თუ გვერდი გახსნას აგვიანებს, მიეცით "რეფრეში" და დაელოდეთ 15 წამით * * * აკრძალულია რომელიმე ფოტოს ან ტექსტის შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!!
mtavari
2007 clis ambebi
2007 clis ambebi
2007 clis ambebi
2010 clis ambebi
2010 clis ambebi
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
LIVE interviuebi
SPEC reportajebi
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
qartuli simgerebi
videorgolebi
datove chanaceri
kontaqti

30.12.2007 ჟურნალისტები 2008-ში ისევ ამღერდებიან

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფედნენო, - ეს ანდაზა შეუფარდეს ორი წლის წინ ქართველი ჟურნალსიტების ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ამღერებას, როცა მედიის პოპულარული სახეები, დუეტში ამღერდნენ ქართული ესტრადის ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავებთან ერთად. მაშინ, ეს აქცია თბილისის საკრებულოს ეგიდით ჩატარდა და მას პრესცენტრის თანამშრომელი, ჟურნალისტი თეონა ფირანიშვილი ხელმძღვანელობდა (სხვათაშორის ჟურნალისტად “ვარსკვლავების” რედაქციის “გამოზრდილი”). აქციამ გაამართლა, საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა, ტაშიც და ბევრი შექებაც, ონლაინ გამოკითხვების მიხედვით კი, საუკეთესო დუეტად მომღერალ ნუგზარ ერგემლიძისა და ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის შესრულებული “თუკი გესიზმრები” აღიარეს. როგორც გაირკვა გაზაფხულზე თეონა კვლავ გეგმავს მსაგავსი სახის პროექტს, რომელსაც პარალელურად დაჯილდოების ცერემონიალის სახეც მიეცემა, სადაც გამოავლენენ საუკეთესო ჟურნალისტს, საუკეთესო გადაცემას, საუკეთესო ბეჭდვით და ონლაინ გამოცემას და ა.შ. ფაქტია, რომ მკვდარი შოუ-ბიზნესის გამოცოცხლებას სააკაშვილის შემდეგ, ამჯერად კვლავ ჟურნალისტები შეეცდებიან (მხოლოდ, ამ შემთხვევაში ყოველგვარი ანგარების გარეშე). პარალელურად თეონა ფირანიშვილი ერთ-ერთ არხზე (სავარაუდოდ ტეკლეკომპანია “მზეზე” სოციალური სახის გადაცემას ამზადებს, რომელიც ძირითადად მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებს შეეხება.

30.12.2007 ზაზა სვანაძე კვლავ კვლავ “ბომბს” ხეთქავს

სკანდალური რეჟისორი, რამდენიმე ხმაურიანი კლიპის ავტორი და მომავალი, ჯერ არ გადაღებული პირველი ქართული პორნო-ფილმის რეჟისორი ზაზა სვანაძე 2 იანვარს, ბედობა დღეს თავისი მორიგი სკანდალური ნამუშევარის გამოტანას აპირებს საზოგადოების წინაშე – ახალი, მულტიპლიკაციური კლიპი “მეფე შიშველია”, რომელიც რა თქმა უნდა კვლავ საქართველოს ყოფილი და 5 იანვრიდან სავარაუოდოდ კვლავ პრეზიდენტ მიშა სააკაშვილის ანტი, იქნება. როგორც ზაზამ გაგვიმხილა კლიპი ზედმეტად სკანდალური იქნება, მასში გამოყენებული ორიგიებით, სეფექალებით, შაჰით, სასახლით და ასე შემდეგ, მოკლედ ის რაც ალბათ საუკეთესოდ წარმოაჩენს იმას, რომ – “მეფე შიშველია”. ზაზა სვანაძემ დააფიქსირა, რომ – მიშა სააკაშვილს ძალიან უყვარს მუსიკალური კლიპები და მისი ეს ნამუშევარი უბრალოდ პასუხი იქნება ამ ყველაფერზე. ზაზა ამბობს, რომ “არ მეშინიაო”, მიშა ამბობს, რომ “ნუ გეშინიაო”. . . მოკლედ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ :))

28.12.2007 “5 ლაინს რადიო” ერთი წლისაა

ცოტა ხნის წინ, საკუთარ ოფისში ინტერნეტ-გამოკითხვების მიხედვით “ყველაზე სმენადი რადიოს” “მეგას” ტიტულის მფლობელმა “5 ლაინს რადიომ” ერთი წლის იუბილე მოკრძალებულად, საკუთარ ეთერში აღნიშნა, რომელსაც დილიდანვე სტუმრობდნენ პოპულარული ადამიანები და პირდაპირ ეთერში ულოცავდნენ რადიოს თანამშრომლებს დაბადების დღეს. სტუმართა შორის ყველაზე ხმაურიანი, როგორც ყოველთვის მამუკა ონაშვილი იყო, რომელიც მოთმინებით უცდიდა, როდის გახსნიდნენ მასპინძლები შამპანურს და როდის გაჭრიდნენ ტორტს, სხვებს ეგონათ, რომ მომღერალი მშიერი იყო და – სახინკლეში დაპატიჟეს, ქვა ააგდო თავი შეუშვირა – სამ ხინკალზე მეტს ვერ ვჭამო და სხვებიც “დაუჯერა” ამაში. ნინო ღავთაძე და ბედინა, ამ უკანასკნელის მობილურის პოლიფონიური მელოდიებით ერთობოდნენ, ნოდიკო ტატიშვილი და რადიო “არ დაიდარდოს” დი ჯეი - თაკო მელიქიშვილი ერთად ჭორაობდნენ, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე კი, იმდენი ეჯაჯგურა თამთა გოგუაძის საათს - გინდა თუ არა ჩემი თვალით უნდა ვნახო, რომელი საათიაო, სანამ ხელიდან არ წააძრო და გაუტეხა, ჯარიმად კი, მომღერლის ოქროს დაბადების დღეზე 25 თებერვალს ახალი საათის ჩუქება შეიტენა :)) მერე სანთელიც აინთო, ტორტიც გაიჭრა, შამპანურიც გაიხსნა და დალოცვებმაც არ დააყოვნა, ყველაზე მეტად რადიოს წამყვანები ხალისობდნენ, მაგრამ ერთი ფაქტი მაინც დავაფიქსირეთ – სტუმარ-მასპინძლის მხიარულებას, რატომღაც არ შეერთებია რადიოს დამფუძნებელი მამუკა სააკაშვილი, რომელიც ერთი სართულით ზემოთ იდუმალად საქმიანობდა.

27.12.2007 “ქალაქურ-რეპული” დუეტი შედგა

“ვარსკვლავები” რამდენიმე თვის უკან გატყობინებდათ, რომ “მეგა-2007”-ს აბსოლუტური ფავორიტი ნინო ჩხეიძე და გასული წლების “საუკეთესო რეპერის” ტიტულის მფლობელი ლექს-სენი უჩვეულო პროექტს ამზადებდნენ – დუეტი, რომელიც ქალაქურ-რეპულ სტილში იქნებოდა გადაწყვეტილი. პროექტი იმდენი ხანი იწელებოდა, რომ ლამის ყველას გადაავიწყდა, მაგრამ როგორც ჩანს იანვარში ჩვენს ჟურნალისტებს ერთი ლამაზი საღამოს გაშუქება მოუწევთ სადაც ამ პროექტზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია მოეწყობა (რა თქმა უნდა სიმღერასთან ერთად). მანამდე კი, სააკაშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე გურჯანიისკენ მიმავალი მომღერლები, რომლებიც ავარიაში მოყვნენ და მსუბუქად დაზარალდნენ იარებს იშუშებენ, მათ შორის ნინო ჩხეიძე ყველაზე მეტად (რომელმაც ხელი ორ ადგილზე მოიტეხა), მის უკან მჯდარი ლექ-სენი და თამთა გოგუაძე, რომელსაც ექიმმა 20 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმების სარეაბილიტაციოდ (და რომელიც კატეგორიულად ვერ იცავს ამ რეჟიმს).

26.12.2007 ანრი ჯოხაძეს “ბინა” ბინას ურემონტებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს პროექტი “ბინა” რომელიც ყოველ კვირას გადის ეთერში, ცნობილი ადამიანების ბინის თითო ოთახის რემონტზე გადავიდა, როგორც ჟურნალ “ბარის” ჟურნალისტები იტყობინებიან მათ შორის უკრაინიდან დაბრუნებული ანრი ჯოხაძეცაა, რომელმაც ბევრი “ჩალიჩის” მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო დაერწმუნებინა პროექტის ორგანიზატორები, რომ მისთვის მისაღები ოთახი (ე.წ. “ზალა”) გაერემონტებინათ და არა საძინებელი, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს “ბინელებმა” – არაო, ჩვენ “ზალა” კი არა “სპალნა” უნდა გაგირემონტოთო. ჯიუტ მომღერალსაც რაღა უნდა ეთქვა, სულ არარაობას – ჯანი გავარდეს, ქვაბში ჩავარდესო და მისცა “უფლება” პროექტის ავტორებს ორი კვირით მის საძინებელში შებარგებულიყვნენ, თავად კი, ეს პერიოდი მეგობრის ბინაში გადავა. პარალელურად მომღერალი შემოქმედებით წვაშია და თავს, რეალიზებას ამჯერად თბილისში უკეთებს, უკრაინაში წასვლას რატომღაც აღარ ჩქარობს და თბილისური ალბომის ჩასაწერადაც ემზადება. მაგრამ, როგორც მოგვიანებით პროექტის ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, "ბინა" არ აპირებს ანრის სახლის აგრემონტებას და მეტიც, პროექტი მალე საკუთარ თავს ამოწურავს - ანუ ის დასრულდება.

25.12.2007 თამთა გოგუაძეც გაგვექცევა?

როგორც ჩანს, საქართველოდან ქართველი მომღერლების გადინების ტენდენცია დაიწყო და აღარ ჩერდება, მიდიან, რჩებიან, მიდიან და მოდიან, ან სურვილი აქვთ წავიდნენ და ვერ მიდიან, ან მიდიან, არაფერი გამოსდით და ბრუნდებიან. . . მოკლედ, შესაძლოა, მალე თამთა გოგუაძეც აღმოჩნდეს წამსვლელთა სიაში. როგორც აღმოჩნდა თამთას ინგლისიდან ინტერნეტის დახმარებით ერთ-ერთი იქაური წარმატებული პროდუსერი დაკავშირებია, რომელსაც ინტერესი გამოუთქვამს მისი სიმღერების მიმართ (იხილეთ საიტი http://www.myspace.com/tamtagoguadze3), შემდეგ მომღერლის ფოტო-ალბომი მოუთხოვია, მიუღია და კიდევ უფრო დაინტერესებულა, საქმიან მოლაპარაკებებსაც საფუძველი ჩაეყარა და რაღაც ახალისთვის მზადებაც დაიწყო, სხვა საქმეა რამდენად გადაწყვეტს თამთა მოსალოდნელ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში (ჩვენი აზრით ის საქართველოს არც საკუთარი კარიერის წარმატების გულისთვის დათმობს, რადგან ვიცით რა მისი ბუნება), თუმცა გარკვეული პერიოდი შესაძლოა ეს პროექტი შედგეს, მთავარია რომ მოლაპარაკებები დაწყებულია. სხვათაშორის თუ დავუკვირდებით საქართველოდან გადახვეწილ მომღერალ მამაკაცებს უფრო უმართლებთ საზღვარგარეთ ვიდრე ქალებს, ნეტა რატომ?

24.12.2007 ლუ ბეგა თბილისშია

მამბოს მეფედ მონათლული ცნობილი მომღერალი ლუ ბეგა თბილისში გასაიდუმლოებული ვიზიტით იმყოფება, როგორც გაირკვა ამჯერად ის კონცერტის ჩასატარებლად არავის მოუწვევია, უბრალოდ როგორც ჟურნალისტთან საუბარში მომღერალმა განაცხადა – თბილისში ის ძმაკაცის მოსანახუნებლად ჩამოვიდა (სუფთა თბილისური პონტია) და ამჯერად კონცერტი არ აქვს დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან ლუ ბეგამ ნიკა ხომასურიძის ორგანიზებით (რომელიც თავის მხრივ ამჟამად ჰოლივუდში იმყოფება და იქაურ კინოაკადემიაში სწავლობს და დავით აღმაშენებელზე ისტორიული ფილმის გადასაღებადაც სერიოზულად ემზადება) ჩამოვიდა და კლუბ “ტრიუმფში” გრანდიოზული კონცერტი ჩაატარა. ცოტა დაუჯერებელია, რაღა მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ მოუწია “ჩვენს ძმაკაცს” თბილისში ჩამოსვლა და სიმართლე გითხრათ არც ის გაგვიკვირდება, რომ უცებ, რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერ კონცერტზეც ვიხილოთ ლუ . . . ჩვენ კი, როგორც გავარკვიეთ სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მომღერალი საკუთარი ხარჯებით დაბინავებულა.

24.12.2007 გიორგი დათიაშვილი დაიქოქა

პროდუქტიულ, ახალგაზრდა მომღერლებს შორის 19 წლის გიორგი დათიაშვილი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, ცოტა ხნის წინ მან საბოლოოდ დაამთავრა საკუთარი ხმის ჩამწერი და ვიდეო-სტუდიის “არტ-მელოდიის” აწყობა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს, ისე როგორც სხვის შეკვეთებზე, ასევე საკუთარ პროდუქციაზე. მომღერალი 3 კვირის უკან ლატვიიდან დაბრუნდა, სადაც ის სწავლობს დაAახალი მუსიკალური ვიდეოსთვის მზადებას შეუდგა, რომელიც ნახევრადანიმაციურია და საინტერესოდაა გადაწყვეტილი. სიმღერის სახელიდან - “განშორება” - გამომდინარე რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რაზე იქნება ეს სიმღერა. ამჟამდ კი, ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” ეთერში უკვე ტრიალებს ზაზა სვანაძის მიერ გადაღებული გიორგი დათიაშვილის ახალი კლიპი, თბილი, რომანტიული და მუსიკალური ნამუშევარი, რომელიც მომღერლის სხვა კლიპებისგან რადიკალურად განსხვავებულია.

23.12.2007 საგენტო “ლიკა ყაზბეგმა” 10 წლის იუბილე აღნიშნა

მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცეტრ “მუზაში” სამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგის” ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზული აქცია-ჩვენება გაიმართა, სადაც საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს დიზაინერმა ნონო გოგიბერიძემ (რომელმაც სხვათაშორის მოსკოვის ფესტივალზე გატანილ კოსტიუმებში “გრან-პრი” აიღო), ანა ჯანუყაშვილმა და სილამაზის სალონმა “ზიზიმ” კი საკუთარი საქორწინო კაბების ჩვენება მოაწყო. ლიკა ყაზბეგის აღმოჩენილია ბევრი გოგონა და მისი გაპოპულარულებულია ბევრი მოდელიც, მათ შორის მომღერალი თიკა ფაცაცია “მის-თბილისი 1999” და ნათია ნებიერიძე “საუკუნე მის 2000” რომელიც დღეს უკვე, ინდური ბოლივუდის მხატვრული ფილმის მთავრი როლის შემსრულებელია. ჩვენებაში მონაწილებას ღებულობდნენ “რუსთავი-2” წამვანი მაგდა მამაცაშვილი, ლულუ და სხვები. ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” ულოცავს ლიკა ყაზბეგს და მის სტუდიას ათი წლის იუბილეს

23.12.2007 ჯაბა ბოგუას კიდევ ერთი ახალი კლიპი

ექსტრავაგანტურმა და სკანდალურად ცნობილმა შოუ-მენმა მორიგი, ახალი კლიპი გადაიღო, მაღალი დონის ნამუშევარი აზერბაიჯანის საზღვარზე და სიღნაში იქნა გადაღებული, კლიპში მონაწილეობას იღებს “მის-აზერბაიჯანი 2007” და მომღერლის მენეჯერი ამიკო ებრალიძე (რომელიც სხვათაშორის ბოჯგუას ჰიტში “სიყვარულის ისტორია” კლიპშიც თამაშობს – იხილეთ “ვიდეორგოლებში”). ახალი სიმღერა აზიურია, არანჟირება ამირან დიასამიძეს ეკუთვნის, ტექსტი კი “წლის საუკეთესო ტექსტის” “მეგა-2006”-ის ტიტულის მფლობელ პოეტს ნანა ცინცაძეს. კლიპის მონტაჟი ტელეკომპანი “მირის” ბაქოს ოფისში მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია ახალი წლების მერე შედგება როგორც თბილისში, ასევე ბაქოში, (კლიპის რეჟისორი ბაქოში ცნობილი რეჟისორი რომა მამედოვია, კოსტიუმებზე ასევე ბაქოელმა დიზაინერმა ნარგიზა ჯამალმა იმუშავა). ჯაბა ბოჯგუა ინტენსიურად ემზადება საკუთარი დაბადების დღისთვის (13 მარტისთვის) და ახალ სიმღერებთან ერთად აკეთებს ახალ ფოტოსესიას, როგორც ჩანს მომღერალი სერიოზულ პრეზენტაციას აჩუქებს საკუთარ თავს ამ დღეს და თან არაკლუბურ სიტუაციაში. როგორ და რას – ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.

15.12.2007 ქართველი ვარსკვლავები ავარიაში მოყვნენ

დღეს შუადღის დაახლოებით 4-5 საათისთვის გურჯანისკენ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე მიმავალი ქართული შოუ-ბიზნესის მომღერლებით სავსე ავტომანქანა "მლ-ის მერსედერსის" ჯიპი, გურჯაანამდე არ მისული ავარიაში მოყვა. მანქანაში ნინო ჩხეიძე, თათია გიორგობიანი, ლექს-სენი, თამთა გოგუაძე და ნინო ჩხეიძის მეუღლე (საჭესთან) ისხდნენ, როცა ავტომანქანს მოულოდნელად საპირისპირო მხრიდან მომავალი ე.წ. "საბჭოთა ჯიპი" "კოლხოზნიკი" დიდი სიჩქარით დაეჯახა. სერიოზული დაზიანება მიიღო ნინო ჩხეიძემ, მომღერალს მარჯვენა ხელის მოტეხილობა აქვს და ის სტაციონარში მეუღლემ გადაიყვანა. დანარჩენი მომღერლები მცირე დაჟეჟილობებით კვლავ პრეზიდენტის მხარდამჭერ კონცერტზე გაემგზავრნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩხეეიძის მეუღლის ავტომანქანა "ემ ელი მერსედერსი" სერიოზულადაა დაზიანებული, ნინოს გარდა არავინ სერიოზულად არ დაზარალებულა. დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი კონცერტების სერია გურჯაანიდან დაიწყო 70 მომღერლის მონაწილეობით.

14.12.2007 კაბუს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

არც ისე ცოტა ხანია ეთერში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი ერთ-ერთი კლიპი ტრიალებს, რომლისÓ სიმღერასაც რეპერი კაბუ ასრულებს და რომელიც სხვათაშორის ძალიან ბევრს ახალი სიმღერა ჰგონია, კაბუს “საქართველო” კარგა ხნის წინ ჩაწერილი კომპოზიციაა, უბრალოდ – ის, ახლა მოარგეს სიტუაციას და კლიპად აქციეს, რომელიც აშკარად ოპოზიციის საწინააღმდეგო სახეს ატარებს. რაც შეეხება სასამართლო დავის საგანს - აფხაზეთის ლეგიტიმური უზენაესი საბჭოს დეპუტატის ადა მარშანიას განცხადებით, მიუღებელია ტექსტის სიტყვები, – ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს - და თვლის, რომ ეს სიტყვები, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს სიმღერას, ხელს უშლის ქართველების და აფხაზების დაახლოებას და შერიგებას. თავად რეპერი კი, ადა მარშანიას განცხადებაზე, ასეთ კომენტარს აკეთებს, – მე აფხაზეთის ომში ვიყავი, იქ რუსებმა და აფხაზებმა ქართველები დაგვამარცხეს ბრძოლაში, მაშ რატომ არ შეიძლება, რომ მეც იგივე სურვილებით ვუპასუხო?! – რაშიც უდაოდ ვერ შევედავებით კაბუს...

მონსერატ კაბალიეს თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა

ცნობილ ესპანელ საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უმასპინძლა. შეხვედრაზე კაბალიემ პატრიარქის საგალობლები მოისმინა. ილია მეორემ კი მომღერალს საჩუქრად სამების ხატი და თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა. მონსერატ კაბალიე თბილისში ქალიშვილთან ერთად პაატა ბურჭულაძის მოწვევით ჩამოვიდა. იგი თოთხმეტ დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. სამ მრავალშვილიან ოჯახს კი ბინები გადაეცემა. ("იმედი")

13.12.2007 ქართველი ზურა სოტკილავა რუსეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

როგორც კრემლის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, ქართველი ტენორი რუსეთის დიდი თეატრის სოლისტი ზურა სოტკილავა, ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა ტიტულით – “მამულის წინაშე დამსახურებისთვის” – “სამამულო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის გამო”. ტენორმა წელს 70 წლის იუბილე აღნიშნა, რომლის ფარგლებშიც სხვათაშორის წელს, ივლისში ხობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე, მისი სოლო-კონცერტიც გაიმართა. ზურა სოტკილავამ 45 წელი სცენაზე გაატარა, მათგან 35 კი, მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. სხვათაშორის სოტკილავა, თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო, ტრამვის მიღების შემდეგ კი, ფეხბურთს შეეშვა. 23 წლის სოტკილავა თბილისის კონსერვატორიაში ყოველგვარი მუსიკალური განათლების გარეშე ჩარიცხეს, გამორჩეული ნიჭის გამო. ვულოცავთ ბ-ონ ზურაბს დამსახურებულ ჯილდოს და მორიგ აღიარებას.

12.12.2007 “ევროვიზია 2008”-ისთვის 12 ქართველი ემზადება

მომავალ წელს “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით გამოსასვლელად 12 კანდიდატი უკვე შერჩეულია: - ნინი ბადურაშვილი, სალომე გასვიანი, სალომე კორკოტაშვილი, თამთა ჭელიძე, ალეკო ბერძენიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, კვარტეტი “ვივო”, გუგა აფციაური, თიკა ფაცაცია, ირაკლი ფირცხალავა და დიანა ღურწკაია. თითოეულ მათგანს უკვე მომზადებული აქვს, ქართველი მოსახლეობის წინაშე გასატანი სიმღერა (რომელსაც შესაბამისად შიდა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში “ევროვიზიაზე” გაიტანენ) კონცერტისთვის, რომელსაც ტელეკომპანია “საზოდოებრივი მაუწყებელი” მარტში ფილარმონიაში გამართავს (თუ მანამდე რემოტის დასრულება მოესწრება დიდ საკონცერტო დარბაზში). კონკურსზე გასაგზავნ კანდიდატს, მოსახლეობა მესიჯების საშუალებით გამოავლენს (რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უდაოდ დიდი შეცდომაა), ჩვენი ჟურნალის ექსპერტების შეფასებით 12-დან რამდენიმეს რეალური შანსი აქვს გამარჯვებისა, აქვს გამოცდილება, სახელი და უკვე ვარსკვლავის ტიტული (რაც “ევროვიზიაზე” არანაირი პრივილეგია არ არის სხვათაშორის). ჩვენი შეფასებით სალომე გასვიანი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა და კიდევ – საინტერესოა, რატომ არ მოხვდა სიაში ანრი ჯოხაძე? ადამიანი, რომელიც “ევროვიზია 2008”-ში მონაწილეობის შემთხვეაში, ავტომატურად გამარჯვებული იქნებოდა.

11.12.2007 ნინო ძოწენიძის ექსპერიმენტი

ცნობილი ჰიტის “შინამანაკენას” ავტორ-შემსრულებელი ნინო ძოწენიძე ახალი ექსპერიმენტის განხორციელაბს აპირებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკვე სამი წელია პროექტშია და იგეგმება. მომღერალი რეპერ ფედიასთან ერთად დუეტის ჩაწერას აპირებს და ჟურნალისტ ეკა ლემონჯავასთან საუბრისას აცხადებს, რომ ექსპერიმენტმა უნდა გაამართლოს, რადგან სიმღერაში პროტესტია გამოხატული ცუდ ადამიანებზე, ცუდ გარემოზე და საერთოდ ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ, თანაც თუ სიმღერის ენერგიულობასაც გავითვალისწინებთ, ის წარმატებული გამოვა, - აცხადებს ნინო ძოწენიძე. სავარაუდოდ მასზე ვიდეორგოლიც მომზადდება და ორ თვეში, ანუ სიმღერის გამოსვლის შემდეგ კონკრეტული დეტალებიც გაირკვევა.

11.12.2007. მომღერლები – პოზიცია და ოპოზიცია.

ქართული პრესა ბევრს ლაპარაკობს, რომ საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს ფარული უკმაყოფილება და აგრესია ქართველი მომღერლების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც ღიად, დაუფარავად და აშკარად გამოხატავენ პრეზიდენტობის კანდიდატის მიშა საკაშვილისადმი სიმპათიას და მონაწილეობას ღებულობენ მის წინასაარჩევო კონცერტებში. ასეთი 70-მდე მომღერალია, რომლებიც დროის სხვადასხვა ინტერვალში გამოდიან აღნიშნულ კონცერტებზე. სამწუხაროდ დიდი მცდელობის მიუხედავად “ვარსკვლავებმა” ვერანაირად ვერ მიიღო ქალაქის კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მომღერალ ნეკა სებისკვერაძის მხრიდან, დაპირებული კონცერტების ოფიციალური (!) და ზუსტი სია და განრიგი (დაგვპირდა, 1 კვირა ველოდეთ, არ გამოგვიგზავნა და მერე ჟურნალისტის დარეკილსაც არ პასუხობს საერთოდ). 70 მომღერალს შორის არ არიან მაგალითად ეკა კვალიაშვილი და ნინი შერმადინი, ეს უკანასკნელი აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტროდან თავისდროზე გაუფრთხილებიათ კიდეც – ოპოზიციის მხარდასაჭერ მიტინგზე მისული არ დაგინახოთ მეორედო! ბლოკავენ ყველგან, რადგან ის ტელეკომპანია “იმედის” სახეა, რასაც ნინი სიამაყით და მადლიერების გრძნობით კიდევ ერთხელ ხმამაღლა აფიქსირებს. (სხვათაშორის, დღეს ნინი 20 წლის გახდა, რასაც სულით და გულით ვულოცავთ). ”ვარსკვლავები” აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ – ჩვენ მხოლოდ ერთი რამის წინააღმდეგნი ვართ, არ უნდა არსებობდეს ”გამორჩევის წესი”, მაგრამ ყველა ხელოვანს აქვს მიიღოს მონაწილეობა თუნდაც ხელისუფლების და თუნდაც ოპოზიციის მხარდასაჭერ კონცერტებში, რადგან როგორც მინიმუმი ეს მათი პროფესიაა, პროფესიით კი, ადამიანმა უნდა იარსებოს!

10.12.2007 ზაზა სვნანაძემ მორიგი კლიპი გადაიღო

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა რეჟისორმა ინტერნეტ-ჟურნალის კორესპონდენტები “კინოს სახლში” თავისი ახალი ნამუშევრის პრეზენტაციაზე მიგვიწვია, რომელიც ამჯერად ტელეკომპანია “იმედის” მხარდასაჭერ 4 წუთიან რგოლის ჩვენებას ემსახურებოდა. ზაზამ ნოემბრის ბოლოს, საზოგადოებას უკვე წარუდგინა ასევე სპონტანური და ცხელ გულზე გაკეთებული კლიპი “არ მეშინია” რომელიც 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების, ხელისუფლების მხრიდან ვანდალურ დარბევას შეეხებოდა (კლიპი იხილეთ განყოფილებაში “ვიდეორგოლები”). პრეზენტაციას ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებთან ერთად ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც (კობა დავითაშვილი, - რომელმაც “იმედს” გადაუხადა მადლობა მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, რადგან სწორედ ამ არხმა გააჟღერა პირველმა 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკი ცემის ფაქტი). სხვათაშორის კლიპი სხვამხრივაც საინტერესოა, რადგან მასში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკისა და ქართული ფოლკლორის სინთეზური ნაზავი. კლიპის დასრულების შემდეგ, სცენაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტების სახელით მადლობა დამსწრე საზოგადოებას “იმედის” საინფორმაციო გადაცემების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ გადაუხადა.

10.12.2007 სამარცხვინო ამბებით სავსე “ბარი-4” დასასრულს უახლოვდება

მიუხედავად იმისა, რომ რეალითი-შოუ თითქოს სკანდალებით და ხმაურით დაიწყო, ბოლო დრომდე ის, ძალიან მდორედ მიმდინარეობდა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობის შემცირებამ და 40.000 ლარის რეალურად მოგების შანსმა, საბოლოოდ გააცოფა და ადამიანი სახე დააკარგვინა ლამის ყველას, ისინი ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ კონკურენტი ჩაძირონ, რეიტინგი აიმაღლონ, ქულები დაიწერონ და ა.შ. სამარცხვინოთა შორის სამარცხვინოდ - მულატკასა და დათო ჩხეტიას დაუფარავი (უფრო სწორად ადიელის ქვეშ დაფარული) სექსი უნდა დასახელდეს, რის გამოც მულატკას საკუთარი მამა მოსაკლავად დასდევს, ხოლო ძმა საცემრად “ბარის” გამოსასვლელთან ელოდებოდა, მისი პროექტიდან გამოგდების დღეს (მკითხველს ვაცნობებთ, რომ ეს გოგონა სახლიდან საერთოდ წამოსულია და თავისუფალი ცხოვრების სტილით კმაყოფილდება). გასულ შაბათს, “ლაივ-შოუზე”, როცა თეონაც საბოლოოდ დაემშვიდობა 40.000 ლარისთვის ბრძოლას, კვლავ დათო ჩხეტია მოხვდა სამარცხვინოდ კამერების წინ, როცა პირდაპირ ეთერში, გიორგი თუმანიშვილზე, ხელი ასწია და გაარტყა, მას შემდეგ რაც გიორგის ზოგადი შეურაწმყოფელი სიტყვები მოისმინა, რაც დათომ საკუთარ თავზე მიიღო. დათოს ამ საქციელის პირდაპირ ეთერში ჩადენის გამო, გიორგის მეგობრები ფიზიკურად გასწორებას უპირებენ მას პროექტიდან მისი გამოვარდნის შემდეგ, მანამ სანამ ის, მშობლიურ ბათუმში დაბრუნდებოდეს. მოკლედ, მონაწილეები ნერვებს ვეღარ თოკავენ და მათი საზიზღარი საქციელის ყურება ისევ მოსახლეობას უწევს, რომლებიც მოთმინებით მიშტერებულან ტელევიზორს, იმის მოლოდინში თუ - ვინ მოიგებს ნანატრ 40.000 ლარს.

07.12.2007 თათა გოგუაძე გათხოვდა

ქართველ თინეიჯერებში პოპულარული ახალგაზრდა მომღერალი თათა გოგუაძე გათხოვდა და ცოლად გაყვა ჩოხატაურის რაიონის საკრებულოს უფროსის ძმას ავთანდილ ზაქარეიშვილს. მომღერალმა ქორწილი 24 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში გადაიხადა, რომლის გადაწევაც მოუწია საღამოს 7-დან 4 საათისთვის, რადგან სტუმართა ნაწილი შოუ-ბიზნესიდან 7 საათზე “მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე მიდიოდა იმავე საღამოს. თათას მეჯვარე ასევე პოპულარული მომღერალი ნინი შერმადინი იყო, წყვილმა კი როგორც გავიგეთ ერთმანეთი ერთ-ერთი გასვლითი ტურნეს დროს, ჩოხატაურში გამართული კონცერტზე გაიცნო. “ვარსკვლავები” ბედნიერებას უსურვებს ახლადდაქორწინებულებს.

06.12.2007 ბაიარ შაჰინის სოლო-კონცერტი

თბილისს მორიგი ვიზიტით ესტუმრა თურქეთის ბულბულად მონათლული ქართული ფესვების პოპულარული მომღერალი ბაიარ შაჰინი (იხილეთ და გადმოიწერეთ მისი სიმღერები განყოფილებიდან “სიმღერები”), რომლის ვიზიტსაც ორი კონკრეტული და სასიამოვნო მიზანი აქვს, პირველი ის, რომ მომღერალმა საპატრიარქოს სტუდიაში უკვე ჩაწერა დუეტი მუსიკალური პროექტის “ჯეოსტარი 2006”-ს ფინალისტთან ნანა ჭითავასთან, სახელწოდებით “ჩემო მიწა” და რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში შედგება საპატრიარქოს ტელევიზიაში “ივერიის” არხზე და მეორე ის, რომ ბაიარ შაჰინი სოლო კონცერტის გამართვას აპირებს სამედიცინო უნივერსისტეტის სააქტო დარბაზში.

06.12.2007 კიდევ ერთი ახალი დუეტი

წლის საუკეთესო კლიპის “მეგას” ტიტულის მფლობელმა ნინი ბადურაშვილმა და მომღერალმა ქრისტინა იმედაძემ დუეტი ჩაწერეს, რომლის ტექსტის ავტორი სხვათაშორის თავად ქრისტინეა, ხოლო მუსიკა კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. გოგონები ძველი დაქალები არიან (შეგახსენებთ, რომ ისინი მონაწილეობდნენ პროექტში “4 გოგო” რომლის ფარგლებშიც ერთი სარეკლამო სიმღერა და კლიპი მომზადდა, შემდეგ ქეთა თოფურიას მოსკოვში გადაბარგების გამო, თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად არსებული კვარტეტი დაიშალა) და ერთმანეთის გაგება არ გასჭირვებიათ, სიმღერაც ლამაზი გამოვიდა და დებიუტიც ლამაზი შედგა “თბილისობის” დღესასწაულზე. “არ იფიქრო ბევრი” – ასე ქვია ახალ დუეტს, რომელზეც სავარაუდოდ კლიპის გადაღებაც დაიწყება უახლოეს მომავალში, თუ რათქმაუნდს სიმღერამ გაამართლა და გაჰიტდდა. ჯერ-ჯერობით ამ მხრივ საქმე მთლად სახარბიელოდ ვერ არის, ვნახოთ მომავალში რა იქნება.

05.12.2007 მანანა ჯაფარიძე გათხოვდა

პოპულარული ქართველი მომღერალი, აზარბეიჯანის სახალხო არტისტი და უდაოდ იმ ქვეყნის აღიარებული ვარსკვლავი მანანა ჯაფარიძე გათხოვდა და ცოლად გაყვა თბილისის მერიის თანამშრომელს. მომღერალი დიდი ხანია ბაქოში ცხოვრობს და თავადაც აღიარებს, რომ ეს მისი მეორე სამშობლოა, სწორედ ბაქოში გაითქვა სახელი ქართველმა, უდაოდ ნიჭიერმა და ლამაზმა გოგონამ, როგორც საოცრად კარგმა მომღერალმა. სხვათაშორის მანანა ჯაფარიძე 2003 წლის “მეგას” ცერემონიალის სპეციალური სტუმრის სტატუსით სარგებლობდა და ესწრებოდა დაჯილდოებას, რომელიც მაშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და რამდენადაც ჩვენთვის შიდა სამზარეულოდანაა ცნობილი “მეგას” ორგანიზატორებს ამ მომღერლის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, მუქარებიც კი შეუთვალეს თურმე, რადგან მანანა ჯაფარიძის ქართულ სცენაზე გამოსვლა ვიღაცეებს არ აწყობდათ! რა მოხდა მაშინ, ამის გასარკვევად ჩვენ “მეგას” დამფუძნებელს ბესო ჩუბინიძეს ვკითხეთ, მაგრამ მან 4 წლის წინანდელი ამბავი უკომენტაროდ დატოვა, უბრალოდ განაცხადა, რომ – მანანა ჯაფარიძე არის ადამიანი, რომელსაც ნიჭთან ერთად ადამიანური თვისებების ყველა დადებითი მარაგი გააჩნია, საამაყოა რომ ასეთი ქართველი გვყავს! ჩვენ კიდევ ერთხელ ვულოცავთ გაბედნიერებას მანანა ჯაფარიძეს და დამსახურებულ, უზომო სიხარულს ვუსურვებთ მას და მის ახლადშექმნილ ოჯახს.

