|
რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში, 15 ივნისს - 17:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერალი, პოპულარული ავტორ-შემსრულებელი ("ჯეოზუმერების" მრავალი წლის ლიდერი) მომღერალი მანჩო იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ მოპოვებული წარმატება, ფრთხილი და გამოზომილი ნაბიჯები ქართული ესტრადის ვარსკვლაბობისკენ, პოპულარობის მიღწევის რეცეპტები და მანჩოს პოპულარობის გარანტი. შედით და მოისმინეთ საუბარი-ინტერვიუ და გაიგოთ ყველაფერი მის შესახებ, რას ფიქრობს, რას აპირებს პოპულარობის შენარჩუნებისთვის და რას ფიქრობს თანამედროვე კლანურ შოუ-ბიზნესზე
რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში სამშაბათს, 8 მაისს - 17:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - პოპულარული ახალგაზრდა ქართველი მომღერალი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და ბევრჯერ გამარჯვებული, ქართული მუსიკალური სატელევიზო შოუ "ჯეოსტარის" მონაწილე ბორის ბედია იყო, შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ ბორის ბედიასთან საუბარი-ინტერვიუ და გაიგოთ მისი აზრი საქართველოში მიმდინარე კულტურის პოლიტიკის შესახებ, შეხედულებები შოუ-ბიზნესზე, ქართულ თეატრზე, კინოზე და რათქმაუნდა მუსიკაზე, ასევე "ოირმალას" სკანდალები და ჯერ გაუხმაურებელი ფაქტები
02.06.2010. ზურა მანჯავიძე ფულის გამო გაყიდულ სინდისს აპროტესტებსპოპულარული ქართველი მომღერალი, ჯგუფ “ფორტეს” სოლისტი ზურა მანჯავიძე გაკვირვებულია (რბილად, რომ ვთქვათ) თავისი კოლეგების მსგავსი სახის სახეცვლილებით, - გულისხმობს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ მომხდარ მოვლენებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, არჩევნების დამთავრებიდან ერთ საათის შემდეგ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის ახალი არჩეული მერი, გიგი უგულავა, მხარდამჭერებს და აქტივისტებს (!) შეხვედა, რის შემდეგაც ავლაბრის ერთ-ერთ პრესტიჟულ ღამის კლუბში “საერთო ნაციონალური ფართი” გაიმართა, მოზეიმეთა შორის იყვნენ ე.წ. პრეზიდენტის მომღერლები და სახალხო იუმორისტული, თუ სოციალური სატელევიზო თოქ-შოუების წამყვანები და მსახიობები.ზურა მანჯავიძის გაღიზიანების მიზეზიც ეს გახდა, პლუს ამას იმ ადამაინების ამ გუნდში დანახვა, რომლებიც ცოტახნის წინ ხალხის გვერდით და ხალხთან ერთად იდგნენ და უცებ “მიშას მომღერლების” რიგებში აღმოჩნდნენ, თუმცა მანჯავიძე კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ასახელებს. ჩვენმა ჟურნალისტებმა დაკვირვებით, განმეორებით უყურეს ამ სატელევიზო ჩანაწერს და თითქოს იქ ისეთი, გასაკვირი, რომ ყოფილიყო მისი დანახვა იმ გარემოში - ვერავინ აღმოაჩინეს, მათ შორის არც სააკაშვილის დაუძინებელი მტრის ასლან აბაშიძის, მარჯვენა ხელის საესტრადო ორგანიზების დარგში – კახუჩელას (იგივე კახაბერი, იგივე კახა ცისკარიძე) დანახვა გაგკვირვებია და არც, ღირსების ორდენოსანი, პირველი ქართველი “პლეიბოის” ნინა წკრიალაშვილისა, რომელმაც ერთ დროს ჟურნალისტები სულ “იდი ნახუის” ძახილით გაისტუმრა თურმე :) .
01.06.2010. ერთი მილიონი ევრო და მე-9 ადგილი, სოფო ნიჟარაძის “ევროვიზიული” წარ-მატება“ევროვიზიის” 55-ე საერთაშორისო სატელევიზო ფესტივალზე ჩვენი საიტის მრავალათასიან მკითხევლთა პროგნოზი გამართლდა – ულამაზესი, სექსუალური და ნიჭიერი ქართველი მომღერალი (ასე მოიხსენიებს მას ევოპული პრესა) ათეულში მოხვდა და მე-9 ადგილი დაიკავა.იმის მიუხედავად, რომ ამ “პოლიტიკურ-მუსიკალური” კონკურსის შარშანდელი ვერსია საქართველოსთვის მიუღწეველი იყო (სააკაშვილის პროექტის, - “სტეფანე და სამი გოგოს” - პუტინის მაგინებელი სიმღერის გამო), წელს სახელმწიფომ კვლავ გამოყო (თუ გადაყარა?) მილიონო ევრო, იმიჯის გასამყარებლად და “ევროვიზიაზე” როგორც თავში ვახსენეთ ლამაზი, ნიჭიერი და სექსუალური სოფო ნიჟარაძე გაუშვა. არავინ იცის, მივაღწევდით თუ არა იგივე შედეგს სოფო ნიჟარაძის მაგივრად მაგალითად გულნაზი გოლეთიანი, რომ გაგვეშვა ამ კონკურსზე (თანაც გაცილებით იაფი დაუჯდებოდა პრეზიდენტს მისი გაშვება), მაგრამ ეს რომ მაინს სხვა (!) სახელმწიფოების კეთილ ნებაზე და მათ მიერ დაწერილ ქულებზეა დამოკიდებული ცნობილი ფაქტია და ილუზიებიც არ უნდა გვქონოდა, რომ ადვილად “გაგვავარსკვლავებდნენ”. სხვათაშორის, გამარჯვებული ქვეყნის, გერმანიის თინეიჯერი მოქალაქე, 19 წლის ლენა მაიერ-ლანდრაუტი უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდობაში (!) გადაღებული ეროტიკული ვიდეოკადრებიც კი, გამოუქექეს, როცა გერმანელი ლამაზმანი თავისი შიშველი სხეულის დემონსტრირებას მოწიფული მამაკაცის კომპანაიში აკეთებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი სოფო ნიჟარაძე ვიდარდოთ, რადგან არც მისი ცნობილ რუსთან (!) პაველ ბურესთან სასიყვარულო ურთიერთობები აინტერესებს საქართველოში ვინმეს და არც მისი და მიშა სააკაშვილის ნათესაური დამოკიდებულება, ქართველები მაინც “რაღაცაში” გადაყრილ მილიონ ევროს მისტირიან, ამბობენ ქვეყნის საგარეო (!) ვალმა 8.000.000.000 დოლარს უკვე მიაღწიაო, რა შუაშია? არა, ეს ისე, უბრალოდ . . . .
31.05.2010. ბორის ბედიამ “ბროლის წეროს” “გრან-პრი” მიიღო20-23 მაისს, მოლდავაში ქალაქ ბელცში ჩატარდა მე-5 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი-კონკურსი ‘’ბროლის წერო”. რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 17 ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოდან კონკურსზე წარდგენილი იყო “ჯეოსტარის” ვარსკვლავი, ნიჭიერი მომღერალი ბორის ბედია (რომელიც 7 ივნისს ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემა “პირისპირში” რადიო “საქართველოს ხმაზე” დეტალურად ისაუბრებს ყველაფრის შესახებ) რომელმაც კონკურსზე ერთი ქართული და ერთი უცხოური ჰიტი (ფრედი მერკურის Somebody) შეასრულა.ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბორის ბედიას პირველი ადგილი მიენიჭა. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები შესაბამისად სომხეთმა, რუსეთმა და მაკედონიამ გაინაწილა. 11 კაციან საერთაშორისო ჟიურიში იყო ქართველი პროდუსერი - კობა ბრეგვაძეც. ბორის ბედიამ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში 26 მაისს საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ გრანდიოზულ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა გივი გაჩეჩილაძის ბიგ-ბენდთან ერთად, რომელზეც მთელი უკრაინის სამთავრობო ელიტა და დიპლომატიური კორპუსი იყო დაპატიჟებული. . 30.05.2010. მზია კვირიკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოაპოპულარული მსახიობის, ქართული იუმორის დედოფლის მზია კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, ღვიძლის ავთვისებიანი კიბოთი დაავადებული მსახიობი ცოტახნის წინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა სამუშაოდ, სამწუხაროდ მისი მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ქ-ნი მზია საავადმყოფოში მოხვდა.საქართველოში დარჩენილი ახლობლები და მეგობრები მაქსიმალურად ცდილობენ თანხების მობილიზებას, რომ მზია კვირიკაშვილი როგორმე ამერიკიდან თურქეთის კლინიკაში გადმოიყვანონ, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ამერიკელი ექიმები და არ იძლევიან გარანტიას, რომ პაციენტი თვითმფრინავით გადაადგილებას გადაიტანს. შეიქმნა სპეციალური ფონდი, სადაც ყველას შეუძლია მზია კვირიკაშვილის დასახმარებლად თანხების მობილიზებისთვის თავისი წვლილი შეიტანოს, რათა მაქსიმალური გარანტებით მოხერხდეს სიცილის დედოფლის ჯანმრთელობის ნორმალიზება. გთავაზობთ ანგარიშის სპეციალურ ნომერს Intermediary Bank, JP Morgan Chase Bank, New York, USA, SWIFT: CHASUS33 Account With Institution, Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia Beneficiary: Kvirikashvili Mzia, Account: 160415201 USD
29.05.2010. პაატას ახალი კლიპი - “ბაშიაჩუკი” ეკრანზე დაბრუნდაეს მომღერალი ყოველთვის ნოვატორული იდეებით გამოირჩევა, ერთმანეთს ფოლკორს და თანამედროვე საესტრადო რიტმებს კარგად უთავსებს, არც ქართული შოუ-ბიზნესის კომაში ყოფნას ეპუება და დაჟინებით ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს მისი ამ მდგოარეობიდან გამოსაყვანად. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა საზოგადოებას ახალი ნამუშევარი წარუდგინა, ახალი კლიპი, ახალი სიმღერა, რომელიც პოპულარული “ბაშიაჩუკის” მოტივებზეა გადაღებული, თუმცა კინო “რუსთაველში” შეკრებილი საზოგადოება ტყუილად ელოდებოდაცხენზე ამხედრებულ პაატას, საქართველოს კუთხეების ლამაზ-ლამაზ ხედებს და მსგავსი სახის ბანალურ კადრებს, - კლიპი ძირითადად კომპიუტერული ეფექტებითაა დატვირთული და კარგად ერწყმის “ბაშიაჩუკის” პოპულარულ სიმღერას – “ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო” გამოყენებულია ქორეოგრაფიული ელემენტები – “სამაის” ცეკვა, ხანჯლური, ანუ ფორმატი რომელიც პაატას, როგორც მომღერალს და ქორეოგრაფს მთლიანად გამოარჩევს თავისი კოლეგებისგან. “ვარსკვლავები” წარმატებებს უსურვებს პაატას და მადლობას უხდის ქართული შოუ-ბიზნესის განთვითარებაში და სიცოცხლისუნარიანობაში შეტანილი თავისი წვლილისათვის. 28.05.2010. გოგა ნიქაბაძის და მაიკო ჯანყარაშვილის ჩვენებარამდენიმე დღის უკან კლუბ “ვერე-გარდენში” ბათუმელმა, წარმატებულმა ახალგაზრდა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ 80-ანი წლების “დისკო” სტილის კაბების ჩვენება მოაწყო, მაია ჯანყარაშვილის სამოდელო სააგენტოსთან ერთად. “ფეშენ ვიკზე” წარმატებული დებიუტის შემდეგ, ეს დიზაინერის მეორე ჩვენებაა დედაქალაქში, გოგა ნიქაბაძის და მაიკო ჯანყარაშვილის ტანდემმა დამსწრე საზოგადოებაში მოწონება დაიმასხურა. ჩვენების ბოლოს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი საკარული უძღვებოდა, ტრადიციული ტორტიც გაიჭრა და ტრადიციული დისკოთეკაც შუაღამემდე გაგრძელდა. 27.05.2010. “ქუჩის ბიჭები” ჯგუფის აღდგენაზე ალაპარაკდნენგასული პერიოდის პოპულარული ქართული ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” შესაძლოა კვლავ აღდგეს და მსმენელის წინაშე ახალი სიმღერებით და განახლებული იმიჯით წარსდგეს და შეეცდება დაამტკიცოს, რომ - “ქუჩის ბიჭები” არ ყოფილა მხოლოდ გარკვეული პერიოდის პოპულარული პროექტი. მისი დაშლა უცებ არ მომხდარა, ნელ-ნელა, თუმცა პირველი სერიოზული დარტყმა “ქუჩის ბიჭებისთვის” “მუსიკალური ხერხემლის” ირაკლი ნოზაძის გაშვება იყო, რომელიც იმ პერიოდში ნარკოტიკებთან აქტიური დამოკიდებულების გამო საქმისადმი უყურადღებო გახდა, ახალი წევრის პაატა ცეცხლაძის მიღებამ, არც დადებითად და არც უარყოფითად ჯგუფზე არ იმოქმედა, ერთ ადგილზე ტკეპნა ჯგუფის მეორე წევრსაც - გურამ ლომიძესაც მობეზრდა და თავის სარჩენად ამერიკას მიაშურა, ამას მოყვა ჯგუფის ლიდერის ზურა ხაჩიძის სკანდალური ქორწინება და მისი ოპოზიციური განწყობა, ყველაზე უემოციო ამ გაუგებრობაში პაატა ხაჩიძე დარჩა. მაგრამ ბოლო დროს, ბიჭები აქტიურად ალაპარაკდნენ ჯგუფის კვლავ აღდგენაზე ძველი შემადგენლობით, ირაკლი ნოზაძესთან ერთად, რომელიც ამჯერად ოჯახს მოკიდებულია, ყავს მეუღლე და შვილი და ბორჯომში აქვს პატარა ბიზნესი, მთლიანად განიკურნა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან და სრულად რეაბიტირებულია. როგორც გაირკვა მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ სპონსორებთანაც, რომელთა კეთილ ნებაზეცაა დამოკიდებული ჯგუფის ყველა წევრის ერთად შეკრება (სექტემბრისთვის დეტალები უკვე უნდა გაირკვეს) და ახალი მუსიკის კეთება, ახალი თაობის ქართველი მსმენელისათვის და რათქმაუნდა ახლიდან ყველაფრის დაწყება ამჯერად ბევრი მიზეზის გამო გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ეს წლების წინ იყო, როცა “ქუჩის ბიჭების” პოპულარობის ხანა იდგა. 26.05.2010. მამუკა ლომაშვილი - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"
35. რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში 25 მაისს - 17:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - მსახიობი, პაროდისტი, "იუმორინას" პოპულარული სახე მამუკა ლომაშვილი იყო, შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ მამუკა ლომაშვილთან საუბარი-ინტერვიუ და გაიგოთ მისი აზრი საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე, შეხედულებები შოუ-ბიზნესზე, ქართულ თეატრზე, პოლიტიკაზე.
26.05.2010 ნინო ძოწენიძე და ჯგუფი “ნეო” - ახალი განაცხადი ქართულ რეალობაშიგასული წლების თითქმის ყველაზე პოპულარული “სიმღერის” - “შინამანაკენას” შემსრულებელი ნინო ძოწენიძე ამიერიდან მსმენელთა წინაშე განსხვავებული ამპლუით წარსდგება და წარმატებული ბიზნესმენებისგან დაკომპლექტებულ (!) ცოცხალ ბენდ “ნეოსთან” ერთად გამოჩნდება საზოგადოების წინაშე. ამჟამად მიმდინარეობს ყოველდღიური რეპეტიციები, მზადდება რეპერტუარი, იწერება ახალი სიმღერები, კეთდება ინოვაციები და უახლოეს მომავალში ნინო ძოწენიძე “ნეოსთან” ერთად უკრაინაში კონცერტსაც გეგმავს. საუკეთესო აპარატურითა და პროფესიონალებით ზურგშემაგრებული “ნეო” და ნინო არც ქართული ესტრადის მიტოვებას აპირებენ და აქაც ინოვაციებზე, ახალზე ფიქრობენ, ძიების პროცესში უკვე გააკეთეს ერთ-ერთი ძველი ქართული სიმღერის ახლებური ვარიანტი, მასთან ერთად ამზადებენ ინგლისურ ენაზე როკ-სტილის სიმღერასაც. რაც შეეხება ნინო ძოწენიძის სოლო-კარიერას, საბოლოოდ ამ სტატუსზე ის უარს არ ამბობს, ჩვენის მხრივ ვისურვებდით, რომ მისი მომავალი სასიმღერო, მუსიკალური კარიერა მალევე გაშორებოდეს “შინამანაკენას” პოპულარობით მოპოვებულ საზღვრებს, რადგან ეს მომღერალი აშკარად ნიჭიერია. 25.05.2010. ირაკლი ფირცხალავა მალე მამა გახდებაპოპულარული ქართველი მომღერალი რუსეთში, კვლავ ყურადღების ცენტრშია და მიუხედავად თავისი ქართული წარმომავლობისა, მაინცდამაინც ზეწოლას არ განიცდის რუსებისგან, პირიქით - ის, ისევ უყვართ, როგორც 2008 წლის 8 აგვისტომდე უყვარდათ. მომღერლის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია, ირაკლი მალე მამა გახდება და პრესასთან უკვე გამოაჩინა აქამდე კარგად გადამალული თავისი შეყვარებული - სოფია გრებენშიკოვა, 20 წლის ლამაზი რუსი მსახიობი, რომელთან ერთადაც, ამჟამად მოსკოვის სააგარაკო გარეუბანში ცხოვრობს, რადგან პატარას დედას სუფთა ჰაერი ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ირაკლი და სოფია ცოლ-ქმარნი არ არიან და ბავშვის გაჩენის შემდეგ აპირებენ ოფიციალური ქორწინების და ჯვრისწერის გაკეთებას, ცალკე მოსკოვში და ცალკე თბილისში, რის შემდეგაც თავიანთ ურთიერთობებს კანონიერ სახეს მისცემენ. 23.05.2010. საქართველოს კულტურის მინისტრმა ქეთა თოფურია გააკრიტიკანიკა რურუამ ქეთა თოფურიას ნაბიჯი დელიკატურად გააკრიტიკა - მომღერალს მოღალატეს ნადვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ მისგან ასეთი ნაბიჯი, როგორც მინიმუმი არაკორექტული იყოო! - საქმე კი, იმაშია, რომ ქართველმა ქეთა თოფურიამ რუსი მედესანტის (!) ფორმაში გამოწყობილმა 9 მაისს რუსის ჯარისკაცებს სამხედრო სიმღერა მგზნებარედ შეუსრულა და ჟურნალსიტებთან ინტერვიუშიც დააფიქსირა, რომ საერთოდ არ აინტერესებს ვინ რას ფიქრობს მასზე ამ მხრივ.გართულება და ხმაური იმასაც მოყვა, რომ ქეთას მამა რუსეთში ცნობილი კანონიერი ქურდია (ახლახანს დააკავეს) და ქართული ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთი ხალხისადმი კი, მსოფლიო მაშტაბითაა ცნობილი და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხელისუფლების “მსუბუქი კრიტიკა” ქურდის შვილსაც მისწვდებოდა, რომელიც ბედის ირონიით სწორედ იმ ქვეყნის უპოპულარესი მომღერალია, რომელმაც მისი სამშობლო გაანადგურა.
ჩვენის მხრივ კი, გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქეთას თავის საქმეში, რომელსაც კარგად აკეთებს და მხოლოდ ერთი, პატარა რჩევა გვინდა მივცეთ - ყველგან და ყოველთვის თამამად და გაბედულად დააფიქსიროს თავის წარმომავლობა, ქართველობა - რითაც საქართველოში ყვველაზე მეტად ამაყობენ და აფასებენ. .
22.05.2010. ჯგუფმა “მგზავრებმა” ჯგუფ “ფრანს” აჯობესქართული შოუ-ბიზნესის ჰორიზონტზე სიცოცხლის ნიშანწყალი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ჩნდება და იმის პარალელურად, რომ ხალხი ნელ-ნელა ივიწყებს საესტრადო, პოპ-მუსიკას და ქართული ფოკლორის უბადლო შემსრულებლებსაც კი, - “33-ა”, “ზუმბა” და სხვებიც პოპულარობის ზენიტში აღარ არიან. ამჯერად ქართულ რეალობაში ორი, თითქმის იდენტური მიმდინარეობის ჯგუფი ლიდერობს, თითქმის ერთნაირი მუსიკის ახლებური შესრულებით, თითქმის ერთნაირი ახალი სასცენო მანერით, მაგრამ განსხვავებული და სხვადასხვა ტიპაჟის სოლისტებით, - “მგზავრები” და “ფრანი”, პირველის სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი, მშვიდი, უამბიციო, გაწონასწორებული, ემოციური, მუსიკაზე შეყვარებული და მეორე - “ფრანის” სოლისტი - გაგა ჩიხლაძე, მოდიდან კაი ხნის წინ გადასული ქუჩურ-ძველბიჭური, უხეში იერით, ერთი შეხედვით მოურიდებელი და ამბიციური, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული, მაგრამ მუსიკის მოყვარული და დამფასებელი.ერთმაც და მეორემაც ერთი თვის შუალედში გამართეს კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზში, “ფრანმა” 15 აპრილს (მეორე დღესაც იგივე გაიმეორა) მიულოცა სიყვარულის დღე თბილისელებს ფილარმონიის ფოიეში მოწყობილ სცენაზე (“ივენთ-ჰოლს ეძახიან ამ ადგილს) და “მგზავრებმა” კი, თითქმის ერთი თვის შემდეგ მთავრ დარბაზში. პირველადი გამოკითხვებით, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა ამ პერიოდის მანძილზე ჩაატარეს, ორივე ჯგუფის კონცერტებზე, - აშკარად “მზგავრები” ლიდერობენ რეიტინგულად. ჭორი კი იმის შესახებ, რომ სოლისტებმა ერთმანეთში იჩხუბეს და ერთმანეთის ჯგუფებს ვერ იტანენ, როგორც მინიმუმ გადაჭარბებული აღმოჩნდა და ორივემ ერთად უარყო ეს ყველაფერი პრესასთან ურთიერთობისას, მაგრამ ქართულ შოუ-ბიზნესში ჭორი ნადვილად არ ჩნდება უკვამლოდ და კარგი იქნებოდა მათაც დაეძლიათ შესაძლო (!) ამბიციებისთვის და მათი უფროსი კოლეგების “33-ა”-ს და “ზუმბას” სამაგალითო თანამშრომლობის ფორმატი გადაეღოთ.
18.05.2010. ბედინა - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"
რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში, 18 მაისს - 17:00 საათიდან ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - ქართული რეპსამყაროს პირველი რეპერი, ერთადერთი ქართველი რეპერი, რომელიც სასჯელს იხდიდა ციხეში იარაღიას უკანონო შენახვა-ტარებისათვის, რეპერი რომელიც ჯერ არასდროს ყოფილა დაოჯახებული - ბედინა! (მიშა ბედინაშვილი) - შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ ბედინასთან საუბარი-ინტერვიუ და გაიგოთ რით არის დაკავებული ამჟამად, რას საქმიანობს, რა კონცერტებში ღებულობს მონაწილეობას, რა წარმატებები აქვს ახალ საქმეში, რას ფიქრობს სხვა ქართველ რეპერებზე და და რას აპირებს სამომავლოდ, ტა გზებს ხედავს ქართული ჩამკვდარი შოუ-ბიზნესის აღდგენისათვის, ვინ მოსწონს, ვინ არ მოსწონს და რა საიდუმლოს მალავს ძველ კონფლიქტებზე
17.05.2010. საბავშვო სილმაზის კონკურსი - ბარბი 201015 მაისს დუმბაძის სახელობის თეატრში კომპანია NEW STAR-მა საქართველოს მაშტაბით სილამაზის კონკურსი ჩაატარა. კონკურსზე ორი ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა, 6-დან 12 წლამდე გოგონები ,,ბარბი 2010’’-ის ტიტულისათვის იბრძოდნენ, ამავე ასაკის ვაჟები ,,საქართველოს პატარა მისტერ NEW STAR 2010-ისთვის, ხოლო რაც შეეხება 12-დან 18 წლამდე გოგონებში ,,საქართველოს მის NEW STAR 2010’’ გამოვლინდა.
ღონისძიება გაფორმებული იყო თეატრალიზებული დადგმებით, რაც მას მნიშვნელოვნად განასხვავებდა სხვა კონკურსებისაგან. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და რეჟისორი თავად კომპანიის პრეზიდენტი გიორგი ბარამაშვილი გახლდათ.
რაც შეეხება ჟიურის, მათ ვიზუალურობის გარდა კონკურსანტების არტისტულობასა და ჩაცმულობასაც დიდი ყურადღება მიაქციეს. კონკუსი სამ ტურად იყო დაყოფილი: პირველ ტურში ყველა მონაწილე სპორტულ-ელასტიური ფორმით გამოდიოდა, მეორე ტურში პატარა ბარბები დიასახლისების ფორმებით სუფრას უშლიდნენ ვაჟებს. რაზეც ისინი ქართულ ნაციონალურ ჩოხებში სუფრასთან სხდებოდნენ და სადღეგრძელოებს ამბობდნენ, დიდ გოგონებს კი გათანამედროვებული ასევე ქართული ნაციონალური 17.05.2010. ქართული დოლი ამერიკულ “ჰაუს-მუსიკაში”როგორც იცით მომღერალი ნიკა გელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დიჯეის სფეროში მოღვაწეობს სახელით: DJ NIKA, რამოდენიმე დღის უკან ჩვენ მას გავესაუბრეთ, ნიკამ გვიამბო სამომავლო პროექტების შესახებ... ნიკა გელაშვილი: - ჩემი მუსიკალური კარიერა დღეს ცოტათი შეიცვალა, HOUSE-DANCE მუსიკის სტილი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - ამ ეტაპზე ვუკრავ ნიუ-იორკის ყველაზე ისტორიულ და პრესტიჟულ კლუბში WEBSTER HALL - 29 მაისს ამერიკელ მსმენელებს სიურპრიზს ვთავაზობ: პირველად ამერიკის კლუბების ისტორიაში შემომაქვს ქართული დოლი, ცოცხალი შესრულებით, ვფიქრობ ეს პროექტი გაამართლებს... ქართული ძველი ინსტრუმენტი მართლაც, რომ საოცრად ლამაზად ჟღერს HOUSE მუსიკასთან. ამ დღეს დავუკრავ ორ ქართველ დიჯეისთან ერთად DJ TENGO & MIKE CHACH რომლებიც უკვე დიდი ხანია ამერიკაში მოღვაწეობენ და საკმაოდ პოპულარულად. გახსნილია ჩემი ოფიციალური საიტი, სადაც პერიოდულად ახლდება ინფორმაცია. WWW.DJNIKA.COM - აქვე მინდა ავღნიშნო რომ აგვისტოს ბოლოს ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები… ყოველ დღე ვღებულობ მესიჯებს ქართველებისგან FACEBOOK-ში, რომლებსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მხარდაჭერისთვის“ ნიკას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ FACEBOOK NIKA GELASHVILI 17.05.2010. რატომ “გამოფეშენდა “ “ელიტარული საქართველო”?2010 წელი გარდა იმისა, რომ თვითმართველობის არჩევნების წელია და იქ, ისეთ ხალხსაც ნახავთ საარჩევნო სიებში, რომლებიც წესით პოლიტიკაში კი არა, ხელოვნებაში და სპორტში უნდა ტუსოვკობდნენ, იმითაცაა გამორჩეული, რომ “თბილისურმა ელიტამ” ძალიან “წაუფეშენა’ :) ანუ უფრო გასაგებ, არაელიტართა ენაზე, რომ ვთქვათ - მოდების ისეთი მასიური ჩვენებები ეწყობა, რომ ხალხი ლამისაა გაგიჟდეს, ამდენი ჭრელა-ჭრულა “ტუსოვკების” ცქერით.
