ “არ ცნობს”. რა ტელეპროექტია ტაქსი? საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მკითხველს უდაოდ ეცოდინება, რომ მსგავსი სახის ტელე-შოუ ბევრ ქვეყანაში გადის ეთერში (თავად პროექტი კი, პირველად ინგლისელებმა მოიგონეს), ტელე-კამერებით აღჭურვილ მანქანაში ჯდება ჩვეულებრივი კლიენტი, რომელიც მძღოლთან ინტელექტუალურ თამაშს თამაშობს და მის შეკითხვებს პასუხობს, შესაბამისად ფულსაც იგებს და დანიშნულების ადგილზეც უფასოდ მიდის და თუ კითხვებს ვერ უპასუხე, იქ ჩამოგაგდებენ მანქანიდან სადაც მოეპრიანებათ. რეიტინგის მიხედვით ჯერ-ჯერობით ზვიოს (და შესაბამისად “რუსთავი-2”-ის) “ტაქსი” სჯობს, თავად მას “მართვის მოწმობა” “ – სხვასავით ნაყიდი არა ქონია და კეთილსინდისერად აუღია”, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ გზაზე გადამავალი (მართალია არასწორად) საწყალი მოხუცი ქალბატონისთვის გაეხახუნებინა, რის შემდეგაც გაკაპასებულ “დაზარალებულს” მძღოლის კარი გაუღია, ამ უკანასკნელის გადმოთრევასა და წიხლსქვეშ გაფენას აპირებდა, მაგრამ…. თავის საყვარელი ზვიო, რომ შერჩენია ხელში – უი, შვილო აწი ფრთხილად იარეო, მოფერებია და გაუშვია :)). აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ ტელე-ჰოლდინგში ახლა “რუსთავი-2”-ის “შაბათის შოუს” ჯგუფთან “იმედიდან” “დაპირისპირებული სასტავი” ტელეკომპანია “მზეში” გადაბარგდა და უკვე რეიტინგული შოუ – “ბიჭები და გოგონები” წამოიწყო!!! “ფარული დუელი” შიდა სამზარეულოში გრძელდება.

22.11.2006 თაკო გაჩეჩილაძე იაპონიაში მიდის

ნინი ბადურაშვილთან ერთად ჯერ-ჯერობით გაურკვეველი პერსპექტივის ევროპული, რამდენიმეთვიანი ტურნეს შემდეგ, თაკო გაჩეჩილაძე იაპონიაში ფოლკლორის ფესტივალზე მიიწვიეს, ნეკა სებისკევრაძესა და ნინისთან ერთად, სამწუხაროდ ნინი ვერ ახერხებს იაპონაიში წასვლას, ამიტომ ნეკა და თაკო მარტო ეწვევიან ამომავალი მზის ქვეყანას, თუმცა ეს მათ დისკომპომფორტს ნამდვილად არ უქმნის, რადგან ისინი ადრეც, 4 წლის წინათაც არიან ამ ფესტივალზე ნამყოფნი ეკა კახიანთან ერთად. სხვათაშორის თაკო გაჩეჩილაძე იმ იშვიათ მომღერალთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თავის მსმენელს არ ანებივრებენ კონცერტეზე გამოსვლით და მხოლოდ კლუბურ ან ფართომასშტაბიან (ხელისუფლების მიერ ჩატარებულ) კონცერტებში ღებულობს მონაწილეობას, თუმცა – სადღა ტარდება ნეტა ერთი საქართველოში კონცერტები მაყურებლისა და მსმენილისათვის :(

22.11.2006 ანრიმ კონცერტი კვლავ გადადო

”წლის საუკეთესო ვოკალისტის” ”მეგას-2006”-ის ტიტულის მფლობელმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ კვლავ გადადო თავისი სოლო-კონცერტის ჩატარება და მიზეზად ამჯერად სპონსორთა მოძიებაში მცირე დროის მონაკვეთი დაასახელა. როგორც ჩვენს მკითხველს ახსოვს, მომღერალს 6 დეკემბერს წმ. ანდრიას ხსენების დღეს უნდოდა სოლო-კონცერტის ფილარმონიაში ჩატარება, მაგრამ ღონისძიება კვლავ გადაიდო. ეტყობა მართლაც ხარსიხიანი, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა, რომ ჩაატაროს, ამიტომ ნაჩქარევად გაკეთება არ აწყობს! მართალიცაა! მანამდე კი, ხვალ 23 ნომებერს გიორგობა დღეს, ანრი თავის კლიპის პრეზენტაციას (რომელიც ჯერ არცერთ ტელეარხზე არ გასულა ეთერში) ზუგდიდის განახლებული კინოთეატრის დიდ ეკრანზე მოაწყობს, რის შემდეგაც სკანდალურად მონათლული კლიპი, ტელეარხებზე დატრიალდება. ჩვენი ჟურნალის მკითხველს საზღვარგარეთ, ვეტყვით, რომ საიტი რამდენიმე დღეში ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ანრის ახალ კლიპს და თავად შეგეძლებათ გადმოწეროთ და საკუთარ კომპიუტერებში შეინახოთ ის!

21.11.2006 თბილისში გამოფენა "ისპაჰანი და ფერეიდანი" მოეწყობა

საქართველოსა და ირანს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ორშაბათს, ეროვნული ბიბლიოთეკაში, გამოფენა "ისპაჰანი და ფერეიდანი" მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და მასთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის ცენტრი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერეიდანში მცხოვრები ქართველების მიერ გადაღებული ფოტოები. ამასთან, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართველი სპეციალისტები ირანულ პოეზიას წაიკითხეს.

21.11.2006 ლიტერატურის, კულტურის, მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის დარგში პრემია "პარნასი" დაწესდა

"გაერთიანებული ქართული ბანკის” ინიციატივით ლიტერატურის, კულტურის, მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის დარგში ახალი პრემია "პარნასი” დაწესდა. პრემიის პრეზენტაცია ორშაბათს "გქბ”-ს ოფისში გაიმართა. პრემია მიენიჭება აღნიშნულ სფეროებში ტენდენციების მკაფიოდ ამსახველ ნაწარმოებებს, პროექტებსა და ღონისძიებებს. როგორც პრეზენტაციაზე "გქბ"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზაზა სიორიძემ განაცხადა, ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში შექმნილ განსაკუთრებით სრულყოფილ და ნოვატორულ ნამუშევრებს კვალიფიციური ექსპერტები გამოავლენენ. მისი თქმით, სათანადო დარგის ექსპერტები გადაწყვეტენ, რომელი ნომინაციები იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ წელს. "გადაწყვეტილება და ნომინანტები, ისევე როგორც საპრემიო თანხა, კონფიდენციალური იქნება და გაცხადდება მხოლოდ საზეიმო ცერემონიაზე”, - აღნიშნა მან. სიორიძის განცხადებით, საპრემიო თანხა იქნება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის საქართველოში ნებისმიერი პრემიისთვის.

21.11.2006 ლელა წურწუმია – ახალი პროქეტებით

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ახალი წლის ღამეს ლელა წურწუმიას 45 წუთიანი სოლო-კონცერის ხილვა შეეძლება მაყურებელს, რომელიც ამასწინათ ჩაიწერა ტელეკომპანიის ერთ-ერთ გადასაღებ მოედანზე ცოცხალი ბენდის თანხლებით. სადაც რამდენიმე ახალ სიმღერასთან ერთად შესრულდა ახალი დუეტები გიო ხუციშვილთან და კახა ცისკარიძესთან ერთად. თავად ლელა და მისი მენეჯერი მეუღლე - მამულიჩა (რომლებიც ძლივს გამოვიდნენ ერთთვიანი, ყოველდღიური “რეალითი შოუს აგონიიდან” რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში თანმდევი კამერის თანხლებით ყოველ საღამოს განიხილებოდა), ახალ წელს სავარაუდოდ საზღვარგარეთ შეხვდებიან, კონკრეტულად სად – ამას მოგვიანებით გაცნობებთ. მანამდე კი 23 ნომებერს, გიორგობა დღეს, წურწუმია “სითი კლუბში” სოლო-კონცერტს გამართავს. შხვათაშორის, ამ დღეს ძალიან ბევრი რესტორანი მართავს მუსიკალურ საღამოებს, გიორგობის აღსანიშნავად (ზოგს ალბათ “ვარდების რევოლუციის” 3 წლის იუბილეც გაახსენდება), რაც დაუსაქმებელი ქართველი მომღერლებსითვის პატარა შვება იქნება!

21.11.2006 მარჯანიშვილის სცენა მომღერლებმა დაიკავეს

კოტე მარჯანიშვილის სახელობის ახლადგარემონტებულ თეატრში მუსიკოს მიშა მდინარაძის (რადიო “ფორტუნას” 106.9 ყოფილი წამყვანი) პირველი მუსიაკლური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქართული შოუ-ბიზნესის მომღერლებისთვის მისი ხელით დაწერილი ბევრი სიმღერა შესრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის უკრაინიდან “საუკეთესო ავტორ-შემსრულებლის“ 2002 წელს “მეგას” ტიტულის მფლობელი ნინო ქათამაძე, ჩამოვიდა და სცენაზე ცოცხლად (როგორც ყოველთვის) შეასრულა ჯგუფ “ქუჩის ბიჭებისა” და ნეკა სებისკვერაძის მიერ, ადრე ჩაწერილი, პოპულარული დუეტის “საით მიფრინავენ თოლიები” საკუთარი ვერსია. ნინო ქათამაძის მიერ ჩამოტანილი სიუჟეტი უკრაინიდან, რომელიც საქართველოს დიდი სიყვარულით იყო გაკეთებული, ვერაფრის დიდებით ვერ გაუშვეს ეკრანზე ტექნიკური პრობლემების გამო. (ახლადგახსნილ მარჯანიშვილს დაებედა კურიოზები, პრემიერაზევე დენი წავიდა, თუ გახსოვთ ვწერდით ამაზე). კონცერტზე ასევე გამოვიდა ეკა მამალაძეც, რომელიც როგორც აღმოჩნდა ქართულმა პრესამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რადგან სიმღერა ცოცხლად არ იმღერა, სრული არაპროფესიონალიზმი გამოავლინა და ფონოგრამასაც ვერ აყვა რიტმში წესიერად. კონცერტი ნინო ქათამაძემ დახურა (რომელიც 1 დეკემბერს “ნაით ოფისში” გამართავს აქციას შიდსის დღესთან დაკავშირებით). საბოლოო ჯამში სტუმარ-მასპინძელი კმაყოფილი მიიშალ-მოიშალა.

20.11.2006 გალაკტიონის იუბილე 51-ე სკოლაში

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნა საქართველოს უგვირგვინო მეფის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 115 წლის იუბილე. დღეს თბილისის მასშტაბით დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში 51-ე საჯარო სკოლის (რომელიც პოეტის სახელობისაა) მე-6 "ბ" კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს გალაკტიონის იუბილე. სწორედ ამ კლასში სწავლობს პატარა ქართველი მომღერალი ბაჩო (თუმცა რაღა პატარა, უკვე 11 წლისაა), რომელმაც თავის კლასელებთან ერთად პოეტური და სამსახიობი ნიჭით მოხიბლა სკოლის დირექცია, დირექტორიც (დათო ლაგვილავა) და დამრიგებელიც (ტანია შესტაკოვა). 51-ე სკოლაშივე გაიმართა წინა კვირას პოეტის იუბილე, სადაც იმჯერად უფროსკლასელებმა წარმოადგინეს გალაკტიონის შემოქმედება.

20.11.2006 "ბავშვთა დღე" "მაკდონალდსში"

როგორც აღმოჩნდა საქართველოში 2 შობის, 2 ახალი წლის, ქალთა 2 დღის, სიყვარულის 2 დღის და დამოუკიდებლობის 2 დღის გარდა 2 ბავშვთა "საერთასორისო" დღეც გვქონია და მას 1 ივნისის გარდა 20 ნოემბერსაც ავღნიშნავთ. სწორედ ამასთან დაკავშირებით "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელის ერთ-ერთ რესტორანში (კერძოდ "რუსთაველზე") საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს სააგენტო "ჯე-არტის", თბილისის სამხატვრო აკადემიის და ზუმბას მხარდაჭერით. აქციის ფარგლებში ყოველი გაყიდული "ბიგ თეისიდან" ერთი ლარი ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოშო გასართობი ოთახის კეთილმოწყობას მოხმარდება. აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ თეატრის ცნობილი მსახიობები, მათ შორის იყო თვითონ ზუმბაც, რომელმაც ყველაზე მეტად მოილხინა ბავშვებთან ერთად. საბოლოო ჯამში კი, საქველმოქმედო აქციით პატარებიც კმაყოფილნი დარჩნენ და უფროსებიც.

20.11.2006 ბოლო პერიოდის წარმატებული "შოუ-ბიზნესშიკები"

გაზეთ "კვირის პალიტრის" სოციოლოგიურმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა მონაცემები კითხვაზე "ვინ არიან ქართული შოუ-ბიზნესის ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ადამიანები?". გამოიკითხა 515 ადამიანი და მათ შორის 40%-თ ლიდერად რამდენიმე ტელე-პროექტის წამყვანი - დუტა სხირტლაძე დასახელდა, მეორე ადგილზე ასევე ტელეწამყვანი, "შაბათის შოუს" ახალი წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გავიდა 17%-თ. მედსამე ადგილზე "იურმალას" მე-3 ადგილოსანი აჭარელი სოფო ხალვაში (21%), მეოთხეზე კი დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე. მხოლოდ მათ შემდეგ მე-5 ადგილზე არის ლელა წურწუმია, შემდეგ ანრი ჯოხაძე, ნინი შერმადინი, უცნობი (გია გაჩეჩილაძე) და ბოლო, მე-9 ადგილზე კი ერთი პერიოდი რეიტინგების თავში მოქცეული ლექს-სენი აღმოჩნდა (რომელსაც სხვათაშორის სულ არ ადარდებს რეიტინგები და ჩინ-მენდლები). რამდენად სწორად ასახავს ქართული შოუ-ბიზნესის დღევანდელ სიცოცხლისუნარიანობას გამოკითხვა, ამას ქართველი მლკითხველი თავად მიხვდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვან ადგილებზე ტელე-სახელებს დააკვირდებიან.

19.11.2006 თბილისი „ევროპულ კინოფესტივალს ბორბლებზე“ მასპინძლობს

თბილისი პარასკევიდან „ევროპულ კინოფესტივალს ბორბლებზე“ მასპინძლობს. ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად თურქეთის ქალაქებში ტარდება, წელს პირველად გადალახავს საზღვარს და ანკარისა და ყარსის შემდეგ ჯერ თბილისს, მერე კი ბაქოს ეწვევა. საფესტივალო ჩვენებები 17-21 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ვისკონტის, ბუნუელის, მოლინეროს, ნორშტეინის, მან რეის, ახალი თურქული და ევროპული ფილმები. ფესტივალის მონაწილეები თბილისში ყარსიდან ჩამოვლენ. საქართველოში მათი მასპინძელია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

16.11.2006 სექსი ქართულ კინოში და “ტვინებში”

ბოლო დროს თანამედროვე ქართულ კინოში აშკარად შეიმჩნევა სექსუალური რევოლუციის დასწაყისი, მართალია ძალიან “უჭირთ” ქართველ მსახიობებს ეროტიკული როლების შესრულება, მაგრამ ხელოვნება “მსხვერპლს” მოითხოვსო ნათქვამია და საქმეს თუ დასჭირდა კიდეც უნდა გაიხადო, ძუძუც უნდა გამოაჩინო და ქალმა ქალსაც უნდა “ჩაუზასო” - რა მოხად მერე? ეს ხომ კინოა! სექსი ცხოვრებაა, ცხოვრება კი - სექსით გაჯერებული! რას ფიქრობენ ქართველი, ცნობილი, ახალგაზრდა, სექსუალური მსხიობები სექსზე? აი, მაგალითად ნანკა კალატოზიშვილი: - სექსი ჩემთვის ნეტარებაა, ამ ნეტარების დროს გონება ჩართული არ მაქვს, სექსი ჩემთვის სხვა სამყაროა, იქ ხარ ის რაც სინამდვილეში ხარ, მხოლოდ სხეული კი არ არის შიშველი, სულიც შიშველია! ბოლო დროის სკანდალური ფილმის “რევერსის” მთ.გმირი სექსუალური მარიშა მაისურაძე კი, აცხადებს, რომ მსგავსი სახის ეროტიკულ ფილმში გადაღებას ალბათ (!) აღარ დათანხმდებოდა,…თუმცა, როგორც აღმოჩნდა კინოს სიყვარული იმხელა დოზითაა მასში, რომ შეიძლება კვლავ “შემცდარიყო” და ეთამაშა მსგავს სცენებში! მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო ეროტიკულ ფილმს ველოდებოდი ყველაფერმა კარგად ჩაიარა! თან გადაღებების დროს ყველას გვეცვა ტრუსები! მაგრამ რეჟისორ დიტო ცინცაძის მითითებას, რომ ფილმის ბოლოში ოთხ მამაკაცთან ერთად უნდა მეთამაშა სექსი, არაფრის გულისთვის არ დავთანხმდი! - აცხადებს მარიშა

16.11.2006 ვაჟა დურგლიშვილს ქართული შოუ-ბიზნესი “მარაზმად” ეჩვენება

შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი გულისტკივილით უცქერს თანამედროვე ქართულ ესტრადას და გული სწყდება, რომ ლექს-სენის კონცერტზე დარბაზი ივსება მსმენელით და მერაბ სეფაშვილის კონცერტზე - არა! თუმცა, აქვე მერაბსაც უწუნებს ბოლო დროის რამდენიმე სიმღერას და აცხადებს, რომ - ნამდვილად არ შეშვენის მერაბს გოგო-ბიჭების მაღლა აწეულ ხელებზე დაწერილი სიმღერები! თუმცა ეპატიება, რადგან მას უკვე ბევრი აქვს გაკეთებული! ვაჟა დურგლიშვილს 300-ამდე შეუსრულებელი სიმღერა აქვს თაროზე შემოდებული და ახლადშექმნილ ქართულ ბენდებსაც უწუნებს შესრულების სტილს და ტექნიკას, ხოლო მისი სიტყვებით განაწყენებულთ, მასთან მისვლას სთხოვს - რათა დაუმტკიცოს და აუხსნას რატომაა ის მართალი! - მე არ ვიცი ვინ როდის აყვავდება, მაგრამ ჩვენ, რომ ჯერ-ჯერობით ერთ ადგილზე ვდგავართ, ამას კარგად ვხედავ! წუხს ბატონი ვაჟა /”ალია”/

15.11.2006 "რუსთაველში" 007-ის პრემიერაა

კინოთეათრ "რუსთაველში" გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა კინოფილმ "კაზინო როიალის" მსოფლიო პრემიერას. ეს გახლავთ ლეგენდარული ჯეიმს ბონდის კიდევ ერთი სახიფათო თავგადასავალი, რომლის მთავარ გმირს ამ ჯერად არა პირს ბროსნანი არამედ დენიელ კრეიგი,ზოგისთვის ნაცნობი ზოგისთვის კი უცნობი მსახიობი,განასახიერებს. "კაზინო როიალის" რეჯისორი გახლავთ მარტინ კემპბელი, ხოლო სურათის მსოფლიო პრემიერა 16 ნოემბერს შედგება. ამ ღირშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოში ისევე როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში შედგება კიდევ ერთი პრემიერა, მაგრამ ამ ჯერად არა სურათისა არამედ წიგნისა რომელშიც მოთხრობილი იქნება დედამიწის ზურგზე ყველაზე ცნობილი ჯაშუშის, ჯეიმს ბონდის, თავგადასავალი, ანუ ის ისტორია რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ კინოფილმ "კაზინო როიალის" მეშვეობით. წიგნი, რომლის სახელწოდება ემთხვევა სურათის სათაურს (კაზინო როიალი), გამოუშვა გამომცემლობა "ოლიმპიამ"მ. მისი შეძენის საშუალება ქართველ მკითხველს ხვალიდან მიეცემა, ხოლო კინოთეატრ რუსთაველის სტუმარ-მაუყრებელს წიგნის მოპოვება ფილმის ჩვენებისას, გასართობი ვიქტორინების საშუალებებით მიეცემა. ფილმის პრემიერა 2 კვირას გასტანს და ამ დროის მანძილზე 200 წიგნი რუსთაველის დარბაზიდან ჯეიმს ბონდით გატაცებული ქართველი მაყურებლის თაროებზე გადავა.

15.11.2006 "ფუნდამენტმა" გაამართლა

რადიო "ჩვენი რადიოს" 98.4 პროექტმა "ფუნდამენტი" თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. წარმოუდგენლად ბევრი მსურველი აღმოჩნდა, რომ პროექტში მიეღო მონაწილეობა და როგორც ვიტყობინებოდით მისცემოდა იმის შანსი, საკუთარი ალბომი გამოეშვა, გამხდარიოყო ქართული შოუ-ბიზნესის ახალი ვარსკვლავი! მაგრამ შემოსულ კომპოზიციათა შორის 12 მონაწილე ჟიურიმ უკვე შეარჩია და ახლა ამ თორმეტს შორის საუკეთესოს გამოვლენისთვის მზადება დაიწყო. ჟიურის წევრები არიან მუსიკოსი გულიკო ჭანტურია, პროდუსერი კახა მამულაშვილი (ლელა წურწუმიას მენეჯერი), კომპოზიტორი ირმა მაისურაძე, არანჟირების ოსტატი ნუკრი რუხაძე, ვოკალის პედაგოგი რუსიკო ბახტაძე და სტუდია "თბილისი". სწორედ მათ მოუწევთ 12 რჩეულისაგან, ერთი - ყველაზე რჩეულის გამოვლენა, რაშიც რადიოს მსმენელთა მიერ გამოგზავნილი მხარდამჭერთა მესიჯებიც დიდ წვლილს შეიტანს. ექსკლუზიურად ჩვენი საიტისთვის კი წარმოდგენილი იქნება 12-ვე შემსრულებლის ინფორმაციული ოთახი დად მათი სიმღერაც, სადაც თქვენ შეგეძლებათ თქვენი არჩევანიც დააფიქსიროთ. უბრალოდ მოუსმინეთ მათ ნამღერს და შეაფასეთ. სავარაუდოდ 12 ფინალისტის 12 სიმღერა ახალი წლისთვის უკვე ჩაწერილი იქნება. ესენი კი ის 12 გამარჯვებულები არიან 1. მარიამ ზაბახიძე 2. მარიამ ხაჩიძე 3. თეონა წიკლაური 4. ნინო ჭიკაძე 5. ნათია ბარკალაია 6. ვანო ბარნოვი 7. ქეთი ტუღუში 8. ლევან გვაზავა 9. ნინო როინიშვილი 10. თამთა ყველიაშვილი 11. მალხაზ ცეხელაშვილი 12. დეა ქევხიშვილი.