05.12.2007 მერაბ სეფაშვილი პრესამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა

როგორც უკვე ვწერდით აქტიურად დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების წინასააგიტაციო ციებ-ცხელება, რა თქმა უნდა ყველაზე აქტიურად ამ საქმეში მიშა სააკაშვილის საარჩევნო შტაბი ჩაება, რომელმაც მთლიანად აამუშავა ყველა რესურსი და საარჩევნო კამპანიასაც აშკარა უპირატესობით და წარმატებით აგრძელებს. ფაქტიურად დღე არ გავა, რომ თბილისის რომელიმე უბანში, რომელიმე სკვერში არ ჩატარდეს საკონცერტო აქცია, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის მსახიობები იღებენ - ნინი ბადურაშვილი, თამთა გოგუაძე, თამუნა ამონაშვილი, ნინა, ეკა მამალაძე, დათო გომართელი, ქრისტინა იმედაძე, ლელა წურწუმია, სტეფანე, კახუჩელა და სხვა კიდევ რამდენიმე. ბოლო 4 წლის მანძილზე ხშირად საყვედურობდნენ ხელისფლებას ქართული შოუ-ბიზნესის დაჩაგვრას, მაგრამ დღეს სასაყვედურო მომღერლების უმეტესობას უკვე აღარაფერი აქვს. ყველაზე მოულოდნელი კი, პრესისთვის და მოსახლეობის უმეტესობისთვის ამ აქციაში მერაბ სეფაშვილის უცნაური ჩართვა აღმოჩნდა, რომელიც ქართულმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კონცერტებზე მერაბი ასრულებს თავისი რეპერტუარიდან სიმღერას – ჩემი გმირი გიწოდე, რომლის შესრულების დროსაც სცენაზე სწორედ ბ-ნი მიშა გამოდის ხოლმე და სიმღერის დასრულების შემდეგ წინასაარჩევნო დაპირებებს იძლევა სცენიდან :) პრესამ და ხალხმა მერაბ სეფაშვილს არც ის აპატია, რომ 2 ნოემბერს ოპოზიციის მხარადასჭერ მიტინგზე 150.000 ადამიანის წინაშე, წრფელი გულით იმღერა (სხავთაშორის ცოცხლად) – სხვა საქართველო სად არისო და ამის მერე ხელისფლების მხარდსაჭერ კონცერტებზე – ჩემი გმირი გიწოდეო, უმღერის ყოფილ (და სავარაუდოდ მომავალ) პრეზიდენტს. არადა, თავად მომღერლის აზრით – ის, არც მიხეილ სააკაშვილს უმღერის და არც არავის კონკრეტულად, ის საქართველოს სიძლიერეს და ქვეყნის ერთგულებისთვის მღერის! ეჰ, რას გაუგებ მერაბ ქართველ ჟურნალსიტებს.

04.12.2007 ჯაბა ბოჯგუა ახალ კლიპს იღებს

როგორც შოუმენმა ამასწინათ ”რეიტინგის” ჟურნალისტს ნათია ნაცვლიშვილს ინტერვიუში განუცხადა ”მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე, რომ მისი ჰიტი ”სიყვარულის ისტორია” ”წლის პოპულარული სიმღერების” ნომინაციაში გაიმარჯვებდა - წინასწარ იცოდა და გრძნობდა ამას. ინტუიციამ ჯაბას ამჯერად არ უმტყუნა და ეს სიმღერა მართლაც მოხვდა წლის ”ტოპ-ფაივში” ’მეგაზე”, რასაც ოდნავი დაგვიანებით ვულოცავთ ჯაბა ბოჯგუას. მომღერალი ძალიან აუღელვებია ”მეგას” ცერემონიალზე დამსწრე ვარსკვლავებს შორის პოლიტიზირებულ ატმოსფეროს, რადგან პოზიცია-ოპოზიციად გადანაწილებული მომღერლების ხილვა არ სურდა, თურმე 10 წუთით შეურბენია ცერემონიალზე, სვეტსკად აუღია პრიზი და დასტოინად 10 წუთში გამობრუნებულა უკან, - ისემც შენ რა გითხარით ჯაბა, რაც ზუსტად საათი და ათი წუთი (და არა 10 წუთი) იტანდი მართლა ”გამოპოლიტიზირებული” მომღერლების გვერდით ჯდომას :)). სხვათაშორის ჯაბა ბოჯგუა მალე ახალი კლიპის გადაღებას აპირებს, რომელიც როგორც თვითონ აღიარებს, საკმაოდ გამომწვევი იქნება, დაწყებული ნახევრად ტიტლიკანა გოგოებიდან, დამთავარებული თავად სიმღერით, რომელსაც სახელად ”მენატრები” ქვია. სავარაუდოა, რომ კლიპს ”მეგა 2008”-ს დაჯილდოების მე-9 ცერემონიალზე ”წლის ყველაზე პოპულარული კლიპის” პრეტენზია ექნება.

03.12.2007 ნატო გელაშვილის მორიგი სოლო-კონცერტები

2006 წლის ”მეგას” მთავარი ნომინანტი, სევდიანი და მელოდიური სიმღერების უზადო შემსრულებელი 14, 15, და 16 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო-კონცერტებს გამართავს კომპანია ”არტ-რუსთავისა” და ”სანო-სტუდიოს” ხელშეწყობით. შულ რამდენიმე თვე გავიდა მას მერე რაც იგივე კომპანიამ ნატო გელაშვილის სოლო-კონცერტები აჩუქა მაყურებელს და აი, კვლავ – კომერციულად, ჩვენი შეფასებით სარისკოდ გაბედული ნაბიჯი კვლავ გადაიდგა და ნატო გელაშვილი სოლო-აქციას კომპანია ”ახალი ნათების” სპონსორობით ჩაატარებს, რომელიც სხვათაშორის სცენას განათებული ქალაქის დეკორაციების იმიტაციით მოაწყობს. ნატოსთან ერთად სცენაზე ბევრი სხვა ცნობილი სახე გამოვა, შესრულდება ძველი და ახალი დუეტები, როგორც იგეგმება მსმენესლის წინაშე ათი ახალი სიმღერა უნდა შესრულდეს. კონფერენსიობას კი მომღერალს დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე გაუწევს (რომელიც სხვათაშორის 2 ნოემბრის ოპოზიცური აქციის საკონცერტო ნაწილის ”დაუგეგმავი” წამყვანი იყო). ნატო გელაშვილმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ პროეტის განხორციელბის მერე იწყებს ზრუნვას, ახალი და ჩვენის აზრით საინტერესო პროექტის განხორციელებაზე, ნატოს სურს თავისი სიმღერები ახალგაზრდა დამწყებ მომღერლებს შეასრულებინოს! თავისთავად რა გამოვა აქედან იდეის დონეზეც კი, უკვე საინტერსოა.

02.12.2004 ”სეთიდან” ”ბოლივუდამდე”

ბევრ ჩვენგანს არც კი ემახსოვრება, რომ წლების წინ საქართველოში არსებობდა გოგონათა პოპ-ჯგუფი ”სეთი” (მოგვიანებით სახელი შეიცვალეს და ”ენსი” დაირქვეს), რომლის პროდიუსერიც თავის დროზე, დღეს პოლიტპატიმრად შერაცხული ტელეკომპნია ”202”-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი იყო. სწორედ გოგონათა ამ ჯგუფში, მაშინ ჯერ კიდევ ასაკით ყველაზე პატარა მოდელი ნათია ნებიერიძეც მღეროდა, რომლის კარიერაში უკვე დეკემბრის ბოლოდან ახალი ეტაპი იწყება: - ”ვარსკვლავები” ადრე წერდა, რომ ნათია ნებიერიძე ინდურ ფილმში მიიღებდა მონაწილეობას, იდეას ფრთები უკვე შეესხა და ნათია ბოლივუდის ერთ-ერთ მხატვრულ ფილმში, მთავარი როლის შესასრულებლად უკვე ემზადება. მოგეხსენებათ ინდურ კინოს სიმღერა და ცეკვა, სილამაზე და შარმი მოეთხოვება (თორემ, შინაარსი ყველა ფილმს ერთნაირი აქვს) ყველაზე მეტად რაც თავისთავად ქართველ მოდელში ყოველთვის იჯდა. ნათიამ ბოლივუდელ რეჟისორებთან უკვე გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი და მუშაობაც ფილმზე უკვე დეკემბრის ბოლოდან დაიწყება, სხვათაშორის ჯერ - საქართველოში.

30.11.2007 თამთა გოგუაძე ოქროს დაბადების დღისთვის ემზადება

მომავალი წლის 25 თებერვალს ”წლის საუკეთესო სიმღერის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი 2007 წელს, მომღერალი თამთა გოგუაძე მეოთხედი საუკუნის სრულდება :)) და საკუთარი 25-ე დაბადების დღისთვის აქედანვე სერიოზულად ემზადება, რადგან ამ დროისთვის თამთას მორიგი, ახალი ალბომის გამოსვლა უნდა მოესწროს. მომღერალმა რამდენიმე დღის წინ დაასრულა ახალი კლიპის გადაღება, ახალ სიმღერაზე ”ვის ვენატრები ვის”, რომლის რეჟისორი ”წლის მენეჯერის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი ნინო წიკლაურია, სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი ნანა ცინცაძეს. მუსიკა საცეკვაო და რითმულია, კლიპიც შესაბამისად, - რომელიც ერთი მომღერალი გოგონას, ერთ ჩვეულებრივ დღეს აღწერს, ”პირველი სტერეოს” ეთერში ნამუშევარი რამდენიმე დღეში გამოჩნდება. როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი - მომღერალი, დიდი და ლამაზი დაბადების დღის გადახდას აპირებს, სადაც ”ვარსკვლავები” იმედია საპატიო სტუმართა, წინა რიგებში აღმოჩნდება :)) რაც შეეხება თამთას ახალ სიმღერას, ის უახლოეს დღეებში დაიდება ჩვენი საიტის განყოფიელბაში ”სიმღერები”, კლიპი კი ”ვიდეორგოლებში”.

29.11.2007 ლიკა ყაზბეგის სტუდია 10 წლისაა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1997 წელს, როცა ლიკა ყაზბეგი საკუთარ სტუდიას აყალიბებდა, ის ერთ-ერთი პიონერი იყო ქართული სამოდელო ბიზნესის განვითარებისა. 9 დეკემბერს 19 საათზე კი, ლიკა საკუთარი სტუდიის საიუბილეო საღამოს აწყობს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ ”მუზაში” რომელში მონაწილეობასაც მიიღებენ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდიის სახელით სხვადასხვა კონკურსებზე გამოსული და გამარჯვებული ”მის-თბილისი” ”მის-საქართველოს” ტიტულის მფლობელი გოგონები, ტელესახეები, მსახიობები, მომღერლები, ყველა ის გოგონა, რომელსაც კი შეხება ქონია ”ლიკა ყაზბეგის სტუდიასთან” მისი არსებობის 10 წლის მანძილზე. ერთადერთი საიუბილეო ჩვენებას ვერ დაესწრება სტუდიის აღმოჩენა ნინო ჩქარეული, რომელიც საპატიო მიზეზის გამო არ იქნება 9 დეკემბერს (ნინო ამერიკაშია). ღონისძიებას პარტნიორობას და მხარდაჭერას უცხადებენ ესთეტიური მედიცინის ცენტრი ”მედი”, სილამაზის სალონი და ქორწინების ცენტრი ”ზიზი”, ”ნეოარტ სტუდია” და ”ზარაფხანა”, საინფორმაციო უზრუნველყოფას კი გაზეთი ”ცნობის ფურცელი” და ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” აწარმოებენ.

28.11.2007 ”მეგას” წესიერად ვერ აკრიტიკებენ

ტრადიციულად მე-8 წელია საქართველოს მუსიაკლურ დაჯილდოების ცერემონიალს ”მეგას” პრესის მხრიდან კრიტიკა არ აკლია, რასაც სხვათაშორის საორგანიზაციო კომიტეტში ყოველთვის ღირსეულად და გასაკვირად მშვიდად ხვდებიან და ყოველ მომავალ წელს ითვალსიწინებენ. ჩვენთან საუბარში ”მეგას” დამაარსებელმა ბესო ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მადლობელია კოლეგების, პრესის ასეთი ყურადღებისა და კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ კრიტიკის უმეტესი ნაწილი ”მეგას” საერთოდ არ ეხება (ისეთი როგორიცაა მოწვეულ სტუმართა შეგნებული თუ შეუგნებელი დაგვიანება და თუნდაც ვერმოსვლა ცერემონიალზე). ასევე სასაცილოდ არ ყოფნის საკაბელო ტელევიზიის ”მიუზიკ ბოქსის” მუსიკალური ხელმძღვანელის ლიზა ვადაჭკორიას მიერ გამოთქმული კრიტიკაც, რაზეც აცხადებს: - უკვე 8 წელია სასაცილოდ არ მყოფნის და ყოველთვის იუმორით ვკითხულობ და ბევრს ვხალისობ ხოლმე, მზია მოდებაძის ჩემდამი კრიტიკაზე (მზია მოდებაძე ლიზა ვადაჭკორიას ნამდვილი სახელი და გვარია, - ალბათ ბოლო უფრო სვეტსკად ჟღერს), თავის შეფასებებში იმდენ ტყუილს ამბობს და იმდენად სასაცილო მდგომარეობაში იგდებს ხოლმე თავს ამით, რომ როცა ვხვდებით სულ ვხალისობთ ხოლმე მე და ლიზა მის მოგონილ ჭორებზე! ლიზა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვეულებრივი განაწყენებული ადამიანის ბოღმური პოზიცია აქვს, ტელეკომპანია ”პირველმა სტერეომ” რომ მოიპოვა ”წლის პოპულარული გასართობი არხის” ტიტული და არა ”მიუზიკ ბოქსმა”, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ”სტერეო” ხალხს ქართული შოუ-ბიზნესის მსახიობთა კლიპების ჩვენებით არჩევანს სთავაზობს ცუდსა და კარგს შორის, რასაც ვერ ვიტყვით ”მიუზიკ ბოქსზე” რომელმაც ისე დააბოლა ”ტოკიო ჰოტელიტა” და ”ას ფაივით” თანამედროვე ქართველი ბავშვები, რომ ალბათ ”მეგას” მალე ”ტოკიო ჰოტელს” მისცემენ. – მეტ კომეტარს ვერ გავაკეთებ მზია მოდებაძის ”კრიტიკაზეო” გვიპასუხა დასასრულს ბესო ჩუბინიძემ.

28.11.2007 პრეზიდენტობის კანდიდატის მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერი კონცერტების სერია დაიწყო

”წლის საუკეთესო პროდუსერის” ”მეგას” ტიტულის მოპოვებიდან, სამი დღის შემდეგ სოსო აბზიანიძის პროდუსერობით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელსაც ”ბუბა კიკაბიძე და მისი მეგობრები” ერქვა და რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის - მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერი საკონცერტო აქციების, პირველი კონცერტი იყო. ღონსძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, ნეკა სებისკვერაძე, დათო გომართელი, ეკა მამალაძე, თამუნა ამონაშვილი, ნინი ბადურაშვილი და სხვები, წამყვანი კი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი იყო. მოწვეული სტუმრებით სავსე დარბაზში, მიშა სააკაშვილი ჩვეულებრივ მაყურებელთა შორის იჯდა, კონცერტის დამთავრების მერე, ის სცენაზე ავიდა და მაყურებელს ტრადიციული ქარიზმატული მიმართვით კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. აპლოდისმენტები დაიმსახურა მერაბ სეფაშვილის სიმღერამ - ”შენ ჩემი გმირი ხარ” რომელიც მან სცენიდანვე პრეზიდენტს მიუძღვნა. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ წინასაარჩევნოდ ქართული შოუ-ბიზნესის კონკრეტულმა (!) სახეებმა ცოტა ფინანსურად ამოისუნთქეს და ვიღაცამ გადაწყვიტა (და სწორადაც), რომ ”ვიღაცა უცხოელებთან” ერთად ჩვენი – ქართველი მუსიკოსებიც უნდა დაფასდეს და სცენას დაუბრუნდეს. ”მეგას” მე-8 ცერემონიალზე ქალაქის მერიის წარმომადგებნელმა მამუკა ქაცარავამ დაადასტურა, რომ მომავალი 2008 წლიდან, ქართული შოუ-ბიზნესი პრიორიტეტებს შორის ჩაიწერება და ვნახოთ, იმედით ცოცხლობს კაცი. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მერეც იგივე პრეზიდენტი გვეყოლება, რაც ბოლო 4 წელია, ასე, რომ დაპირებებს ასრულება დასჭირდება :)))

25.11.2007 ტრიუმფალური მე-8 ”მეგა” ტრადიციული სკანდალებით ჩატარდა

საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალი გუშინ კლუბ ”ტრიუმფში” მართლაც ტრიუმფალურად ჩატარდა, ტრადიციულად იყო სკანდალები, უკმაყოფილო და გაცილებით მეტი კმაყოფილი სახე, ტრადიციული პროტესტი, ტრადიციული ვნებათაღელვა და ალბათ ამიტომ თამამად შეიძლება აღინიშნის, რომ მე-8 ”მეგა”-ც შედგა. იმის შესახებ თუ ვინ რა ნომინაცია მიიღო, ვინ რით დარჩა უკმაყოფილო თუ კმაყოფილი, ვინ გაკვირვებული და ვინ აღელვებული, ვინ გახარებული და ვინ მოულოდნელობისგან ბოღმით აგრესიული, ჩვენი ჟურნალისტის რეპორტაჟში იხილავთ. ინტერნეტ-ჟურნალის მთელი რედაქციის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს კუთვნილ ჯილდოს და პროექტის ავტორებს მომავალშიც კვლავ იგივე და უკეთესი წარმატებით ”მეგას” გაგრძელებას ვუსურვებთ. საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალი შედგა, ქართული შოუ-ბიზნესის მსახიობები უკვე ”მეგა-2008”-ის მე-9 ცერემონიალის მოლოდინში ახალი პროექტებისთვის ემზადებიან და სანამ მომავალი წლის ”მეგა” წლის ფავორიტებს გამოავლენდეს (სავარაუდოდ 2008 წლის სექტემბერში) მანამდე ”მეგა-2007”-ის რეპორტაჟი წაიკითხეთ. (დააწკაპუნეთ ნაწერზე და გადადით რეპორტაჟზე)

22.12.2007 “ნაციონალები” შაკირას აამღერებენ, “პატარაკაციშვილისტები” კი, სტიუ უანდერს და უითნი ჰიუსტონს

ვინ იცის, საქართველოში ასე ხშირად, რომ არ ტარდებოდეს არჩევნები, ვინმეს მოუნდებოდა თუ არა, ამომრჩეველთა ხმის მოსაპოვებლად უცხოელი ვარსკვლავების თბილისში მოპატიჟება და სოლო (უფასო) კონცერტების ჩატარება. ასე მაგალითად, ხვალ საღამოს თბილისში რიყეზე, მოქალაქე მიშა სააკაშვილის (პრეზიდენტობის კანდიდატი) საარჩევნო შტაბი, ახალი თაობის ვარსკვლავს – შაკირას ააცეკვებს და აატინგიცებს, სპეციალურად ამ დღისთვის ულამაზესი სცენა ააგეს რიყეზე (ძველი დაანგრიეს), სწორედ იმ ადგილზე, სადაც 7 ნოებმერს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის დროს, სპეცნაზელებმა ხალხს თავის გადასარჩენი დერეფანი დაუტოვეს გასაქცევად. თავისთავად შაკირა – უდაოდ ვარსკვლავია (მერე რა, რომ შექმნილია და არა ბუნებრივი), patarkacishviliმაგრამ უბრალო მოსახლეობას ვერაფრით გაუგია რატომ ღირდა ამ ქალბატონისთვის (თუ საქალბატონესთვის) 3.000.000 დოლარის გადახდა (თუმცა როგორც გაირკვა ეს ფული ვიღაც ბიზნესმენს “საკუთარი ნებით” გადაუხდია) და რატომ არ ღირდა ამ ფულის უბრალო, გაჭირვებული ადამიანებისთვის დარიგება (!), ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტობის მეორე და ყველაზე რეალური კანდიდატი - ბადრი პატარკაციშვილი თურმე თბილისში “რესპუბლიკის მოედანზე” 31 დეკემბერს ნადვილ ვარსკვლავებს - სტიუ უანდერს და უითნი ჰიუსტონს აამღერებს (სავარაუდოდ 7.000.000 დოლარი თითოს). რათქმაუნდა, ჩვენი ქართველი “ვარსკვლავების” უმეტესობა წლევანდელი საარჩევნო მარათონით უკმაყოფილონი არ დარჩენილან, როგორც მინიმუმი თითო მომღერალმა 3.000 ლარი მიიღო სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-კონცერტებში მონაწილეობისთვის (ცოტა უფრო მეტი “მსხვილმა ვარსკვლავებმა” – წურწუმია-სეფაშვილის დონის. . . 10.000 ლარი) ასეთი “ვარსკვლავი” კი, დაახლოებით 70 აღმოჩნდა. მოკლედ – გაიხარე მუშავ წამებულო, 4 წლიანი წუწუნი ქართველ “ვარსკვლავებს” დაუფასდათ, უცხოელმა ვარსკვლავებმაც გაიხარეს, რადგან ჩვენნაირი გოიმი პრომოუტერები იპოვეს და მაგრად წეწავენ მაყუთში. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ “დარწმუნებულნი” არიან, ან შაკირას კონცერტზე მისული მეორე სვირელი ვაჟკაცი შემოხაზავს სარჩევნო ბიულეტენში ხუთიანს, ანდაც სტიუ უანდერისა და უითნი ჰიუსტონის კონცერტზე მისული კარდენახელი ბაბუ – სამიანს. მთავარია რა იქნება 5 იანვრის შემდეგ, როცა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ზუსტად ვიცით, რომ კვლავ მიშა სააკაშვილი იქნება (ეს, იმანაც იცის, ვინც მისი მხარდამჭერი არაა, მაგრამ ხმამაღლა თქმისა ერიდება). . .

15.12.2007 ქართველი ვარსკვლავები ავარიაში მოყვნენ

დღეს შუადღის დაახლოებით 4-5 საათისთვის გურჯანისკენ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე მიმავალი ქართული შოუ-ბიზნესის მომღერლებით სავსე ავტომანქანა "მლ-ის მერსედერსის" ჯიპი, გურჯაანამდე არ მისული ავარიაში მოყვა. მანქანაში ნინო ჩხეიძე, თათია გიორგობიანი, ლექს-სენი, თამთა გოგუაძე და ნინო ჩხეიძის მეუღლე (საჭესთან) ისხდნენ, როცა ავტომანქანს მოულოდნელად საპირისპირო მხრიდან მომავალი ე.წ. "საბჭოთა ჯიპი" "კოლხოზნიკი" დიდი სიჩქარით დაეჯახა. სერიოზული დაზიანება მიიღო ნინო ჩხეიძემ, მომღერალს მარჯვენა ხელის მოტეხილობა აქვს და ის სტაციონარში მეუღლემ გადაიყვანა. დანარჩენი მომღერლები მცირე დაჟეჟილობებით კვლავ პრეზიდენტის მხარდამჭერ კონცერტზე გაემგზავრნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩხეეიძის მეუღლის ავტომანქანა "ემ ელი მერსედერსი" სერიოზულადაა დაზიანებული, ნინოს გარდა არავინ სერიოზულად არ დაზარალებულა. დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი კონცერტების სერია გურჯაანიდან დაიწყო 70 მომღერლის მონაწილეობით.

14.12.2007 კაბუს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

არც ისე ცოტა ხანია ეთერში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი ერთ-ერთი კლიპი ტრიალებს, რომლისÓ სიმღერასაც რეპერი კაბუ ასრულებს და რომელიც სხვათაშორის ძალიან ბევრს ახალი სიმღერა ჰგონია, კაბუს “საქართველო” კარგა ხნის წინ ჩაწერილი კომპოზიციაა, უბრალოდ – ის, ახლა მოარგეს სიტუაციას და კლიპად აქციეს, რომელიც აშკარად ოპოზიციის საწინააღმდეგო სახეს ატარებს. რაც შეეხება სასამართლო დავის საგანს - აფხაზეთის ლეგიტიმური უზენაესი საბჭოს დეპუტატის ადა მარშანიას განცხადებით, მიუღებელია ტექსტის სიტყვები, – ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს - და თვლის, რომ ეს სიტყვები, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს სიმღერას, ხელს უშლის ქართველების და აფხაზების დაახლოებას და შერიგებას. თავად რეპერი კი, ადა მარშანიას განცხადებაზე, ასეთ კომენტარს აკეთებს, – მე აფხაზეთის ომში ვიყავი, იქ რუსებმა და აფხაზებმა ქართველები დაგვამარცხეს ბრძოლაში, მაშ რატომ არ შეიძლება, რომ მეც იგივე სურვილებით ვუპასუხო?! – რაშიც უდაოდ ვერ შევედავებით კაბუს...

მონსერატ კაბალიეს თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა

ცნობილ ესპანელ საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უმასპინძლა. შეხვედრაზე კაბალიემ პატრიარქის საგალობლები მოისმინა. ილია მეორემ კი მომღერალს საჩუქრად სამების ხატი და თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა. მონსერატ კაბალიე თბილისში ქალიშვილთან ერთად პაატა ბურჭულაძის მოწვევით ჩამოვიდა. იგი თოთხმეტ დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. სამ მრავალშვილიან ოჯახს კი ბინები გადაეცემა. ("იმედი")

13.12.2007 ქართველი ზურა სოტკილავა რუსეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

როგორც კრემლის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, ქართველი ტენორი რუსეთის დიდი თეატრის სოლისტი ზურა სოტკილავა, ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა ტიტულით – “მამულის წინაშე დამსახურებისთვის” – “სამამულო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის გამო”. ტენორმა წელს 70 წლის იუბილე აღნიშნა, რომლის ფარგლებშიც სხვათაშორის წელს, ივლისში ხობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე, მისი სოლო-კონცერტიც გაიმართა. ზურა სოტკილავამ 45 წელი სცენაზე გაატარა, მათგან 35 კი, მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. სხვათაშორის სოტკილავა, თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო, ტრამვის მიღების შემდეგ კი, ფეხბურთს შეეშვა. 23 წლის სოტკილავა თბილისის კონსერვატორიაში ყოველგვარი მუსიკალური განათლების გარეშე ჩარიცხეს, გამორჩეული ნიჭის გამო. ვულოცავთ ბ-ონ ზურაბს დამსახურებულ ჯილდოს და მორიგ აღიარებას.

12.12.2007 “ევროვიზია 2008”-ისთვის 12 ქართველი ემზადება

მომავალ წელს “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით გამოსასვლელად 12 კანდიდატი უკვე შერჩეულია: - ნინი ბადურაშვილი, სალომე გასვიანი, სალომე კორკოტაშვილი, თამთა ჭელიძე, ალეკო ბერძენიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, კვარტეტი “ვივო”, გუგა აფციაური, თიკა ფაცაცია, ირაკლი ფირცხალავა და დიანა ღურწკაია. თითოეულ მათგანს უკვე მომზადებული აქვს, ქართველი მოსახლეობის წინაშე გასატანი სიმღერა (რომელსაც შესაბამისად შიდა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში “ევროვიზიაზე” გაიტანენ) კონცერტისთვის, რომელსაც ტელეკომპანია “საზოდოებრივი მაუწყებელი” მარტში ფილარმონიაში გამართავს (თუ მანამდე რემოტის დასრულება მოესწრება დიდ საკონცერტო დარბაზში). კონკურსზე გასაგზავნ კანდიდატს, მოსახლეობა მესიჯების საშუალებით გამოავლენს (რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უდაოდ დიდი შეცდომაა), ჩვენი ჟურნალის ექსპერტების შეფასებით 12-დან რამდენიმეს რეალური შანსი აქვს გამარჯვებისა, აქვს გამოცდილება, სახელი და უკვე ვარსკვლავის ტიტული (რაც “ევროვიზიაზე” არანაირი პრივილეგია არ არის სხვათაშორის). ჩვენი შეფასებით სალომე გასვიანი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურაა და კიდევ – საინტერესოა, რატომ არ მოხვდა სიაში ანრი ჯოხაძე? ადამიანი, რომელიც “ევროვიზია 2008”-ში მონაწილეობის შემთხვეაში, ავტომატურად გამარჯვებული იქნებოდა.

11.12.2007 ნინო ძოწენიძის ექსპერიმენტი

ცნობილი ჰიტის “შინამანაკენას” ავტორ-შემსრულებელი ნინო ძოწენიძე ახალი ექსპერიმენტის განხორციელაბს აპირებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკვე სამი წელია პროექტშია და იგეგმება. მომღერალი რეპერ ფედიასთან ერთად დუეტის ჩაწერას აპირებს და ჟურნალისტ ეკა ლემონჯავასთან საუბრისას აცხადებს, რომ ექსპერიმენტმა უნდა გაამართლოს, რადგან სიმღერაში პროტესტია გამოხატული ცუდ ადამიანებზე, ცუდ გარემოზე და საერთოდ ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ, თანაც თუ სიმღერის ენერგიულობასაც გავითვალისწინებთ, ის წარმატებული გამოვა, - აცხადებს ნინო ძოწენიძე. სავარაუდოდ მასზე ვიდეორგოლიც მომზადდება და ორ თვეში, ანუ სიმღერის გამოსვლის შემდეგ კონკრეტული დეტალებიც გაირკვევა.

11.12.2007. მომღერლები – პოზიცია და ოპოზიცია.

ქართული პრესა ბევრს ლაპარაკობს, რომ საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს ფარული უკმაყოფილება და აგრესია ქართველი მომღერლების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც ღიად, დაუფარავად და აშკარად გამოხატავენ პრეზიდენტობის კანდიდატის მიშა საკაშვილისადმი სიმპათიას და მონაწილეობას ღებულობენ მის წინასაარჩევო კონცერტებში. ასეთი 70-მდე მომღერალია, რომლებიც დროის სხვადასხვა ინტერვალში გამოდიან აღნიშნულ კონცერტებზე. სამწუხაროდ დიდი მცდელობის მიუხედავად “ვარსკვლავებმა” ვერანაირად ვერ მიიღო ქალაქის კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მომღერალ ნეკა სებისკვერაძის მხრიდან, დაპირებული კონცერტების ოფიციალური (!) და ზუსტი სია და განრიგი (დაგვპირდა, 1 კვირა ველოდეთ, არ გამოგვიგზავნა და მერე ჟურნალისტის დარეკილსაც არ პასუხობს საერთოდ). 70 მომღერალს შორის არ არიან მაგალითად ეკა კვალიაშვილი და ნინი შერმადინი, ეს უკანასკნელი აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტროდან თავისდროზე გაუფრთხილებიათ კიდეც – ოპოზიციის მხარდასაჭერ მიტინგზე მისული არ დაგინახოთ მეორედო! ბლოკავენ ყველგან, რადგან ის ტელეკომპანია “იმედის” სახეა, რასაც ნინი სიამაყით და მადლიერების გრძნობით კიდევ ერთხელ ხმამაღლა აფიქსირებს. (სხვათაშორის, დღეს ნინი 20 წლის გახდა, რასაც სულით და გულით ვულოცავთ). ”ვარსკვლავები” აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ – ჩვენ მხოლოდ ერთი რამის წინააღმდეგნი ვართ, არ უნდა არსებობდეს ”გამორჩევის წესი”, მაგრამ ყველა ხელოვანს აქვს მიიღოს მონაწილეობა თუნდაც ხელისუფლების და თუნდაც ოპოზიციის მხარდასაჭერ კონცერტებში, რადგან როგორც მინიმუმი ეს მათი პროფესიაა, პროფესიით კი, ადამიანმა უნდა იარსებოს!

10.12.2007 ზაზა სვნანაძემ მორიგი კლიპი გადაიღო

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა რეჟისორმა ინტერნეტ-ჟურნალის კორესპონდენტები “კინოს სახლში” თავისი ახალი ნამუშევრის პრეზენტაციაზე მიგვიწვია, რომელიც ამჯერად ტელეკომპანია “იმედის” მხარდასაჭერ 4 წუთიან რგოლის ჩვენებას ემსახურებოდა. ზაზამ ნოემბრის ბოლოს, საზოგადოებას უკვე წარუდგინა ასევე სპონტანური და ცხელ გულზე გაკეთებული კლიპი “არ მეშინია” რომელიც 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების, ხელისუფლების მხრიდან ვანდალურ დარბევას შეეხებოდა (კლიპი იხილეთ განყოფილებაში “ვიდეორგოლები”). პრეზენტაციას ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებთან ერთად ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც (კობა დავითაშვილი, - რომელმაც “იმედს” გადაუხადა მადლობა მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, რადგან სწორედ ამ არხმა გააჟღერა პირველმა 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის გატაცებისა და სასტიკი ცემის ფაქტი). სხვათაშორის კლიპი სხვამხრივაც საინტერესოა, რადგან მასში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკისა და ქართული ფოლკლორის სინთეზური ნაზავი. კლიპის დასრულების შემდეგ, სცენაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტების სახელით მადლობა დამსწრე საზოგადოებას “იმედის” საინფორმაციო გადაცემების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ გადაუხადა.

10.12.2007 სამარცხვინო ამბებით სავსე “ბარი-4” დასასრულს უახლოვდება

მიუხედავად იმისა, რომ რეალითი-შოუ თითქოს სკანდალებით და ხმაურით დაიწყო, ბოლო დრომდე ის, ძალიან მდორედ მიმდინარეობდა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობის შემცირებამ და 40.000 ლარის რეალურად მოგების შანსმა, საბოლოოდ გააცოფა და ადამიანი სახე დააკარგვინა ლამის ყველას, ისინი ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ კონკურენტი ჩაძირონ, რეიტინგი აიმაღლონ, ქულები დაიწერონ და ა.შ. სამარცხვინოთა შორის სამარცხვინოდ - მულატკასა და დათო ჩხეტიას დაუფარავი (უფრო სწორად ადიელის ქვეშ დაფარული) სექსი უნდა დასახელდეს, რის გამოც მულატკას საკუთარი მამა მოსაკლავად დასდევს, ხოლო ძმა საცემრად “ბარის” გამოსასვლელთან ელოდებოდა, მისი პროექტიდან გამოგდების დღეს (მკითხველს ვაცნობებთ, რომ ეს გოგონა სახლიდან საერთოდ წამოსულია და თავისუფალი ცხოვრების სტილით კმაყოფილდება). გასულ შაბათს, “ლაივ-შოუზე”, როცა თეონაც საბოლოოდ დაემშვიდობა 40.000 ლარისთვის ბრძოლას, კვლავ დათო ჩხეტია მოხვდა სამარცხვინოდ კამერების წინ, როცა პირდაპირ ეთერში, გიორგი თუმანიშვილზე, ხელი ასწია და გაარტყა, მას შემდეგ რაც გიორგის ზოგადი შეურაწმყოფელი სიტყვები მოისმინა, რაც დათომ საკუთარ თავზე მიიღო. დათოს ამ საქციელის პირდაპირ ეთერში ჩადენის გამო, გიორგის მეგობრები ფიზიკურად გასწორებას უპირებენ მას პროექტიდან მისი გამოვარდნის შემდეგ, მანამ სანამ ის, მშობლიურ ბათუმში დაბრუნდებოდეს. მოკლედ, მონაწილეები ნერვებს ვეღარ თოკავენ და მათი საზიზღარი საქციელის ყურება ისევ მოსახლეობას უწევს, რომლებიც მოთმინებით მიშტერებულან ტელევიზორს, იმის მოლოდინში თუ - ვინ მოიგებს ნანატრ 40.000 ლარს.