“ვარსკვლავები” თავის ყურადღებას სათანადოდ (!) ნადვილად ვერ უთმობს ხოლმე მსგავსი სახის “საერთაშორისო ჩვენებებს” და “ფეშენ ვიკებს” (ქართულად მოდის კვირეული ქვია ამ ყველაფერს), მაგრამ ბოლო დროს ისეთი თვალშისაცემი გახდა ქართული შოუ-ბიზნესის ეს მიმდინარეობა, რომ არ შეგვეძლო არ გამოვხმაურებოდით, თანაც, აქაც კვლავ კლანური გადანაწილებები, მაგალითად საქართველოს მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა მეტრეველი ცინიზმით აფიქსირებს, რომ თაკო ჩხეიძის 16.05.2010. ჯაბა ბოჯგუას სიცოცხლის გადასარჩენად პოზიცია და ოპოზიცია ერთიანი ძალისხმებით იბრძვიან2009 წლის 8 თებერვლის შემდეგ, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გათიშულია და მის სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხე გარდა პირველივე დღეებისა, სამი თვის წინაც დაემუქრა, როცა ცხვირში ჩადგმულმა ზონდმა შეხორცება დაიწყო და სასწრაფოდ ზომები იყო მისაღები, 29 აპრილს მომღერალს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჯერად, ზონდი კუჭზე გადაიტანეს, თუმცა, ოპერაციას გართულებაც მოყვა და უგონო მდგომარეობაში მყოფი მომღერალი ფილტვების ანთებით დაავადდა. ძვირაღირებული ოპერაცია გიგი უგულავამ დააფინანსა, რომელსაც თავის დროზე დახმარება ჯაბას ბებიამ სთხოვა, მნიშვნელოვანი დახმარება მომღერალს მისმა მეგობარმა ოპოზიციონერმა ეკა ბესელიამაც გაუწია. ექიმები მის მდგომარეობას კვლავ მძიმედ აფასებენ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმე ტვინთან გვაქვს, ორგანზიმში ეს ყველაზე არაპროგნოზირებადი ნაწილია, მომღერალი კონტაქტზე არ გამოდის, თუმცა შეგრძნებები, რომ აქვს ამას ოჯახში მაშინ ხვდებიან, როცა საკუთარ სიმღერებს ასმენინებენ ყურსასმენებით. ჯაბას ოჯახში გულნაკტენები არიან იმაზეც, რომ ბევრი მისი მეგობარი მომღერალი და პოპულარული სახე უბრალოდ დაიკარგა, მის შემდეგ რაც ჯაბა უგონოდაა და ძველმა მეგობრებმა ის, უბრალოდ კარგა ხანია დაივიწყეს (ეს, ქართული “მეგობრობის” სამაგალითო ნიმუშია - როცა გჭირდება ადამიანი, მხოლოდ მაშინ ხარ მისი მეგობარი), თუმცა როგორც აღმოჩნდა ფანები და მსმენელი მომღერალს დღემდე გულშემატკივრობენ და მის გამოჯანმრთელებას და სასწაულს ელოდებიან. დააწკაპუნეთ ამ წარწერაზე, გადმოწერეთ და მოუსმინეთ ჯაბა ბოჯგუას ჯერ-ჯერობით ბოლო, ხმოვან ინტერვიუს.
15.05.2010. ნინი შერმადინმა საბერძნეთში ახალი სიმღერა ჩაწერაქართველ მომღერალს, ნინი შერმადინს, მშობლიური ქვეყნის მასშტაბები როცა არ ეყო, უკვე მთელი საბერძნეთის გულთამპყრობელიც დამსახურებულად გახდა. ასეთი წარმატება დაKკარიერული წინსვლა მას ძალიან პოპულარული რეალიტი შოუს - “იქს-ფაქტორის” ფინალისტობამ მოუტანა. მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, ნინის არა მარტო ქართველი ემიგრანტები დაუდგნენ გვერდით და გულშემატკივრობდნენ, არამედ მთელმა საბერძნეთმა აღიარა მისი ნიჭი და განსაკუთრებულობა. ამჯერად, ახალგაზრდა მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის ჩასაწერადაც ერთი კვირით იყო ჩასული საბერძნეთში. ალბათ, ყველას გვახსოვს ნინის მიერ ფინალში ქართული ემოციით, მაგრამ ბერძნულად შესრულებული სიმღერა, რომელსაც ჟიურის ჩათვლით, არავინ დაუტოვია გულგრილი.…სწორედ ამ საფინალო სიმღერისგან ცრემლმომდგარი ხალხის მოთხოვნით ჩაწერა სტუდიურად ნინი შერმადინმა ეს სიმღერა, რომელიც უკვე ჰიტად იქცა ათენში და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადიცაა იქაურ რადიოებში. ასე, რომ ნინი შერმადინი კიდევ ერთი ქართველი მომღერალია, რომელმაც უცხო ქვეყანაში გვასახელა და მალე თავის პირველ სოლო ალბომსაც გვაჩუქებს, რომელიც საბერძნეთში გამოვა. 11.05.2010. ზურა მანჯავიძე ("ფორტე") - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"33. 11 მაისი - 17:00 საათიდან რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - ჯგუფ "ფორტეს" სოლისტი, მრავალშვილიანი მამა :), ქართული ესტრადის და ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის გამოკვეთილი სახე - ზურა მანჯავიძე იყო. თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს ქართულ ესტრადაზე ზოგადად, ქართველ მსმენელზე, რა საიდუმლოებებს ამჟღავნებს და საერთოდ - რა მოსაზრებები აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მისი პოლიტიკური, მკვეთრი შეხედულებები და ბრძოლის სტრატეგია, შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ ზურა მანჯავიძესთან საუბარი-ინტერვიუ
07.05.2010. “მისს-ვარსკვლავები 7” დაჯილდოების ცერემონიალმა გრანდიოზულად ჩაიარაკლუბ “დე ჟა ვუ”-ში პოპულარული ინტერნეტ-კონკურსის “მის-ფოტოგენურობა” მე-7 დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა, რომელში გამარჯვებული 10 გოგონაც, პარტნიორმა და სპონსორმა კომპანიებმა გულუხვად დააჯილდოვეს, განაწილდა 10 ნომინაცია და მთავარი ტიტული “მის-ვარსკვლავები 7” რუსთაველმა ლიკი ტურიაშვილს ხვდა წილად, რომელიც შეყვარებულთან ერთად იყო მოსული. ჟიურის წევრებმა დაკვირვებით შეარჩიეს ყველა მონაწილის სურათი და შესაბამისად არც გასჭირვებიათ გადაწყვეტილების მიღება.ეს კონკურსი ყველა წინა კონკურსისგან იმით გამოირჩეოდა, რომ 10-დან 6 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან იყო წარმოდგენილი და მათ შორის ერთ-ერთი საინგილოდან - აისელა მამედოვა, რომელმაც ცერემონიალის დროს, ისეთი ცეცხლი დაანთო სცენაზე, რომ დამსწრე საზოგადოების ყველაზე ხანგრძლივი ტაში დაიმსახურა და ყველაზე გრაციოზულის ტიტულიც მიიღო. რუსთავი, გორი, ფოთი, ქუთაისი, თბილისი, ეს, ის ქალაქებია საიდანაც მონაწილეები იყვნენ წარმოდგენილნი და კონკურსმაც რესპუბლიკური მაშტაბის სტატუსი შეიძინა.
ბესო ჩუბინიძე (ორგანიზატორი): - ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ცერემონიალით, ღირსეულად გადანაწილდა ნომინაციები და მე მგონი უკმაყოფილოც არვინ დარჩენილა, ამაყი ვარ იმით, რომ მოულოდნელი სიხარულის ეფექტი ამ უბრალო ხალხისთვის მრავლისმეტყველია, ჩანს, დადგმული არაა და ამ ადამაინების გახარებული თვალები ნადვილია. მე ამ ყველაფერს ვაკეთებ ხალხისთვის, სხვები ერთმანეთისთვის აკეთებენ და თბილისში იმდენი ივენთი და ღონისძიება ტარდება, მეცინება ხოლმე ერთიდაიგივე სახეებს, რომ ვხედავ ხოლმე და ვთვლი, რომ ხალხი უფრო მნიშვნელოვანია.
ამასობაში კი, “მის-ვარსკვლავები 8” ფოტოგენურობის კონკურსი აქტიურ ფაზაში შევიდა და ახალი მონაწილეებიც ემატება და ემატება მე-8 საკონკურსო გვერდს, რომლის დაჯილდოების ცერემონიალიც ივლისის დასაწყისში გაიმართება.
06.05.2010. ნუგზარ ერგემლიძის “ნოსტალგია” ფილარმონიაშირამდენიმე დღის უკან, სოსო აბზიანიძის პროდუსერობით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ნუგზარ ერგემლიძის სოლო-კონცერტი გაიმართა. მომღერალი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი და ბოლო დროს გაპოლიტიკოსებული ნუგზარ ერგემლიძე ცხოვრებაში პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ისე, რომ გამოსვლის წინ ერთი ჭიქაც არ გადაუკრავს :) - ესეც თავად განაცხადა და ალბათ იმის დასაფარად, რომ აშკარად ეტყობოდა სცენაზე პროლოგის დროს ნერვიულობა, რამდენჯერმე სიმღერის ტექსტიც დაავიწყდა თითქოს, რამდენჯერმე მიკროფონის დროულად მომარჯვებაც, მაგრამ ეს ყველაფერი ალამაზებდა ერგემლიძის საღამოს, რომელიც დეკორაციიდან - “იმიტირებული ტელევიზორი” ირმა სოხაძეს მიყავდა. სცენაზე საკუთარი სოლო-კონცერტი მომღერალმა საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია და შესაბამისად, მისი მეგობრებიც მილოცვით იწყებდნენ, - ბესო კალანდაძე, ზურა დოიჯაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ზურა მანაგაძე, ზურა კობეშავიძე და სხვები ნუგზარ ერგემლიძის სიმღერებით აცოცხლებდნენ სცენას. იყო ბევრი ტაში, ბევრი მოფერება, ლამაზი წარსულის ლამაზად გახსენება, თანაც კონცერტსაც შესაბამისად ერქვა - “ნოსტალგია”, ჰოდა ყველაფერმა ლამაზ, ნოსტალგიურ ტალღაზე ჩაიარა და 80-ანი წლების ქართული ესტრადის დამფასებლებიც, ნასიმოვნები წავიდნენ დარბაზიდან. დაბადების დღე კი, ნუგზარ ერგემლიძემ გვიან, კონცერტის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ქართულ სუფრაზე აღნიშნა. 05.05.2010. "ევროვიზიაზე" აზარბაიჯანელ ლამაზმანს უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას’’ევროვიზიაზე’’ გამარჯვებას აზერბაიჯანელ საფურა ალიზადეს უწინასწარმეტყველებენ. ის 17 წლის არის და პროდუსერობას უწევს ისეთი ცნობილი კომპოზიტორი და პროდუსერი, როგორიცაა ანდრიას ბაგე, რომელიც ადრე სელინ დიონთან და ენრიკე იგლესიასთან მუშაობდა. უკვე რამდენიმე კვირაა,ახალბედა მომღერლის სიმღერა ‘’დრიპ დროპ’’ (რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს - "წვეთავს") ევროპულ რეიტინგებში პირველ- მეორე ადგილს ინაწილებს. ასევე, ცნობილი რეჟისორები მუშაობდნენ მისი სიმღერის კლიპზე. კლიპი გადაიღო რუპერტ უეინრაიტმა, რომელსაც გადაღებული აქვს ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიც არის: ’’სტიგმატები’’ და ’’ნისლი’’. ის ასევე, მუშაობდა სკანდალურ მოკლემეტრაჟიან ფილმზე ’’ისტორია’, რომელშიც მაიკლ ჯექსონის ცხოვრება იყო მოთხრობილი. კლიპის ქორეოგრაფია ჯაკუელ ნაიტის ეკუთვნის. ყველას კარგად ახსოვს მისი ქორეოგრაფია ბიონსეს კლიპში ’’სინგლ ლადეს’’, რომელმაც "მტვ-ს დაჯილდოებაზე" პრიზი მიიღო. მან დადგა ასევე, ბრიტნი სპირსის ტურნეს ’’სირიუსის’’ ქორეოგრაფია. ასე რომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი კონკურენტი ეყოლება ნორვეგიაში სოფო ნიჟარაძეს. 04.05.2010. “ვარდისფერი კაცი” და “წმინდა ანდრიას ჯვრის” პრიზი“მოდელირებული ქრონიკის” შემდეგ, ტელეკომპანია “იმედმა” და მისმა საინფორმაციო გადაცემებმა ყველანაირი რეიტინგი დაკარგა და შესაბამისად მასში მომუშავე ჟურნალსიტების ნდობაც საზოგადოებას ძალიან უჭირს. სწორედ ამ ტელეკომპანისს გადაცემა “ჟურნალსიტის დღიურების” წამყვანმა ბექა ელბაქიძემ მოიპოვა მართმადიდებლური ფილმების ფესტივალზე “წმინდა ანდრიას ჯვარი”, ფილმი რომელიც გოდერძი ჩოხელზე იყო მომზადებული და ალბათ აქაც ქართული ტრადიციული, სნობიზმის დონემდე დასული ფაქტი, რომ “მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ შეიყვარა”, - ეს ლეგენდარული ქართველი სიცოცხლეში ჯერ “ლეიბორისტულმა პარტიამ” სცადა, რომ სათავისოდ “გამოეყენებინა” და ხალხის მისდამი სიყვარული, საკუთარი პიარისთვის გამოეყენებინა (როცა საარჩევნო სიაში მისი სახელი და გვარი პირველ ხუთეულში შეიყვანა), გარდაიცვალა კაცი და ახლა ისევ მისი სიკვდილის შემდეგ მანიპულირება ხდება, ისე როგორც ეს ბექა ელბაქიძეს ნაბიჯი, რომელიც თითქოს გარდაცვლილი გოდერძი ჩოხელის უკვდასაყოფადაა ერთი შეხედვით შექმნილი. თუმცა რათქმაუნდა კარგია, რომ ადამიანს სიკვდილის შემდეგ, მაინც აღიარებენ ხოლმე, თუნდაც პიარისა და რეკლამის ხარჯზე. 01.05.2010. მოსკოვიდან ხუჯაძე, ქართულ ესტრადას თბილისში ვერ ხედავსერთ დროს პოლიტიკურ შარში გახვეული და ასლან აბაშიძის პარტიის აქტიური მომღერალი დათო ხუჯაძე, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იქ გადაიხვეწა, სადაც მისი პარტიის პოლიტიკური ლიდერი - რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, თუმცა ამის გამო ხუჯაძეზე ერის მოღალატის სტატუსის მიკერება, მინიმუმ სასაცილოა. მომღერალმა რუსეთში აქტიურად აიწყო ცხოვრება, შექმნა ქართული ოჯახი, შეეძინა გოგონა, აქვს სამსახური, საკუთარი სტუდია, სადაც ხმის რეჟისორად საქართველოდან გადახვეწილი გიგა კვენეტაძე მუშაობს და ასე თუ ისე მიღებულია ე.წ. რუსულ ელიტაშიც, რომელიც ჩვენს, ქართულ ელიტას (!), ნეკა თითის მოსაჭრელ ფრჩხილზეც არ დაისმევს იმხელაა :) პერიოდულად, ხუჯაძეს უწევს ხოლმე საქართველოში სტუმრობა და ალბათ სწორედ მაშინ ამჩნევს იმას, რასაც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს თამამად, რომ დღეს ქართული ესტრადა აღარ არსებობს, თუმცა ნაწილობრივ ვერ დავეთანხმებით, რადგან არსებობს მაგალითად “სტეფანე და 4 გოგო”, “ალტერვიზია”, “არტ-გენი”, “ჯეოსტარი”, “ვარსკვლავების აკადემია” და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ სამთავრობო (!) პროექტებთან ერთად, საქართველოში (!) კვლავ არსებობს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალი, რომელზეც ხუჯაძეს სხვადასხვა დროს, უამრავი ნომინაცია აქვს მოგებული და ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლება ლელა წურწუმიასა და ნინო ჩხეიძესთან ერთად. სხავთაშორის, ხუჯაძე ნიუ-იორკის მუსიკალური დაჯილდოების ორი ნომინაციის მფლობელიც გახდა წელს და “საუკეთესო კლიპის” და “აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო მომღერალის” ნომინაციაც მოიპოვა. 30.04.2010. ჯემალ ბაღაშვილი მამუკა ონაშვილს გაუნაწყენდა?უკვე მეორე სეზონია მამუკა ონაშვილი პოპულარულ გასართობ შოუში “იუმორინა” აღარ მონაწილეობს, თბილისელი ჭორიკნები აქტიურად ჩურჩულებენ იმის შესახებ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ბაღაშვილი მამუკას რაღაცის გამო გაუნაწყენდა, ეს ორი, თავის საქმის პროფესიონალი ერთმანეთში ვერ შეთანხმდა და მამუკამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ “იუმორინა” დაეტოვებინაო. თავად მომღერალი კი, ამ ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ წლის ბოლოს, საიუბილეო კონცერტებზე ისიც მიიღებს მოანწილეობას, უბრალოდ ამჟამად ძალიანაა დაკავებული, ამთავრებს მე-3 ალბომზე მუშაობას (გასაკვირი ენთუზიაზმია, რადგან მიმკვდარ ქართულ შოუ-ბიზნესს ნამდვილად ჭირდება ასეთი სენით შეპყრობილი ხალხი), აქვს ბევრი გასვლითი კონცერტი, აქტიურად მუშაობს ერთ-ერთი ტელევიზიის ვიქენდების დილის ეთერში და ამზადებს საბავშვო გადაცემას “მხიარული ოჯახი”, რომელსაც სხვათაშორის პრესაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, - ზოგი თვლის, რომ გადაცემის ფორმატი მიუღებელია ქართული ტრადიციული მშობელი-შვილის ურთიერთობის არსებული სტერეოტიპებისთვის, ზოგი კი, - პირიქით. მომღერალი აქტიურად აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას, სულ ახლახანს სტომატოლოგთან ვიზიტებსაც მორჩა და კბილებიც ჩაიწიკწიკა და ჰოლივუდის ღიმილიც დაიყენა :) ასეა თუ ისეა, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის ყველაზე მთავარი ნომინაციის მფლობელი - “ყველა თაობის საყვარელი მომღერალი” თავის სტატუსს კვლავ ამართლებს, გინდა “იუმორინაში” იყოს, გინდა “მხიარულ ოჯახში” და გინდა ისრაელში. 28.04.2010. “ახალი ტალღა - 2010” - იურმალაზე ქართველები ისევ სკანდალებში არიანკარგახანია ქართველებს თან სდევთ სკანდალები ყველა საერთაშორისო კონკურსზე და გამონაკლისი არც იურმალას ფესტივალი “ახალი ტალღაა” სადაც ჯერ კიდევ სოსო პავლიაშვილის გამარჯვების დროიდან მოგვდევს ხმაურიანი გამოსვლები და სკანდალები, მაგრამ ის რაც წელს მოხდა, ალბათ კურიოზულია - საქართველოს არცერთმა ტელეკომპანიამ ჯერ-ჯერობით არ შეიძინა ამ კონკურსის ტრანსლიაციის უფლება, რაც თავის მხრივ პირობად დააყენეს კონკურსის ორგანიზატორებმა.
წელს საქართველოდან ერთმანეთის დამოუკიდებლად თიკა ჯამბურიამ და ბორის ბედიამ გაიარეს კასტინგი და ორივემ მაღალი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად ყველაფრისა ჯერ-ჯერობით კონკურსზე ვერცერთი ქართველი მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს სახელით, თუ ქვეყნის რომელიმე არხი სატევეზიო ჩვენების უფლებას არ შეიძენს 27.04.2010. ალეკო მალხაზიშვილი - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"27 აპრილს რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - იუმორისტული შოუს "კომედი შოუს" და პირველი ქართული "ფარული კამერის" შემქნელი, შოუმენი ალეკო მალხაზიშვილი იყო, თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს ქართულ იუმორზე ზოგადად, ქართველ მსმენელზე, ვინ მიაჩნია კონკურენტად, ვისზე ხუმრობს და რატომ დახურეს ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა "კლაბ შოუ", რა საიდუმლოებებს ამჟღავნებს და საერთოდ - რა მოსაზრებები აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ ალეკო მალხაზიშვილთან საუბარი-ინტერვიუ
20.04.2010. ზურა დოიჯაშვილის ბენეფისი “ბერმუხაში”იმ ფონზე, როცა “მტვ”-ზე ქართული კლიპები იგზავნება, “ევროვიზიაზე” წასასვლელად მილიონები იყრება სახელმწიფოს მხრიდან, აქ თბილისში, ძველი გვარდიის, ნადვილი (!) ვარსკვლავები, საკუთარი ძალებით, ერთმანეთის და მეგობრების დახმარებით ვიწრო წრეში საკუთარი მსმენელისთვის მართავენ კონცერტებს. სწორედ ასეთი, ძველი გვარდიის ვარსკვლავის ზურა დოიჯაშვილის ბენეფისი მოეწყო რესტორან “ბერმუხაში”, სადაც მასთან ერთად სცენაზე მღეროდნენ - მამუკა ონაშვილი, გურამ ჯაში, ზურა მანაგაძე, ნუგზარ ერგემლიძე, თემო რცხილაძე, ნუგზარ კვაშალი, ჯგუფები “ფორტე” და “ქუჩის ბიჭები”, დათო არჩვაძე და სხვები. ვანო ყულჯანიშვილის ორგანიზებულ საღამოზე, უამრავი სტუმარი დაესწრო, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები, - ქართული, ტრადიციული სუფრა კი, თავის განსაკუთრებულ ელფერს მატებმა ზურას ბენეფისს, რომელმაც 20 სიმღერა შეასრულა და არც აპლოდისმენტების ნაკლებობა უგრძვნია და არც დამსწრეთა სიყვარულის დეფიციტი. აბა ქართული სუფრა პოლიტიკური დებატების გარეშე როგორ ჩაივლიდა? :) მითუმეტეს, იქ სადაც “ფორტეს” სოლისტი ზურა მანჯავიძეა. . . და არც არავის დაზარებია და შერცხვენია საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება და ქართული კულტურის პოლიტიკის კრიტიკა., რასაც ხელი ნადვილად არ შეუშლია საღამოს ლამაზად დამთავრებაში. 20.04.2010. თამთა გოგუაძე - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 20 აპრილს ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ქართული ესტრადის, ერთ-ერთი პოპულარული თანამედროვე მომღერალი, სცენაზე 10 წლის წინ ფეხადგმული მომღერალი, დღეს კი ანსამბლ "სამაიას" წევრი, მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სტუმარი - თამთა გოგუაძე იყო, - შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე (დააჭირეთ წარწერას) და ხმოვან ინტერვიუში მოსმინოთ მთლიანი გადაცემის ჩანაწერი
18.04.2010. “ევროვიზია 2010”-სთვის გადაყრილი 2.000.000 ლარი, საქართველოს მორიგი პაკაზუხობა თუ შოუ-ბიზნესის განვითარებამას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ წელს, ოსლოში, “ევროვიზიის” კონკურსში მონაწილეობისთვის საქართველო 802.100 ევროს ხარჯავს (ოფიციალურად), რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ლარს უდრის, აგრესიის ტალღა არა მარტო საქართველოს ხელისუფლების, კულტურის სამსახურების და “პირველი არხის” მიმართ გაიზარდა, არამედ თავად მომღერლის სოფო ნიჟარაძის მიმართაც, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა იმაში დამნაშავე, რომ ის პრეზიდენტის რჩეულია წლევანდელი “ევროვიზიისთვის”. საზოგადოებრივი მაუწყებლის (იგივე ტელეკომპანია “პირველი არხის”) საერთაშორისო პროექტების პროდუსერმა ნათია უზნაძემ განაცხადა, რომ წელს კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა და შეფასებებში უკვე ჟიურის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც მეტად ზრდის შანსს ჩვენი სოფოს წარმატებისა. . . თუ პირველ წელს ჩვენმა მონაწილემ მე-12 ადგილი დაიკავა, მეორედ მე-11 ადგილი და მესამედ საერთოდ არ დაუშვეს კონკურსზე პუტინის გინების და პოლიტიკური სიმღერის გამო, იმედია მეოთხედ - ათეულში მაინც მოვხვდებით. საკითხავია, რამდენად უღირს მსგავსი სახის მილიონიანი კულტურული ინვესტიციები (!) საქართველოს, როცა შიგნით ქვეყანაში მინიმალური წინსვლაც კი არ შეინიშნება ქართული შოუ-ბიზნესის განვითარებისთვის (თუ არ ჩავთვლით ე.წ. სამთავრობო კარის მომღერლების პროექტებს). გამომდინარე ამ ყველაფრიდან ეს უფრო ტრადიციულ (!) ქართულ პაკაზუხობას გავს, როცა გარეთ მტერს უბრმავებ თვალს და შიგნით კიდევ მოყვარეს. 17.04.2010. ნიკო. . . “მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა”ნიკო გომელაური დიდუბის პანთეონის წმინდა მიწას მიაბარეს, 39 წლის უნიჭიერესი მსახიობის და პოეტის სიცოცხლე განუკურნებელმა დაავადებამ შეიწირა, - იცოდა, რომ კიბო ჰქონდა, იცოდა, რომ დიდი დრო აღარ დარჩენოდა, არ შეუტყვია, არ გამოუმჟღავნებია, პირიქით – აქტიურად ცხოვრებას აგრძელებდა, წერდა, ინტერვიუებს იძლეოდა, სცენაზე თამაშობდა, საღამოები მიყავდა, თუმცა მის გაფერმკთალებულ სახეს უკვე ეტყობოდა, რომ გული ნელ-ნელა ეცლებოდა და გარდაცვალებისთვის ემზადებოდა. გარდაიცვალა, 13 აპრილს დილით მისი სული სამუდამო სასუფეველში გადავიდა საცხოვრებლად, აქ კი დატოვა ლექსები, ფილმები, სპექტაკლები, წიგნები და სიყვარული. შეიძლება ბევრმა არც იცოდა, ბევრს არც ქონდა ნანახი მისი სპექტაკლები, წიგნები, თუმცა ნანახი ქონდა ფილმები და ახსოვდა გამორჩეული სახე, კავკასიური იერი, თუმცა ქერა ქართველი მამაკაცის სევდიანი თვალები, გამორჩეული ხმა. გარდაიცვალა, - დიდუბის პანთეონის ძვალთსანახმა სამუდამოდ მიიბარა მისი სხეული, სული კი, სული - ზეცაში, იქ სადაც პოეტების ადგილია, ზეცაში ავიდა! ღმერთმა გაანათლოს! 16.04.2010. სიყვარულის დღის თბილისური ქრონიკაუკვე მე-16 წელიწადია მთელი საქართველო გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავს, ყველა ქალაქში და რაიონში ამ დღისადმი მიძღვნილი მასობრივი ღონისძიებები ყოველთვის შესაშური ორგანიზებულობით გამოირჩევა და ე.წ. ვალენტინობის დღეს შელეული და ზურგშექცეული საქართველო ზე-აქტიურად აღნიშნავს ყოველი წლის 15 აპრილს, როგორც სიყვარულის დღეს.
მაშტაბური ღონისძიებები გაიმართა სიყვარულის ქალაქად მონათლულ სიღნაღში, ქუთაისში, ბათუმში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ხაშურში, გურჯაანში, გორში, ქარელში და რათქმაუნდა დამაგვირგვინებელი დედაქალაქის ღონისძიებები იყო, სადაც რამდენიმე დიდი კონცერტი ჩატარდა - სპორტის სასახლეში ლეგენდარული ჯგუფ “ოტოვანის” სოლო-კონცერტი, ფილარმონიაში ქართული ჯგუფ “ფრანის” სოლო-კონცერტი, ხოლო მთავარი მუსიკალური აქცია მუშტაიდის პარკში ყველა თაობის ქართველ ვარსკვლავთან ერთად.