15.11.2006 ნინი შერმადინი “დამუხრუჭდა”

“ძველი იურმალელი”, მომხიბვლელი ნინი შერმადინი ჯერ კიდევ ორიოდ თვის წინ გვატყობინებდა, რომ მან საკუთარი ქართული ჯგუფი ჩამოაყალიბა, ინგლისური სახელწოდებით “იელოუ” (ყვითელი), თავიანთი პირველი სიმღერა - “ფრთებიც” წარუდგინა მსმენელს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ - ჯგუფი გაჩერდა! სიმღერაზე დაგეგმილი კლიპის გადაღება სამწუხაროდ გაიწელა და სავარაუდოდ ამ “დამუხრუჭების” მიზეზი ნინი შერმადინის წინამძღოლობით მიმდინარე ტელეკომპანია “იმედის” პროექტ “იმედის ტალღაშია”, სადაც ცნობილი და პოპულარული მომღერლები თავ-თავიანთი ორკაციანი გუნდით ერთმანეთს სიმღერაში ეჯიბრებიან და მერე მაყურებლის მესიჯებით გამარჯვებულის გამოვლენით კავდებიან. სავარაუდოდ ნინი და მისი ჯგუფი “ფრთებზე” გადაღებულ კლიპს ახალ წლამდე წარუდგენს მსმენელს, სადაც თავად ნინი განსხვავებულ ამპლუაში მსმენელის წინაშე საკუთარი თავის წარდგენას გვპირდება!

15.11.2006 ოთარ ტატიშვილი ქართული შოუ-ბიზნესის კრიტიკის დეფიციტს განიცდის

შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ქართული შოუ-ბიზნესის ასეთი მდგომარეობით გულნატკენია - ვარსკვლავობენ ისინი ვინც ამის ღირსი არაა და ჩრდილში დგანან ისინი, ვინც რეალურად იმსახურებს ამ წოდებას! აცხადებს ბ-ნი ოთარი, თუმცა იქვე აფიქსირებს, რომ ძალიან მოსწონს თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ია ჩანტლაძე, ქეთა თოფურია (რომელთან ერთადაც მას დუეტიც აქვს ჩაწერილი) და მართლა შესანიშნავი მომღერალი მიშიკო შაყულაშვილი (რომლის ბექ-ვოკალებსაც, სხვის მიერ შესრულებული ბევრი სიმღერა გაულამაზებია). კომპოზიტორი ოდნავი გულდაწყვეტით საუბრობს ლელა წურწუმიას შესახებ და ამერიკაში მისი, ლელას და აჩიკო მეფარიძის გასტროლებს იხსენებს, რომელსაც ქართველმა ემიგრანტმა გაუკეთა ორგანიზება და რომლის დროსაც მისი სახელი და გვარი დაიჩრდილა. - ლელა წურწუმიამ ინტერვიუში თქვა: ოთარ ტატიშვილის წასაყვანი ამერიკაში რა გვჭირდაო?! Uდიდი მუსიკოსები მცემენ პატივს და ამათ რაც უნდათ ის თქვან. საერთოდ მუსიკოსის ტრაგედია მაშინ იწყება, როცა თავის თავს ვარკვლავად მიიჩნევს, ძალიან ბევრი მათგანის შოუ ქაჯებზეა გათვლილი! - აცხადებს ბ-ნო ოთარი - დამერწმუნეთ საზოგადოებას მოენატრა ღირებული მუსიკა და სიმღერა!

14.11.2006 დათო ხუჯაძე საცოლეს დაშორდა

თბილისობის დღესასწაულის წინ, დედაქალაქში თავის ოჯახს, მოსკოვიდან ორიოდ დღით ჩამოსული დათო ხუჯაძე სტუმრობდა, რომელსაც პარალელურად ერევანში ჰქონდა კონცერტი დაგეგმილი, სადაც მინსკის გავლით ჩავიდა! რუსეთ-საქართველოს შორის შექმნილი “წინასაომარი” დაძაბული მდგომარეობის გამო, ისე როგორც “იქით” გადახვეწილ ყველა ქართველ შემსრულებელს, დათოსაც აერია სამუშაო გრაფიკი და როგორც მინიმუმი ხუთ დიდ კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმამაც მოწია! ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დათო ხუჯაძე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო საცოლეს (მოსკოვში მცხოვრებ ქართველ გოგონას) დაშორდა.

14.11.2006 რუსთაველის თეატრში გერმანელი ვოკალისტების კონცერტი გაიმართება

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამშაბათს გერმანული აკაპელას "შინგერ ურ" კონცერტი გაიმართება. ევროპაში "წამყვანი გერმანულენოვანი ვოკალური ანსამბლის" სახელით დამკვიდრებული აკაპელა "შინგრ ურ" საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს. სახელწოდებით "სიყვარულის და დროის მუსიკა" აკაპელა თბილისელ მსმენელს ცნობილი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების ნაწარმოებების გარდა, გერმანულ და ირლანდიურ ხალხურ სიმღერებსაც შესთავაზებს. აკაპელა 1991 წელს დაარსდა. იგი ექვსი ვოკალისტისგან შედგება და მისი რეპერტუარი ჟანრობრივად მრავალმხრივია, შუა საუკუნეების მუსიკიდან თანამედროვეობამდე - კლასიკა, ფოლკლორი, ჯაზი. ხალხური მუსიკის ნომინაციაში 2005 წელს აკაპელას გერმანული მუსიკალური ჯილდო Eცჰო Kლასსიკი-ი გადაეცა.

14.11.2006 "ქარვასლაში" ირლანდიელი მხატვრის გამოფენა გაიხსნება

ირლანდიელი მხატვრის იენ ჯოისის გამოფენა "მთვარეული" გაიხსნება სამშაბათს, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). მხატვრის ნამუშევრებში ასახულია ის წარმოსახვითი, პოეტური და კულტურული კავშირები, რომელიც ავტორმა საქართველოსა და ირლანდიას შორის აღმოაჩინა. გამოფენის კონცეფცია ეფუძნება ქარვასლას შენობას, რომელიც დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა ურთიერთკავშირზე ახდენს ფოკუსირებას. პროექტის მთავარი იდეა და მიზანი ქართულ და გაელურ ენებს შორის პოეტური რეზონანსის პოვნა და მათი კულტურის გაცნობაა.

14.11.2006 ბერლინში ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება

ქართველი კინორეჟისორის, სალომე მაჩაიძის ფილმის "თრიგგერ თიგერ" - ის პრემიერა გაიმართება, ბერლინში ორშაბათს. ფილმი შეიქმნა ქართველ ხელოვანთა გაერთიანება "გოსლაბთან" თანამშრომლობით და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. "თრიგგერ თიგერ" არის სამეცნიერო ფანტასტიკა 40 წლის მეცნიერის ისააკ ბლეიკისა და მისი ექსპედიციის შესახებ. ფილმის მთავრი გმირი უდაბნოდ ქცეული ევროპიდან წყალქვეშა ნავით ეგვიპტეში მიდის და საბოლოოდ ჩრდილოეთი პოლუსის აისბერგებთან აღმოჩნდება.

13.11.2006 ეკა კვალიაშვილმა საბერძნეთი “მოიკონცერტა”

რამდენიმე დღის წინ “ყველა თაობის საყვარელი მომღერალის” ტიტულის “მეგას” მფლობელი, მომღერალი ეკა კვალიაშვილი საბერძნეთიდან დაბრუნდა, სადაც ორი კონცერტი ჩაატარა, სალონიკში და ათენში, სხვათაშორის ის თემურ თათარაშვილთან ერთად უნდა წასულიყო, მაგრამ ცნობილი მიზეზის გამო (ნარკოტიკების რეალიზაცია-მოხმარების ფაქტზე თათარაშვილი დააკავეს) ეკას მარტო მოუწია საბერძნეთში გამგზავრება! - მთელი კონცერტის მსვლელობის დროს ტაში არ მომკლებია, ძალიან გულდაწყვეტილები იყვნენ, ეგონათ, რომ თემურის დაჭერის გამო კონცერტი ჩაიშლებოდა, მაგრამ ამ მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა! კონცერტის პირველ განყოფილებაში იქაური ქართული კულტურის ცენტრის შემსრულებლები დამეხმარნენ, მეორე ნაწილი კი - მთლიანად ჩემი იყო! მალე ეკა კვალიაშვილი და ანრი ჯოხაძე ერთობლივი სიმღერის, დუეტის ჩაწერას შეუდგებიან და სავარაუდოდ ამ ორი “მუს-გიგანტის” დუეტი, მაისში “მეგა-2007”-ის ნომინაციისთვის - “წლის დუეტი”, გამარჯვების ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი იქნება!

13.11.2006 შალვა რამიშვილი ციხეში რადიოს გახსნას აპირებს

ყოფილი პარლამენტარის - კობა ბექაურის მიერ “საქმეში ჩაშვებული” ტელეკომპანია “202”-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც 4 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი (2009 წლამდე) საპატიმროში ციხის რადიოს გახსნას აპირებს! ყოველშემთხვევაში ეს იდეა მან სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და ციხის ადმინისტარციასაც მიაწოდა და თავისი სიტყვის დასაბუთებასაც შეეცადა - თვეები ისე გადის, რიომ ციხეში ერთ მელოდიასაც ვერ მოისმენ, ფსიქოლოგიური სტრესის შესამსუბუქებლად ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია! აცხადებს შალვა რამიშვილი, რომელსაც უკვე აქვს პრაქტიკა რადიოს გაკეთებისა (თავის დროზე ის პოპულარული “რადიო-105”-ს დამფუძნებელი იყო). - რომ არ ასებობდეს რადიო “თავისუფლება” ჩვენს რადიოს აუციელბლად რადიო “სვაბოდას” დავარქმევდიო! ხუმრობს შალვა. რამდენად რეალისტურია მისი იდეა, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს, ყოველშემთხვევაში მას ამის დრო აქვს და თუ ამ მთავრობამ კიდევ ვინმე “მომღერალი ბულბული” არ მიაბრძანა ციხეში (თემურ თათარაშვილივით), სიმღერებით “სვაბოდიდან” მოამარაგებენ!

13.11.2006 ვაკეში “თეატრალური ეზო” გაიხსნა

ვაკის თეატრალური სარდაფის ტერიტორიაზე “თეატრალური ეზო” გაიხსნა, რომლის სულისჩამდგმელები ალეკო ლორთქიფანიძე და ირინა ეგაძე არიან. “თეატრალური ეზო” ტიპიური ეზოსაგან არაფრით განსხვავდება, არის ადგილი სადაც შეიძლება გაიმართოს მცირე ჩვენებები, კლიპის პრეზენტაციები, ცოცხალი მუსიკის საღამო. გახსნის დღეს ორკესტრი უკრავდა ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით და მიუხედავად სიცივისა, მსმენელმა მაინც ბოლომდე გაუძლო, თუმცა ქართული შოუ-ბიზნესის ორმა წარმომადგენელმა აჩიკო მეფარიძემ (რომელიც კაი ხანია ქართულ სცენაზე აღარანაირად აღარ ჩანს) და ნეკა სებისკვერაძემ (რომელიც ტელეჟურნალისტი უფროა) აშკარად ვერ გაუძლეს სიცივეს და პრეზენტაციიდან მალევე “გამოიპარნენ”. უამინდობის გამო ვერ დაესწრო “თეატრალური ეზო”-ს გახსნას უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მე-2, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ჩატარდა ეს საღამო. ორგანიზატორემბა გადაწყვიტეს, რომ “თეატრალური ეზო” გადახურონ და უკვე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა.

13.11.2006 ნეკა სებისკვერაძე კიევში იმღერებს

მოგეხსენებათ ქართული შოუ-ბიზნესი არ განიცდის მომღერალი ჟურნალისტების (თუ ჟურნალისტი მომღერლების) დეფიციტს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკოსი მაინც ნეკა სებისკვერაძეა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სცენაზე დიდად არ გვანებივრებს ახალ-ახალი სიმღერებით, მაინც ცნობილი სახეა - საზოგადოებრივი (ყოფილი 1-ლი) არხის დილის გადაცემიდან! თუმცა გადაცემასაც და თავად არხსც ჯერ-ჯერობით დაბალი რეიტინგი აქვს! ნეკა ამჟამად კოტე ნონიკოვის სტუდიაში ახალი სიმღერის ჩაწერითაა დაკავებული და პარალელურ რეჟიმში 25 ნოემბერს კიევში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც უკრაინის ეროვნული კონსერვატორიის დიდ დარბაზში იმღერებს, ქართული კულტურის საგანმანათლებლო ცენტრის დაარსებიდან 10 წლის იუბილეზე. ნეკასთან ერთად უკრაინელები ქრისტინა იმედაძესა და “ჯეობარელ” აჩიკო ნიჟარაძესაც იხილავენ და მოუსმენენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი აღნიშნულ ღონისძიებას ამ ორი მეგობარი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც დაესწრებიან... (უმაგათოდ როგორ შეიძლება ქართულ-უკრაინული მეგობრობა....)

11.11.2006 რატომ ჩაიშალა “მეფეს” საღამო?

ფართოდ რეკლამირებულმა ქეთი დოლიძის თეატრალურმა ფესტივალმა “საჩუქარი”, მორიგი წელი ჩაამთავრა, თუმცა როგორც აღმოჩნდა წელს მცირე სკანდალების თანხლებით: - ქართულ პრესაში უკვე გამოჩნდა 24 ოქტომბერს ფესტივლის ეგიდით დაგეგმილი ირაკლი ჩარკვიანის საღამოს, გადადების მიზეზებისადმი მიძღვნილი სტატიები! როგორც ჩანს ირაკლი ჩარკვიანის ქვრივი არავის გაუფრთხილებია, რომ კინომსახიობთა თეატრის დარბაზში “მეფეს” საღამოზე ბილეთები გაიყიდებოდა, რადგან ქეთათოს თავიდანვე გაუფრთხილებია ორგანიზატორები, რომ ირაკლისადმი მიძღვნილ საღამოზე ბილეთები არ უნდა გაყიდულიყო! კინომსახიობთა თეატრი კი (სადაც საღამო იყო დაგეგმილი) თავის კუთვნილ, იჯარის თანხას ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი სპონსორთა ნაკლებობას არ განიცდიდა, გაუგებრობა მაინც მოხდა და საღამო ქეთათოს თხოვნით მოიხსნა - ფესტივალის ფარგლებში! ქეთი დოლიძე უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო მოხდა ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების გადადება! მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზში 200 ადგილის შევსება “მეფეს” ფანებს ნამდვიალდ არ გაუჭირდებოდათ, თუმცა - ხსოვნის საღამო და ფასიანი ღონისძიება ცოტა ვერ ჯდება ერთმანეთთან კონტექსტში! - ქ-ონმა ქეთიმ, მე მთხოვა, რომ კინომსახიობთა თეატრის დირექტორისთვის დამერეკა და მეთხოვა, რომ დარბაზი უფასოდ დაეთმოთ! სიმართლე გითხრათ ამის თავი რომ მქონოდა და ნერვები, მე თავად ჩავატარებდი ირაკლის ხსოვნის საღამოს! - აცხადებს ქეთათო “ალიას” ჟურნალისტთან საუბარში.

10.11.2006 თამარ გვერდწითელს პოლიტიკამ თავი მოაბეზრა

რუსულ-ქართულმა დაძაბულმა და მომავალში სავარაუდოდ კიდევ უფრო დაძაბვადმა ურთიერთობამ რუსეთში მცხოვრებ თამარ გვერდწითელსაც თავი მოაბეზრა, როგორც 44 წლის ქართველი მომღერალი აცხადებს - უკვე დაიღალა პოლიტიკოსთა ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულებით და სიმშვიდის მოლოდინშია! 19 ნოემბერს ქართველი მომღერალი მოსკოვში, კრემლის სასახლის სცენაზე, ლეგენდარულ მიშელ ლეგრანთან ერთად გამოვა, რომელთან მეგობრობაც თამარ გვერდწითელს 1991 წლიდან აკავშირებს. მომღერალი პირად ცხოვრებაში ამჟამად მარტოობას განიცდის და თვლის, რომ მამაკაცი რომელიც მის გვერდით იქნება, უნდა აიყოს არა იმიტომ, რომ უბრალოდ - ის, არსებობს! არამედ იმიტომ, რომ - სიყვარული ყოველდღე გაჩუქოს და თავი დედოფლად გაგრძნობინოს!

10.11.2006 ზურა დოიჯაშვილმა ინფარქტი გადაიტანა

დაახლოებით ერთი თვის, წინ “მეგას-2001”-ს “ყველა თაობის საყვარელი მომღერლის” ტიტულის მფლობელმა - შესანიშნავმა ქართველმა მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა გულის მწვავე ინფარქტი გადაიტანა. Aუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ზურა არაფრის დიდებით არ უფრთხილდებოდა საკუთარ თავს და სიგარეტის გადაჭარბებული დოზის მომხმარებელი იყო, სასმელზეც როგორც ნებისმიერი ქართველი მამაკაცი, ხშირად არ ამბობდა უარს (მე შენ გეტყვი ამისთანა კაცს სიტუაცია არ ჩაუვარდებოდა ხელში) და აი შედეგი - გულის მწვავე ინფარქტი! ღვთის მადლით და ექიმების ხელით, მომღერალმა ყველაფერი დასძლია, დადებითად გადაიტანა ოპერაცია და დღეს მას გულის სარქველში ჩადგმული სპეც-ხელსაწყო ჯანმრთელი ცხოვრების საწყისს აძლევს. - ახლა ჩიტივით ვგრძნობ თავს, აღარც სიგარეტს ვეწევი და აღარც სასმელს ვეტანები, თავს მაგრად ვგრძნობ და მოკლედ ჯანმრთელად ვარ! - აცხადებს ზურა დოიჯაშვილი ჩვენი საიტის კორესპონდენტთან საუბარში.

10.11.2006 ნიკა ლომიძეს ყველაფერი კარგად აქვს

ცნობილი შოუ-მენი და ოქტომრის თვის კრიმინალურ-სკანდალურ შარში გახვეული პიროვნება, საზოგადოებრივი არხის გასართობ გადაცემათა პროდიუსერი - ნიკა ლომიძე ახალ წლამდე შემოქმედებით ტაიმ-აუტზეა გასული და ისვენებს. მის მიერ მომზადებული გადაცემაში “მხიარული რინგი” მისსავე მაგივრად წამყვანად, ამერიაკში გადახვეწილი სოსო თოლორაიას ძმის, კოტიკო თოლორაიას გამოჩენას მხოლოდ ჩვეულებრივ მოვლენად თვლის და უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ “პირველი არხის” ხელმძღვანელობამ აკრძალა მისი სატელევიზიო ეთერში გამოჩენა და საერთოდ გადაწყვიტა, რომ ახალი წლიდან ნიკა ლომიძე საერთოდ დაითხოვოს სამსახურიდან. როგორც თავში ავღნიშნეთ, თავად ნიკა ამას უარყოფს და მეტიც - ახალი წლიდან ახალი პროექტის ამუშავებსითვის ემზადება! რაც ალბათ გამართლებული იქნება, რადგან - ახალი წლიდან გაძვირებული დენისა და გაძვირებული გაზის ფონზე ხალხს, ნერვებს მხოლოდ ტელევიზორში გასართობი გადაცემების ცქერა თუ დააწყნარებს ცოტათი

10.11.2006 “მაესტროზე” “სუპერამტანი” იწყება

ქართული რეალითი-შოუების დედა, ტელეკომპანია “ევრიკას” სტუდია “მაესტრო” და მისი შეფი მამუკა ღლონტი უახლოეს მომავალში ახალ რეალურ-შოუს წარუდგენენ მაყურებელს, რომელიც ყველა ვარაუდის გათვალისწინებით “ჯეობარზე” ნაკლები პოპულარობით ნამდვილად არ ისარგებლებს. სხვა თუ არაფერი საპრიზო ფონდი - 40.000 ლარია (დაახლოებით 23.000$) რაც დღევანდელი საქართველოს პირობებისთვის ძალიან დიდი ფულია, რისი მოპოვებისთვისაც მონაწილეებს შიმშილის, სიცივის, წყურვილის და შესაძლოა ბევრი დამცირების გადატანაც მოუწიოთ. მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ შოუს აუცილებლად მიადევნებენ თვალს დიეტელოგები, რომლებიც გადაწყვეტენ, როდის და ვისთვის ღირს კონკრეტული დახმარების აღმოჩენა, რადგან ვერანაირი ფული ვერ გადაწონის ჯანრმთელობას! თუმცა, ისიც აღსანიშნია, რომ “მაესტრო” შოუში მონაწილეობის მსურველებს ჯანმრთელობის ცნობას სთხოვს (რომელსაც ძველი დროისაგან განსხვავებით “ლევად” ვეღარ აიღებ) რათა მონაწილეთა ფიზიკური სისუტე შოუს ხარისხზე არ აისახოს! თუ “ჯეობარის” ცქერადობის რეიტინგი მასში მონაწილეთა სექს-თამაშებსა და ლაღ ცხოვრებაზეა დამოკიდებული, “სუპერ-ამტანში” მონაწილეთა საცოდაობით დაწვაზე იქნება რეიტინგის ხარისხხიც დამოკიდებული.

10.11.2006 “ბოქს-კლუბში” ქალები გაწევრიანდნენ

გუშინ გლდანში მდებარე გასართობ ცენტრ “თეთრ გედში” (ყოფილი კლუბი “დალოუდი”) უჩვეულო სანახაობის პრეზენტაცია მოეწყო. როგორც ჩვენი მკითხველსითვის უკვე ცნობილია გაიხსნა ახალი სპორტული, კრივის მოყვარულთა ყოველკვირეული ცენტრი, რომლის პიარ მენეჯერობასაც საკუთარ თავზე ჟურნალისტი ლალი მაროშკინა იღებს, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას - მსოფლიოს ჩემპიონი კრივში გორგი კანდელაკი. სწორედ ამ იდეის ხორცშესხმა ხუთშაბათს განხორციელდა. სტუმრებს 400 კაციანი დარბაზი მთლიანად შეევსოთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დარბაზში აშკარად არ შეინიშნებოდა ბავშვთა და ქალთა დეფიციტი, მეტიც - როგორც აღმოჩნდა “ბოქს-კლუბის” ფან-კლუბის შექმნაში საზოგადოებსითვის ცნობილი ქალბატონებიც აქტიურ როლს თამაშობენ, რამდენიმე მათგანი იქვე, რინგზე წარუდგინა საზოგადოებას ღონისძიების წამყვანმა - მსახიობმა გივი სიხარულიძემ. ქართული შოუ-ბიზნესის მსახიობთაგან დამსწრეთა შორის სისხლისმღვრელ ბრძოლას (პირდაპირი გაგებით) მხოლოდ ზურა დოიჯაშვილი ადევნებდა თვალს. რაც შეეხება ამ ხუთშაბათს გამართულ ბრძოლებს, ნადვილად დიდი მონდომებით და რუდუნებით ურახუნებდნენ მუშტებს პროფესიონალი ახალგაზრდა მოკრივენი ერთმანეთს, რაც ამ ვაჟკაცურ სპორტს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებდა! შეგახსენებთ რომ მსგავსი სახის პროფესიული კრივი ყოველ ხუთშაბათს გაიმართება გლდანში - გასართობ ცენტრ “თეთრ გედში” (ყოფილი კლუბი “დალოუდი”)

9.11.2006 2008 თანამგზავრზე კიდევ 2 ქართული ტელევიზია გავიდა

ერთი კვირის წინ თანამგზავრზე ტელეკომპანია "იმედთან" "რუსთავი-2"-თან და "აჭარასთან" ერთად ტელეკომპანია "მზე" და "პირველი სტერეოც" გავიდნენ. "თურქსატი-42 გრადუსი", სიხშირე 12580, ბიტრეიტი 3.000-5/6 - ეს ის მონაცემებია, რომლის გამოყენებითაც ჩრდილოეთ აფრიკის, რუსეთის ევროპული ნაწილის, არაბული ქვეყნების და თურქეთის ქართველ მაყურებელს შეეძლება საყოფაცხოვრებო ანტენის საშუალებით უყუროს დამატებით 2 ქართულ არხს. რა თქმა უნდა ეს ფაქტი მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს ამ არხებს და შესაბამისად, მათ უკვე გაცილებით ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება მოუწევთ მაყურებლისათვის. მაგალითად "პირველი სტერეოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არხზე გაცილებით მეტ ქართულ მუსიკას დაუთმობენ ადგილს, რათა უცხოეთში მცხოვრებმა მაყურებელმა უფრო კარგად გაიგოს საქართველოს ამბები.