07.12.2007 თათა გოგუაძე გათხოვდა

ქართველ თინეიჯერებში პოპულარული ახალგაზრდა მომღერალი თათა გოგუაძე გათხოვდა და ცოლად გაყვა ჩოხატაურის რაიონის საკრებულოს უფროსის ძმას ავთანდილ ზაქარეიშვილს. მომღერალმა ქორწილი 24 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში გადაიხადა, რომლის გადაწევაც მოუწია საღამოს 7-დან 4 საათისთვის, რადგან სტუმართა ნაწილი შოუ-ბიზნესიდან 7 საათზე “მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე მიდიოდა იმავე საღამოს. თათას მეჯვარე ასევე პოპულარული მომღერალი ნინი შერმადინი იყო, წყვილმა კი როგორც გავიგეთ ერთმანეთი ერთ-ერთი გასვლითი ტურნეს დროს, ჩოხატაურში გამართული კონცერტზე გაიცნო. “ვარსკვლავები” ბედნიერებას უსურვებს ახლადდაქორწინებულებს.

06.12.2007 ბაიარ შაჰინის სოლო-კონცერტი

თბილისს მორიგი ვიზიტით ესტუმრა თურქეთის ბულბულად მონათლული ქართული ფესვების პოპულარული მომღერალი ბაიარ შაჰინი (იხილეთ და გადმოიწერეთ მისი სიმღერები განყოფილებიდან “სიმღერები”), რომლის ვიზიტსაც ორი კონკრეტული და სასიამოვნო მიზანი აქვს, პირველი ის, რომ მომღერალმა საპატრიარქოს სტუდიაში უკვე ჩაწერა დუეტი მუსიკალური პროექტის “ჯეოსტარი 2006”-ს ფინალისტთან ნანა ჭითავასთან, სახელწოდებით “ჩემო მიწა” და რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში შედგება საპატრიარქოს ტელევიზიაში “ივერიის” არხზე და მეორე ის, რომ ბაიარ შაჰინი სოლო კონცერტის გამართვას აპირებს სამედიცინო უნივერსისტეტის სააქტო დარბაზში.

06.12.2007 კიდევ ერთი ახალი დუეტი

წლის საუკეთესო კლიპის “მეგას” ტიტულის მფლობელმა ნინი ბადურაშვილმა და მომღერალმა ქრისტინა იმედაძემ დუეტი ჩაწერეს, რომლის ტექსტის ავტორი სხვათაშორის თავად ქრისტინეა, ხოლო მუსიკა კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. გოგონები ძველი დაქალები არიან (შეგახსენებთ, რომ ისინი მონაწილეობდნენ პროექტში “4 გოგო” რომლის ფარგლებშიც ერთი სარეკლამო სიმღერა და კლიპი მომზადდა, შემდეგ ქეთა თოფურიას მოსკოვში გადაბარგების გამო, თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად არსებული კვარტეტი დაიშალა) და ერთმანეთის გაგება არ გასჭირვებიათ, სიმღერაც ლამაზი გამოვიდა და დებიუტიც ლამაზი შედგა “თბილისობის” დღესასწაულზე. “არ იფიქრო ბევრი” – ასე ქვია ახალ დუეტს, რომელზეც სავარაუდოდ კლიპის გადაღებაც დაიწყება უახლოეს მომავალში, თუ რათქმაუნდს სიმღერამ გაამართლა და გაჰიტდდა. ჯერ-ჯერობით ამ მხრივ საქმე მთლად სახარბიელოდ ვერ არის, ვნახოთ მომავალში რა იქნება.

05.12.2007 მანანა ჯაფარიძე გათხოვდა

პოპულარული ქართველი მომღერალი, აზარბეიჯანის სახალხო არტისტი და უდაოდ იმ ქვეყნის აღიარებული ვარსკვლავი მანანა ჯაფარიძე გათხოვდა და ცოლად გაყვა თბილისის მერიის თანამშრომელს. მომღერალი დიდი ხანია ბაქოში ცხოვრობს და თავადაც აღიარებს, რომ ეს მისი მეორე სამშობლოა, სწორედ ბაქოში გაითქვა სახელი ქართველმა, უდაოდ ნიჭიერმა და ლამაზმა გოგონამ, როგორც საოცრად კარგმა მომღერალმა. სხვათაშორის მანანა ჯაფარიძე 2003 წლის “მეგას” ცერემონიალის სპეციალური სტუმრის სტატუსით სარგებლობდა და ესწრებოდა დაჯილდოებას, რომელიც მაშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და რამდენადაც ჩვენთვის შიდა სამზარეულოდანაა ცნობილი “მეგას” ორგანიზატორებს ამ მომღერლის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, მუქარებიც კი შეუთვალეს თურმე, რადგან მანანა ჯაფარიძის ქართულ სცენაზე გამოსვლა ვიღაცეებს არ აწყობდათ! რა მოხდა მაშინ, ამის გასარკვევად ჩვენ “მეგას” დამფუძნებელს ბესო ჩუბინიძეს ვკითხეთ, მაგრამ მან 4 წლის წინანდელი ამბავი უკომენტაროდ დატოვა, უბრალოდ განაცხადა, რომ – მანანა ჯაფარიძე არის ადამიანი, რომელსაც ნიჭთან ერთად ადამიანური თვისებების ყველა დადებითი მარაგი გააჩნია, საამაყოა რომ ასეთი ქართველი გვყავს! ჩვენ კიდევ ერთხელ ვულოცავთ გაბედნიერებას მანანა ჯაფარიძეს და დამსახურებულ, უზომო სიხარულს ვუსურვებთ მას და მის ახლადშექმნილ ოჯახს.

05.12.2007 მერაბ სეფაშვილი პრესამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა

როგორც უკვე ვწერდით აქტიურად დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების წინასააგიტაციო ციებ-ცხელება, რა თქმა უნდა ყველაზე აქტიურად ამ საქმეში მიშა სააკაშვილის საარჩევნო შტაბი ჩაება, რომელმაც მთლიანად აამუშავა ყველა რესურსი და საარჩევნო კამპანიასაც აშკარა უპირატესობით და წარმატებით აგრძელებს. ფაქტიურად დღე არ გავა, რომ თბილისის რომელიმე უბანში, რომელიმე სკვერში არ ჩატარდეს საკონცერტო აქცია, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის მსახიობები იღებენ - ნინი ბადურაშვილი, თამთა გოგუაძე, თამუნა ამონაშვილი, ნინა, ეკა მამალაძე, დათო გომართელი, ქრისტინა იმედაძე, ლელა წურწუმია, სტეფანე, კახუჩელა და სხვა კიდევ რამდენიმე. ბოლო 4 წლის მანძილზე ხშირად საყვედურობდნენ ხელისფლებას ქართული შოუ-ბიზნესის დაჩაგვრას, მაგრამ დღეს სასაყვედურო მომღერლების უმეტესობას უკვე აღარაფერი აქვს. ყველაზე მოულოდნელი კი, პრესისთვის და მოსახლეობის უმეტესობისთვის ამ აქციაში მერაბ სეფაშვილის უცნაური ჩართვა აღმოჩნდა, რომელიც ქართულმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კონცერტებზე მერაბი ასრულებს თავისი რეპერტუარიდან სიმღერას – ჩემი გმირი გიწოდე, რომლის შესრულების დროსაც სცენაზე სწორედ ბ-ნი მიშა გამოდის ხოლმე და სიმღერის დასრულების შემდეგ წინასაარჩევნო დაპირებებს იძლევა სცენიდან :) პრესამ და ხალხმა მერაბ სეფაშვილს არც ის აპატია, რომ 2 ნოემბერს ოპოზიციის მხარადასჭერ მიტინგზე 150.000 ადამიანის წინაშე, წრფელი გულით იმღერა (სხავთაშორის ცოცხლად) – სხვა საქართველო სად არისო და ამის მერე ხელისფლების მხარდსაჭერ კონცერტებზე – ჩემი გმირი გიწოდეო, უმღერის ყოფილ (და სავარაუდოდ მომავალ) პრეზიდენტს. არადა, თავად მომღერლის აზრით – ის, არც მიხეილ სააკაშვილს უმღერის და არც არავის კონკრეტულად, ის საქართველოს სიძლიერეს და ქვეყნის ერთგულებისთვის მღერის! ეჰ, რას გაუგებ მერაბ ქართველ ჟურნალსიტებს.

04.12.2007 ჯაბა ბოჯგუა ახალ კლიპს იღებს

როგორც შოუმენმა ამასწინათ ”რეიტინგის” ჟურნალისტს ნათია ნაცვლიშვილს ინტერვიუში განუცხადა ”მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე, რომ მისი ჰიტი ”სიყვარულის ისტორია” ”წლის პოპულარული სიმღერების” ნომინაციაში გაიმარჯვებდა - წინასწარ იცოდა და გრძნობდა ამას. ინტუიციამ ჯაბას ამჯერად არ უმტყუნა და ეს სიმღერა მართლაც მოხვდა წლის ”ტოპ-ფაივში” ’მეგაზე”, რასაც ოდნავი დაგვიანებით ვულოცავთ ჯაბა ბოჯგუას. მომღერალი ძალიან აუღელვებია ”მეგას” ცერემონიალზე დამსწრე ვარსკვლავებს შორის პოლიტიზირებულ ატმოსფეროს, რადგან პოზიცია-ოპოზიციად გადანაწილებული მომღერლების ხილვა არ სურდა, თურმე 10 წუთით შეურბენია ცერემონიალზე, სვეტსკად აუღია პრიზი და დასტოინად 10 წუთში გამობრუნებულა უკან, - ისემც შენ რა გითხარით ჯაბა, რაც ზუსტად საათი და ათი წუთი (და არა 10 წუთი) იტანდი მართლა ”გამოპოლიტიზირებული” მომღერლების გვერდით ჯდომას :)). სხვათაშორის ჯაბა ბოჯგუა მალე ახალი კლიპის გადაღებას აპირებს, რომელიც როგორც თვითონ აღიარებს, საკმაოდ გამომწვევი იქნება, დაწყებული ნახევრად ტიტლიკანა გოგოებიდან, დამთავარებული თავად სიმღერით, რომელსაც სახელად ”მენატრები” ქვია. სავარაუდოა, რომ კლიპს ”მეგა 2008”-ს დაჯილდოების მე-9 ცერემონიალზე ”წლის ყველაზე პოპულარული კლიპის” პრეტენზია ექნება.

03.12.2007 ნატო გელაშვილის მორიგი სოლო-კონცერტები

2006 წლის ”მეგას” მთავარი ნომინანტი, სევდიანი და მელოდიური სიმღერების უზადო შემსრულებელი 14, 15, და 16 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო-კონცერტებს გამართავს კომპანია ”არტ-რუსთავისა” და ”სანო-სტუდიოს” ხელშეწყობით. შულ რამდენიმე თვე გავიდა მას მერე რაც იგივე კომპანიამ ნატო გელაშვილის სოლო-კონცერტები აჩუქა მაყურებელს და აი, კვლავ – კომერციულად, ჩვენი შეფასებით სარისკოდ გაბედული ნაბიჯი კვლავ გადაიდგა და ნატო გელაშვილი სოლო-აქციას კომპანია ”ახალი ნათების” სპონსორობით ჩაატარებს, რომელიც სხვათაშორის სცენას განათებული ქალაქის დეკორაციების იმიტაციით მოაწყობს. ნატოსთან ერთად სცენაზე ბევრი სხვა ცნობილი სახე გამოვა, შესრულდება ძველი და ახალი დუეტები, როგორც იგეგმება მსმენესლის წინაშე ათი ახალი სიმღერა უნდა შესრულდეს. კონფერენსიობას კი მომღერალს დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე გაუწევს (რომელიც სხვათაშორის 2 ნოემბრის ოპოზიცური აქციის საკონცერტო ნაწილის ”დაუგეგმავი” წამყვანი იყო). ნატო გელაშვილმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ პროეტის განხორციელბის მერე იწყებს ზრუნვას, ახალი და ჩვენის აზრით საინტერესო პროექტის განხორციელებაზე, ნატოს სურს თავისი სიმღერები ახალგაზრდა დამწყებ მომღერლებს შეასრულებინოს! თავისთავად რა გამოვა აქედან იდეის დონეზეც კი, უკვე საინტერსოა.

02.12.2004 ”სეთიდან” ”ბოლივუდამდე”

ბევრ ჩვენგანს არც კი ემახსოვრება, რომ წლების წინ საქართველოში არსებობდა გოგონათა პოპ-ჯგუფი ”სეთი” (მოგვიანებით სახელი შეიცვალეს და ”ენსი” დაირქვეს), რომლის პროდიუსერიც თავის დროზე, დღეს პოლიტპატიმრად შერაცხული ტელეკომპნია ”202”-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი იყო. სწორედ გოგონათა ამ ჯგუფში, მაშინ ჯერ კიდევ ასაკით ყველაზე პატარა მოდელი ნათია ნებიერიძეც მღეროდა, რომლის კარიერაში უკვე დეკემბრის ბოლოდან ახალი ეტაპი იწყება: - ”ვარსკვლავები” ადრე წერდა, რომ ნათია ნებიერიძე ინდურ ფილმში მიიღებდა მონაწილეობას, იდეას ფრთები უკვე შეესხა და ნათია ბოლივუდის ერთ-ერთ მხატვრულ ფილმში, მთავარი როლის შესასრულებლად უკვე ემზადება. მოგეხსენებათ ინდურ კინოს სიმღერა და ცეკვა, სილამაზე და შარმი მოეთხოვება (თორემ, შინაარსი ყველა ფილმს ერთნაირი აქვს) ყველაზე მეტად რაც თავისთავად ქართველ მოდელში ყოველთვის იჯდა. ნათიამ ბოლივუდელ რეჟისორებთან უკვე გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი და მუშაობაც ფილმზე უკვე დეკემბრის ბოლოდან დაიწყება, სხვათაშორის ჯერ - საქართველოში.

30.11.2007 თამთა გოგუაძე ოქროს დაბადების დღისთვის ემზადება

მომავალი წლის 25 თებერვალს ”წლის საუკეთესო სიმღერის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი 2007 წელს, მომღერალი თამთა გოგუაძე მეოთხედი საუკუნის სრულდება :)) და საკუთარი 25-ე დაბადების დღისთვის აქედანვე სერიოზულად ემზადება, რადგან ამ დროისთვის თამთას მორიგი, ახალი ალბომის გამოსვლა უნდა მოესწროს. მომღერალმა რამდენიმე დღის წინ დაასრულა ახალი კლიპის გადაღება, ახალ სიმღერაზე ”ვის ვენატრები ვის”, რომლის რეჟისორი ”წლის მენეჯერის” ”მეგას” ტიტულის მფლობელი ნინო წიკლაურია, სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი ნანა ცინცაძეს. მუსიკა საცეკვაო და რითმულია, კლიპიც შესაბამისად, - რომელიც ერთი მომღერალი გოგონას, ერთ ჩვეულებრივ დღეს აღწერს, ”პირველი სტერეოს” ეთერში ნამუშევარი რამდენიმე დღეში გამოჩნდება. როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი - მომღერალი, დიდი და ლამაზი დაბადების დღის გადახდას აპირებს, სადაც ”ვარსკვლავები” იმედია საპატიო სტუმართა, წინა რიგებში აღმოჩნდება :)) რაც შეეხება თამთას ახალ სიმღერას, ის უახლოეს დღეებში დაიდება ჩვენი საიტის განყოფიელბაში ”სიმღერები”, კლიპი კი ”ვიდეორგოლებში”.

29.11.2007 ლიკა ყაზბეგის სტუდია 10 წლისაა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1997 წელს, როცა ლიკა ყაზბეგი საკუთარ სტუდიას აყალიბებდა, ის ერთ-ერთი პიონერი იყო ქართული სამოდელო ბიზნესის განვითარებისა. 9 დეკემბერს 19 საათზე კი, ლიკა საკუთარი სტუდიის საიუბილეო საღამოს აწყობს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ ”მუზაში” რომელში მონაწილეობასაც მიიღებენ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდიის სახელით სხვადასხვა კონკურსებზე გამოსული და გამარჯვებული ”მის-თბილისი” ”მის-საქართველოს” ტიტულის მფლობელი გოგონები, ტელესახეები, მსახიობები, მომღერლები, ყველა ის გოგონა, რომელსაც კი შეხება ქონია ”ლიკა ყაზბეგის სტუდიასთან” მისი არსებობის 10 წლის მანძილზე. ერთადერთი საიუბილეო ჩვენებას ვერ დაესწრება სტუდიის აღმოჩენა ნინო ჩქარეული, რომელიც საპატიო მიზეზის გამო არ იქნება 9 დეკემბერს (ნინო ამერიკაშია). ღონისძიებას პარტნიორობას და მხარდაჭერას უცხადებენ ესთეტიური მედიცინის ცენტრი ”მედი”, სილამაზის სალონი და ქორწინების ცენტრი ”ზიზი”, ”ნეოარტ სტუდია” და ”ზარაფხანა”, საინფორმაციო უზრუნველყოფას კი გაზეთი ”ცნობის ფურცელი” და ინტერნეტ-ჟურნალი ”ვარსკვლავები” აწარმოებენ.

28.11.2007 ”მეგას” წესიერად ვერ აკრიტიკებენ

ტრადიციულად მე-8 წელია საქართველოს მუსიაკლურ დაჯილდოების ცერემონიალს ”მეგას” პრესის მხრიდან კრიტიკა არ აკლია, რასაც სხვათაშორის საორგანიზაციო კომიტეტში ყოველთვის ღირსეულად და გასაკვირად მშვიდად ხვდებიან და ყოველ მომავალ წელს ითვალსიწინებენ. ჩვენთან საუბარში ”მეგას” დამაარსებელმა ბესო ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მადლობელია კოლეგების, პრესის ასეთი ყურადღებისა და კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ კრიტიკის უმეტესი ნაწილი ”მეგას” საერთოდ არ ეხება (ისეთი როგორიცაა მოწვეულ სტუმართა შეგნებული თუ შეუგნებელი დაგვიანება და თუნდაც ვერმოსვლა ცერემონიალზე). ასევე სასაცილოდ არ ყოფნის საკაბელო ტელევიზიის ”მიუზიკ ბოქსის” მუსიკალური ხელმძღვანელის ლიზა ვადაჭკორიას მიერ გამოთქმული კრიტიკაც, რაზეც აცხადებს: - უკვე 8 წელია სასაცილოდ არ მყოფნის და ყოველთვის იუმორით ვკითხულობ და ბევრს ვხალისობ ხოლმე, მზია მოდებაძის ჩემდამი კრიტიკაზე (მზია მოდებაძე ლიზა ვადაჭკორიას ნამდვილი სახელი და გვარია, - ალბათ ბოლო უფრო სვეტსკად ჟღერს), თავის შეფასებებში იმდენ ტყუილს ამბობს და იმდენად სასაცილო მდგომარეობაში იგდებს ხოლმე თავს ამით, რომ როცა ვხვდებით სულ ვხალისობთ ხოლმე მე და ლიზა მის მოგონილ ჭორებზე! ლიზა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვეულებრივი განაწყენებული ადამიანის ბოღმური პოზიცია აქვს, ტელეკომპანია ”პირველმა სტერეომ” რომ მოიპოვა ”წლის პოპულარული გასართობი არხის” ტიტული და არა ”მიუზიკ ბოქსმა”, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ”სტერეო” ხალხს ქართული შოუ-ბიზნესის მსახიობთა კლიპების ჩვენებით არჩევანს სთავაზობს ცუდსა და კარგს შორის, რასაც ვერ ვიტყვით ”მიუზიკ ბოქსზე” რომელმაც ისე დააბოლა ”ტოკიო ჰოტელიტა” და ”ას ფაივით” თანამედროვე ქართველი ბავშვები, რომ ალბათ ”მეგას” მალე ”ტოკიო ჰოტელს” მისცემენ. – მეტ კომეტარს ვერ გავაკეთებ მზია მოდებაძის ”კრიტიკაზეო” გვიპასუხა დასასრულს ბესო ჩუბინიძემ.

28.11.2007 პრეზიდენტობის კანდიდატის მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერი კონცერტების სერია დაიწყო

”წლის საუკეთესო პროდუსერის” ”მეგას” ტიტულის მოპოვებიდან, სამი დღის შემდეგ სოსო აბზიანიძის პროდუსერობით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელსაც ”ბუბა კიკაბიძე და მისი მეგობრები” ერქვა და რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის - მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერი საკონცერტო აქციების, პირველი კონცერტი იყო. ღონსძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, ნეკა სებისკვერაძე, დათო გომართელი, ეკა მამალაძე, თამუნა ამონაშვილი, ნინი ბადურაშვილი და სხვები, წამყვანი კი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი იყო. მოწვეული სტუმრებით სავსე დარბაზში, მიშა სააკაშვილი ჩვეულებრივ მაყურებელთა შორის იჯდა, კონცერტის დამთავრების მერე, ის სცენაზე ავიდა და მაყურებელს ტრადიციული ქარიზმატული მიმართვით კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. აპლოდისმენტები დაიმსახურა მერაბ სეფაშვილის სიმღერამ - ”შენ ჩემი გმირი ხარ” რომელიც მან სცენიდანვე პრეზიდენტს მიუძღვნა. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ წინასაარჩევნოდ ქართული შოუ-ბიზნესის კონკრეტულმა (!) სახეებმა ცოტა ფინანსურად ამოისუნთქეს და ვიღაცამ გადაწყვიტა (და სწორადაც), რომ ”ვიღაცა უცხოელებთან” ერთად ჩვენი – ქართველი მუსიკოსებიც უნდა დაფასდეს და სცენას დაუბრუნდეს. ”მეგას” მე-8 ცერემონიალზე ქალაქის მერიის წარმომადგებნელმა მამუკა ქაცარავამ დაადასტურა, რომ მომავალი 2008 წლიდან, ქართული შოუ-ბიზნესი პრიორიტეტებს შორის ჩაიწერება და ვნახოთ, იმედით ცოცხლობს კაცი. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მერეც იგივე პრეზიდენტი გვეყოლება, რაც ბოლო 4 წელია, ასე, რომ დაპირებებს ასრულება დასჭირდება :)))

25.11.2007 ტრიუმფალური მე-8 ”მეგა” ტრადიციული სკანდალებით ჩატარდა

საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალი გუშინ კლუბ ”ტრიუმფში” მართლაც ტრიუმფალურად ჩატარდა, ტრადიციულად იყო სკანდალები, უკმაყოფილო და გაცილებით მეტი კმაყოფილი სახე, ტრადიციული პროტესტი, ტრადიციული ვნებათაღელვა და ალბათ ამიტომ თამამად შეიძლება აღინიშნის, რომ მე-8 ”მეგა”-ც შედგა. იმის შესახებ თუ ვინ რა ნომინაცია მიიღო, ვინ რით დარჩა უკმაყოფილო თუ კმაყოფილი, ვინ გაკვირვებული და ვინ აღელვებული, ვინ გახარებული და ვინ მოულოდნელობისგან ბოღმით აგრესიული, ჩვენი ჟურნალისტის რეპორტაჟში იხილავთ. ინტერნეტ-ჟურნალის მთელი რედაქციის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს კუთვნილ ჯილდოს და პროექტის ავტორებს მომავალშიც კვლავ იგივე და უკეთესი წარმატებით ”მეგას” გაგრძელებას ვუსურვებთ. საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალი შედგა, ქართული შოუ-ბიზნესის მსახიობები უკვე ”მეგა-2008”-ის მე-9 ცერემონიალის მოლოდინში ახალი პროექტებისთვის ემზადებიან და სანამ მომავალი წლის ”მეგა” წლის ფავორიტებს გამოავლენდეს (სავარაუდოდ 2008 წლის სექტემბერში) მანამდე ”მეგა-2007”-ის რეპორტაჟი წაიკითხეთ. (დააწკაპუნეთ ნაწერზე და გადადით რეპორტაჟზე)

20.11.2007 გიგა კვენეტაძეც მოსკოვში გადაიხვეწება

დეკემბრის ბოლოსთვის მომღერალი გიგა კვენეტაძე, რომელიც ბოლო პერიოდია ახალი სახეების წარმოჩენით და შექმნით უფროა დაკავებული ვიდრე საკუთარი შემოქმედებით (თუმცა ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ერთ ისეთ ”ბომბა” პროექტს ამზადებს, რომ ”გააფრენთ”) მოსკოვში გადაბარგებას აპირებს სადაც დათო ხუჯაძესთან ერთად ახალ არბატზე უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილი მუსიკალური სტუდიის გახსნას გეგმავს, ამ საქმეში მხარს მომღერლებს ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი უმაგრებს, რომლის ვინაობას არა ასახელებენ. პარალელურად გიგა კვენეტაძე მოსკოვში წასვლამდე თბილისში ქართველ მსმენელს თავის უკვე დარეკლამირებულ და უკვე სკანდალურად მონათლულ კლიპს უტოვებს, შიშველი და ეროტიკული სცენებით გაჯერებულს, მოსკოვში კი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მას ცნობილი რუსი ელიტარის ნადეჟდა ბაბკინას პროდუსერი ელოდება, შემოქმედებითი ურთიერთობის აწყობისთვის. 24 რიცხვში კი გიგა ”მეგას” ცერემონიალზე მსმენელს ისეთ სიურპრიზს პირდება, რომელიც სასიამოვნო ხმაურს გამოიწვევს ქართველებში.

18.11.2007 ჯაბა ბოჯგუა დააყაჩაღეს

ცოტა ხნის წინათ ე.წ. ”თეთრი ბენდენების” რევოლუციური მცდელობის დროს, მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე, სადაც ერთ-ერთი დღე ლამის ქართული შოუ-ბიზნესის გალა-კონცერტად იქცა, სხვებთან ერთად ”კულისებში” ჯაბა ბოჯგუაც იყო, რომელსაც სახე, თვალები, ცხვირი, მთლიანად ჩაშავებული ქონდა, ფაქტი იყო, რომ საშინელი ნაცემი იყო. ერთი გაფიქრება ადამიანი თავში იმას გაივლებდა, რომ ან მთავრობის სპეცნაზმა სცემა, ან ”სოდისა” და ”კუდის” რომელიმე განყოფილებამ, რახან მიტინგზე გამოჩნდაო, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ყავდათ ამ უკანასკნელთ ხალხი დარბეული და მიწიხლული, ამიტომ ეს ვერსია გამოირიცხა და გაირკვა, რომ მომღერალი თავისივე სადარბაზოს წინ დაუყაჩაღებიათ ხულიგნებს და წაურთმევიათ მობილური ტელეფონი, ხელჩანთა და უცემიათ! ფრიად გასაკვირია, რადგან ყველას ეგონა, რომ საქართველოში ”პადიეზდში’ დახვედრის და უმიზეზოდ ცემის პერიოდი წავიდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ არ წასულა. დაზარალებული მომღერალი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსსაც სახლის პირობებში ამთავრებს და აქტიურად ემზადება ”მეგას” ცერემონიალისთვის, რომელიც 24-ში ”ტრიუმფში” გაიმართება.

17.11.2007 აფხაზებს კლიპი ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” არ მოეწონათ

როგორც ”სარკესთან” ინტერვიუში კავკასიელ ხალხთა საერთო კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აცხადებს აფხაზეთში არც თუ ისე ცოტას აქვს ნანახი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაღებული კლიპი ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” და უკმაყოფილებასაც დაუფარავად გამოხატავენ, განსაკუთრებული გაღიზიანება კი, თურმე კლიპში მერაბ სეფაშვილის ფრაზას გამოუწვევია, სადაც მომღერალი მატარებლიდან მიმართავს მსმენელს ” - არ მოდიხარ ჩვენთან სოხუმში?” – აფხაზები თვლიან, რომ სოხუმი მათია და არა ჩვენი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კლიპის თითქმის ყველა მონაწილე ღირსების და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა, რაც როგორც მინიმუმი ყველაზე სასაცილო (სატირალი, რომ არ იყოს) მოვლენაა ბოლო დროს, ხელისფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯთა შორის, თავად დაჯილდოებული მომღერლებიც კი უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ამ ფაქტის გამო, რადგან შეგახსენებთ, რომ საქართველოში ღირსების ორდენებს და მითუმეტეს ვახტან გორგასლის ამა თუ იმ ხარისხის ორდენს – საბრძოლო მამაცობისათვის და განასკუთრებული ბრძოლისუნარიანობისთვის გადასცემენ.

16.11.2007 რა სკანდალს ამზადებს ანრი ჯოხაძე?

სკანდალური მომღერალი, ამჯერად უკრაინული შოუ-ბიზნესის გზებზე მავალი მომღერალი თბილისს საკუთარ დაბადების დღეზე ესტუმრა და თავისი იუბილე მიულოცა ახლობლებს :)) სავარაუდოდ ანრი ჯოხაძე 24 ნოემბერს ”მეგას” მე-8 დაჯილდოების ცერემონიალსაც დაესწრება. უკრაინაში საშინელი ავარიის შემდეგ ანრის მარჯვენა ხელის მყესები ქონდა დაზიანებული, რაზეც თბილისში მკურნალობა ჩაიტარა და დღესდღეობით ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდის, საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე ანრი პარალელურად თავის მეორე ალბომზე მუშაობას ასრულებს, რომელიც სავარაუდოდ ახალ წლამდე უნდა გამოვიდეს, ამავდროულად ამზადებს სკანდალურ ნაბიჯს, რომელზეც ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს და თვლის, რომ მსგავსი პრობლემა არცერთ შემოქმედს არ გამოუტანია სამსჯავროზე, სავარაუდოდ საქმე სკანდალურ სიყვარულს შეეხება, თუმცა რაა სკანდალური ამას ალბომის გამოსვლის მერე უფრო შევიტყობთ.

15.11.2007 ”მეგა 2007” 24 ნოემბერს გაიმართება

საქართველოში განვითარებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო გადადებული მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალი, რომელიც 8-ში უნდა გამართულიყო, 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე დაადგინა რიცხვი – ამჯერად თუ ყველაფერი კარგად იქნა (პოლიტიკური სიტუაცია) 24 ნოემბერს, შაბათს, ”მეგას” მე-8 ცერემონიალის გამართვას წინ არაფერი უდგას. შეგახსენებთ, რომ ცერემონიალი ნახევრად დახურული ტიპის საღამოა და გალა-კონცერტის სახით ჩატარდება, რომელში მონაწილეობასაც ქართული ესტრადის თითქმის ყველა თაობის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას – ბუბა კიკაბიძედან დაწყებული, რეპერ ბედინათი დამთავრებული. ცერემონიალზე მოსახვედრი მოსაწვევი 15 ლარი ღირს და ის შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ 100 ცალი გაიყიდება, ”მეგას” დღეს, 24 რიცხვში წერეთლის 116 ნომერში, კლუბ ”ტრიუმფში”.

15.11.2007 სოფო ხალვაში იანვარში იმშობიარებს

”ევროვიზია 2007”-ს პირველი ქართველი მონაწილე, ”იურმალა 2006”-ს გამარჯვებული, მომღერალი სოფო ხალვაში იანვრის ბოლოს იმშობიარებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგაში გადაღებულ ექოსკოპიაზე ბავშვის სქესი არ გამოჩნდა სოფოს და მის მეუღლეს მიშა ძოძუაშვილს უკვე შერჩეული აქვთ, თუ ბიჭი დაიბადება მას სოფოს მამათილის, ცნობილი ფეხბურთელის და მწვრთნელის რეზო ძოძუაშვილის სახელს დაარქმევენ, თუ გოგონა ქეთევანს, სხვათაშორის მომღერალი გადაჭრით აცხადებს, რომ სახელები უკვე შეთანხმებულია და შეცვლას არ ექვემდებარება :) რაც შეეხება სოფოს შემოქმედებით მოღვაწეობას, ის ჩვეულებრივი გრაფიკით გრძელდება, რადგან მომღერალს კარგი ფეხმძიმობა აქვს. ახლო მომავალში კი, ის ლონდონში გადასვლას აპირებს სასწავლებლად, სურვილი აქვს მუსიკალური განათლება მიიღოს ჯაზის განხრით და კონკურსებშიც მხოლოდ ჯაზური მიმართულებით მიიღებს მონაწილეობას. ”ვარსკვლავები” წარმატებულ მშობიარობას და დედობას უსურვებს სოფო ხალვაშს.

8.11.2007 ”მეგა-2007” დაჯილდოების ცერემონიალი თვის ბოლომდე გადაიდო

საქართველოში შექმნილი არასახარბიელო პოლიტიკური სიტუაციის, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, იმ მოვლენების გამო რომელიც 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში განვითარდა და რის გამოც ტოქსიკური მოწამვლის ნიშნით, მიტინგის დაშლა-დარბევის დროს სხვებთან ერთად დაშავდა ცერემონიალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელძღვანელი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალი ოფიციალურად თვის ბოლომდე გადადებულად გამოცხადდა, ეს მაშინ, როცა პრესა მოუთმენლად ელოდა ნომინაციებში გამარჯვებულთა და დამარცხებულთა ვინაობის გაგებას, ეს მაშინ, როცა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის ჯერ კიდევ 7 ნოემბრის დილის ეთერში მთავარი თემა სწორედ ”მეგას” ცერემონიალი იყო, ეს მაშინ როცა 100%, უკანასკნელ წანჭიკამდე მომზადებული და გათვლილი იყო ცერემონიალის ად ქართველი ვარსკვლავებსი მთელი სცენარი, მოვლენების არასახარბიელო და ხალხისთვის მოულოდნელად განვითარებამ ყველა გეგმა ჩაშალა, რის გამოც გარდა უდიდესი ფინანსური ზარალისა, საორგანიზაციო კომიტეტმა დიდი მორალური ტრამვაც განიცადა, რადგან უბრალოდ რთულია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შეიძლება გარშემო გეხვიოს ხალხი – რომელსაც თავისი საქმის კარგად კეთება არ სურთ და არ უნდათ! (გარდა პოლიციისა, სპეცრაზმისა და სადამსჯელო ბრიგადებისა, რომლებმაც მართლაც ”შესანიშნავად” შეასრულეს ხალხის დაშლის მისია). ”მეგას” საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ცერემონიალის კლუბ ”ტრიუმფში” ჩატარების ზუსტი და ახალი თარიღი, მას შემდეგ გამოცხადდება, როცა ხელისფლება 23 ნოემბერს ”ვარდების რევოლუციის” 4 წლის წლისთავს იზეიმებს და სავარაუდოდ ქვეყანაში საგანგებო პოლიციური რეჟიმიც ოფიციალურად მოიხსნება.

08.11.2007 ”ა-სტუდიო” 20 წლისაა

ჯგუფი ”ა-სტუდიო” არსებობის 20 წლის იუბილეს კრემლის დიდ დარბაზში ზეიმობს და ამ ხნის მანძილზე ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ძველი და ახალი თაობის ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ბარიხან შუკენოვი და პოლინა გრიფიტი, რომელიც ”ა-სტუდიოდან” გათხოვების გამო გაუშვეს 3 წლის უკან და რომლის შემდეგაც ჯგუფს ქართველი ქეთა თოფურია სოლისტობს (რომელსაც სხვათაშორის რამდენიმე დღის უკან, ბაბუა დაეღუპა თბილისში, დედის – ქალბატონი ნატას მამა). კრემლის დარბაზში შესრულდება ჯგუფის არსებობის მანძილზე არსებული და შექმნილი ყველა ჰიტი, კონცერტს კი, რუსული შოუ-ბიზნესის მთელი ელიტა დაესწრება.

29.10.2007 მორიგი პატრიოტული კლიპი

როგორც ჩანს ჩვენმა ხელისუფლებამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ახალ, ორიგინალურ და საინტერესო ხერხს მიაგნო – მუსიკალურს! რომელიც ხალხში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას გამოიწვევს (ან როდის ნახეს, რომ ქართველებში ეს სული დავარდნილიყო? ნებისმიერი ნაღდი ქართველი მამაკაცი დღესვე მზდაა ომის დაწყების შემთხვევაში, ყოველგვარი აჟიტირებული პატრიოტიზმის გარეშე აიღოს იარაღი ხელში, საკუთარი ქვეყნის გასაერთიანებლად). საინტერესო გამოდგა ”ზუმბას და მეგობრების” კლიპის ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” შემდეგ კულტურის სამინისტროს მიერ 50.000 დოლარით დაფინასებული ნინი ბადურაშვილის პატრიოტული კლიპი, რომლის რეჟისორი დათო იმედაშვილია. თავიდანვე გვინდა განვაცხადოთ, რომ კლიპი სერიოზული კანდიდატია ”მეგა-2007”-ზე ”წლის საუკეთესო კლიპის” ნომინაციაში გამარჯვებისა, პატრიოტულიცაა და ტანშიც დაგბურძგლავს, როცა მოუსმენ და უყურებ. თავად ნინიც, როგორც ყოველთვის იდეალურ ფორმაშია, რეჟისორის გადაწყვეტილებით ის, სენაკის სამხედრო ბაზაზე ჩასული მომღერლის როლს ასრულებს, რომელიც ქართველი ჯარისკაცების საბრძოლო სულის ამაღლებისთვის მღერის. საინტერესო გადაწყვეტაა კლიპის ფინალში, როცა ქართველი მებრძოლები სახელმწიფო დროშას ზღვის ფონზე ააფრიალებენ, და ნეტავ როდის მოვა ის დრო, რომ ეს კადრები სოხუმის საზღვაო აკვადორიაში გადაიღონ ქართველმა ოპერატორებმა და არა ბათუმის და მწვანე კონცხის მიდამოებში :((

28.10.2007 ანრი ჯოხაძემ ”ევროვიზიაზე” უკრაინის სახელით?