ულამაზესი ღონისძიებები გაიმართა თბილისის პრესტიჟულ ღამის კლუბებში, რომელიც 14 აპრილიდან 14.04.2010. მერაბ სეფაშვილი: - არავისკენ არ ვარ, მე ჩემი ხალხისკენ ვარ ვისაც მუდმივად ატყუებენგადაცემაში “პირისპირ” მერაბ სეფაშვილის სტუმრობის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, მაგრამ მომღერალმა ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ, წინასაარჩევნო პერიოდისთვის გაიმეორა, რომ ის არც არასოდეს არავისტი არ ყოფილა და ყოველთვის მხოლოდ საკუთარი ხალხისთვის მღეროდა, არც რომელიმე მთავრობისგან ყოფილა განსაკუთრებულად დაფასებული და პრივილეგილებული. მომღერალი კიდევ ერთხელ განმარტავს, იმ სკანდალის დეტალებს როცა მერაბ სეფაშვილს უცერემონიოდ მიშისტის იარლიყი მიაკერეს იმის გულისთვის, როცა ის “ჩემი გმირი გიწოდეს” მღეროდა და სცენაზე საქართველოს პრეზიდენტი ავიდა (რა უნდა ექნა ნეტა სეფაშვილს, სიმღერა შეეწყვიტა და წიხლით გაეგდო პრეზიდენტი სცენიდან, თუ ემსახიობა და თვალებზე ხელები აეფარებინა, მიკროფონი მოეცილებინა და ფონოგრამა თავის ნებაზე მიეშვა?). მომღერალი აცხადებს, რომ დღესაც და ყოველთვის, წინააღმდეგი იყო საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფის და განსაკუთრებით საესტრადო ნაწილის, ამის მომხრე, იმის მომხრე - ეს გადანაწილება მერაბ სეფაშვილისთვის მიუღებელია. http://www.bin.ge/file/126868/21--fm---merab-sefashvili.wav.html 13.04.2010. ლექს-სენი - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - რეპერი, პირველი ქართველი წარმატებული პროექტის ავტორი, რომელმაც თავის დროზე "სპორტის სასახლეში" ცატარებულ სოლო-კონცერტზე 10.000 ბილეთი გაყიდა, , საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" რამდენიმეგზის ნომინატი და "საუკეთესო რეპერის" ტიტულის მფლობელი - ლექს-სენი იყო. თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს ქართულ ესტრადაზე ზოგადად, ქართველ მსმენელზე, რა საიდუმლოებებს ამჟღავნებს და საერთოდ - რა მოსაზრებები აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორ ცდილობს კულტურის პოლიტიკის შეცვლას და რა აკავშირებდა ნაციონალურ მოძრაობასთაბ, შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ ლექს-სენთან საუბარი-ინტერვიუ
11.04.2010. თემურ ყვითელაშვილი - “დამზადებულია საქართველოში”სწორედ ასე ქვია უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსის, გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის, ახალ, რიგით მე-6 ალბომს, რომელიც სახელს პირდაპირი გაგებით ამართლებს, რადგან მასში შესულია საქართველოში შექმნილი კომპოზიციები და ალბომიც საქართველოში “სანო სტუდიაშია” ჩაწერილი 3.000-ანი ტირაჟით, თუმცა მუსიკოსი ახლო მომავალში 10.000 ტირაჟით მის გამოცემას გეგმავს, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. როგორც ცნობილია თბილისის საკონცერტო დარბაზში 20 იანვარს “მაგთიკომის” დაფინანსებით და მხარდაჭერით, თემურ ყვითელაშვილმა სოლო-კონცერტი გამართა და ის 2 წლის წინ გარდაცვლილ დედის ხსოვნას მიუძღვნა. უნიჭიერესი მუსიკოსი უკმაყოფილოა საქართველოს შოუ-ბიზნესში შექმნილი სიტუაციით და მაქსიმალურად ცდილობს (და გამოსდის) ამ სიბინძურის შემთხვევითი წევრი არ გახდეს, სადაც დღეს გაცილებით დიდი გასაქანი, ვიღაცას ვიღაცის საყვარლობით აქვს და ვიღაცას კი დიდი ფულის გამო, თანაც თემურ ყვითელაშვილის თქმისა არ იყოს - საქართველოშოს შოუ-ბიზნესში არ გამოდის ერთდროულად გქონდეს დიდი ფულიც და იყო დიდი პიროვნებაც. ფაქტია ერთია, რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით მცხოვრები უნიჭიერესი მუსიკოსი მომავლის იმედს არ კარგავს, აქტიურად მუშაობს და არც საზღვარგარეთ გადაცხოვრებას აპირებს, - ყველაფერი ქართულისადმი ერთგულება მის ექვსივე ალბომში ჩანს (თუნდაც დასახელებებში), რომელიც გაცილებით დიდი ტირაჟებით იყიდება საზღვარგარეთ ვიდრე თავად მუსიკოსის სამშობლოში. 09.04.2010. პაატა იაშვილი - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 6 აპრილს ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ქართული ესტრადის, ერთ-ერთი პოპულარული თანამედროვე ვარსკვლავი, ავტორ-შემსრულებელი, მუსიკოსი, ექიმი, ქართული ცეკვის და სიმღერის შერწყმის ახალგაზრდა ოსტატი - პაატა იაშვილი იყო, - შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე (დააჭირეთ წარწერას) და ხმოვან ინტერვიუში მოსმინოთ მთლიანი გადაცემის ჩანაწერი. მოისმენთ მომღერლის შეხედულებებს თანამედროვე ქართული ფოკლორის შესახებ, კულტურის პოლიტიკაზე, მოვლენებზე რომელიც მის გარშემო ვიტარდება... გაიგებთ რას გეგმავს უახლოეს ხანებში და რას ფიქრობს მათ შესახებ ვინც სიმღერის სტილის შეცვლას ურჩევს...
08.04.2010. აჩი ფურცელაძემ მოსკოვში სამსახური დროებით დაკარგასაქართველოდან გადახვეწილი და ქვეყანაზე კიდევ ერთი გულდაწყვეტილი მომღერალი, შოუმენი და მუსიკოსი აჩი ფურცელაძე მოსკოვში დროებით სამსახურის გარეშე დარჩა, მას შემდეგ რაც კლუბი “ოპერა” რომელშიც ის მუშაობდა, გაურკვეველ ვითარებაში (!) მთლიანად დაიწვა. აჩი ფურცელაძე საქართველოში დატოვებული დედის მოსკოვში გადაყვანას აპირებს, თუმცა მისგან განსხვავებით ქ-ნი ხატულა, უფრო მოსკოვი-თბილისის გზაზე იქნება, რადგან რუსეთიში დარჩენას ის არ აპირებს ბოლომდე, შვილისგან განსხვავებით, სადაც მას უკვე ყავს საყვარელი ადამიანი გვერდით 37 წლის ელენე, რომელიც კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ფაქტორია აჩის საქართველოში არდაბრუნებისა, ყოველშემთხვევისთვის ამ ეტაპზე, რადგან თბილისში ამასწინათ სტუმრად ჩამოსული მუსიკოსი ძალიან გულდაწყვეტილი გაბრუნდა უკან, ნაწყენიც, გულნატკენიც და იმედგაცრუებულიც. სამწუხაროდ აჩი ფურცელაძე არც პირველია და არც უკანასკნელი, ვისაც ასეთ გრძობით უწევს საქართველოდან წასვლა და საქართველოში – დარჩენა. შედით ამ ლინკზე და გადმოწერეთ აჩი ფურცელაძის ინტერვიუ http://www.bin.ge/file/123223/19--fm---achi-furceladze.wav.html 06.04.2010. 50 წლის თემო რცხილაძე “995”-ს აყალიბებსპოპულარული ქართველი მომღერალი, რომელიც აგერ უკვე 4 წელიწადია საქართველოს ფარგლებს გარეთ გერმანიაში, ჰოლანდიაში და ესპანეთში მუშაობს, მარტში 50 წლის შესრულდა და დაბადების დღეც ვიწრო წრეში “ვერე გარდენში” გადაიხადა, სადაც მისი ძმა რომა (სპილო) რცხილაძე, ზურა დოიჯაშვილი და სხვები მღეროდნენ. ასაკთან შედარებით მუდმივად ახალგაზრდულ ფორმაში მყოფი მომღერალი უახლოეს ხანში ახალი იდეის განხორციელებას აპირებს და აყალიბებს ჯგუფს, რომელსაც ერთი შეხედვით უცნაური სახელი - 995 უწოდა (ეს ციფრები საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კოდის ციფრებია) და რომელშიც 5 წევრის შეგროვებას აპირებს, ჯერ-ჯერობით კი, თავად და მისი მეგობარი ლევან ქემულარია არიან. თემო რცხილაძის ჰიტები დღემდე ტრიალებს ქართულ რადიო-არხებზე და დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს. 50 წელი ჩემთვის მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი, ბევრი მინახავს სკოლის ასაკში, რომ უკვე კაცია, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია კაცი ბოღმა არ იყო! - აცხადებს თემო რცხილაძე “თბილისელებთან” საუბარში. სხვათაშორის ნუგზარ ერგემლიძის მსგავსად, თემო რცხილაძეც მშვენივრად ხატავს და აქედან კომერციულ სარგებელსაც ნახულობს, ზის, ხატავს და მეგობრების დახმარებით ჰოლანდიაში სარფიანად ყიდის ნამუშევრებს. 04.04.2010. ბესიკ ჩუბინიძე: - განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვებასაყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლიდან საქართველოში ყოველი წლის 15 აპრილი აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე, მაგრამ ყველამ არ იცის ამ დღის ტრადიციად გადაქცევის ისტორია და მისი დამაარსებლის შესახებ, რომელიც რეალური ადამიანი, ჩვენი თანამემამულე, ქართველი ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძეა, რომელმაც 1993 წელს პირველ ქართულ დამოუკიდებელ ახალგაზრდულ გაზეთ “კოქტეილში” გააკეთა განცხადება და დააფიქსირა საკუთარი იდეა, საქართველოში ერთი რომელიმე კონკრეტული დღე სიყვარულის დღედ აღნიშნულიყო, იდეა საზოგადოებას ამცნო და მთელი საქართველოდან შემოსული წინადადებების განხილვა საორგანიზაციო კომიტეტმა მაშინვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნი ბესო აცხადებს, რედაქციაში დღეში 100 სატელეფონო ზარი მაინც შემოდიოდა, უამრავი წერილი, ადამიანები პირდაპირ მოდიოდნენ ოპერას გვერდით ლაღიძის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდული გაზეთის 20 კაციან კოლექტივს მაშინ რედაქცია ქონდა. ბესოს იდეა ხალხმა მაშინვე აიტაცა და კონკრეტული რიცხვის დასაფიქსირებლად, ადამიანები ყველანაირ ახსნას უძებნიდნენ შემოთავაზებულ დღეებს - 1 მარტი (როგორც გაზაფხულის პირველი დღე), 8 მარტი (ქალების დღე, რადგან ქალი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ობიექტი), 30 მაისი (როგორც გაზაფხულის უკანასკნელი დღე) და სხვა უამრავი, - რათქმაუნდა შემოთავაზებებს შორის ყველაზე მეტად გაზაფხულის დღეები იყო. სწორედ ამ დროს გამოჩენილა იდეის ავტორთან პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მაშინდელი “1-ლი არხის” თანამშრომელი, ხანშიშესული მამაკაცი - გიგა მახვილაძე, რომელმაც სიყვარულის დღის დაარსების იდეის ავტორს 15 აპრილის არჩევა შესთავაზა, როგორც გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვის, მაშინ როცა ყველაზე ძლიერია გაზაფხული, როცა ის პიკზეა. . . და ბ-ნმა გიგა მახვილაძემ არც კი იცოდა, რამდენად საინტერესო დამთხვევა იყო ეს ყველაფერი, რადგან მან საერთოდ არ იცოდა, რომ ბესო სწორედ 15 აპრილს იყო დაბადებული. . . მას შემდეგ 16 წელი გავიდა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ 15 აპრილს – გაზაფხულსი შუა თვის შუა რიცხვში სიყვარულის ლამაზ დღეს ავღნიშნავთ. (დააკლიკეთ წარწერაზე და წაიკითხეთ ვრცელი ინტერვიუ)
03.04.2010. გოგა მესხი ევროპული “ემ თი ვის” რჩეული გახდადათარსული მუსიკალური პროექტის “ვარსკვლავური აკადემიის” სიკვდილს გადარჩენილი წევრი გოგა მესხი, კიშინოვში ჩატარებული კონკურსის “ოქროს ხმის” ერთ-ერთი სასურველი ნომინაციის “ემ თი ვის სიმპათიის” პრიზის მფლობელი გახდა. თბილისური ჯგუფ “ვივოს” წევრი, უახლოეს მომავალში მაღალი ხარისხის კლიპის გადაღებას პოლონეთში (!) ან რუმინეთში (!) გეგმავს, რომელიც უფასოდ დატრიალდება ევროპული “ემ თი ვის” არხზე. გოგა მესხს საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ის უკვე ერთი თვით გაემგზავრა ბაქოში და იქ ექნება კონცერტები, რის შემდეგაც ეგვიპტეში ერთ-ერთ კონკურსზე გამოდის, შემდეგ ბოსნიაში და ლატვიაში, მოკლედ სრული დატვირთვით იწყებს საკუთარი სოლო-კარიერის აწყობას და რაოდენ სამწუხაროა, რომ ის მორიგი ნიჭიერი მუსიკოსი იქნება საქართველოდან გადახვეწილი და საკუთარ ქვეყანაში დაუფასებელი. 02.04.2010. სალომე კორკოტაშვილი “გრემს” უმიზნებსპოპულარული ჯგუფ “პაპარაცის” სოლისტი და ოპოზიციონერ-მსახიობი მამის შვილი სალომე კორკოტაშვილი (კორკოტა), 6 თვიანი პაუზის შემდეგ, სცენაზე დაბრუნებას აპირებს. ეს პაუზა კი მისი მხრიდან გამართლებულია, რადგან მომღერალი დედა გახდა და პატარა ზუკას მოვლით იყო დაკავებული. როგორც მომღერალი აცხადებს, უკვე ჩაწერა ახალი სიმღერა “სუპერ ვარსკვლავები”, რომელიც მისი აზრით გაჰიტებისთვისაა განწირული, მაგრამ არა საქართველოში, არამედ უცხოეთში, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მომღერალი მეუღლესთან ერთად სექტემბრიდან ბოსტონში გადადის საცხოვრებლად და სამუშაოდ. იგი ხამამაღლა აცხადებს პრეტენზიას “გრემის” მოპოვებაზე და მისი კლიპის “მტვ”-ზე დატრიალებაზე, პარალელურად კი დიდ სოლო კონცერტზე ლონდონის სტადიონზე. ჯანსაღი ამბიციები სალომეს ადრეც ქონდა და გამართლებია კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ კორკოტას დროებით, თავისი საყვარელი პატარა ზუკას დატოვება თბილისში მოუწევს, ვიმედოვნებთ, ამჟამადაც მიაღწევს მიზანს და ჩვენ კი ბოლოსდაბოლოს გვეყოლება საქართველოდან წასული, პირველი თანამედროვე მომღერალი, რომლის სიმღერებიც “გრემსაც” მიიღებს და კლიპად “მტვ”-ზეც დატრიალდება. 31.03.2010. მამუკა ონაშვილი - ცეზარი, რომელიც ყველაფერს ასწრებსქართველების საყვარელი მომღერალი, განსაკუთრებით პატარების ძმაკაცი, ტელე-წამყვანი, მსახიობი მამუკა ონაშვილი აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით კარიერას და გარდა ტელე-კომპანია “იმედზე” საბავშვო გადაცემის “მხიარული ოჯახის” წამყვანობისა, სტუდიაში მუშაობითაცაა დაკავებული და სულ მალე გვპირდება, რომ ახალი 15 სიმღერით გაძეძგილ ალბომს გამოუშვებს მუსიკალურ ბაზარზე. მალადეც მამუკას! - იმიტომ, რომ ის იმ იშვიათ მომღერალთა შორისაა, რომელიც ყოველგვარი ხმამაღალი დაპირებების, განცხადების, პოლიტიაკში შეძრომის და ხმაურის გარეშე აკეთებს თავის საქმეს, ჩუმად, ხარისხიანად, წყნარად, სიყვარულით და მერე - ერთ მშვენიერ დღესაც საზოგადოების წინაშე გამოაქვს და საზოგადოებასაც მოსწონს მისი ნამუშევარი. მომღერალი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ახალი ალბომი, მიუხედავად ქართული შოუ-ბიზნესის კომაში ყოფნისა, თავის სათქმელს მაინც იტყვის. 30.03.2010. ჯემალ სეფიაშვილი - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"30 მარტს რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, - კომპოზიტორი, უამრავი ქართული თანამედროვე ჰიტის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ყველა დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი ჯემალ სეფიაშვილი იყო. თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს ქართულ ესტრადაზე ზოგადად, ქართველ მსმენელზე, რა საიდუმლოებებს ამჟღავნებს ჯემალ სეფიაშვილი და საერთოდ - რა მოსაზრებები აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ ბატონ ჯემალთან საუბარი, ინტერვიუ
29.03.2010. რატომ ჩავარდა “ომი და ქორწილი”?ქართულ კინო-თეატრებში რამდენიმე კვირის უკან, წარუმატებლად გაიმართა ზაზა კოლელიშვილის მხატვრული ფილმის “ომი და ქორწილის” ჩვენება. წარუმატებლობას რეჟისორი ფილმის სიცუდეს არ აბრალებს და თვლის, რომ რადგან კინო-თეატრებში ხალხი ფილმის სანახავად არ მივიდა, ეს არაა იმის ბრალი, რომ ის არ ვარგა, თუმცა შესაძლოა ასეც იყოს. რეჟისორის აზრით, გავლენა იქონია ომის ფაქტორმაც, სინდრომმა, რომლიდანაც ქართველობა ჯერ კიდევ არ გამოსულა და რაც მთავარია, ფილმის ჟანრი, - ქართველები რეალურად კომედიურ ფილმებზე უფრო დადიან ვიდრე მსგავსი ჟანრის სურათების სანახავად. ჩვენი აზრით, რეჟისორი მართალია, როცა ფილმის წარუმატებლობად ჟანრს განიხილავს, რადგან საზოგადოებას თითქოს მობეზრდა დასაფიქრებელი, ტრაგიკული ფილმების ცქერა და ახლა მას მხოლოდ გართობა, მოლხენა და სიცილი უნდა. ალბათ ამის შედეგი უნდა იყოს, რომ იუმორისტულ ფილმებს ყოველთვის ჰყავს მაყურებელი - მასა! და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბ-ნი ზაზაც თანახმაა შემდეგი ფილმი ჟანრობრივად კომედია იყოს და არა ეკრანზე გადატანილი, ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომელიმე ტრაგიკული ფურცელი. სწორედ ჩვენი ისტორიის ჟანრობრივი სიმძიმის გამოა, რომ ქართველი მაყურებლი ცდილობს კინო-თეატრებში შესვლისას მაინც მოუხუროს კარი განცდილ რეალობას და აღარ დაფიქრდეს იმ წარსულზე, რომელზეც ამ შემთხვევაში ზაზა კოლელიშვილის ფილმი საუბრობს, ამიტომ ყოველგვარი უარყოფითი ემოციების გარეშე, უბრალოდ დიდი ეკრანის წინ, პოპკორნით ხელში მოკალათება და ხარხარი ურჩევნია. 27.03.2010. უცნობი ამჯერად თავს კარგად გრძნობსპოპულარული შოუმენი, მსახიობი, მომღერალი და ბოლო წლებში პოლიტიკაში ბოლომდე გათქვეფილი გია გაჩეჩილაძე (უცნობი), რამდენიმე დღის უკან საავადმყოფოში, გულიკო ჩაფიძის გულის კლინიკაში მოხვდა, სადაც ოპერაცია გაიკეთა და ორი სტენტი ჩაიდგა. გია გაჩეჩილაძე ჯანმრთელობას დიდი ხანია უჩივის, რაშიც უარყოფითი თვალსაზრისით, დამატებითი კატალიზატორის როლი ტელეკომპანია “მაესტროს” პროექტმა “საკანი #5”, შეასრულა. შემდეგ იყო ცნობილი მოვლენა, შინაგან საქმეთა სამმართველოს დახურული ზონის ღობეზე გადახტომა და პოლიციელების მხრიდან მისი უმოწყალო ცემა, რის შემდეგაც შოუმენს ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაურთულდა. როგორც ავღნიშნეთ, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. კვლავ ჩაერთვება, თუ არა მომღერალი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. 26.03.2010. ლეგენდარული ვარსკვლავური დუეტი "ოტოვანი" თბილისელებს სიყვარულის დღეს მიულოცავსსაერთაშორისო საკონცერტო კომპანია ELATCONCERTS პირველად საქართველოში, მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს, ლეგენდარულ ჯგუფს ОTTAWANწარმოგიდგენთ. სოლო-კონცერტი გაიმართება 14 აპრილს CLUB “G.U.R.U-ში - შევხვდეთ სიყვარულის დღეს 15 აპრილს "ოტოვანთან" ერთად. ОTTAWAN- ფრანგული დუეტია, რომელმაც 80-ანი წლების დასაწყისში მთელი ევროპა და საბჭოთა კავშირი დაიპყრო. მათი კომპოზიციები D.I.S.C.O, Crazy Music, Hands up, You’re OK, Help, Get Me Some Help! და სხვა მრავალი იმ დროინდელი ახალგაზრდობის ჰიტი იყო. პირველმა სინგლმა D.I.S.C.O ევროპის ქვეყნებში მალევე მოიპოვა „ოქროს სინგლის“ სტატუსი და მეორე ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადში. შემდეგმა დისკმა Hands up, რომელიც 1981 წელს ჩაწერეს, არანაკლები პოპულარობა მოუტანა დუეტს. ამ ორი დისკის შემდეგ ჯგუფის პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ მათი სიმღერები ყველამ ზეპირად იცოდა. მოგვიანებით ჯგუფში ცვლილება მოხდა, ვოკალისტ ანეტის მაგივრად ჯგუფს Esther Langen შეუერთდა. ანეტის წასვლიდან რამდენიმე თვეში ჯგუფი ოფიციალურად Jean Patrickმაც მიატოვა. დღეს ჯგუფი ОTTAWANოფიციალურად შედგება Esther Langen და Robert Wolker დუეტისგან. დისკოს სტილის აღორძინებასთან ერთად დუეტი კვლავ მოხვდა ევროპის ჩარტებში (გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის) საერთაშორისო საკონცერტო კომპანია ELATCONCERTS ამ ლეგენდარულ ჯგუფს თბილისში ჩამოიყვანს. 14 აპრილს მათ კონცერტი CLUB “G.U.R.U-ში გაიმართება და დამსწრე საზოგადოება სიყვარულის დღეს "ოტოვანთან" ერთად შეხვდება 25.03.2010. ბუთხუზ ბასილაიას კიდევ ერთი ხსოვნის საღამორამდენიმე დღის უკან, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ნუგზარ კვაშალის ინიციატივით და ორგანიზებით ანსამბლ “ივერიის” ლეგენდარული ხელმძღვანელის ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ყოფილი “ივერიელების” გარკვეული ნაწილი ღებულობდა მონაწილეობას. სპეციალურად ამ დღისთვის მოსკოვიდან სტუმრად იყვნენ ჩამოსულნი ანსამბლი “სკერცო”, მანანა თოდაძე. სამწუხაროდ, მონაწილეებს ვერ შეუერთდნენ
ძველი “ივერიელები” - სოსო პავლიაშვილი, თამუნა ამონაშვილი, გოჩა ლორია და სხვები. საღამოს თავად ნუგზარ კვაშალი უძღვებოდა, რომელიც აშკარად ღელავდა და არც მალავდა ამ ფაქტს. სავსე დარბაზის მქუხარე და ხანგრძლივი 24.03.2010. სოსო პავლიაშვილი მიშა სააკაშვილმა განარისხაყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოდან კარგა ხნის წინათ გადახვეწილი ქართველი ვარსკვლავი სოსო პავლიაშვილი ქვეყნის დღევანდელ მთავრობას გულზე არ ეხატება და პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი “მოღალატეცაა” ქართველი ერისა, იმ მოღალატეთა რიგებში, რომლებსაც ხელისუფლებამ ეს იარლიყი რუსეთში მოღვაწეობის გამო მიაკერა. გაზეთ “ასავალ დასავალთან” საუბრისას, სოსო პავლიაშვილმა განრისხებული ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს. აქამდე, მოზომილად მოსაუბრე ქართველი მომღერალი ყველა სიტყვას წონიდა, ამჯერად ის ღიად სდებს ბრალს მიშა სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ქართველთა დისკრედიტაციაში, ტერიტორიების დაკარგვაში და ქართველ ხელოვანთა სახელის გატეხვასა და ჩირქის მოცხებაში. შეგახსენებთ, რომ სოსო პავლიაშვილი 2003 წელს რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ შევარდნაძის მხარდაჭერის გამო, თავიდანვე მოიძულა და თანაც, მისი კონცერტზე ოფიციალურად მოწვევა, საქართველოში 2003 წლიდან არასოდეს მომხდარა, როცა ქართველების საამაყო მომღერალი რუსეთში თითქმის ყოველდღიურად მართავს კონცერტებს და მას ამ ქვეყანაში როგორც მინიმუმი, ძალიან აფასებენ.. ჩვენი ჟურნალი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის სიმპათიებს სოსო პავლიაშვილისადმი და მისი, როგორც საქართველოს მოღალატედ მონათვლას, ცინიკური ღიმილით უყურებს. 23.03.2010. „შინის“ ქართული გასტროლებიქართულ ჯგუფს „შინს“, რომელიც 1998 წელს გერმანიაში ჩამოყალიბდა და საზღვარგარეთ ქართული მუსიკისა და ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის, მშობლიურ ქვეყანას არ ივიწყებს და დრო და დრო ქართველ ფანებსაც ახარებს. ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ „შინმა“ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს მიაშურა და კონცერტი გამართა. 20 მარტის საკონცერტო პროგრამა მათი ახალი ექსპერიმენტული პროექტი, „შავი ზღვის ცეცხლი“ იყო. მასში მონაწილეობა სხვა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. „შინთან“ ერთად ფილარმონიაში უკრავდნენ ბულგარელი თეოდოს სპასოვი, უკრაინელი ნარიმან უმეროვი და მოლდოველი ანატოლია სტეფანეტი. ("მიუზიქ ბოქსი") 22.03.2010. ფოტო-გამოფენა "1991-2008 წ.წ. - ის რაც აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს"
19 და 22 მარტს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში კომპანია “არტ-ფეისის” და “ფუჯიფილმის” ეგიდით ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის მიერ 1991-2008 წლებში გადაღებული ფოტო-კადრების გამოფენა მოეწყო, რომელიც ავტორმა საზოგადოებას საინტერესო სლოგანით წარუდგინა - “ის, რაც არასოდეს არ უნდა განმეორდეს”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალისტის მიერ გადაღებული 60 ფოტო და დამატებით ათი საინტერესო კადრი, რომელიც სხვადასხვა დროს, უცნობი თუ ნაცნობი ფოტოგრაფების მიერაა გადაღებული (და რომელიც ე.წ. “დაშიფრული ფოტოს” სტატუსით გამოიფინა). ორი დღის მანძილზე გამოფენილმა ფოტოებმა საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია, მისი მონახულება არ გადაუდიათ ძველ მებრძოლებს, საზოგადოების პოპულარულ სახეებს და ცნობილ ადამიანებს. ნუგზარ ერგემლიძე, ეკა ბესელია, დოდო გუგეშაშვილი, გოგა მესხი, ლალი ტოტიკაშვილი, გია ჯაჯანიძე და სხვა უამრავი ინტერესით ათვალიერებდნენ საქართველოს უახლოესი ისტორიის შეჩერებულ წამებს.
16.03.2010. ირმა სოხაძე - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 16 მარტს ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ქართული ესტრადის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი, ავტორ-შემსრულებელი, მუსიკოსი და თბილისში პრაღიდან რამდენიმე კვირით ახლახანს დაბრუნებული - ირმა სოხაძე. შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე (დააჭირეთ წარწერას) და ხმოვან ინტერვიუში მოსმინოთ მთლიანი გადაცემის ჩანაწერი გაიგებთ რაზე წყდება ირმა სოხაძეს გული, რას აპირებს მუსიკალური კარიერის მხრივ უახლოეს მომავალში, რა განწყობა აქვს ქართული თანამედროვე ესტრადის შემხედვარეს, რატომ დატოვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურნეო საბჭო და დაიწყებს თუ არა კვლავ მუშაობას 1-ელ არხზე?
12.03.2010. გიგა კვენეტაძე - დათო ხუჯაძე, ნინო წიკლაური - ნინი წიკლაურისაქართველოდან გადახვეწილი ქართველი მომღერლის “ცრემლების პრინცად” მონათლული გიგა კვენეტაძისა და მისი პროდუსერის - ნინო წიკლაურის ფარულ სიყვარულზე ადრეც ბევრს წერდნენ და მსჯელობდნენ და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა კარგახნის წინათ ოფიციალურად აღიარა ჟურნალ “ვარსკვლავებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ერთად ყოფნა და ოჯახის შექმნის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ გიგა მოსკოვში ცხოვრობს და ნინო ჯერ ისევ თბილისში (წარმოშობით ბათუმელია) წყვილს არ გასჭირვებია ქორწილის დაგეგმვა და მეჯვარეების შერჩევა, სიძეს მეჯვარე, საქართველოდან გადახვეწილი კიდევ ერთი მომღერალი დათო ხუჯაძე იქნება (რომლის სტუდიაშიც მუშაობს გიგა კვენეტაძე), ხოლო პატარძლის მეჯვარე კი, მისივე გვარ-მოსახელე, მოსკოვში მცხოვრები ნინი წიკლაური. წყვილს ჯვრისწერა საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში აქვს გადაწყვეტილი და დაახლოებით 100 კაციანი ქორწილის გადახდის სურვილი კი - თბილისში. მკითხველისთვის ისიც ცნობილია, რომ ნინო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო იყო, მაგრამ როგორც ჩანს გიგა კვენეტაძემ მისი გული საბოლოოდ დაიპყრო. ნინოს პირველი ქორწინებიდან ყავს ერთი გოგონა, და ულამაზესი პატარა შვილიშვილი. 10.03.2010. მაია კაჭკაჭიშვილის დეფიციტურად სასიამოვნო საღამოპროდუსერ თაკო დოლაბერიძის ეგიდით კლუბ “ტრიუმფში” კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები ესწრებოდნენ და სადაც მაიას დაწერილ სიმღერებს რიგ-რიგობით ასრულებდნენ შეკრებილი საზოგადოების წინაშე.