9.11.2006 2008 ვაკის თეატრალური სარდაფი "თეატრალური ეზოს" პრეზენტაციას მოაწყობს

ვაკის თეატრალური სარდაფი ოთხშაბათს "თეატრალური ეზოს" პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება პროექტით "მოცარტის მუსიკა სარდაფის ეზოში" გაიხსნება. პრეზენტაციაზე პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და მის მიერ ჩამოყალიბებული ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კამერული ორკესტრი მოცარტის ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით გაიმართება, მოცარტის დაბადებიდან 250 წლისთავს მიეძღვნება. "თეატრალური ეზო" 250-მდე მაყურებელს იტევს. საპრეზენტაციო ტერიტორია აღჭურვილია ხმის და განათების თანამედროვე აპარატურით, დამონტაჟებულია კინო ეკრანი. უახლესი ტექნოლოგიის საპროექციო აპარატით "თეატრალური ეზო"-ს ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის კულტურული სახის ღონისძიებების მოწყობა.

7.11.2006 2008 ახალი რადიო ძველ FM100.3-ზე

"ფეშენ ბარში" ახალი რადიოტალღის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ახალი რადიო ძველ რადიოტალღაზე 100.3-ზე განთავსდა სადაც წლების წინ რადიო "ევრიკა" მაუწყებლობდა. ახლა კი იქ რადიო "ბითი" დაიქოქა და როგორც ამბობენ "ჰაუზის" "მინიმალის" და "ჩილი აუტის" პოპულარიზაციით იქნებაინ დაკავებულნი ანუ ზუსტად ისეთის როგორიც თანამედროვე ახალგაზრდობას აქვს! - აცხადებენ რადიოს დი ჯეები. - ეს იქნება კლუბური მუსიკის პოპულარიზაციისთვის შექმნილი რადიოტალღა. პრეზენტაციაძე კი სხვადასხვა რეალითი-შოუების ძველი მონაწილენი შეკრებილიყვნენ, რომელთა შორის "მაესტროელი" "ამტანები" სჭარბობდნენ.

7.11.2006 2008 ტელეკომპანია "202" ისევ აღდგებაო

ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ წლამდე ტელეკომპანია "202" კვლავ განაახლებს სამაუწყებლო ეთერს და მაყურებლის წინაშე ახალი, ახალგაზრდული გასართობი გადაცემებით წარსდგება. როგორც ტელეკომპანიის შეფი გოგა კოხრეიძე აცხადებს - არხზე მხოლოდდამხოლოდ ფინასნსური პრობლემები იყო და ამიტომ დაიხურა, და არავითარი სახელისუფლო ჩარევები1 ძალიან მალე არხი ახალი ფორმატით გავა ეთერში. გვპირდება ტელევიზიის ხელმძღვანელობა. რაც შეეხება "202"-ის დაკავებულ თანამფლობელს შალვა რამიშვილს ის კვლავ ციხეში რჩება (შეგახსენებთ, რომ იგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს) კიდევ ორი წლით.

7.11.2006 2008 წელს თბილისს "როკ-ოპერა" ექნება

ყოველშემთხვევისთვის ამას გვპირდება ორი თბილისური სუპერ როკ ჯგუფი "ზღვარი" და "სინათლის წელიწადი", რომელიც არც ისე დიდი პიარით სარგებლობენ, მაგრამ საკმაოდ პოპულარობით თავის მსმენელში. გიგი გეგელაშვილი, სერგი ლომაძე და კახა ბაციკაძე გაერთიანებული ძალებით ცდილობენ ორი წლის შემდეგ პირველი ქართული "როკ-ოპერა" მზად ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს ჯგუფ "ზღვარის" ლიდერი სერგი ლომაძე ჩვენს ჟურნალთან ინტერვიუში აცხადებდა: - ის საქმე რასაც ჩვენ ვიწყებთ ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ ამ "როკ-ოპერას" მაინც გავაკეთებთ! საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანები ძალიან მონდომებულნი არიან ქართულ როკში შექმნან რაღაც ისეთი რაზეც შეიძლება მთელი ევროპაც კი აალაპარაკონ! ჯგუფის წევრებს გამოცემული აქვთ წიგნები, სადაც თავიანთ ნააზრევს პოპილარულ ენაზე გადასცემენ მსმენელს. სხვათაშორის ეს სწორედ ის სკანდალური სერგი ლომაძეა, რომელმაც "მეგა-2002"-ზე "სამკვდრო-სასიცოცხლოდ" გადამტერებულ 2 პოპულარულ ჯგუფს "საუნდს" და "ქუჩის ბიჭებს" (რომლებიც ერთმანეთს "წლის ჯგუფის" "მეგას" მოპოვებაში ეპაექრებოდნენ) სცენიდან მოუწოდა - სისხლს ნუ დაღვრით და ორივე მაგარი ჯგუფი იქნებითო!

7.11.2006 თაკოს და ნინის წასვლას საშველი არ დაადგა

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ორი მშვენიერი მომღერალი ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე ემიგრანტობის გზას ევროპისკენ, კერძოდ გერმანიისკენ დაადგნენ. მომღერალმა დაქალებმა ცოტახნით წაიმუშავეს გერმანიაში, რამდენიმე კონცერტიც გამართეს, როგორც ამბობენ მოწონებაც დაიმსახურეს და სამომავლო გეგმებისთვის ისევ თბილისს დაუბრუნდნენ, მომავალში წასვლის პერსპექტივით. მათ მიერ გერმანიაში ჩაწერილი ინგლისურენოვანი სიმღერა როგორც გაირკვა ამერიკაში ბალანსდება, ხოლო კონკრეტულად რატომ ვერ ან არ მიდიან შეპირებულ "ევროპულ სამსახურში" ნინი და თაკო არ იციან, სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ რაღაცეები უნდა გაირკვეს, დარჩებიან თუ ქართველ ემიგრანტ მომღერალთა სიას თაკოს და ნინის სახელებიც დაემატება ამას ჯერ-ჯერობით ვერ გაიგებთ.

7.11.2006 გალერია "არსში" გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება ორშაბათს, გალერეა "არსში". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შვიდი თანამედროვე მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები. ყველა მათგანს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ქვეყნის მაშტაბით მიწყობილ გამოფენებში. ახალგაზრდა მხატვრთა ჯგუფს სამხატვრო აკადემიის ლექტორი და სიმონ ჯანაშიას სახელობის თბილისის სახელმწოფო მუზეუმის ფოტოგრაფიის რესტავრატორი ფრიდონ ლობჟანიძე ხელმძღვანელობს.

7.11.2006 თბილისი „ევროპულ კინოფესტივალს ბორბლებზე“ უმასპინძლებს

თბილისი ნოემბრის ბოლოს „ევროპულ კინოფესტივალს ბორბლებზე“ უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად თურქეთის ქალაქებში ტარდება, წელს პირველად გადალახავს საზღვარს და ანკარისა და ყარსის შემდეგ ჯერ თბილისს, მერე კი ბაქოს ეწვევა. ფესტივალის მონაწილეები თბილისში 17 ნოემბერს ჩამოვლენ ყარსიდან. საქართველოში მათი მასპინძელია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. საფესტივალო ჩვენებები 17-21 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება.

6.11.2006 ანიმ ანრი "მოატყუა" და გააშიშვლა

დღეს კინოთეატრ "რუსთაველში" წინასწარ დაპიარებული და წინასწარ სკანდალურად მონათლული, ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის "მომატყუე" - პრეზენტაცია შედგა, რომლის რეჟისორიც მომხივბლელი ანი მაღლაკელიძეა. ტრადიციულად სიმღერა კარგია, ისე, როგორც მომღერლის თითქმის ყველა სიმღერა, მაგრამ ინტრიგა კლიპის ეპილოგის 15 წამიან შიშველ კადრებში იდო! დიახ, მედიამ კლიპი სკანდალურად მონათლა, თავად მომღერალი "ამაყობს" რომ: - ის პირველი მამაკაცია ქართულ შოუ-ბიზნესში, რომელმაც გაიხადა და ისე შესძლო კამერის წინაშე გამოჩენა! მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს, რადგან ამ 15 წამის განმავლობაში იქ ისეთი არაფერი ჩანს, უბრალოდ ეულად მოლივლივე ნავში, მიტოვებული, მოკუნტული შიშველი მამამაკცი, ძალიან უბრალო, სადა და მსუბუქი ეროტიული კადრია! ვიმეორებთ მუსიკა, ტექსტი და მთლიანობაში სიმღერა სერიოზული პრეტენტენტია "მეგა-2007"-ზე "წლის საუკეთესო სიმღერის" "მეგას" პრემიის მოპოვებისა. თავად პრეზენტაცია კი, მომღერალმა თავის დაბადების დღეს დაამთხვია, კლიპის ჩვენების შემდეგ ტორტიც გაჭრა და ქართული ღვინოც უმასპინძლა სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ აჩიკო მეფარიძე, ჯაბა ბოჯგუა, კაკი ბოლქვაძე, გიგა კვენეტაძე, ეკა კვალიაშვილი, ანა ჯაკი თავის ექსცენტრიულ, ფრანგ ბაიკერ, ბოიფრენდთან ერთად და სხვა უამრავი ადამიანი. ანი მაღლაკელიძემ ისიც "აღიარა" რომ ბოლო 15 წამიანი კადრი (ანუ სადაც ანრი შიშვლად მოკუნტული ემბრიონს ანსახიარებს) თავად მომღერლის ინიციატივაა! არადა, ვთვლით, რომ გაცილებით ლამაზი და ღირებული კადრებია მთელი კლიპის განმავლობაშია..:)

6.11.2006 შენდეროვიჩი თბილისს ეწვია

ცნობილი რუსი სატირიკოსი, ვიქტორ შენდეროვიჩი ოჯახთან ერთად თბილისს ეწვია. ისინი ჯერ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, საღამოს კი გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე რუსი სატირიკოსის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. საქართველო-რუსეთის გართულებული ურთიერთობების გამო, სტუმრებს თბილისში ჩამოსვლა ერევნის გავლით მოუხდათ. არსებული ვითარების გამო, შენდეროვიჩი საქართველოს მოსახლეობას ორივე ქვეყნის ხელისუფლების სახელით ბოდიშსაც უხდის.

6.11.2006 სალომე: - გქონდეთ ჩემი იმედი!

ინტერნეტ-ჟურნალ "ვარსკვლავების" რუბრიკაში "ინტერვიუები" შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართველი მომღერლის - სალომე გასვიანის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩვენი საიტის მკითხველთათვის

5.11.2006 მოსკოვში ქართული ფილმების ფესტივალი გაიმართება

კინოს მუზეუმი 3-15 ნოემბერს, მოსკოვში კინოთეატრ ,,სალიუტში” ქართული ფილმების ფესტივალს მოაწყობს. როგორც ეროვნული კინოცენტრიდან გვაცნობეს, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 21 ქართული ფილმი მუზეუმის ოქროს ფონდიდან. მათ შორის, ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო"(1928), ოთარ იოსელიანის "ფოთოლცვენა"(1967) თენგიზ აბულაძის ტრილოგია "ვედრება"(1968) "ნატვრის ხე"(1977)"მონანიება"(1985), ასევე რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა"(1965), თემურ ბაბლუანის "უძინართა მზე"(1992) სერგო ფარაჯანოვის ნანა ჯორჯაძისა და სხვა ქართველი რეჟისორების ფილმები.

5.11.2006 რუსთაველის თეატრი "ჰამლეტის" განახლებულ ვერსიას წარმოადგენს

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, პარასკევს უილიამ შექსპირის "ჰამლეტის” ახალი ვერსიის პირველი ჩვენება გაიმართება. 2006-2007 წლის სეზონისთვის რეჟისორი რობერტ სტურუა კვლავ უბრუნდება "ჰამლეტს" და მაყურებელს განახლებულ, ორმოქმედებიან ვარიანტს სთავაზობს. შექსპირის 37 პიესიდან რობერტ სტურუამ ჩვიდმეტის დადგმა უკვე განახორციელა. მისი პირველი "ჰამლეტი" ლონდონში 1992 წელს დაიდგა და შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ეს სპექტაკლი ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილი "ჰამლეტის" საუკეთესო ათეულში შეიყვანა. მეორე "ჰამლეტმა”, რომელიც მოსკოვის "სატირიკონის" თეატრში 1998 წელს გაიმართა, რუსეთის თეატრალური ჯილდო - "ოქროს ნიღაბი" მოიპოვა. მესამე, თბილისური "ჰამლეტი" რუსთაველის თეატრში 2001 წელს დაიდგა. სპექტაკლი წარმოდგენილი იყო ოთხ საერთაშორისო ფესტივალზე. მიმდინარე წელს უნგრეთის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე რუსთაველის თეატრის "ჰამლეტი" საუკეთესო დადგმად აღიარეს.

5.11.2006 თბილისში ცნობილი ბრიტანელი პიანისტი ჩამოდის

ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით 7 ნოემბერს, თბილისში, გამოჩენილი ბრიტანელი პიანისტი ენტონი პიბელსი ჩამოვა. როგორც ბრიტანეთის საბჭოდან გვაცნობეს, იმავე დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ენტონი პიბელსის სოლო კონცერტი გაიმართება. 8 ნოემბერს კი ცნობილი პიანისტი კონსერვატორიაში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მასტერკლასს ჩაატარებს. ენტონი პიბელსი ვენსმინისტერის სკოლისა და კემბრიჯის ტრინიტიეს კოლეჯის კურსდამთავრებულია. მას წარმატებით აქვს ჩატარებული საღამოები 129 ქვეყანაში, რომელთა რიცხვს 2006 წელს რუანდა და თბილისიც შეემატა. თავის ქვეყანაში პიანისტს სოლო კონცერტები შესრულებული აქვს ისეთ ორკესტრებთან, როგორებიცაა ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, სამეფო ფილარმონიის ორკესტრი, ჰეილის, ქალაქ ბირმინგემის სიმფონიური ორკესტრი, ლივერპულის სამეფო ფილარმონია, BBჩ-ს ფილარმონიის ორკესტრი, BBჩ-ს უელსის სიმფონიური ორკესტრი, ლონდონის სიმფონიური ორკესტრი და სხვა. პიბელსმა ახლახანს ჩაწერა შუბერტის 55 სიმღერა სოლო ფორტეპიანოსათვის ლისტის არანჟირებით, ასევე, მენდელსონის 9 და შუმანის 12 სიმღერა ლისტის არანჟირებით, რომლებიც გამოშვებული იქნება 2007 წელს.

5.11.2006 თბილისს ფრანგი კინოდოკუმენტალისტი ჟოელ სტეშელი ეწვევა

ნოემბრის ბოლოს თბილისს ფრანგი კინოდოკუმენტალისტი ჟოელ სტეშელი ეწვევა, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე ფრანგული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში პარიზისადმი მიძღვნილ ოთხ საღამოს გამართავს. როგორც ალექსანდრე დიუმას სახელობის საფრანგეთის კულტურის ცენტრიდან გვაცნობეს, აღნიშნული ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ტარდება, წელს 2 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. მასში 33 დოკუმენტური ფილმი მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ "რუსთაველში" უკვე ნაჩვენები იქნა ცნობილი რეჟისორის, პატრიკ კაზალსის ბოლო ფილმი "რუბენ მამულიანი, ბროდვეისა და ჰოლივუდის ოქროს ხანა". მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება 11 ფილმი, რომელიც ბიურენის, დეგას, შაგალისა და სხვათა შემოქმედებას, ასევე ფრანგულ სამზარეულოს ეხება. ფილმების ჩვენება ,,კინოს სახლშიც” გაიმართება, რომელიც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კინოდოკუმენტალისტების 12 ფილმს უმასპინძლებს. ფესტივალი საფრანგეთში 2000 წლიდან ტარდება. მისი მიზანი კინოდოკუმენტალისტიკის ფართო მასებისათვის გაცნობაა.

1.11.2006 "მეგა-2007" მაისისთვის დაიგეგმა

საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-8 ცერემონიალი სავარაუდოდ 2007 წლის მაისის ბოლოს ახლადგანახლებულ კლუბ "16 რაუნდში" გაიმართება. როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს: - მიუხედავად ყველაფრისა, უკვე მე-8 წელიწადია "მეგა" იმ ადამიანთა ღვაწლისა და შრომის დაფასებას ცდილობს, რომლებმაც თუნდაც ძველად და თუნდაც ახლა, ქართველი მსმენელის მოწონება ამათუიმ ასპექტში დაიმსახურა. ასე გავაგრძელებთ მანამ სანამ საქართველო იარსებებს! მსგავსი სახის ხმამაღალი განცხადებები საორგანიზაციო კომიტეტს ადრეც გაუკეთებია და კრიტიკაც დაუმსახურებია, რაც ძირითადად კონკრეტული მიზეზებით იყო გამოწვეული, მაგრამ როგორც ჩანს "მეგას" საორგანიზაციო კომიტეტი აგერ უკვე მე-8 წელია პრინციპულად უდგება საკითხს და დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ქართული მუსიკალური პრემიის "მეგას" მფლობელები არიან ნანი ბრეგვაძე, სოსო პავლიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თამარ ჭოხონელიძე, ტრიო "სიმი", თემურ წიკლაური და სხვა უამრავი. მათ შორის არიანა ხალი თაობის ვარსკვლავებიც ქეთა თოფურია, დათო ხუჯაძდა სხები. ცერემონიალი მომავალი წლის მაისის ბოლოს ალბათ კვლავ ტრადიციულად სკანდალებით ჩაივლის.

1.11.2006 ლალი მაროშკინა კრივში გადაეშვა

ცნობილი ტელე-წამყვანი, მომხიბვლელი ქალბატონი ბოლოს ფართო საზოგადოების წინაშე ჯაბა ბოჯგუას სოლო-კონცერტის დროს, წამყვანად მოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ რუს-ქართველა ლალი ძალზედ განიცდის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას, ცდილობს, რომ ეს სახეზე არ შეიტყოს და ახალი ძალებითა და ენერგიით შეუდგეს ახალ საქმეებს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს - ლალი მაროშკინა ამიერიდან მოკრივე გიორგი კანდელაკის სახელობის ვერის დარბაზში არსებული "ბოქსინგ კლუბის" ვიცე-პრეზიდენტად მოგვევლინა და აწი ყოველ შაბათს კრივის დარბაზში პროფესიონალური შეჯიბრებების ორგანიზაციული ხელმძღვანელი იქნება. ლალი იმედით და მონდომებით ამბობს, რომ ის და მთელი კრივის სამყარო ეცდება 32 წლის გიორგი კანდელაკი პროფესიონალურ კრივში დააბრუნოს. პარალელურად ლალი მაროშკინა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საახალწლოდ ახალი საავტორო გადაცემის შექმნის შესახებ, რომელიც მთლად პოლიტიზირებულიც არ იქნება.

29.10.2006 "კოსმოპოლიტენის" "მეგა-ფართი"

დღეს საღამოს სავაჭრო-ცენტრ "მეგალაინის" ფოიეში ქართული ჟურნალ "კოსმოპოლიტენის" ახალი ნომრის პრეზენტაცია და გასული - სექტემბრის თვის კოსმო-გოგონას არჩევის ცერემონია გაიმართა. ასევე გამოვლინდა სპეც-კონკურსებში გამარჯვებული მკითხველი, რომლებიც ჟურნალის რედაქციამ და სპონსორებმა სპეც-საჩუქრებით დააჯილდოვეს (სხვათაშორის ქალისთვის გამოსადეგი ნივთებით). ქალთა ჟურნალი "კოსმოპოლიტენი" აპრილის თვიდან გამოდის და თავისი მკითხველი უკვე შეიძინა, მსოფლიო ბრენდმა თავის საქმე გაკეთა და დღეს ქართველ ქალებთან ერთად ამ ჟურნალს მამაკაცებიც სიამოვნებით კითხულობენ, რადგან იცოდე რა სურთ ქალებს, ეს შეიძლება მას შემდეგ გაიგო კაცმა, როცა გაიგებ - რატომ სურთ ეს ქალებს..:) "კოსმო-ფართიზე" (რომელიც სხვათაშორის ტრადიციად იქცა) სპეციალური საჩუქრები გაათამაშეს დამსწრე საზოგადოებისთვის. თავად ჟურნალი კი (რომელიც თავის მხრივ კიდევ 28 გვერდით გაიზარდა) რამდენიმე დღეში გამოვა გაყიდვაში.

31.10.2006 რუსთაველის თეატრი "ჰამლეტის” განახლებულ ვერსიას წარმოადგენს

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, პარასკევს უილიამ შექსპირის "ჰამლეტის” ახალი ვერსიის პირველი ჩვენება გაიმართება. როგორც თეატრიდან გვაცნობეს, 2006-2007 წლის სეზონისთვის რეჟისორი რობერტ სტურუა კვლავ უბრუნდება "ჰამლეტს" და მაყურებელს განახლებულ, ორმოქმედებიან ვარიანტს სთავაზობს. შექსპირის 37 პიესიდან რობერტ სტურუამ ჩვიდმეტის დადგმა უკვე განახორციელა. მისი პირველი "ჰამლეტი" ლონდონში 1992 წელს დაიდგა და შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ეს სპექტაკლი ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილი "ჰამლეტის" საუკეთესო ათეულში შეიყვანა. მეორე "ჰამლეტმა”, რომელიც მოსკოვის "სატირიკონის" თეატრში 1998 წელს გაიმართა, რუსეთის თეატრალური ჯილდო - "ოქროს ნიღაბი" მოიპოვა. მესამე, თბილისური "ჰამლეტი" რუსთაველის თეატრში 2001 წელს დაიდგა. სპექტაკლი წარმოდგენილი იყო ოთხ საერთაშორისო ფესტივალზე. მიმდინარე წელს უნგრეთის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე რუსთაველის თეატრის "ჰამლეტი" საუკეთესო დადგმად აღიარეს.