სენსაციური განცხადება გააკეთა საქართველოში უკრაინიდან დროებით დაბრუნებულმა ანრი ჯოხაძემ, ”ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაიმართება და რომლის სავარაუდო მონაწილენი არიან ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, სალომე გასვიანი. ”ბართან” საუბარში ანრი აცხადებს, რომ - სანამ არჩევანი კონკრეტულად ჩემზე არ შეჩერდება, არ ვაპირებ საქართველოში არანაირ შესარჩვ კონკურსებში მონაწილეობას და თუ სოფო ხალვაშის შესაძლებლობები იცოდნენ კარგად და უკონკურსოდ გაუშვეს ”ევროვიზიაზე” ანრი ჯოხაძის შესაძლებლობები არ იციან? ფაქტია, რომ მომღერალს აშკარად აქვს მსგავსი სახის ამბიციური განცხადებების გაკეთების უფლება, რადგან მას ზურგს 11 საერთაშორისო კონკურსში მოპოვებული გრან-პრი უმაგრეს და სავარაუდოა, რომ ანრი ”ევროვიზიის” ფინალისტებს შორის მარტივად – საკუთარი შესაძლებლობებით გავიდოდა. გავრცელებული ჭორი, თითქოს თითქოს ანრი ჯოხაძე მომავალ ”ევროვიზიაზე” უკრაინის სახელით გამოდის, როგორც თვითონ მომღერალი აცხადებს – მხოლოდ ჭორია! მაგრამ კვამლი, რომ უცეცხლოდ არ ჩნდება ეს მარტივი აქსიომაა და რაოდენ სასირცხვილო იქნება ქართველებისთვის, თუკი მოულოდნელად ტელე-ეთერში გამოცახდებენ, რომ – ”ევროვიზიის” გამარჯვებულია უკრაინა – ანრი ჯოხაძე! :)

27.10.2007 ქართველი ვარსკვლავები ერაყში

ჩვენმა ჟურნალმა სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიური ინფორმაცია შეიტყო, რომელიც სავარაუდოდ საშობაოდ ერაყში, სპეციალურად ქართველი მეომრებისთვის კონცერტის გამართვას ისახვს მიზნად, კულუარული ცნობით აღნიშნული კონცერტი ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო ერაყში, მაგრამ ქართველი ჯარისკაცის თვითმკვლელობის (!) შემდეგ, სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა დაგეგმილი კონცერტის გამართვაზე და ის, უბრალოდ საშობაოდ გადაიტანა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერაყში დაგეგმილ კონცერტზე ბევრი ქართველი მომღერალია მიწვეული, მათ შორის უმეტესად სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობა ჯერ-ჯერობით ჭოჭმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან სხვა თუ არაფერი – იქ ომია! სავარაუდოდ მომხიბვლელია ჰონორარის რაოდენობაც, რამაც შეიძლება ბევრს ეს შიშიც გაუქროს, ვნახოთ რა მოხდება – ფაქტია, რომ საიდუმლოდ, მაგრამ მსგავსი სახის კონცერტი მართლა იგეგმება ერაყში ქართველი მებრძოლებისთვის, ე.წ. მწვანე ზონაში!

26.10.2007 დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი კულტურის სამინისტროს უჩივის

დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი კულტურის სამინისტროს უჩივის და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას ითხოვს. მაჭავარიანი მოითხოვს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2006 წლის ივნისში გაცემული ბრძანება ბათილად ცნონ და ახალი აქტი შეადგინონ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მან ორკესტრი საკუთარი სურვილით, ამ ბრძანების გამოცემამდე ორი წლით ადრე, დატოვა. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ სამინისტრომ მისი უფლებები დაარღვია და რვა თვის განმავლობაში არ აძლევდა შრომის წიგნაკს, რის გამოც მან სხვაგან მუშაობა ვერ დაიწყო. ("იმედი")

26.10.2007 ბაკურ ბურდული – ”სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ”

საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოებულმა (კლიპში ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” მონაწილეობისთვის) მომღერალმა ბაკურ ბურდულმა გადაწყვიტა თავისი დიპლომირებული პროფესია – (თეატრისა და კინოს ინსტიტუტის საოპერატორო) პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოს და კლიპი საკუთარი ძალებით გააკეთოს. თქმა და ქმნა ერთი იყო, მომღერალმა მუსიკაც შექმნა, ტექსტიც, სიმღერაც ჩაწერა, თავის მეგობრებს ”ზუმბას” ”ქუჩის ბიჭებს” კორკოტას და სხვებს დაუძახა და საკუთარ კლიპში მონაწილეობა შესთავაზა, - პროექტი შედგა, ბაკური კამერის აქეთაც იდგა და იქითაც და რა გამოვიდა საბოლოო ჯამში ამ ჩანაფიქრისგან თავად მაყურებელი შეაფასებს უახლოეს დღეებში. თავად მომღერალი კმაყოფილია საკუთარი პროექტით და არ გამორიცხავს რომ ამან კონვეირული ხასიათი მიიღოს, მისი კლიპების რეჟისორი აქამდე გიორგი ლიფონავა იყო, ახლა კი, მომღერალი საკუთარ თავს თავად გაუწევს ლობირებას.

25.10.2007 თამარაშენში ჩასული ”ბონი ემი” გაძარცვეს

გახსოვთ ალბათ ”ვარსკვლავები” ამასწინათ პოპულარული ჯგუფის სამაჩაბლოში სტუმრობის შესახებ გატყობინებდათ, დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჯგუფის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაგრამ სამწუხარო ფაქტების კანანადა ჯგუფის წევრებს ჯერ კიდევ აეროპორტშივე დაეწყოთ, როცა აღმოაჩინეს, რომ პირადი ბარგი უბრალოდ გაქრა, აორთქლდა, დაიკარგა.…რა თქმა უნდა მსგავსი შემთხვევები დიდ იშვიათობას არც უბრალო მგზავრებისთვის წარმოადგენს და ”ბონი ემი” არ იყო ამისგან დაზღვეული. ამას როგორმე გადაიტანდნენ, რომ არა თამარაშენში კონცერტის მსვლელობის დროს შემორჩენილი ხელჩანთების უცებ აორთქლება, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი ჩანთა დადო და ისიც – რაღაც წამებში გაქრა. როგორც ამბობენ რამდენიმე ძვირფასი ნივთი იდო ხელჩანთაში (აი-პოდი, მობილური, ფული). მიუხედავად ამ ყველაფრისა ჯგუფის წევრებს წუწუნი არ დაუწყიათ, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო – ხელისფლებამ მათ იმხელა ჰონორარი გადაუხადა, რომ ჭირსაც წაუღია ლიზ მიჩელის აი-პოდი და მობილური :)) და საერთოდ – მადლობა თქვან, რომ კონფლიქტური რეგიონიდან, სადაც საომარი ვითარებაა, ჩანთა კი არა თავად ”ბონი ემი” არ გაიტაცეს :)

24.10.2007 ის არის უცხო...

“ის არის უცხო, შენ მას არ იცნობ...” ალბათ ამ სიტყვებზე ბევრს გაახსენდება კლიპი, სადაც უამრავი ბავშვი ცეკვავს კაბარეში და ვიღაც სმოკინგში გამოწყობილი ბიჭი, სახელად უცხო, რეჩიტატივს უკითხავს ლამაზ გოგოებს. სინამდვილეში ეს კადრები ალან პარკერის ფილმიდან “ბაგზი მელოუნიდანაა”, თავად უცხო კი მაშინ კადრს მიღმა იყო. მას ბევრი იცნობს კახეთში. ჯერ კიდევ 2002 წლიდან უცხო, იგივე გიორგი ბეჟანიშვილი თელავში იწყებს სიმღერას. (ის თელაველია) მას შემდეგ მის მუსიკალურ ისტორიას ბევრი საინტერესო ფურცელი შეემატა. 2006 წლიდან იგი ფართო ასპარეზზე იწყებს თავისი შემოქმედების გატანას. ვიდეო “მისტერ უცხო” მუსიკალურ ტელე არხებზე აქტიურად ტრიალებდა. უცხომ სულ ახლახანს კლიპი გადაიღო სიმღერაზე ისტორია. სიმღერა მეტად პოეტურ რეჩიტატივს შეიცავს არის მელოდიური და განსხვავებული. კლიპი კი შინაარსიან და უცხო სიუჟეტზეა აგებული, ის უკვე დატრიალდა სხვადასხვა მუსიკალურ არხებზე უცხო ამით არ კმაყოფილდება და გეგმავს გრანდიოზულ პროექტს, რომელიც აბსოლუტურად ახალი სიტყვა იქნება ქართული რეჩიტატივის ხელოვნების სამყაროში.

22.10.2007 თიკა ჯამბურია არ გათხოვილა

ქართულ პრესაში კიდევ ერთხელ დატრიალდა კარუსელი და ახალგაზრდა 16 წლის მომღერალზე კიდევ ერთხელ ააგორეს ჭორები, რომ – თიკა ჯამბურია გათხოვდა და ცოლად გაყვა ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარი ქალაბატონის ვაჟს, რისი უარყოფაც აგერ უკვე მერამდენედ უწევს თიკას, მომღერალი გაკვირვებულია რატომ აკავშირებენ ჟურნალსიტები შეყვარებულის ყოლას გათხოვებასთან, ან რაა იმაში წარმოუდგენელი იმაში, რომ 16 წლის გოგონას შეყვარებული ყავდეს?! – სავარაუდოდ, ჭორების ინტერპრირება თიკას თამამმა განცხადებამ გამოიწვია, როცა მან დაუფარავად და ”გმირულად” აღიარა, რომ – დიახაც ყავს შეყვარებული, დიახაც ბედნიერია და დიახაც არაფერი არ აქვს დასამალი, ჩვენი პრესა კი, ასეთი თამამი განცხადებების მოსმენას არაა ჩვეული და რა გასაკვირია, რომ უბრალო ფაქტის კონსტატაციას შესაბამისი, გაბერილი ჭორებიც მოყოლოდა. სხვათაშორის ”ვარსკვლავებმა” სანდო წყაროებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ის ბედნიერი ვისაც თიკას შეყვარებულის სტატუსი ერგო, გასული მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ხათუნა ხოფერიას ვაჟიშვილი ბექაა, - თიკას არჩევანს არ ვუწუნებთ :)) და წარმატებულ პირად ცხოვრებას და წარმატებულ კარიერას ვსურვებთ, მითუმეტეს მომღერალს გადაწყვეტილი აქვს პროფესიონალი ჟურნალისტი გამოვიდეს და სხვათაშორის ”ვარსკვლავების” მდიდარ ფოტო-არქივში 11-12 წლის თიკა ჯამბურიას მიერ, სპეციალურად ჩვენთვის გადაღებული პაპარაცული სურათებიც ინახება :))

21.10.2007 ”ემი” სკანდალურ რადიო-პროექტს ამზადებს

მიძინებულმა ქართულმა შოუ-ბიზნესმა თავისი ბევრი ღირსეული მსახიობი დროებით სცენას ჩამოაშორა და სულ სხვა პროფესიით და სულ სხვა საქმით დაკავება ”აიძულა”. ჯგუფ ”ემის” გოგონები (პროფესიით ფიზიკოსები) რადიო ”ფაივ ლაინსის” მუსიკალური წამყვანები არიან, რამდენიმე დღეში კი, გოგონები სკანდალურ რადიო-თოქ-შოუს გაუძღვებიან, სადაც მსმენელთან ყველაზე ინტიმურ თემებზეც კი იქნება საუბარი, არავითარი მუსიკა, არავითარი სიმღერა, უბრალოდ საუბარი პირადულზე და თუნდაც ზედმეტად ინტიმურ პრობლემებზე, საინტერესოა მსმენელის მოსალოდნელ აქტიურობას რამდენად გაუმკლავდებიან გადაცემის წამყვანები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაცემით რადიო ”ფაივ ლაინსი” რეიტინგებში კიდევ უფრო გაიმყარებს ადგილს. ”სარკესთან” ინტერვიუში ”ემის” ერთ-ერთი ”დაიკო” აცხადებს, რომ მალე რეპერტუარში ძველი სიმღერის ახლებურ იტერპრირებით ნამღერს შეიტანენ და სავარაუდოდ ამ სიმღერამ კომერციული მხარეც უნდა გაუზარდოს ”ემის”, მაგრამ გოგონები კონკრეტულად არ ამხელენ რა სიმღერის გარემიქსებაზეა საუბარი. ია და ეკა არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალ ქართულ შოუ-ბიზნესში (რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად დაიბადება) ძველით – გიტარებით ხელში დაბრუნდნენ და რადგანაც ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, გოგონები არ გამორიცხავენ გიტარას დაუბრუნდნენ.

20.10.2007 ”რონდოს” ”ომი და მშვიდობა”

ქართული ესტრადიდან დროებით ”გამქრალმა” გოგონათა კვარტეტმა ”რონდომ” მორიგი ხმამაღალი განაცხადი უკვე გააკეთა და საზოგადოებას ახალი კლიპი - ბორის რაველის ”ბოლეროზე” ნამღერი ნამუშევარი შესთავაზა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ომი და მშვიდობის მარადიულ თემას შეეხება. ტოლსტოის ამ სათაურის ნაწარმოებთან რეჟისორ დაჩი დარჩიასა და ბასა სამხარაძის მიერ გადაღებულ კლიპს პირდაპირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ სიმღერამ მოიტანა ეს მარადიული თემა და ”რონდომაც” ჩვეული ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვა. ამ მუსიკალური ნაწარმოების ვოკალური ინტერპრეტაცია ჯგუფის პროდუსერმა ლიზი ოთარაშვილმა გაკეთა, არანჟირება კი ოთარ ყუფუნიამ, კლიპის მონტაჟი სრულდება და ”რონდო” გრანდიოზულ პრეზენტაციას გეგმავს, რადგან ეს არ არის უბრალო და გასართობი სიმღერა, ჯგუფი მასზე დიდიხანია მუშაობს და ცხადია სურთ შესაბამისად წარმოადგინონ დასრულებული კომპოზიცია და კლიპი. პარალელურად ”რონდომ” დაასრულა ახალ ალბომზე მუშაობა, რომელიც კლიპის პრეზენტაციას დაემთხვევა და ფაქტიურად ორმაგ საჩუქარს გაუკეთებს თავის მსმენელს, რომელსაც უკვე მოენატრა ქართული ესტრადის ვარკვლავების სცენაზე ხილვა. ”ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ”რონდოს”

14.10.2007 ანრი თბილისში დაბრუნდა

წარმატებული ვოიაჟის შემდეგ ანრი ჯოხაძე თბილისს დროებით დაუბრუნდა. მან საკუთარ დედას სიურპრიზი გაუკეთა დაბადების დღეზე და კარი ღამის 12:00 საათზე მილოცვებით შეუღო სახლში. როგორც ”ბართან”საუბარში აცხადებს ანრი სტუდიურ მუშაობას მიუბრუნდა და უკვე რამდენიმე მზა სიმღერის ჩაწერითაა დაკავებული, უკრაინაში დაბრუნებამდე სავარაუდოდ რომელიმე ახალ სიმღერაზე ანრი ახალ კლიპს გადაიღებს და დატოვებს თბილისში. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ავარიის შემდეგ ის ჯანმრთელად გრძნობს თავს და ლავიწის ძვალიც მწყობრში აქვს, რომელიც სწორედ, რომ იმ საშინელი ავარიის დროს გაიტეხა, რომელიც რამდენიმე თვის უკან შეემთხვა ერთ-ერთი ოლიგარქის შოუ-დაბადების დღიდან გამობრუნებულს, ჰაერში 6-ზერ ამოტრიალებული მანქანა სახურავზე დაეცა, საიდანაც ანრი გონების დაკარგვამდე თავისით გადმოძვრა! რაც შეეხება ყოფილ ”ვიაგრელ” ნადია გრანოვსკაიასთან ერთად ჩაწერილ დუეტს, ეს პროექტი დროებით გაიყინა (ამ ავარიის გამო), თუმცა სიმღერის დემო ვერსია, უკრაინაში ანრის კომპიუტერში ინახება ჩაწერილი.

13.10.2007 პირველი ქართული პორნოგრაფიული ფილმი

ახალგაზრდა, ქართველმა რეჟისორმა ზაზა სვანაძემ მტკიცედ გადაწყვიტა გადაიღოს და წარმოებაში ჩაუშვას, პირველი ქართული პორნოგრაფიული ფილმი, ყველა იმ წესის დაცვითა და დაუწერელი კანონით, რომელიც პორნოგრაფიულ ფილმს სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ზაზა სვანაძე ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს გადაიღო პირველი (!) ქართული ეროტიკული ფილმი, სადაც სტუდენტები მონაწილეობდნენ. მისი გადაღებულია რამდენიმე, ცნობილი ქართველი მომღერლის კლიპიც (ნუცა შანშიაშვილის, აჩი ფურცელაძის და სხვა უამრავი). როგორც ”რეზონანსთან” საუბარში ზაზა აცხადებს გადაღებები კოჯრის ტყეშია დაგეგმილი და ამ პროცესს სპეციალიზებული დაცვა გააკონტროლებს, ფილმის სამუშაო სახელია ”კოჯრის ტყის ამბები” ის, ქართული იქნება, მაგრამ ინგლისური სუბტიტრებით. ხოლო მისი პრეზენტაცია კი, სავარაუდოდ ”რუსთაველის” კინოთეატრში მოეწყობა, რაც უდაოდ რევოლუციური ნაბიჯი იქნება რეჟისორის მხრიდან, რადგან თავადაც იცის და საზოგადოებამაც, რომ ამას დიდი სკანდალი მოყვება ქართველი მორალისტების მხრიდან. სავარაუდოდ ფილმი 3-4 თვეში მზად უნდა იყოს, ერთადერთი პრობლემა რაც გადამღებ ჯგუფს შეექმნა, ეს პორნოში გადაღებაზე ქართველი გოგოების დათანხმება აღმოჩნდა, რადგან სახის გამოჩენა არავის უნდა, თუმცა მსურველი ბევრია! ალბათ, ამიტომ ქართველ მსახიობ მამაკაცებს უკრაინელი გოგონები გაუწევენ პარტიორობას პირველ ქართულ პორნო ფილმში ”კოჯრის ტყის ამბები”

13.10.2007 ”შავი პრინცი” ქველმოქმედებაში გადაერთო

ერთ-ერთი პირველი ქართველი, უხუცესი რეპერი შავი პრინცი, ახალ პროექტს ამზადებს და მისი მხრიდან დაფრთიანებულთა კონვეირიდან ახალ, ახალგაზრდა რეპერს - დიმას უშვებს შოუ-ბიზნესის ასპარეზზე, მხოლოდ ამჯერად იმ განსხვავებით, რომ დიმას კლიპში არა პლანზე, წამალზე და შავი გაგების ცხოვრებაზე იქნება საუბარი, არამედ – მწვავე სოციალურ თემაზე, ღატაკ ბავშვებზე და საერთო გაჭირვებაზე. სიმღერას და კლიპს ”მოინდომე” ეწოდა და ალბათ რთული გასაგები არ უნდა იყოს, რა უნდა მოინდომო ადამიანმა, რომ მსგავსი სახის სოციალური ფონი არ იყოს! თავის მხრივ კი შავმა პრინცმა გადაწყვიტა მოინდომოს და საკუთარი ქალაქიდან, მშობლიური ქუთაისიდან დაწყოს საქველმოქმედო კონცერტების ჩატარება, რომლის შემოსავალსაც მიუსაფარ ბავშვთა ფონდში გადარიცხავს, მას კი ამ აქციების ორგანიზებაში რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ადგილობრივი ხელისუფალნი დაეხმარებიან. სხვათაშორის არც ჩვენ და არც არავის არ გაუშუქები ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი თვის წინ, შავი პრინცი მეგობართან ერთად, პოლიციამ პლანის მოხმარების ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც ჯარიმის გადახდის მერე რეპერი გაანთავისუფლეს.

12.10.2007 ნიკა გელაშვილი ამერიკაში ალბომზე და კლიპებზე მუშაობს

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რეპერი ჭჰიტე შნაკე ნიუ–იორკში იწყებს ალბომის ჩაწერას. „ალბომზე მუშაობა უკვე დავიწყე, პირველი სიმღერა უკვე ჩავწერე აქაურ ცნობილ სტუდიაში: შOULAღIშ PღODUჩთIONშ. სიმღერას ჰქვია: „უჩემობას განიცდი“ რამოდენიმე დღეში ქართულ რადიოში დატრიალდება და აუცილებლად მოისმენთ. ალბომში შევა 10 სიმღერა, იქნება რამოდენიმე ინგლისურ ენოვანი, იქნება დუეტებიც. რათქმა უნდა ვიდეო კლიპებსაც გადავიღებ. ალბომის გამოშვება ალბათ 2008 წლის სექტემბრისთვის მოხდება. პროექტის მიხედვით მაგ დროს ჩამოვალ საქართველოში სადაც რამოდენიმე კონცერტს ჩავატარებ, სიმღერის სტილი ცოტატი შევცვალე და უფრო მეტად მელოდიურ ჰიპ-ჰოპ-ზე გადავედი, ვფიქრობ წარმატებულადაც “ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ჭჰიტე შნაკე-ის ოფიციალური ვებ–საიტიც გაიხსნა, წწწ.წჰიტესნაკერაპ.ცომ ამჟამად მიდინარეობს განახლება. წარმატებას უსურვოთ ნიკას ამერიკაში.

10.10.2007 ქართველი ვარსკვლავების დიდი გასეირნება ლეჩხუმ-სვანეთში

მოდი და ნუ გაგეხარდება, მიმკვდარ და მისავათებულ ქართულ შოუ-ბიზნესში რომ რაღაცა კარგი ხდება, რაღაცა კიდევ ხანდახან იმხელა რაღაცაა, რომ ფაქტია ორი-სამი დღე ამ ჩვენი მეხდარტყმული შოუ-ბიზნესის მსახიობებიც კი, აღფრთოვანებულნი დადიან :)) ხუმრობა იქით იყოს და ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაც ამ ბოლო დროს თავპატიჟი გამოიდო და ქართველ ვარსკვლავთა ამოძრავება დაიწყო, ვერა და ვერ მივმხდარვარ რატომ :)) სიმართლე გითხრათ, ან ვის რაში აინტერესებს რატომ? როცა უბრალო ადამიანებს ახარებ, აქ უკვე არ სვამ კითხვას – რატომ აკეთებ ამას! მთავარია ხალხმა გაიხაროს, - ხოდა ლეჩხუმში ცაგერისა და სვანეთში ლენტეხის მოსახლეობამ, რომ გაიხარა ამ ორიოდ დღის უკან, ისე გახარებულები გევლოთ ყველას, არადა თურმე რა ცოტა უნდა ადამიანის გაღიმებას – რაც ძალიან ადვილად მოახერხეს ეკა კვალიაშვილმა, თამუნა ამონაშვილმა, ნინო ძოწენიძე, ჯგუფმა ”სეიშენმა”, ჯაბა ბოჯგუამ, მანჩომ და ენრიკო ჯანელიძემ. დააწკაპუნეთ თქვენი ”მაუსები” ამ ნაწერზე და გადაიკითხეთ ამ დიდი გასეირნების რეპორტაჟი, ხოლო ”ვიდეორგოლებში” კი, ტრადიციულად ექსკლუზიური მობილ-ვიდეო სიუჟეტები იხილეთ!

10.10.2007 ქეთათო სასამართლოში ჩივის

ირაკლი ჩარკვიანის ქვრივი, მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი ”საქართველოს ავტორთა საზოგადოების” პრეზიდენტს ელგუჯა შაფათავას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. საქმე კი, შეეხება მობილური კომპანია ”ჯეოსელის” ქსელში ჩაშვებულ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს, რომლის უფლებაც გაუცია ელგუჯა შაფათავას და როგორც და ირაკლი ჩარკვიანის სამართალმემკვიდრისთვის ანუ ქეთათოსთვის, ეს არავის უკითახავს, ჰონორარი არ გადაუხდიათ და ზოგადად არც ქეთათო მიიჩნევა ამ სიმღერების თანაავტორად. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა ქეთათოს ადვოკატ დიმა გაბუნიასა და ”ავტორტა საზოგადოების” პრეზიდენტს შორის სასამართლოში. ელგუჯა შაფათავა აცხადებს, რომ მართლაც დაგროვილია 500 ლარი, რომლის წაღება ოფიციალურად შეუძლია ქეთათოს, მაგრამ ”ჯეოსელიდან” მიღებული თანხა ძალიან ცოტაა – თუ სატელეფონო კონვერტ-პროვაიდერებით განვსაზღვრავთ ირაკლი ჩარკვიანის რეიტინგი მაღალი სულაც არ არის! – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ელგუჯა შაფათავა. საბოლოო ჯამში რას დადგენს სასამართლო ამას დრო სჭირდება.

09.10.2007 გიგა კვენეტაძეს ეროტიკული კლიპი

მედიაში უკვე გავრცელდა ცნობები ქართულ შოუ-ბიზნესში ახალი ეროტიკული კლიპის შესახებ, რომლის მთავარი გმირიც – არც მეტი არც ნაკლები, გიგა კვენეტაძე იქნება. 29 წლის მომღერალი ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სკანდალური ნამუშევრით უბრუნდება ესტრადას, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის რამდენად ეროტიკული და შიშველია მომღერლის ახალი კლიპი, რადგან თავის დროზე მსგავსი სკანდალი ატყდა ანრი ჯოხაძის ”შიშველ კლიპზეც” მაგრამ იქ მართალა არაფერი ყოფილა ისეთი ეროტიული :) ”გთხოვ მაპატიე” ეს გიგას სწორედ ის სიმღერაა, რომელზეც ოქტომბრის ბოლოს ზემოაღნიშნული კლიპის პრეზენტაცია იგეგემება, რომელიც ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” ეთერით აქტიურად გაპიარდება (შეგახსენებთ, რომ გიგა კვენეტაძის მენეჯერი ”პირველი სტერეოს” მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო წიკლაურია). აქვე ისიც გვინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ გიგა კვენეტაძეს კლიპი იყო ერთ-ერთი პირველი 4 წლის წინ, რომლის კადრებშიც პირველად – გაბედული ”ზასაობის” კადრები იყო დაფიქსირებული (მხოლოდ მთავარ როლში მსახიობები იყვნენ და არა თავად გიგა) და იმედია ამჯერადაც ჭიქაში ქარიშხალის ამოვარდნასთან კი არა, ნამდვილ ლამაზ ეროტიკასთან გვაქვს საქმე.

06.10.2007 ნოდიკო ტატიშვილი გრან-პრის მფლობელი გახდა

კომპანია ”ფაივს ლაინსმა” წელს ასტანაში ”აზიის ხმების” ორგანიზებით საერთაშორისო კონკურსის ”ასტანა-2007”-ს მონაწილედ ნოდიკო ტატიშვილი გააგზავნა, რომელიც გრან-პრის მფლობელი გახდა და 2004 წელს ანრი ჯოხაძის მიერ მოპოვებულ ჯილდოს კიდევ ერთი იქაური წარმატება შემატა. კონკურსზე 14 ქვეყნის 16 წარმომადგენელი გამოდიოდა, რომელთა შორის იყვნენ უამრავი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილენი, თუმცა ნოდიკო ტატიშვილმა ყველა უკან ჩამოიტოვა და ყაზახების დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. მომღერალმა უკვე მიიღო რამდენიმე სერიოზული მიწვევა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებიდანა, შეგახსენებთ რომ ნოდიკო ტატიშვილი ”იურმალაზე” 2007 წელს ელეონორასთან ერთად, ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა მაშინ, ის ”დაიწუნეს”. სხვათაშორის საინტერესოა როდის უნდა იფიქროს ჩვენმა ხელისფლებამ ერთი საერთაშორისო დონის კონკურსის ორგანიზებაზე, რომელიც შეიძლება ერთი ყველაზე უბრალო, მაგალითად მარნეულის ცენტრში მდგარი შადრევანის ფასი ღირს, მაგრამ სახელს გაცილებით მეტს მოუტანდა საერთაშორისო შოუ-ბიზნესში ქვეყანას ვიდრე ის, - მარნეულის ცენტრში მდგარი შადრევანი. გვინდა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალის (რომელიც როგორც გავიგეთ უკვე მზადების პროცესშია და ოქტომბრის ბოლოს გაიმართება) ორგანიზატორებს მივმართოთ – დახმარება სთხოვონ სახელმწიფოს და რამდენიმე ქვეყნის მომღერალი მოიწვიონ თბილისში და საერთაშორისო სახე მისცენ ცერემონიალს, რომელმაც საქართველოში უკვე დროს გაუძლო და მე-8 ტარდება წელს.

05.10.2007 ”ახალი ტალღა 2008” მზადება უკვე დაიწყო

ქართველებისთვის სამარცხვინოდ წარუმატებელმა კონკურსმა ”ახალი ტალღა 2007” იურმალაზე, მორიგი სტარტისთვის მზადება დაიწყო, ამჯერად 2008 წლისთვის. ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს მოძრაობა კონკურსისთვის მონაწილეთა შესარჩევად და ტელეტრანსლიაციის უფლებების გასაყიდად. კონკურსის ორგანიზატორი კომპანია ”არსი” და მისი ხელმძღვანელი იგორ კრუტოი თავის ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში პროდუსერ ნატო დუმბაძეს ნიშნავენ, რომელიც თავის მხრივ ორგანიზებას გაუწევს საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატის შესარჩევ ტურებს, ამავდროულად აღნიშნულ კონკურსს იგორ კრუტოის წარმომადგენლები, აქვე, თბილისშივე დაესწრებიან. ტყული გამოდგა ის ფაქტი, რომ კრუტო გაცეცეხლებული ყოფილა ქართველებზე და საერთოდ აუკრძალა ქართველებს ”ახალ ტალღაში” მონაწილეობაო, – 2007 წელი ქართველი მონაწილეებისთვის უკანასკნელი იქნება, იმდენად გამაღიზიანა ჩაწყობის და ტელეფონზე რეკვებმა ქართველების მხრიდანო! ამ სიტყვებს იგორ კრუტოის აწერდნენ. თუმცა კრუტოის მაშინ არ დაუკონკრეტებაი ვის შესახებ და ვინ ურეკავდა დ აწუხებდა ან ვის პროტეჟეობას სთხოვდნენ. ფაქტი ერთია, შესარჩევი ტურები თბილისში ჩატარდება და 2008 წლის ”იურმალაზე” გასაგზავნ კანდიდატსაც აქვე შეარჩევენ, კორდინაციას კი ამ ყველაფერს როგორც გითხარით ნატო დუმბაძე გაუწევს. ჩვენი ჟურნალის ექსპერტ-კრიტიკოსების აზრით კი, 2008 წლის კონკურსზე სავარაუდოდ საქართველოდან ან ნინი ბადურაშვილი ან სალომე გასვიანი წავა.

04.10.2007 ჯგუფი ”ბონი ემი” თამარაშენში კონცერტს გამართავს

სიმართლე გითხრათ მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ჯერ-ჯერობით იმის პრეცენდენტი, რომ მუსიკით, სიმღერით, საპროპაგანდო კლიპებით დ საერთოდ, შოუ-ბიზნესით სახელმწიფოს თავისი, ომით და სისხლით დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინოს, საქართველო ნოვატორია ამ ყველაფერში და იმედია ეს ყველაფერი მხოლოდ ტაშ-ფანდურაზე ყურადღების გადასატანად არ კეთდება და შედეგსაც გამოიღებს. საქმე იმაშია, რომ მოძრაობა ”კოკოითი ფანდარასტ” (რომელიც ოსურ ენაზე ნიშნავს - კოკოითო წადი, და არა კოკოითო შე პიდარასტო!) თამარაშენში მალე ლეგენდარული ჯგუფის ”ბონი ემის” კონცერტს ატარებს, სამხრეთ ოსეთელი ოსებისა და ქართველებისთვის, მანამდე კი, მოძრაობის ეგიდით და დაფინანსებით 5-6 ქართველი მომღერალი (მათ შორის ოსი ალანა დუდაევა, თამთა გოგუაძე, სამაჩაბლოელი თინა ჯულუხიძე, ლექს-სენი და სხვა) საქართველოს რამდენიმე ქალაქში მართავს კონცერტებს ამავე ლოზუნგით – კოკოითი ფანდარასტ! ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი უერთდება ამ ლოზუნგს და ბანს აძლევს მოძრაობის აქტივისტებს – ფანდარასტ, ფანდარასტ!!! რაც შეეხება ”ბონი ემს” შეგახსენებთ, რომ წლების წინ, ლეგენდარული ჯგუფი ერთხელ უკვე ჩამოიყვანა თბილისში, სპორტის სასახლეში ”ისთერპრომოუშენმა” და საკმაოდ წარმატებული კონცერტიც აჩუქა ქართველ მაყურებელს, ამჯერად კი 13 ოქტომბერს თამარაშენში, ლიზ მიჩელი და მისი ლეგენდა სახელად ”ბონი ემი” ისევ წარსდგება ჩვენს წინაშე.

04.10.2007 ჰომოსექსუალები და ლესბიანკები ”ჯეო-ბარ 4”-ში?

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ალბათ თავისი არსებობის მანძილზე, ყველაზე სარისკო ნაბიჯს დგავს, უშვებს რა პრეცენდენტს რეალითი შოუში არატრადიციული სექსუალური მიმდინარეობის ახალგაზრდების მოანწილეობას. ჯერ-ჯერობით კვლავ ჭორებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”წლის ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს” ”მეგას” ტიტულის მფლობელი ”ჯეო-ბარი” წელს გაცილებით სკანდალური და წარმოუდგენლობის დონეზე რეალითი იქნება, რადგან როგორც ინფორმაციამ გამოჟონა მასში მონაწილეობას 2 ჰომოსექსუალი მამაკაცი და 2 ლესბიანკა გოგონა იღებს, რომელთა ურთიერთობაც არანაირად არ იქნება დაცენზურებული. ეს თუ მართლაც ასეა და ”რუსთავი 2”-მა თუ მართლა გაბედა და ფართო მასების წინაშე მართლაც გამოიტანა ის, რაც რეალურად (!) მართლაც არსებობს საქართველოში, სავარაუდოდ საპროტესტო აქციების ნაკადს უნდა ველოდოთ იმ სახლთან სადაც ”ჯეო-ბარი 4”-ს მონაწილეები დაიდებენ ბინას (მეიდანში, ძველ თბილისში). პროექტის ბოლო, მე-4 რეალითი, ოქტომრის ბოლოს გავა ეთერში ტრადიციულ საღამოს 11 საათზე.