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის “წლის საუკეთესო კომპოზიტორის” ნომინაციაში გამარჯვებული, უნიჭიერესი ადამიანი სასიამოვნოდ აღელვებული ჩანდა და მადლობებს არ იშურებდა ქართველი მომღერლებისთვის, რომლებიც მის პირველ შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ: - მერაბ სეფაშვილი, “ქუჩის ბიჭები”, “სეიშენი” ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ლევან ლაზარიშვილი, ქრისტინა იმედაძე, თიკა ჯამბურია, ტატო, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, სხვები და სხვები, რომლებსაც ერთი სიმღერა მაინც აქვთ მაია კაჭკაჭიშვილის მიერ დაწერილი, საკუთარ რეპერტუარში.
ხალხით სავსე დარბაზი კმაყოფილი უსმენდა ყველა მომღერალს და ნოსტალგიურად იხსენებდა არცისე შორეულ წარსულს, როცა იგივე მომღერლები სპორტის სასახლის დარბაზს ავსებდნენ 10.000 მსმენელთან 09.02.2010. ნინი შერმადინი - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"9 მარტს 17:00 საათიდან რადიო "საქართველოს ხმის" პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, საბერძნეთიდან დროებით დაბრუნებული ქართველი მომღერალი (ახლა უკვე ბერძნუული ესტრადის ვარსკვლავიც) - ნინი შერმადინი იყო. თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს ქართულ ესტრადაზე ზოგადად, ქართველ მსმენელზე, რა საიდუმლოებებს ამჟღავნებს ნინი და საერთოდ - რატომ აღ სურს თავის ქვეყანაში ცხოვრება, შეგიძლიათ დააკლიკოთ ამ წარწერაზე და გადმოიწეროთ ნინი შერმადინთან საუბარი, ინტერვიუ
06.03.2010. რუსთაველების შეხვედრა კომპოზიტორ ზურა ჩინჩალაძესთან5 მარტს ქალაქ რუსთავში, ასოციაცია “ჯადოსნური ხმების” ეგიდით საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის “წლის საუკეთესო კომპოზიტორის” ნომინაციაში გამარჯვებულ კომპოზიტორ ზურა ჩინჩალაძესთან შეხვედრა მოეწყო. შემოქმედებითი საღამო რუსთავის დრამატული თეატრის დარბაზში გაიმართა პროდუსერ თამაზ ქაჯაიას ორგანიზებით, რომელსაც ქართული ესტრადის ნამდვილი ვარსკვლავები სტუმრობდნენ - ბესო კალანდაძე, ეთერ კაკულია, ნუგზარ კვაშალი, პაატა თედიაშვილი და მაკა ქაჯაია. მომღერლები რომლებსაც საკუთარ რეპერტუარში ზურა ჩინჩალაძის თითო სიმღერა მაინც აქვთ. საღამოს წამყვანი ზაზა ალექსიძე გახდა, რომელსაც იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა და ორმაგი ენერგიით უძღვებოდა ღონისძიებას. კომპოზიტორის შემოქმედებით საღამოზე მონაწილეობას ღებულობდნენ ქორეოგრაფიული და ბავშვთა ანსამბლები, სოლო შემსრულებლები და ახალგაზრდა ჯგუფები, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ გადაცემა “ნიჭიერის” მეორე ტურში გადასული მართლაც ნიჭიერი “ჯექსომანები” და 12 წლის პატარა მომღერალი “მეგა-2008”-ის ლაურიატი რუსუდან ზაზაშვილი. სავსე დარბაზი 3 საათის განმავლობაში აპლოდისმენტებს არ იშურებდა არცერთი შემსრულებლისთვის, მაგრამ ეთერ კაკულიას ნამღერმა რუსთავის ჰიმნმა მაინც განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა. კმაყოფილი ჩანდა თავად კომპოზიტორი ზურა ჩინჩალაძეც, რომელიც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ავტორ-შემსრულებელიცაა. ლამაზი საღამო რუსთავის ერთ-ერთ ულამაზეს რესტორან “თამადაში” ვანო ზაზაშვილის მასპინძლობით ლამაზად დაგვირგვინდა. 04.03.2010. ღვინის კომპანია “შუმის” გრანდიოზული საღამო და სიუპრიზების ფეირვერკირამდენიმე დღის უკან რეალითი-შოუ “ჯეო-ბარის” გამარჯვებულმა დეა ადამიამ კლუბ “ოთახში” ორგანიზება გაუკეთა დიზაინერ 30 წლის სოფო სირაბიძის ჩვენებას, რომელმაც მეტად ორიგინალური, ლამაზი და პრაქტიკული საღამოს კაბები წარმოადგინა 7 მოდელი გოგონას დახმარებით.
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წელს დაარსებულმა დედის დღემ, საქართველოში მყარად მოიკიდა ფეხი და აგერ უკვე წლებია საქართველო ყოველ 3 მარტს ღირსეულად აღნიშნავს ამ თარიღს.
იმ უამრავ აქციას, კონცერტსა და გამოსვალს შორის. რომელიც ამ დღეს თბილისში ჩატარდა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღვინის კომპანია “შუმის” მიერ ორგანიზებული საკონცერტო საღამო იყო, რომელიც რესტორან “მონოპოლში” გაიმართა, ქართული ესტრადის გამორჩეულ ვარსკვლავებთან ერთად - მერაბ სეფაშვილი, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ნატო გელაშვილი, დათო არჩვაზე, ზურა მანაგაძე, ზურა ჩინჩალაძე, პაატა თედიაშვილი და სხვა უამრავი ცნობილი სახე.
მაღალორგანიზებულ საღამოს ღვინის კომპანია “შუმის” პიარ-მენეჯერი თინათინ წილოსანი (რომელსაც კომპანია “მარიგოლდის” ულამაზესი კაბა უფრო მეტად ამშვენებდა) და მისი მეწყვილე ვანიკო ყულიჯანიშვილი უძღვებოდნენ, სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად საღამოს 03.02.2010. ნუგზარ ერგემლიძე - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 2 მარტს ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ქართული ესტრადის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოლისტი, ავტორ-შემსრულებელი, მხატვარი და ბოლო ერთი წელიწადია პოლიტიკოსი - ნუგზარ ერგემლიძე იყო. რას ფიქრობს ტანამედროვე პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, რა მიაჩნია ქართული კულტურის გადარჩენის გზად და რა გეგმები აქვს ნუგზარ ერგემლიძეს სამომავლოდ, შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე (დააჭირეთ წარწერას) და ხმოვან ინტერვიუში მოუმინოთ მთლიანი გადაცემის ჩანაწერს
01.03.2010. ტრანსექსუალი წამყვანი და აღგზნებული მაყურებელირამდენიმე დღის უკან რეალითი-შოუ “ჯეო-ბარის” გამარჯვებულმა დეა ადამიამ კლუბ “ოთახში” ორგანიზება გაუკეთა დიზაინერ 30 წლის სოფო სირაბიძის ჩვენებას, რომელმაც მეტად ორიგინალური, ლამაზი და პრაქტიკული საღამოს კაბები წარმოადგინა 7 მოდელი გოგონას დახმარებით. საღამოს წამყვანობა მეტად (შეიძლება ითქვას - ზედმეტად) ორიგინალურ ადამიანს - ტრანსექსუალს, კესო-ბესოს მიანდეს, რომელიც ისე გამომწვევი ჩაცმულობით გამოირჩეოდა, რომ თუ არ დაუკვირდებოდი, შესაძლოა ვინმეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოდელი ჰგონებოდა. მას შემდეგ რაც გადაცემაში “სიმართლის დრო” კესო-ბესომ ხმამაღლა და ოფიციალურად აღიარა თავისი ტრანსექსუალობა, ალბათ აწი საკუთარი თავის პიარითაც დაკავდება და ხან წამყვანად მოგვევლინება და ხან მოდელად, ფაქტი კი ერთია, აღგზნებული დამსწრე საზოგადოება აქტიურად უკრავდა ტაშს მას და მოდელებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მართლაც ლამაზი კოლექცია წარმოადგინეს. 26.02.2010. ანრი ჯოხაძე ახალი სკანდალური ნაბიჯიმას შემდეგ რაც თბილისის ყველაზე სკანდალურმა მომღერალმა კლიპი “თბილისური უბნები” გადაიღო, რამდენიმე თვე გავიდა და პატრულის, სახანძროსა და სასწრაფოს ლამაზი რეკლამირების შემდეგ ანრი ჯოხაძეს ახალი არაფერი გაუკეთებია. შემოქმედებითი პუზა, რომ მომღერალს დიდხანს არ გაუგრძელდებოდა ფაქტია, ის აქტიურად მუშაობს სტუდიაში და ამჟამად აზარბაიჯანელ მომღერალ საბინასთან ერთად, ქართულენოვან დუეტს წერს, რომელიც ქართულ რადიო-არხებზე მარტის თვიდან დატრიალდება. ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სიმართლის დროში” სკანდალური გამოსვლის შემდეგ მომღერალმა ვიზუალური იმიჯიც შეიცავალა და თმა უცნაურად შეიჭრა - ბაკები აიპარსა და პანკური ხაზებით “გაილამაზა” ვარცხნილობა. მომღერალი, რომ პერიოდულ სიურპრიზებს უწყობს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც ეს ახალი ხილი არაა, მაგრამ რას აპირებს ამჯერად “წლის საუკეთესო ვოკალისტი” კონკრეტულად ჯერ-ჯერობით არ ამხელს და მხოლოდ იმას აღიარებს, რომ - ელოდება დროს, რომელიც მისცემს სტიმულს ბაზარზე ახალი სიმღერები გამოუშვას, რომელიც უკვე, არცისე ცოტა დაუგროვდა სტუდიაში. მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ანრი ახალ კლიპსაც ამზადებს და საკმაოდ სკანდალურ, მორიგ ეროტიკულ სიუჟეტსაც - სკანდალურ ქართველ ტრნსექსუალ კესო-ბესოსთან ერთად და რამდენადაც გავარკვიეთ - ეს კლიპი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის დახურული იქნება სიუჟეტიდან გამომდინარე. 23.02.2010. აჩიკო მეფარიძე - სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 23 თებერვალს , ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" მორიგი ექსკლუზიური სტუმარი, 2 წლის წინ საქართველოდან მოსკოვში გადასახლებული - ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იმიჯის მქონე მამაკაცი, მომღერალი, ექიმი, კომერსანტი - აჩიკო მეფარიძე იყო. ამ ინტერვიუში მოისმენთ მომღერლის სამხედრო ექსტერის დონეზე აყვანილ შეფასებებს :), გაიგებთ რატომ მოუწია 13-ჯერ მომღერალს პარაშუტიდან გადმოხტომამ, გაიგებთ რას საქმიანობს ამჟამდ მოსკოვში და როდის შეირთო უკრაინელი მეუღლე ბევრისგან ფარულად, მოისმენთ შეხედულებებს მისსავე პოპულარობაზე, ქართულ შოუ-ბიზნესსზე - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს
21.02.2010. ანსამბლი “75” წელს 35 წლის ხდებალეგენდარული ანსამბლი “75” წელს 35 წლის იუბილეს იზეიმებს და ქართული ესტრადის ძველი თაობის ვარკვლავებს კიდევ ერთხელ შეახვედრებს საზოგადოებას. “ვარსკვლავებისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ანსამბლის ვარსკვლავის გახსნის თაობაზე დიდი საკონცერტო დარბაზის წინ. საკითხის წინ წამოწევაში აქტიურობას პარლამენტარი (კომპოზიტორიც, მომღერალიც, მხატვარიც და მწერალიც) ნუგზარ ერგემლიძე იჩენს, რომელსაც თავის მხრივ პროდუსერი სოსო აბზიანიძე უკეთებს ორგანიზებას და სავარაუდოდ, ანსამბლ “75”-ს ვარსკვლავი წელს აუცილებლად გაიხსნება ფილარმონიის წინ, სხვა ლეგენდარული ადამიანების ვარსკვლავების გვერდით.. “ვარსკვლავები” დაუკავშირდა ნუგზარ ერგემლიძეს, რომელიც ამჟამად ბუდაბეშტში იმყოფება საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად: - ანსამბლ “75-“-ს ვარსკვლავი აუცილებლად უნდა გაიხსნას, ვფიქრობ, რომ “75”-ს იმდენი დამსახურება აქვს, რომ იმასხურებს იმ შენობის წინ ვარსკვლავის გახსნას სადაც მან მთელი ეპოქა შექმნა. - აღნიშნა ბ-ნმა ნუგზარმა ჩვენთან საუბარში. კომენტარი ვთხოვეთ სოსო აბზიანიძესაც: - წელს “75”-ს საიუბილეო წელია, გეგმაში გვაქვს აქტიური სამუშაოები ჩავატაროთ ანსამბლის ვარსკვლავის გახსნისთვის და ვფიქრობ, რომ აღნიშნული არ იქნება დიდ პრობლემებთან დაკავშირებული. დაგვეთანხმეთ რობერტ ბარძიმაშვილის დროიდან “75” ის ანსამბლია, რომელმაც დროს გაუძლო და თავისი სიმღერების წყალობით დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ ანსამბლად ითვლება. 20.02.2010. როკ-კლუბში არტ-საღამოები გრძელდებაროკ-კლუბში არტ-საღამოები გრძელდება. "შენი ტუჩებით ვარტყამ ერთ-ორ ნაპასს"– ასეთი ორიგინალური სახელწოდება ჰქონდა როკ-კლუბში გუშინ გამართულ პოეზიის საღამოს. სტუმრებს დავით ჩიხლაძის პერფორმანსი და კატო კიკაბიძის პოეზია წარმოუდგინეს. არტ-საღამოების იდეა ლიბ.ჯის და როკ-კლუბის ერთობლივი პროექტია. არტ-საღამოები, რომლებიც პოეზიასთან ერთად უჩვეულო პერფორმანსებს გვთავაზობს, ყოველ ხუთშაბათს როკ-კლუბში გაიმართება. 20.02.2010. ნინი შერმადინის ფენომენი საბერძნეთში დაფასდა“ვარსკვლავები” პერიოდულად გთავაზობდათ პოპულარული ქართველი მომღელის ნინი შერმადინის გამოსვლების ვიდეოჩანაწერებს, რომლებსაც დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ ყოველგვარი კომენტარის გარეშე წარმოგიდგენდით, რადგან მტკიცება იმისა, რომ უკვე (!) მერამდენე ნიჭიერი მომღერალი დაკარგა (!) საქართველომ - უაზრობად მიგვაჩნდა. ასე კარგად აგიხდეთ ყველაფერი, - ერთდროს ქართულ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” ვიღაცეების (!) მიერ დაწუნებული მომღერალი, დღეს უკვე ძალიან პოპულარული ბერძნული პროექტის “იქს ფაქტორის” ვერცხლის მედალოსანია, ნინი შერმადინს მთელი საბერძნეთი იცნობს, ეთაყვანება, პატივს სცემს და მისი გზა ევროპისკენ თავისუფალია. ნინის უკვე ყავს ბერძენი მენეჯერი და სავარაუდოდ ის სერიოზულ კარიერას უახლოეს მომავალში გაუკეთებს მომღერალს, თუმცა ესეც, რომ არ იყოს მას უკვე ბევრი მიწვევა აქვს და დღეს ერთ-ერთ კომერციულ მომღერლადაც ითვლება საბერძნეთში, ჩვენი ინფორმაციით რამდენიმე კორპორატიულ საღამოზეც უკვე მიიღო მონაწილეობა. ნინი შერმადინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის საქართველოშიც საუკეთესო იყო და ბევრ ვაი-მომღერალსაც ფარული შურით დასწყვიტა გული თავისი გამარჯვებით, სხვათაშორის, როგორც აღმოჩნდა ნინისთვის საბერძნეთში მიღწეული დიდი წარმატება არ მიულოცავს საბერძნეთშივე თავის დროზე საქართველოდან (!) გადახვეწილ ქართველ (!) თამთა გოდუაძეს, რომელიც ანალოგიური გზით გახდა ბერძნული ესტრადის ვარსკვლავი. “ვარსკვლავები” კიდევ ერთხელ ულოცავს უნიჭიერეს ქართველ მომღერალს ამ დიდ წარმატებას და მსოფლიო ვარსკვლავობისკენ გზას დაულოცავს მას. 19.02.2010. თინა კანდელაკი მეცხვარეობას არ აპირებსრუსული ბომონდის და ელიტის პასპორტიანი წევრი (!) თინა კანდელაკი, კვლავ აგრძელებს მამაკაცების გულების (!) დაპყრობას და მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხებს იყენებს ამისთვის, შედეგი ყველა ვარიანტში მაინც ერთია - საჩუქრებით განებივრებული ტელე-წამყვანი კვლავ მარტო (!) აგრძელებს ნებივრობას და სიცოცხლით ტკბობას. აღმოჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოძულე თინა კანდელაკი (შეგახსენებთ, რომ ამ ქალბატონმა ერთხელ საქართველოს პერზიდენტობაზეც გამოთქვა პრეტენზია) არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პირადი სიმპათიებით სარგებლობს, არამედ ყარაჩაი-ჩერქეზიის უმაღლეს პირთანაც ახლობლობს, რომელმაც თინას ბინა და ცხენი აჩუქა, მაგრამ ყველაზე ორიგინალური საჩუქარი თინას, მაინც ყალმუხურის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა გაუკეთა – აჩუქა რა მას, სამი ცხვარი და კავკასიური წეს-ჩვეულებების კარგად (!) მცოდნე, ეროვნებით ქართველმა ჟურნალისტმა იცის, რომ უარის თქმა არ შეიძლება საჩუქარზე კავკასიაში, თანაც ცხვრებზე, ამიტომ ცხვრები საბალახოდ თინა კანდელაკმა თავის აგარაკზე გადაიყვანა. მას შემდეგ რაც პატარა თინა კანდელაკმა, 90-ანი წლების შემდეგ, არანაკლებ სკანდალურ შალვა რამიშვილთან სამსახურებრივი რომანები შეწყვიტა და დიდ რუსეთში გადაიხვეწა, სწორედ მსგავსი არაორდინალური საქციელებით გაითქვა სახელი - სააკაშვილის ხმამაღლა ლანძღვა, ყველასგან (!) ძვირფასი საჩუქრების მიღება, საყვარლების ხშირი ცვლა და მათთან ერთად მწარე ავარიებში მოხვედრა წითელი “ფერარით”, სცენაზე კოლეგა ქალბატონებთან კოცნაობა (ქსენია სობჩაკი - სხვათაშორის სწორედ მასთან გაიყო რამდენიმე დღის უკან, თინამ რუსეთის მთვარი “გლამურის” წლის ქალბატონის ტიტული) და ა.შ. 2013 წელს სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი: - ხუბუტია, ებრალიძე, უგულავა, ალასანია, ბურჯანაძე თუ – ლეგენდარული ქართველი თინა კანდელაკი? :) 17.02.2010. ბესო კალანდაძე კონცერტისთვის ემზადება და თან სკანდალებშიაქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ვარსკვლავი ბესო კალანდაძე აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებაშია ჩაბმული და ახალი სოლო-კონცერტისთვის მზადებას განაგრძნობს (რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო ფილარმონიაში). მომღერალი რომა რცხილაძის ბენდ “სპილოსთან” ერთად მუშაობს, ფაქტიურად აღადგინეს ანსამბლ “75”-ს ყველა ძველი ჰიტი და სწორედ ამ ახალი ჟღერადობის ძველი ჰიტებით, ისინი გაზაფხულიდან საქართველოს გარშემო ტურნეებს გეგმავენ. კვლავ დაძაბულია მომღერლის პირადი ცხოვრებაც, მოსკოველ ცოლთან ციცინო შურღაიასთან სკანდალებით განშორების შემდეგ ბესო კალანდაძე, ოჯახს დაუბრუნდა და ცდილობს საბოლოოდ მოიშოროს მეხსიერებიდან თავისი ცხოვრების შეცდომის წლები, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ პროფესიონალ ექიმს უკავშირდება და რომლის გამოც მომღერალი რამდენიმე თვე ციხეშიც იჯდა. ახლახანს ერთ-ერთ ქართულ არხზე მომღერლის ყოფილ მეუღლეს, ციცინო შურღაიას კვლავ ქონდა გამოსვლა, რომელიც საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა უარყოფითად აღიქვა, რადგან ცოტა არ იყოს სასაცილოა ქალის მდგომარეობა, რომელიც კაცმა საბოლოოდ უარყო და ის კი, მაინც სახალხოდ ეკიდება და ძველ ცხოვრებას უხსენებს, ეს უფრო სამაგიეროს გადახდის მცდელობას გავს მაყურებლის თვალით. ბესო კალანდაძე ცდილობს ყურადღება აღარ მიაქციოს ყოფილი მეუღლის მსგავს გამოხტომებს და მთლიანად ძველ ოჯახში და შემოქმედებაში ჩაძირვას აპირებს. ქართველი მსმენელი კი, მოუთმენლად ელოდება საყვარელი მომღერლის ახალ სიმღერებს და უკვე ნაკლებად ადარდებს იმ ადამიანის ძველი პირადი ცხოვრება, რომელმაც გულწრფელად მოინანია ის ყველაფერი. 16.02.2010. დათო ფორჩხიძე - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერშირადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 9 თებერვალს , ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მრავლაგზის ნომინანტი, ბოლო დროის სკანდალური მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო. თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს თანამედროვე პოლიტიკური მოვლენებიდ შესახებ მომღერალი, რა აზრისაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რას ფიქრობს ქართული შოუ-ბიზნესის აღმავლობასა და პრობლემებზე - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს
14.02.2010. ირაკლი ფირცხალავა კვლავ გაქურდესრუსეთში პოპულარული ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, გავრცელებული ინფორმაციით რაღაც კონკრეტული პერიოდის მანძილზე აქტიურად იბლოკებოდა რუსულ შოუ-ბიზნესში, თუმცა “შავი დღეები” დაცხრა და მომღერალმაც აქტიური მუშაობა განაახლა. 32 წლის ირაკლი სიმღერის გარდა აქტიური სპორტითაცაა დაკავებული, ხშირად სტუმრობს მოსკოვურ ფიტნეს-კლუბებს და ცდილობს ფიზიკურად კარგ ფორმაშიც იყოს. თუმცა ამასწინათ ფიტნეს-კლუბში სტუმრობა ფირცხალავას დაახლოებით 25.000 რუსული რუბლი დაუჯდა, - სწორედ ეს თანხა მოიპარეს მომღერლის ახალთახალი თეთრი “აუდი ა5”-დან მძარცველებმა, რომლებმაც მანქანის უკანა მინა ჩაამტვრიეს და ამ ფულთან ერთად მისი საბუთებიც წაიღეს. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ირაკლი ფირცხალავამ მილიცია გამოიძახა, რომელმაც მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანა, ქურდების ავან-ჩავანს კი ჯერ-ჯერობით ვერ მიაგნო (საეჭვოა, რომ საერთოდ მიაგნოს). 13.02.2010. მაია ჯაბუა კონცერტისთვის მზადებას იწყებსანსამბლ “მზიურის” წლებიდან მოყოლებული, მაია ჯაბუას სახელი არ ჩამოსულა ქართული ესტრადის ვარსკვლავთა კონცერტების აფიშებიდან, თუმცა წელს რატომღაც ორგანიზატორებმა მომღერალი არც ე.წ. მთვარ საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვიეს და მანამდე არც თბილისობისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ (!) გალა-საღამოზე, რასაც თვითონ მომღერალი პრიმიტივიზმად აღიქვამს და აცხადებს, რომ - ვიღაც მას, თავის საქმის კეთებაში ხელს უშლის (სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მომრავლდნენ ვიღაც (!) ადამიანები რომლებიც ხელს უშლიან კონკრეტულ მომღერლებს თბილისში (!) თავის საქმის კეთებაში). მაია ჯაბუამ უკვე რამდენიმე კომპოზიტორს სთხოვა მისთვის სიმღერების დაწერა და პარალელურად ემზადება ახალი სიმღერების ჩასაწერადაც, რომელიც სავარაუდოდ მის სოლო-კონცერტზე გაჟღერდება, ამისთვის მზადება მომღერალმა უკვე ახალი წლიდან დაიწყო. საინტერესოა იქნება თუ არა ან კულტურის სამინისტრო (აქ მისი კოლეგა ნინა წკრიალაშვილი მუშაობს მაღალ თანამდებობაზე), ან მერიის კულტურის სამსახური (აქ კი ნეკა სებისკვერაძე განაგებს ბევრ რამეს), მაია ჯაბუას სოლო-კონცერტის ორგანიზატორი, თუ თბილისის მერია მხოლოდ “კენზოს” კონცერტებს აფინასებს სპორტის-სასახლეში, მაშინ “გამო-კენზო-ვებული” ახალგაზრდობა ღირსიც არაა მაია ჯაბუას სიმღერების მოსმენისა, ისე როგორც არც თემურ თათარაშვილის, არც სოსო პავლიაშვილის და არც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის (!), ბორის ელცინის საყვარელი მომღერლის - ნანი ბრეგვაძის და არც სხვა მრავალის. 12.02.2010. "ვალენტინი” განკვეთილი ბერი, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარითითქმის ნახევარი მსოფლიო ბოლო წლებში, ყოველ 14 თებერვალს აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს (მონათლულს შეყვარებულთა დღედ), თუმცა ოთხიოდ წლის წინ, რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს სახელად ვალენტინი და ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი არარეალური კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება! კომერციის სახე კი, ფულის მოყვარულმა ამერიკელებმა მას 1846 წლიდან მისცეს, როცა ”ვალენტინის” ბიზნეს-ხაზი შექმნეს და ფულის კეთება დაიწყეს. არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა - რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტებს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა! აღიარებული დღესასწაული, რომელსაც მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის ვალენტინის მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა. ასეთივე აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც (მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ), რამეთუ ეს არის დღე როცა ჰომოსექსუალისტებს პირველად დაწერეს ჯვარი! მართმადიდებლური ეკლესია, სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს - გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა, ხოლო ჭეშმარიტი, სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დარსებასაც კონკრეტული ქართული წყვილის, კონკრეტული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად! მერაბ სეფაშვილი - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერშირადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 9 თებერვალს , ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მრავლაგზის ნომინანტი, ბოლო დროის სკანდალური მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო. თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს თანამედროვე პოლიტიკური მოვლენებიდ შესახებ მომღერალი, რა აზრისაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რას ფიქრობს ქართული შოუ-ბიზნესის აღმავლობასა და პრობლემებზე - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს
10.02.2010. გია სურამელაშვილს ცოლი არ მოუყვანიაბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებული ჭორები მომღერლის მეორე ქორწინების შესახებ, რომელიც რადიო “არ დაიდარდოს” წამყვანსა და მომღერალს თაკო მელიქიშვილისა და გია სურამელაშვილის ოჯახის შექმნას ეხებოდა, - ტყუილი აღმოჩნდა. მსგავსი ჭორებით ის ქართული ესტრადის სხვა მომღერლებზეც ხშირად დაუქორწინებიათ, მათ შორის იყო მანჩოც, რომელთან ერთადც გიას ულამაზესი დუეტი აქვს ჩაწერილი. თაკო მელიქიშვილთან მიმართებაშიც სწორედ ასეა – სურამელაშვილს თაკოსთანაც ულამაზესი დუეტი აქვს ჩაწერილი. საერთოდ, ამ მომღერლის გარშემო ყოველთვის ტრიალებს ჭორები - დაწყებული მისი ჰომოსექსუალობიდან, ნარცისიზმიდან და მექალთანეობიდან, დამთავრებული უკიდურეს სიღარიბემდე დ უკიდურეს სიმდიდრემდეც კი :) გია სურამელაშვილი აქტიურად მუშაობს კერძო, კორპორატიულ მიწვევებზე საქართველოში, სადაც მას დაახლოებით 1500-2000 ლარს უხდიან მუსიკალურ პროგრამაში, თუმცა როგორც მომღერალი აცხადებს - მიიღო შემოთავაზება საბერძნეთიდან სადაც მარტო ჰონორარის სახით 10.000 ევროს შეჰირდნენ. მომღერალს იანვრის ბოლოს დაბადების დღე ქონდა, რომელიც ვიწრო სამეგობრო წრეში მოკრძალებულად აღნიშნა. 07.02.2010. მანჩოს და ნინის ახალი დუეტიერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა მომღერალმა თბილისში, მანჩომ რომელიც საკუთარი “მ-სტუდიოს” მფლობელიცაა, მორიგი დუეტი ჩაწერა პატარა მომღერალთან ერთად - 7 წლის ნინი დუმბაძე საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-10 ცერემონიალზე “მომავლის იმედის” ნომინაციაში დაჯილდოვდა და შესანიშნავი ვოკალური მონაცემების მომღერალია. მანჩოს და ნინის დუეტი კი, იმ იშვიათ სიმღერათაგანია, როცა სიმღერა ერთნაირად უხდება ორივეს უფროსაც და უმცროსსაც :) “ეს ზღაპარი ასრულდება” - მუსიკის და ტექსტის ავტორი კაკი ბოლქვაძეა, რომელზეც კლიპის გადაღებაცაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ეს მანჩოს მეორე დუეტია პატარა მომღერლებთან (პირველი მას რუსა ზაზაშვილთან ერთად აქვს ჩაწერილი). პატარა ნინი დუმბაძე 1 თებერვალს “მის-ვარკვლავები 6”-ს, ფოტოგენურობის კონკურსის საუკეთესო ათეულის წევრიც გახდა და წარმატებით აგრძელებს მუსიკალურ კარიერას. 5.02.2010. “სტეფანე და სამი გოგოს” - მაღალბიუჯეტიანი კლიპი “მტვ”-სთვის?რამდენიმე დღის უკან ერთ-ერთმა ქართულმა არამუსიკალურმა (!) არხმა ახალი კლიპის პრეზენტაცია გააკეთა ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში, კლიპის რომელიც “სტეფანე და სამი გოგოს” ახალ ინგლისურენოვან (!) სიმღერაზეა გადაღებული და რომელსაც ხარისხზე ეტყობა, რომ აშკარად დიდი ფულია გადახდილი. კლიპის პროდუსერობა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს ყოფილ დირექტორს კობა დავარაშვილს ეკუთვნის და ფაქტია, რომ ევროპული ბაზარისთვისაა გათვლილი და როგორც აღნიშნეს - ის შესაძლოა (!) მუსიკალურ ტელეკომპანია “მტვ”-ზეც დატრიალდეს. სიმართლე გითხრათ კლიპის ხარისხი და რეჟისურა გაცილებით მაღალი დონისაა ვიდრე თვითონ სიმღერა, რომელსაც არანაირი დატვირთვა არ აქვს, იმ მხრივ რომ არც “დენსია” და არც “დისკო”, ანუ ჟანრი რომელიც “მტვ”-სთვისაა მისაღები, ძალიან-ძალიან უხეში შედარება, რომ გავაკეთოთ მუსიკალურ ასპექტში - ამ სიმღერას ისე არ გაუშვებენ “მტვ”-ზე, როგორც ჯემალ სეფიაშვილის “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”-ს, ერთადერთი რამაც შეიძლება “იმუშაოს” ეს მხოლოდ ისაა, რომ ვიღაცეებს შეახსენონ (!), რომ ეს სწორედ ის “სტეფანე და სამი გოგოა” რომლებმაც სახელწიფოს არაპირდაპირი დაკვეთით (!) 2009 წლის “ევროვიზიაზე” მოხვედრამდე (რომელიც რუსეთში ჩატარდა), პუტინი (რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრია) გააშარჟეს. ნუგზარ კვაშალი - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერშირადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 2 თებერვალს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლის - "ივერიის" წევრი, პოპულარული ქართველი მომღერალი ნუგზარ კვაშალი იყო. თუ გაინტერესებთ რა მისიით იმყოფებოდა ის რამდენიმე დღის უკან მოსკოვში, რას ფიქრობს იმ ქართველებზე რომლებიც ძველი "ივერიელები" არიან და რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ, როგორ იხსენებს "ივერიის" საინტერესო ცხოვრებას, რაზე წყდება გული, რა ახარებს და რისი იმედი აქვს - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს
19.01.2010. აჩი ფურცელაძე - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერში19. რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 26 იანვარს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - თბილისიდან მოსკოვში გადახვეწილი ქართველი მომღერალი, რადიო-წამყვანი, "წლის საუკეთესო საკონცერტო წამყვანის" "მეგას" მრავალგზის მფლობელი აჩი ფურცელაძე იყო - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს და გაიგეთ ვისზეა გადნაწყენებული პოპულარული ქართველი, რატომ ჰგონია, რომ საქართველოში ის უკვე უცხოა, რას თვლის ის ძველი მეგობრების შეცდომად და საერთოდ, რატომ გონია, რომ - საქართველო მისთვის უკვე უცხო ქვეყანაა.