31.10.2006 კონსერვატორიაში კონცერტ-გამოფენა "ბგერა და ფერი” ჩატარდება

კონცერტ-გამოფენა - "ბგერა და ფერი" გაიმართება 9 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. როგორც კონსერვატორიიდან გვაცნობეს, კონცერტ-გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური უნივერსიტეტის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ღონისძიების ფარგლებში კონსერვატორიის სტუდენტების მიერ შესრულებულ შოპენის, რაველის, დებიუსის, პროკოფიევის, სკრიაბინის, რახმანინოვის, შედრინის, კარდიოს, ბულეზის და პიაცოლას ნაწარმოებების ფონზე გაიმართება სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ფერწერული ტილოების გამოფენა. აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს სამი უმაღლესი სასწავლებლის დაახლოებას, ასევე, სტუდენტების სტიმულირებას თავიანთ პროფესიაში.

31.10.2006 პოლიციამ "ნოა-ნოას" დირექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბ 'ნოა-ნოას' დირექტორი გიორგი გაბუნია დააკავა. წინასწარი მონაცემებით, გაბუნიას დაკავება ნარკოტიკებს უკავშირდება; სამართალდამცველებმა 40 გრამი ჰეროინი ამოიღეს. კლუბის არც ერთ თანამშრომელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

30.10.2006 რუსი მსახიობი ქართველების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს

რუსმა მსახიობმა ოლგა ბუდინამ სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. რუსულ-ქართული ურთიერთობების კომენტირებისას ბუდინამ განაცხადა: - მე რუსულ-ქართული ურთიერთობებით შეშფოთებული ვარ. მე ვიცი, რომ სტანისლავ სადალსკიმ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა. ვაპირებ მივბაძო სადალსკის.

30.10.2006 ნინამ კალათბურთისთვის მოიცალა

ფეხბურთის ნაკრების ჰიმნის ჩაწერის შემდეგ, კალათბურთის ფანებმაც გადაწყვიტეს - ჩვენ რითა ვართ ნაკლები გულშემატკივრებიო და რეჟისორ ნიკა ხომასურიძის მონდომებით "სუპერ-ლიგის" მუსიკალური ჰიმნი შექმნეს ვიდეორგოლთან ერთად. დათო ფორჩხიძე, რეპერი ძვალი, თიელი... და კიდევ მომღერალი ნიკა წკრიალაშვილი, დიახ... ნინა კალათბურთის ფანიც გახდა და ამჯერად საქართველოს საკლათბურთო ნაკრებს მეგობრებთან ერთად უმღერის " - მე ვირჩევ სუპერ-ლიგას" ასე ქვია კლიპს, რომლის გადაღებებიც ახლახანს დამთავრდა, სპორტის საახლეში. სავარაუდოა, რომ ამ სიმღერასაც იგივე წარმატება ელის რაც ფეხბურთის ნაკრებისადმი მიძღვნილ ჰიმნს, მაგრამ სასურველია იგივე "წარმატების წყალი" კალათბურთელებს თამაშში არ გადასხმოდეთ, რაც ქართველ ფეხბურთელებს.

30.10.2006 ქეთი გომართელი შეიცვალა

მცირე ხნიანი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, "წლის სიმპათიის" "მეგას" პრემიის მფლობელი ახალგაზრდა მომღერალი ქეთი გომართელი მუსიკალურ გზაზე ოდნავ შეყოვნდა, რის მიზეზითაც გადაიდო ამიკოსთან დუეტის ჩაწერაც. ამჯერად იმიჯშეცვლილი ქეთი გომართელი სტუდიაში ავთო ბადუაშვილის ახალ სიმღერაზე მუშაობს და სავარაუდოდ, ერთ ახალ კლიპსაც შესთავაზებს მაყურებელს. მომღერალმა ბოლო დროს დანიშნული სპეც-დიეტის წყალობით რამდენიმე მომატებული კილოგრამი დაიკლო და ახალი ვარცხნილობაც მოირგო სახეზე.

30.10.2006 ანრი ჯოხაძე გაყინვას გადაურჩა

როგორც ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის მკითხველმა უკვე იცის წლის საუკეთესო მომღერლის "მეგას" პრემიის მფლობელი, მომღერალი ანრი ჯოხაძე სერიოზულად ემზადება 6 დეკემბერს, ფილარმონიაში დაგეგმილი სოლო კონცერტის ჩასატარებლად, რომელიც მან წმ.ანრიას ხსენების დღეს დაამთხვია. პარალელურად კი მომღერალი ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს და უკვე ამთავრებს მორიგი კლიპის გადაღებას, უცვლელ რეჟისორ ანრი მაღლაკელიძესთან ერთად! მუსიკა ანრის დედამ ქ-ონმა რუსუდან ჩხაიძემ დაწერა, ტექსტი ბერდია ბერიაშვილს ეკუთვნის. გადაღებები კი თბილისის ზღვაზე ექსტრემალურ სიტუაციაში, შუაღამისას მიმდინარეობდა და კონიაკ-გადაკრული ანრი იმ სიცივეში კბილს-კბილზე არაკუნებდა (გაყინულ წყალში თეთრ როიალს მიმჯდარი) და ისე მღეროდა თავგამოდებით და თავის სტიქიაში გადაფრენილი. ანი მაღლაკელიძემ განმარტა, რომ მომღერალს არანაკლებ "შესაციებელი" გადაღებები ელის უფლისციხეში და მცხეთაში. როგორც ანი ამბობს, ანრის ახალი კლიპი საეთეროდ მაქსიმუმ ერთ თვეში იქნება მზად.

27.10.2006 რევაზ ამაშუკელი მოდულში დაკითხვაზე დაიბარეს

ქართველი მწერალი რევაზ ამაშუკელი დღეს შსს-ს მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მწერალი აცხადებს, რომ ძალოვნებს მასთან შეკითხვები ირაკლი ბათიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ. გამოძიება ამაშუკელის მობილური ტელეფონით განხორციელებული ზარებით დაინტერესდა. რევაზ ამაშუკელი მის დაკითხვას კონკრეტულ მიზეზს უძებნის და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მისთვის მინიჭებული პრემიის გაუქმება სურს. " - ცოტა ჭკუას მოეგოს ხელისუფლება ინტელიგენციის მიმართ დამოკიდებულებაში. მე ვიცი, რომ მათ გრატების შეწყვეტა აქვთ გამიზნული. გუშინ ვიყავი ბანკში და ის 400 ლარი, რომელიც მე - რუსთაველის პრემიის ლაურეატს მეკუთვნის, არ მომცეს. როგორც ჩანს, ახლა ამის გაუქმებაც სურთ. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ინტელიგენცია პოლიტიკური პარტია არ არის და მას ბევრჯერ უთქვამს თავისი სიტყვა" - განაცხადა რევაზ ამაშუკელმა.

25.10.2006 დალჰალას ფესტივალზე ქართულმა საოპერო დასმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი ხუთშაბათს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის საოპერო დასს შეხვდება. სამინისტროს საპრეზენტაციო დარბაზში მედიისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართება შვედეთის ქალაქ დალჰალას თეატრალური ფესტივალის ამსახველი ვიდეო-მასალის პრეზენტაცია, სადაც ქართველებმა კამილ სენ-სანსის “სამსონის და დალილა”-ს და ჯუზეპე ვერდის “ტრუბადური”-ს შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. როგორც პრაიმ-ნიუსს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ოპერის თეატრის განახლებული დასისთვის ეს იყო პირველი მასშტაბური გასტროლი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ოპერის სიმფონიური ორკესტრი, გუნდი და რამდენიმე სოლისტი. შეხვედრაზე მინისტრი გიორგი გაბაშვილი, ოპერის გენერალური დირექტორი დათო საყვარელიძე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი თეატრის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. დალჰალას ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტულია მსოფლიო მასშტაბით. პირველი კონცერტი დალჰალაში 1993 წელს გაიმართა. მას შემდეგ ფესტივალს მაღალი კლასის რეიტინგული მუსიკოსები და მუსიკალური კოლექტივები სტუმრობენ.

25.10.2006 ოპერისა და ბალეტის თეატრში ხუთშაბათს საბალეტო დასის პრემიერა გაიმართება

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 26, 27, 28, 29 ოქტომბერს პრემიერა გაიმართება. საპრემიერო ჩვენებაზე საბალეტო დასი მაყურებელისთვის პაულის "კონსერვატორიასა” და მესაჟეს "ორ მტრედს” წარმოადგენს. ამის შესახებ საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენცია განაცხადა. ანანიაშვილის თქმით, ეს ბალეტები ოქროს ფონდში ჩაწერილი კლასიკური სპექტაკლებია, რომელიც იმპრესიონისტი მხატვარის დეგას სურათების ანალოგს წარმოადგენს. დასი პრემიერისთვის ქორეოგრაფიაში უცხოეთიდან მოწვეულმა ბალეტმაისტერებმა მოამზადეს. წარმოდგენის დამდგმელი დირიჯორია ზაზა კალმახელიძე. კოსტიუმები და დეკორაციები ცნობილ დიზაინერს ალექსანდრე ვასილიევს ეკუთვნის.

25.10.2006 ვაკის თეატრალურ სარდაფში ოთხშაბათს მეათე საიუბილეო სეზონი გაიხსნება

თეატრალური სარდაფი ვაკეში, ოთხშაბათს მეათე საიუბილეო სეზონს გახსნის. როგორც თეატრის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება რეჟისორ მოლი ლაონსის სპექტაკლი "ყველაზე სახელგანთქმული ქალი”. წარმოდგენა ფესტივალ "საჩუქარის" ფარგლებში გაიმართება. ახალ სეზონზე თეატრი მაყურებელს პრემიერასაც შესთავაზებს. რეჟისორ ოთარ ეგაძის მიერ დადგმული სპექტაკლი "ჭკუისა მჭირს", გამოჩენილი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ამასთან, თეატრის ხელმძღვანელობა "თეატრალურ ეზოში”, რომელიც სარდაფის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კვირის წინ გაიხსნა, კინოსა და კლიპების პრეზენტაციასა და კულტურულ ღონისძიებათა საღამოების ჩატარებას გეგმავს.

24.10.2006 კლუბი "ბერიკონი" იხურება

როგორც ჩვენთვის პირველწყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა ამა წლის 12 ნოემბერს პოპულარული კლუბი "ბერიკონი" არსებობას საბოლოოდ შეწყვეტს. როგორც "ვარსკვლავებთან" ექსკლუზიური კომენტარისას კლუბის მთავარმა მენეჯერმა ეკა ჩიტაშვილმა განაცხადა - 12 ნოემბერს კლუბი უკანასკნელ ღონისძიებას ჩაატარებს, რის შემდეგაც მისი დაშლა-დანგრევა დაიწყება და ამ ადგილზე დიდი კაზინოს აშენება იგეგმება! უნდა აღინიშნოს, რომ "ბერიკონი" ერთდერთი ამ ტიპის დაწესებულებაა თბილისში სადაც 350-მდე ადამიანი ეტევა და კლუბური ცხოვრების წესი არ ირღვევა, ამიტომ ბევრი პრომოუტერი უკვე საფიქრალშია სად აამუშაოს თავისი ბიზნესი, რადგან თუნდაც მინი-კონცერტის, პრეზენტაციების, მოდების ჩვენებების ჩატარება "ბერიკონში" ყველაზე ინტენსიურად ხდებოდა! ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ პრომოუტერი ეკა ჩიტაშვილი მომავალი წლის მაისის თვისთვის კლუბ "16 რაუნდის" აღდგენას აპირებს, რომელიც ამჯერად სულ სხვა ადგილზე და სულ სხვა, განახლებული ინტერიერით აშენდება! (სავარაუდოდ საბურთალოზე).

24.10.2006 "რონდო" პოლიტიკამ "შეიწირა"

რუსეთ-საქართველოს დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ რომ მოსკოვში მოღვაწე მუსიკოს ქართველებს პრობლემები შეუქმნა ამაზე ჩვენი საიტი ბევრს წერდა, როგორც აღმოჩნდა ამ დიდ დომხალიზაციაში ქართული ჯგუფი "რონდოც" დაზარალდა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რუსეთში ქ.პიატიგორსკში დაბადებული მარი სამხარაული დედამ რომელიც რუსეთში ცხოვრობს სამშობლოში წაიყვანა, დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო და შესაბამისად "რონდოსაც" გადახალისება დასჭირდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამჯერად მომხიბვლელი მარის ჯგუფიდან იძულებით წასვლას არ მოჰყოლია ახალი წევრის ძებნა, რადგან კანდიდატურა თავად გამოჩნდა და ეს ძველი "რონდოელი" ახლა უკვე ქმარ-შვილიანი და კიდევ უფრო გალამაზებული მაია ჩიქოვანი დაბრუნდა. ის გოგონებთან ერთად უკვე გამოვიდა რამდენიმე კონცერტზე და მსმენელის აპლოდისმენტებიც მხურვალედ დაიმსახურა!

24.10.2006 თაღლითი "გიორგი ახვლედიანი" დაკავებულია

თაღლითი, რომელიც გიორგი ახვლედიანის სახელით მოქმედებდა, დაკავებულია. თბილისის პოლიციის სამმართველოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციის მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია დავით ჩხეტიანი. ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჩხეტიანი ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა სახლებსა და სახლ-მუზეუმებში შედიოდა და ოჯახის წევრების ნდობით სარგებლობდა, რის შემდეგაც გაჰქონდა ძვირად ღირებული, ანტიკვარული ნივთები. შემდგომში მოპარულ ნივთებს ჩხეტიანი სხვადასხვა ბაზრობაზე ყიდდა. ამ დროისათვის აღძრულია 14 სისხლის სამართლის საქმე. ქადაგიძის თქმით, ეჭვმიტანილი თითქმის ყველა დაზარალებულმა ამოიცნო. მოპარული ნივთების ნაწილი ამოღებულია. პოლიციამ დაკავებულის აღიარებითი ჩვენების ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ეჭვმიტანილი დეტალურად ყვება ძარცვის შესახებ.

23.10.2006 "საპატრიარქო" "ჯეობარი-3" წინააღმდეგია

წლის საუკეთესო ტელე-პროექტის "მეგას" ტიტულის მფლობელი გადაცემა "ჯეობარს" საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია კვლავ ნეგატიურად აფასებს და პრესაში აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი ქართველი ახალგაზრდობის ცნობიერების ნგრევას უწყობს ხელს. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ზურა ცხოვრებაძე ამბობს, რომ საპატრიარქო ალბათ მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ქართულ რეალურ ტელე-შოუებთან დაკავშირებით: - ჯერ კიდევ "ამტანიდან" მოყოლებული ვაცხადებდით რომ არ შეიძლება მსგავსი სახის გადაცემები, ადამიანების შინაგანი ცხოვრება ამ დონზე პირადული და სახდლხო გახდეს, რადგან კატეგორიული წინაღმდეგნი ვართ იმ ახალგაზრდული ცნობიერებისა რასაც შოუს მონაწილეები ავლენენ. თავის დროზე მართმადიდებლერ მშობელთა კავშირი აქციებსაც კი აწყობდა ტელეკომპანია "რუსთავი-2:-ს წინ მოთხოვნით დახურულიყო ეს პროექტი, მაგრამ - "ჯეობარი-3" უკვე სერიოზულად უკვე დაიქოქა.

23.10.2006 თაღლითი მუზეუმებს ძარცვავს

ინტელექტუალი ქურდი, რომელიც თავს გიორგი ახვლედიანად აფასებს, ტიციან ტაბიძის სახლშიც იმყოფებოდა. მისი ამოცნობა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ შეძლეს, რაც ქურდობაში ეჭვმიტანილის სურათი რუსთავი2-ის ეთერით აჩვენეს. ფოტო თაღლითს სრულიად შემთხვევით გადაუღო იმ მუზეუმის თანამშრომელმა, რომლის გაქურდვასაც ის გეგმავდა. თაღლითი ძირითადად სხვადასხვა ცნობილ ოჯახში მერიისა და ბიზნესმენების სახელით შედიოდა. ბოლო ათი დღის განმავლობაში მან ოცამდე ოჯახიდან მოახერხა ძვირფასი ნივთების წაღება. ინფორმაცია "რუსთავი-2"-დან

23.10.2006 "ა-სტუდიოს" ახალი კლიპი

ჯგუფში ქეთა თოფურიას გადასვლის შემდეგ უდაოდ თვალშისაცემია მათი ახალი წარმატებები და ამას ყველაზე კარგად "ულეტაიუს" მოსმენის დროს ხვდება მსმენელი, სიმღერის, რომელიც ქეთას ჯგუფში გადასვლის შემდეგ პირველივე ჰიტი იყო, სიმღერაც და კლიპიც. რამდენიმე თვის წინ ჯგუფში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ (როგორც იცით უბედური შემთხვევის გამო ავტოავარიაში დაიღუპა "ა-სტუდიოს" ერთ-ერთი ძველი წევრი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად) გადატანილი შოკი ნელ-ნელა ნელდება და დაღუპული წევრის მაგივრად ჯგუფში შესული მისი 17 წლის შვილთან ერთად უკვე ახალი სიმღერა ჩაიწერა და კლიპიც გამოვიდა, რომელიც 60-ანი წლების რეტრო სტილშია გადაწყვეტილი. სიმღერას "კიდევ მიყვარხარ" ჰქვია და მისი ავტორი იგივე კომპოზიტორია რომელმაც "ულეტაიუ" დაწერა, ეს სიმღერის გაჰიტების დიდი გარანტიაა!

23.10.2006 "პატარა ბაჩო" დიდი ბრიტანეთისკენ "იქაჩება"

პატარა პოპულარული ბიჭუნა, რომელიც სცენაზე 3 წლიდან დგას, ბოლო 2 წელია ახალი სიმღერების ჩაწერით აქამდე თავს მაინდამაინც არ იწუხებდა, მაგრამ როგორც მისმა ამ ზაფხულის ტურნეებმა აჩვენა, ხალხს მისი ახალი სიმღერების მოსმენის მოთხოვნილება გაუჩნდა და სწორედ ამიტომ, თავის უფროს მეგობრებთან ერთად და მათი დახმარებით ბაჩო ახალი, მე-3 ალბომისთვის სიმღერების ჩაწერას გეგმავს. პატარა მომღერალი რომელიც წელს 26 აგვისტოს 11 წლის გახდა, სცენიდან სწორედ მაშინ "გაუჩინარდა" როცა ეს ყველაზე გამართლებული იყო - "წავიდა" რათა დარჩენილიყო, რადგან ფაქტია, რომ ყველა გასვლითი საკონცერთო ტურნე "ბაჩო და მისი მეგობრების" აბრევიატურით ყოველთვის ანშლაგებით ტარდება! ამ პერიოდის განმავლობაში ბაჩო ინტენსიურ მომზადების კურსს გადის ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებაში და მომავალში დიდი ბრიტანეთისკენ სასწავლებლად გამგზავრებას გეგმავს, რათა პროფესიული და უმაღლესი განათლება სწორედ ამ ქვეყანაში მიიღოს. პატარა მომღერალს ძალიან ხშირად ურეკავენ და დახმარებას სთხოვენ ხოლმე თარჯმნად მისი უფროსი მეგობრები. ფოტოზე: ბაჩო და საქართველოს განათლების მინისტრი კახა ლომაია

23.10.2006 "პრარაბი" ამიკო დიდ "ჩალიჩშია"

წლის საუკეთესო სიმღერის "მეგას" ტიტულის მფლობელი 2006 წელს, რეპერი ამიკო (ამირან ჯანელიძე) თავის აქტიური მოქმედების ფაზას ნელ-ნელა მოსწყდა რისთვისაც ობიექტური მიზეზი აქვს, მან "პრარაბობა" შეითავსა :) დიახ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამიკო "პრარაბი" გახდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის საკუთარი სტუდიის მშნებლობაზე ადგას თავზე მუშებს და პროფესიონალი "პრარაბივით" იძლევა რჩევებს, როგორც ყველა ამ პროფესიის ადამიანს - ამიკოსაც ნერვებს უშლიან მუშები, - კაცი გავგიჟდი, აღარ შემიძლია ამათი დევნაო, გააფთრებული ყვიროდა რეპერი! არადა რეპერი საკუთარი სტუდიის ბაზაზე უკვე იწყებს ახალი სიმღერების ჩაწერას. გავრცელდა ერთი საიდუმლო ინფორმაციაც - ამიკო, ერთ-ერთ პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში ღებულობს მონაწილეობასო! რა როლი და მისია აკისრია ახალგაზრდა რეპერს მეტსახელად "მე არ დაგანებებ თავს" :) ამას მხოლოდ რამდენიმე ხანში გავიგებთ! ფოტოზე: - ამიკო თავის უკრაინელ ქართველ ფანთან - სოფოსთან ერთად!

22.10.2006 დედაქალაქში "თბილისობა-2006”-ს აღნიშნავენ

"თბილისობა – 2006”-სადმი მიძღვნილი ღონისძიებები შაბათს, 11.00 საათიდან, კერძო სკოლების მოსწავლეთა საკონცერტო სანახაობებით რიყედან დაიწყო. დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტები პარალელურად აბანოთუბანშიც მიმდინარეობს, რომელსაც თბილისში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები და თბილისის სხვადასხვა საბავშვო ანსამბლები წარმოადგენენ. მათთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, აგრეთვე ჯამბაზები, ილუზიონისტები, თოჯინებისა და თითების თეატრის დასები. 14.00 საათისთვის აბანოთუბანში, ერთ-ერთ სცენაზე, მოეწყობა ე.წ. ვარცხნილობათა ჩვენება. "საქართველოს დალაქთა და კოსმეტოლოგთა ასოციაციის~ ორგანიზებით, საგანგებოდ შერჩეული ქალბატონები, მე-XIX საუკუნის და თანამედროვე საქართველოში გავრცელებულ ვარცხნილობებს წარმოადგენენ. ამასთან, 13:00 საათიდან, თბილისში იმოძრავებს ღია ავტობუსები ყარაჩოხელებით და მედუდუკეებით, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში “თბილისობა-2005”-ის დროს დაწურული ღვინის დეგუსტაციას მოახდენენ. ავტობუსი გაფორმებული იქნება ხალიჩებით, ხურჯინებით, ჩურჩხელებით, გაშლილი სუფრით. 15.00 საათიდან ირაკლი ჩარკვიანის სახელობის ფონდის ორგანიზებით რიყეზე გაიმართება კონცერტი ცოცხალი შესრულებით. "თბილისობასთან” დაკავშირებული გასართობი სანახაობები კვირას, რიყეზე 13.00 საათიდან გაგრძელდება, სადაც ტრადიციულად დამზადდება ჩურჩხელები, მოეწყობა ყვავილების გამოფენა და შემოდგომის თბილისის ამსახველი სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. 13:00 საათზე რიყედან თბილისის ისტორიულ უბნებში გაემგზავრება რამდენიმე ავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას თბილისის ძველ უბნებს დაათვალიერებინებს. ექსკურსიის მონაწილეებს ამ დღეს საგანგებოდ გიდებიც მოემსახურებიან. პარალელურად იპოდრომზე გაიმართება შეჯიბრი ბაზიერთა შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ბაზიერები. ისინი ცოცხალ ფრინველზე ინადირებენ მიმინოებით. გამარჯვებული დაჯილდოვდება ვახტანგ გორგასლის თასით. 15.00 საათიდან კი "თბილისობის” ოფიციალური ნაწილი რიყეზე საზეიმო კონცერტით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი "რუსთავი" სიმფონიური ორკესტრი ავთანდილ მამაცაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის მუნიციპალური ორკესტრი "ბიგ-ბენდი" აგრეთვე ბატონები გურამ საღარაძე და გიზო ნიშნიანიძე, ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალძე, გიო ხუციშვილი, ნატო გელაშვილი და სხვები. კონცერტს წარუძღვება მსახიობი ალეკო თეთრაშვილი. კონცერტის დასასრულს, 18.00 საათზე, თბილისის მერი გიგი უგულავა 2006 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოვებს. "თბილისობის” დღესასწაული დედაქალაქში მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან აღინიშნება.