03.10.2007 ნინო ჩხეიძის პირველი ანშლაგი

მამუკა ონაშვილის კლუბ ”კონკაში” ნინო ჩხეიძემ თავისი პირველი სოლო-კონცერტი წარმატებულად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდა ქალბატონს ძალიან ბევრი ”პირობითი მტერი” და კრიტიკოსი გამოუჩნდა, ნინო თავის საქმეს წყნარად აგრძელებს და სიმშვიდის გარანტიას კი, მას უბრალო ხალხის სიყვარული უნდა აძლევდეს. კონცერტზე დასასწრები ყველა ბიელთი ”კონკაში” ორი დღით ადრე უკვე აღარ იყო და მაყურებელსაც ქუჩიდან მოუწია ნინოს ქალაქური ჰანგების მოსმენა. სცენაზე მედუდუკეები უმშვენებდნენ ფონს, დარბაზში კი ათასი ”ჯურის” სტუმარი შეკრებილიყო, რომელთა შორის ყოფილი სკანდალური პარლამენტარი კობა ბექაურიც კი შევნიშნეთ, მომღერლები, ჟურნალისტები და უბრალო, ქალაქური მუსიკის დამფასებელი ხალხი ნინო ჩხეიძის სიმღერის ფონზე ერთობოდა, მუსაიფობდა, ჭორაობდა. სხვათაშორის მომღერალს (რომელსაც ავთო ცქვიტინიძის მიერ შეკერილი უილამაზესი კაბა ეცვა) ორ-ორჯერ, ბისზე მოუწია სიმღერების შესრულება, საბოლოო ჯამში, გვიან საღამოს, მსმენელიც და შემსრულებელიც კმაყოფილი დაიშალა.

03.10.2007 ამერიკელ ქართველებს შოუ და ხალისი არ აკლიათ

საპროდიუსერო ცენტრი "გელანი იუსა" აგრძელებს შოუ საღამოების და სხვადასხვა საინტერესო პროექტების მოწყობას. 29 სექტემბერს გაიმართა ახალგაზრდა, მომავალი პოეტის გოგა გოგილაშვილის პირველი წიგნის პრეზენტაცია–შოუ ,,გულის ძახილი“. ჩვენთვის როგორც ცნობილია ეს ფაქტი ხდება პირველად ამერიკაში, ვგულისხმობ ქართული წიგნის პრეზენტაცია, ქართველი ემიგრანტებისთვის. ვფიქრობთ ძალიან გასახარებელი და საისტორიო ფაქტია. პრეზენტაციასთან ერთად იქნება შოუ–საღამო, მიიღებენ მონაწილეობას ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები. რამოდენიმე დღის უკან ერთ–ერთ ამერიკულ რადიოს ეთერში ქართული, ძველი და შეუდარებელი სიმღერები აჟღერდა, პირდაპირ ეთერში კი გოგა გოგილაშვილი და საპროდიუსერო ცენტრი დირექტორი ნიკა გელაშვილი საუბრობდნენ 29 სექტემბრის პრეზენტაცია–შოუსთან დაკავშირებით. კიდევ ერთი სიახლე ამერიკიდან: "გელანი იუსა" ატარებს ექსკურსიას 13 ოქტომბერს. სახელწოდებით ,,ქართული რთველი“ პენსლივანიის შტატში, გასვლა ნიუ–იორკიდან. ჩვენ ქართველ ემიგრანტებს ექნებათ საშუალება თავისი ხელით მოკრიფონ ყურძენი და ის მონატრების პატარა სანთელი დროებით მაინც ჩააქრონ,დაათვალიერონ და გაეცნონ ამერიკული ვენახის, და ღვინის კულტურას... დაწვრილებით ექსკურსიის შესახებ იხილავთ საიტზე www.gelanyusa.com წარმატება უსურვოთ საპროდიუსერო ცენტრს "გელანი იუსა"–ს და ვიმედოვნებთ რომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო და ლამაზ პროექტებს შესთავაზებს საქართველოდან მოწყვეტილ ქართველებს.

02.10.2007 ჯგუფი ”ზღვარი” სენსაციას - ქართულ როკ-ოპერას ამთავრებს

ქართული თანამედროვე როკ-მუსიკის სამყაროში კარგად ცნობილი და ავტორიტეტული ჯგუფი ”ზღვარი” ორი წლის წინ დაწყებულ იდეას ფინალისკენ მიუძღვება. პირველად ქართული, როკის ისტორიაში ამ ჯგუფის ლიდერის, კახა ბაციკაძის და მისი გუნდის (გიორგი ზუხბაია, სერგი და ვასო ლომაძეები, ლუკა ამირანაშვილი, გიორგი მიჩიტაშვილი, ჯგუფ ”სინათლის წელიწადის” სოლისტი გიგი გეგელაშვილი და ჯგუფ ”მძიმე ჯვარის” დრამერი დიმა ოგანესიანი) მონდომებით 2010 წლისთვის, იარსებებს პირველი ქართული როკ-ოპერა, რომელიც იქნება მსოფლიოსთვის შეთავაზებული უმაღლესი დონის ქართული ნამუშევარი. ”ზღვარის” ბიჭებმა შეწყვიტეს ჯგუფისთვის ახალი სიმღერბის ჩაწერა, ახალ კლიპებზე მუშაობა და მთლიანად ამ გრანდიოზული საქმით არიან დაკავებულნი. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ქართული როკის შემფასებლები ღირსეულად აფასებენ ახალგაზრდა მუსიკოსებს და როკისადმი მათ ფანატურ სიყვარულს. ფაქტია, რომ ჯგუფი ”ზღვარი” ორი წლის წინ სერიოზულ პროექტს შეეჭიდა და ის ბოლომდე მიჰყავს, სად გადის მათი მოთმინების ზღვარი ეს 2010 წელს გამოჩნდება. ჩვენ კი, ახალგაზრდა როკერებს წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ.

29.09.2007 ოპოზიციის მიტინგზე ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის დაპატიმრება სცადეს

გუშინ, საქართველოს პარლამენტის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მრავალათასიანი მიტინგის გაშუქების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში, უხეში ფორმით მოხდა თავდასხმა ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ჟურნალისტის მიერ ვიდეოკამერაზე მომიტინგე გოგონასადმი პოლიციის მხრიდან უხეში და ცინიკური მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. შეამჩნია, რა საპატრულო პოლიციის ოპიცერმა, რომ მისი თავხედობა (ახალგაზრდა 18-19 წლის გოგონას შეურაწმყოფელი მანერებით გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარისკენ გადაგდება) კამერაზე დააფიქსირეს იქვე ”მოტარტარე” რიგით პოლიციელებს ხმამღლა უბრძანა – კამერა დაემტვრიათ და ჩუბინიძე მანქანაში ჩაეგდოთ. 7-8 პოლიციელი ერთად შეეცადა ჟურნალისტისთვის ვიდეო-კამერის წართმევა-განადგურებას და მის დაპატიმრებას. ამ ფაქტის შემთხვევითი დაფიქსირება შეძლო ტელეკომპანია ”კავკასიის” ოპერატორმა. - არ მოველოდი, თუ ასეთ აგრესიას გამოიწვევდა, ჩემი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გამოჩენა პოლიციის ოფიცერში და არც იმას მოველოდი, რომ 7-8 ტანკივით ძლიერი პატრულის თანამშრომელი, ერთ კაცს, ერთი პატარა კამერის წართმევას ვერ მომიხერხებდა. მართალი გითხრათ, ცოცხალი თავით არც ვაპირებდი დათმობას, სადამდეც შემეძლო გავუძელი, მერე მომიტინგენი დამეხმარნენ. – აცხადებს ჟურნალისტი ჩვენთან საუბარში – შემდეგ, პირადად მივედი ჩემზე თავდასხმის ბრძანების გამცემ ოპიცერთან და ბოდიშის მოხდა მოვთხოვე, - ინციდენტი ამის შემდეგ ამოიწურა. სასაცილოა, საპატრულო პოლიციის 8 მშიშარა თანამშრომელმა, თუ როგორ ვერ შეძლო ერთ ჟურნალისტს მორეოდა და მისთვის მომიტინგე გოგონას შეურაწყოფის კადრები გაენადგურებინა. სამწუხაროა, რომ პატრულში ბევრ ნაღდ, ვაჟკაც ადამიანთან ერთად, ძველი ”მილიციონერული სულის” კომიკი ტიპაჟები კიდევ მუშაობენ, რომლებიც ”შეფის” გახარებას, მისი უკანალის ალოკვით, მისივე ნებისმიერი უაზრო ბრძანების შესრულებას შეეცდებიან.

29.09.2007 სოფელ ცხრა წყაროში "სულიკოს" ფესტივალი გაიმართება

18 წლიანი პაუზის შემდეგ, "სულიკოს" ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი სოფელ ცხრა წყაროში ღია თეატრონში ჩატარდება, სადაც სიმღერის ავტორი ვარინკა წერეთელი ცხოვრობდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იმერეთის 25 ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს, გამარჯვებული კი, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

29.09.2007 ”უცნობმა” ”მაესტროს” წილი იყიდა

ქართულ ბეჭდვით მედიაში უკვე გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შოუ-მენი მსახიობი - უცნობი (გია გაჩეჩილაძე) სტუდია ”მაესტროს” 50%-ანი წილის მფლობელი გახდა და საკუთარ ბაზაზე აპირებს ახალი სატელევიზიო არხის – ტელეკომპანია ”უცნობის” გახსნას. შეგახსენებთ, რომ უცნობს ამავე სახელწოდების, საკმაოდ რეიტინგული რადიოც აქვს (რომელიც სხვათაშორის ჩვენს გამოკითხვებში მე-2 ადგილზეა რადიო ”5 ლაინსის” შემდეგ). მომღერალი აქტიურ შემოქმედებით წვაში ნამდვილად აღარა, ბოლოს ის ”ვარდების რევოლუციის” პერიოდში ნახეს სცენაზე დამდგარი, როცა სიმღერის შესრულების დროს უკნიდან პრეზიდენტი მიეპარა და თვალებზე ხელი ააფარა, სიმღერაც ჩაუშალა და მაყურებლის წინაშეც ”გამოაჭენა”, რადგან მომღერალი პლუს ფონოგრამაზე მღეროდა და როცა უცნობი სააკაშვილს სცენაზე გამარჯობას ეუბნებოდა, ფონოგრამაში უცნობი ისევ ”მღეროდა”…:)) სხვათაშორის ვარაუდობენ, რომ ამჯერად ამ ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე, საკუთარ ტელეკომპანიას ოპოზიციური განწყობის ასამაღლებლად გამოიყენებს, იმაზეც ჭორაობენ, რომ გია გაჩეჩილაძე ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ ბრენდი "უცნობი" ირაკლი ოქრუაშვილის გაპრეზიდენტებისთვის იბრძოლებს.

28.09.2007 ვალერი მელაძემ ბიზნესი მიატოვა

”ვარსკვლავები” ერთხელ უკვე წერდა, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავს ვალერი მელაძეს გარდა იმისა, რომ შიუ-ბიზნესში ქონდა ჩადებული შემოქმედებითი ინვესტიცია, იგი ასევე რუსეთში რეიტინგული ბანკის ”ინვესტორგბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო და მშენებლობისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვების ინვესტიციის სექტორს კურირებდა. როგორც ბანკის მმართველმა რუსულ პრესასთან კომენტარში განაცხადა - ვალერი იმდენად დაკავებულია უკვე შოუ-ბიზნესური საქმეებით, რომ ფაქტიურად თავისი მეორე სამსახურისთვის უკვე ვეღარ იცლიდა და მან თავად ისურვა ამ სასამხურის დატოვება. საქმე კი იმაშია, რომ ალა პუგაჩოვასა და იგორ კრუტოის შემდეგ, ცნობილ რუსულ პროექტს ”ფაბრიკა ზვიოზდს” სწორედ, რომ ვალერი მელაძე ძმასთან, კოტესთან ერთად კურირებს.

27.09.2007 ირაკლი ფირცხალავამ განგსტერული დაბადების დღე გადაიხადა

მომღერალი 30 წლის იუბილეს მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბ ”კრისტალში” შეხვდა მეგობრებთან ერთად და საკუთარ თავს ბოლომდე სიამოვნების უფლება მისცა. ყველაზე მაგარი კი, ის გამოუვიდა, რომ კლუბს ”განგსტერული” იერი შესძინა და ყველა სტუმარს ”უბრძანა” მამაკაცები ზოლიან კოსტიუმებში და ქალები საღამოს კაბებში გამოცხადებულიყვნენ. ამ გართობაზე უარი არავის უთქვამს, არც ოლიგარქებს, არც ჟურნალისტებს და არც ირაკლის კოლეგა-მეგობრებს, უამრავ საჩუქართან ერთად ირაკლიმ ქეთა თოფურიასგან მიიღო ყველაზე მაგარი – სუფთა განგსტერული ქამარი :). საიუბილეო ტორტზე კი, ორი სიტყვა იყო კრემით მოქარგული ”სიყვარულით დონ ირაკლის”, იუბილარმა ვერ მოითმინდა და სანთლების ჩაქრობისა და მისი გაჭრის შემდეგ ეგრევე, პირველმა თავად გაუსინჯა გემო გემრიელ ტკბილეულს. სხვათაშორის ირაკლის 30 წლის იუბილეს ჰოლივუდლი ვარსკვლავი დენის ჰოფერიც ესწრებოდა, რომელიც ვერავინ გაარკვია საიდან მოხვდა ფირცხალავას დაბადების დღეზე, სავარაუდოდ მომღერალმა ის, ამერიკული გასტროლების დროს გაიცნო. ჩვენის მხრივ კი. ირაკლის ვულოცავთ დაბადების დღეს და კიდევ უფრო წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ მსოფლიოს მასშტაბით.

26.09.2007 ჯაბა ბოჯგუა ახალ ვარსკვლავებს ზრდის

გარდა იმისა, რომ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა წარმატებული მომღერალია, ასევე შოუ-კომპანია ”მეგა-ინტერნეშენელის” ხელმძღვანელიცაა, რომლის ეგიდითაც საბავშვო კონკურსი - ”კარუსელი” გაიმართა. მომღერლის ინიციატივით წელს პრეზიდენტის სტიპენტიანტების კანდიდატებად კომპანიიდან შვიდი მოზარდი წარადგინეს, რომელთა შორის არიან რევაზ (რეზიკო) და თეონა ქარცივაძეები, თამთა ფეტვიაშვილი, ბექა კურტანიძე და სხვები. თამთა სურაჯის ასული ფეტვიაშვილი, 1993 წლის 14 მაისსაა დაბადებული, თბილისელია, უამრავი კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია, ნიჭიერ პატარას სწავლა და სიმღერა ყველაზე მეტად უყვარს. თამთა რადიო-პროექტ ”ახალი ხმის” მონაწილეცაა. რეზიკო და თეონა და-ძმანი არიან, რეზიკო 1998 წლის 15 აგვისტოსაა დაბადებული, თეონა კი - 1995 წლის 26 ივნისს, ქალაქ აბაშაში, პატარა ვაჟკაცს უკვე ძალიან უყვარს სპორტი, სწავლასა და სიმღერაზე აღარაფერს ვამბობთ. სხვათაშორის ის ჯაბა ბოჯგუას ახალ კლიპშიცაა გადაღებული. რეზიკოს დას თეონას კი, თანამედროვე ცეკვები იტაცებს, ძალიან მოსწონს ჩოგბურთი, ისიც უამრავი კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია. და-ძმა რადიო-პროექტ ”ახალი ხმის” მონაწილენიც არიან. ”ვარსკვლავები” წარმატებულ მომავალს უსურვებს პატარა მომღერლებს და ისურვებდა, რომ მათსავით ნიჭიერი უამრავი ახალგაზრდა ენახა დიდი შოუ-ბიზნესის გზაზე დამდგარი.

24.09.2007 ”ძვალი” დაქორწინდა

ქართული რეპ-სამყაროს გამორჩეული წარმომადგენელი რეპერი ძვალი ოჯახის ჭაპანს შეეჭიდა და ყველასდამოულოდნელად დიდი სიყვარულით დაქორწინება გადაწყვიტა, თქმა და ქმნა ერთი იყო, ოთხი წლის წინათ დაწყებულ ურთიერთობებს თავი მოუყარა და თავის მეუღლეს –ამერიკის მოქალაქეს სოფო აბდუშელიშვილს სიყვარულში გამოუტყდა. სოფო კი, მომღერალ მარი აბდუშელიშვილის ალალი დაა, როემლთან ერთადაც ჩაწერილმა დუეტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა თავის დროზე. წყვილი ქორწილის გადახდას ოქტომბრის თვეში აპირებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სად იცხოვრებენ ამაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან სოფო დედასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და იქ თავისი საქმე აქვს, აჩიკო (”ძვალი”) კი – თბილიში, მაგრამ კონსესუს აუცილებლად მივაღწევთო, გვპირდება რეპერი. ”ვარსკვლავები” მარადიულ სიყვარულსა და ბედნირებას უსურვებს ახლადშეუღლებულ აჩიკოს და სოფოს.

23.09.2007 კიდევ ერთი სილამაზის კონკურსი – ”მის-დსთ 2007”

ვინც არ იცის ჯერ იმას განვმარტავთ, რომ დსთ – იგივე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოკლე აბრევიატურაა (ძველი სსრკ-ს ანალოგიაა) და საბჭოთა კავშირის ძველ რესპუბლიკათა ”უზაროდ შეკოწიწებული სხადნიაკია” :)) ხოდა ამ ”სხადნიაკის” ერთ-ერთმა წევრმა ქვეყანამ უკრაინამ, გადაწყვიტა ორგანიზება გაეწია ”მის-დსთ”-ს სილამაზის კონკურსისთვის და ყველა რესპუბლიკაში ქვეყნიდან ორ-ორი ლამაზმანის შიდაქასთინგით არჩევა დაავალა. საქართველოში ამ საქმისთვის თვით ”მის უკრაინა” იანა ციმბალიუკი მოაგზავნეს, როემლმაც რუსთაველის თეატრში მოაწყო ქასთინგი და საბოლოო ჯამში 2 ლამაზმანი აარჩია - წლევანდელი "მის-საქართველოს” მონაწილე ანი ხუციშვილი და შარშანდელი ”ვიცე-მის საქართველოს” ტიტულის მფლობელი სალომე ქომეთიანი. კონკურსის ორგანიზატორები ”აღფრთოვანებული დარჩნენ” ქართველი გოგონების რუსული ენის ”ცოდნის” დონით, მაგრამ გაკვირვებული ინგლისური ენის ცოდნით, რის საშუალებითაც საბოლოოდ ამყარებდნენ გოგონებთან კონტაქტს. მათივე განცხადებით ქართველებს რეალური შანსები აქვთ ”მის-დსთ”-ზე გამარჯვებისა. ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ ალბათ ასეცაა, მაგრამ სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს, რომ ახალ კონკურსებზეც კი, უკვე ახალი სახეები არა ჩანს და ძველი, გადაღეჭილი კადრები მუშავდება, ეჰ ქართველო გოგონებო ნეტა თუ არ ”გაგიტყდებათ” ”მის” დედოფლის ტიტული საქართველოშო მცხოვრებმა სომეხმა გოგონამ, რომ მოიპოვოს?!

22.09.2007 მამუკა ონაშვილი გა-ბიზნესმენდა

ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ხალხისთვის მისაღები მომღერალი მამუკა ონაშვილი უკვე აქტიურ ბიზნესში გადაეშვა და ბარათაშვილზე, ღია კაფე-ბარ ”კონკას” გახსნის შემდეგ იქვე, მახლობლად, კალასუბანში ევროპული დონის და სტილის თანამედროვე სასტუმრო გახსნა. პრეზენტაციას უამრავი ქართველი ცნობადი სახე ესწრებოდა, სხვათაშორის სასტუმროში (გახსნის დღიდანვე) ერთი ღამის გათევის უფლება მამუკა ონაშვილის თანხმობით, წამყვანმა ზაზა ალექსიძემ ცოტახნის წინ დაქორწინებულ ნინი შერმადინს მისცა. პრეზენტაცია ”კონკაზე” კონცერტით გაგრძელდა, სდაც ხალხის სიამოვნებაზე უკვე გიგა კვენეტაძე, თემო რცხილაძე, ეთერ კაკულია, ნინი შერმადინი და სხვა მომღერლები ზრუნავდნენ.

21.09.2007 დააკავეს რეპერი ”გერცი”

სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით შევიტყვეთ, რომ რამდენიმე დღის უკან დააკავეს ქართულ რეპ-სამყაროში კარგად ცნობილი რეპერი ”გერცი”, რომელსაც უკვე შეუფარდეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა და რომელიც არა პლანის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიზნით (როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ქართულ რეალობაში) არამედ გაუფრთხილებლობის ნიადაგზე მკვლელობის მუხლით. საქმე იმაშია, რომ ქართველი რეპერი შვიდი თვის წინ დიღმის ტრასაზე მომხდარი საკმაოდ დიდი ავტოავარიის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო, რომლის შედეგადაც ექვსი ავტომობილი დაიმტვრა და ორი ადამიანი გარდაიცვალა. პირველადმა ექსპერტიზამ და გამოძიებამ მაშინ აჩვენა, რომ რეპერი უდანაშაულო იყო, მაგრამ როგორც ჩანს გამოძიების მიერ დაგეგმილმა განმეორებითმა ესპერტიზამ საწინააღმდეგო დაადასტურა და გერცი სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის პარალელურ რეჟიმში გამოძიება ცდილობს საბოლოოდ დაადგინოს რეპერის ბრალეულობა. კულუარული ინფორმაციით კი, შევიტყვეთ, რომ გერცს ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის და ავარიის მთავარ მიზეზობაში დებენ ბრალს, რაც 5-6 წლამდე პატიმრობასაც ითვალსიწინებს.

20.09.2007 უარი კაიფს! ძირს წამალი! – მარნეულში ქართველი ვარსკვლავები ჩავიდნენ

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, მარნეულის გამგეობისა და თბილისიდან პროდუსერ ერნა წიფურიას ეგიდით ორგანიზებული დიდი გალა კონცერტი, მარნეულელებს წესით დიდი ხნით უნდა დაამახსოვრდეთ. გადაკეტილი ცენტრალური ქუჩა, ლამაზად მოწყობილი სცენა, მერაბ სეფაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, გურამ ჯაში, ეთერ კაკულია, ჯაბა ბოჯგუა, ნუგზარ ერგემლიძე და სხვა ქართველი მომღერლები ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩაებნენ. მოგეხსენებათ მარნეული ერთდროს ცენტრი იყო ყველა ”ბარიგასთვის” და ”წამალის” შოვნის საუკეთესო ადგილი, მაგრამ დღეს რადიკალურად შეცლილ სიტუაციას, ამ საზიზიღრობის ანტიპიარიც დაემატა. 5.000-ამდე მარნეულელი შეკრებილიყო იმ დღეს კონცერტზე, რომლის წამყვანი ზაზა ალექსიძე ერთ ხმაში ”აიძულებდა” ყველას – ნარკომანიისთვის ”ფანდარასტ” (ოსურ ენაზე – წადის ნიშნავს) ეთქვათ, თუმცა იქვე აზერბაიჯანულადაც მოუნახა შესატყვისი და აქციის დაწყებიდან ფეირვერკის გაშვებამდე სულ – უარი წამალს აძახებინა ხალხს. კონცერტის შემდეგ ორგანიზებულ ბანკეტზე კი, ქართული ტრადიციული სუფრის ტრადიციულმა მოლხენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა :) (შეგიძლიათ ვიდეომასალა იხილოთ რუბრიკაში ”ვიდეორგოლები”).

19.09.2007 ეთერ კაკულიამ სალონიკი ”დაიპყრო”

ორიოდ კვირის წინ წარმატებული საგასტროლო ტურნე დაამთავრა ქართული ესტრადის ერთ-ერთმა ყველაზე ექსცენტრიულმა, მხიარულმა და ყველა კარგი თვისებით შეკრულმა მომღერალმა, ძველი თაობის ვარსკვლავმა ეთერ კაკულიამ. მომღერალი საბერძნეთის ქალაქ სალონიკს სტუმრობდა, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, იქაური სათვისტომოს ხელშეწყობით ეთერ კაკულიას რამდენიმე კონცერტი გაიმართა. ცრემლების დონემდე მისული მონატრება ქ-ონ ეთერს თბილისამდეც ჩამოჰყვა და ჩვენს ჟურნალსიტთან საუბარში ჩვეული რიხიანობით და სიამაყით განაცხადა, რომ – ის სიყვარული და ის მუხტი, რაც ქართველი ემიგრანტებისგან სალონიკში იგრძნო უდიდესი ენერგიითა აღვსილი. ქ-ნი ეთერი უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს ჩვენთან ინტერვიუში ყველაფერზე, ”ვარსკვლავები” მას სახლში ეწვევა.

18.09.2007 თიკა ჯამბურია ჟურნალისტობას უმიზნებს

ახალგაზრდა 16 წლის მომღერალი, თავისი კარიერის ახალ სტადიაში გადადის და ხუთი ახალი სიმღერის ჩასაწერად ემზადება, ძველებურად გააქტიურების სურვილით თიკა ჯამბურია ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც აპირებს. მეთერთმეტე კლასელი გოგონა შეყვარებულია და სხვათაშორის ამაზე ხმამაღალი ლაპარაკიც არ ეკომპლექსება, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ნაწყენია – შეყვარებული მყავს-თქო ვთქვი და ჭორები გამივრცელეს ფეხმძიმედაოო, ფეხმძიმობის არანაირი წინააღმდეგი მე არ ვარ, მაგრამ მე 16 წლის ბავშვი ვარ და შეყვარებული მყავს და არა ბოი-ფრენდი! – აცხადებს ”რეიტინგთან” საუბარში თინეიჯერი მომღერალი, რომელსაც სხვათაშორის ტელე-რადიო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაუწყვეტია სკოლის დამთავრების შემდეგ. თუ თიკამ არ გადაიფიქრა ამ პროფესიაზე გაყოლა, ის ერთადერთი მომღერალი-ჟურნალისტი არ იქნება ქართულ ესტრადაზე, არიან ამ პროფესიის მიმდევარი მომღერლები. თუმცა, თიკა ჯერ სწავლობს, არც გათხოვებას აპირებს საკუთარი საქმის აწყობამდე და ბოროტ ჭორიკნებსაც ენის მოკეტვას ურჩევს. ”ვარსკვლავები” აქტიურ შოუ-ბიზნესში მალე დაბრუნებას ურჩევს და უსურვებს თიკას.

18.09.2007 ჯაბა ბოჯგუას პირველი (!) სოლო-კლიპი

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ”წლის ყველაზე სკანდალური შოუმენის” ”მეგას” ტიტულის მფლობელმა სწორედ, რომ ამასწინათ მოაკვარახჭინა თავისი, პერსონალური, სოლო კლიპის გადაღება, რომელიც ჯაბა ბოჯგუას მანამდე არ ჰქონია, თუმცა ჰქონდა საკონცერტო ჩანაწერები და დუეტზე გადაღებული კლიპები. სიმღერა რომელზეც მომღერალმა კლიპის გადაღება არჩია საქართველოში უკვე ჰიტია და რეიტინგებში უმაღლეს ადგილებს არ ჩამოსცილებია. ”სიყვარულის ისტორია” ეს ის სიმღერაა, რომლის საშუალებითაც ჯაბას ალბომის გაყიდვამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია და სერიოზული პრეტენზია აქვს ”წლის ყველაზე პოპულარული ალბომის” ნომინაციაში ”მეგა-2007”-ზე. კლიპის რეჟისორი ლევან ტორონჯაძეა, ტექსტი პოეტ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, ხოლო მუსიკალური არანჟირება ახალგაზრდა მომღერალ გიორგი დათიაშვილს. პროდუქცია რამდენიმე დღეში მზად იქნება და როგორც ჯაბა ბოჯგუა დაგვპირდა ინტერნეტ-ჟურნალის მკითხველი მას ერთ-ერთი პირველი იხილავს ჩვენი ”ვიდეორგოლების” რუბრიკის საშუალებით.

15.09.2007 ვინ ხარ შენ ”მის-საქართველოვ”?

საზოგადოებაში უდიდესი აღშფოთება და აგრესია გამოიწვია ”მის-საქართველო 2007”-ს კონკურსის ტენდენციურმა გადაწყვეტილებამ, წლევანდელ ე.წ. ”მის”-ის ტიტულის გამარჯვებულ ნინო ლიკუჩოვასთან დაკავშირებით, რომელსაც იმდენი ქნეს, რომ ტიტული შეუნარჩუნეს და გამოძიების გარეშე (!) აქამდე არსებული ყველა ბრალდება მოუხსნეს, - საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, ნინო ლიკუჩოვა მაინც (!) გაემგზავრება ”მის-მსოფლიოზე”. სირცხვილი და თავის მოჭრა საქართველოს, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ქალიშვილების სილამაზის კონკურსსზე, საქართველოდ სახელით, სლავური წარმოშობის გოგონას, და ისიც ”მისის” აგზავნის და არა ”მისს”. სირცხვილი და თავის მოჭრა საქართველოს, რომელსაც ერთი ქართველი ”მის”-ის მოძებნა გაუჭირდა (!), რომელიც მსოფლიო კონკურსზე პირველივე ტურში კიბეებზე არ დარჩება! ქალურმა სოლიდარობამ თავისი გაიტანა, კანონი ყველამ ფეხებზე დაიკიდა – ”იმიჯ-ცენტრის” სილამაზის კონკურსის ჟიურიმ, აღარ გათვალა მომავალი – მის მიერ ორგანიზებულ ”მის-საქართველო 2008”-ზე ქართველი ლამაზმანები მონაწილეობას უკვე აღარ აპირებენ. ყველაზე ცოდო კი, ამ კონკურსიდან თავად ტიტულის მფლობელია, რომელიც ვერც კი მიხვდა, როგორ დაღუპა საკუთარი მომავალი, რადგან უბრალოდ უნდა ამდგარიყო და ეთქვა – უარს ვამბობ ”მის-საქართველოს” ტიტულზე (ან მაქსიმუმი ”მის-მსოფლიოს” ტიტული უნდა მპოიგოს) და ის უკვე რეაბიტირებული იქნებოდა და ამაყად ივლიდა პრეზიდენტის მიერ, სომხებისთვის გალამაზებულ თავისი ქალაქში! – ქართველო გოგონებო, გული არ გაიტეხოთ! თქვენ ყველაზე ლამაზები ხართ! თქვენ ვერც სლავები გჯობნიან და ვერფ ფრანგები – თბილისი ქუჩებში მონარნარე 10 ლამაზმანი ქალიშვილიდან 25-ვე ულამაზესია!!!

14.09.2007 ნეკა სებისვერაძე გერმანიაშია

დღეს მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ქართულ-გერმანული საზოგადოებიდ გახსნაზე, ფანკფურტის ინტერნაციონალურ თეატრში იმღერებს და საკუთარ შემოქმედებას შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას, რის შემდეგაც მომღერალი ორი თვის განმავლობაში დარჩება გერმანიაში, სადაც ”კულტურათა პატივისცემის დღეების” ფარგლებშია მიწვეული, ”ჯეორჯიან კულტურ-ფორუმის” დამფუძნებლის, მანანა თანდაშვილის მიერ. გარდა იმისა, რომ ნეკა კონცერტებს გამართავს ფრანკფურტში, იგეგმება ქართველებისთვის განკუთვნილ დღეებზე ქართული სამაზარეულოს დეგუსტაცია და ვალერიან შიუკაშვილის კლიპის პრეზენტაციაც, რომელიც შოპენის ეტიუდზეა გადაღებული.

12.09.2007 ქეთი გომართელს გაზრდა არ უნდა

მომღერალს 19 სექტემბერს დაბადების დღე აქვს, 21 წლის ხდება და ამას იმდენად ”მტკივნეულად” აღიქვამს, რომ პრესაშიც კი ხმამაღლა აცხადებს, რომ არ სურს 20 წელს გადასცილდეს და სურს სულ ასეთი დარჩეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქეთას ეს სურვილი არასოდეს აუსრულდება :))) ეს თავადაც იცის და სწორედ ამიტომ მაინც მოუთმენლად ელოდება საკუთარ 21-ე დაბადების დღეს (”აჩკოა”), რომლის აღნიშვნასაც რესტორან ”სოფლის სახლში” აპირებს მეგობრებთან ერთად. ”ვარსკვლავები” ულოცავს მომღერალს დაბადების დღეს და ბედნირებას უსურვებს მას

11.09.2007 სტეფანე ქართულ შოუ-ბიზნესში გოიმების მომრავლებას უჩივის

სარეკლამო ბიზნესში გადართული, ერთი პერიოდი პროდუქტიული მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი (სცენაზე საიმიჯო სახელით – სტეფანე) ქართულ ესტრადაზე გამეფებულ მდგომარეობას სიგოიმედ მიიჩნევს და კატეგორიული წინააღმდეგია იმისა რაც დღეს ესტრადაზე ხდება, - ამ სფეროში თბილისში არასაჭირო ხალხი გაჩნდა, ეს ესტრადა კი არა, უკვე რაღაც გოიმობაა, - აცხადებს მომღერალი. სარეკლამო ბიზნესში მომღერალმა სამი წლის წინ მოსინჯა პირველად ძალები, ერთდროს ასევე პოპულარულ, ბათუმელ მომღერალ კახა ცისკარიძესთან (სასცენო საიმიჯო სახელით – კახუჩელა, შემდეგში - კახაბერი) ერთად და შესანიშნავად ააწყო საქმეც, უცხოეთიდან ჩამოყავს ცნობილი დი ჯეები, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში ქართველი მსმენელის გართობას ცდილობენ. მუსიკას ჩამოშორებული მომღერალი არ გამორიცხავს, რომ მალე ისევ დაუბრუნდეს ამ სფეროს და ახალი სიტყვის სათქმელად მოემზადოს, ასევე მისი მუსიკოსი მეუღლის მაია დარსმელიძის მსგავსად, რომელმაც საერთოდ აკრძალა თავისი კლიპების ეთერში გაშვება, ერთი მიზეზით – ჩემთვის შეურაწყოფაა ამ უნიჭოებთან ერთად გავდიოდე ეთერში! – აცხადებს მაია.

11.09.2007 ნინო ორდენიძე ბავშვს ელოდება

პოპულარული ქართველი მოდელი ნინო ორდენიძე დღეს იუბილარია და როგორც თვითონ მეგობრების წრეში ხუმრობს, თავის დაბადების დღეს მგონი მარტო ის და ბინ ლადენი აღნიშნავენ. 9 თვის წინ, მაღალჩინოსან პოლიცილ ლევან გვაზავაზე გათხოვილი ქალბატონი, კარიერას ჩამოშორდა და ახლა მთლიანად ოჯახურ გარემოზეა გადართული, ცოტახანში შვილსაც ელოდება და ტკბება იმ მდგომარეობით რასაც ოჯახური იდილია ქვია. ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებთ ნინოს.

10.09.2007 ”საბავშვო ევროვიზიისთვის” ოთიკო ანდრიაძეც იბრძოლებს

ორი თვის წინ ”სლავიანსკი ბაზარის” გამარჯვებული, პატარა ქართველი მომღერალი ოთიკო ანდრიაძე, ამჯერად ’საბავშვო ევროვიზიაზე” წასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად იზრუნებს. გამარჯვებულს კი, ოქტომბრის ბოლოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ გალა-კონცერტზე ჟიურისა და მესიჯების საშუალებით გამოავლენენ. პატარა, მაგრამ თამამ მომღერალს პროდუსირებას გიგა კვენეტაძე (რომლის სტუდიაშიც იწერება სხვათაშორის ”საბავშვო ევროვიზიაში” მონაწილეთა სიმღერები) და ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო წილაური უწევენ, რომელიც ამჟამად ბარსელონაში იმყოფება. ოთიკო და სხვა 11 ბავშვი ერთმანეთს კონკურენტებად არ თვლიან და თანაბარი ძალებით ეცდებიან გამარჯვების საგზურის მოპოვებას, რადგან 12-დან ერთ-ერთი ქვეყნის სახე იქნება ამ კონკურსზე და ის აუცილებლად ღირსეულად უნდა წარსდგეს ”საბავშვო ევროვიზიაზე” და არა ისე ცუდად შეფუთული, როგორც ეს სოფო ხალვაშის შემთხვევაში მოხდა ”დიდების ევროვიზიაზე”.

09.09.2007 ბესო კალანდაძე ლელა წურწუმიას უჩივლებს?