25.01.2010. თემურ თათარაშვილი გაოგნებულიამას შემდეგ რაც მომღერალმა რუსთში გადაბარგების შემდეგ, იქაური მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი აიღო და ფაქტიურად ფორმალურადაც რუსეთის მოქალაქე გახდა, საქართველოში კვლავ ჩაირთო მის წინააღმდეგ ანტიკამპანიის ჟურნალისტური მანქანა, და გამოინახა ქართული ესტრადის “ვარსკვლავებიც” კი რომლებმაც თათარაშვილს საქართველოს მოღალატეობაში დასდეს ბრალი, - მაგალითად ნინა წკრიალაშვილი (კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი) და გიო ხუციშვილი (ღვინის კომპანია “თელიანი ველის” მეწილე). აღშფოთებულნი არიან თათარაშვილის ამ “მოღალატეობრივი” ნაბიჯით. სხავთაშორის “ახლა გაახსენდათ” მომღერლის წამლის ბარიგობის ამბავიც, რაზეც თემური გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბარში პასუხობს, რომ - მათაც კარგად იციან, რომ მე “ბარიგა” (გამსაღებელი) არ ვყოფილვარ! მომღერალს იმედი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეობას აღიდგენს (რომელიც ავტომატურად გაუუქმდა რუსეთის მოქალაქეობის მიღებით) პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დახმარებით, თუმცა ბოლო დროს მის იმედებს ბზარიც შეეპარა. გაუგებარია, კონკრეტულად ამ მომღერლის მიმართ, საქართველოში აგორებული სკანდალები შოუ-ბიზნესის შიდა დინებების რომელი მხრიდან მოდის , რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ რუსეთის მოქალაქეები არიან სოსო პავლიაშვილი, თამრიკო გვერდწითელი და სხვა დიდი ქართველი ხელოვანები! რომელიმე მათგანს შეიძლება დავაბრალოთ საქართველოს მოღალატეობა იმის გამო, რომ მათ შემოქმედებას რუსეთის ტერიტორიაზე მისცეს გასაქანი?! თემურ თათარაშვილი საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნებას არ აპირებს. 24.01.2010. ლექს-სენმა უკრაინელი გოგონა ცოლად შეირთოთითქმის ყველა ჟურნალისტი ქართველ 28 წლის რეპერს ინტერვიუების დროს ყოველთვის ეკითხებოდა - ლექსო, რატომ არ ქორწინდები, ლექსო ცოლი როდის უნდა მოიყვანო, (გეგონება 28 წლის ასაკი იმდენად დიდია, რომ დააგვიანა ამ ნაბიჯის გადადგმა) - და ისიც მონდომებით პასუხობდა – ჯერ არავინ შემყვარებია და რანაირად მოვიყვანო ვინმეო? თუმცა აღმოჩნდა, რომ პარალელურ რეჟიმში ლექსო უკრაინაში ხშირ ვიზიტებს არა მხოლოდ საქმიანად აწარმოებდა არამედ, პირადულის აწყობაზეც ფიქრობდა, სწორედ წლების წინ გაიცნო მან კიევში თავისი მომავალი მეუღლე, დღეს უკვე 23 წლის ტატიანა, დანილო გალიცკოვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. რეპერი მაინცდამაინც არ ცდილობს, რომ თავისი გაბედნიერების ამბავი პრესისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს და ხმამაღლა არ საუბრობს ამ თემაზე, უბრალოდ ადასტურებს, რომ - ცნობა მისი დაოჯახების შესახებ სინამდვილეს შეეფერება! “ვარსკვლავები” ულოცავს ლექსოს ოჯახის შექმნას და ბედნიერებას უსურვებს წყვილს. 22.01.2010. სოფო ნიჟარაძე “ევროვიზია 2010-ზე” უკონკურენტოა?რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის (ტელეკომპანია “პირველი არხი) შემოქმედებითმა სამჭომ ხალხს “ევროვიზიის” მუსიკალურ კონკურსზე წარსადგენად მომხიბვლელი ქართველი მომღერალი, ცოტა ხნის წინათ რუსეთიდან (!) საქართველოში დაბრუნებული - სოფო ნიჟარაძე წარუდგინა. ამ გოგონას გარშემო ძალიან ბევრი ჭორი ტრიალებდა, მას პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის საცოლედაც მოიაზრებდნენ, რაზეც თავად პრემიერი ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილა. მას შემდეგ რაც გილაურმა 30 დეკემბერს მართლაც მოიყვანა ცოლი (მხოლოდ არა სოფო ნიჟარაძე) ამ თემაზე საუბარი შეწყდა, თავად მომღერალმა კი პრესაში მიულოცა კიდეც გილაურს გაბედნიერება - ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და იმედია ჩვენზე უკვე აღარ იჭორავებენო! თუმცა ჭორიკნების ენას ძვალი არ აქვს და პრეზიდენტის მხარდაჭერით აღჭურვასაც აბრალებენ ამ ლამაზ ქალბატონს და სწორედ ამის მიზეზია მომღერალი, რომ საქართველოში შესარჩევი კონკურსის გარეშე გაუშვეს “ევროვიზიაზე”. შეგახსენებთ, რომ სოფო ხალვაში, დიანა ღურწკაია და “სტეფანე და სამი გოგოც” პრეზიდენტის მხარდაჭერით სარგებლობდნენ თავის დროზე. აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ ოფიციალურად გამოცხადებულია კონკურსი სოფო ნიჟარაძისთვის საკონკურსო სიმღერის შესარჩევად, რომელიც არ უნდა იყოს აქამდე გაჟღერებული, უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და უნდა იყოს “ევროვიზიის” ფორმატის მუსიკა. იმედია წელს “ევროვიზიაზე” ქართველი სოფო ნიჟარაძე თავისი სილამაზითაც და მუსიკალური ნიჭითაც მოხიბლავს ევროპის ქვეყნის მსმენელს, რომლებმაც აქტიურად უნად დაუმესიჯონ საქართველოს წარგზავნილს. 19.01.2010. "რონდო" - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერშირადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 19 იანვარს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის, "მეგას" მრავალგზის ნომინანტის ჯგუფ "რონდოს" სახელით, მისი წევრი ნათია ჟორჟოლიანი იყო - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს, საიდანაც შეიტყობთ რას საქმიანობს ამჯმად ჯგუფი, მართლა ემზადება თუ არა საზღვარგარეთ წასვლას, უშლის თუ არა ხელს ჯგუფის არსებობას გოგონათა დაოჯახება და სხვა მრავალი ახალი ამბავი ჯგუფ "რონდოს" შესახებ.
15.01.2010. კიდევ ერთი კარაოკე-ფართი “ბითზლ-კლუბში”ამ დღეებში კიდევ ერთი კარაოკე-ფართი მოეწყო თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ “ბითზლ-კლუბში”, სადაც კვლავაც ჟურნალისტების ერთმანეთთან გაჯიბრება სცადეს და ამჯერადაც უამრავი პრიზის, საჩუქრის და ჯილდოს მოპოვებაც შეიძლებოდა. პარალელურად კლუბში მუსიკალური შოუს “ვარსკვლავების აკადემიის” მონაწილე მეგი გოგოტიძის საღამოც გაიმართა, ეს უკანასკნელი “ბითზლ-კლუბის” ბენდთან ერთად ცოცხლად მღეროდა. საღამოს ჟურნალისტებთან ერთად ბევრი პოპულარული სახე ესწრებოდა - მომღერლები, პოეტები და სპონსორი კომპანიების ხელმძღვანელები. საღამო რადიო “არ დაიდარდოს” დი ჯეი ბეგის მიყავდა, იყო ჟიურიც, რომლის სამკაციან შემადგენლობას - ვინი (ზაალ წულუკიძე, ტელეკომპანია “იმედი”), გვანცა კილასონია (რადიო “ფორტუნას” მუსიკალური ხელმძღვანელი) და ლიზა ვადაჭკორია (“მიუზიკ ბოქსის” მუსიკალური რედაქტორი) არ გასჭირვებია “მომღერალი ჟურნალისტების” შეფასება, თავის მხრივ არც ამ უკანასკნელთ შეურცხვენიათ თავი და შეძლებისდაგვარად “მღეროდნენ”, თუმცა რათქმაუნდა პროფესიონალი მომღერლის - მეგი გოგიტიძის ფონზე, მაინც სასიამოვნოდ სასაცილოები იყვნენ :) კარაოკე-ფართი გვიანობამდე გაგრძელდა და მომავალში შეხვედრის იმედით ორგანიზატორები მასპინძლებს დაემშვიდობნენ. 13.01.2010. კარაოკე კაფე-ბარ "8 1/2"-შითბილისი, რომ განებივრებული არაა კულტურული ღონისძიებებით ამას ჩვეულებრივი მოკვადევების გარდა, ის ჟურნალისტებიც განიცდიან რომლებიც ამ თემაზე წერენ და ამზადებენ სიუჟეტებს. ამიტომ, ორიოდ დღის უკან ერეკელეს ქუჩაზე, პატარა კაფე-ბარ “8 1/2”-ში მოწყობილ კარაოკეზე სტუმრების ნაკლებობა არ იგრძნობოდა, თანაც ერთმანეთს სცენაზე ახალგაზრდა მომღერლები და ჟურნალსიტები წყვილებად ეჯიბრებოდნენ. საღამოს ორგანიზატორი და წამყვანი ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” ყოფილი წამყვანი თამუნა მუსერიძე იყო, მუშაობდა ჟიურიც, რომლის თავმჯდომარეობაც, დღეს საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ შეითავსა. ჟურნალისტებთან ერთად სცენაზე კარაოკეს კონკურსში ახალგაზრდა მომღერლები ბექა ბროლაძე, თამთა ასათიანი, ქეთი ორჯონიკიძე და სხვები მონაწილეობდნენ, გათამაშდა წამახალისებელი პრიზებიც, დარიგდა საჩუქრებიც და უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტებს არც თუ ძალიან გასჭირვებიათ მინუს ფონოგრამაზე ხმის ხარისხიანად აყოლება :) ორგანიზატორები გვიპრდებიან, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები პერიოდულ ხასაითს მიიღებს. 12.01.2010. ზურა დოიჯაშვილი - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერშირადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 12 იანვარს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - საქართველოს ყველა დროის და თაობის საყვარელი მომღერალი, ქართველი ვარსკვლავი ზურა დოიჯაშვილი იყო. პრობლემები რომელზეც მომღერალს აქამდე არ უსაუბრია, მოსწონთ თუ არა რუსებს მისი ნამღერი პუტინის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს, ომის პერიოდში ჩაიწერა, რას აკეთებს ახლა, რა გეგმები აქვს და რატომ აღარ ეძახიან მასობრივ კონცერტებზე საქართველოს ესტრადის ვარსკვლავს ზურა დოიჯაშვილს. დააკლილეთ ამ ნაწერზე, შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ ინტერვიუს ზურა დოიჯაშვილთან
10.01.2010. თემურ თათარაშვილი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებსპრესაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ მომღერალი თემურ თათარაშვილი, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში მღერის, - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნილია. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ ის 2 წლის უკან ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით დააპატიმრა და ციხეში 12 წლიანი სასჯელით ჩასვა. თუმცა, წელიწადის გასვლის მერე, მომღერალი ყველასთვის მოულოდნელად გაანთავისუფლეს. ძალიან მალევე, ის, ქართველი ნაცნობების მეშვეობით, რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და როგორც ავღნიშნეთ, ამჟამად რესტორანში მღერის. იგი რუსეთის მოქალაქეობასაც ელოდება და პასპორტის აღების შემდეგ, ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილით საქართველოს პრეზიდენტსაც უნდა მიმართოს. თემურ თათარაშვილი აცხადებს, რომ ვიღაცეები (!) მას საქართველოში დაბრუნებას არ ურჩევენ, რადგან აეროპორტშივე დააპატიმრებენ. მომღერალს უკვირს და პირდაპირი გაგებით ეშინია კიდეც სამშობლოში დაბრუნება, რადგან ვერ გაუგია რატომ ემუქრებიან და რას ერჩიან, - იმისთვის რაც ჩავიდინე დავისაჯე კიდეც, ახლა ამ სენისგან სრულიად თავისუფალი ვარ და მუშაობა და ჩემი საქმის კეთება მინდა. 09.01.2010. ქართული ხელოვნების დახმარების კიდევ ერთი მცდელობარამდენიმე დღის უკან რუსთაველის თეატრის ფოიეში ახალი საპროდიუსერო კომპანიის “არტ ფეისის” პრეზენტაცია შედგა, რომელიც გარდა იმისა რომ ქართული კულტურის ხელშეწყობას, აღმავლობას და დახმარებას შეეცდება, აამუშავებს სარეკლამო სააგენტოს, ტურისტულ ბიუროს, ლიტერატურულ თეატრს, სამოდელო სტუდიას, ფოტო-სტუდიას და ჟურნალ “არტ ფეისს”,, რომლის პირველი ნომერიც დამსწრე საზოგადოებას იქვე დაურიგდა უფასოდ (რედაქტორი – გია ჯაჯანიძე), მეტიც - საღამოს ერთ-ერთი წამყვანის სამოდელო სააგენტო “არტ-ფეისის” მოდელის მირანდა ნადიბაიძის სურვილით, ჟურნალის პირველი ნომრის, პირველი ეგზემპლარი, მისთვის მოსაწონ მამაკაცს (!) საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს გადაეცა, უფრო სწორად გადაეცემა, რადგან პრეზენტაციაზე ბ-ნი მიხეილი არ ეწრებოდა, თუმცა მოდელმა სტუმრები დააიმედა, რომ რეზიდენციაში პირადად გადასცემდა ჟურნალს ბატონ პრეზიდენტს. კომპანია 37 წლის წარმატებული ბიზნესმენის და სპორტსმენის - ზვიად აბესაძის დაარსებულია და როგორც უკვე ავღნიშნეთ დიდი გეგმებითაც შემოვიდა ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით და ალბათ სწორედ ეს ადამიანი იქნება იმის ფინანსური გარანტი, რომ “არტ ფეისი” სხვა უცებ შექმნილ და უცებვე დახურულ მსგავს კომპანიებს არ დაემსგავსება, რადგან - ფული ერთადერთია რის დეფიციტსაც განიცდის ქართული ხელოვნება (თუ არ ჩავთვლით პროფესიონალურ კადრებს, ვინც ეს საქმე უნდა აკეთოს). საღამოს წამყვანობა თავის თავზე აიღო რუსთაველის თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ (გამოუვიდა კიდეც), მოეწყო დეფილე, ტრადიციულად გაიჭრა დიდი ტორტი და რაც ყველაზე საინტერესოა სტუმრებს “არტ ფეისი” “არტ ვახშამით” – ჩინური კერძებით გაუმასპინძლდა :) “ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ახლად-დაარსებულ კომპანიას და უსურვებს რეალური ნაბიჯების გადადგმას ქართული ხელოვნების განვითარებაში დახმარებისთვის. 08.01.2010. შორენა ბეგაშვილის იმედიანი “სექს-გაკვეთილები” ტელე-კომპანია “იმედზე”ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ სახელის და გვარის ქალბატონს, შეგახსენებთ რომ ეს სწორედ ის ახალგაზრდა ლამაზმანია, რომელმაც “თეატრალური სარდაფის” მსახიობობით გაითქვა სახელი, მერე იყო მისი პირველი სახალხო გაშიშვლება ქართული “პლეიბოის” ფურცლებზე და ამის შემდეგ დაიქოქა და დაიქოქა . . . ჩამოყალიბდა უკომპლექსო, სექსუალური, რევოლუციონერი ქალის იმიჯი რომელიც თავისუფლად იხდის, რათქმაუნდა – პროფესიული ინტერესების გამო, შესაბამისად მას უკვე რამდენიმე როლი აქვს ფილმებშიც.
რუსთაველმა ბეგაშვილმა პირველი ქართული “ეროტიკ-შოუ” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განახორციელა და გადაცემა “ღამე შორენასთან ერთად” პოპულარული და რეიტინგული უკვე გახადა, რათქმაუნდა ამაში პროდუსერების დიდი დამსახურებაცაა, რომლებმაც შორენას ეკრანზე გახადეს და ისე აალაპარაკეს სექსზე!
მაყურებელი ლამაზი ქალისგან შესაბამისად უტვინო საუბარს ელოდა და თანაც სექსზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ კარგად დაზეპირებული ტექსტები, ეროტიული მიხვრა-მოხვრა 06.01.2010. გია სურამელაშვილი “ცისფერობას” უარყოფსპოპულარული ქართველი მომღერალი შეიძლება ითქვას, რომ დღეს კვლავ დიდების ზენიტშია, ისე როგორც 15-16 წლის წინ. სწორედ ის იყო პირველი ქართველი ვარსკვლავი ქართულ შოუ-ბზინესში და ალბათ სწორედ ის არის ერთ-ერთი პირველი საიდანაც იწყება ათვლა ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესისა. - ის თვეში ოთხჯერ ავსებდა ფილარმონიის დარბაზს, მას ემსახურებოდა პირადი მძღოლი, პირველი პირადი მცველი, პირველი პირადი კონფერანსია, ის ყიდდა ყველა ბილეთს თავის კონცერტებზე და ფულს პარკებში ისე ტენიდა, რომ არც კი ითვლიდა სალაროდან გამოტანის შემდეგ, ის იყო პირველი რომელზეც ალაპარაკდნენ რომ - ისეთია, რაღაცნაირი, ნაზი, ლამაზი ბიჭი, გოგოები რომ სახეს იხოკავდნენ მისი გულისთვის, მაშინ სიტყვა “გეი” და ჰომოსექსუალი არავინ იცოდა, თუმცა ჭორები არც ახლა შეწყვეტილა გია სურამელაშვილზე, რასაც უკვე მომღერალი მობეზრებული უსმენს და ღიმილით ამბობს: - ერთ კაცს თუ მაინც მომიყვანენ, რომელთანაც ვიწექი გავჩუმდებიო! ალბათ ასეთ ჭორებს კაცები მიყრიან, აბა ქალს რა ინტერესი აქვსო?! (ლოგიკასთან ახლოა – ავტ.) მოკლედ, სანამ ჭორიკნები ენას იქავებენ გია სურამელაშვილი ახალ სიმღერებს წერს, მუშაობას აგრძელებს და მალე ბაბუობისთვისაც ემზადება, მისი შვილი უახლოეს დღეებში ცოლის შერთვას აპირებს, სარძლო მომღერალს ძალიან მოსწონს, თუმცა იმასაც აფიქსირებს, რომ – ჯერ ნაადრევად მიაჩნდა შვილის დაოჯახება. 05.01.2010. პანჩო - გადაცემაში "პირისპირ" - პირდაპირ ეთერში5 იანვარს რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - გასული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მომღერლი, ქალაქური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი - პანჩო (ლევან მგალობლიშვილი) იყო, რომელიც იხსენებს და ადარებს გასული დროის პოპულარობას და თანამედროვე ესტრადის ავკარგიანობაზეც თამამად საუბრობს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრის ჩანაწერი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან... (დააწკაპუნეთ ტესტზე და მიყევით ინსტრუქციას)
04.01.2010. დუეტი “ემი” ქართულ შოუ-ბიზნესს უბრუნდებაფაქტია, რომ ბოლო დროს ქართული შოუ-ბიზნესის ძველი-ახალი პოპულარული სახეები გააქტიურდნენ. ისინი სიმღერებსაც წერენ, კლიპებსაც იღებენ და მათ “რასკრუტკასაც” ცდილობენ. სწორედ მათ რიგში, ამ დღეებში ჯგუფი “ემიც” ჩაეწერა. დებმა, ია და ეკა მანიჟაშვილებმა, ზაზა ხუციშვილის და მისი ჯგუფის “ვაკის პარკის” მიერ ადრე ნამღერი “გნებდები” თავისებურად “გადმოამღერეს” და მასზე კლიპის შექმნა ლევან ტორონჯაძეს მიანდეს. გიგა კუხიანიძის სტუდიაში კლიპის კომპიუტერული ვერსიის მონტაჟი უკვე დასრულდა და თუ ტელე-არხები ქართული კლიპების პიარს ხელს შეუწყობენ, ერთ დროს პოპულარული სიმღერა, სავარაუდოდ კვლავ დაიბრუნებს ძველ დიდებას. თუმცა, ეს ჩანასახშივე ჩამკვდარი სურვილია, რადგან ქართულ სივრცეში არსებული “პირველი სტერეო” და “მიუზიკ ბოქსი”, ჯერ-ჯერობით ვერ უზრუნველყოფენ ხალხის ინტერესის პოლიტიკიდან მუსიკისკენ შემობრუნებას. 03.01.2010. სოსო პავლიაშვილმა ახალი ალბომი გამოუშვაგასული წლის დეკემბრის დასაწყისში სოსო პავლიაშვილმა ხარკოვში თავისი ახალი პრეზენტაცია მოაწყო და იქაურებს გრანდიოზული სოლო-კონცერტიც აჩუქა. რუსი (!) ჟურნალისეტბი აღფრთოვანებულები იყვნენ სოსოს პიროვნებით, მისი სიმღერებით და მისი ქართველობით (!), რაც შესაბამისად მათ სტატიებშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ლევან რამიშვილმა - ნანი ბრეგვაძე, სოსო პავლიაშვილი, თამრიკო გვერდწითელი და სხვები მოღალატეებად შერაცხა, პავლიაშვილი დიდად არ ნაღვლობს და თავის საქმის კეთებას აგრძელებს: - სადაც არ უნდა ჩავიდე, ყოველი ჩემი გამოსვლის შემდეგ საქართველოზე ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობენ და ესაა ჩემი მხრიდან საქართველოს ღალატი?! - კითხულობს მომღერალი და სანამ პასუხს ვინმესგან მიიღებს, საქართველოს ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე ოჯახთან ერთად დასვენებას აპირებს, ხოლო 7 იანვარს რესტორან “მეტეხის ჩრდილში” მინი სოლო-კონცერტის ჩატარებას გეგმავს. 02.01.2010. დიანა ღურწკაია მოსკოვში საახალწლოდ დაბლოკესპოპულარული ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია აშკარა პოლიტიკური ნიშნით 2010 წლის რუსულ საახალწლო, სატელევიზო კონცერტებზე აშკარად დაიბლოკა, თუმცა, ამას თავად მომღერალი ერთი შეხედვთ დიდად არ განიცდის და იმითაც კმაყოფილია, რომ სატელევიზიო კონცერტების გარდა (რაც თავისთავად უდაოდ დიდი უფასო რეკლამაა) მას გასვლითი პროგრამებიც ჰქონდა პეტერბურგში, კემეროვაში და თურქმენეთში. გასაკვირია, მაგრამ წელს დიანა ღურწკაია არავის გახსენებია საქართველოში ჩატარებულ უამრავ ტექნიკურად (!) ხარისხიან კონცერტზე, მომღერალი ამბობს, რომ ბედნიერია იმითაც, რომ ძლივს წესიერად დასვენება, გადარბენების გარეშე ახალი წლის ოჯახთან ერთად შეხვედრა შესძლო. მას შემდეგ რაც დიანა ღურწკაიამ ოფიციალურად და ყველას დასანახად მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილს, ის რუსული შოუ-ბიზნესის “მამებისთვის” ერთგვარად მიუღებელი პიროვნება გახდა, თუმცა არა ხალხისთვის, რაც ყველა ვარიანტში მთავარია, რადგან “მამები” მიდიან და მოდიან, ხალხი და მათი სიყვარული, კი ყოველთვის რჩება. 01.01.2010. “ჯესოტარში” “ჯეოსტარამდე” უკვე “სთარმა” გაიმარჯვამობილური ოპერატორის კომპანია “ჯეოსელის” მიერ ორგანიზებულმა მორიგმა მუსიკალურმა კონკურსმა “ჯეოსტარმა”, 31 დეკემბერს მორიგი “სტარი” გამოავლინა და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, ამ პროექტამდე უკვე “სტარი” - ნოდარ ტატიშვილი დაასახელა. უდაოდ ნიჭიერი მომღერალი, სხვათაშორის ერთი პერიოდი ჟურნალისტობდა კიდეც და ბევრი წლის წინათ დახურულ საზოგადოებრივ გაზეთ “ტრიბუნა”-ში ენაკვიმატი სტატიებითაც გამოირჩეოდა. ფინალში, მისი და აქამდე უცნობი ვაჟა მანიას “მეგობრული დუელი” მართლაც სასიამოვნო საყურებელი გამოდგა. “ჯეოსელის” მომხმარებელთა უფრო დიდი რაოდენობის მესიჯები ნოდიკოს ხვდა წილად და შესაბამისად ის გახდა “ჯეოსტარი 2009”. მომღერალს არც მანამდე აკლდა პოპულარობა, კონკურსები, გამარჯვებები და პრიზები, მაგრამ 3 თვე სატელევიზიო ეთერით უფასო დამატებით “რასკრუტკა”-ში მართლაც მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდის მანძილზე. თუმცა, ალბათ ნოდიკოსაც “ჯეოსტარიდან” მხოლოდ “სტარის” სახელი და ნაჩუქარი პრიზები შერჩება, მაგრამ კულტურის სამინისტროში ახალი მისული “ჯეოსტარის” ჟიურის თავმჯდომარე – მარინა ბერიძე ამბობს, რომ – ამ მხრივ ყველაფერს გამაოსწორებს. თავისთავად პროეტი პოზიტიურია, თუმცა რათქმაუნდა – კომერციული და იმაზეა გათვლილი კომპანიამ მეტი “ლაი-ლაის” ბარათები გაყიდოს და მეტი მესიჯები აგზავნინოს ხალხს, რაც უდაოდ დიდი შემოსავალია “ჯეოსელისთვის”, მონაწილეებისთვის კი დრეობითი უფასო რეკლამა. ნინო ჩხეიძე სტუმრად გადაცემაში - "პირისპირ"
რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 22 დეკემბერს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - ერთ-ერთი ყველა პროდუქტიული მომღერლი, ქალაქური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი - ნინო ჩხეიძე - შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ მასთან ინტერვიუს
ბესიკ ჩუბინიძის ინტერვიუ რადიო "ქალაქზე" ფმ 101.9 - 14 დეკემბერი 2009 წელი
რადიო "საქართველოს ხმის" 107.9 პირდაპირ ეთერში 15 დეკემბერს, ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სტუმარი - პოპულარული ქართვული ჯგუფის საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალის მრავალგზის ნომინანტი, კვარტეტი "სეიშენის" წევრი ზაზა ბანძელაძე იყო, რომელმაც აღიარა, რომ მათ შემოქმედებაშიც არის ისეთი რამდენიმე სიმღერა, რომელიც შესაძლოა რეალური კანდიდატი ყოფილიყო "წლის ყველაზე სამარცხვინო ჰიტის" ნომინაციაში. "სეიშენი" პირდაპირ ეთერში საუბრობს ჯგუფის სამომავლო გეგმებზე და წარსულში გავლილ გზაზე, რომელსაც ჯგუფის პოპულარობამდე მიყვანას დასჭირდა. შედით, გადმოწერეთ და მოუსმინეთ ინტერვიუს.