22.10.2006 თეატრალური სარდაფი ვაკეში მეათე საიუბილეო სეზონს გახსნის

თეატრალური სარდაფი ვაკეში, 25 ოქტომბერს, მეათე საიუბილეო სეზონს გახსნის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სეზონის გახსნის დღეს თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ მოლი ლაონსის სპექტაკლი ,"ყველაზე სახელგანთქმული ქალი”, რომელიც ფესტივალ "საჩუქარის" ფარგლებში გაიმართება. ახალ სეზონზე თეატრი მაყურებელს პრემიერასაც შესთავაზებს. რეჟისორ ოთარ ეგაძის მიერ დადგმული სპექტაკლი "ჭკუისა მჭირს", მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ამასთან, თეატრალური სარდაფის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა "თეატრალური ეზო", სადაც დიდი ეკრანია დამონტაჟებული. "თეატრალურ ეზოში” მოეწყობა კინოსა და კლიპების პრეზენტაცია, ასევე, ჩატარდება კულტურულ ღონისძიებათა საღამოები.

22.10.2006 “იმედიდან” “მზეზე”

თავის დროზე ტელეკომპანია “202”_დან წამოსულმა გუნდმა, რომლებშიც ამ ტელეკომპანიის ცნობილი სახეები ნიკა ქავთარაძე, შონზო, ზვიო, გიგა ნასარიძე და სხვები შედიოდნენ ტელე “იმედში” დაიდეს ბინა და მოკლე დროში მაყურებელს რამდენიმე რეიტინგული გადაცემაც შესთავაზეს “ნიკა ქავთარაძის შოუსა” და “ლიმონის” სახით. თუმც კი არც ერთი გადაცემა სექტემბრიდამ ამ არხის ეთერში აღარ გასულა. ტელე იმედის გასართობი გადაცემები ახალი სეზონიდან “ჭიჭიკოს და ბიჭიკოს” შოუმ შეცვალა. ყოფილმა “202”-ელებმა კი დემონსტრაციულად დატოვეს ტელე “იმედი” და ახალი იუმორისტული შოუების განხორცილებას უკვე “მზის” ეთერში გეგმავენ. მათი განცხადებით ისინი ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობენ, რომლეებსაც სულ მალე “მზის” ეთერში ვიხილავთ. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ჯგუფთან ერთად ტელე “იმედი” ვაკაჭიმაც დატოვა. მანაც თავისი შოუების განხორციელება ასევე “მზეში” გადაწყვიტა. რაც იმას ნიშნავს რომ ტელეკომპანია “მზე”_ში სულ მალე გასართობი შოუების ბუმი იქნება.

20.10.2006 მომღერალმა ნინო კოხტაშვილმა კონტრქტი გააფორმა

მომღერალმა ნინო კოხტაშვილმა კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდია ,"მიქსის” მენეჯერ ლევან ლომაშვილთან და ლევანი უძღვება ნინოს საპროდიუსერო საქმიანობას. ნინომ უკვე ჩაწერა ახალი სიმღერა - "დრო შეგვახვედრებს ისევ” მუსიკის ავტორი ნინოა ხოლო ტექსტი დაწერილია მისი დის მაიკო კოხტაშვილის მიერ. უახლოეს მომავალში დამთავრდება კლიპი სიმღერაზე "თბილისო,” რემელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა რადიო სადგურებში. ნინოს უახლოეს გეგმებში შედის ორი დუეტი ცნობილ მომღერლებთან, რომელთა გვარებს ჯერ-ჯერობით სიურპრიზათ უტოვებს თავის მსმენელს. ასევე იგეგმება ნინოს ორი მუსიკალური ალბომის გამოშვება. პირველ ალბომში შესული იქნება მხოლოდ ქართულ ენოვანი სიმღერები, ხოლო შემდეგ გამოვა უცხოენოვანი ალბომი, რომელიც გათვლილი იქნება ძირითადად უცხოელი მსმენელისთვის. მასში შევა სხვადასხვა ცნობილი და ნინოს საავტორო სიმღერები რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, ბერძნულ, ესპანურ, გერმანულ და იტალიურ ენებზე. პარალელურად მისი პროდიუსერი მუშაობს ნინოს რომელიმე საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. სავარაუდოდ ეს მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. სხვა ინფორმაციის მიღება მომღერლის შესახებ შესაძლებელია მისი ვებ-გვერდის მეშვეობით.

19.10.2006 "თბილისობა-2006” 21-22 ოქტომბერს აღინიშნება

"თბილისობა –2006” 21-22 ოქტომბერს აბანოთუბანში და რიყეზე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება. გასართობი სანახაობები აბანოთუბანში, შაბათს, 12.00 საათიდან დაიწყება, აქვე მოეწყობა "თბილისობა 2005”-ის დღესასწაულზე გიგანტურ საწნახელში დაწურული ღვინის დეგუსტაცია, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში გაგრძელდება. "თბილისობის” ფარგლებში კვირას, იპოდრომზე, 11.00 საათიდან დაგეგმილია ქართველ ბაზიერთა ნადირობა მიმინოებით. ამასთან, 13.00 საათიდან რიყეზე მოეწყობა ექსკურსიები ძველ თბილისში, 15.00 საათიდან კი საზეიმო კონცერტი. ღონისძიება რიყეზე 18.00 საათამდე გაგრძელდება, დღის ბოლოს დედაქალაქის მერია თბილისის საპატიო მოქალაქეებს აირჩევს. "თბილისობის” დღესასწაული დედაქალაქში მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან აღინიშნება.

19.10.2006 "ფიროსმანის მაგიდა" დაიწყო

ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა - “საუბრები ფიროსმანის მაგიდასთან” და ღონისძიება სახელწოდებით "შეხვედრა ფიროსმანთან” მოეწყობა, 18-27 ოქტომბერს, სოფელ მირზაანსა და თბილისში. პროექტში ქართველებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი, იტალიელი, ამერიკელი და რუსი ხელოვანები (მხატვრები, მოქანდაკეები, ფოტოგრაფები, გალერისტები, მწერლები, რეჟისორები, მეწარმეები). ღონისძიების ფარგლებში მირზაანში, ფიროსმანობის დღესასწაულზე, მოეწყობა ფიროსმანის უნივერსალური იდეის განხორციელება - "ძმებო შემოვუსხდეთ მაგიდას, ვსვათ ჩაი და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე". აქვე გაიმართება "ფიროსმანის მაგიდის" მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა-აქცია. პროექტი გაგრძელდება თბილისის გოეთეს ინსტიტუტში, სადაც დაგეგმილია ლიტერატურული შეხვედრებისა და კლასიკური მუსიკის საღამოების ჩატარება. დასკვნითი ეტაპი შედგება თბილისის ისტორიის მუზეუმში ექსპოზიციით "ფიროსმანი + თანამედროვე ხელოვნება". გამოფენა მოიცავს როგორც ფიროსმანის ორიგინალების (კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს), ასევე პროექტში მონაწილე უცხოელი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს, რომელთა შთაგონების წყაროა ,"ნიკალა”.

19.10.2006 საქველმოქმედო კონცერტი "პროფკავშირებში"

დღეს საღამოს საქაქართველოს პროფკავშირების კულტურის სახლში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა ობოლი და უდედმამო ბავშვებისათვის, რომლის ორგანიზება საკუთარ თავზე პროფკავშირებმა და ჟურნალისტებმა იკისრეს! დარბაზში სპეციალური ავტობუსებით მოყვანილ იყვნენ ბავშვები სხვადასხვა საბავშვო სახლებიდან, ხოლო სცენაზე მათთვის მღეროდნენ ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, "რონდო", ანრი ჯოხაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ბედინა, თათა გოგუაძე, ოთიკო ანდრიაძე და საოცრად გაზრდილი და დამშვენებული, ამერიკიდან სამი თვის წინ დაბრუნებული სალომე გასვიანი ("ვარსკვლავები" სალომესთან ინტერვიუს მალე წარმოგიდგენთ). აქცია 18 საათზე დაიწყო და ორი საათით გაგრძელდა, კმაყოფილი ბავშვები მომღერლებს მადლობას უხდიდნენ და ტაშით აცილებდნენ სცენიდან! აღასნიშნავია, რომ ყველა შემსრულებელი უფასოდ გამოვიდა საქველმოქმედო კონცერტზე, თუმცა როგორც კულუარებში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე მათგანს თანხის მოთხოვნის სურვილიც გამოუხატავს - მერე რა, რომ საქველმოქმედო კონცერტიაო :)

18.10.2006 ნიკა ლომიძემ თანხა გადაიხადა

რამდენიმე დღის წინ თაღლითობის მუხლით დაკავებულმა ნიკა ლომიძემ, მისმა მეუღლემ თეა გობეჯიშვილმა და მომღერალ თემურ რცხილაძის მეუღლემ ოლია რიჟაკმა დღეს ეროვნულ ბანკში სასამართლოს მიერ გირაოს სახით გადასახდელი დაკისრებული თანხა შეიტანეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ადრე დასახელებული 50.000 ლარის ოდენობა აღარ გახმაურებულა, რადგან დღეს ნიკა ლომიძე აცხადებდა, რომ - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თანხის რაოდენობას ვერ დაასახელებდა, როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ სასამართლომ თითოეულ მათგანს ამ სამიდან 50.000 ლარის გადახდა დაავალა! გირაოს შეტანის შემდეგ ნიკა ლომიძემ განაცხადა, რომ თანხის შეგროვება ნამდვილი მეგობრების დახმარებით მოახერხა და ძალიან დაინტერესებულია, საქმე მალევე გაიხსნას, რადგან ის დაზარებულად უფრო გრძნობს თავს ვიდრე დამნაშავედ და სურს, რომ ამ საქმის ბოლო მალე გაჟღერდეს. რაც შეეხება ე.წ. თაღლითთა ჯგუფის ლიდერს (როგორც ფინანსური პოლიცია აცხადებს) კვლავ ეძებენ და ამჯერად აღარც ამ ადამიანის სახელი და გვარი არ გაჟღერებულა, როცა უკვე ყველამ გაიგო და გამოაცხადეს კიდეც, რომ ეს - თენგიზ ბურჭულაძეა!

18.10.2006 დახმარება აჩი ფურცელაძის დედას

როგორც ჩვენი ჟურნალი გატყობინებდათ მომღერალ აჩი ფურცელაძის დედა ხატულა ფურცელაძე ჯანმრთელობის მხრივ სერიოზულ პრობლემებს განიცდის, 10 დღის უკან ის საავადმყოფოშიც მოათავსეს და სასწრაფო ოპერაციაც გაუკეთეს რათა ტკივილები შეემსუბუქებინათ ავადმყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ თავად აჩი ფურცელაძე მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს და სახლიდან გარეთაც კი ვერ გადის, თუმცა სავარაუდოდ ის თბილისში ჩამოსვლას მაინც აპირებს. ხოლო ორშაბათს 22 ოქტომბერს, საღამოს 20 საათზე კლუბ "ბერიკონში" აჩი ფურცელაძის მეგობრები შოუ-ბიზნესიდან საქველმოქმედო კონცერტის გამართვას აპიურებენ და შეგროვილი თანხის მომღერლის დედისთვის გადაცემას (რომლის მხოლოდ სტაციონალური მომსახურეობა საავადმყოფოში დაახლოებით 5.000 ლარი დამჯდარა). "ბერიკონში" საქველმოქმედი კონცერტ-აქციაზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარით განისაზღვრა. ჟურნალი "ვარსკვლავები" თხოვნით მიმართავს ყველა ადამიანს შესაძლებლობისდა მიხედვით გამოიჩინონ გულისხმიერება ამ ქალბატონის მიმართ!

18.10.2006 ქრისტინე "სლივკის" წევრი?

სერიოზული საუბარი ქართველი მომღერლის ქრისტინა იმედაძის რუსულ პოპულარულ ჯგუფ "სლივკიში" გადასვლაზე არც ისე დიდიხანია მიდის, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ამ საქმესაც დაასვა დაღი და ამაზე საუბარი დროებით (!) შეწყდა, თუმცა ქრისტინა რუსეთში გასაგზავნად მაინც იღებს კლიპს და ამას უფასოდ აკეთებს(როგორც ჩანს რეჟისორ ზაზა სვანაძეს სჭირდება საკუთარი თავის რეკლამისთვის უფასოდ კლიპების გადაღება). პარალელურად მომღერალი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლას აგრძელებს და უცნაურ რამეს აცხადებს, რომ სიმღერა მისთვის მხოლოდ გართობაა და სხვა არაფერი. ქრისტინა არც ოჯახის შექმნას ჩქარობს ჯერ-ჯერობით და იმედი აქვს, რომ ყველაფერს თავის დროზე მოევლება. მსახიობ ია ფარულავას ახლო ნათესავი მუსიკალურ ასპარეზზე გასართობად მაშინ გამოჩნდა, რაც ფარულავას იმ დროისათვის პოპულარულ გადაცემა "ჩემი მშვენიერი ლედის" სტუმარი გახდა! ქრისტინას ყველა მონაცემი ქონდა რომ პოპლარული გამხდარიყო და მან ეს მოახერხა, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ როგორც აღიარა ის თურმე მხოლოდ ერთობოდა მომღერლობით! არადა სავსებით შესაძლებელია, რომ რუსულმა შოუ-ბიზნესმა ახალი შევსება მიიღოს ქრისტინეს სხაით, სხვათაშორის აქაც ნატო დუმბაძის დახმარებით, ისე როგორც ქრისტინა იმედაძის დაქალის - ქეთა თოფურიას "ა-სტუდიოში" გადასვლის შემთხვევაში.

18.10.2006 გაიღიმეთ ეს... დუტა სხირტლაძეა

ტელეკომპანია "მზე" უახლოეს დღეებში განახლებული ეთერით ახალ ფარულ კამერას წარუდგენს მაყურებელს, რომლის ავტორი და წამყვანიც ცნობილი მსახიობი და ტელე-წამყავნი დუტა სხირტლაძეა. საინტერსო ამ მხრივ ისაა, რომ გადაცემა ძირითადად ცნობილ და პოპულარული სახეების მახეში გაბმაზე იქნება აპრობირებული და სხვათაშორის პირველი ჩაწერა სერიოზულად კარგი საყურებელი გამოვიდა. ფარულ კამერაში "მზეზე" მომღერალი ანრი ჯოხაძე გააბეს, რომელიც ფართხა-ფურთხით წამოაგდეს სახლიდან და საპატრულო მანქანების კორტეჟით დიღმის განყოფილებაში წაიყვანეს სადაც, მას ანრიზე ვითომ ძალიან გადარეული ფანი დაახვედრეს, რომელიც სამმართველოს მე-6 სართულიდან გადახტომას აპირებდა, თუ ანრი ჯოხაძე მას არ უმღერებდა. რა უნდა ექნა ანრის, როცა ადამიანი აივანზე იყო გადაკიდებული და სერიოზუილად ითხოვდა - ანრიმ მიმღეროსო! არადა თვითმკვლელობა ანრის თვალწინ მოხდა! ის "გადმოხტა" და მიწაზე "ტვინი დაასხა" - სანამ ანრი ამ ყველაფერს გაიგებდა, რომ ეს ყველაფერი სერიოზულ დონეზე დადგმული სპექტაკლი იყო და არა რეალობა მუხლები მოეკვეთა. ეზოში ჩამოსულს კი დუტა სხირტლაძე შეეგებება: - ანრი, გაიღიმე "ფარული კამერააა მზეზე".

18.10.2006 ბესო სარჯველაძე შეყვარებულია

წლის საუკეთესო ტელე-პროექტის "მეგას" ტიტულის მფლობელი გადაცემა "ჯეობარის" პირველი გამარჯვებული და პირველი 35.000 ლარის მფლობელი, სკანდალური და პოპულარული ბესო სარჯველაძე პრესაში უკვე თამამად აღიარებს, რომ როგორც იქნა ჭშმარიტი სიყვარული იპოვა და ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ამ ადამიანთან ერთად! ბესოს შეყვარებული ულამაზესი 17 წლის გოგონა ნიკოლ შადურია, რომელიც მოსკოვში ცნობილი მსახიობის და წამყვანის ქალიშვილია! როგორც ჩანს "ჯეობარელი" ყურებამდე შეყვარებულია და ახლა უკვე სჯერა რომ ნამდვილი სიყვარულის პოვნა თურმე ვირტუალურ სამყაროშიც შეიძლება, რადგან ბესოს და ნიკოლს ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაუცნიათ, ერთ-ერთ გაცნობის რუსულ საიტზე ბესოს ანკეტა ჰქონდა განთავსებული და ურთიერთობაც აქედან აეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლი აცხადებს, რომ ამ გადაცემის დიდი ფანი და მითუმეტეს ბესოს მხარდამჭერი ამ პროექტში არ ყოფილა, ამ ადამიანმა მოახერხა და დღეს ის ბედნიერად გრძნოსბ თავს ბესოსთან ერთად. სკანდალური ტელე-ისტორიების ავტორი აცხადებს, რომ ყველაფერი რაც მას აქამდე გადახდენია ქალებთან მიმართებაში არასერიოზული იყო და რომ: - ნიკოლი ისაა ვისაც ვეძებდი! 17 წლის ლამაზმანი თბილისში ბებია-ბაბუასთან ცხოვრობს, სასიძო მათაც გაუცნიათ და მოხიბლულან შვილიშვილის არჩევანით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია "ვარსკვლავების" სახელით მალე გაბედნიერება მივულოცოთ ბესოს და ნიკოლს, რომელზეც სხვათაშორის ბესო სულაც არ ეჭვიანობს და აცხადებს: - მსიამოვნებს როცა ნიკოლსაც უყურებენ ქუჩაშიო...

15.10.2006 სოფო ხალვაში დაინიშნა

"იურმალა 2006"-ს მესამე ადგილის მფლობელი, მშვენიერი ქართველი (ბათუმელი) ლამაზმანი ბევრი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცის ოცნებად იქცა, მას შემდეგ რაც პოპულარული და ცნობადი სახე გახდა. მაგრამ სოფომ პოტენციურ სასიძოებს კოვზი ნაცარში ჩაუგდო - სოფო ხალვაში რამდენიმე დღის უკან ცნობილი სპორტსმენის რეზო ძოძუაშვილის 30 წლის ბიზნესმენ ვაჟზე - მიშა ძოძუალშვილზე ოფიციალურად დაინიშნა, რასაც ჟურნალისტებთან საუბარში თავად სოფოც ადასტურებს. სიძე ბალტიისპირეთში გადახვეწილი ბიზნესმენია, რომელმაც ლამაზმანის გული ბოლომდე მოხიბლა და შესაძლოა ამ ქორწინების გულისთვის (რა თქმა უნდა საქმეში რუსეთ-საქართველოს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაც დაერთო)მომღერალმა უარი განაცხადოს ოგორ კრუტოის კომპანია "არსის" მიწვევაზე, რომელიც მან "იურმალაზე" გამოსვლის შემდეგ მიიღო რუსულ შოუ-ბიზნესში "დასაქოქად", მაგრამ ახლა რუსეთში არათუ ახალი ქართველი ვარსკვლავის აკიაფება კი არა ძველებსაც კი სახლაფორთოდ გაუხდათ საქმე! რაც მთავარია ჭორები სოფო ხალვაშის შესახებ საბოლოოდ დასამარდა - ის უკვე პატარძალია! ინტერნეტ-ჟურნალი "ვარსკვლავები" გაბედნიერებას ულოცავს სოფოს და მიშას! "ვიდეოგანყოფილებაში" იხილეთ სოფოს მიერ "იურმალა-2006"-ზე შესრულებული "თბილისო"

15.10.2006 ქეთი ორჯონიკიძე - ახალი სისხლი

16 წლის პერსპექტიულმა მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ, რომელიც მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია ცოტა ხნის წინათ კლუბ "ბერიკონში" თავისი ლექსების მე-4 კრებულის "იხარეთ ჩემთან და ჩემს გარეშე" და ახალი კლიპის პრეზენტაცია მოაწყო, რომლის რეჟისორია გიორგი გოგიჩაიშვილი, ტექსტის ავტორი თავად ქეთია, არანჟირება ბექა ნიკოლაიშვილისაა, ხოლო მუსიკა ავთო ბადუაშვილის. პროექტის ავტორი კი ქეთის მენეჯერი მარიკა აროშიძეა! წიგნის გაყიდვა უკვე დაწყებულია თბილისის ლიტერატურულ კაფეებში, ხოლო კლიპის ნახვა ქართულ ტელეარხებზე შეიძლება, რომლებიც სხვათაშორის უფრო დიდ დროს რომ დაუთმობდნენ ახალ მომღერლებს უკეთესი იქნებოდა, რადგან ნიჭიერების დეფიციტი აშკარად შეიმჩნევა დღეს ტელესივრცეში ამ მხრივ! ახალი სიმღერის მოსმენა და შეფასება კი შეგიძლიათ ჩვენს საიტზე "მუსიკების" რუბრიკაში.