თბილისელ ჭორიკნებს მიძინებულ შოუ-ბიზნესში ხანდახან საჭორაო გამოუჩნდებათ ხოლმე, ამჯერადაც ასე მოხდა და უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ მომღერალი ბესო კალანდაძე (რომელიც თავის მხრივ, მოსკოველ ცოლთან ისედაც დიდ სკანდალშია გახვეული) აპირებს ლელა წურწუმიას სასამართლოში უჩივლოს, საავტორო უფლებების დარღვევისთვისო. საქმე კი, ლელას მიერ შესრულებულ სიმღერას და გადაღებულ კლიპს ”ენძელას” შეეხება (კლიპი, რომლშიც ”სუხიშვილების” მოცეკვავეები მონაწილეობენ და რომლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია ფეხბურთელმა ძმებმა არველაძეებმა დააფინანსეს), რომელსაც პირველად სწორედ ბესო კალანდაძე ასრულებდა. მიიღებს თუ არა საქმე სერიოზულ გაგრძელებას ”ვარსკვლავები” ამას მომავალში შეგატყობინებთ

08.09.2007 სოფო ხალვაში დედა გახდება

”ევროვიზიის” პირველი ქართული სახე - სოფო ხალვაში ფინეთში გადავიდა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად. შემოქმედებითად ის ამჯერად არაფერს აკეთებს და ამის საპატიო მიზეზიც აქვს, მომღერალი ექვსი თვის ფეხმძიმეა და დედობისთვის ემზადება, ბავშვის სქესი ოჯახმა არ იცის, მაგრამ ვაჟის დაბადების შემთხვევაში სოფო შვილს მამამთილის რეზო ძოძუაშვილის ხათრით, შვილს - რეზიკოს დაარქმევს. ოჯახი შვილის გაჩენას ფინეთში აპირებს, ასე რომ მომავალი პატარა ამ ქვეყნის მოქალაქე გახდება ავტომატურად.

07.09.2007 ”პიკასო” ბრუნდება

უდაოდ კარგი კომპოზიტორი და უდაოდ ლამაზი სიმღერების შემსრულებელი, ასე მოიხსენიებდნენ მას კოლეგები, მანამ სანამ ჯერ ჯგუფ ”ქუჩის ბიჭებიდან” არ გაუშვეს, ნარკოტიკების მოხმარების გამო, და მანამ სანამ სოლო კარიერას არ აიწყობდა. ყოფილი ”ქუჩის ბიჭი” ირაკლი ნოზაძე უკვე მეორე მცდელობით უბრუნდება ქართულ შოუ-ბიზნესს და ამჯერად ახალი ენერგიით ცდილობს თავისი ადგილის დაბრუნებას. მომღერალმა ხუთი ახალი სიმღერა ჩაწერა, ბორჯომში (სადაც ის ბოლო 3 წელია ცხოვრობს), საკუთარ პატარა სტუდიაში და ალბათ შემოქმედებითი სტიმული მისი 19 წლის მეუღლე ელენე ქართველიშვილია, რომლისგანაც პიკასო მალე შვილსაც ელოდება. წყვილმა ერთმანეთი შარშან ზაფხულში, ბორჯომის პარკში გაიცნო, ელენე სწორედ იმ ბარში შევიდა ცივი სასმელის დასალევად, სადაც ირაკლი ნოზაძე მუშაობდა და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. შეგახსენებთ, რომ პიკასოს 5 წლის წინ ერთი უიღბლო ქორწინება ქონდა და მომღერალი ღრმა დეპრესიაშიც იმყოფებოდა, მაგრამ ამჯერად ფატია, რომ ცხოვრების სტიმულის რამდენმე მიზეზი აქვს ამ ადამიანს და ”ვარსკვლავები” 300.000 მკითხველის სახელით შემოქმედებით სრულყოფას და ოჯახურ ბედნიერებას უსურვებს.

07.09.2007 ”ჯეობარი 4” ბოლო აკორდი

სკანდალურად ცნობილი რეალითი-შოუ ”ჯეობარი” გრძელდება, არცისე დიდიხანია დაიწყო კანდიდატების შესარჩევი კონკურსი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი, შოუ ეთერში ჩაეშვება და ფინალისკენ საახალწლოდ გავა. ”რუსთავი-2”-ს ადმინსტრაცია აცხადებს, რომ ეს იქნება ამ პროექტის ბოლო აკორდი და ის ამ ფორმატით ეთერში უკვე აღარ გავა. სავარაუდოა, რომ ბოლო აკორდი გაცილებით ხალისიანი, გაცილებით სკანდალური, ინტიმური და საყურებლად ხარისხიანი იქნება, ბარი ამჯერად ორთაჭალაში, ერთ-ერთ ძველ რესტორანში მოეწყობა, სადაც პარალელურად იცხოვრებენ კიდეც შოუს მონაწილენი. შეიცვლება ისიც, რომ ”ჯეობარში” აღარ იქნება ჟორჟიკა, რომელიც თავისი ცინიკური დამოკიდებულებით ყოველთვის ნერვებს უშლიდა ხოლმე შოუს მონაწილეებს. შესარჩევი კონკურსი სექტემბრის ბოლოს მთავრდება და როგორც ამბობენ – ყველაფერი გაცილებით სკანდალური იქნება! დაველოდოთ რას შემოგვთავაზებენ ”ჯეობარი 4”-ს მონაწილენი.

06.09.2007 ”ქალაქური” და ”რეპული” დუეტი

საზოგადოებაში უკვე ინტერესს იწვევს ქალაქური სიმღერების შემსრულებლის (ქართული სუფრის პრინცესად მონათლული) ნინო ჩხეიძისა და რეპერი ლექს-სენის (რეპის მეფის სახელით შემკული) ახალი ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეაშია და სექტემბრის ბოლოსთვის ჩაიწერება, ოქტომბრისთვის კი რადიოარხებზეც გავა. როგორც ნინო ამბობს, ეს იდეა მას მოუვიდა, მერე მეგობრების წრეში ლექსოს შესთავაზა და საბოლოოდ დუეტიც შედგება, სიმღერა სხვათაშორის ძალიან ძველი კომპოზიციაა და ვფიქრობთ, რომ მისი ახლებური ინტერპრეტაციით გაჟღერება კარგი ექსპერიმენტი გამოვა. ნინო ჩხეიძე ამავდროულად ორ ახალ ალბომზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს და თავისი პროდუსერის დახმარებით საზღვარგარეთაც რამდენიმე კონცერტის ჩასატარებლად ემზადება, თან ”პატრინოტზე” გატანილი ნომერი ”ისევ დავბრუნდები” კლიპად აქცია და თავის ახალ კლიპთან ერთად (რომლის ნახვა ”ვიდეორგოლების” განყოფიელბაში ჩვენს მკითხველს უკვე შეუძლია) მალე ეთერშიც გავა.

05.09.2007 გამოუშვებენ თუ არა აჩი ფურცელაძეს ციხიდან?

დაახლოებით თვენახევრის წინ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ აჩი ფურცელაძეს, წინასწარი დაკავების დროს შეფარდებული ორთვიანი ვადა მალე გასდის, შიდა სამზარეულოში უკვე მიდის საუბარი მისი შესაძლო თავდებობით თავისუფლებაზე გამოშვების შესახებ, ვინაიდან მისი დანაშაულის წილი ნაკლებია, რადგან სრულიად შემთხვევით და უაზროდ მეგობრისგან, შარში გახვეული მომღერალი ხმამაღალ სკანდალში გაება. ”ვარსკვლავებმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ აჩი ფურცელაძე და თემურ თათარაშვილი რუსთავის ახალ კოლონიაში ერთ კამერაში სხედან (რაც დაგვერწმუნეთ ერთგვარი შვებაა ორივესთვის, ბოლო-ბოლო სალაპარაკო მაინც ექნებათ), შეგახსენებთ, რომ თათარაშვილს ნარკოტიკების გავრცელების მიზნით 10 წლიანი ციხე აქვს მისჯილი. უახლოეს დღეებში გაირკვევა გაანთავისუფლებენ თუ არა აჩის გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ფურცელაძის მეგობრები მზად არიან ორგანიზება გაუწიონ თანხის შეგროვებას, თუ გამოძიება მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და უდანაშაულო მომღერალს ციხიდან გაანთავისუფლებს!

02.09.2007 დიდი მოლხენა ”კონკაში”

გუშინ, გვიან საღამომდე გაგრძელდა მხიარულობა ბარათაშვილის 23-ში, თბილისის კოლორიტულ უბანში, მამუკა ონაშვილისა და მსახიობ მერაბ გეგეჭკორის ახლადგახსნილ კაფე-ბარ ”კონკაში”, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავთა მონაწილეობით ახალი სცენის გახსნა აღნიშნეს. ღია ბარი გაფართოვდა და უფრო კლუბური შეხვედრების ადგილს დაემსგავსა, რაც ეგრე რიგად აკლია თბილისს, ასე რომ ამ წამოწყებას აშკარად ექნება მომავალი. გუშინ კი, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ია ჩანტლაძე, ვერიკო ტურაშვილი, გიგა კვენეტაძე, ზურა ხაჩიძე, ზურა დოიჯაშვილი, ქართულ ესტრადზე დაბრუნების სურვილდაფიქსირებული მომხიბვლელი თაკო მელიქიშვილი და თავად ”კონკას” შეფი (ღონისძიების დაწყებამდე ცოტა არ იყოს ნერვიულობდა) მამუკა ონაშვილი, რომელმაც როგორც მოსლოდნელი იყო, ფეხზე წამოყარა KONKA სტუმრები და საცეკვაო რიტმი წუთითაც არ დაგდო! ორიგინალური და შეუდარებელი იყო მამუკას მამა, ბ-ნი გენო ონაშვილი, კაცი, რომელმაც ყვეალს აჩვენა იმის მაგალითი, რომ სული არასოდეს ბერდება, ისეთი ცეცხლი დაანთო ჯერ საცეკვაო მოედანზე და მერე სცენიდან, რომ ბევრი ”ახალგაზრდა ვარსკვლავი” თუ ისწავლიდა მისგან ამას, შოუს მხრივ აწყობილად გვექნებოდა საქმე. მოკლედ – ”კონკა” ყოველ შაბათ-კვირას (საღამოობით) მსგავსი პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე (და თანაც უფასოდ). კიდევ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, რომელიც ყურმოკრულად გავიგეთ ამ საღამოს მსვლელობის დროს, შესაძლოა 20 სექტემბერს, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” მე-8 ცერემონიალს სწორედ ”კონკამ” უმასპინძლოს! ვეცდებით ამ დღეებში დაწვრილებით ორგანიზატორებისგან გავიგოთ უველაფერი.

02.09.2007 ზემო აფხაზეთში ფესტივალი გაიხსნა

ზემო აფხაზეთში, სოფელ აჟარაში, აფხაზეთის ა/რ განატლებისა და კულტურის სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მონოსპექტკლებისა და ფოლკლორის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, თუმანიშვილის სახელობის კიონმსახიობთა თეატრი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრი და ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო". ფესტივალი 7 სექტემბერს დასრულდება.

01.09.2007 ირაკლი ფირცხალავამ საბერძნეთში დაისვენა

რუსული ესტრადის კიდევ ერთმა, თანამედროვე ვარსკვლავმა ირაკლი ფირცხალავამ სამდღიანი ტურნე მოაწყო საბერძნეთში და იქ, რამდენიმე სოლო-კონცერტი დიდი ანშლაგებითა და წარმატებით გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საბერძნეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული და ლამისაა გამძვინვარებულმა ხანძარმა ეროვნულ ტრაგედიამდე მიაღწიოს, ირაკლისთვის ამას ხელი არ შეუშლია და ეს დღეები მართლა დაისვენა. ათენის ქუჩებში მას ლიმუზინი ემსახურებოდა და როგორც ”რეიტინგი” ამბობს იქ თავის ბავშვობის, ქართველ შეყვარებულსაც კი შეხვედრია შემთხვევით და ცოტა არ იყოს მომღერალს სიყვარულის საღერღელიც არევია :)) რამდენად აისახება ეს, მის პირად ცხოვრებაზე, ამას მომავალი აჩვენებს

31.08.2007 მერაბ სეფაშვილი და ნუგზარ ერგემლიძე ახალ სიმღერაზე მუშაობენ

მერაბ სეფაშვილი და კომპოზიტორი ნუგზარ ერგემლიძე ახალ სიმღერაზე მუშაობენ. კომპოზიცია, სახელწოდებით „მე დავბრუნდები", თემურ ნიკოლეიშვილის სტუდიაში იწერება და ახლო მომავალში მასზე კლიპის გადაღებაა დაგეგმილი. სიმღერის ტექსტის ავტორი სერგი კაკალაშვილია. პროექტის პროდუსერი სოსო აბზიანიძე ახალ კომპოზიციას ჰიტად ქცევას უწინასწარმეტყველებს.

31.08.2007 თამთა ჭელიძე ”პლეიბოის” მორიგი სკანდალი?

”რეიტინგმა” გაამჟღავნა ინფორმაცია, რომ მომღერალი თამთა ჭელიძე საქართველოში გამომავალი ”სკანდალური” ჟურნალ ”პლეიბოის” მორიგი, მე-3 ნომრის შიშველი სტუმარი უნდა იყოს, რასაც რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით წინასწარ არავინ ადასტურებს, მათ შორის არც მომღერალი. ჩვენი ინფორმაციით კი, ამ ჟურნალის შიშველი სტუმარი ჯერ კიდევ ”ჯეობარში” სკანდალურად ცნობილი სოფიო უნდა იყოს, რომელზეც სხვათაშორის უამრავი ჭორ-მართალი დადის მისი სექსუალური ირიენტაციის გამო :)) რაც შეეხება თამთა ჭელიძის შესაძლო გაშიშვლებას, ვფიქრობთ რომ ნინა წკრიალაშვილის შემთხვევისაგან განსხავევით, ეს აღარ უნდა იყოს სკანდალური, რადგან უბრალოდ ნინას შემთხვევა პირველი იყო, და კარგი ფოტოსესიის პირობით, თამთას შიშველი ფოტოებიც დარწმუნებულნი ვართ ძალიან ლამაზი ეროტიკა გამოვა.

30.08.2007 თიკა ფაცაცია სიახლისთვის ემზადება

მომხიბვლელი მომღერალი, კარგახანია ტელეინდუსტრიაში ჩაერთო და რამდენიმე საავტორო გდაცემაც ქონდა სხვადასხვა არხებზე, მაგრამ ისე გამოდის, რომ მისი გული მაინც მუსიკისა და სიმღერისკენ მიიწევს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა თიკა უახლოეს მომავალში (მხოლოდ რეჟისორის მოძებნის შემდეგ) ახალი კლიპის გადაღებას აპირებს, რომლის მუსიკაც გიგა კუხიანიძემ შექმნა, ხოლო ინგლისურენოვანი ტექსტი კი, თავად თიკას ავტორობითაა დაწერილი და რამდენადაც აღიარებს – მის შინაგან სამყაროს მთლიანად მიესადაგება. თუმცა, ერთი პირობა ჩვენ კი გვიკვირს, რომ ინგლისურენოვანი სიმღერების ჩასაწერად მიილტვიან ხოლმე ქართველი მომღერლები, რადგან ცნობილი ფაქტია, სხვა თუ არაფერი, საქართველოში ქართველების მიერ შესრულებული ინგლისურენოვანი არცერთი სიმღერა მოსმენადი არაა (არათუ ჰიტი).

30.08-2007 ”ქუჩის ბიჭებმა” დაბრუნება გადაწყვიტეს

თავის დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი სცენას დაუბრუნდა. მას მერე რაც, 6 თვიანი განშორების შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გურამ ლომიძე ჩიკაგოდან (სადაც ის მუშაობდა), მშობლიურ თბილისს დაუბრუნდა ”ქუჩის ბიჭებმა” აჭარაში რამდენიმე კონცერტი ჩაატარეს და იმედიანად შეხედეს მომავალს. ფაქტია, რომ ირაკლი ნოზაძის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ (რომელიც ამჟამად ბორჯომში ცხოვრობს და მუშაობს) ბიჭები შემოქმედებითად რაღაცნაირად დაითარსნენ და სხვა ბევრი მიზეზის გათვალისწინებითაც, რეიტინგის დავარდნა დაეტყოთ. ჯგუფმა საკუთარი წონა ვეღარ შეინარჩუნა და მაშინ წასვლა ვერ მოასწრო, როცა ისინი მწვერვალიდან იყურებოდნენ, ამიტომ – დაიშალნენ, დღეს კი ისევ აღდგნენ და როგორც ვთქვით იმედიანად უყურებენ მომავალს. ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ თუ ”ქუჩის ბიჭებს” ის ენთუზიაზმი და მონდომება დაუბრუნდებათ, რაც 7-8 წლის წინ ქონდათ, შემოქმედებითად ჯგუფი ისევ მიაღწევს იმ დონეს, რომ ის მატერიალურადაც მომგებიანი გახდეს. და კიდევ – საინტერესო იქნებოდა ”ქუჩის ბიჭებში” ძველი-ახალი წევრის, ირაკლი ნოზაძის დამატებაც, რაც ინტერნეტ-ჟურნალ ”ვარსკვლავების” შოუ-ბიზნესში ექსპერტის აზრით – ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია იქნებოდა ჯგუფისთვის.

29.08.2007 ”ვარსკვლავები” ახალ ოფისში გადაბარგდა

მიუხედავად დიდი წვალებისა, ბოშასავით ხეტიალისა და აქეთ-იქით წანწალისა :)) ჩვენი რედაქცია საბოლოოდ დაფუძნდა და დალაგდა. ხელისუფლების ნება-სურვილის გამო გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობაში 15 წლიანი არსებობის შემდეგ, ”ვარსკვლავები” თბილისში, ჩუბინიშვილის ქუჩის 50 ნომერში, გამომცემლობა ”განათლებისა” და 1-ლი სტამბის შენობაში დაბანაკდა და დიდი იმედია არაცოტახნით :)) შეგახსნებთ, რომ გამომცემლობა ”სამშობლოზე” ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ”გოთვერნული” თავდასხმის შემდეგ, რომელიც დილის 5 საათზე სპეცოპერაციის სახით ჩატარდა, რედაქცია ჟურნალისტთა ფედერაციის შენობაში გადავიდა, მაგრამ მხოლოდ 12 საათის მანძილზე (საიდანაც 4 დღის მერე, იქ მანამდე არსებული, ყველა რედაქცია გამოყარეს), შემდეგ ხორავას სახ.თეტრის 8 კვ.მ ოთახის მაგვარ ადგილზე და აი, ბოლოს როგორც იქნა ნავთსაყუდელიც გამოჩნდა – ჩუბინიშვილის 50 ნომერში, მე-2 სართულზე (მარჯანიშვილის, ზედა პარალელური ქუჩა), სადაც უამრავი გაზეთი და ჟურნალის რედაქცია გადმოვიდა, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჟურნალი ”სარკე”, ”ოსკარი”, ”ახალგაზრდა ივერიელი” ”მსოფლიო სპორტი” ”ერუდიტი” და სხვა მრავალი. ამიერიდან ”ვარსკვლავები” ჩვეული ენერგიით შეუდგება საქმიანობას და კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჟურნალისტის ვაკანტურ ადგილებზე პრაქტიკის გასავლელად და სამუშაოდ, შემდგომი დაფუძნების მიზნით, ვიწვევთ ახალგაზრდა, ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანებს.

28.08.2007 სოსო პავლიაშვილი ჯვარს იწერს

რუსული ესტრადის ქართველი სუპერ-ვარსკვლავი სოსო პავლიაშვილი ორიოდ წლის წინ სამოქალაქო ქორწინებაში შევიდა თავისი მოცეკვავეთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან, ირინასთან, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა. სოსოს თბილისური ქორწინებიდან, პირველი ცოლის ნინოსგან ვაჟიშვილი ყავს – ლევანი, რომელმაც მოსკოვის სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ახლა მამასთან ერთად ცხოვრობს რუსეთში. როგორც რუსული საიტები იტყობინებიან, სოსომ მეორედ ჯვრისწერის გადაწყვეტილება თურქეთში დასვენების დროს მიიღო, როცა იქაური ბუნებით ისე მოიხიბლა და იმდენად მიამსგავსა ქართულს, რომ ჩათვალა საკმარისი საბაბი იყო – ჯვარი ხელმეორედ დაეწერა, მანამდე სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე. ქართველების სახელით მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავთ სოსო პავლიაშვილს და სიძლიერეს, კარგად ყოფნას და ოჯახურ იდილიას ვუსურვებთ!

27.08.2007 ტაშფანდურით დავამარცხოთ ნარკომანია

ხელისუფლებამ ამჯერად მოწყალების თვალით გადახედა ქართველ მომღერლებს და ერთი კონკრეტული – ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული მუსიკალური აქციებით ბრძოლისათვის, არც კუტუნიო ჩამოუყვანია და არც მარიო ჩიმარო, ეს საქმე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, მინისტრის მოადგილის, ახალგაზრდა ჭაბუკის დათო მესხიშვილის ინიციატივით ვერიკო ტურაშვილს, რეპერ ძვალს, ჯგუფ ”სეიშენს”, ნინას, ჯგუფ ”ფლეშს”, ლიკა შუბითიძეს, მამუკა ონაშვილს, ია ჩანტლაძეს და სხვებს ”აჰკიდა”. გაიმართება კონცერტები სლოგანით – უარი ვთქვათ ნარკოტიკებზე, შემდეგ კი ამ მომღერლების მონაწილეობით (ცოტა არ იყოს საკვირველია, რა ნიშნით შეარჩია დათო მესხიშვილმა ზოგიერთი მათგანი ამ აქციისთვის) კლიპიც დამზადდება და სატელევიზიო ეთერშიც დატრიალდება. ფაქტი ერთია – უბრალო მსმენელი ძალიან ისიამოვნებს, ის კი, ვისაც კონკრეტულად ეს პრობლემა ეხება, ცინიკურად ჩაიცინებს და სუბოტექსის მორიგ აბს გადაყლაპავს და ”ანტინარკოტიკული” კონცერტიდან, იქვე, გვერდით ბუნგალოში – დისკოთეკაზე ”გააჯაზებს”.

25.08.2007 პოლონეთში დღეს ფოლკლორული ფესტივალი სრულდება

პოლონეთში დღეს ფოლკლორული ფესტივალი „მაუნთინ ფოლკლორ" სრულდება. ფესტივალში, ევროპის 5 ქვეყანასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ანსამბლი „დიოსკურია" მონაწილეობდა. ქართულ ფოლკლორთან ერთად, დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ტრადიციული აფხაზური სამზარეულოც გააცნეს. 10 დღიანი კონცერტების პარალელურად, გაიმართა სპეციალური ინტეგრაციის საღამოც, სადაც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შენ ხარ ვენახი" შეასრულა. ზაკოპენეში გამართულ ფესტივალზე „დიოსკურიამ" სპეციალური პრიზი მიიღო, ანსამბლი წლის ხმად აღიარეს. სექტემბრის ბოლოს პოლონელი ჟურნალისტები საქართველოში ჩამოვლენ და რამდენიმე დღეს ზემო აფხაზეთში გაატარებენ ("იმედი")

25.08.2007 „მაგთის" დიჯეი ფესტივალი ბათუმში დასასრულს მიუახლოვდა

დასასრულს უახლოვდება „მაგთის" დიჯეი ფესტივალი ბათუმში. ერთი თვის განმავლობაში კლუბური ცხოვრებისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ევროპის საუკეთესო დიჯეებს შეხვედროდნენ. მორიგი საღამო გუშინ ღამით კვარიათში, კლუბ „ფეშენ ბარში" გაიმართა. დიჯეი ფესტივალი 26 აგვისტოს კლუბ „ტარაბუაში" საზეიმოდ დაიხურება. ("იმედი")

20.08.2007 ფორსმაჟორი – ხელისუფლების თავდასხმა “ვარსკვლავების” რედაქციაზე

ორი კვირაა რაც საიტზე ახალი ინფორმაცია აღარ გასულა, მიზეზად შეიძლება უბრალო შვებულება დაგვესახელებინა, მაგრამ ის უფრო ფატალურია – ქართულმა ხელისუფლებამ “მამაძაღლური” თავდასხმა მოაწყო დილის 5 საათზე იმ შენობაზე, სადაც ჩვენი ჟურნალი აგერ უკვე მე-15 წელიწადია მუშაობდა და ისტორიას ქმნიდა. 100-ამდე გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია, რადიო, გამომცემლობა, კომპიუტერული ცენტრი და სხვა ორგანიზაცია, რომელიც თბილისში კოსტავას ქუჩის #14-ში “პრესის სახლს” იკავებდნენ (ჯერ კიდევ 60-ანი წლებიდან), ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით სამუშაო ოთახებიდან გამოაძევა და ეს იმდენად მოულოდნელად, “გოთვერნულად” და “კრისულად” გააკეთა, რომ ამ შენობის მობინადრეებმა ფართხაფურთხით მოასწრეს ოთახებიდან ძვირადღირებული ტექნიკის გამოტანა, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდნენ, ავეჯი კი - სპეციალურად მერიის მიერ დაქირავებულ მუშებს მანქანებზე შეაყრევინეს და ისე გაიტანეს. მოულოდნელმა თავდასხმამ ტელეკომპანია “კავკასია”, საერთაშორისო ტელეკომპანია “მირი”, ოპოზიციური გაზეთი “ასავალ-დასავალი”, უძველესი საბავშვო ჟურნალი “დილა” და სხვა უამრავთა მსგავსად ჩვენი ჟურნალიც დააზარალა მატერიალურად და მორალურად, რისთვისაც შეწყდა საიტის “ახალი ამბების” რუბრიკის მუშაობა. ჩვენს რედაქციას ფოსმაჟორულ სიტუაციაში მოუწია სამუშაო ფართის ძებნა-ძიება, თითქოს დაბინავდა კიდეც ჟურნალისტთა სახლის ერთ ოთახში, მაგრამ იქ არსებული შიდა სამზარეულოში გაუგებრობის გამო, მეორე დღესვე დატოვა ის და აკაკი ხორავას სახელობის თეატრში იქირავა 8 კვ.მ. ოთახი, სადაც კუდის მოსაქნევი ადგილიც არ იყო, რის გამოც ზესაჭიროების გამო, საბოლოოდ დაფუძნდა ჩუბინიშვილის #50-ში, მეორე სართულზე, სადაც ახლიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება. სწორედ ამ მიზეზების გამო, ბოდიშს ვუხდით ჩვენს მკითხველს მსოფლიოს მასშტაბით დროებითი არასტაბილური მუშაობის გამო და გპირდებით, რომ ახალი სამუშაო წლიდან (სექტემბრიდან) ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებით და კვლავ ოპერატიულობას, უკომპრომისობას და სიმართლეს ვემსახურებით.

17.08.2007 'კოკოითი ფანდარასტ'-ის სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია თამარაშენში

დღეს თამარაშენში მოძრაობა 'კოკოითი ფანდარასტ'-ის ინიციატივით ქართულ და ოსურ ენებზე შექმნილი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია მოეწყო. იმავე სახელწოდების სიმღერა ქართველ რეპერ ლექ-სენს ეკუთვნის. კლიპი, რომელშიც მოძრაობის აქტივისტები და დამწყები მომღერლები მონაწილეობენ, ტელეკომპანია 'ალანიამ' გადაიღო. როგორც მოძრაობის 'სამხრეთ ოსეთის ხალხი – მშვიდობისთვის' სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, ეს კლიპი ორგანიზაციაში უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს. 'დღეს კოკოითი ფსიქოზშია. ის კარგად მიხვდა, თუ რა საფრთხე ემუქრება და ამიტომაც დევნის ჩვენი მოძრაობის წევრთა ოჯახებს, რომლებიც ცხინვალში ცხოვრობენ. თუ ის ცხინვალიდან ყველა უკმაყოფილოს გააძევებს, მას არავინ დარჩება',- თქვა სანაკოევმა. ("რუსთავი-2") (ამ კლიპის ნახვა შეგიძლიათ "ვიდეორგოლების" განყოფილებაში)

17.08.2007 'მის საქართველო 2007'-ის ჟიურის შეხვედრა გადაიდო

დღეს დაგეგმილი 'მის საქართველო 2007'-ის ჟიურის შეხვედრა, რომელზეც ნინო ლიკუჩოვას მაგივრად ახალი 'მის საქართველო' უნდა დაესახელებინათ, ჟიურის წევრთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. სამოდელო სააგენტო 'იმიჯცენტრის' წარმომადგენლების თქმით , ჟიურის 11 წევრიდან ნახევარი საქართველოში არ იმყოფება. მომავალი შეხვედრა, რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია, შესაძლოა არა ბათუმში, არამედ თბილისში გაიმართოს. 2007 წლის მის საქართველოს გარშემო საკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთმა 'ალიამ' საქართველოს ულამაზესი გოგონას ნასამართლეობის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. ("რუსთავი-2")

06.08.2007 “მის-ბიკინის” კონკურსი და სულმთლად გადარეული მამუკა ონაშვილი

“ევრო-პარკმა” საქართველოში დამკვიდრებულ ახალ ტრადიციას “მის-ბიკინი 2007”-ს უმასპინძლა, რომლის ორგანიზატორი მოდელების სააგენტო “ფავორიტი” და მისი ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი არიან. ამჯერად კონკურსში მონაწილეობას 25 ლამაზმანი ღებულობდა, რომლთა შორის ქართველების გარდა იყვნენ ეროვნებით სომეხი, უკრაინელი და რუსი გოგონები. ჟიური წარმომადგენლობითი იყო და მას კულტურის სამინისტროს კონკურსების ორგანიზების განყოფილების ხელმძღვანელი დათო ოქტაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც სიამოვნებით და თანაც ხმამაღლა აფისქსირებდა თავის სიმპათიებს. ისიც უნდაUაღინიშნოს, რომ ოფიციალური ჟიურის გვერდით, ალტერნატიული ჟიურის მაგიდა გაიშალა :) რომელსაც მამუკა ონაშვილი “თამადობდა”, გარშემო კი პრომოუტერი ბესო ჩუბინიძე, საკრებულოს პრესცენტრის წარმომადგენელი თეონა ფირანიშვილი და სხვანი შემოეკრიბა. თითოეული მონაწილის გამოსვლას შესაბამისი ოვაციით ხვდებოდნენ, მაგრამ ყველაზე აქტიური მაინც მამუკა იყო :) რომელმაც უმალ აიტაცა ალტერნატიული იდეა და “მისტერ კუპალნიკი 2007”-ს კონკურსის ჩატარების შესახებ იქვე საზოგადოებასაც ამცნო და მთავრი ჟიურის მაგიდიდან მსახიობი ბესო ბერულაშვილი და დათო ოქიტაშვილიც მოიწვია :) საერთო მხიარულების ფონზე კონკურსმა მართალია ცოტა გაწელილად, მაგრამ მაინც საინტერესოდ ჩაიარა, ყველას თავისი ფავორიტი ყავდა, ყველა თავისი რჩეულის სახელს გაიძახოდა ხმამაღლა, მაგრამ შეუვალმა ჟიურიმ მთავარი ტიტული – “მის-ბიკინი 2007” 20 წლის ლამაზმანს ნანკა მამასახლის მიაკუთვნა, რომელიც წლის ბოლოს “მის-ბიკინი მსოფლიო 2007”-ზე გაემგზავრება, ხოლო მეორე ვიცე მისის სახელი კი, უკრაინელმა ოქსანა ტარასენკომ დაისაკუთრა. კონკურსის ბოლოს, არც ცრემლი აკლდა გამარჯვებაში დარწმუნებულ, მაგრამ უტიტულოდ დარჩენილ რამდენიმე გოგონას და არც საერთო მხიარულება “ევრო-პარკის” გრილ აუზში, ჩაცმულ ბესო ბერულაშვილთან ერთად. მთავარი მაინც ერთია – გამარჯვებული გავიკითხ-გამოვიკითხეთ და ნამდვილად “მის”-აა და არც მრავალჯერ გათხოვილ-გამოთხოვილია და ისღა დაგვრჩენია, რომ წარმატებები ვუსურვოთ “მის-ბიკინი მსოფლიო 2007”-ის კონკურსზე. იხილეთ რუბრიკა "ვიდეორგოლები"

05.08.2007 “მის-საქართველო 2007” – ვაი სირცხვილო

ქართულ პრესაში სკანდალი ღვივდება – წელს ბათუმში გამარჯვებული “მის-საქართველოს 2007”-ის ტიტულის მფლობელი 18 წლის ნინო ლიკუჩოვა ჯერ ერთი სულაც არ ყოფილა “მისს” და 15-16 წლის ასაკიდან თურმე მამაკაცების დაკერვით და ქორწინების შემდეგ მათზე დიდი ფულის “დახევით” ყოფილა დაკავებული, მას შემდეგ რაც განაცხადებდა, რომ – ის მოიტაცეს, რომ მასზე იძალავეს და რა თქმა უნდა “ბედნიერ” სასიძოსაც ციხეში ჩაჯდომას ერჩივნა დიდი ფული გადაეხადა მომჩივანი ლამაზმანისთვის! – ამას წერენ ქართულ პრესაში და ლიკუჩოვასთან ერთად მიწასთან ასწორებენ კონკურსის ორგანიზატორებს “იმიჯ-ცენტრს” და მის ხელმძღვანელს ია კიწმარიშვილს, რომლებიც უყურადღებოდ მიუდგნენ საკუთარი ფირმის წესდებასვე და “მის-საქართველოზე” გაამარჯვებინეს გოგონას რომელიც კაი ხანია “მისს” აღარა და ამასთან ერთად პირობით სასჯელსაც იხდის აფერისტობისთვის, რადგან მეოთხე “ქმარმა” არ შეარჩინა ასეთი საქციელი და ის ლამის ციხეში გამოამწყვდია. სავარაუდოდ ლიკუჩოვას ტიტულს, მალევე ჩამოართმევენ და მას მეორე ვიცე მისს 18 წლის გოგონას გადასცემენ, მაგრამ ჰოი საოცრებავ და არც ეს ჩვენი მეორე ვიცე “მის-საქართველო-2007” აღმოჩნდა მთლად “მის” და როგორც დღევანდელი პრესა იტყობინება – ეს გოგონაც გათხოვილ-გამოთხოვილი ყოფილა უკვე, სამწუხაროა, მაგრამ ასეც ხდება 18 წლის ასაკშიც ასწრებენ ჩვენი გოგონები უკვე ამდენს. მოკლედ დიდი გაუგებრობაა ამ ჩვენს “მის-საქართველოს” ტიტულის საბოლოო მიკუთვნება-არმიკუთვნებაზე, გაურკვეველია საერთოდ ამ კონკურსის სამომავლო პრესტიჟიც კი.

05.08.2007 ახალი “ბოი-ბენდი” თბილისში

მიმკვდარი ქართული შოუ-ბიზნესის ფონზე შეიძლება სენასციად მოინათლოს ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ დროს პირველი “ბოი-ბენდის” ჯგუფ “სახეს” სოლისტი დათო ფორჩხიძე თავის მეგობრებთან – ნიკა ქავთარაძესა და მიშა მშვილდაძესთან ერთად, ახალი ქართული ვაჟთა ოთხკაციანი ჯგუფის პროდუსირებას იწყებს, რომელთა პრომოუშენი სექტემბრის თვიდანაა დაგეგმილი. ჯგუფში ოთხი ბიჭია, რომელთაგანაც ერთ-ერთი მომღერალი მიშა სულუხიაა. სავარაუდოდ ჯგუფის (რომელსაც ჯერ-ჯერობით სახელი არ აქვს) მუშაობას ხელს ტელეკომპანია “მზეც” შეუწყობს, კომპოზიტორი კი თავად დათო ფორჩხიძე იქნება და მათი სიმღერებიც შესაბამისად დათოს სტუდიაში ჩაიწერება.