16.12.2009. ნინი ბადურაშვილი “სოლოსთვის” მოიცლისმას შემდეგ, რაც ქართულ რეალობაში გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ომი, შარშანდელი აგვისტოს მოვლენები ქართველი მუსიკოსების ერთგვარ მუზადაც იქცა. სცენაზე გამოჩნდა “სტეფანეს და სამი გოგოს” (სტეფანე მღებრიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინა იმედაძე) საკმაოდ სკანდალური პროექტი, რომელიც შარშან რუსეთში გამართულ “ევროვიზიაზე” პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ დაუშვეს, თუმცა “ვივო ნოვა პუტინ”-მა თავისი საქმე ისედაც გააკეთა, რადგან პოლიტიკურმა მესიჯმა მთელი ევროპა მოიარა, თუმცა. . . მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მომღერალი (დანარჩენ გოგონებთან შედარებით) როგორც სოლო-მომღერალი, - აბსოლუტურად დაიკარგა. “სამი გოგოს” პროექტმა მსმენელს დაავიწყა ნინის სიმღერები, რაც შესაბამისად შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ნინის დედამ მსახიობმა ეკა კახიანმაც ეს ადვილად იგრძნო. პრესასთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ნინი უნდა მოემზადოს სოლო-კონცერტის გასამართავად და ეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, თუ მისი სოლო-გამოსვლა ფილარმონიაში არ მოხერხდა (სხვა თუ არაფერი, მისი დაქირავებაც კი, კოლოსალური თანხა 15.000 ლარი ღირს), მაშინ მუსიკისა და დრამის თეატრი “პლეხანოვზე” ამისთვის აშკარად მისაღები ადგილია, რადგან ცოცხალ ბენდთან ერთად ჩაატარებულ სოლო-კონცერტს თავისი ხიბლი ექნება (თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი წლის შემდეგ “სტეფანეს და სამი გოგოს” ჯგუფი მათი ახალი 12 სიმღერიანი ალბომის მხარდასაჭერად და სარეკლამოდ მიემგზავრებიან ევროპაში). ნინი ბადურაშვილის და დათო გომართელის ჯაზურმა დუეტმა მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა და სავარაუდოა, რომ ნინის ახალ სიმღერებს მსმენელი მოთმინებით დაელოდება და მიიღებს. 15.12.2009. ნიკა გელაშვილი ნიუ–იორკშიDJ გახდაროგორც იცით ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი ნიკა გელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. მუსიკის, საპროდიუსერო საქმის და რადიო "გელანის" გარდა ნიკა ეხლა უკვე DJ გახდა. 21 ნოემბერს ნიუ–იორკის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბში WEBSTER HALL მისი დებიუტიც შედგა. "3 წელია რაც პროდიუსერად და პრომოუტერად ვმუშაობ ნიუ–იორკის სხვადასხვა ღამის კლუბებში, ვმუშოაბ ისეთ ცნობილ დიჯეებთან როგორიცა: MIKE CHACH, DJ TENGO, CHARLES LIMA და სხვები... რამოდენიმე თვის უკან გადავწყვიტე მე თვითონ დამეწყო დაკვრა. სტილი HOUSE მუსიკა, ელექტრო და პროგრესიული, ხანდახან "მინიმალსაც" ვუკრავ. კლუბი სადაც პირველად დაუკარი ეს WEBSTER HALL იყო. შეგახსენებთ ეს ღამის კლუბი 19 საუკუნიდან მუშაობას და ნიუ–იორკში ყველაზე დიდ და საუკეთესო კლუბად ითვლება. როგორც უკვე იცით რამოდენიმე დღის უკან ტელე–იმედზე, გადაცემა "ჟურნალისტის დღიურში" გავიდა რეპორტაჟი ჩვენი საქმიანობის შესახებ. ამის შემდეგ ძალიან ბევრი წერილები მივიღეთ საქართველოდან. გადავწვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და შოუების ჩატარება... ამ ეტპაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას თანადგომისთვის... ნიკას Dჟ ოფიციალური უკვე გახსნილია და შეგიძლიათ ეწვიოთ: WWW.DJNIKA.COM 12.12.2009. “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს-2”ქართულ კინო-ინდუსტრიაში, რომ რაღაც პოზიტიური ხდება, ამას ყველა შეამჩნევდა. კინო-თეატრებში ერთიმეორის მიყოლებით, უამრავი ახალი ქართული ფილმი გამოდის, კეთდება ახალი ქართული სერიალები და რაც ყველაზე სასიამოვნოდ გასაკვირია - ეს ყველაფერი, გემოვნებასთან მწყრალადაც აღარაა. ფილმებს და სერიალებს ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელის, უცქერს და აფასებს. 25 დეკემბერს კი, კინო-თეატრებში, კომედიური ჟანრის ქართული მხატვრული ფილმის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” მეორე სერია გამოდის . ფილმის პირველმა ნაწილმა წინა წელს, მაყურებელთა დასწრების აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოხსნა და ალბათ ფილმის რეჟისორი და მსახიობები სხვას არც არაფერს მოელოდნენ, რადგან საქართველოში კომედიის, იუმორის და შესაბამისად სიცილის დიდი დეფიციტია, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ეს რეკორდი, ისე როგორც არასოდეს იქნება გასაკვირი ასევე ჯანსაღი იუმორით გაჟღენთილი მუსიკალური პროექტის “იუმორინას” წარმატება. ახალ ფილმში, ტელე-კომპანია “რუსთავი 2”-ის სერიალის “ჩვენი ოფისის” მსახიობები, კვლავ უამრავ იდიოტურ სიტუაცაიში ეხვევიან, ძირითადი სიუჟეტი კი, რომელზეც ფილმია აგებული ისაა, რომ მთავარი მომქმედი გმირებიდან ორ ქალბატონს, ახალდაბადებული შვილები ერთმანეთში აერევათ და მთელი ფილმის მანძილზე იმის გარკვევაში არიან, რომელი რომლისაა. “რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს 2” - 25 დეკემბერს წარსდგება პრემიერით, ხოლო რატი რამიშვილის რეჟისორობით გადაღებული ფილმის კოლექტივი, იმედოვნებს რომ მეორე სერია პირველის რეკორდს გააუმჯობესებს. 08.12.2009. 12 დეკემბერს მე-10 “მეგას” დაჯილდოების ცერემონიალი იმართებამიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართული შოუ-ბიზნესი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და აპარატზე მიერთებული ძლივსღა სუნთქავს, 1999 წელს დაარსებულ საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალს, რომელიც რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, აგერ უკვე ათი წელიწადია ტარდება თბილისში, - მაინც იმართება. იყო დრო, საქართველოში შვიდი სხვადასხვა დასახელების მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი არსებობდა, მაგრამ როგორც ჩანს დროს მათგან მხოლოდ ერთმა – “მეგამ” გაუძლო. ჩვენთან საუბარში მისი დამაარსებელი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე აცხადებს - მთავარი იმ საქმის სიყვარულია რასაც აკეთებ და მხოლოდ ამის მერე ყველაფერი დანარჩენი, საქართველოში 10 მომღერალიც რომ დარჩეს, მათი და კიდევ 10 ახალის სტიმულის ასამაღლებლად “მეგა” ყოველთვის ჩატარდება. როგორც გავიგეთ წელს ცერემონიალი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება და არა ტრადიციულად ფილარმონიაში, ტრადიციული წითელი ხალიჩებისა და ფეშენებელური სამანქანო ექსკორტების თანხლებით, რაც თავისთავად ეკონომიური კრიზის ბრალია, თანაც “მეგას” არასოდეს სახელმწიფო ხელშეწყობა არ ქონია - მათ სხვა უფრო ფეშენ-აქციები აქვთ დასაფინანსებელი და ქართული შოუ-ბიზნესის დესანტი ხელისუფლებაში ნინა წკრიალაშვილის, ნეკა სებისკვერაძის და ნუგზარ ერგემლიძის სახით ჩვენს შემთხვევაში უსარგებლო აღმოჩნდა, - აცხადებს ბესო ჩუბინიძე. შინაარსობრივად კი, კვლავ არაფერი შეცვლილა “მეგაზე”, ისევ იქნება პოზიტიური ნომინაციები, და რათქმაუნდა ე.წ. “ჟოლოს მეგა”-ს დარიგდება, საინტერესოა რომ წელს პირველად გამოვლინდება “წლის ყველაზე სასირცხვილო ჰიტის” შემსრულებელი, არადა რამდენი იქნება ამ ნომინაციის პრედენტენტი, ჩვენი თანამედროვე ჰიტების გადამკიდე :) საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – წელს მე-10 “მეგაზე” ათი წლის განმავლობაში არსებულ ასე თუ ისე შემორჩენილ და ჰიტებად ქცეულ სიმღერებსაც გამოავლენენ და დააჯილდოებენ. მოკლედ, 12 დეკემბერს “მეგაზე” ტრადიციული სკანდალების მომსწრენი გავხდებით. 07.12.2009. ზალიკო ბერგერის აქსესუარების ჩვენება კლუბ “გურუში”ორიოდ დღის უკან, დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა კლუბ “გურუში” თავისი ახალი აქსესუარებსი ჩვენება მოაწყო და ამაში სააგენტო “ადიტის” და დამოუკიდებელი მოდელები დაიხმარა. (სხვათაშორის ჩვენებაში მონაწილეობას ღებულობდა “მის-ვარსკვლავები-4”-ს ტიტულის მფლობელი თაკო ჯღარკავაც). დაახლოებით ორსაათიანი (!) ლოდინის შემდეგ, გაბეზრებული და ერთმანეთთან ჭორაობაში უკვე ენადაღლილი სტუმრები, დაშლას აპირებდნენ და ჩვენებაც მაშინ დაიწყო :) (ეს ალბათ იმისთვის გაკეთდა, რომ კლუბის ბარს აქტიურად ემუშავა გამაგრილებელ სასმელებზე და კოქტეილებზე). ჩვენებას ზალიკოს ბიძაშვილი - მომღერალი ზურა ხაჩიძე მეუღლესთან ხათუნა ჟორდანიასთან ერთად ესწრებოდა), იქვე იყვნენ ქართული ესტრადის სხვა მომღერლებიც, ზოგიერთმა ჩვენების დამთავრების შემდეგ რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. 04.12.2009. კიდევ ერთი ახალი სახე - სოფო თევზაძე რუსეთიდანრაც პირველ რიგში სასიამოვნოა ამ ცნობაში, ისაა რომ რუსეთიდან საქართველოში გადმობარგდა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) 24 წლის, ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი ქართველი გოგონა, მომღერალი - სოფო თევზაძე, რომელიც მამით ქართველი და დედით რუსია, მიუხედავად იმისა, რომ სოფო ქართულად ჯერ თამამად ვერ საუბრობს, ფაქტია, რომ - მონდომებულია და გამოსდის, ნელ-ნელა :) რამდენიმე დღის უკან, სოფომ საქართველოში დახურული ტიპის საღამოზე ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა, რომელიც გიგა კუხიანიძის სტუდიაში დამზადდა, ამ უკანასკნელმა აიღო საკუთარ თავზე ულამაზესი ქალბატონის პროდუსერობა და შესაბამისად მასზეა დამოკიდებული სოფოს ქართულ შოუ-ბიზნესში დამკვიდრებაც. პრეზენტაცია რესტორან “მეიდანში” გაიმართა, რომლის წამყვანობაც ჟურნალისტმა ლიზა ვადაჭკორიამ შეითავსა და რომელიც მომღერლის პიარზე აქტიურად ზრუნავდა დამსწრე ჟურნალისტებთან. საღამოს ქართული ესტრადის მომღერლებიც ესწრებოდნენ - გიგა კუხიანიძის მეუღლე ნინო ძოწენიძე, ძმა - კახა კუხიანიძე, მეგობრები - თამთა ჭელიძე, ვერიკო ტურაშვილი, ჯაბა ქარსელაძე, რატი დურგლიშვილი და სხვები. ტრადიციული მილოცვების შემდეგ “მეიდანში” ასევე ქართული ტრადიციული ქეიფი გაიმართა. რაც შეეხება კონკრეტულად სოფო თევზაძის კლიპს რუსულ სიმღერაზე - “შენ უცხო ხარ” - მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ გიგა კუხიანიძისეული კლიპია, კომპიუტერულ გრაფიკაში დატვირთული, სასიამოვნო საყურებელი, რაშიც თავისთავად მთავარი გმირი - სასიამოვნო გოგონა სოფო თევზაძეა “დამნაშავე”. “ვარსკვლავები” ვარსკვლავად ეტაპობრივ დამკვიდრებას უსურვებს სოფოს და მას სწორი გზით სიარულს უსურვებს ქართული შოუ-ბიზნესის ლაბირინთებში.
03.12.2009. 40 წლის ლალი მაროშკინამ თბილისურად მოილხინაექსცენტრიული ქალბატონი, ჟურნალისტი და ახლა უკვე მწერალ-დოკუმენტალისტიც - ლალი მაროშკინა 40 წლის გახდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე საკუთარი დაბადების დღე ტრადიციულად დიდი მხიარულობის, ტაშ-ფანდურისა და მეგობრული “სხადნიაკის” ფონზე გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა, - ოპოზიციური ტელე-კომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელები ცოლ-ქმარი დათო აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი, მსახიობი გივი სიხარულიძე (რომელიც ლალის დაბადების დღების სუფრის მუდმივი თამადაა ხოლმე), მუსიკოსი რომა რცხილაძე, ბოლო დროს სკანდალრი ტელე-წამყვანი მარინა სალუქვაძე, ანი გიუნტერი, მარიამ ჯოლოგუა და სხვები. ლალი მაროშკინას დაბადების დღეზე მისი ექს-მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც მეგობრული მიდგომით აშკარად გამოირჩეოდა თავისი ექს-მეუღლისადმი. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჟურნალისტმა ჩამოაყალიბა ახალი კრეატიული კომპანია “მაროშკინა და პარტნიორები” (რა უცნაური სახელია) და პირველ ღონისძიებას 31 დეკემბრის ღამეს შესთავაზებს თბილისელებს “თბილისის ზღვაზე” ახალგახსნილ რესტორანში. “ვარსკვლავები” დიდხანს სიცოცხლეს და მუდმივ ენერგიულობას უსურვებს ლალის. 02.12.2009. ლიკა ყაზბეგის დისშვილი “მსოფლიოს დედოფლობისთვის” იბრძოლებს3 დეკემბერს ბერლინში იმართება სილამაზის კონკურსი “მსოფლიოს დედოფალი” (რა სასიამოვნო და ხმამაღალი განაცხადია) - რომელზეც ამჯერად უმშვენიერესი გოგონა 18 წლის თათია ჯაშიაშვილი მიიღებს მონაწილეობას და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის ქართული სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახის - ლიკა ყაზბეგის ალალი დის შვილია. თათია პოპულარული დეიდის წყალობით რამდენიმე ჩვენებაზეც გამოსულა წარმატებულად, რაშიც უპირველეს ყოვლისა ხელს მისი გარეგნობა, მომხიბვლელობა და სექსუალურობა უწყობს, თანაც თათია გერმანიაში ცხოვრობს და პროფესიონალი ბალერინაა. სხვათაშორის წლების წინ, აღნიშნულ კონკურსზე ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს მოდელმა ნათია ნებიერიძემ (ერთდროს პოპულარული გოგონათა ჯგუფ “სეთის” წევრი) “მის-ელეგანტურობის” ტიტული მოიპოვა. 27.11.2009. რეპერმა ლექს-სენმა წიგნი გამოუშვაერთ დროს თბილისში ქართველი რეპერების სერიოზული ბუმი იყო, კვირა არ გავიდოდა რომელიმე მათგანს ახალი კლიპი არ “შემოეგდო” მუსიკალურ ბაზარზე, რათქმაუნდა ტრადიციულად ბევრი ლამაზი გოგოთი, მაგარი მანქანებით, ბილწსიტყვაობით, არცთუ მთლად რეპული ტექსტებით, მაგრამ მაინც ამ ყველაფერს თავისი მსმენელი ყავდა, თანაც - არც ისე ცოტა. მერე გამოჩნდა ლექს-სენი და ქართული რეპის სამყაროში დიდი აურზაური გამოიწვია, საკუთარი დამოუკიდებელი კლანი ჩამოაყალიბა და დანარჩენ რეპერებსაც თამამად გაეჯიბრა, მაშინ ჯერ კიდევ მუსიკალურ პროდუსერ მამუკა ღლონტთან ერთად (რომელიც დღეს, ლამის დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსით სარგებლობს) და ლექს-სენი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალზე პოპულარობის გამო “წლის საუკეთესო რეპერის” სტატუსის მატარებელიც გახდა. ამჟამად კი, რეპერმა ვიდეოსტუდია გააკეთა, ჯგუფი ჩამოაყალიბა და ცოტა უცნაური სახელი “მე და ჩემი პროდუსერი” უწოდა, კლიპის გადაღებაც დასასრულს უახლოვდება და საინტერესოა რა გამოვა საბოლოო ჯამში. პარალელურად ლექს-სენმა (ლექსო ქავთარაძე) პირველი პოეტური კრებულიც გამოუშვა და წიგნად შეკრა თავისი ლექსები, სათაურად კი “მგელი პოეტი - 18 ივლისი” უწოდა (ეს, მისი დაბადების დღეა). რეპერი ახლახანს დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც კარგად დაპიარებული და გათვლილი პროექტი იქაურ ჯგუფებთან ერთად პოლიტიკურად გამწვავებული სიტუაციის გამო ჩაეშალა, თუმცა ის არ კარგავს იმედს და მომავლსაც პოზიტიურად უყურებს. 15.11.2009. “ქუჩის ბიჭები” დიდი რუსეთისკენ ილტვიანქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურიამ, საქართველოში ერთ დროს უპოპულარესი ჯგუფის “ქუჩის ბიჭები”-ს წევრებს მოსკოვში სამუშაოდ გადასვლა შესთავაზა და და თითქოს მათი რეალურად იქ გადაყვანისთვისაც ემზადებაო , რაც როგორც მინიმუმი არასწორი ინფორმაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთა და ჯგუფის წევრები მართლა ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ამ შემთხვევაში თავად ბიჭები ფიქრობენ (!) თავიანთი მუსიკალური პოტენციალი მოსკოვში გამოიყენონ და ყველაფერი თავიდან დაიწყონ, თუნდაც ბარებსა და კლუბებში სიმღერით, რადგან არცერთ მათგანს იმის ილუზია არ აქვს, რომ მოსკოვი ისევე ადვილად მიიღებს მათ, როგორც თბილისმა უმასპინძლა თავის დროზე! სხვა თუ არაფერი, ისინი ქართველები არიან და მოსკოვში კი, ცალი ფეხის, ცალი თითი მაინც, რომ შეყო შოუ-ბიზნესის სამზარეულოში, დიდძალი ფულია საჭირო. თუმცა ზურა ხაჩიძე აცხადებს, რომ - ჯგუფის წევრები რეალურად ფიქრობენ ამ ნაბიჯის გადადგმაზე, რადგან მათ უბრალოდ საქართველოში მუსიკალური გასაქანი აღარ აქვთ. 14.11.2009. ოქიტაშვილი წავიდა, ბერიძე მოვიდაყველსთვის მოულოდნელად ქართული შოუ-ბიზნესის სამთავრობო ხაზის მთავარი მამოძრავებელი ძალა, უამრავი პროექტის, შესაბამისად უამრავი სკანდალის ობიექტი, ექსცენტრიული პიროვნება - დათო ოქიტაშვილი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ საკუთარი (!) ნებით გადადგა და ამის ოფიციალურ მიზეზად, მან ფილარმონიაში გამართული “რივერდანსის” სკანდალური კონცერტი დაასახელა (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “რივერდანსის” ნაცვლად იქ “სხვა ვიღაცეები” ცეკვავდნენ), თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მერიის კულტურის სამსახურის ღონისძიებათა მოწყობის დეპარტამენტის უფროსს არ სცოდნოდა ვინ ჩამოყავდა და ვინ არა, რადგან მას ამაში არც გამოცდილება აკლდა და არც მდიდარი წარსული. ოქიტაშვილის ადგილი კი, რამდენიმე დღეში ასევე სკანდალურად ცნობილმა მარინა ბერიძემ დაიკავა (რომელიც ასევე ცნობილია თავისი ხანდახან ზედმეტი ექსცენტრიულობის გამო), ქალბატონი მარინა წლების წინ სწორედ იმ კომპანიის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ქართული თანამედროვე შოუ-ბიზნესის დანგრევა დაიწყო (ჩვენი შეხედულებით) და რომელიც ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა “არტ-იმედად” მონათლა, ამჯერად კი მარინა ბერიძე ერთ-ერთი სახელმწიფო არხის (!) “რუსთავი-2”-ს მუსიკალური ხელმძღვანელია, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დათო ოქიტაშვილს, ბოლო წლებში ხშირად დებდნენ ხოლმე ბრალს “ოპოზიციონერობაში”.
საუბარი იყო ოქიტაშვილის ადგილზე ღირსების ორდენის კავალერის (არანაკლებ სკანდალური პერსონის) ნინა წკრილაშვილის დანიშვნაზეც, მაგრამ ვიღაცა ჭკვიანმა ზემოთ, დროულად გათვალა, რომ ეს ხალხში დამატებით აგრესიას გამოიწვევდა ხელისუფლების კულტურის პოლიტიკისადმი და გადაწყვეტილება მარინა ბერიძის სასარგებლოდ შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ მარინა ბერიძე საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-7 ცერემონიალზე დაჯილდოებულია ე.წ. “ყანჩელის პროექტის” წარმატებული რეალიზებისთვის.
დათო ოქიტაშვილი კი, ახალ საპროდუსერო კომპანიას აყალიბებს და კვლავ აგრძელებს საქმიანობას ამ ბიზნესში, უახლოეს პერიოდში ის საქართველოში სტინგის ჩამოყვანასაც გეგმას, მანამდე კი, მის მიერვე დაპატენტებულ “ხელოვანთა ვარსკვლავების” გახსნას კვლავ გააგრძელებს.
13.11.2009. დათო ხუჯაძე მამა გახდაქართველი მომღერლის ცხოვრებაში შემოქმედებით სიახლესთან ერთად, ცხოვრებისეული მატებაცაა - ქვეყანას ერთი კვირის წინ ხუჯაძის შვილი, - პატარა გოგონა მოევლინა, რომელიც 3.5 კილო და 51 სმ. დაიბადა, სრულიად ჯანმრთელი, საღსამალათი და ლამაზი, რასაც შესაბამისად ვულოცავთ დათოს და მის მეუღლეს ნათია ონიანს, რომლის გამოჩენაც მასთან ქორწინების 5 წლის მანძილზე, არცერთხელ არ მოუნდომებია სახალხოდ. რაც შეეხება შემოქმედებით მატებას: - ხუჯაძე შეერთებულ შტატებში მუსიკალურ დაჯილდოების ცერემონიალზე “დიდი ვაშლი” (?) გაემგზავრა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ის, ამერიკაში ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს სახელით გამოვა (რაც უპრეცედენტო შემთხვევაა), დათო ამ ფესტივალზე ორ სიმღერას “ჯანაიას” და “მახინჯი ვარ” წარადგენს, სავარაუდოდ პირველს რუსეთის სახელით, მეორეს - საქართველოს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ამ ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ინტერნეტში ვერ მოვიძიეთ, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, 22 ნომინაციაში უნდა გამოავლინონ გამარჯვებულები, რა ტიტულის მფლობელი და რაც მთავარია, რომელი ქვეყნის სახელით, გახდება საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის მრავალგზის ნომინანტი - დათო ხუჯაძე, ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ! 6.11.2009. აჩიკო მეფარიძემ საქართველოს კიდევ ერთხელ უთხრა – “მშვიდობით”-ოქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სკანდალური ვარსკვლავი აჩიკო მეფარიძე ორი წელიწადია მოსკოვში ცდილობს თავისი შემოქმედებითი ნიჭის რეალიზებას და რამდენადაც გასაკვრი არ უნდა იყოს, თბილისში “პოპ-მუსიკის” მიმდევრად აღიარებულ მეფარიძეს, მოსკოვში “ჯაზის-კაცის” სახელი აქვს, როგორ აჯაზებს მომღერალი ჯაზს მოსკოვში ერთი შეხედვით არცისე რთული გასაგებია, რადგან რუსები ამ მაღალი მუსიკალური მიმდინარეობის ნაკლებ მიმდევრები არიან, თუმცა ლარისა დოლინასთვის ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ აჩიკო მეფარიძესთან ერთი ლამაზი დუეტი ჩაეწერა. მომღერალი ცოტახნის წინ საქართველოში სტუმრად (!) იყო ჩამოსული და ერთი კვირაა ისევ მოსკოვში დაბრუნდა, არც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და არც თავს აპიარებს, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია (ის უკვე მორჩენილი ამბავია, რომ რუსეთში 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ქართველი, - ვარსკვლავი ვეღარასოდეს გახდება და ვარსკვლავებად დარჩებიან ისინი, ვინც აქამდე მოასწრო დამკვიდრება მოსკოვის მეგაპოლისში). სხვათაშორის აჩიკო მეფარიძე არ მალავს, რომ ესტრადიდან წასვლის შემდეგ თავის ძველ, სამედიცინო საქმიანობას დაუბრუნდეს და პლასტიკური ქირურგიის კლინიკის გახსნასაც კი, ფიქრობს (რაც რუსეთში საკმაოზე მეტად დიდი ფულის შოვნის პირდაპირპროპორციულია). შემოქმედებითი კუთხით, კი გაცნობებთ, რომ აჩიკომ უკვე ჩაწერა ერთი “ჯაზ-ალმობი” რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში კონცერტების არარსებობის გამო ვერ აჯაზებს, მოსკოვში რა ხდება – რას გაიგებ?!5.11.2009. თამთა გოგუაძე მსოფლიოს გარშემოარა, ნუ შეშინდებით, პოპულარულ მომღერალს არც ველოსიპედით, არ იახტით და არც ლიჟებით არ გადაუწყვეტია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, მან უფრო ჰუმანური, სასიამოვნო და ერთბაშად შედეგიანი რამ - სიმღერა აირჩია. ხუმრობა იქით იყოს და თამთა გოგუაძე აგერ უკვე წელიწადზე მეტია ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ქართული ლეგენდა სამაიას” წევრია, რომელსაც სხვათაშორის ჩვენი ქვეყნისთვის ასე თუ ისე ცნობილი პროდუსერი პასკალ ჯორდანი ხელმძღვანელობს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული შოუ-ბიზნესი ვარდივით ბოლო ოთხი-ხუთი წელია აღარ ყვავის და არც ვარდივით სასიამოვნო სურნელი ასდის, ქართველ მომღერლებს, რომ სხვა საქმის გამოჩხრეკვა მოუწია ახალი არაა, გამონაკლისებმა გზა დიდი რუსეთისკენ იპოვეს, მაგრამ თამთა გოგუაძის შემთხვევა ალბათ ყველაზე ორიგინალური გამოდგა, მან საქართველოს სახელით მოიარა ჰოლანდია, საფრანგეთი, ლიბანი, გაერთიანებული ემირატები (დუბაი), მექსიკა და დეკემბრის თვიდან კიდევ ახალი ტურნე ეწყება მსოფლიოს გარშემო, რაც თავისთავად ახალი წარმატებების გარანტია, როგორც ანსამბლის, ასევე პიროვნულად თამთა გოგუაძის, რომელიც კარგახანია ესტრადაზე აღარ გამოჩენილა. 26.10.2009. “სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი ბრადაიოტ” – ანრი ჯოხაძის მორიგი “სუპერი”ერთ დროს სათაურში გამოტანილ ამ რუსულ ანდაზას, იმ ადამიანებზე ამბობდნენ, რომლებსაც მარტო უწევდათ ყველაფრის კეთება და ეს არცთუისე კარგ ტონად ითვლებოდა, მაგრამ დრომ ისე მოიტანა, რომ შენ საქმეში შენ თუ ყველაზე მეტად არ ჩაერიე, ვერც დაქირავებული მუშაკი, ვერც მეგობარი და ვერც ოჯახის წევრი, ისე ვერ გააკეთებს როგორც შენ გინდა, - ასე იფიქრა ანრი ჯოხაძემაც და თვითონვე ჩაუდგა სათავეში საკუთარი ახალი პროექტის განხორციელებას და ახალი სუპერ-კლიპიც გამოაცხო! გოგი ცაბაძის “თბილისო” რომ თბილისობის დღესასწაულზე უნდა გაჟღერებულიყო ეს ნოვაცია არ ყოფილა, მაგრამ წელს “განსაკუთრებული გრანდიოზულობით” იყო ყველაფერი ქალაქის ქუჩებში, რადგან ედუარდ შევარდნაძის (!) მიერ დაარსებული თბილისობის დღესასწაული 30 წლის იუბილეს ითვლიდა. ჩვენთვის ექსკლუზიურად, სანდო წყაროზე დაყრდნობით ისიც გახდა ცნობილი, რომ საუბარი იყო ამ უკვდავი სიმღერის დუეტში ანრი ჯოხაძისა და ბუბა კიკაბიძის შესრულებით (მოგეხსენებათ სწორედ ეს უკანასკნელი ასრულებდა აქამდე “თბილისოს”), მაგრამ რატომღაც პროექტი ამ სახით არ შედგა და ჩვენი სუბიექტური აზრით ასე, რომ მომხდარიყო ის, ისეთი კარგი ვერ გამოვიდოდა როგორიც მხოლოდ ანრის შესრულებით - მითუმეტეს კლიპში, რომელშიც ამ ხელისუფლების სამი დიდი მონაპოვარი საუკეთესო კუთხითაა წარმოჩენილი – საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო სამსახური, მეტი არამონოტორულობა და მოძრაობაა. ეპიზოდურ როლებში თბილისის კოლორიტებიც ჩანან - სახელმწიფო ტელევიზიის ძველი სახეეები დონარა კინწურაშვილი და დავით სოკოლოვი, მსახიობი ოთარ კობერიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლეილა აბაშიძე და სხვები. მოკლედ ნამუშევარი მართლა კარგი საყურებელია და მართლაც ორიგინალურადაა გადაწყვეტილი - ანუ ეს “ჯოხაძის სტილია”. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზენტაციას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა - ეკა კვალიაშვილი, ლევან ლაზარიშვილი, თამთა ჭელიძე, ზურა მანაგაძე მეუღლესთან და 2 წლის შვილიშვილთან ერთად, მსახიობი მაკა შალიკაშვილი, ბუბა კიკაბიძე პრეზენტაციას არ ესწრებოდა (სამაგიეროდ, იქ იყო მისი პროდუსერი სოსო აბზიანიძე), მოსვლა ვერც გოგი ცაბაძის შვილმა კახა ცაბაძემ შეძლო, რომლისგანაც ანრი ჯოხაძემ პირადად მიიღო სიმღერის შესრულების უფლება. მომღერლის მორიგი ორიგინალური ნამუშევარი, რამდენიმე დღეში გავა ეთერში. 24.10.2009. ქართული “ომი და ქორწილი”, თუ ჰოლივუდური “საქართველო”?რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წლის თავზე, რუსულმა მხარემ როგორც ვიცით, სამი მხატვრული ფილმი გადაიღო და კინოგაქირავებაში ჩაუშვა. რა თქმა უნდა, სამივე ფილმში საქართველო სისხლიან დამპყრობლად, სასტიკ ადამიანთა ხროვად, ოსი ერის გენოციდის მომწყობად და ჯალათად არის გამოყვანილი.