14.10.2006 მის-მედია ინტერნეტი 2006

რამდენიმე დღეში "ვარსკვლავების" ინტერნეტ-ჟურნალი ქართულ მედია-სივრცეში უფრეცენდენტო აქციის ჩატარებას დაიწყებს. საქმე ეხება ე.წ. სილამაზის ფოტო-კონკურსს რომელიც ქართული მედიის ქალბატონ წარმომადგენელთა ფოტოსურათების მიხედვით გაიმართება ჩვენს საიტზე. უნდა აღინიშნოს რომ კონკურს უფრო გასართობი და იდეური დატვირთვა აქვს ვიდრე პირდაპირი გაგებით გამარჯვებულის არჩევა და გამოვლენაა, მონაწილენი ქართულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტები არიან, რომელთა ფოტო-სესიაები კვირის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მათი სურათები აქ, ჩვენთან სპეციალურ გვერდზე გამოქვეყნდება კონკრეტული დროის მანძილზე! ინტერნეტის მომხმარებელს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეეძლება საკუთარი სიმპათია დაფიქსიროს სპეციალური მესიჯის ან "კლიკის" დახმარებით ფორუმზე! ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე აცხადებს, რომ - ეს არ იქნება ტიპირი შეჯიბრის ფორმატი, ეს უფრო გასართობი, სამხიარულო აქცია იქნება, ვთვლი, რომ მედიაში მომუშავე ქალბატონები ვიზუალურადაც უნდა იცოდეს მკითხველმა, რადგან მათი ცნობილი სახელისა და გვარების უკან ლამაზი ქალბატონები დგანან! სავარაუდოდ ამის მერე სპონსორებთან ერთად ლამაზ საღამოს მოვუწყობთ ამ ქალბატონებს კლუბში და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ - თუ მათი ენა მწარეა ვიღაცეებისთვის, ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი უბრალოდ ლამაზი ქართველი ქალები არიან!

14.10.2006 ანრიმ კონცერტი გადადო

წლის საუკეთესო მომღერლის "მეგას" 2006 წლის ტიტულის მფლობელმა ანრი ჯოხაძემ, თავისი გადაწყვეტილება სოლო-კონცერტის 6 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებაზე, მოულოდნელად შეცვალა და ახალი თარიღი 13 დეკემბერი ექსკლუზიურად ჯერ მხოლოდ ჩვენს გამოცემასთან დააფიქსირა! "ვარსკვლავების" ჟურნალისტთან საუბრისას მომღერალმა განაცხადა, რომ კონცერტის გადატანა საორგანიზაციო საკითხების დროში გაწელვასთანაა დამოკიდებული და ამის შესაძლო მიზეზად რუსეთ-საქართველოს უკიდურესად გართულებული მდგომარეობაც კი დაასახელა (ეს რა შუაშია არ განუმარტავს - ალბათ ზოგადი ფონიდან გამომდინარე). ანრი ჯოხაძე ვარაუდოს, რომ 13 დეკემბერს კონცერტი აღარ გადაიდება - თან ამ დღეს წმ.ანდრიას ხსენების დღეცაა და სიმბოლური დამთხვევა ზეიმს უფრო გაალამაზებს. იქამდე კი, მომღერალი სხვა ღონისძიებებზე გამოსვლას არ წყვეტს, რამდენიმე დღის უკან მან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ცოცხლად შეასრულა სპორტის სასახლეში კალათბურთის სუპერ-ლიგის გახსნის ცერემონიალზე.

14.10.2006 შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა დანაშაული აღიარეს

(ინფორმაცია ტელეკომპანია "რუსთავი-2"-დან) ნიკა ლომიძეს, მის მეუღლეს - თეა გობეჯიშვილსა და ოლგა რიჟაკი-რცხილაძეს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. ეს განაჩენი საქალაქო სასამართლომ გუშინ გვიან ღამით გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამის მიზეზი შოუბიზნესის წარმომადგენლების აღიარებითი ჩვენება გახდა. ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდნენ. სამივე ეჭვმიტანილს ბრალად ედება თაღლითობა და ფინანსური მაქინაციები. გამოძიების მტკიცებით, ისინი სამოდელო სააგენტოებსა და სხვა ფირმებში ორსულ ქალებს არეგისტრირებდნენ, მათზე ოფიციალურად გამოწერილ ხელფასსა და სახელმწიფოს დახმარებას კი თავად იღებდნენ. ფინანსურმა პოლიციამ შოუბიზნესის დაკავებული წარმომადგენლების საქმესთან დაკავშირებით 75 ქალი დაკითხა. ფინანსური პოლიცია რამდენიმე მსხვილი და მცირე ფირმის საქმიანობას სწავლობს. გამოძიების ვერსიით, ეს კომპანიები ორსულ ქალებს სამსახურს სთავაზობდნენ, აფორმებდნენ მათ თანამშრომლებად და მათი კუთვნილი მაღალი ანაზღაურების დიდ ნაწილს თვითონ იღებდნენ, ხოლო ქალებს მშობირაობის შემდეგ ათავისუფლებდნენ. ეს კომპანიები ლომიძის, გობეჯიშვილის, რიჟაკისა და სხვათა სახელებზე იყო გაფორმებული. ფინანსური პოლიცია დანაშაულის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ ორ პირს - მაია ჩხეიძესა და თენგიზ ბურჭულაძეს ეძებს.

13.10.2006 შოუ-მენი ნიკა ლომიძე პოლიციამ დააკავა

ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ ნიკა ლომიძის და მისი მეუღლის თეა გობეჯიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს! მათთან ერთად დაკავებულია მომღერალ თემურ რცხილაძის მეუღლე ოლია რიჟაკი, როგორც ირკვევა საქმე ეხება ფინანსურ ოპერაციებს, რომელოსაც ეს ადამიანები ახორციელებდნენ კლუბ "ნოა-ნოაი" და რომელშიც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ორსული ქალებთან მიმართებაში დაშვებული ფინანსური გაუგებრობები იკვეთება! როგორც ფინანსური პოლიციის უფროსმა პრესასთან განაცხადა საქმე ეხება 100.000 ლარზე მეტი თანხის დამალვას, პოლიცია 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ჯგუფის მუშაობას და ბოლოს მათი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. დაკავებულებმა არიარეს დანაშაული და ამ აღიარებითი ჩვენების ნიადაგზე ისინი დაკავებულნი იქნენ, სავარაუდოდ მათ წინააღმდეგ უკვე აღიძრა საქმე თაღლითობის მუხლით რომელიც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ გაუგებრობაში მთავარი დამნაშავე როგორც პოლიციამ განაცხადა მიმალვაში იმყოფება. რა კომენტარს გააკეთებენ ამ ფაქტის შესახებ დაკავებულების ახლობლები მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ფაქტი კი ფაქტად რჩება - ფინანსურმა პოლიციამ შოუ-ბიზნესისთვის მოიცალა, სახელმწიფო წმენდას აქაც იწყებს!

13.10.2006 შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები პოლიციაში დაკითხვაზე

(ინფორმაცია "რუსთავი-2"-დან) ფინანსური პოლიცია ქართული შოუბიზნესის ცნობილ სახეებს კითხავს. ცნობილი შოუმენი ნიკა ლომიძე, მისი მეუღლე, მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი და ცნობილი ქართველი მომღერლის თემურ რცხილაძის მეუღლე ოლია რიჟაკი დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე, სავარაუდოდ, ფინანსურ მაქინაციებს ეხება. თუმცა სამართალდამცველები საქმის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ. ნიკა ლომიძე მომხდარს გაუგებრობად აფასებს და დარწმუნებულია, რომ რამდენიმე საათში ყველაფერი გაირკვევა. მოგვიანებით კომენტარი დაკითხვასთან დაკავშირებით თემურ რცხილაძემაც გააკეთა. მისი თქმით, გამოძიებას კლუბ 'ნოა-ნოაში' გამართული კონცერტის შესახებ აქვს შეკითხვები და ძირითადად ფინანსური საკითხები აინტერესებს. თუმცა ფინანსურ პოლიციაში ამ ვერსიას არ ეთანხმებიან და საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით ბრიფინგზე ისაუბრებენ. ( ჩვენი ჟურნალი დამოუკიდებელ ინფორმაციას სარამოსთვის შემოგთავაზებთ)

13.10.2006 ნაინფარქტალი ჯაბა ბოჯგუას "გიჟი ღამე"

გუშინ საღამოს კლუბი "ბერიკონი" უჩვეულოდ გამოცოცხლებულიყო, შავი ფერის ფარდები წითლით შეეცვალათ, ისედაც კარგი განათება კიდევ უფრო გაეძლიერებინათ, ათასნაირი ფეირვერკი დაედგათ და რეალურად კარგი შოუსთვის სცენაზე ცოცხალი ბენდისთვის აპარატურაც მოეტანათ! როგორც ჩვენს მკითხველს მოეხსენება 12 ოქტომბერს ჯაბა ბოჯგუას წლის საუკეთესო შოუ-მენის "მეგას" ტიტულის მფლობელის სოლო კონცერტი იმართებოდა! თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ - შოუ შედგა, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ იგი საერთოდ გაუქმებულიყო, რადგან მომღერალმა ორი დღით ადრე მორიგი მიკრო-ინფარქტი გადაიტანა და სხვათაშორის ეს ფაქტი გასაიდუმლოებული შოუს დაწყებამდე იყო! დარბაზში უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით, რათქმა უნდა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ნამდვილად სჭარბობდნენ - კაკი ბოლქვაძე, ანრი ჯოხაძე, გიგა კვენეტაძე, ეთერ კაკულია, მარი ნაცვლიშვილი და სხვა უამრავი შემსრულებელი, რომლებიც ჯაბას სოლო კონცერტის მერე შოუმენს სცენაზე ჩაენაცვლენ! უდაოდ აღსანიშნავია - კორდე-ბალეტი, რომელიც თითქმის ყველა სიმღერას ვიზუალურად აფორმებდა. ცოტა უცნაურად მოგვეჩვენა ის ფაქტი, რომ საღამო ჟურნალისტმა ლალი მაროშკინამ გახსნა, ხოლო მეორე ნაწილი პროდუსერ ნინო წიკლაურს გადაულოცა, რომელმაც ჩვეული ენერგიულობით "აყარა" ხალხი საცეკვაოდ! სტუმართა შორის იყო "მომავლის რეპერი" :) პარლამენტის დეპუტატი - კობა ხაბაზი, რომელიც მეგობრობაში არავის ღალატობს და იცის რომელ ღონისძიებას უნდა დაესწროს და რომელს არა..:) კონცერტის მსვლელობის დროს, შედგა ჯაბას დისკის პრეზენტაციაც, რომელიც დარბაზში რამდენიმე სტუმარს თავად მომღერალმა უსახსოვრა, უნდა აღინიშნოს, რომ ორი დღის ნაიფარქტალთან მიმართებაში ჯაბა მედგრად გამოიყურებოდა და სცენაზე მყარად იდგა! თუმცა სტუმართა შორის იყო მისი პირადი ექიმიც! მოკლედ - ჯაბა ბოჯგუას "გიჟური ღამე" (ასე ჰქვია მის ახალ დისკს) შედგა. კმაყოფილი სტუმრები გვიან დაიშალნენ!

12.10.2006 მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის დროს დენი გაითიშა

კოტე მარჯანიშვილის ახალი, გარემონტებული თეატრის სცენაზე ახალი სეზონი გაიხსნა, რამდენიმე დღით ადრე კი თეატრის წინ ოთარ მეღვინეთუხუცესის საპატივცემულოდ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მარჯანიშვილი ამჯერად გუცკოვის უკვდავ პიესას "ურიელ აკოსტას" წარმოადგენს თავისი მაყურებლისთვის, სპექტაკლს რომელიც პირველად თეატრში 1929 წელს დაიდგა და სადაც უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე იყვნენ მთავარ როლებში. ათეული წლების მერე "მარჯანიშვილში" კვლავ ღირსეულად წარადგინეს პიესა, რომ არა ერთი მცირე ნიუანსი - პრემიერის მეორე დღეს, შუა სპექტაკლის დროს დარბაზში დენი გაითიშა, რასაც აშკარად არც მსახიობები მოელოდნენ და არც მაყურებლები, მაგრამ მრავალჭირვარამ და უდენობა გადატანილ თბილისელ მაყურებელს აპლოდისმენტები არ დაუკლია და დანანებია სცენაზე ქვასავით გაშეშებული მსახიობებისათვის, რომლებსაც მთელი 30 წუთის მანძილზე ფეხი არ მოუცვლიათ სცენიდან და გმირულად ელოდნენ დენის ჩართვას. 30 წუთის მანძილზე კი ისინი სცენაზე შემოდგმული პატარა სანთლის შუქზე ულამაზესი სანახავები იყვნენ და აშკარა იყო, რომ ფოსმაჟორულ სიტუაციაში მაყურებლის მხარდაჭერა აშკარად სჭირდებოდათ! სპექტაკლის ბოლოს სცენაზე სპეციალუყრად გამოვიდა სოფიკო ჭიაურელი და მადლობა გადაუხადა ხალხით გადაჭედილ დარბაზს მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის!

12.10.2006 "ღამურამ" ახალი ალბომი გამოუშვა

ერთი პერიოდი პირადი პრობლემების გამო ქართული შოუ-ბიზნესის რეპ-ჰორიზონტიდან გამქრალი რეპერი "ღამურა" ცხოვრებას დაუბრუნდა და ახალი ძალებით, შეცვლილი გარეგნული იმიჯითა და ახალი მონდომებით კვლავ დაბრუნდა! სტუდია "თბილისმა" გამოსცა მისი ახალი ალბომი "ღამურა და ვაით ნეგა", სადაც 14 სიმღერაა შესული, მათგან 10 რეპერ "ვაით-ნეგასთან" ერთად ჩაწერილი დუეტებია! ერთ-ერთი მათგანი "მე მინდა" რადიოარხებზე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს (ამ სიმღერას წარმოგიდგენთ ჩვენს ჰიტ-ოცეულშიც"). შეგახსენებთ, რომ "ღამურა" (ნამდვილი სახელი ოთო) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტიცაა. რეპერი - "ვაით ნეგასთან" ერთად 18 რიცხვისთვის მონაწილეობას მიიღებს გასვლით რაიონულ კონცერტებში, სადაც ის გასული წლის ხიტს - "შენ თუ გინდა" ბაჩოსთან ერთად ჩაწერილ დუეტსაც შეასრულებს!

11.10.2006 ნინა ახალი ტალღისთვის ემზადება

არ გეგონოთ, რომ ახალი ტალღა რაიმე ფესტივალის სახელია და ბრჭყალებში ჩასმა დაგვავიწყდა..:)) არა, უბრალოდ მომღერალი ნინა წკრიალაშვილი უახლოეს მომავალში თავის ახალ მენეჯერ (ყოფილ "202"-ელ და ყოფილ "სტერეოელ") ირინკა ხომასურიძესთან ერთად ახალ-ახალ იდეების განხორციელებას გეგმავს. გოგოები სავაჭრო ქსელის შექმნას გეგმავენ, მაგრამ არ ამხელენ რისი ქსელი იქნება ეს - კლუბების, ბარების თუ მაღაზიების. სასიმღერო კარიერაში ნინა მოტირალი გოგოს იმიჯს იცვლის და დი ჯეი კენზოსთან რამდენიმე განსხვავებული სტილის სიმღერის ჩაწერას გეგმავს ახლო მომავალში, პარალელურად კი ალბომზე მუშაობას ამთავრებს და გვპირდება, რომ ახლობელ ადამიანებთან ერთად ძალიან დიდ პრეზენტაციას მოაწყობს, რომელიმე დიდ კლუბში. პირად ცხოვრებაში კი ნინა ისევ მარტოა, მას პირველი ქორწინებიდან 8 წლის სანდრო ყავს და ახლა აცხადებს, რომ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს მეორედ უკვე დიდი სერიოზულობით გადადგავს, რადგან "ვარდისფერი სათვალე" უკვე მოხსნილი აქვს.

11.10.2006 დათო გოგიჩაიშვილი ხელს მენეჯმენტს კიდებს

პოპულარული იუმორისტული "შაბათის შოუს" წამყვანი მაყურებელს დაემშვიდობა და კადრს მიღმა განაგრძო მუშაობა, ხოლო თავისი 3 წლის გადაცემა არანაკლებ პოპულარულ ვანო ჯავახიშვილს გადააბარა, რომელიც აშკარად ღირსეულად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. სხვა საქმეა რამდენად ენატრება ვანო ჯავახიშვილში ხალხს თეთრხაზიანი სპორტული ფორმით გურამი..:))) დათო გოგიჩაიშვილმა თავის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ახერხებდა გადაცემათა მენეჯმენტს, ორგანიზებულად მუშაობა ჭირდა რადგან წამყვანობას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა მისი "უდროობიდან". ამერიკაში ნასწავლმა და საქართველოში დაბრუნებულმა გოგიჩამ პროექტი წარმატებულად ჩამოიტანა და რეალიზაცია გაუკეთა "რუსთავი-2"-ში და დღეს მათ გადაცემებს "შაბათის შოუს" "ცოცხალ შოუს" "ღამის შოუს" სტაბილური რეიტინგი უკავია, როცა მათი კონკურენტი იუმორისტული გადაცემები მათივე კონკურენტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერიდან გაქრა, გადაცემები სადაც სადაც ადრე თანაგუნდელი "კავაენშიკი" ბიჭები მუშაობდნენ. ჩვენს საიტზე - "ფოტოსურათების" გალერეაში წარმოგიდგენთ ერთ ისტორიულ სურათს, სადადც დათო გოგიჩაიშვილი, ნიკა ქავთარაძე და სხვა ყოფილი "კავაენშიკები" ჟურნალ "ვარსკვლავების" ერთ-ერთ დისკოთეკაზე ჟურნალის მკითხველებთან ერთად ერთობოდა. (ამ დროისათვის დათო "ვარსკვლავებშიც" მუშაობდა)

11.10.2006 "შინა მანა კენა" ნინო ძოწენიძე - კლანებზე წუხს

კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის მეუღლე, მომღერალ კახა კუხიანიძის რძალი... თუმცა ახლა რომ "შინა მანა კენას" შემსრულებელი ვთქვათ ალბათ უფრო ადვილად მიხვდება ჩვენი მკითხველი, რომ ნინო ძოწენიძეზეა საუბარი! სიმღერის შემსრულებელზე, რომელიც უკვე ყველა გამოკითხვის მიხედვით "მეგა-2007"-ზე "წლის პოპულარული სიმღერის" ნომინაციაში ერთ-ერთი მთავარი პრეტენტენტია. ქართულ პრესასთან საუბარში ნინო ხმამაღლა აფიქსირებს რომ დედაქალაქში ის ფარული ჭორებით, ცინიზმით და დაპირისპირებითაც მიიღეს და რომ ქუთაისელ გოგონას უამრავი ცუდის აღქმა მოუხდა თბილისში. როგორც ამბობს კლანებს მისი ასეთი უდაო წარმატება არ მოეწონათ, თუმცა იმაზე აღარ საუბრობს ნინო რომ მისი სიმღერის უარყოფით კონტექსტში ტრიალმა, აქცია ის ძალიან პოპულარულად და შემოსავლიანი გახადა, მიუხედაავად გაუგებარი ტექსტისა. გულდაწყვეტილს პარალელები გაყავს ნინო ქათამაძესთან, რომელზეც ერთდროს იგივეს იძახდნენ თბილისურ შოუ-ბიზნესურ კლანებში რომ ჩამოსულიაო, დღეს კი თუ მის კონცერტზე არ ხარ ნამყოფი უკვე "სირცხვილია". ნინო ძოწენიძე იმასაც აცხადებს, რომ "შინა მანა კენათი" მოსკოვშიც დაინტერესდნენ, მაგრამ სავარაუდოდ ეს უკვე შორეული პერსპეტივის საქმეა, რადგან მოსკოვს ახლა "შინა მანა კენა" კი არა ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე "აღარ უნდათ".

10.10.2006 ლელა წურწუმია ბოლომდე რეალურობას უარყოფს

ქართულ შოუ-ბიზნესში, "ახალი ძველი დროიდან" ლელა წურწუმია ერთადერთია რომელიც ღირსეულად შემორჩა ქართულ თანამედროვე ესტრადას და დროის ფილტრაციასაც სწორად გაუძლო, იგი ზუსტად მიხვდა როდის უნდა წასულიყო რათა დარჩენილიყო და ასე გადავიდა ჩვენი პოპ-დივა სამუშაოდ... არა, რუსეთში არამედ - ისრაელში, საბერძნეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ იქ სადაც ძირითადად არ მიდიან ხოლმე ქართველ პოპ მომღერალთა უმეტესობა! დღეს კი, ლელა წურწუმია ერთ-ერთი ტელეკომპანიის რეალურ გადაცემა "რეალურში" გამოჩნდა, რომლის მთელი დედა-აზრი ისაა, რომ მომღერლის ცხოვრების ყველა დეტალს უბრალოდ კამერა აფიქსირებს, ეს არ არის ჩაკეტილი შოუ, ეს რეალური, ზედმეტად რეალური შოუა - სადაც კამერა ადამიანს თან დაყვება ყველგან (ინტიმური ადგილების გარდა). სხვათაშორის ამ გადაცემაში ადრე სტუმრობაზე მომღერალმა უარი განაცხდა, ახლა კი დათანხმდა და ვთვლით, როომ ეს სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯია, რადგან "ნაკლულ" ქართულ შოუ-ბიზნესს ნამდვილად თმის ცვენა შეეტყო, აქ კი ვიღაცამ აშკარად დროულად უნდა იტვირთოს "ჰელდერ შორდერსის" მოვალეობა..:)) მაგრამ ლელა წურწუმიამ ერთი "შეცდომა" მაინც დაუშვა მაშინ, როცა განაცხადა რომ - ამ გადაცემაში ის ბოლომდე რეალური არ არის! აი, ეს კი ნამდვილად არ უნდა ეთქვა :) დადგმული და წინასწარ მოფიქრებული ხალხს, მითუმეტეს ქართველებს, არაფერი მოსწონთ - ეს განცხადება ფაქტიურად იმ ბომბს გავდა "რუსთავი-2"-ზე პირდაპირ ეთერში "მისს-საქართველო 2006" საკუთარ თავს რომ შეხედა ცერემონილაზე - უიმე, რას ვგავარო, იმხელა იყვირა - ხალხს გაუკვირდა, ამას თავის თავი არ მოსწონს და ესე როგორ შეიძლებაო? არადა ანგელოზივით გოგოა... მოკლედ, ერთი თვის განმავლობაში გადაცემა "რეალურში" მაინც ბოლომდე "ვერა-რეალური" ლელა წურწუმია იქნება ჩვენი ოჯახების სტუმარი. ვიმეორებთ ნაბიჯი სტრატეგიულად გამართლებული და დროულია! საღოლ ლელა!