04.08.2007 ამერიკაში მორიგი ქართული საღამოს ჩატარებისთვის ემზადებიან

31 აგვისტოს საღამოს 9 საათზე შედგება კიდევ ერთი შოუ–პროგრამა საპროდიუსერო ცენტრი “გელანი ა.შ.შ”–ს მიერ. - ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ კლუბურ საღამოს ქართველების თხოვნით, ყოველდღიური ზარების და წერილების შემდეგ ჩვენ უფლება არ გვქონდა უახლოეს დროში არ გაგვემეორა ასეთივე სტილის საღამო. მაგრამ ეს შოუ განსხვავებული იქნება წინამორბედისგან, იქნება უფრო მეტად ლამაზი და საინტერესო. – განაცხადა ჩვენთან საუბარში ცენტრის დირექტორმა შოუს სახელწოდებაა “ყვითელი საღამო”, ალბათ ხვდებით რატომ, პირველ სექტემბერს გვინდა ყველა ერთად შევხვდეთ და ვიზეიმოთ ქართული შემოდგომის შემოსვლა ნიუ–იორკში. აქვე ჩვენ სტუმრებს ელოდებათ ბევრი სიურპრიზი. ბილეთის ფასი 25 დოლარია და საჩუქრები: - პატარა საქართველოს და ამერიკის დროშები, შოუს დროს გათამაშდება უამრავი პრიზი, ყვითელი მაისურით მოსულ სტუმრებს კი ელოდებათ კიდევ ერთი სიურპრიზი გელანისგან. საღამოს კლუბური სახის იქნება, დაუკრავენ ქართველი დიჯეები, ერთ–ერთი გახლავთ ავთო ცერცვაძე, რომელიც დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს და არის შესანიშნავი და გამორჩეული დიჯეი. იქნებიან ამერიკელი დიჯეებიც. შედგება რეპერი ნიკა გელაშვილის ახალი სინგლის პრეზენტაცია, იქნებიან ცეცხლოვანი მოცეკვავეთა ანსბალის გოგონები, თქვენთვის იმღერებს ჩვენი შოუს სპეციალური სტუმარი ........., თუ ვინ ამას ჩვენ სიურპრიზად ვტოვებთ. აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი

02.08.2007 ლელა წურწუმია დასვენებას ვერ ახერხებს

ლელა ქართული შოუ-ბიზნესის ის მბჟუტავი ნათელია, რომელიც ბოლომდე ვერ ათქმევინებს ქართველ კაცს - ქართული შოუ-ბიზნესი მოკვდაო :) მუშაობს ეს ქალი და სანამ ის მუსაობს, ბებია ელპიტესავით ნურც ქართულ შოუ-ბიზნესს დავუგეგმავთ პანაშვიდებს ნაადრევად :) ხუმრობა იქით იყოს და მომღერალი აგვისტოში თავის ახალ სიმღერაზე (”ენძელა”) კლიპის გადაღების დასრულებას აპირებს (რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი). პარალელურ რეჟიმში ლელა ახალი სახლის (ე.წ. ”ვარსკვლავების კორპუსი”) რემონტითაა დაკავებული და ისე, როგორც ძველში, ახალს ახლშიც საკუთარი დიზაინით ამუშავებს ხელოსნებს, მიუხედავად ამისა ზღვაზე ცოტახნით დასვენების გარეშე მაინც ვერ გავძლებო, - აცხადებს მომღერალი.

01.08.2007 მოდელი, მომღერალი და ახლა უკვე მსახიობი

ინდური კინოინდუსტრია ქართულ შოუ-ბიზნესშიც შემოიჭრა და ზალიან მალე, ადვილი შესაძლებელია ტრადიციულ ინდურ მხატვრულ ფილმში ქართველი, ერთდროს წარმატებული ჯგუფ ”სეთის” (მერე ”ენსი” დაარქვეს) წევრი, მანამდე კი წარმატებული მოდელი და ბოლოს წარმატებული მოდელი – ნათია ნებიერიძე ვიხილოთ! რომელიც თბილისში, შარდენის ქუჩაზე გამართულ კასთინგზე ბოლივუდელმა (ეს ინდოეთის ”ჰოლივუდია”) პროდუსერმა რათხუ ჩათ ხა პორმა შეამჩნია და ეგრევე, ქუჩაშივე შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება, პირველ მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ ნათია ზალიან ჰგავს ინდური კინოს ერთ-ერთ ვარსკვლავ გოგონას. Nათია არასოდეს ყოფილა ინდური ფილმების დიდი მოყვარული, მაგრამ ”დისკოს მოცეკვავე” მაინც აქვს ნანახი :)), არც სიმღერის პრობლემა აქვს და არც ლამაზი მიხვრა-მოხვრის, მსახიობობას კი როგორმე შეისწავლის, თუმცა არც როლებზ ეიცის რამე ჯერ და არც მოსალოდნელ მხატვრული ფილმის შინაარსზე! ჟერ პირველი ნაბიჯია გადადგმული – ნათია ნებიერიძე პირველი ქართველი გახდება ინდურ, ბოლივუდურ კინოში!

31.07.2007 ვინ დათარსა ელეონორა გოგოლაშვილი ”ახალ ტალღაზე” იურმალაში?

სრული კრახი, აბსოლუტური განადგურება, 100%-ანი მარცხი, - სხვა სიტყვებით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი დესპანის ”იურამალა-2007”-ზე წარუმატებელი გამოსვლა, რაშიც ალბათ ყველაზე ნაკლები დანაშაული სწორედ, რომ მომღერალს ელეონორა გოგოლაშვილს მიუძღვის, რადგან ის იყო კარგი პროდუქტი, რომელიც ვიღაცეებმა გააფუჭეს, იმაზე უფრო უარესად ვიდრე ეს სოფო ხალვაშს გაუკეთეს ”ევროვიზია-2007”-ზე, რომელიც ასევე შესანიშნავი ”პროდუქტი” იყო და რომელიც მუსიკალურად გააფარჩაკეს თავისმა იმიჯმეიკერებმა, - ორივე მომღერლის შემთხვევაში საუბარია ძალად ”კვალიფიციური”, ძალად ”ელიტარული” ძალად ”პროფესიონალური” გუნდის შესახებ. ყველაზე ცოდო და დაზარალებული სწორედ, რომ ელეონორაა, რომელიც ვაღიარებთ ნიჭიერი, მომხიბვლელი და პერსპექტიული გოგონაა, მაგრამ არასწორი ფსიქოლოგიური მომზადების, არასწორი ჩაცმის, პიარის და სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო – ბოლო ადგილზე გავიდა! ”ვარსკვლავები” თავიდანვე აფიქსირებდა, რომ იურმალაში ანრი ჯოხაძე უნდა წასულიყო, რომელიც გამარჯვების 90%-ანი შანსით იყო შემოსილი, ის უნდა გასულიყო, მაგრამ არა სოსო პავლიაშვილის სიმღერით ”თავისუფლება”. ის 10% რაც შეიძლება წაგების ტოლფასი ყოფილიყო რომელიმე კონკურსანტი გოგონას ”ნაშობა” და ”კუკალკობა” იქნებოდა, რომელსაც დაიჯერეთ – აქვს მნიშვნელობა! რადგან მომღერალი გარდა კარგი ვოკალისა უნდა იყოს, უზადოდ სექსუალური, კარგი მსახიობი და სცენას მორგებული – ამიტომაც გაიმარჯვა მოლდოველმა ქალიშვილმა! მოკლედ – ელეონორა, გამგავრებამედ უკვე დათარსული იყო, მაგრამ ასე თუ ჩავფლავდებოდით საქართველოს სახელით ”ახალ ტალღა 2007”-ზე... არავინ ელოდა! ისღა დაგვრჩენია 2008 წელს დაველოდოთ, თუ საერთოდ დაგვიშვა იგორა კრუტოიმ იურმალას ფესტივალზე.

30.07.2007 ეკა ხოფერია მესამედ გათხოვდა

ტელეკომპანია ”იმედის” სახე, გადაცემა ”ღია ეთერის” წამყვანი ჟურნალისტი ეკა ხოფერია ექიმ მიშა ხუჯაძეს გაჰყვა ცოლად, რომლისთვისაც ეს ქორწინება პირველია, ხოლო ეკასთვის მესამე (ვუსურვებდით კარგი გაგებით უკანასკნელი ყოფილიყოს). პოპულარულმა ტელეწამყვანმა ქორწილი ბათუმის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმრო ”სპუტნიკის” საბანკეტო დარბაზში გადაიხადა, პატარძალი დიზაინერ თამუნა ინგოროყვას შეკერილ კრემისფერ ატლასის კაბაში იყო შემოსილი და ძალიან მომხიბვლელად გამოიუყურებოდა. ქორწილის მუსიკალური გაფორმება და სტუმრების გახალისება საკუთარ თავზე მომღერალმა ”უცნობმა” (გია გაჩეჩილაძე) აიღო, რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა სტუმრებისთვის, რომელთა შორის პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილიც იყო, პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას შვილთან ერთად, გიორგი თარგამაძე მეუღლითურთ, ინგა გრიგოლია და სხვანი. ეკას მეჯვარე კი ამჯერად ნინო ქაჯაია იყო – ”რუსთავი-2”-ის ყოფილი გენ. დირქტორის ნიკა ტაბატაძის ყოფილი მეუღლე და ეკას კოლეგა ჟურნალისტი. ახლადაქორწინებული წყვილი აგვისტოს შუა წელს საფრანგეთში აპირებს თაფლობისთვის გატარებას, მანამ სანამ ”იმედის” არხზე ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყებოდეს.

29.07.2007 მანანა ჯაფარიძე ლონდონს უმიზნებს

აზერბაიჯანის ქართველი ვარსკვლავი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალის ჯერ-ჯერობით ერთადერთი სპეც-ტიტულის მფლობელი, ულამაზესი მანანა ჯაფარიძე, სექტემბრის თვიდან თავისი ცხოვრებისა და კარიერის ახალი მწვერვალისკენ მიმავალი, მზადებას იწყებს. მომღერალი კონტრაქტს აფორმებს ლონდონურ პროდუსერულ კომპანია ”მიუზიკთან”, რომლებთანაც უკვე ექვსი წელია თანამშრომლობს და რომელთა მიწვევითაც ის, სექტემბრიდან ლონდონში გადავა საცხოვრებლად. 9 წელია მანანა ჯაფარიძე აზერბაიჯანშია დაფუძნებული, ის მათი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის უსაყვარლესი მომღერალი იყო, ყოველთვის მაღალი რანგის ღონისძიებებზე გამოდიოდა და ყურადღებას იპყრობდა თავისი პროფესიონალზიმთ. იყო დრო, როცა მას საქართველოში კონკრეტული ადამიანები შემოქმედებითი წინსვლისთვის ხელსაც უშლიდნენ. როგორც ”მეგას” საოირგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს – 2003 წელს, როცა კომიტეტმა განაცხადა, რომ სპეციალური პრიზით აჯილდოებდა მეზობელი ქვეყნის ქართველ ვარსკვლავს, სერიოზული ზეწოლა წამოვიდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ აფიქსირებდნენ, რომ თუ მანანა ჯაფარიძე ”მეგაზე” პრიზსს მიიღებდა, სკანდალებს მოუწყობდნენ დარბაზიდან. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ხალხი მოგვეყუჩებინა და ქართველებისთვის უცნობი გოგონა, უძლიერესი მომღერალი მანანა ჯაფარიძე სცენაზე გამოსულიყო, - აცხადებს ”მეგას” კომიტეტეის თავმჯდომარე ბესო ჩუბინიძე. ”ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს მომღერალს ევროპულ კარიერაში.

28.07.2007 თემურ თათარაშვილს 10 წლიანი პატიმრობის ვადა არ შეუმცირეს

მომღერლის დაპატიმრებიდან 25 სექტემბერს ერთი წელი შესრულდება, სასამართლომ მას ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციაში დასდო ბრალი და თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით შეუფარდა. არ გასჭრა ამ ერთი წლის განმავლობაში დაყენებულმა არცერთმა შუამდგომლობამ, არცერთმა თავდებამ, არცერთმა მიმართვამ, მომღერალი სასამართლომ დამნაშავედ აღიარა, საკუთარი აღიარებითი ჩვენების საფუძველზევე. თუმცა, ცოტახნის წინ ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი განსახილვევლად, სადაც საქმე ზეპირად განიხილეს და მერე ადვოკატს გადაურეკს, რომ განაჩენი არ შეიცვლებოდა – თემურ თათარაშვილი კიდევ 9 წელი უნდა იჯდეს ციხეში. როგორც მომღერლის მეუღლე, ნინო ადამაშვილი იტყობინება, ადვოკატმა განაჩენი კვლავ გაასაჩივრა, ამჯერად უზენაეს სასამართლოში, თუმცა მოყვება თუ არა რეზონანსი ამ საქმეს, არავინ იცის. დამამაძიმებელი ბრალდების (ნარკოტიკები) გამო, ამის იმედი ნაკლებად არის.

26.07.2007 დათო ხუჯაძის და ”ძვალის” ტანდემი

კლუბ-რესტორან ქალაქურში რეპერ ”ძვალისა” და დათო ხუჯაძის დუეტზე, ექვსი თვის წინ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია მოეწყო, რომლის ორგანიზატორად ამჯერად, ორივე მომღერლის მეგობარი, თავად მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მოგვევლინა. დათო ხუჯაძე პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, თუმცა კლუბში ის მარტო, მეუღლის გარეშე, მაგრამ მეგობრებთან ერთად მივიდა და ჟურნალსიტების მომაბეზრებელ ყურადღებას ნამდვილად აარიდა მეუღლე – ნათია ონიანი. თავად სიმღერის ავტორი ”ძვალია”, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ ავტორად ითვლება თავის სტილში, სიმღერას უცნაური სახელი ”შენთან სულ” ქვია, კლიპის – რომელიც საკმაოდ მარტივ, არამომაბეზრებელ ფორმებშია გადაწყვეტილი, რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილია. საღამოს ქართული შოუ-ბიზნესის თითქმის მთელი ელიტა ესწრებოდა, რომელიც სიცხის გამო პრეზენტაციის დამთავრების მერე, აღარც დისკოთეკას დასწრებია და აღარც ჭიქების ტრადიციულ ჭახა-ჭუხს :). ერთი, რაც აშკარად შესამჩნევი იყო, დათო ხუჯაძის და ”ძვალის” ”ტუსოვკას” იმ საღამოს, ერთი მხიარული ადამიანი, მათი საერთო მეგობარი ნამდვილად აკლდა – ეს აჩი ფურცელაძე იყო.

25.07.2007 ”წაღვერი და თბილისი” ნინო ჩხეიძის შესრულებით ისტორიამ ჩაიბარა

”ვარსკვლავები” უკვე წერდა ამ ახალი სკანდალის შესახებ, როცა კომპოზიტორმა მარეხ გოძიაშვილა, ახალგაზრდა მომღერალ ნინო ჩხეიძეს კატეგორიულად აუკრძალა ”წაღვერი და თბილისის” შესრულება, მოსთხოვა მისი დისკიდან ამოღება, რადიოეთერიდან მოხსნა და მეტიც - საავტორო უფლებების დარღვევსითვის უჩივლა, ჯარიმის სახით კი, 10.000 ლარამდე თანხაზეა საუბარი. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ნინო ჩხეიძე ამ თანხის გადახდაზე თანახმა იყო, მაგრამ კომპოზიტორს უკვე გაყიდული დისკებიდან და კასეტებიდან ამოღებული თანხიდანაც მოუთხოვია წილი, რაზეც, როგორც გავრცელებული ინფორმაციის შინაარსიდან ჩანს, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყოლია მომღერალსა და კომპოზიტორს შორის. კომპოზიტორი აფიქსირებს, რომ – მას უბრალოდ არ მოსწონს ამ გოგონას (!) მიერ შესრულებული მისი სიმღერა, მოსულიყო, ვასწავლიდი და მერე ემღერაო, - აცხადებს მარეხ გოძიაშვილი. თავის მხრივ კი, მომღერალი აცხადებს, რომ პირად შეურაწყოფას არ აპატიებს ქ-ონ მარეხს, როგორც ჩანს სკანდალი მალე სასამართლოში გადაინაცვლებს, თუმცა, ნინომ განაცხადა, რომ ამ სიმღერის შესრულებას აღარ აპირებს, უახლოეს მომავალში კი, პრესკონფერენციას მოიწვევს და ხმამღლა განაცხადებს ყველაფერს. რას – ამას ”ვარსკვლავები” მოგვიანებით გაცნობებთ.

24.07.2007 დააპატიმრეს აჩი ფურცელაძე

ბოლო დღეებში ეს ქართული მას-მედიის პირველი ახალი ამბავი იყო – დააპატიმრეს აჩი ფურცელაძე, 1-ლი აპრილი, რომ ყოფილიყო ამას ყველა ხუმრობად მიიღებდა, მაგრამ სამწუხარო რეალობა სახეზეა, ციხეში მოხვდა ადამიანი, რომლის ამ ”დაწესებულებაში” წარმოდგენა 10-დან 25 კაცს წარმოუდგენლად მიაჩნდა, მაგრამ აჩის დამამაძიმებელი ბრალდება – დანაშაულის დაფარვა და მკვლელებზე ხელის დაფარება წარუდგინეს და წინასწარი 2 თვიანი პატიმრობაც შეუფარდეს, სხვა 15-მადე დაკავებულ პირთან ერთად, რომელთა შორის ტელეკომპანია ”1-ლი სტერეოს” შტატიანი წამყვანი თაკო ცქვიტინიძეა. თუმცა ამჯერად ჩვენს ყურადღებას აჩი ფურცელაძეზე ვამახვილებთ, რომელიც იმდენად მეგობრული ადამიანია, რომ საბოლოოდ თავიც კი დაიღუპა მეგობრებისადმი გადამეტებული ყურადღებით, რაც ჯამში კრიმინალში გადაიზარდა, რისი გულსითვისაც შესაძლოა 2-დან 4 წლამდე ციხეში ჩასვან. საქმე კი, გახმაურებულ მკვლელობას ეხება, როცა სამმა ბოროტმოქმედმა სუპერმარკეტის დაყაჩაღების მცდელობისას, დევნის ოპერაციის დროს პატრულის თანამშრომელი მოკლა, მიმალული დამნაშავეებიდან ერთ-ერთი თაკო ცქვიტინიძის მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც ტელეწამყვანთან დარეკა და დანაშაულის დაფარვა სთხოვა, თავის მხრივ კი, გოგონამ დახმარებსითვის აჩი ფურცელაძეს მიმართა. სასამართლოზე, სადაც მათ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ორივე აღიარებს დანაშაულს, აჩი ფურცელაძე მწარედ ინანიებს საქციელს, მაგრამ რამდენად გაითვალსიწინებენ მის გულწრფელ მონანიებას კაციშვილმა არ იცის, და საერთოდ იქნება თუ არა საუბარი მის გათავისუფლებაზე გირაოს თანხის გადახდის შემდეგ? ჩვენი ვარაუდით ნაკლებადსავარაუდოა, რადგან როგორც კულუარებში ჭორაობენ სხვა თუ არაფერი სახელმწიფოს მისია აქვს შესასრულებელი და 70.000-დან პატიმრების რაოდენობა 100.000-მდეა ასაყვანი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ქვეყანა, უამრაბ ტრანშს, გრანტს და უფრო გასაგებად კი – ფულებს, რომლითაც გავხსნით ახალ პარკებს, სკვერებს, შადრევნებს, ”გავკრასკავთ” დანგრეულ კორპუსებს და დავაგებთ ავტო-ბანებს, რომლის დახმარებითაც შევალთ სოხუმში – ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს!!!! საქართველოში უკვე შინაგანმა შიშმა დაისადგურა, შიშმა იმისა, რომ მიზეზის მიუხედავად დარჩენილ დასაპატიმრებელთა 30.000 კაცში ჩვენც არ მოვხვდეთ. ”ვარსკვლავები” მწარე ხუმრობისა და ირონიის გარეშე აფიქსირებს, რომ რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა, დანაშაულში ხელის შეწყობა ჩვეულებრივი დანაშაულია, მაგრამ – აი, ეს მაგრამ ახალ საქართველოში მიუღებელია!

23.07.2007 ლადო ბურდული ”შოუ-ბიზნესჩიკებს” აკრიტიკებს

ექსცენტრიული, მთელი თავის ცხოვრების მანძილზე როკერული ცხოვრებით ამაყი, 43 წლის მუსიკოსი ლადო ბურდული ქართულ მასმედიასთან ინტერვიუებში ”ლაითად” ანადგურებს მომღერლებს და სხვათაშორის, ამ სფეროში შექმნილ საშინელ სიტუაციას სულაც არ აბრალებს სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას. კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ”კატასტროფის კატასტროფად” მონათლულ ტელეკომპანია ”1-ელ სტეროს” და ბრიტანელ ქართველ მომღერალ ქეთი მელუასაც უსმენო, სიაფანდი ”ბლატნოი” და პიარის მომღერალი უწოდა. ”რეიტინგთან” საუბრის დროს სოფო ხალვაშისადმი სიმპათიებიც გამოხატა, მაგრამ მის პროდუსერუულ გუნდს, მუშაობა დაუწუნა, ცუდად შექმნილი პროგრამის გამო. შაერთოდ, ლადო ბურდული არასოდეს გამოირჩეოდა ჩუმი როკერის სტატუსით, მან ჯერ კიდევ მაშინ გახვია სკანდალში თავი, როცა ირაკლი ჩარკვიანს დაუპირისპირდა, ”მეფე” რატომ დაირქვი, როცა მე უკვე მქვია ”მეფეო”?! ლადო იყო და არის ის მუსიკოსი, რომელიც დღემდე აწყობს საკუთარ სახლში ”მინი-ტუსოვკებს”, სადაც ყველა გოგონა, ყოველთვის ქვედა საცვალის გარეშე მიდის (ალბათ ესაა მიზეზი რომ, 43 წლის კაცს ერთი ქართველი, ერთი რუსი და ერთი ამერიკელი ცოლი უკვე გაექცა და ახლა, მეოთხედ დაქორწინებასაც ახლით აპირებს) და ერთობა.

21.07.2007 ანა ჯაკი ნაგავთან ერთად ზღვაში ცურვას არ აპირებს

ანა ჯაკი იმ მომღერალთა კატეგორიას მიეკუთვნება ვინც დიდი კომპლექსებით არ გამოირჩევა და სათქმელსაც ყოველთვის პირდაპირ ამბობს, რაც არ უნდა მწარე მოსასმენი იყოს ეს ვინმესთვის. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, არც ისე დიდი ხანია ანა ჯაკი თავის ფრანგ მეგობარ მამაკაცს - ჟან პიერს დაშორდა და ამჟამად მარტოობით ტკბება და ისვენებს. ანამ ქართულ ”პლეიბოისაც” (რომელიც ერთი ნომერი გამოვიდა და ჯერ-ჯერობით აღარ გამოდის) გაშიშვლებაზე და სურათების გადაღებაზე თანხის სიმცირის გამო უარი უთხრა. სექსუალური მომღერალი, სტიუარდესა და უცხო ენების სპეციალისტი, საზაფხულო არდადეგებზე, დაქალთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს ჩასვლას, საიდანაც პარიზში გაემგზავრება შვილთან ერთად. ჟურნალისტებთან საუბრისას ანამ ისიც დააფიქსირა, რომ – შავი ზღვის კურორტებზე დასვენება არ მოსწოს და სანამ ზღვა ისეთივე სუფთა არ იქნება, როგორც მის ბავშვობაში, არც ქობულეთში და არც ბათუმში არ ჩავა წყალში. რაშიც ძნელია არ დაეთანხმო მომღერალს, რადგან ნაგავთან ერთად ბანაობა მართლა საშინელებაა, სანამ მიშა სააკაშვილი გაგრას და ბიჭვინთას დაგვიბრუნებს ისღა დაგვრჩენია, შევეგუოთ ბედს ჩემო ანა.

20.07.2007 თათა გოგუაძე გაშიშვლებას აპირებს

მიძინებულ ქართულ შოუ-ბიზნესს, ისევ მისი გამანადგურებელი ქართული ყვითელი პრესა თუ შეძლებს, რომ გამოაღვიძოს. ისეთი პირი უჩანს, რომ ჟურნალისტებს საწერი თემა გამოელიათ და ძნელი გახდა ჟურნალების ინტერნეტიდან გადათარგმნილი მასალებით გავსება, ხშირ შემთხვევაში ფესაცმელებისა და საცვლების რაოდენობაზე ლაპარაკიც მობეზრდა მკითხველს რესპოდენტების მხრიდან, ალბათ ამის მიზეზია, რომ მოდაში შემოდის – ქართული შოუ-ბიზნესის მომღერალთა გაშიშვლებაზე ან შესაძლო გაშიშვლებაზე საუბარი. სეზონი ნინა წკრიალაშვილმა გახსნა, როცა ”პლეიბოისთვის” გაიხადა (მაგრამ რამ გადარია ეს ხალხი ასე, მაინც ვერ მივხვდით, რადგან ნინას არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია და გამოუჩენია), ახლა კი, მალე ალბათ ეთერში ახალი კლიპი გამოჩნდება, რომელსაც ქართველი ლამაზი გოგონა თათა გოგუაძე იღებს ავთო ბადუაშვილის სიმღერაზე, გიორგი გოგიჩაიშვილის რეჟისორობით. თათა პრესასთან ინტერვიუებში თამამ განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ – მკერდის და შიშველი ფეხის გამოჩენას არაფერი უდგას წინ, რადგან სხვა რა უნდა გამოჩინოს ქალმა?! – ბევრი სხვა რამეც შეიძლება გამოაჩინოს ლამაზმა ქალმა, მაგრამ საქართველოში ალბათ მეტი ვერაფერი და ზუსტად ვიცით, რომ მომავალი, ჯერ არგადაღებული თათა გოგუაძის კლიპი, აშკარად იქნება ”მეგას” ნომინანტი ”წლის კლიპების” მონიანციაში, ხოლო თავად ლამაზმანი – ”წლის სკანდალისტთა” ნომინაციაშიც მოხვდება! დაველოდოთ, ჯერ არც კლიპია მზად ბოლომდე და ”მეგა-2007”-ც წელს საშემოდგომოდ გადაიდო.

19.07.2007 ქრისტინა იმედაძე დედა გახდა

ივლისის დასაწყისში მომღერალი ქრისტინა იმედაძე დედა გახდა, მისი და ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიას წყვილს გოგონა – ტაისი (უკრაინული წარმოშობის სახელია), ჯანრმთელი და სრულყოფილი შეეძინათ, თბილისის კერძო სამშობიარო სახლ ”ჰერაში”. ბავშვი 3 კგ. 450 გრ. დაიბადა, ქრისტინამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. ორსულობის პერიოდში მომღერალმა სიმღერაც ჩაწერა მაია კაჭკაჭიშვილის მუსიკაზე დაწერილი, ინგლისურენოვანი ტექსტი კი თავად შექმნა და ის მომავალ შვილს მიუძღვნა, თუმცა ჯერ-ჯერობით აღნიშნული კოპოზიცია საზოგადოებას არ მოუსმენია. ბედნიერი დედ-მამა თბილისში არიან, გადავლენ თუ არა საბოლოოდ საცხოვრებლად უკრაინაში (იქ სადაც ლაშა კაჯობია თამაშობს) არ იციან. ”ვარსკვლავები” ულოცავს წყვილს ბედნიერ დღეებს და მარადიულ სიყვარულს უსურვებს.

18.07.2007 პრეზიდენტის მეუღლემ საქართველოში ახალი რადიო არხი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, რომ ქართული ხალხური და ეთნო მუსიკის დაფასებელი იყო, ეს ახალი ხილი არაა, არც ის, რომ შესანიშნავად ასრულებს მეგრულ სიმღერებს და არც ის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან ერთადაც გამოდის სცენაზე, ისე როგორც ეს ანსამბლ ”რუსთავთან” და ზურაბ სოტკილავასთან ერთად გამოსვლის დროს. ამჯერად კი, სანდრა-ელისაბედ რულოვსმა ახალი რადიო არხი შექმნა და მას ”მუზა” უწოდა, რომელიც ეთერში უკვე გავიდა და აგვისტომდე მხოლოდ თბილისის მასშტაბით მაუწყებლობს, აგვისტოს შემდეგ კი, რამდენიმე ჰოლანდიური კომპანიის დახმარებით რადიო ”მუზა” მთელი საქართველოს ტერიტორიას მოიცავს. როგორც არხის თანამშრომლები აცხადებენ - მათ ეთერში მხოლოდ კლასიკური მუსიკა და ხალხური სიმღერები იტრიალებს, რომელსაც საკუთარი სტუდიის ბაზაზე უმაღლესი ხარისხით დაამზადებენ.

18.07.2007 ”ქართველმა კოღებმა” ”ვიაგრას” გემო გაუსინჯეს

პოპულარული, უკრაინული წარმოშობის გოგონებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ”ვიაგრა” თბილისს მესამედ ეწვია. ამჯერად პროექტის ორგანიზატორები ”ევრო-პარკის” სამხატვრო ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი (დიახ, დიახ - სწორედ ”ის” დათო ოქიტაშვილი) და მისი მოადგილე - ნინა წკრიალაშვილი (დიახ, დიახ - სწორედ ”ის” ნინა) იყვნენ :). კონცერტი კვლავ ტრადიციული ანშლაგით ჩაატარა, რომლის მასპინძელი ამჯერად ნახალოვკაში ახლადგახსნილი ”ევრო-პარკი” იყო. ბილეთის ფასი 70-დან 200 ლარამდე მერყეობდა და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ - ყველა ბილეთი გაიყიდა, ექსპერტებიდან ვერავინ მიხვდა, რა იწვევს ქართველების ამ ჯგუფით აგრერიგად დაინტერესებას, მაგრამ ფაქტია, რომ სცენიდან – ”ვიაგრელებმა” დიდი სურვილი გამოთქვეს თბილისში, ქართველ მამაკაცებთან დარჩენისა, მაგრამ ვინ აცალა, კონცერტის დამთავრების მერე ისე გააქრეს ტერიტორიიდან და საერთოდ თბილისიდან, რომ ამ ეტაპზე ვგონებ, რომ შანსი არაა რომელიმე ქართველ მაჩოს ”ვიაგრას” გასინჯვის საშუალება მისცემოდა…:)) სამაგიეროდ, ღია სცენაზე ”თბილისელმა კოღოებმა” გვარიანად სწოვეს სისხლი უკრაინელ ლამაზმანებს მოტიტვლებული ფეხებიდან და მკერდიდან და ასე დასიებული გაუშვეს სცენიდან :) ”ევრო-პარკი” (რომელში შესვლა და მთელი დღე გართობა ერთი ადამიანისთვის 45 ლარია) მომავალშიც აპირებს პოპულარული მომღერლების ჩამოყვანას და ამჯერად თვალი ვერკა სერდეჩკას დაადგეს, რომელიც მესამე სტუმარი იქნება ნახალოვკაში (კირკოროვისა და ”ვიაგრას” შემდეგ). ”ვარსკვლავები” საზაფხულოდ თბილისში დარჩენილ მოსახლეობას კეთილი სურვილით ურჩევს – დროის ”ევრო-პარკში” გატარებას და დასვენებას.

17.07.2007 ნინო ძოწენიძე ”სლავიანსკი ბაზარზე” გამოსვლის შემდეგ გააკრიტიკეს

შარშანდელი ზაფხულის უდაო ჰიტის - ”შინამანაკენას” პოპულარული შემსრულებელი ნინო ძოწენიძე, წელს ფესტივალ ”სლავიანსკი ბაზარის” წარუმატებელი მონაწილე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჟიურის წევრებს შორის მას მოწონება დაუმსახურებია, რაც სამწუხაროდ საბოლოო ჯამში შესაბამის ქულებში ვერ აისახა. რადიო ”5 ლაინსის” ეგიდით და ”რუსთავი-2”-ის მხარდაჭერით კონკურსზე ნინო ძოწენიძის გაშვება, ჟიურის მხრიდან მისი მონაცემების მოწონების შემდეგ გადაწყდა, თუმცა, საქართველოში ბევრმა გააკრიტიკა მისი საშემსრულებლო მანერა, ვოკალი და ჩაცმულობის სტილიც, ნინომ მერიის კულტურის სამსახურის უფროსის დათო ოქიტაშვილის სატელევიზიო კრიტიკაც კი დაიმსახურა. ნინოს წარუმატებლობა სადაო გახდა და უმრავლესობა ამას მაინც საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთში აგორებულ პოლიტიკურ ანტიკამპანიას უკავშირებს, რაც რა თქმა უნდა არაა ლოგიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამავე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ უკვე წარუმატებლად შეგვიძლია მოვნათლოთ ”იურმალაზე” ჩვენი წარმომადგენლის - ელეონორა გოგოლაშვილის ჯერ არშემდგარი გამოსვლა.

16.07.2007 მიუზიკლი ”მარჯანიშვილში”

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური თეატრის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. მონაწილეებმა საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინეს და კოჩიანტის მიუზიკლიდან ”პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან” არიები იმღერეს. 7-19 წლის ახალგაზრდები ისეთი სულისკვეთებით ასრულებდნენ თავიანთ არიებს, რომ (იხილეთ ”ვიდეორგოლები”) დარბაზი აღფრთოვანებული იყო და ყოველი სიმღერის დასრულების შემდეგ ემოციურად უკრავდა ტაშს მომღერლებს! კმაყოფილი იყო თავად პროექტის პროდუსერი სოსო აბზიანიძეც, რომელსაც არაერთი ლამაზი ღონისძიების მოწყობაში მიუღია მთავარი წვლილი. ... და კიდევ ერთი დეტალი რაც მაყურებელს აშკარად თვალში მოხვდა – ეს ახალგაზრდა მსახიობთა სცენაზე თავისუფალი ჩაცმულობა იყო, არავითარი დეკორაციები, არავითარი სპეც-სამოსი... უბრალოდ დახეული ჯინსები და "ავემარიასა” და "ესმერალდას" უზადო შესრულება.

15.07.2007 ”მის-საქართველო 2007” არაქართველია

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ყინულის მოედანზე ”მის-საქართველო 2007”-ს მორიგი კონკურსი გაიმართა, რომლის მთავარი ჯილდო და ტიტული – ”ყველაზე ლამაზი გოგონა საქართველოში” 18 წლის ბათუმელი ნინო ლიკუჩოვა გახდა, რომელიც 9 კაციანმა ჟიურიმ 30 ლამაზმანისგან აარჩია. რა თქმა უნდა ცნება ”ყველაზე ლამაზი საქართველოში” ანუ ”მის-საქართველო” პირობითია, რადგან ნებისმიერ მომენტში ერთმანეთზე ლამაზი და უკეთესი ქართველი (!) გოგონას შერჩევა შეიძლება ქუჩაში ჩვეულებრივად სერნობის დროსაც კი, მაგრამ კონკურსს თავის წესები აქვს და ამ წესებიდან გამომდინარე პირველად ბათუმში ჩატარებულ კონკურსზე, პირველად ბათუმელი გახდა ამ ტიტულის მფლობელი! ლამაზმანს მალევე მოუწევს ”მის-მსოფლიოზე” საქართველოს სახელით გამოსვლა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრადიციულად საკონკურსო კიბეებზე არ დარჩება ჩვენი წლევანდელი წარგზავნილიც და იქნებ მართლა მოხსნას ვინმემ ირინა ონაშვილის რეკორდი, რომელიც ”მის მსოფლიოზე” რამდენიმე წლის წინ, ხუთეულში გავიდა. მოსახლეობის დამოკიდებულება ამ დიდი შოუსადმი ტრადიციულად სკეპტიკურია, რასაც მხოლოდ ერთი ფაქტი ანეიტრალებს – უბრალოდ, სასიამოვნოა ამდენი ლამაზმანის ერთად შეკრება და ცქერა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ლამაზმანები წელს ჯგუფ ”სეიშენის” ბიჭებმა დააჯილდოვეს და ეს, ისე გულითადად გააკეთეს, რომ ყვავილების მირთმევის დროს, არცერთი გოგონას გადახვევა და გადაკოცნა არ დავიწყებიათ :)

15.07.2007 ბორჯომის კომპოზიტორთა სახლზე ტენდერი გამოცხადდება

ბორჯომის კომპოზიტორთა სახლზე უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. ამ ფაქტს კომპოზიტორთა კავშირის წევრები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სახლი ხელოვანების საკუთრებაა და მისი გასხვისება დაუშვებელია. კომპოზიტორთა სახლთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. კომპოზიტორები დღეს გამგეობის სხდომას გამართავენ. მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებიც შეუერთდებიან. ("იმედი")

14.07.2007 „არტ-გენი 2007“ ეთნოგრაფიულში ჩატარდება

„არტ-გენი 2007“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში 16-დან 22 ივლისამდე ჩატარდება. „არტ-გენს“ კომპანია „მაგთი“ წარადგენს, გენერალური სპონსორი კი, კომპანია „ვისოლია“. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაახლოებით 2 000 ადამიანი მონაწილეობს. ღონისძიებას ღვინით კომპანია „მინდია“ მოამარაგებს.