ჩვენმა ხელისუფლებამ იმდენი იძახა - დაუძლურებულია რუსული ეკონომიკა, რუსული ბიზნესი და ყველაფერი რუსულიო, რომ ეტყობა სადღაც კრემლში პატარა კასპელ ნაბიჭვარს ჩუმად გაეცინა და რუსულ კინოწარმოებას საქართველოს წინააღმდეგ გადაღებული სამი უმაღლესი ხარისხის მხატვრული ფილმი დაუკვეთა და საინფორმაციო ომში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს წინააღმდეგ.
მერე, როგორღაც აქ, ჩვენს მთავრობაშიც მიუხვდნენ კრემლში მოკალათებულ კასპელ ნაბიჭვარს განზრახვას და 22.10.2009. ნინი შერმადინის ვარსკვლავური კიბის დასაწყისირამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარული რეალითი შოუს “იქს-ფაქტორის” წევრი გახდა, ეს სწორედ ის მუსიკალური პროექტია რომელში მონაწილეობამაც თავის დროზე უდიდესი წარმატება მოუტანა საბერძნეთის ქართველ ვარსკვლავს თამთა გოდუაძეს. წყვილმა წლის და ორი თვის შვილი საქართველოში დროებით, ბებოსთან გასაზრდელად დატოვა და თამამად შეუდგა დიდებსიკენ მიმავალი გზის გავლას და უეჭველი ვიცით, რომ ნინი შერმადინი ნოემბრის დასაწყისისდან არამხოლოდ ბერძნული პოპ-მუსიკის ვარკვლავობისკენ მიმავალ გზას დაადგება, არამედ მსოფლიო ესტრადაც მალე დააფასებს ამ უნიჭიერესი მომღერლის მონაცემებს. ჩვენი საიტი ექსკლუზიურად გთავაზობთ ნინის გამოსვლის ვიდეოჩანაწერებს და შევეცდებით ნინის ყოველი წარმატებული ნაბიჯის შესახებ, ყველა ვიდეომასალა უპრობლემოდ წარმოგიდგინოთ. “იქს-ფაქტორში” 15.000 მსურველიდან უმკაცრესი ჟიურის გადწყვეტილებით 14 საუკეთესო აირჩა, რომელთა შორისაც ნინი შერმადინი პირველია, რომელმაც უითნი ჰიუსტონის სიმღერის თავისი შესრულების მანერით მოხიბლა ჟიურის ყველა წევრი (იხ.ვიდეო). პროექტის შარშანდელ გამარჯვებულს ორგანიზატორებმა 150.000 ევრო და ბინა გადასცეს ათენში, მეორე ადგილზე გასულს – 100.000 და პრომო-დისკი ჩაუწრეს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 50.000 ევრო ხვდა წილად, ეს თანხები თავისთავად მეტყველებს ამ მუსიკალური პროექტის მაშტაბურობაზე და ხარისხზე. “ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ნინი შერმადინს, გამარჯვება და ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობა ყოფილიყოს მისი შრომის და ნიჭის შედეგი. 20.10.2009. “ქუჩის მუსიკოსების” ტრიუმფი ფილარმონაიშითბილისის განახლებულ დიდ საკონცერტო დარბაზში, სამი დღის განმავლობაში ანსამბლ “ქუჩის მუსიკოსების” ტრიუმფალური კონცერტები მიმდონარეობდა - გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით შეკრებილი ექვსი უნიჭიერესი მუსიკოსი სამი დღის განმავლობაში, ორსაათნახევრის მანძილზე, სცენაზე ბოლომდე იხარჯებოდა. გია დავითიანი (საქსაფონი), მერაბ სამყურაშვილი (ანსამბლ “რუსთავის” ერთ-ერთი წვრი, საოპერო არიების უბადლო შემსრულებელი), დიტო საკანდელიძე (“ერისიონის” ყოფილი წევრი), ხვიჩა მაღლაკელიძე (ვირტუოზი გიტარისტი და “ქუჩის მუსიკოსების” ყველაზე მხიარული და ენაწყლიანი წევრი), გუჯა მარდალეიშვილი (უბადლო მევიოლინე, კაცი რომელსაც 16 წლის ასაკიდან უკვე მოვლილი აქვს მთელი ევროპა, ლიანა ისაკაძესთან ერთად) და სულიკო ბაღაშვილი (აკარდეონი) - ეს, ის ბიჭები არიან, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე ვირტუოზული შესრულების მანერით, მთელი საქართველო მოხიბლეს და რომლებმაც პირველი გაბედული ნაბიჯი კარიერაში - სოლო-კონცერტი, წარმატებულად დააგვირგვინეს. კონცერტში მონაწილეობას ღებულობდა სოფო ხალვაში და რაც ყველაზე საინტერესო და ცოტა უცნაურია, მხოლოდ პროლოგთან ახლოს, სცენაზე წამყვანებად მოგვევლინენ განუმეორებელი დუეტი გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის სახით, თმაჭაღარა მსახიობებს ძალიან უხდებოდათ თეთრი კოსტიუმები და “ქუჩის მუსიკოსების” გამომცდელთა ამპლუა. თითქოს დროში გაწელილ პროგრამას მაყურებელი არ დაუღლია, რადგან აშკარა და შესამჩნევი იყო მუსიკოსების ის დიდი მონდომება, რითაც ისინი ყველა დანარჩენისგან გამოირჩევიან - ვირტუოზობა. სხვათაშორის არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, ჩვენი მცირედი გაკვირვება განახლებული ფილარმონიის აგრე რიგად დარეკლამირებულ მართლაც უმაღლესი ხმის აპარატურზე, - მუშაობა რა, როცა სცენაზე დისტანციური მიკროფონები იყო ჩართული (უმეტესად წამყვანების საუბრის დროს), დინამიკებიდან საუბართან ერთად არასასიამოვნო შუილის ხმები შემაწუხებლად მოქმედებდა მაყურებელზე, რაც ჩვენის მცირე, არამუსიკალური ყურით :) დარბაზში ჩართულ მობილურების ხშირ რეკვას და დაცვის სამსახურის რაციების მოქმედებას მივაწერეთ. 19.10.2009 “მის-ვარსკვლავები 5” მისის გვენეტაძე გახდაჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის მიერ ორგანიზებულმა ფოტოგენურობის კონკურსმა უკვე მეხუთე, პატარა საიუბილეო ცერემონიალი გრანდიოზულად აღნიშნა რომა რცხილაძის ჯაზ-კლუბ “დე-ჟა-ვუ”-ში. კონკურსის 10 გამარჯვებული, მათი მხარდამჭერები, ჟურნალისტები და წარმომადგენლობითი ჟიურის წევრები 2 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ ტოპ-ათეულის გამარჯვებულთა სახალისო “მეგობრობის დღიურს”. აღსანიშნავია, რომ მე-5 კონკურსში რომელსაც პირობითად “მის-ვარსკვლავები” ყველაზე ფოტოგენურების კონკურსი ქვია, რამდენიმე მისის მონაწილეობდა, ანუ გათხოვილი გოგონები, რომლებიც საკუთარ მეუღლეებთან ერთად იყვნენ მოსულები კლუბში. მთავარი ტიტულიც სწორედ გათხოვილ, 22 წლის ქუთაისელ კონკურსანტს - სალომე გვენეტაძეს ხვდა წილად და ვინაიდან საიტის ადმინისტრაციას განსაკუთრებულად მკაცრი წესები და მოთხოვნები არ გააჩნია მონაწილეების მიმართ, მის იქნება თუ მისის, გათხოვილი იქნება, გასათხოვარი თუ განათხოვარი :) სულერთია, რადგან მთავარი პრიორიტეტი მონაწილის ფოტოგენურობაა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგენურობის კონკურსის იდეა ერთჯერადად უკვე მოიპარა რამდენიმე გაუგებარმა საიტმა :) ჟურნალმა და გამოცემამ :) “მის-ვარსკვლავების” საორგანიზაციო კომიტეტი კვლავ ტრადიციულად აგრძელებს ახალი, მე-6 კონკურსის მონაწილეთა შეგროვებას და საქმის სიყვარულით, ყურადღებით და პატიოსნად კეთებას, რაც მსგავსი სახის პროექტებში უმთავრესია, და თავისთავად პირველი პირობაა ღონისძიების არაერთჯერადობისა და პერიოდულობისა.
18.10.2009. ქართველი მომღერლები მალე სკანდალში გაეხვევიან?უახლოეს მომავალში საქართველოში ალბათ უპრეცედენტო დონის სკანდალი მოხდება, რადგან როგორც ჩანს ქართული პარაფსიქოლოგიის მამად წოდებული მკურნალი ირაკლი ლომაია სერიოზულ განაცხადს გააკეთებს და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტს ცილისწამებისთვის. საქმე ეხება პრესაში ბოლო დროს მის მიმართ გამოქვეყნებულ სტატიებს და მედიაში ატეხილ სკანდალს, სადაც ლომაიას თაღლითობაში დებენ ბრალს და კიდევ სატელევიზიო სიუჟეტებს, რომელშიც ჟურნალსიტები მის მეგობრებთან კომენტარებს წერენ, სადაც ეს უკანასკნელნი არ აღიარებენ ირაკლი ლომაიასთან დიდ მეგობრობას და დიპლომატიურ კომენტარებს იძლევიან - ვისთანაც ირაკლი ლომაიას სურათები აქვს გადაღებული. ყველა ხომ მის მეგობრად არ ვითვლებითო? კითხულობენ ისინი, მაგრამ პარაფსიქოლოგს, აღნიშნულზე სერიოზული გართულება აქვს და განსაკუთრებული აღელვებით უდგება იმ საკითხს, რომ ეთერ კაკულია, გივი სიხარულიძე, ეკა კვალიაშვილი ახლა აღარ მოიხსენიებენ მას მეგობრად და როცა დრო იყო, როცა ლომაია ფინასურად ეხმარებოდა ყველა მათგანს, მასთან მეგობრობას არ მალავდნენ (ციტატა კომენტარიდან). ძალიან საინტერესო კომენატრები მკურნალს თავის პერსონალურ გვერდზე “ადნაკლასნიკებში” აქვს გამოქვეყნებული, სადაც თითოეულ მათგანს არცთუ ისე სასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებს და ამკობს. ჯერ-ჯერობით ლომაიას კომენტარებზე რეაქცია არცერთ მათგანს (ეთერ კაკულია, გივი სიხარულიძე, ეკა კვალიაშვილი - ირაკლი ლომაია განსაკუთრებულად ნაწყენია ამ სამ ადამაინზე) ხმამაღლა არ დაუფიქსირებია, თუმცა ჩვენს ჟურნალსიტებს არც უცდიათ მათთან ამ საკითხზე საუბარი, გარდა მომღერალ ეკა კვალიაშვილისა, რომელმაც ბესიკ ჩუბინიძის გადაცემაში “პირისპირ” სტუმრობაზე, წინა სამშაბათს პირდაპირ ეთერამდე 10 წუთით ადრე უარი განაცხადა, ცუდად გახდომის მიზეზით, ამასობაში კი, ის კლუბ “ტრიუმფში” თავის სოლო-კონცერტს ატარებს (რომელზეც ჩვენი ჟურნალსიტები სამწუხაროდ არავის მიუწვევია). გთავაზობთ ლინკს, სადაც დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ პარაფსიქოლოგის კომენტარი ამ საკითხებთან დაკავშირებით http://boqlomi.blogspot.com/2009/10/blog-post_5593.html 16.10.2009. თამრიკო მეჭიაურმა დაბადების დღე აღნიშნაერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ქალაქური სიმღერების შემსრულებელმა თამრიკო მეჭიაურმა, რამდენიმე დღის უკან, თავისი დაბადების დღე რესტორან “ბალადაში” მეგობრებთან ერთად აღნიშნა, თავისი ცნობილი სიმღერებიც შეასრულა და შოუს მსვლელობაში სხვა მომღერლებიც დაიმხმარა. თავის ამპლუაში იყო ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი გია სურამელაშვილი, რომელმაც სტუმრებს ცნობილი ჰიტები შეუსრულა. განუმეორებლები იყვნენ “ქსოვრელები”. სტუმართა შორის რადიო “არ დაიდარდოს” თითქმის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი იყო, მოგეხსენებათ აღნიშნულ რადიოსადგურს დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქური სიმღერების პოპულარიზაციაში და მათ შორის თამრიკო მეჭიაურის მიერ შესრულებული სიმღერების პიარში. რათქმაუნდა განსაკუთრებული ეფექტი თამრიკოს შესრულებულმა “მოღალატემ” შეასრულა, რომელიც დღემდე ჰიტია. ჟურნალი “ვარსკვლავები” კიდევ ერთხელ ულოცავს დაბადების დღეს თამრიკოს და შემოქმედებით წინსვლას უსურვებს მომღერალს. 15.10.2009. ბესო კალანდაძის სოლო-კონცერტი “თბილისში”რამდენიმე დღის უკან განახლებულმა რესტორანმა “თბილისმა” ქართველ ვარსკვლავს ბესო კალანდაძეს უმასპინძლა, თავის ძვველ მეგობრებთან ერთად, - ნუგზარ ერგემლიძე, ზურა მანაგაძე და ანრი ჯოხაძე საღამოს უფრო მეტ ხიბლს მატებდნენ და ბესო კალანდაძესთან ერთად სასიამოვნო აურას ქმნიდნენ. დარბაზში როგორც საღამოს ორგანზიატორმა, რესტორან “თბილისის” პიარ-მენეჯერმა მაკა შამათავამ ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, - მსგავსი სახის საღამოები აუცილებლად გაგრძელდება და ნადვილი ქართველი ვარსკვლავების შოუ-პროგრამები, თვეში ერთხელ მაინც, რესტორან “თბილისში” აუცილებლად გაიმართება. ბესო კალანდაძის კონცერტს ბევრი ცნობადი სახე ესწრებოდა, მათ შორის კობა ხაბაზი (რომელიც ტრადიციულად მშვენიერ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა), ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე და სხვები, ჟურნალსიტები, ბესო კალნდაძის მეგობრები და მოწვეული სტუმრები საღამოს ფინალისკენ კმაყოფილებით ტოვებდნენ დარბაზს. შესრულდა მომღერლის ყველა ძველი და ახალი სიმღერა, მათ შორის ყველაზე დიდი აპლოდისმენტები მაინც “ტირიფებმა” დაიმსახურა. სცენაზე თავისი ხიბლი შეიტანეს ზურა მანაგაძემ და ნუგზარ ერგემლიძემ, რომელიც ბოლო დროს პასიურ პარლამენტარობას აქტიურ საესტრადო მოღვაწეობას შესანიშნავად უთავსებს ნინი შერმადინი საბერძნეთის ტელე-პროექტის მონაწილე გახდა! ქართველი ვარსკვლავი მალე ევროპის სცენებს დაიპყრობს!12.10.2009. სოსო პავლიაშვილი ახალ ბინაში გადავიდაქართველების სიყვარულით გამორჩეულ ქართველ მომღერალს, თავისი ქართველობის გამო მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ-ჯერობით რუსეთში არ შექმნია (ყოველშემთხვევისთვის ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს) შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უმაღლეს პირთა სიმპათიებში სოსო პავლიაშვილი არასოდეს ჯდებოდა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რასაც თავის დროზე მის ”საკონცერტო მხარდაჭერას” აბრალებენ შევარდნაძის მხარდასაჭერად (უხეშად, რომ შევადაროთ - 2013 წლის შემდეგ, როცა სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მისმა შემცვლელმა ბუბა კიკაბიძე მოიძულოს სააკაშვილის მხარდაჭერის გამო). მომღერალი რუსეთში აქტიურ მუსიკალურ კარიერაშია და პარალელურად კვლავ აქვს ღვინის და სამშენებლო ბიზნესი, ასევე ბიზნესი აქვს თავის სიმამრთან ერთად, მაგრამ სოსოს მთავარი საქმე მაინც სიმღერაა. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სახალხო ეკონომიური კრიზისის გამო კონცერტები დაახლოებით 40% შემცირდა დიდ რუსეთშიც კი, სოსო პავლიაშვილი დამაჯერებლად აგრძელებს გამოსვლას ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც სოლო კონცერტებით. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ურჩევნია ”ვიღაც უცხოელს” გადაუხადოს დიდი ჰონორარი და ის ამღეროს თუნდაც საახალწლოდ თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის, ვიდრე სოსო პავლიაშვილი, თუმცა ისიც საკითხავია - თავად სოსო თუ დათანხმდებოდა ასეთ გამსოვლას, მომავალში მოსკოვში სავარაუდო პრობლემების შექმნის გამო? 11.10.2009. თამუნა ამონაშვილი მოსკოვში შემორჩაპოპულარული ქართველი მომღერალი, ძველი ”ივერიელი” და ”თოვლის ბებო” საქართველოდან გადახვეწილ იმ ხელოვანთა რიცხვშია, რომლებმაც თავისი ნიჭის რეალიზება და ამით ”პური ჩვენი არსობისა” მოპოვება რუსეთსში გადაწყვიტეს. უდაოდ ნიჭიერი მომღერალი, რომ კარგი დიზაინერიცაა, ეს ნაკლებად თუ ვინმემ იცოდა, თვით იუდაშკინსაც კი შეუთავაზებია რამდენიმე თვის უკან თამუნა ამონაშვილისთვის სამსახური, მაგრამ ქართველ მომღერალს ურჩევნია თავისი პირადი საქმე ქონდეს, თუნდაც თავისი პირადი პატარა სალონი (რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ აქვს მოსკოვში), ვიდრე მთელი დღე სხვასთან იჯდეს სამსახურში. მომღერალი აქტიურად ცდილობს სამოდელო ბიზნესის მოსკოვში წამოწყებას, თუმცა არც აქაა ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი ძვრები. შეგახსენებთ, რომ მომღერალი დაახლოებით 5 წელია დაქორწინებულია რეჟისორ რეზიკო არჩვაძეზე, რომლის მახვილ თვალსაც ეკუთვნის მომღერლის რამდენიმე წარმატებული კლიპი საქართველოში გადაღებული. წყვილი წელიწადზე მეტია ერთად ცხოვრობს მოსკოვში და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკითაც მუშაობს. ამასთან ერთად, მომღერალი აცხადებს, რომ სამუდამოდ რუსეთში დარჩენას ვერ შეეგუება და იმედოვნებს, რომ მშობლიურ ქვეყანასაც მალე დაუბრუნდება. თუმცა რამდენად დახვდება ქართულ შოუ-ბიზნესში სახარბიელო სიტუაცია თამუნა ამონაშვილს, გაურკვეველია, რადგან თბილისში შემორჩენილი ნიჭიერი მომღერლების გვარი და სახელიც კი დავიწყებას ეძლევა სამწუხაროდ. 05.10.2009. თეატრალური ფესტივალების ”ომი” თბილისშიალბათ მკითხველს ახსოვს რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ, წლების წინ დაარსებული თეატრალური ფესტივალი ”საჩუქარი”, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან საქართველოში უამრავი თეატრალური დასი ჩამოდიოდა და სპექტაკლებს ქართველი მაყურებლისთვის მართავდა, ისიც არავისთვისაა დასამალი, რომ ქეთი დოლიძის მიერ ორგანიზებულ ამ ფესტივალს სახელმწიფო ყოველ წელს ფინანსურად ეხმარებოდა, კონკრეტულად კი - თბილისის მერია. საეჭვოდ დაემთხვა რეჟისორის მომძლავრებული ოპოზიციური აზრების პერიოდულობა და მერიის მიერ საკუთარი ორგანიზებით, ახალი თეატრალური ფესტივალის დაარსება, რომელიც ქალაქის მერის - გიგი უგულავას სრული პატრონაჟით და დაფინანსებით ტარდება 26 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე და რომელშიც მსოფლიოს მრავალი თეატრალური დასი ღებულობს მონაწილეობას – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, კორეიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან, ლიტვიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან. მათ სპექტაკლებს თბილისის თითქმის ყველა მოქმედი თეატრი უმასპინძლებს. აღასანიშნავია, რომ მერიის მიერ ორგანზიებული ფესტივალი მხოლოდ სპექტაკლებით არ შემოიფარგლება, ამავე ფორმატში მიმდინარეობს ”ვორქშოფები”, ტრეინინგები და გამოფენები. რაც შეეხება ქეთი დოლიძის ”საჩუქარს”, როგორც რეჟიოსრი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს – ფესტივალი რათქმაუნდა მაინც (!) გაიმართება და ის მაინც ტრადიციული იქნება (თუმცა საიდან იქნება მოძიებული დასაფინანსებელი თანხები, ჯერ უცნობია). 05.10.2009. ალექსანდრე ბასილაია 67 წლის ასაკში გარდაიცვალაალექსანდრე ბასილაიას საქართველოში, სავარაუდოდ, სამშაბათს გადმოასვენებენ. ქართველი კომპოზიტორი 67 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გერმანიაში გარდაიცვალა. იქ ბასილაია მკურნალობის კურსს გადიოდა. მას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. თბილიში ჩამოსვენების შემდეგ, სამოქალაქო პანაშვიდი ფილარმონიაში გაიამრთება. ცნობილ მუსიკოსს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ბასილაია საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის ავტორია ისეთი ცნობილი მიუზიკლებისა, როგორებიცაა "არგონავტები", "ჩხიკვთა ქორწილი" და "ფიროსმანი". ორიოდ კვირის წინ კი ხობი საერშაშორისო ფესტივალზე მისდამი მიძღვნილი საღამო გამართა ანსამბლმა "ივერიამ". 04.10.2009. ხალხური სიმღერის ფესტივალი "სულიკო"ზესტაფონში ხალხური სიმღერის ფესტივალი სულიკო გაიმართა.ფესტივალი ყოველ წელს, სოფელ ცხრაწყროში იმართება,სადაც "სულიკოს" მუსიკის ავტორი ვარინკა წერეთელი ცხოვრობდა. სოფლის ცენტრში დღესასწაულისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ღია თეატრონი გაკეთდა. ტრადიციულად ცხრაწყაროში ბევრი ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ჩავიდა. ფესტივალში მონაწილეობა იმერეთის სხვადასხვა რაიონის ფოლკლორულმა ჯგუფებმა მიიღეს. ჟიურიმ პირველი და მეორე ადგილები ხარაგაულისა და თერჯოლის ანსამბლებს მიანიჭა. გამარჯვებულ ჯგუფებს გრანპრი და ფულადი საჩუქრები გადაეცათ. 04.10.2009. მიშო სულუხია სტრასბურგში იჩივლებს?ზაფხულის დასაწყისში სკანდალში გახვეული მომღერალი, ტელე-პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” მონაწილე, ახლახანს საფრანგეთიდან დაბრუნდა, სადაც როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს ათი წარმატებული კონცერტი გამართა ორ მეგობართან ერთად (ირაკლი ახუაშვილი და ნინი მამალაძე), რომელიც ფოლკლორული ფორმატით ტარდებოდა. წარმატებული კონცერტების შემდეგ მიშო სულუხიას ფრანგებისთვის მოლდოვეთის ფესტივალზე მომხდარ სკანდალზე მოუყოლია (სადაც მიშამ პირდაპირ სცენიდან, დაჯილოდების ცერემონიალის დროს, დასკვნით კონცერტზე განაცხადა – დაბალი დონის ფესტივალია და აღარ ვიმღერებო, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა, მას გადაცემული თანხა და ადგილი ჩამოართვეს). ფრანგები ძალიან გაკვირვებულან ამ ფაქტით და ქართველ მომღერალს ურჩიეს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ მოლდოვეთის ფესტივალის ორგანიზატორს (რომლის ჟიურის წევრიც ქართველი ეკა ჩიტაშვილია), სავსებით შესაძლებელია, რომ ფესტივალის ორგანიზატორები დააჯარიმონ და მისი დახურვაც მოითხოვონო. ყოველთვის სკანდალებში და კურიოზებში გახვეული მომღერალი, სავარაუდოდ არ აპირებს ფრანგების ამ რჩევის გათვალისწინებას და იმითაც მადლობელია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროში მის სახელზე მადლობის წერილი გამოაგზავნეს. (აქვე შეგახსენებთ, რომ ისევ მოლდოვეთის ფესტივალიდან უკმაყოფილოდ დაბრუნებული ქართველი მომღერალი ანრი ჯოხაძე დეტალურად საუბრობს გადაცემაში ”პირისპირ” ფესტივალის შესახებ, რომლის ორგანიზატორი მოლდოვეთში მცხოვრები პროდუსერი ეკა ჩიტაშვილია – მოუსმინეთ გადაცემას ლინკზე http://www.stars.ge/livepolitika.html 03.10.2009. ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამოსაქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ”მეგას” ცერემონიალზე, ნომინაციის – სიმღერის საუკეთესო ტექსტების ავტორის, პოეტ ნანა ცინცაძის მორიგი შემოქმედებითი საღამო ცნობილი მხატვრების შოთა და მარგო მეტრეველების სალონში გაიმართა, რომელიც მისმა შვილიშვილებმა დაარსეს. შესასვლელი ეზო ყვავილებით იყო მორთული, ხოლო პოეტის და ტექსტების ავტორის ლექსები ორიგინალური გაფორმებით გარე კედლებზე იყო გამოკრული. ენერგიულმა ქალბატონმა თავისი ლექსები თავადვე წაიკითხა და ორი ახალი სიმღერის პრეზენტაციაც მოაწყო - ”ვერ მოგაცილებ თვლასაო” და ”ნიავო”. ”ვარსკვლავები” მომავალ წარმატებებს უსურვებს ქალბატონ ნანას და მის ტექსტებს და ლექსებს კიდევ მრავალ ”მეგას” უწინასწარმეტყველებს. 