10.10.2006 დათო ხუჯაძეს გეგმები აერია

რუსეთში ქართველებსი წინააღმდეგ აგორებული ქსენოფობია გრძელდება. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ რუსული რასიზმი ქართველების წინააღმდეგ ხელოვან ადამიანებს უკვე პირადად შეეხო, ახლა ეს ყველაფერი უკვე მათ საქმიანობაზეც აისახა. დათო ხუჯაძე მოსკოვში სახლში ზის და "ჯაა ნაიას" 30.000$-ის ღირებულების კლიპის გადაღებას უბრალოდ ვერ იწყებს. სახლში ზის და გარეთ გასვლის არც სურვილი და არც ხალისი ჯერ-ჯერობით არ აქვს - რა ვაკეთო? გიჟი ხომ არ ვარ რომ მგლებს ხახაში ჩავუვარდე? ფეხით მე ისედაც არ დავდივარ, უბრალოდ მართლა შემაფერხეს, მიუხედავად იმისა, რომ მე ერთწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს, მაინც არ მსიამოვნებს ეს სიტუაცია! 4-5 კონცერტი უბრალოდ მოვხსენი, უარი ვთქვი! დიდი მიხვედრა არ უნდა რატომ თქვა უარი ხუჯაძემ ამ სიტუაციაში კონცერტებში მონაწილეობაზე, უბრალოდ 2 თავი არავის აქვს, აგრესიული რუსების ხელში ჩემი მტერი ჩავარდეს, მაგრამ სავარაუდოდ რუსული აგონია დიდხანს არ გაგრძელდება - უკვე თავად რუსებს მობეზრდათ მათი ხელისუფლების ქართველების წინააღმდეგ დამოკიდებულება, მათ უყვართ ბუბა, ნანი, ქეთა, დათო - ისინი თავად აცხადებენ ამას, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის მოსახლეობის 58% რუსეთის პირველ მტრად აშშ-ს შემდეგ საქართველოს თვლის! ხედავთ ამ ერთმა მუჭა, დაქსაქსულმა საქართველომ რა შიშის ოფლში ააცურავა დიდი და ერთიანი რუსეთი? :))) წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ, რომ გაერთიანებული გვნახოს ვინმემ, მტრისას :)

10.10.2006 ტელეკომპანია "202"-ც დაიხურა

ტრადიციულად ნაცნობი სიტყვათა წყობა - რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ეთერი დროებით გათიშულია! ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს "202"-ის წარმომადგენლება და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, - ეს არაა ერთადერთი ტეკლევიზია რომელმაც ასე დაასრულა არსებობა. სამწუხაროდ "რეორგანიზაციის პროცესში" მყოფ ტელეკომპანიათა სიას "202"-ც შეუერთდა. ბიძინა ივანაშვილის "მე-9 არხი" (დაიხურა "ვარდების რევოლუციიდან" სამიოდ თვეში) თემურ ხვიბლიანის "მე-5 არხი" (დაიხურა "ვარსდების რევოლუიციიდან" 1 წლის შემდეგ) ზაზა ოქუაშვილის ტელეკომპანია "იბერია" (დაიხურა "ვარდების რევოლუციიდან" ერთი თვის შემდეგ) და ახლა შალვა რამიშვილის ტელეკომპანია "202" (დაიხურა "ვარდების რევოლუციიდან" სამი წლის შემდეგ). მოგეხსენებათ არხის მფლობელები შალვა რამიშვილი და დათო კოხრეიძე შარშან აგვისტოში რამიშვილის დაბადების დღეზე ქრთამის (ან როგორც სამართალდამცავები ეძახიან - გამოძალვის) დროს დააკავეს, როცა ყოფილი დეპუტატი ახლა კი გაციელბით კარგად მყოფი :) კობა ბექაური რამიშვილს "დიდ მაყუთს" აძლევდა. თავის დროზე გასართობი კურსისკენ მოცურავე "202"-მა პოლიტიკური ამბიციები გამოხატა და აბა ვინ გაპატიებს ამხელა ირონიას (რაც არ უნდა დამსახურებული იყოს). ეს სხვათაშორის ერთადერთი არხი იყო სადაც გაბედეს და ეთერში დაატრიალეს დღევანდელი ხელისფლების საწინააღმდეგო ერთადერთი სოციალური კლიპი რეპერ "შავთვალას" მიერ გარეპილ სიმღერაზე გადაღებული! მოკლედ - "202"-ც დაიხურა, არხის რეორგანიზაცია - დაიწყო!

07.10.2006 "იუმორინა 2006" ხალხის სამსახურში

წლის საუკეთესო შოუ-კომპანიის "მეგას" ტიტულის 2002 წლის პრემიის მფლობელი შოუ-ბიზნეს კომპანია "ლომისი" და მისი უცვლელი ხელმძღვანელი ჯემალ ბაღაშვილი 18-25 ოქტომბერს პოლიტიკისგან გადაღლილ თბილისელებს ტრადიციულ განტვირთვას, ტრადიციული "იუმორინას" ახალი პროგრამით სთავაზობენ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. წლევანდელ პროგრამას "ოქროს შემოდგომის" სახელით წარმოგვიდგენს ბატონი ჯემალ, დახვეწილი ქართული იუმორის ვარსკვლავებთან ერთად, რომელთა შორის რა თქმა უნდა კვლავ არიან - პრეზიდენტის უცვლელი პაროდისტი მამუკა ლომაშვილი, მომღერალი მამუკა ონაშვილი, ნინაკა გელაშვილი და სხვა უამრავი ცნობილი და ქართველებისთვის საყვარელი მსახიობი, ადამიანები, რომელბიც გადაჭედილი დარბაზების წინაშე ცდილობენ ხალხის იუმორით გამხიარულებას და ეს აგერ უკვე მე-7 წელია წარმატებულად გამოსდით. რა თქმა უნდა 25 ოქტომბრის შემდეგ "იუმორინა" კვლავ გაგრძელდება, რადგან ერთი კვირის მანძილზე მას ტრადიციულად ვერ ნახავს ყველა და ის კვლავ დიდხანს გაგარძელდება, რაც უდაოდ წარმატებული პროექტის "ბრალია". ყველა იუმორისტული საღამო საღამოს 7 საათზეა დაგეგმილი!

07.10.2006 რუსეთში ხელოვან ქართველებსაც შეუტიეს

რუსეთის ფედერაციაში ატეხილი ქართველების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი აგრესია, უბრალო ადამიანებიდან "ლაით" ფორმაში ხელოვნების და კულტურის დარგის, რუსეთში მოღვაწე ცნობილ ადამიანებზეც გადადის და დღეს უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ საგადასახადო ინსპექციები, ადილობრივი მილიცია და უშიშროების თანამშრომლები თვალთავლს აწესებენ რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტ ქართველ ზურა წერეთელზე, ტენორ ზურა სოტკილავაზე... უკვე სერიოზულად განიხილავენ რუსეთის მოქალაქეობის აღების ფორმების ქართველებისთვის გართულებასაც, რასაც ავტომატურად მოჰყვება გართულებები - სოსო პავლიაშვილის, დათო ევგენიძის, ნანი ბრეგვაძის, ბუბა კიკაბიძის, დათო ხუჯაძის და სხვა ქართველთა წინააღმდეგ. რასაც უბრალო რუსეთის უბრალო მოსახლეობა, რომელიც წლებია შეყვარებულია ბუბასა და ნანიზე, სოსოსა და კიდევ სხვა უამრავ ადამიანზე - ვერ ეგუება ხელისუფლების მაღალჩინოსანთა აშკარა აგრესიას ყველა და ყველაფერი ქართულისადმი, რუსულმა რეიტინგულმა რადიომ "ეხო მასკვიმ" დღეს პირველმა გაილაშქრა ქართველთა წინააღმდეგ ატეხილი კამპანიისადმი და მსმენემლს მოუწოდა მხარი დაეჭირა ქართველებისთვის და ყველას გულზე უბრალო ფურცელი დაეკიდა სახლიდან გამოსვლისას - მე ქართველი ვარ! (ყველა რუსს ვისაც ენაღვლება საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობა). რას მოიმოქმედებს რუსული ხელისუფლება ქართული კულტურის ქართველი წარმომადგენლების მიმართ უცნობია, ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ცოტახნის წინათ რუსულმა მილიციამ ქართული გვარისთვის გონის დაკარგვამდე სცემა და გაძარცვა - ირაკლი ფირცხალავა! ჩვენი მომღერლები კი ცხვირის გარეთ გაყოფას ერიდებიან და სახლში ჯდომას არჩევენ და მოვლენათა განვითარებას უცდიან. დიდი გრანდები კი პრესაში ხმამაღლა აცხადებენ - ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენს საქართველოს ვუჭერთ მხარს!

07.10.2006 "ჯეოსტარი-2006" დაიწყო

რამდენიმე დღეში, ყოველ ორშაბათს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მუსიკალური პროექტის "ჯეოსტარის" მორიგი გადაცემები დაიწყება. კომპანია "ჯეოსელის" მიერ დაფინანსებული პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი მუსიკოსი - ნიკა მემანიშვილია, ჟიურიში კი - ნატო მეტონიძე, მარინა ბერიძე და სხანი არიან, პიარ-მენეჯერობას კი კვლავ დუტა სხირტლაძე ითავსებს და საკმაოდ წარმატებულადაც. "ჯეოსტარის" ჯგუფი აჭარის რეგიონიდან მოუყვება გზას დედაქალაქისკენ და პირდაპირი გაგებით გზად, ქუჩა-ქუჩა აგროვებს მონაწილეებს, მათ უკვე მოუსმინეს კონკურსანტებს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში. ახალგაზრდები, რომლებიც ახალ "ჯეოსტარში" მიიღებენ მონაწილეობას - "რუსთავი-2"-ზე მხარდამჭერთა იმედზე უნდა იყვნენ, მხარდამჭერთა, რომლებიც მათ მესიჯებს გაუგზავნიან სპეციალურ ნომრებზე (მხოლოდ "ჯეოსელისა" და ლაი-ლაის" აბონენტებისგან). შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში პროექტის წამყვანობას საკუთარ თავზე იღებდნენ - სოსო თოლორაია (რომელიც ამჟამად შტატებში მუშაობს) და რადიო "ფორტუნას" წამყვანი ხატია შამუგია). "ჯეოსტარში" მონაწილეობა და გამარჯვება შანსს აძლევს დამწყებ და შესაძლებლობების არმქონე ნიჭიერ ახალგაზრდებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გახდნენ.

06.10.2006 ლექს-სენს ხმის უფლება წაართვეს

5 ოქტომრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მრავალ კურიოზთან ერთად ერთი ყველაზე "მუსიკალური კურიოზიც" მოხდა - ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტის აქტიურ მხარდამჭერ, მიშა სააკაშვილის "ჩვენი ძმას" - რეპერ ლექს-სენს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიურპრიზი გაუკეთა და ამომრჩეველთა სიაში მისი სახელი და გვარი არ ჩაწერა. მართლა გაოგნებული რეპერი არ მოელოდა თუ სარჩევნო უბანზე პატრიოტული გრძნობით მისული, უკან გაკვირვებული დაბრუნდებოდა და თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდას ვერ შეძლებდა, მაგრამ რას იზავ? - დარღვევები ყველასთვის დარღვევებია, ხელისუფლების მხარდამჭერი რეპერის (!) - ლექს-სენისთვისაც და ხელისუფლების მაკრიტიკებელი რეპერის - შავთვალასათვისაც! ზოგადად კი, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული შოუ-ბიზნესის აბსოლუტურ უმრავლესობას მოქალაქეობრივი ვალის არჩევნებსი გზით მოხდაზე ცინიკურად ეღიმებოდა - ხმა ვის მივცეთ? წაგებული თამაშის დაწყებას არ ვაპირებთ, ისედაც მიშა გაიმარჯვებს და სანამ ქართულ შოუ-ბიზნესს არ დაეხმარებიან, მანამდე ჩვენ ხალისი არ გვაქვსო!

06.10.2006 "ევროვიზიაზე” ემიგრანტი ქართველი იმღერებს

თამთა გოდუაძის სახელი ქართველი მსმენელისთვის უცხო არ არის, ერთი წლის წინათ ის ქართულ საზოგადებას მაშინ გამომავალმა გაზეთმა "ვარსკვლავებმა" სრული ფორმატით წარუდგინა მკითხველს. თათა გოდუაძე ქართველი ემიგრანტია, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მომხიბვლელი გოგონა თბილისიდან 5 წლის წინ, ქმართან დაშორების შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდა, თუმცა აქაც მოღვაწეობდა ანსამბლ"ნერგებში" ნეკა სებისკვერაძესთან ერთად, ეს უკანასკნელი წელს გაზაფხულზე პაროდისტ მზია კვირიკაშვილთან ერთად სტუმრობდა თამთას საბერძნეთში. მომღერალს საბერძნეთში ბედმა გაუღიმა და ახალგაზრდა ქალბატონი მუსიკალურ პროექტში მოხვდა. მიუხედავად ქართველობისა თამთამ ყველა ბერძენ მომღერალს აჯობა და კონკურსიდან გამარჯვებული გამოვიდა. ახლა მას 2007 წლის ”ევროვიზიის” მთავარ კანდიდატად ასახელებენ. "ევროვიზიის" რომელსაც თავი და ბოლო შარშან საქართველოდან ვერავინ მოაბა, რომ კონკურსანტი გაეშვათ. თუ ასე მოხდა, მაშინ საბერძნეთს ქართველი გოგონა წარადგენს, რაც საქართველოსთვისაც ნაკლებად საამაყოა, რადგან ქართველებს საქართველოში უნდა დაფასება!

05.10.2006 ჯაბა ბოჯგუა გადამალეს

12 ოქტომბერს კლუბ-რესტორან "ბერიკონში", წლის ყველაზე სკანდალური შოუ-მენის "მეგას" ტიტულის მფლობელის - ჯაბა ბოჯგუას სოლო-კონცერტი გაიმართება! ამასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია დღეს კლუბში 17 საათზე გაიმართა, მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ მას თავად მომღერალი არ ესწრებოდა და როგორც ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე წამყვანმა უპასუხა - ჯაბა 12 რიცხვამდე არ გამოჩნდება, გადავმალეთო (იხუმრა რა თქმა უნდა), რადგან გვინდა რომ ყველაფერი ის რაც 12 რიცხვში მოხდება სასიამონო სიურპრიზი იყოს. როგორც აღმოჩნდა მთლიანად შეიცვლება "ბერიკონის" ინტერიერი, სცენაზე ცოცხალი ბენდი დადგება, თავად მომღერალი კი ოთხ დუეტს შეასრულებს, რომელთაგანაც ერთი ეთერ კაკულიასთან, მეორე კი ანი გადაბაძესთან ჩაწერილი დუეტი იქნება, ხოლო ორი დანარჩენი კი საიდუმლოდ შემოინახეს! კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 100 ლარი იქნება, რაც ლოგიკურად უკვე ნიშნავს, რომ ჯაბა ბოჯგუა ტრადიციულად სერიოზულ შოუს-გვპირდება! ასევე ცნობილი გახდა, რომ სცენას აზარბაიჯანელი მოცეკვავეების კორდე-ბალეტი გაალამაზებს! მოკლედ 12 რიცხვში "ბერიკონში" სერიოზულ შოუს უნდა ველოდეთ, თავად მომღერალი კი პრესასთან ამ დრომდე არ გამოჩნდება! ინტრიგა არის - ველოდებით 12 რიცხვს!

04.10.2006 აჩი ფურცელაძე ავადმყოფ დედას ვერ ნახულობს

მოსკოვში გადახვეწილი და საქართველოში სათანადო დონეზე არდაფასებული მომღერალი აჩი ფურცელაძე, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა რუსეთ-საქართველოს უკიდურესად გართულებული ურთიერთობის გამო. ამ დღეებში აჩიმ სამსახურს თავი დაანება, რადგან რუსეთის ხელისუფლების ჩარევით მოსკოვის ყველა ქართული რესტორანი ტერორშია და დახურვის პირასაა მისული, რუსები უკვე ბიოლოგიურად ვერარ იტანენ ქართველებს და მათ ყველაზე ცუდისთვისაც კი ამზადებენ! ჩვენი ჟურნალისტი მოსკოვში ესაუბრა აჩის, რომელმაც დაადასტურა, რომ სახლში ზის და გარეთ გასვლის სურვილიც არ აქვს, ცნობილი სატრანსპორტო ბლოკადის გამო ვერც წამოსვლას ახერხებს და ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ აჩის დედა ქალბატონი ხატულა სამი დღის წინ სასწრაფოდ, გაუძალისი ტკივილებით მე-9 საავადმყოფოს ნევროლოგიურის რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა, სადაც ალბათ ამ დღეებში სასწრაფო ოპერაციას გაუკეთებენ. "ვარსკვლავებმა" ქართული შოუ-ბიზნესის ყველა წევრისთვის საყვარელი ქალბატონი, ზოგისთვის მეორე დედა და ბებია საავადმყოფოში მოინახულა, ძლიერი გამაყუჩებლების ქვეშ. აჩი ფურჩელაძე ყოველსაათობრივ კავშირშია თავის თბილისელ მეგობრებთან, რომლებიც ქალბატონ ხატულას მფრაველობენ, მომღერალი იმასაც აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მისი უკან, მოსკოვში უახლოეს მომავალში წასვლა უკვე რისკის ქვეშ დადგება!

04.10.2006 კინოთეატრმა "რუსთაველმა" დაქოქა

დაქოქა და მერე როგორ, თბილისის მთავარ ფილიალში რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ, ანუ იქ სადაც ყოველთვის იყო და იქნება კინო "რუსთაველი", 5 ახალი მცირე დარბაზი გახსნა და მაყურებელს ყოველ 20 წუთში ერთხელ, ფაქტიურად ახალ სეანსს სთავაზობს. სხვათაშორის "რუსთაველი" კავკასიაში პირველი მულტიპლექსია - პირცველი ხუთდარბაზიანი კინოთეატრი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთაველის" პიარ-მენეჯერმა მაია სიხარულიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქალაქ რუსთავში მათი კიდევ ერთი ფილიალი, ახალი კინოთეატრი "რუსთაველი" გაიხსნა, სადაც თბილისის მსგავსად, ყველა ახალი და ლიცენზირებული ფილმი იტრიალებს! ამჯერად კი, მაყურებელს მარტინ სკორსეზეს ახალ განგსტერულ საგას - "ორმაგი თამაში" სთავაზობენ, სადაც მთავარ როლებში ლეონარდო დიკაბრიო, ჯეკ ნიკოლსონი და მეთ დეიმონი არიან.

04.10.2006 აქცია რუსეთის საელჩოსთან

საქართველოში რუსეთის საელჩოსთან თეატრალიზებული აქცია გაიმართა. ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვარდისფერი ავტობუსის პოეტები შეიკრიბნენ. ასე ეწოდება აქციის ორგანიზატორთა კავშირს. არტ-აქცია პაციფისტურია. ახალგაზრდა პოეტები მაიაკოვსკის ლექსებს კითხულობდნენ. აქციის შემდეგ კი რუსეთის საელჩოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს. ამ ფორმით პოლიტიკური პარტიები რუსეთის სათათბიროს ქმედებებს აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ 1921 წელი საქართველოში აღარ განმეორდება და საქართველოს არჩევანი დემოკრატიული ევროპული ოჯახის წევრობაზე უალტერნატივოა

04.10.2006 "ქუჩის ბიჭები" რუსეთის წინააღმდეგ

დღეს შუადღისას ჯგუფი "ქუჩის ბიჭების" ინიციატივით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერი აქცია მოეწყო რუსეთის მილიტარისტული და დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. "ქუჩის ბიჭებმა" თავიანთ კოლეგებს მოუწოდებენ ხმა ამოეღოთ და გვერდში დადგომოდნენ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს. - ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყველა პირადი წყენა და მთავრობას ამ ძნელბედობის ჟამს გვერდში დავუდგეთ, განაცხადა ზურა ხაჩიძის მეუღლემ ხათუნა ჟორდანიამ, რომლის ძმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, სწორედ ამ მთავრობამ დააკავა "ვარდების რევოლუციიდან" ორჯერ და ორჯერვე გადასახადის გადახის შემდეგ გაანთავისუფლა. ჯგუფის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიღოს, რაც ჩვენი "კეთილისმოსურნე" ქვეყნის - რუსეთის "კეთილ ნებაზეა" დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ! ფაქტი ერთია, ახლა მართლა ყველას ერთად დგომა მართებს რათა აგრესია ჩრდილოეთიდან შეეხება ყველას - მუსიკოსებსაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც.

04.10.2006 დიანა ღურწკაიას შვილის გაჩენის პრობლემები აქვს

გავრცელებულ ჭორებს ქართველი უსინათლო მომღერლის დიანა ღურწკაის ფეხმძიმობის შესახებ თავად მომღერალი უარყოფს რუსულ პრესაში და აცხადებს, რომ პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველაზე ცნობილ მოსკოვურ და ლონდონურ კლინიკებში მკურნალობს და სჯერავს, რომ ეს მკურნალობა შედეგს გამოიღებს. დიანა აცხადებს, რომ - შვილი, ეს უდიდესი მოვალეობაა და არ უნდა, რომ მისმა პატარამ ისე იგრძნოს თავი, რომ მხოლოდ ძიძა ყავს, ამას მომღერალი თავის მოუცლელობასთან დაკავშირებით იძახის. მისი ქმარი ადვოკატი პეტრე კუჩერენკოც არანაკლებ მოუცლელია ოჯახური იდილიისთვის. ისინი ერთი წელია უკვე ერთად ცხოვრობენ, თუმცა წყვილი სიგიჟემდე ნატრობს შვილს, რაც როგორც განვაცხადეთ ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით პერსპექტივაში არ არის!

04.10.2006 თათარაშვილი მეგობრემაც გაწირეს?

გამოძიება აცხადებს - დადგინდა, რომ თათარაშვილს საფრანგეთიდან შემოქონდა ნარკოტიკი "სუბოტექსი" რომელსაც ის, იქ უცნობი პირებისგან იძენდა 120 ევროდ. სამწუხაროდ ჩვენი სამათალდამცველთა საქილიკოდ უნდა ითქვას, რომ მათ ისიც კი არ იციან, რომ ევროპაში ეს ნარკოტიკი თავისუფლად, აფთიაქში იყიდება და სულ არაა საჭირო ბარიგებთან სიარული, მეორე ის, რომ არავითარი ძიება არ ყოფილა და მომღერალმა ეს ფაქტი თავად აღიარა. ერთადერთი კითხვა, რომელსაც მომღერლის მეგობრები სვამენ ასეთია - როგორ, ჩვენ ხომ ამაზე არაფერი ვიცოდით?! ჩვენ კი მეორე კითხვა გვაქვს - ვინ ჩაუშვა თათარაშვილი? რადგან როგორც ჩანს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი შოუ-ბიზნესის ქართველ ვარსკვლავთა დაკავებას კვლავ გეგმავს და ვინ გაებმევა მახეში შემდეგი არავინ იცის! სახელმწიფოსთვის სულ ერთია რა დამსახურებები მიუძღვის ამა თუ იმ ადამიანს ხალხის წინაშე! მაგრამ თათარაშვილის შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მომღერალი საბაჟოს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, რევოლუციის დროს ჩამოაქვეითეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საქმისთვის ის შევარდნაძის დროსაც ყავდათ დაკავებული, მაგრამ მაშინ ის გაანთავისუფლეს! ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ სასამართლო პროცესზე სადაც მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - ქართული შოუ-ბიზნესის არცერთი ვარსკვლავი არ გამოჩენილა, თუმცა ისინი სინანულის განცხადებებს პრესაში კარგა ხანია აკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით! ხელისუფლებსი კიდევ ერთი შეცდომა - მომღერლის დამამცირებელი დაკავების კადრების მასობრივი ჩვენება იყო!