14.07.2007 ქართველი ემიგრანტების საღამო

ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში პატარა საქართველო იყო. თუ გაივლიდით Coney Island-ის ქუჩაზე, აუცილებლად შეამჩნევდით საქართველოს დროშას, რომელიც ფრიალებდა ღამის კლუბ “ადამსის” თავზე. საღამო დაიწყო ღამის 9 საათზე, 11 საათისთვის ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა. საღამო გახსნა ავთანდილ ცერცვაძემ DJ.Avidil ქართველი პოპულარული დიჯეი ამერიკაში) დაიწყო თავბროდამხვევი დისკოთეკა შემდეგ ვიხილეთ ქართველი რეპერები: Georgian Connection, G.B.B. White Snake (თეთრი ღამიდან). იყო ცეკვა და ხალისი, ბოლოს სოსო თოლორაიმ შეასრულა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერა: “აღარ გიცდი” 12 საათისვის ხალხის რაოდენობამ იმატა. DJ.Avidil-House მუსიკასთან ერთად გამიქსული ქართული მუსიკებიც დაუკრა. მის მერე ვიხილეთ კიდევ ერთი პოპულარული ქართველი დიჯეი: დავით მეგენეიშვილი მისმა მუსიკამ ხალხიც აიყოლია და უფრო ხალისიანათ გაგრძელდა საღამო. Geo-Night-მა დილის 5 საათამდე გასტანა. ყველა კმაყოფილი და ბედნიერი ცანდა. როგორც საპროდიუსერო ცენტრის დირექტორმა, რეპერმა White Snake, იგივე ნიკა გელაშვილმა განაცხადა ეს საღამო ერთადერთი არ იქნება, მეორე ასეთივე სტილის საღამო, უფრო მეტად ლამაზი და ლამაზი შოუთი გაფორმებული იქნება აგვისტოს ბოლოს. ხოლო სექტემბერში კი ქართველ ემიგრანტებს დიდი სოურპრიზი ელოდებათ, მის შესახებ ვარსკვლავები აუცილებლად გაგაცნობთ.

11.07.2007 თამთა გოგუაძე დასვენების დროს ახალ სიმღერებს წერს

განსაკუთრებით ბოლო დროს გააქტიურებულმა მომღერალმა ივლისისთვის დასვენება გადაწყვიტა და ოჯახთან ერთად მცხეთაში, საკუთარ ფეშენებელურ აგარაკზე გაემგზავრა, სადაც ყველა პირობაა აქტიური დასვენებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღმოჩნდა თამთამ ცურვა არ იცის და ეზოში აშენებულ დიდ აუზში ვერც მაშველების გარეშე ჩადის :))) ხუმრობა იქით იყოს და დასასავენებლად გამგზავრებული თამთა გოგუაძე პერიოდულად თბილისში ჩამოდის და სტუდიაში ახალ სიმღერებზე მუშაობას განაგრძობს, რომელსაც შემოდგომისთვის ამზადებს და მალე ახალი ალბომის გამოსაცემად მზადებას გეგმავს. ჩარტებში მომღერლის ნოსტალგიური და სასიყვარულო სიმღერები კვლავ ზედა ადგილებს იკავებს და მსმენელსაც იმდენად არ ბეზრდება ის, რომ ყოველ მესამეს მობილურში რეალ-ტონებში ზარად თამთას – ”შენი ბრალია” უყენია. Mართალია საბოლოოდ მაინც ვერავინ გაიგო ”ვისი ბრალია”, მაგრამ როგორც ცანს მომღერალი პირადი ცხოვრებისგან აქტიურად ისვენებს და თავი მთლიანად თავისი შვილის ლუკასა და სიმღერებისთვის აქვს გადადებული, მომღერალი აცხადებს, რომ - იმედია მალე საკუთარი ”მე”-სთვისაც მოიცლის.

10.07.2007 სოსო პავლიაშვილი ოპერაციას ელოდება

ქართველების საამაყო შვილი, რუსული შოუ-ბიზნესის ”გრუზინი” ვარსკვლავი სამწუხარო რეალობის წინ დადგა – სექტემბერში მომღერალს ოპერაციის გაკეთება მოსკოვში სკლიფასოვსკის კლინიკაში მოუწევს. აუტანელი ტკივილების შემდეგ, სოსო ტომოგრაფიაზე წავიდა, გადაიღო და არცთუ ისე სახარბიელო პასუხები დაუდეს ექიმებმა ჯიუტ ”გრუზინს” წინ, რომელსაც წუთით არ სურს სამუშაო გრაფიკიდან ამოვარდნა. საქმე კი, იმაშია, რომ მომღერალს კისრის ნაწილში, ხერხემლის მალაზე, გამონაზარდი აღმოაჩნდა, რაც საშინელ დისკომფორტს უქმნის სოსოს, აუცილებელია მისი მოშორება ქირურგიული ხერხით. რუსული ინტერნეტ-გამოცემები იყტობინებიან, რომ სპეციალურად შეკრებილმა ექიმთა კონსორციუმმა კატეგორიულად მოსთხოვა მომღერალს ნუ ჯიუტობდა და სექტემბერში მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის მომზადებულიყო და აქედანვე შეგუებოდა იმ აზრს, რომ მას კლინიკაში მოუწევდა ცოტა ხნით ყოფნა, - არავითარი სამსახური, არავითარი სცენა, არავითარი ჩაწერები, არავითარი ბიზნესი. ძნელი წარმოსადგენი არაა, ეს რას ნიშნავს ადამიანისთვის, რომელიც ერთ ადგილზე ძლივს ჩერდება და სულ მუშაობს, მაგრამ როგორც ჩანს ექიმები მას ”ძალით დააბამენ” პალატაში :) ”ვარსკვლავები” ქართველი ერის სახელით ჯანმრთელობას და წარმატებულ ოპერაციას უსურვებს სოსო პავლიაშვილს

9.07.2007 ანრი ჯოხაძე უკრაინაში დარჩა

ქართული ესტრადის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ანრი ჯოხაძეც – გაიქცა :)) მონახა გზა და კვალი და დღეს ის უკრაინის დედაქალაქის სასურველი სტუმარია. მომღერალი შემოქმედებიტად გადაბარგდა ჩვენს მოძმე ქვეყანაში და ვფიქრობთ ამ ეტაპზე სწორიც გააკეთა, რადგან საქართველოში იმაზე მეტის მიღწევა რაც ამ მომღერალმა მიაღწია – ვეღარ (და არა აღარ) შეიძლება. მომღერალმა ახლახანს დაამთავრა დუეტის ჩაწერა პოპულარული უკრაინული ჯგუფ ”ვიაგრას” ყოფილ სოლისტ ნადია გრამოვსკასთან, სიმღერაზე შესაძლოა მალე კლიპიც გადაიღონ და ამით რუსეთის (!) ვარსკვლავ დათო ხუჯაძეს უკრაინული (!) ვარსკვლავი ანრი ჯოხაძეც დაემატება :) მომღერალი დროს უკრაინელ ქალებში სიარულში არ კლავს და საქმე უფრო შემოქმედებითად უდგება, ცოტახნის წინ მან ელტონ ჯონის კონცერტს დაესწრო და ამჯერად 9 ივლისს, ოლიმპიურ დარბაზში დაგეგმილ ჯორჯ მაიკლის კონცერტზე დასასაწრებად ემზადება. ანრი ჯოხაძე სადაც არის კარგად არის და საქართველოში შემოქმედებითად დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მის არ ყოფნაში საქართველოში მე-2 ალბომი გამოვა გაყიდვაში.

9.07.2007 იურმალაში მხოლოდ ელენე გოგოლაშვილი წარგვადგენს

დიდი სკანდალომანიის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, რომ წელს იურმალაში ფესტივალ ”ახალ ტალღაზე” საქართველოდან ელენე გოგოლაშვილი ეცდება ჩვენი ქვეყნის სახელის წარმოჩენას. მანამდე გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ელენესთან ერთად რეპერი ”ემ ქეიც” ეცდებოდა თავისი სიტყვის თქმას, ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ჟიურიმ რეპერიც მოხსნა კონკურსიდან, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ თბილისში დაბრუნებულ ”ემ ქეის” არ შეუსრულებია ჟიურის მოთხოვნა და არ ჩაუწერია ახალი სიმღერები არარეპულ სტილში. მკაცრმა ჟიურიმ კი დავალების შეუსრულებლობისთვის რეპერს ფესტივალზე მონაწილების უფლება ჩამოართვა. როგორც ჩანს წელს ”ახალი ტალღის” ჟიური განსაკუთრებულად მკაცრი იყო ქართველი შემსრულებლების მიმართ, თუმცა ეს თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავით, როცა ანრი ჯოხაძის ვოკალის მსგავს მომღერალს, სიმღერას უხეშად შეაწყვეტინებ და - თავისუფალი ხარ, მოხნილი ხარ კონკურსიდანო, ეტყვი, მთლად დიდ მუსიკოსობაზე არ უნდა დადო თავი, ჟიური კი არა ასჯერ ჟიური იყო თუნდაც. ფაქტია ელენე გოგოლაშვილს (ტელეკომპანია ”იმედის” პროტეჟეს) კბილებით მოუწევს საქართველოს სახელის გატანა იურმალაში, ჩვენ რა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებთ მას და ღირსეულად გამოსვლას სცენაზე.

8.07.2007 შოუ-ბიზნესური ოჯახების ნგრევი სამწუხარო ტენდენცია გრძელდება

ქართულ რეალობაში ბოლო დროს ძალიან ცუდი ტენდენცია აღინიშნება, ოჯახები იქმნება, თითქოს დიდი, ლაღი და წმინდა სიყვარულის ფონზე (ან შეიძლება ასეცაა) და მერე გადის ცოტა ხანი და პრესა გაუბედავად ავრცელებს ინფორმაციებს ამ ოჯახის დანგრევის შესახებ. ჭირმა თავი მალა, მალაო და ამჯერად ვეღარ დამალა, ის რაც ბევრმა იცოდა ყველამ გაიგო და საზოგადოებას კიდევ ერთი ლამაზი ქართული შოუ-ბიზნესური ოჯახის მომღერალ - ვერიკო ტურაშვილისა და გიორგი ბერუჩაშვილის კერის დანგრევა ემცნო. ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვერიკოს 4 წლის ქალიშვილი ლიზი ყავს, და რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით ხმამაღლა მომღერალი ამ საკითხზე არ საუბრობს და არც კომენტარების გაკეთების სურვილი აქვს. კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი მამუკა ონაშვილის ოჯახური იდილიის დარღვევას ეხება, რომელზეც მამუკა კატეგორიულად არ აკეთებს კომენტარს და პირიქით ყველა ჟურნალსიტს სთხოვს, რომ ამ საკითხის გაშუქებისგან თავი შეიკაოს და არაფერი ჰკითხოს მისი და ირინას ახლანდელი ურთიერთიობის შესახებ. სამწუხაროდ მსგავსი ტენდენცია არა მხოლდო შოუ-ბიზნესურ ოჯახებშია, არამედ ისედაც – საზოგადოდ, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა წყვილთა ოჯახებს გადასწვდა, როცა სიყვარულით გაბრუებულ 20 წლის ახალგაზრდებს ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად და ეჩვენებათ, რომ სიყვარულით მთებს გადააბრუნებენ, მერე კი – სამწუხარო ტენდენცია იჩენს თავს, ოჯახები ინგრევა. ”ვარსკვლავებმა” ფსიქოლოგ ნელი ვარდოსანიძეს სთხოვა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მან – არსებული სოციალური ფონი და ახალგაზრდების დაუხვეწავი შეხედულებები რეალობისადმი, მიიჩნია ძირითად მიზეზად და აღნიშნა, რომ ე.წ. ვარსკვლავებიც იგივე ადამიანები არიან, ვისაც უბრალოდ დაუქვეითდა პატიების, მიტევების და შემწყნარებლობის უნარი, რაც თავისთავად სიყვარულია!

6.07.2007 თიკა კანდელაკი ბიზნეს-ლედი გახდა

დიდი ხნის წინ რუსეთში გადახვეწილმა ქართველმა ტელე-წამყვანმა ლამისაა დაანგრიოს მითი იმის შესახებ, რომ ყველაზე ლამაზები და სექსუალურები, ვნებიანები და სასურველები უკრაინელი და რუსი ქალები არიან, რადგან რუსული მედია თინა კანდელაკს უკვე – ყველაზე სასურველ ქალად მოიხსენიებს. სკანდალებით ცნობილი ტელე-წამყვანი უკვე ბიზნს-ლედიც გახდა და საკუთარი მარკის ქალის ხელჩანთების ბიზნესს მიჰყო ხელი, რომელიც არც თუ ის იაფი – 2000 დოლარამდეც კი ღირს. ცოტახნის წინ კი თინა კანდელაკი რუსეთის ტელე-აკადემიის პრეზიდენტმა ვალოდია პოზნერმა ტელე-აკადემიის აკადემიკოსად დაასახელა, მეტიც - იგი მხატვრულ ფილმ ”სმერშ-21”-ში ერთ-ერთ მთავარ როლზე მიიწვიეს, თავად ტელე-წამყვანი საკუთარი კინო-დებიუტით კმაყოფილებას გამოთქვამს და დაბეჯითებით აცხადებს, რომ მალე წარმოებაში ჩაეშვება მისი სახელობის ფეხსაცმელები, რომელიც 700-1000 დოლარამდე ეღირება.

5.07.2007 კუტუნიო ამჯერად ბათუმელებს წაუკუტუნებს

თვენახევარი გავიდა მას მერე რაც იტალიელმა, 80-ანი წლების ვარსკვლავმა ტოტო კუტუნიომ, ქართველებს დედაქალაქის მთავარი - თავისუფლების მოედნიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამჯერად კუტუნიოს ხმის მოსმენის და შეფასების საშუალება აჭარლებს ბათუმში ექნებათ, ეს სიამოვნება სულ რაღაც 350.000 დოლარი ღირს და ერთ აჭარელ ლამაზმან მკერავს უნდა უმადლოდეს მთელი ბათუმი, კუტუნიო, რომ შავიზღვისპირეთში გაიჩითება. ეს, ლამაზმანი კი ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის ჩვეულებრი თანამშრომელია, რომელმაც პრეზიდენტს პირადად სთხოვა - იქნება კუტუნიო ჩამოიყვანო ბათუმში, ძალიან მოგვწონსო! პრეზიდენტმაც ბათუმელ ლამაზმანს სურვილი სულ რაღაც 350.000 დოლარად შეუსრულა. ბედნიერმა ქალბატონმა ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთი თხოვნა გაუგზავნა მიშას - აი, ყველაფერი კაია, მარა უკეთესი იქნება თუ სურვილს ამიხდენავს და იტალიაში გამიშვებსაო! ვნახოთ, ამჯერადაც შეუსრულდება თუ არა აჭარელ ლამაზმანს სურვილი პრეზიდენტის კეთილი ნებით. მანამდე კი დღეს ბათუმი 350.000 დოლარიან კუტუნიოს გაუსინჯავს გემოს!

4.07.2007 კაბუმ წამლის გამო პატიება ითხოვა

როგორც ჩვენი საიტის მკითხველს ახსოვს, რამდენიმე თვის წინ გორი-თბილისის მაგისტრალზე მანქანაში, დააკავეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი ქართველი რეპერი, მსახიობი კახა აბუაშვილი (კაბუ), მიზეზი სამწუხაროდ უკვე ტრადიციული იყო – მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი რეპერი რაებს აკეთებდა საპატრულო პოლიციის ვიდეოკამერის წინ თავადაც არ იცოდა. როგორც ჩანს რეპერმა გულით მოინანია და აღიარა ეს დანაშაული, რადგან უკვე დიდ სნანულს გამოხატავს და რაც მთავრია აფიქსირებს იმ ადამაინებსი მიმართ ვისაც ის უყვარს – პატიებას სთხოვს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და მადლობას უხდის ამთ დახმარებისთვის. Kაბი აცხადებს, რომ – ძალიან მცხვენია ჩემი ალლაი ბიძაშვილის, რომელიც პატრულში მუსაობს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსული იყო, მინდა მთელმა ქალაქმა დაივიწყოს რაც შემემთხვა. ფსიქოლოგების აზრით ასეთი შემთხვევები, როცა ადამიანში სინანულის გრძნობა იღვიძებს, რეალურ სტიმულს აძლევს ნარკოტიკების პოტენციურ მომხმარებელს, ტავი დაანებოს საწამლავის შემდგომ მოხმარებას. Fსიქოლოგებსი აზრით სწორედ ამ შემთხვევასტან გვაქვს საქმე კავუს შემთხვევაში და სხვათაშორის მომღEრალ თემურ თათარაშვილის შემთხვევაშიც, როცა მან გულწრფელად, ცრემლებით მოინანია დანაშაული, შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით თათარაშვილი ციხეში 10 წლით ჩააჯინეს.

3.07.2007 ფილიპ კირკოროვის მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში

ათწლიანი პაუზის შემდეგ გუშინ თბილისს მონატრებული რუსული ესტრადის ვარსკვლავი და ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარი ფილიპ კირკოროვი ესტუმრა. იგი ალა პუგაჩოვას ქმრებში რიგით მესამე იყო. საქართველოდან მოწვევა დიდი სიხარულით მიიღო, რადაგნა როგორც თვითონ თქვა ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ერი თავისი სტუმართმოყვარეობითა და გულუხვობით. არასოდეს გვივიწყებს და ყოველთვის დიდი სიყვარულით გვიხსენებს და მის გულში ჩვენი ადგილი ყოველთვის არის. კირკოროვმა კონცერტი “ევროპარკში” გამართა, რადგანაც მოწვევა სწორედ ამ პარკის ხელმძღვანელობისაგან მიუღია გუშინ დილით. ამის გამო სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა და საღამოს ყოველგვარი პიარის გარეშე კონცერტიც გამართა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კირკოროვი წვიმისა და გახმაურების გარეშე ჩატარებულ კონცერტზე მაყურებელთა უკმარისობას ნამდვილად არ უჩიოდა. კონცერტზეც ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ არა წვიმისაგან დასველებული აპარატურის მოულოდნელი გადაწვა, რამაც კონცერტი ოცი წუთი შეაფერხა, მაგრამ ქართველები რა ქართველები ვართ თუ ამაშიც სარგებელი ვერ ვიპოვეთ. მაყურებელსაც აღარ დაუყოვნებია და ავატოგრაფების ჩამორთმევა დაუწყეს. ამასობაში აღარც “ევროპარკის” დირექციასა და ორგანიზატორებს უფიქრიათ ბევრი და ავტოგრაფების დარიგებაში გართული კირკოროვი ფეიერვერკებით გაამხნევეს. ამასობაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა და კონცერტიც წარმატებით დასრულდა. ფილიპ კირკოროვმა კი პირობა დადო, რომ ჩვენი პრეზიდენტისა და თბილისის მერის მოწვევას აუცილებლად მიიღებს და ცხრა აგვისტოს ისევ ეწვევა საქართველოს. ოღონდ ამჯერად ბათუმში და კიდევ ერთ კონცერტს აჩუქებს ქართველ მსმენელს. არც ის არის გამორიცხული, რომ კირკოროვმა შემდეგ ვიზიტზე საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდებაც მიიღოს საქართველოს სიყვარულისა და ქართველი ერის დაფასებისათვის.

3.07.2007 ეკა კვალიაშვილი აგრესიული მუსიკის წინააღმდეგია

ქართული ესტრადის ვარსკვლავი ეკა კვალიაშვილი შეშფოთებულია მოზარდთა შორის გავრცელებული და ფესვგადგმული აგრესიის შემყურე, პრესასტან ურთიერთობაში მომღერალია მა სუკვე ხმამაღლაცა ფიქსირებს და ამ ყველაფრის საკუთარ ვერსიასაცა ყალიბებს (არცთუ ისე უსაფუძვლოს) – ყველაფერი გარკვეულწილად მუსიკის ბრალიცაა, მოზარდების უმეტესობა აგრესიულ როკს უსმენს და არ იციან, რომ მუსიკამაც შეიძლება დანეგრგოს აგრესია, არ მესმის როგორ უნდა უსმინო კაცს, რომელიც სიმღერით დედას გაგინებს?! – მსგავსი მოსაზრება პირველად ჟურნალ ”ვარსკვლავებში” დაფიქსირდა, როცა თბილისში ჩამოსულმა რეპის ლეგენდამ, ქულიომ ფილარმონიის (!) სცენიდან ქართველ მსმენელს სულ დედა აგინა სიმღერ-სიმღერით და ამაზე მაყურებელი მხურვალე ტაშს უკრავდა, სწორედცმაშინ დაფიქსირდა მსგავსი მოსაზრება და დღესაც ვეტანხმებით ეკა კვალიაშვილს, რომ მაქსიმალურად უნდა გაიფილტროს ქართველი მოზარდების გონება და თუ საჭიროა ისინი უნდა ვაიძულოთ კიდეც, ისწავლონ რაღაცეების (!) ერთმანეთისგან გარჩევა.

2.07.2007 ქეთა თოფურიას მკერდი არ გაუშიშვლებია

ცოტა ხნის წინ რუსული ყვითელი პრესის ლიდერმა გამოცემამ ”სპიდ-ინფომ” სენსაციური ფოტოსურათები დაბეჭდა ყდაზე, სადაც რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი მკერდმოშიშვლებული, თავისი ჯგუფის ”ა-სტუდიოს” სამი მამაკაცის გარემოცვაში პოზირებს. გაზეთში ასევე გამოქვეყნებულია ყოვლად უწყინარი ინტერვიუ ჯგუფთან, მაგრამ ამ ყველაფერს ლამაზად აფორმებს ქეთას მკერდმოშიშვლებული ფერადი სურათები. კომპიუტერული პროგრამა ”ფოტოშოფის” პროფესიონალი მცოდნეები ძალიან ადვილად შეამჩნევდნენ ამ მონტაჟს, რაც შესაბამისად თავად მომღერალმაც დაადასტურა ”ასავალ-დასავალთან” საუბარში – რომ, გაზეთ ”სპიდ-ინფოს” ყდაზე გამოქვეყნებული შიშველი მკერდი მისი არაა და ეს უბრალოდ ფოტო-მონტაჟია. დიდი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, თუ რაში ”აწყობდა” ან მილიონიანი ტირაჟის მქონე ”სპიდ-ინფოს” ქეთას ”შიშველი” სურათების გამოქვეყნება, ან თავად მომღერალს და მის ჯგუფს რატომ სჭირდებოდა ეს, - მარტივი და ბანალური ჭეშმარიტებაა – ხელი ხელს ბანს და ორივე კიდე პირსო! გაზეთიც გაიყიდა – ქეთას ”შიშველი” მკერდის გამო და ჯგუფის რეიტინგი კიდევ უფრო ამაღლდა რუსულ შოუ-ბიზნესში. ქეთა თოფურია აცხადებს, რომ მისთვის გაშიშვლება გაზეთებისთვის მიუღებელია, ეს კი უბრალოდ ფოტომონტაჟია და სხვა არაფერი!

1.07.2007 ”მას-მოდა-2007” ჟურნალისტების მოკრძალებული გართობა

მიუხედავად სერიოზული პიარ-კომპანიისაა და წამყვანი სატელევიზიო არხების მხარდაჭერისა, გასართობი შოუ ”მას-მოდა” რომელშიც მონაწილეობას ქართული ჟურნალისტიკის ტელე-სახეები იღებდნენ და რომელიც წელს მეორედ ჩატარდა – მოკრძალებულ ხასიათს ატარებდა. ”ქორთიართ-მარიოტის” საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას შარშანდელისგან განსხვავებით პოლიტიკური ელიტა ნაკლებად ესწრებოდა, უფრო ოპოზიციური ფრთა იყო წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების ფავორიტები სხვადასხვა ნომინაციებში, ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები გახდნენ, რაზეც ოპოზიციონერთა ჩუმი ქილიკი დაიმსახურეს (იხ. ”ვიდეორგოლების” განყოფილება”). საღამო ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანს ინგა გრიგოლიას და ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ს წამყვანს ზაალ უდუმაშვილს მიჰყავდათ, რაღათქმაუნდა 2 ”ვეშაპის” ერთად დგომა, მათ საერთო შეხუმრებულ საუბარშიც აისახა, განსაკუთრებით მაშინ როცა ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულ ირაკლი ოქრუაშვილთან (რომელიც რათქმაუნდა დარბაზში არ იმყოფებოდა) ინგა გრიგოლიამ წამი არ დააყოვნა და პრიზის გასაგზავნად გამზადებულ ქალბატონს ეგრევე ოპერატორი და ჟურნალსტი ”აჰკიდა” :)) და გზაში ერთი კითხვაც დააწია – ბოლო-ბოლო თქვას რას აპირებსო! მონაწილეთა შორის 40-მადე ლამაზი ქალბატონი იყო, მაგრამ შარშანდელსიგან განსხვავევით არცერთი მამაკაცი, რაც მამაკაცმა ჟურნალსიტებმა უკვე უკუსვლად მოუნათლეს ორგანიზატორებს, ასევე ბევრი უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რადგან მონაწილეთაგან ბევრს, დამსწრე საზოგადოება უბრალოდ სახეზე ვერ ცნობდა ვინ იყო და ერთი ვერავინ მოიფიქრა, რომ გამოეცხადებინა თუ ვინ ნარნარებდა პოდიუმზე იმ მომენტში. როგორც აღმოჩნდა ბეჭდვითი მედიის ორიოდ წარმომადგენელიც გაურევიათ მონაწილეთა შორის, თუმცა კულუარულად ისიც გავიგეთ, რომ ბევრს უბრალოდ უარი უთქვამს ”მას-მოდაში” მონაწილეობაზე. მოკლედ ასე იყო თუ ისე, ვინც იყო ის გაერთო, იპოზიორა, იპრანჭა და შემდეგ საღამო რესტორან ”თუ საიდში” დახურა. ჩვენ კი, ამ 40 უცნობ-ნაცნობ გამომსვლელებს შორის ჩვენი ფავორიტებიც ავირჩიეთ – ტელეკომპანია ”კავკასიის” წამყვანი ლიკა ნაღებაშვილი, ”რუსთავი-2”-ის ჟურნალისტი ეკა გიორგობიანი და ”იმედის” კორესპონდენტი ლიკა ბერაია.

30.06.2007 დიანა ღურწკაიას მხედველობა უბრუნდება

ცნობილი ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ცოტახნის წინ დედა გახდა, მას ბიჭუნა შეეძინა, ”ვარსკვლავები” სულით და გულით ულოცავს დიანას შვილსი დაბადებას და ჯანმრთელობა სდა ოჯახურ იდილიას უსურვებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ დიანა მალე ქალაქ უფას თვალის კლინიკაში ექიმ მულდაშევთან თვალის ორი ოპერაციის გაკეთებას აპირებს ად სავარაუდოდ მომღერალს საბოლოოდ დაუბრუნდება მხედველობა. ექიმს დიანასთვის უკვე აქვს გაკეთებული ერთი ოპერაცია ოთხი ვიზიტის დროს, რისი შედეგიცაა ის, რომ მან სინათლის გარჩევა შეძლო, მაქსიმალურად შეუმსუბუქდა თვალის შიდა წნევით გამოწვეული ტკივილები. გარკვეული პერიოდის მანძილზე, სანამ პატარას დედის ხელი დასჭირდება დიანა ღურწკაია სცენაზე აღარ დადგება, ცოტა ხნის მეერ კი სავარაუდოდ შვილს ძიზას დაუქირავებს და შემოქმედებით მოღვაწეობასაც განაგრძობს.

30.06.2007 ია ჩანტლაძეს ისევ ”არ უყვარს” :)

მომღერალ ია ჩანტლაძეს რეპერტუარში ერთი ჰიტი ჰქონდა ”არ მიყვარხარ” რომელიც 90-ანების ბოლოს ჩარტების პირველ ადგილებს დიდხანს იკავებდა, როგორც ჩანს იას კვლავ ”არა უყვარს” რადგან მამუკა ღლონტის შემოტავაზება მიიღო ამ სიმღერის რემიქსული ვარიანტის ჩასაწერად და კლიპის გადასაღებად (სხვათაშორის მშვენიერი ქალბატონი დღემდე გასათხოვარია). იდეას საქმე მოჰყვა და რეპერ ”მასტერასთან” ერთად ია ცანტლაძის სიმღერამა ახალი ჟრერადობა შეიძინა. Dუეტზე ირაკლი სოლომონაშვილისა და ჯაბა მელქაძის მონდომებით ლამაზი კლიპიც გადაიღეს და ეთერშიც ჩაუშვეს. Kლიპი კი ნამდვილად გამოირჩევა ტავის ორიგინალობით – მასში იასა და ”მასტერას” გარდა სხვა ადამიანი არ მონაწილეობას, ყველა ჩვეულებრივი ვიტრინის მანეკენია, საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდება, რომ ამ ორის გარდა ყველა ადამაინი ყოფილა, თავად კი მანეკენები. მოკლედ ბიზნეს-ვუმენად გადაქცეული ია ჩანტლაძე სცენას კვლავ ”არ მიყვარხარით” დაუბრუნდა.

29.06.2007 დააკავეს მსახიობი გიორგი ყიფშიძე

როგორც შინაგან საქმეთა სამინსტროს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი იტყობინება ერთი კვირის წინ დააკავეს ცნობილი მსახიობის ზურა ყიფშიძის ვაჟი, ასევე არანაკლებ პოპულარული გიორგი ყიფშიძე, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერება - მარიხუანას გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. პოლიციის უფროსის განცხადებით, მსახიობის მიმართ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სასჯელი გატარდება და გიორგი ყიფშიძე დაჯარიმდება. მსახიობს კი, გამოუშვებენ, მაგრამ ერთი რამ მაინც გასაოცარია, როცა ქვეყანაში ასეთი დიდი ანტი-ნარკოტიკული ბუმია ატეხილი, აპატიმრებენ და სჯიან ყველას ვისაც კი საერთოდ მცირე შეხება ექნება ამ საწამლავთან, ჩვეულება გამოდის, რომ მართლაც რჯულზე უმტკიცესი ყოფილა, რადგან სახელმწიფომ უკვე დაანახა საზოგადოებას, რომ მისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება და პრინციპში ეს, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა საკითხისადმი. სასაცილო კიდევ იცით რა არის (თუ არა სატირალი)? ის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცნობილი და პოპულარული ადამიანები მაინც ხშირად არიან წამლის გავლენის ქვეშ, ალბათ დაკავების საკუთარ რიგს ელოდებიან.

28.06.2007 ნინო ჩხეიძეს კომპოზიტორი უჩივის?

გაყიდვაში გამოვიდა დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლის, ქალაქური სიმღერების შემსრულებლის, ახალგაზრდა, ლამაზი ქლაბატონის - ნინო ჩხეიძის პირველი სოლო-ალბომი, სახელად ”უშენოდ” უწოდა, ალბომზე მუშაობას მომღერალმა 6 თვე მოანდომა კოტე ნონიკოვის სტუდიაში, პარალელურად გადაიღო ახალი კლიპიც, რომელიც რამდენიმე დღეში ჩვენს საიტზეც დაიდება. როგორც იცით ”პატრინოტზე” გამოსვლის დროს ნინო ჩხეიძეს ”კახეთოს” შესრულების შემდეგ პრობლემები შეექმნა სიმღერის კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილთან, რომელმაც სატელევიზიო ეთერით ისიც კი, განაცხადა, რომ საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლებდა მომღერალს. ნინო აცხადებს, რომ ეს სიმღერა მასთან შეთანხმებით ჩაწერა, მაგრამ თუ ვინმე თვლის, რომ მისი სიმღერა არ უნდა შევასრულო, ასეც იქნება! სწორედ ამიტომ ნინოს ნამღერი ”კახეთო” ალბომში არ შევიდა. სხვათაშორის ეს პირველი შემთხვევა არაა კომპოზიტორებს და შემსრულებლებს შორის დაპირისპირებისა, ალბათ გახსოვთ ქეთი მერკვილაძისა და იმ დროინდელი ჰიტის ”ქალს” კომპოზიტორის მანანა კვატაშიძის სასამართლო პროცესი, ანსამბლ ”ერისიონისა” და ”შატილის ასულოს” კომპოზიტორის დავა, ასევე თემო ხვიბლიანისა და მის მიერ შესრულებული ”ვერხვის ფოთოლის” კომპოზიტორის აკაკი ბობოხიძის დავა, როგორც ჩანს არც ნინოს სკანდალი იქნება უკანასკნელი, რადგან ჩვენი ინფორმაციით მსგავსი შემთხვევები კიდევ წინ გველოდება.

27.06.2007 ლუ ბეგამ აჩი ფურცელაძე დაასაჩუქრა

მამბოს მეფედ მონათლულმა ლუ ბეგამ, ”ტრიუმფში” გამართული კონცერტით ქართველებს თავი დაამახსოვრა, პირველივე სიმღერა ”მამბო #5” შესთავაზა მსმენელს და ხალხიც ეგრევე წამოშალა მაგიდებიდან. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში შემოსასვლელი ბილეთები 60 და 100 ლარი ღირდა, ”ტრიუმფი” იმ საღამოს მაყურებლის ნაკლებობას არ უჩიოდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პატარა (!) გოგო-ბიჭები ჭარბობდნენ, თუმცა არც ახალგაზრდა ხელისუფლების ახალგაზრდა ”თინეიჯერები” აკლდნენ ”მამბოს საღამოს”, რომლებიც კლუბის ზედა სართულზე მოკალთდნენ და იქ სხვისი თვალისთვის შეუმჩნევლად მხიარულობდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით მოცეკვავეთა შორის მოსკოვიდან დროებით გადმობარგებული აჩი ფურცელაძე გამოირჩეოდა, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენია ლუ ბეგას და სცენაზეც მიიხმო და სიმპათიებიც საკუთარი შავი ცილინდრის ჩუქებით დააფიქსირა აჩისადმი. დაშლა-არდაშლის სადღეგრძელო კი, ბოლოს მაინც ქართველებმა დალიეს :)) ეს შენი შავი კაცი სცენიდან სულ ტაშმაშით გააცილეს და სანუკვარი დისკოთეკის ჰანგებზე უკვე ვინ რას ცეკვავდა ვერ გაარჩევდით :) ფოტოზე: - ეს აჩი ფურჩელაძეა, ლუ ბეგა არ გეგონოთ, ჩვენს ჟურნალისტ ლელათსან ერთადაა.

24.06.2007 სალომე ბაკურაძე და კახა კუხიანიძე ფესტივალზე მიდიან

27 ივნისს 2 ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი კახა კუხიანიძე და სალომე ბაკურაძე მოლდოვეთში საერთაშორისო ფესტივალზე "მეგობრული სახეები 2007"-ზე მიემგზავრებიან. იქაური მსმენელისთვის კახას სიმღერები ნაცნობი და უკვე საყვარელია. სალომე კი ფესტივალში კონკურსზე მონაწილეობას მიიღებს და იმედია საპატიო ცოდებით დაგვიბრუნდება. ზემოთხსენებულ ფესტივალში 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ხოლო რაც შეეხება ჟიურის საკმაოდ კომპეტენტური და ობიექტური უნდა იყოს. ჟიურის ერთ-ერთი წარმომადგენელია სააგენტო "მაქსიმუმის" ხელმძღვანელი - ეკა ჩიტაშვილი, რომელსაც უნდა წარედგინა საქართველოდან კონკურსანტი. მათ არჩევანი სწორედ სალომე ბაკურაძეზე შეაჩერეს და იმედია სალომე ამ იმედს გაამართლებს. რაც მთავარია ეკას მისი ნამღერი მოსმენილი აქვს და დარწმუნებულია რომ არ შერცხვება. კონკურსი 3 დღიანია 30 ივნისიდან 3 ივლისამდე მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორი დაგვპირდა იგი ექსკლუზიურად ჩვენი საიტისათვის მოლდოვეთიდან მოგვაწვდის ფოტო და ვიდეო-მასალას.. კონკურსანტის ჩაცმულობაზე იზრუნა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა და 3 კოსტიუმი კონკურსანტ სალომე ბაკურაძეს გადასცა. ინტერ