04.10.2006 ქეთი მელუა გინესის რეკორდსმენია

ნუ გაიკვირვებთ, რადგან ჩვენს ქართველ, ემიგრანტ მომღერალს არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ევერესტი დაუპყრია ჯერ და არც გიტარით ხელში გადაუცურავს დარდანელის სრუტე, თუმცა არც ნაკლები გაუკეთებია იმისათვის, რომ გინესის მსოფლიო რეკორდსმენთა წიგნში მოხვედრილიყო - ქეთი მელუამ წყლის ქვეშ კონცერტი გამართა, იტყობინებოდნენ დღეს სააგენტოები, მაგრამ კონკრეტული დეტალებისგან არ იკლავდნენ თავს. როგორც აღმოჩნდა გალონდოლებულმა ქართველმა, კარგმა მომღერალმა გოგონამ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად კონცერი წყლის, დიახ დიახ - პირდაპირ წყლის ქვეშ გამართა, რა თქმა უნდა, მასაც და სტუმრებსაც ამისთვის წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და აი - გინესების ორგკომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს უჩვეულო მოვლენა რეკორდების წიგნში შეეტანა!

03.10.2006 კიდევ ერთი ახალი სტუდია

ამჯერად პერსპეტიულმა და კარგმა ქართულმა ბოიბენდმა "სპრინგმა" და "დანტემ" (ვალერი აფხაზავა) სტუდია "დანტეს" პრეზენტაცია მოაწყვეს კლუბ "ბერიკონში", რომელსაც კიჭა (მსახიობი - ლევან ლელაშვილი) უძღვებოდა. სტუდია ბერძენი მომღერლის დანტესის საპატივცემულოდ ატარებს ამ სახელს, რატომ? მარტივი მიზეზის გამო - ვალერი აფხაზავა ახალი ჩამოსულია საბერძნეთიდან და კიდევ... რაღაც, რასაც ბიჭები საიდუმლოდ ინახავენ! ტერიტორიულად სტუდია - "მაესტროს" ყოფილ ადგილზე განთავსდება, აკადემქალაქის ერთ-ერთ კორპუსში (სადაც ტელეკომპანია "პირველი სტერეოა" განთავსებული). ჯგუფ "სფრინგის" სოლისტს ბესო კვარაცხელიას კი, ნოემბრის ბოლოს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება - პირველი შვილი ელოდება, ჩვენი ჟურნალის სახელით წარმატებას ვუსურვებთ სტუდიასაც და ჯგუფსაც, რომელიც რამდენიმე დღეში ბექა ლორიასთან დუეტზე მუშაობას დაიწყებს.

02.10.2006 ანრი ჯოხაძე სოლოსთვის ემზადება

"წლის საუკეთესო მომღერლის" ტიტულის "მეგას" მფლობელი 2006 წელს, პირველი სოლო-კონცერტის გასამართად ემზადება და პარალელურ რეჟიმში ამბიციურ განცხადებებსაც აკეთებს და ამბობს, რომ ეს იქნება სოლო-კონცერტი ცოცხალი ბენდით, ორკესტრით და უმაღლესი ხარისხით, შესრულდება ყველა დუეტი გარდა მარი ნაცვლიშვილთან ჩაწერილი სიმღერისა! ანრი ჯოხაძეს ამ სახელის და გვარის გაგგონებაც კი არ უნდა... რაც შეეხება 6 ნომემბერს ფილარმონიაში დაგეგმილ სოლო-კონცერტზე დასსაწრებ ბილეთების ფასს, მომღერალი არ აკონკრეტებს რა ეღირება ბილეთი, მაგრამ იქვე აცხადებს, რომ - თუ ჩემს ფანებს უნდათ ჩემი სიმღერის მოსმენა ცოცხლად და კონცერტზე მოსვლა, ისინი ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებენ! მე როცა "თეიკ ვეთის" კონცერტზე მინდოდა მისვლა, მობილური ტელეფონი დავალომბარდე და ბილეთი ვიყიდე, ბილეთის ფასი მართლა ყველასათვის ხელმისაწვდომია! ამასთან ერთად მომღერალმა უკვე დაიწყო ახალ სიმღერაზე კლიპის გადაღება ანი მაღლაკელიძის რეჟისორობით. ვიდეოს გადაღება უფლისციხეში მიმდინარეობს. ამასთან ერთად სოლო კონცერტისთვის იწერება რამდენიმე ახალი სიმღერაც, ასე, რომ წლის საუკეთესო მომღერლის" "მეგას" ტიტულის მფლობელი სერიოზულად ემზადება 6 ნოემბრისათვის!

01.10.2006 ირაკლი ჩარკვიანის მემორიალური დაფა

რამდენიმე დღის წინ ქალაქის ამჟამინდელმა მერმა - გიგი უგულავამ ცნობილი ქართველი მუსიკოსის - ირაკლი ჩარკვიანის სახლის კედელთან, მისივე სახელობის სამახსოვრო, მემორიალური დაფა გახსნა. ღონისძიებას ირაკლი ჩარკვიანის ახლობლები და ოჯახის წევრები ეწსრებოდნენ. მომღერლის პატარა გოგონა - ნინიკო, მამის სიმღერებს ღიღინებდა, სხვები იმას ყვებოდნენ, როგორ ცხოვრობდა და რას აკეთებდა, რის გაკეთება ვერ მოასწრო ცოტა უცნაურმა, მაგრამ მართლა კარგმა მუსიკოსმა. სიცოცხლეშივე მუსიკოსმა საკუთარი თავი მეფედ გამოაცხადა დად ამით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ის მეფედ მოკვდა... და მეფედ დარჩა. საქართველოს მთავარ მუსიკალურ დაჯილდოების "მეგას" ცერემონილაზე წელს პირველად ირაკლი ჩარკვიანის სახელის უკვდავსაყოფად "მეფის მეგა" დააწესეს - ქართული როკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც პირველ წელს სიმბოლურად ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს - ქეთათოს გადაეცა!

01.10.2006 სახალისო უცნაურობანი "ბერიკონში" "ბარის" იუბილეზე

საქართველოში გამომავალმა ერთ-ერთმა მაღალფოლიგრაფიულმა პერიოდულმა ჟურნალმა "ბარმა" რამდენიმე დღის წინ კლუბ "ბერიკონში" დაარსებიდადნ ერთი წლის იუბილე იზეიმა. გამოცემის რედაქტორი გამოცდილი ჟურნალისტი, ერთდროს ასევე ქართული შოუ-ბიზნესური ჟურნალის "ოსკარის" ყოფილი რედაქტორი - მომხიბვლელი ახალგაზრდა გოგონა თამუნა გონგაძეა, რომელმაც ჟურნალს წარმატებული თინეიჯერული სახე მისცა, ხოლო პოლიგრაფიული, მაქსიმალურად ევროპულთან მიახლოებული, უმაღლესი ხარისხი კი საგამომცემლო სახლმა "კვირის პალიტრამ" აიღო თავის თავზე! წვეულებას ქართული ესტრადის ცნობილი სახეები ესწრებოდდნენ, მაგრამ ძალიან უცნაური საკრალული დამთხვევით - "ქუჩის ბიჭები" ჟურნალის იუბილეზე სამი წევრით წარსდგნენ, ასევე იყო "სეიშენის" და "რონდოს" შემთხვევაშიც, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სამივე ჯგუფმა სამი წევრით შეასრულა სცენაზე ორ-ორი სიმღერა! ყველა უცნაურობასთან ერთად, საღამო იმითაც იყო საინტერესო, რომ შედგა გიორგი დათიაშვილის ახალი და მეტად ლამაზი (ცოტა არ იყოს ეროტიული) კლიპის პრეზენტაცია, რათქმა უნდა გიგა კვენეტაძის მუსიკაზე დაწერილი სიმღერით, რომელიც იმდენად ჩამოგავდა გიგას ერთ ძალიან, ძველ მაგრამ "ჰიტავოი" სიმღერას, რომ... ყველამ აღნიშნა! საღამოს ტრადდიციული ცეკვა-თამაშის გარეშეც არ ჩაუვლია, მოლხენა არავის დაუკლია, მაგრამ ორგანიზატორული ლაფსუსები ჩვენს კოლეგებს ჩვენგან ნამდვილად ეპატიებათ, საღამოს შუაწელში თამუნა გონგაძე აცხადებდა, რომ - ასეთი სახის საღამოების ორგანიზება მისი სტიქია არ ყოფილა და ძალიან ძნელია! ხოლო "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლის დირექტორი ირაკლი თევდორაშვილი კი კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ განაცხადა, რომ - ცოტა არ იყოს ხმაურმა დამღალაო! ასე იყო თუ ისე, ჩვენ ჩვენის მხრივ, კიდევ დამატებით 100 წლის სიცოცხლეს ვუსურვებთ "ბარს", მთავარი ხომ მაინც მუშაობის სურვილის არდაკარგვაა!

01.10.2006 ნინი ბადურაშვილი გერმანიაში ბრუნდება

მეოთხე კურსის სტუდენტი, მომხიბვლელი მომღერალი ნინი ბადურაშვილი თავის კოლეგასა და დაქალთან თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად ნოემბრის დასაწყისში გერმანიაში ბრუნდება, სადაც ისინი წლის დასაწყისში გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელებაზე მოაწერენ ხელს. ეს არც უკანასკნელი და მითუმეტეს არც პირველი გადაბარგებაა ქართული შოუ-ბიზნესის მბრწყინავი, ნაკლებადმბრწყინავი, თუ ისერა ვარსკვლავებისა საზღვარგარეთ, მაგრამ ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე უკვე მზა კონტრაქტის ხელმოსაწერად და გერმანიაში სამუშაოდ იხვეწებიან... როგორც ნინი აცხადებს - ტელევიზორის ჩართვა და იქ ვიღაც გაურკვეველი მომღერლების დანახვა აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ ქართული შოუ-ბიზნესის სიკვდილი დაწყებულია. სამწუხაროდ რატომაა ასე კატეგორიულად და მკვეთრად უარყოფითად განწყობილი ახალი, თანამედროვე მომღერლების მიმართ ცნობილი ოჯახისშვილი, არავინ იცის (ამის გაგეგბას ჩვენი ჟურნალისტები მასთან გასაუბრების შემდეგ ინტერვიუში დაადგენენ). მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - უკვე გადახვეწილ ქართველ მომღერალთა არც ისე პატარა სიას ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე ნოემბრიდან დაემატებიან!

27.09.2006 ზურა ხაჩიძემ შვილი მონათლა

რამდენიმე დდღის წინ ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრმა ზურა ხაჩიძემ და მისმა მეუღლემ ხათუნა ჟორდანიამ თავისი ორი თვის, პატარა ანასტასია ქრისტიანული, მართმადიდებლური წესით მონათლა. ნათლობას მხოლოდ უახლოესი გარემოცვა და რამდენიმე ჟურნალისტი დაესწრო, ექსკლუზივი რეპორტაჟი კი ტელეკომპანია "იმედმა" დღის გამოშვებაში გადასცა. ჯგუფი სტუდიაშია შეკეტილი და პარალელურ რეჟიმში ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც მალე სატელევიზო ვერსიადაც აქცევენ და კლიპს გადაიღებენ. ახალი და საინტერესო ამ ჯგუფის შემოქმედებაში სამწუხაროდ ჯერ მეტი არაფერია, გარე თვალისთვის თითქოს ისინი ინერტულები გახდნენ და თითქოს თავთავიანთი პრობლემებითა და ოჯახით დაკავდნენ, როგორც ზურა ხაჩიძემ განაცხადა: - ანასტასიამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა! ბედნიერი მამა აღიარებს, რომ მისთვის დილით ადრე გაღვიძება ასე სასიამოვნო არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა - რადგან ყოველი დილა ანასტასიაზე ფიქრით და მისი მოვლით იწყება! გასული წლების გოგონათა გულთამპყრობელი მთლიანად ოჯახის მოვლაშია გადართული და როგორც ავღნიშნეთ პარალელურად ახალ შემოქმედებით ნაბიჯებსაც მალე უჩვენებენ თავიანთ თაყვანისმცემლებს! წარმატებებს ვუსურვებთ "ქუჩის ბიჭებს" და პატარა ანასტასიას კი ღმერთის მფარველობას ვუსურვებთ! ფოტოზე: - ხათუნა და ზურა ქორწილის დღეს.

27.09.2006 პოლიციამ თემურ თათარაშვილი დააკავა

გუშინ შუადღის 4 საათზე, სანაპიროზე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე ცნობილი ქართველი მომღერალი, ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი, ედუარდ შევარდნაძის დროს ღირსების ორდერით დაჯილდოებული თემურ თათარაშვილი დააკავა, რომელსაც ამ ფაქტის გამო წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს და სასჯელის მაქსიმალური ზომა 6-დან 12 წლამდე განსახილველად საგამომძიებლო ორგანოებს გადასცეს. დაკავებისას მომღერალს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისთვის და მოგვიანებით მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დამატებით 5 აბი ნარკოტიკული ნივთიერება - სუბოტექსი, რომელიც თავად თემურ თათარაშვილმა განაცხადა - საფრანგეთიდან ჩამოიტანა 50 აბის ოდენობით, რის შემდეგაც ნაწილს რეალიზაცია გაუკეთა, ნაწილი კი თავად მოიხმარა. მაქსიმალურად ვეცადეთ ამ სკანდალური ფაქტისთვის ჩვენი კომენტარი არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გამოგვდის, რადგან ეს არაა პირველი შემთხვევა ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავთა მხრიდან ამ საწამლავის მოხმარების თაობაზე, შეგახსენებთ, რომ 2003 წელს პროკურატურამ ასევე ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციის ფაქტზე გორში, ცხინვალიდან მომავალი მომღერალი რომა რცხილაძე დააკავა. სამწუხაროდ სავარაუდოდ ქართული შოუ-ბიზნესის ბევრი ცნობილი სახე ზედმეტად მიდრეკილია ამ საწამლავისადმი და ვგონებთ, რომ ეს ფაქტი მათთვის გაკვეთილი აღმოჩნდება, რადგან შესაძლოა დაკავებულთა სიაში, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარს ან რეალიზაციას უკეთებს, ისეთი ადამიანების სახელი და გვარი გაიგოთ ცხოვრებაში, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდით. პროკურატურა აცხადებს, რომ თათარაშვილს რამდენიმე კვირაა უთვალთვალებდა, ასევეა სავარაუდოა, რომ ის სხვა მრავალთაც უთვალთავლებს. მომღერლის მეგობრები შოუ-ბიზნესიდან შოკირებულები იყვნენ და მთელი დღის განმავლობაში დაბნეულ კომენტარებს იძლეოდნენ. სამწუხაროა, რომ საწამლავმა ასეთი ადამიანების გულიც მოწამლა.

25.09.2006 რთველი-2006 შოუ-ბიზნესურად

ახალი ამბავი აღარა, რომ ქართული შოუ-ბიზნესის ბევრ ვარსკვლავთ, დაახლოებით სამი წელიწადია საქმე აღარაფერი აქვს პირდაპირი განხრით და ალბათ სწორედ ამას უნდა დავაბრალოთ, რომ ისინი, მხოლოდ პიარ-კომპანიებისა და უფასო მუშახელის არარსებობის დროს ახსნდებათ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ იმ დიდ "გაუგებრობაში" რასაც "რთველი-2006" ქვია ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც მოხვდნენ და პრეზიდენტისგან მსუბუქად დარეკეტებული ბიზნესმენების სიას, რომლებსაც "ვინუჟდენი" აყიდინეს 10 ტონა ყურძენი, მომღერლებიც მოხვდნენ - რომელთა დაკრეფილი ყურძენიც (სპორტის ვარსკვლავებთან ერთად, სხვათაშორის ვაჟკაცურად, რომ აღიარეს - ყურძნის კრეფა ჩვენი საქმე არააო) თბილისში წამოიღეს და მოხალისეებს უბნებში გახსნილ სახალისო საწნახელებში დააწურინეს. ხალხს რა უნდა და პური და გართობაო, ნათქვამია და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნება არც ისეთი ძნელია ჩვენი ქვეყნის ერთი გადახედვითაც კი!

25.09.2006 სოსო პავლიაშვილიც მეღვინე ხდება

რუსეთში წარმატებულმა ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა, რომელიც ბოლო დროს თითქოსდა ცოტა არ იყოს შემოსწყრა საყვარელ თბილისს, უკეთეს შემთხვევაში გული მოიბრუნა საქართველოსკენ, ან უარეს შემთხვევაში - მხოლოდ ბიზნესს საწყისებზე გადაწყვიტა ახმეტის რაიონში საკუთარი ვენახების გაშენება, რაც პრინციპში განახორციელა კიდეც შარშან შემოდგომაზე, როცა ის საქართველოს სტუმრობდა. სოსო პავლიაშვილი მეორე ქართველი მომღერალია, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა - ნანი ბრეგვაძის შემდეგ და ალბათ ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება კიდევ ერთი საფირმო ღვინო - "სოსო პავლიაშვილი". მართალია, უცნობია რამდენად მოხვდება ის რუსულ, ქართული ღვინისთვის აკრძალულ ბაზარზე, მაგრამ ფაქტია, რომ სოსო უკეთესი მომავლის იმედი აქვს. სხვამხრივ კი თბილისს კაი ხანია დაავიწყდა მისი ომახიანი და გულიდან ამოსული ხმა: - თბილისიიი!!! სადა ხართ ქართველებო დამენახვეთ!!! რაც სხვათაშორის ძალიან უნიჭოდ გადმოაკოპირა ზოგიერთმა ქართველმა შემსრულებელმა. თბილისს კი ახლა ყველაზე ძალიან სოსოს ის სიმღერა სჭირდება, რამაც სოსო პავლიაშვილი იმად აქცია რაც ახლა არის - თავისუფლება!!!

ამიკოს კიდევ ერთი დუეტი

წლის საუკეთესო სიმღერის "მეგას" პრემიის მფლობელი "მე არ დაგანებებ თავს" ავტორი და შემსრულებელი ამიკო თავისი დაგეგმილი სამი დუეტისთვის მზადებას იწყებს, როგორც მოგეხსენებათ ერთ დუეტს ის სექტემბერში ბაჩოსთან ერთად წერს, მეორეს ახლახანს გაირკვა, რომ ქეთი გომართელთან ერთად წერს, მესამე დუეტი კი ჯერ-ჯერობით კვლავ საიდუმლოდ რჩება. ქეთი გომართელისა და ამიკოს დუეტზე კლიპს ზაზა სვანაძე გადაიღებს, რომელიც ამ ბოლო დროს ცდილობს პროდუქტიული რეჟისორის იმიჯით წარსდგეს. როგორც გვპირდებიან სიმღერა სათუხთუხო და რიტმული იქნება, კლიპიც შესაბამისად. ამიკომ მცირე კომენტარიც გააკეთა: - ჩემი და კაბუს კლიპში რომ "კრაკადილი" გოგოები არიან ისეთები ნამდვილად აღარ იქნებიან, მე და ქეთი გავალამაზებთ კლიპს, მაგრამ რამდენიმე გოგო მაინც გამოჩნდება.

ლექს-სენმა გერმანულად გარეპა და მიდის

ქართველმა რეპერმა ლექსო ქავთარაძემ უკვე გაჰიტებული საქართველოს ჰიმნის (პატრიოტული ბანაკებისთვის) თავისი ინერპრირებით ჩაწერის შემდეგ, გერმანიაში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ ლექს-სენს მიუნხენში ალალი ძმა მინდოზა ყავს, რომელიც სავარაუდოდ მას კარიერის გაკეთებაშიც დაეხმარება. რეპერი საწყის ეტაპზე სამი თვით აპირებს მიუნხენში გადაბარგებას და როგორც ავღნიშნეთ იქ ძალების მოსინჯვას ეცდება. ამ ეტაპზე ლექსო თავის შავი ფერის "ბუმერს" ყიდის 7.000 დოლარად და არც აპირებს ერთი თეთრიც კი დაუკლოს, თავისი მანქანის შესაძლო მყიდველს, რადგან აცხადებს, რომ - მანქანა საუკეთესო მდგომარეობაშია და მას მანამ არ გაყიდის სანამ რეალური მყიდველი არ გამოჩნდება. სავარაუდოდ რეპერი მომავალ წელს "მეგა-2007"-ზე "წლის საუკეთესო რეპერის" ნომინაციაზე რეალური გამარჯვების კანდიდატია, განსხვავებით წლევანდელი ცერემონიალისგან, სადაც მას ეს ტიტული უძველესმა და "უხუცესმა" ქართველმა რეპერმა ბედინამ "წაართვა"

ოჯახის საერთაშორისო დღე "ბერიკონშიც" აღნიშნეს

16 ივნისს კლუბ "ბერიკონში" ოჯახის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ქართულ ფოლკლორულ და ხალხურ ანსამბლებთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ: ოთიკო ანდრიაძე, თამთა გოგუაძე, ბაჩო, ჯაბა ბოჯგუა და სხვები პერიოდულად ენაცვლებოდნენ "პატარა ვირტუოზებს" ქრისტინა გეორგიადუს და სხვებს. საღამოს წამყვანი მომღერალი და მოდელი მაკა ქაჯაია იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის, საფრანგეთის და ისრელის საელჩოს წარმომადგენლებიც. სახალისო ცეკვებმა, საერთო მხიარულობამ და ხალისობამ 2 საათი გასტანა.

"პრეგოში" ჟურნალისტები გაჯეჯილდნენ

იტალიურმა რესტორანმა "პრეგომ" გუშინ "კოკა-კოლასთან" ერთად იტალიის საფეხბურთო ნაკრების მხარდასაჭერად აქცია მოაწყო სადაც ცნობილ ადამიანებთან ერთად მასმედიის წარმომადგენლებიც დაპატიჟეს, სწორედ ამ უკანსკნელთა წყალობითა და მონდომებით შეხვედრა საკმაოდ ხალისიანად და ხმაურიანად წარიმართა, იქაურობას კი მუსიკალურ ფონს ჯგუფი "ექსტაზი" უფორმებდა, სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს "კოკა-კოლას" პრიზების მოგებაში ეცილებოდნენ, მაგრამ აქაც ჟურნალისტებმა ივაჟკაცეს და ლამის ყველა პრიზი გაინაწილეს, განსაკუთრებული აქტიურობით "სარკის" ჟურნალისტი - ავთო ჩიტიძე, "ბომონდელი" ნიკა ხაჩიძე და ჟურნალ "გზის" ნათია ჟივიძე გამოირჩეოდნენ. ძირითადი პრიზებიც სწორედ ჟურნალისტთა შორის გადანაწილდა. გაიმართა კონკურსი "კოკა-კოლას" სმაში, ყველაზე მეტი - 5 ლიტრა სასმელი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დალია და კინაღამ ცუდად გახდა სამაგიეროდ კი, საჩუქრების მთელი კრებული მიიღო. სტუმრებმა შესანიშნავი პიცა მიირთვეს, ბევრი იხალისეს, ბევრი იცინეს და ხალისიანად დაიშალნენ

შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22