27.09.2009. GELANY USA- ის მორიგი პროექტი, ექსკურსია "ქართული რთველი 2009"მოგეხსენაბათ კომპანია GELANY2007 წლიდან, ყოველი წლის ოქტომბრის თვეში ატარებს პროექტს სახელწოდებით “ქართული რთველი ამერიკაში” – ეს ღონისძიება ტარდება პენსილვანიის შტატში, ქალაქ ლანკასტერას ვენახებში. სრული მნიშვნელობით იმართება რთველი, იხარშება თათარა, იქვე იწურება ყურძენი. აღსანიშნავია რომ ეს ვენახი ძალიან გავს ქართულ ვენახებს და თვითონ ყურძენიც ძალიან ახლოსაა ქართულთან (კერძოდ: რქაწითელას ჯიშთან) ქარხნის სახელწოდებაა: Twin Brook Winery, სხვათაშორის მათი ღვინო ცნობილია როგორც ამერიკაში ისე საზღვრებს გარეთ. ქარხნის მენეჯერი: ბატონი, Tim Jobi მიესალმება ქართულ ტრადიციებს და აღნიშნა რომ მართლაც განსხვავებული და თავისებურია. “ დიდათ მოხარული ვარ ქართველების სტუმრობით და იმედი მაქვს მომავალში GELANY USA - ის პროექტი უფრო მეტად ვრცელი და გრანდიოზული იქნება” აქვე გვინდა ავღნიშნოდ ამ ტრადიციიის მნიშვნელობა ამერიკაში… პატარები რომლებიც დაიბადნენ აქ, ქართველები რომლებსაც ბევრჯერ სმენიათ, მაგრამ არ უნახიათ ამ ტრადიციის სიყვარული. ეს დღე მათთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო. 2009 წელსაც (11 ოქტომბერს) გაიმართება ეს პროექტი, ამ წელს უფრო მეტ ქართველებს ველოდებით და არა მარტო ქართველებს… სურვილი გამოთქვეს რუსულ ენოვანმა ემიგრანტებმა პროექტში მონაწილეობისთვის. მიუხედავათ იმისა რომ დღეს საქართველო ძალიან რთულ პირობებშია, ქართველი ემიგრანტები საქართველოს გვერდში უდგას როგორც მორალურად ისე ფიზიკურად და მის საზღვრებს გარეთ აცნობენ ქართულ კულტურას და მის ტრადიციებს… “არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ” 22.09.2009. მზე, წვიმა და ქარი - ხობიხობის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით დასრულდა წელს უკვე მეოთხედ, სამეგრელოში, კერძოდ კი, ხობში “მეგრული სიმღერის” ფესტივალი წარმატებით დასრულდა. ორდღიანი ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით 2009 წელს, ყველაფერი მოკრძალებით აღინიშნა, მისი ორგანიზატორის პარლამენტარ გოდერძი ბუკუას საქებრად და სამადლობლოდ უნდა ითქვას, რომ საერთოდ ჩატარდა, რადგან ეკონომიკური კრიზისიდან დაწყებული, პოლიტიკური კრიზისით დამთავრებული, ყველაფერი ერთად დაგვტყდომია თავს. ფესტივალის მეორე დღეს ბუთხუზ ბასილაიას ბენეფისი გაიმართა ხობში “ივერელიების” მონაწილეობით, მაგრამ სამწუხაროდ თავად დიდი კომპოზიტორის გარეშე, რადგან ის სამკურნალოდ ევროპის ერთ-ერთ კლინიაკშია და რბილად, რომ ვთქვათ ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. არც იმას მოუხდენია უარყოფითი გავლენა ხალხის განწყობაზე, რომ კონცერტის დღეს გადაუღებლად წვიმდა და არც იმას, რომ იმ დღეს ხობში სოსო პავლიაშვილი ვერ ჩამოვიდა (არადა ნათქვამი იყო, რომ მეგრული სიმღერის ფესტივალს, ის ბუთხუზ ბასილაიას კონცერტზე შეუერთებოდა), ხალხს მაინც დადებითი განწყობა ჰქონდა. რეპორტაჟს კი, ხობიდან აქვე გთავაზობთ (დააწკაპუნეთ ამ წარწერაზე და გადადით რეპორტაჟების განყოფილებაში)21.09.2009. ლიკა ყაზბეგის მორიგი ჩვენებათბილისში მოდების ჩვენება, რომელიმე მაღაზიის ახალი კოლექციის სამსჯავროზე გამოტანა, დეფილეები, დიზაინერთა სარეკლამო გამოსვლები დეფიციტური კარგა ხანია აღარა, მაგრამ ლიკა ყაზბეგის პროექტები ყოველთვის იწვევს ინტერესს და მის ჩვენებებს ყოველთვის საზოგადოების ელიტარული ნაწილი ესწრება. ასე იყო ამასწინათ “მუზაში” გამართულ ღონისძიებაზეც, სადაც ლიკამ “საქმიანი ადამიანების” გამოსვლა მოაწყო, რომელთა შორის ძირითადად ქალები ჭარბობდნენ, თუმცა იყო “ორი კინკილა” ახალგაზრდა მამაკაციც, ლიკამ ეს იმით ახსნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ფაქტიურად არ ჩატარებულა და სულ რაღაც ერთ კვირაში გაკეთებული ჩვენება თითქმის ექსპრომტად ჩატარდა, ექსპრომტად მაგრამ - ლამაზად. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ლალი მაროშკინას სკანდალური წიგნის პრეზენტაცია, ორი საათით ადრე ზუსტად იმავე ადგილას გაიმართა, სტუმართა რა უპრეცედენტო რაოდენობა შემორჩა საღამოს, თავად მიხვდებით. საღამოს დიზაინერთა შორის იყვნენ სოფო ხერკილაძე და თამუნა მაჩალაძეც. 20.09.2009. "ლედ ზეპელინის" საღამოეროვნული მუსიკალური ცენტრის სცენაზე, 3 ოქტომბერს, ათი ქართული როკ ჯგუფი “ლედ ზეპელინის” სიმღერებს შეასრულებს. 1968 წელს დაარსებული ინგლისური როკ-ჯგუფის საღამოს ჩატარება კომპანია “პრომო-ინდასტრიმ” გადაწყვიტა. პირობა ერთია – საკუთარი კომპოზიციის გარდა, აუცილებლად უნდა შესრულდეს “ლედ ზეპელინის” რეპერტუარიდან ორი სიმღერა. “ვარსკვლავების აკადემიის” წევრს, ქეთი ორჯონიკიძეს, 70-იანი წლების როკ-კონცერტები არ ახსოვს, თუმცა, ის ცნობილი ჯგუფის რეპერტუარიდან სიმღერებს ქართველ 70-იანელებთან, გია სალაღიშვილის ბენდთან ერთად შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სარეპეტიციო დარბაზები როკ შემსრულებლებისთვის არც ისე ბევრია, კონცერტის მონაწილე ჯგუფები საღამოს ნომრების დამუშავებას მაინც ახერხებენ. - /ქეთი გიგოლაშვილი/ 19.09.2009. ლალი მაროშკინას სკანდალური წიგნი გაყიდვაში გამოვიდაკულტურის ცენრტ "მუზაში" ჟურნალის ლალი მოროშკინას უკვე სკანდალური წიგნის "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" პრეზენტაცია მოეწყო. ცენტრის ეზოში უამრავ სტუმარს მოეყარა თავი, მაგრამ დიდი ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მათ შორის ვერცერთი ოპოზიციონერი ან "პოზიციონერი" ვერ აღმოვაჩინეთ, ეს იმიტომ, რომ ლალის ორივე მხრიდან ყავდა მოწვეული სტუმრები, მაგრამ " - მოსაწვევები ყველას დავუგზავნე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, მაგრამ არც პოზიციიდან მოსულა ვინმე და არც ოპოზიციიდან" - განაცხადა ჩვენთან საუბარში ლალი მაროშკინამ. მიუხედავად ამისა, უამრავ სტუმარს შორის ოპოზიციურად განწყობილი ბევრი სახის შემჩნევა ადვილი იყო, ჟურნალისტები კი რაოდენობით ყველას სჭარბობდნენ. წიგნი "მუზას" მწვანე ეზოშივე იყიდებოდა (მისი ფასი 10 ლარია) და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს წაკითხული აქვთ წიგნის ნაწყვეტები (ის, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა) მსყიდველობითუნარიანობა მაღალი იყო. ლალი აცხადებს, რომ 5000 ცალი ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნი, მალე რუსულ ენაზეც გამოვა და ფიქრობს, რომ სკანდალური გახდება, ბესტელერადაც იქცევა და როგორც წიგნის ანოტაციაში რუსეთში მოღვაწე სკნადალური ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ამბობს: - წიგნი უეჭველი პოპულარიზაციისთვისაა განწირული! (რამდენადაც საზოგადოებისთვი უკვე ცნობილია წიგნის მთავარი გმირები საქართველოს პრეზიდენტი მისა სააკაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, თავად ლალი მოროშკინა და კიდევ ერთი ქალბატონი არიან (რომლის სახელს ავტორი გამიზნულად არ ამჟღავნებს, რადგან მას პრეზიდენტთან ქონდა კავშირი) 18.09.2009. პლეხანოვზე “ბლინ-ბარი” გაიხსნაკარგახანია თბილისში რაღაცა ახალის გახსნა და რაღაცა სასიამოვნოს მოსმენა დეფიციტური მოვლენა გახდა, ალბათ სწორედ ამიტომ იყო სასიამოვნო მოულოდნელობა, თბილისში პლეხანოვზე, მარჯანიშვილის 137 ნომერში ახალი ბარის გახსნა, რომელზეც ჟურნალისტები დაპატიჟეს, და რომელიც ერთ კონკრეტულ, ძალიან მსუბუქ, მაგრამ ნოყიერ საჭმელზე - ბლინებზეა გათვლილი! იყო წითელი ხალიჩა, იყო წითელი ლენტის გაჭრა, იყო პატარა ფეირვერკი და რაც მთავარია იყო ცხელ-ცხელი ბლინები, სასიამოვნოდ გაკვირვებული სტუმრები და გართობა, შეჯიბრი ბლინების ჭამაში, საჩუქრები და პრიზები, მოკლედ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამ პატარა, ახალმა კლუბმა ერთი საათი ბლინებთან ერთად გააერთიანა. აღსანიშნავია, რომ ფასები “ბლინ-კლუბში” არც ისე მაღალია, მაგრამ გემოსა და ხარისხის შესაბამისი ნადვილადაა, თანაც არჩევანიც დიდია, დაწყებული ბეკონის ბლინებიდან დამთავრებული ხიზილალას ბლინებით (სიტყვაზე მენდეთ, ძალიან გემრიელია), რომლებიც მსუყე და ადვილი სადილია. 17.09.2009. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 26 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართებათბილისი პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 26 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალი 2009 წლის მაისში თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო პროგრამა, ქართული სპექტაკლების პროგრამა, ვორქშოფები, ტრეინინგები და გამოფენები. „თბილისი ინტერნეიშენალზე“ დასასწრებად 300 უცხოელი სტუმარი ჩამოვა. ფესტივალს გერმანელი, ინგლისელი, პოლონელი, კორეელი, ხორვატი, უნგრელი სტუმრები ეწვევიან. ქართული სპექტაკლების პროგრამაში მონაწილეობას 17 ქართული თეატრი მიიღებს. ("1-ლი არხი") 12.09.2009. “ინგლისელი” ლევან ჯიბლაძე პირველზე, ქართველი ანრი ჯოხაძე მესამეზედუეტების საერთაშორისო კონკურსი GOLDEN WINGS 2009 რომელიც წელს პირველად მოლდოვეთში გაიმართა 8 სექტემბერს დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის გენერალური პროდუსერი და დამფუძნებელი საქართველოდან კიშინოვში წლების წინ ემიგრირებული, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი ეკა ჩიტაშვილია, რომელიც ამჯერად 250.000 ევროს (სპონსორი ებრაელი ბიზნესმენი ლეონიდ ვალნიანსკი) ბიუჯეტით გამაგრებულ კონკურსს უდგას სათავეში, რომლის ჟიურის წევრებიც წელს “ევროვიზიის” გენერალური დირექტორი იური აქსიუტა, მსოფლიო ფესტივალების პრეზიდენტი - მარიან კატაროვსკი, სანრემოს ფესტივალის დამფუძნებელი - რობერტო დე ანჯელი, ჯგუფ “ოტოვანის” სოლისტები და სხვა წარმოსადეგი გვარ-სახელის ცნობილი ადამაინები იყვნენ.
ეკა ჩიტაშვილის მოწვევა საქართველოდან, ანრი ჯოხაძემ და მისმა დამ მაგდამ მიიღეს (ვიზიტი კულტურის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული და როგორც ეკა ჩვენთან საუბარში აცხადებს სწორედ სამინისტრომ დააფინანსა კონკურსანტის გზის ხარჯები).
საქართველოდან მოლდოვეთში ერთი თვის წინ გადაბარგებული ახალგაზრდა მომღერალი ლევან ჯიბლაძე 12.09.2009. ქართული შოუ-ბიზნესის ახალი ხანა იწყება?15 სექტემბრიდან რადიო “საქართველოს ხმა 107.9” და ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე ყოველ სამშაბათს 17:00 საათიდან პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ საავტორო გადაცემას “პირისპირ” გადაცემა მთლიანად, საათნახევრიანი ეთერის განმავლობაში ქართული შოუ-ბიზნესის კულუარებში განვითარებულ მოვლენებზე მოგიყვებათ, სტუმართან ერთად განიხილავს არსებულ მდგომარეობას და ეცდება ყველა აქამდე დაფარული და მიჩუმათებული ფაქტებს ახადოს ფარდა გადაცემაში მოისმენთ, აგრეთვე, კლანური გარიგებებისა და საქმისადმი მიკერძოებული მიდგომების შესახებ, რამაც ფაქტიურად გაანადგურა ქართული კულტურის უახლოესი წლების წინ განვითარებული დარგი - ქართული შოუ-ბიზნესი. ეს მორიგი მცდელობაა საქართველოში ვიღაცეების მიერ მიძინებული, განადგურებული და დამახინჯებული ქართული ესტრადა გამოცოცხლდეს. პირველი გადაცემის სტუმარი მერიის კულტურის სამსახურის ღონისძიებათა მოწყობის დეპარტამენტის უფროსი დათო ოქიტაშვილია, რომელიც ქართული შოუ-ბიზნესის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა და მასთან ბევრი კითხვა შეიძლება დაისვას. გარდა წამყვანისა გადაცემაში მონაწილეობა შეუძლია მსმენელსაც, რომლებსაც შეუძლაით პირდაპირ ეთერის დროს სტუდიაში სატელეფონო ჩართვა, და დამატებით ნებისმიერი შეკითხვის გამოგზავნა მაილზე stars7771@narod.ru იქნება თუ არა სტიმული ბესიკ ჩუბინიძის ეს გადაცემა ქართულ შოუ-ბიზნესის ახალი პოზიტიური ნაბიჯებისთვის, ჯერ რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მორიგი მცდელობაა საქართველოში ვიღაცეების მიერ მიძინებული, განადგურებული და დამახინჯებული ქართული ესტრადა გამოცოცხლდეს. იმ ფონზე, რომ წელს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-10 საიუბილეო ცერემონიალი იმართება, ალბათ საინტერესოა მსგავსი ფორმატის გადაცემების სტუმართა და წამყვანის დიალოგი. მაშ ასე, 15 სექტემბრიდან ყოველ სამშაბათს 17:00 საათიდან რადიო “საქართველოს ხმაზე 107.9” უსმინეთ ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემას “პირისპირ”, პირველი სტუმარი - დავით ოქიტაშვილი. 10.09.2009. მედეა ჩახავას ვახუშტი კოტეტიშვილის გვერდით დაკრძალავენმედეა ჩახავას დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 12 სექტემბერს, 15.00 საათზე დაკრძალავენ. მისი სამუდამო განსასვენებელი ცნობილი მოღვაწის ვახუშტი კოტეტიშვილისა და მწერლისა და პოეტის ნუგზარ შატაიძის გვერდით იქნება. დასაფლავების ხარჯებს დედაქალაქის მერია გაიღებს. თანხის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. დაკრძალვამდე მედეა ჩახავას რუსთაველის თეატრში დაასვენებენ. ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მედეა ჩახავა 7 სექტემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედეა ჩახავა 1921 წლის 15 მაისს, მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში დაიბადა. 65 წლის განმავლობაში მედეა ჩახავამ რუსთაველის თეატრის სცენაზე და ფილმებში ათობით როლი შეასრულა. 2006 წლის 4 ივნისს რუსთაველის თეატრის წინ მედეა ჩახავას ვარსკვლავი გაიხსნა. 04.09.2009 თბილისი-ბათუმი-თბილისი (რეპორტაჟი აჭარიდან)ახალს ვერაფერს გეტყვით ალბათ, რადგან ქართველი დამსვენებელი ბოლო წლებია დასასვენებლად ქართულ კურორტებს აღარ წყალობს და მთელი წლის შრომით გადაღლილი (ნეტა რამდენი პროცენტია ასე დაღლილი მუშაობით) ძირითადად თურქულ კურორტებს სტუმრობს, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით წელს 400.000-მადე ტურსიტი სტუმრობდა (თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ნახევარზე მეტი ჩვენი მეზობელი სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები იყვნენ) - მარმარისი და ქემერი, ანტალია და კუშადასი ქართველებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი აღმოჩნდა, არადა მას შემდეგ, რაც ჩვენი აფხაზეთის ულამაზესი კურორტები დავკარგეთ (თუ დაგვაკარგვინეს) და გაგრა და სოხუმი “აღარავის ახსოვს” საქართველოში ქობულეთისა და ბათუმის ამარა ვართ დარჩენილები, - იმისმიუხედავად, რომ რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მას შემდეგ ბათუმის და ბარსელონას ვიზუალურ მსგავსებაზე ზრუნავს, არადა სანამ ქართველების მენტალიტეტი არ გამოიცვლება და არ დაემსგავსება ევროპულს, ისე გინდა ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების გამოფენა მოაწყე, აზრი არ აქვს - რადგან ტურისტს უფრო მეტად მომსახურების დონე და ფასები იზიდავს და არა ლამაზ-ლამაზი დიზაინის შენობები. (მასალის დანარჩენი ნაწილის წასაკითხად დააკლიკეთ წარწერაზე)
მზე, ზღვა და თეატრალური ზაფხულის დებიუტი ქობულეთში ანუ რა შეუძლია მეგობრობის ძალას?!ერთი წილი შავი ზღვის წყალი და ბავშვური ტალანტი, ორი სუფრის კოვზი ქობულეთური ზაფხულის სიო და გაცოცხლებული ლამაზი ზღაპარი, ნაპირზე აკრეფილი წვრილი ნიჟარები და მეგობრობის უძლეველი ძალა თეატრალური გემოვნებით ერთმანეთში აურიეთ, მზეზე შეათბეთ და მიიღეთ რამდენიც გინდათ-პეშვით, ყლუპებით, ტალღებად - ეს პატარა ვირტუოზების პირველი თეატრალური დებიუტია საკუთარ ქალაქში, იქ, სადაც დიდი ხანია მოენატრა ყველას სცენა, ლამაზი სანახაობა, ცოცხალი მუსიკა. სულ რაღაც 3 თვის მუშაობით გაზეთ `ჩემი ქობულეთის~ რედაქციასთან არსებულმა საბავშვო სტუდია `ოქროს გასაღებმა~ უკვე შექმნა თავისი ისტორია, მოიპოვა სიყვარული და მხარდაჭერა მშობლიურ ქალაქში და არა მარტო აქ...…პირველი წარმატება დებიუტისთვის `ოქროს გასაღებმა~ სიღნაღის თეატრის სცენაზე მოიპოვა, საქართველოს ბავშვთა თეატრების ფესტივალზე მათ ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს. თუმცა, ყველაზე დიდი ღელვა მშობლიურ ქალაქში დაგეგმილ პრემიერას უძღვოდა წინ...31.08.2009. ბათუმს გაიმორიტიანი ბიანკა ესტუმრარუსული ესტრადის უკრაინელი ვარსკვლავი, ალაბთ სექსუალური (!) ბიანკა ორი დღით ბათუმს სტუმრობდა და მსმენელს გრანდიოზულ შოუს პირდებოდა. ჩვენი შეხედულებით გამოუვიდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზმანი გაგვიცივდა და გაიმორიტ-აკიდებული ბიანკა ბათუმის “აკვა-პარკის” სცენაზე ლამის წაგვექცა, მაგრამ ჰოი საოცრებავ და გმირი ქალის სტატუსი უნდა მივანიჭოთ, რადგან გაუძლო, გაუძლო ბიანკამ და თავსაც მოერია, გაიმორიტიც დასძლია და სიცხიანმაც იცეკვა სცენაზე (სად არ იყო მიშა, თორემ ხელში ხომ აიტაცებდა და ამ ნარ-ნარში კარგადაც გახდებოდა). “ვარსკვლავები” მეორე დღეს ექსკლუზიურად შეხვდა ბიანკას ქობულეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ჯორჯია პალასში” და ჯერ თავისი გინესის რეკორდებში შესატან პრესკონფერენციისთვის სხვა ჟურნალსიტების სახელით უსაყვედურა, რადგანაც წინა საღამოს, კონცერტის დაწყებამდე პრესკონფერენცია ზუსტად 2 წუთი და 25 წამი გაგრძელდა და ისიც მხოლოდ მიკითხვა-მოკითხვა და – მაპატიეთ ცუდად ვარო, ითქვა მხოლოდ. მოკლედ ბიანკამ გულით მიგვიღო, ბოდიშიც დაგვაბარა ჩვენს რამდენიმე კოლეგასთან და ისიც აღნიშნა, რომ გუშინდელზე უკეთესად გრძნობს თავს და ძალიან უყვარს ქართველები და საქართველო, ამიტომაც დათანხმდა სტუმრობას ბათუმში, მაყურებლითაც კმაყოფილია და ორგანიზატორებითაც, რომელსაც ამჯერად სასმელი “ბურნი” წარმოადგენდა. რაც მთავრია სტუმარი უკმაყოფილო არ წასულა და ჩვენც ისღა დაგვრჩენია კიდევ ბევრი მსგავსი ვარსკვლავის მასპინძლობისთვის მოვემზადოთ უახლოეს მომავალში. 29.08.2009. კახა კალაძემ პანჩო დააფინანსალევან მგალობლიშვილი (პანჩო) ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ქართული ესტრადის ახალი წარმატებული სახე იყო, მისი “დაბოლილი ბულბული” დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს (თუმცა “ტიომნად”) და ის მაშინდელივით მხოლოდ ე.წ. “ციხის ჰიტი” აღარაა, გარდა ამისა, პანჩოს სამივე ალბომი თავის დროზე რთული საშოვნელიც კი იყო და განსაკუთრებული გულისშემძრავი ტექსტებისა და სულშიჩამწვდომი მუსიკისა, დეფიციტიც გამხდარა. წლები გავიდა და ქართული ესტრადის მიძინების პერიოდში პანჩოც დაიკარგა (სხვა ბევრი მაშინ კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსად), ამას მისი პირადი პრობლემებიც დაერთო (ოჯახი დაენგრა) და მოკლედ, თითქოს მომღერალს აღარც მუზა უნდა ჰქონოდა სიმღერების დასაწერად და აღარც ხალისი, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა, - მუსიკაც იწერებოდა, ტექსტებიც და ასე იქმნებოდა ახალი სიმღერებიც, რომ არა ქართველი ლეგიონერი კახი კალაძე, პანჩოს ახალი მე-4 ალბომი დღის სინათლეს ვერ იხილავდა. მომღერალი დარწმუნებულია, რომ ალბომი თავის თავს კომერციულად ამოიღებს და მომგებიანიც გახდება, სხვა საქმეა რამდენად გაჰიტდება მისი ახალი სიმღერები, რადგან დღეს საქართველოში “დაბოლილ ბულბულზე” სიმღერას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით ვეღარ უსმენენ, თუმცა “ათასი წელი” პანჩოს ეს არ ადარდებს, რადგან ახალი სიმღერები რომელიც კახა კალაძის დახმარებით სექტემბრის ბოლოს გამოვა ალბომად, გაცილებით საინტერესო იქნება. 27.08.2009. ჯაბა ბოჯგუას ახალი ოპერაცია ესაჭიროებაუკვე მეშვიდე თვეა მომღერალი ჯაბა ბოჯგუა საწოლსაა მიჯაჭვული და როგორც მისი მკურნალი ექიმი არტურ ოგანეზოვი აცხადებს - ჯაბას კომის შემდგომი პერიოდი აქვს და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ გასატვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მომღერალს კიდევ ერთი დამატებითი ოპერაცია სჭირდება, რომელიც დაახლოებით 2.000 ლარი ღირს, რისი გადახდის საშუალებაც მომღერლის ოჯახს არ აქვს. როგორც ჯაბას დედა ქ-ნი მანანა გვასალია აცხადებს – ჯაბა დამოუკიდებლად ახერხებს სუნთქვას და რეაგირებას სხვადასხვა გამოძახილზე, მას პირის ღრუში სპეციალური ზონდი აქვს ჩადგმული, რომელიც კუჭზეა მიერთებული, რისი საშუალებითაც ორგანიზმს საკვებს აწვდიან. შეგახსენებთ, რომ 7 თვის უკან მომღერალი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პირდაპირ ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოყვა გულის იშერიული დაავადების საფუძველზე, რომლის მწვავე ფორმაც მას ციხეში განუვითარდა (ვრცელდებოდა ჭორები, რომ ის ციხეში სცემემეს, რომ შიდსი აქვს და ა.შ. მაგრამ ცნობილია, რომ ეს დაავადება მომღერალს დიდი ხანია აწუხებს და ის გულის შეტევის ნიადაგზე რამდენჯერმე კლინიაკში პირდაპირ სცენიდან მოხვდა). სავარაუდოა, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ მომღერლის ორგანიზმი კვლავ მთელი დატვირთვით შეებრძოლება დაავადების ნარჩენებს, რაც მას გადარჩენის შანსებს ერთი-ორად მოუმატებს. 26.08.2009. ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერო სექტემბრისთვის ემზადებაქართულ ტუსოვკებზე ბერო არცისე დიდიხანია გამოჩნდა, რაც ქართულ პრესას ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ისიც ნელ-ნელა, ეტაპობრივად, დიდი ხმაურისა და სენსაციების გარეშე “შემოიპარა” ქართულ რეალობაში, რაც თავისთავად სწორი სტრატეგიაა და მიუხედავად იმისა, რომ ბერო მეგობრებთან ერთად ხშირად ჩნდება “ტუსოვკებზე”, თვალში მოსახვედრი მაინცაა მის გვერდით მუდმივად მოტრიალე დაცვის სამსახური (რომელიც აშკარად ცდილობს და ახერხებს კიდეც, ბეროს სამეგობროს მაინცდამაინც არ გაეჩხიროს თვალში და მხოლოდ რაიმე “ჩეპეს” შემთხვევაში გამოჩნდეს). მილიარდელის ვაჟიშვილი სერიოზულადაა გატაცებული რეპით, მაგრამ არა ქართულით და თავის თავს ფრანგულ ხელოვნებას უძღვნის, ფრანგულად რეპავეს და როგორც საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის “საუკეთესო არანჟირების ოსტატის” ნომინაციის მფლობელი ბექა ნიკოლაიშვილი აცხადებს – ბეროს ეს უმაღლეს დონეზე გამოდის! უნდა ითქვას, რომ სადაც ბეროა იქ ბექაცაა, სადაც ბექაა, იქ ბეროცაა, სტუდია სადაც ბერო მუშაობს რათქმაუნდა მისი შექმნილია და არანჟირების ოსტატიც სწორად ყავს შერჩეული. როგორც ჩვენთან საუბარში ბერომ განაცხადა, სექტემბრის ბოლოსკენ ერთ ძალიან ხმაურიან პროექტს ამზადებს, რომელიც “ბომბია” და ის, არ იქნება გათვლილი საქართველოს ბაზარზე, არამედ ევროპის! საქართველოში რეპით ფულის გაკეთება შეუძლებელია (!) აცხადებს ბერო ჩვენთან საუბარში და ბოლომდე არც თავის კარტებს ხსნის თუ რას ამზადებს სასექტემბროდ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ რეალობაში ახალი სახე, ახალი სახელით შემოდის და როგორც ჩანს არცთუცარიელ ნიადაგზე! წარმატებებს ვუსურვებთ ბეროს გეგმების განხორციელებაში. 23.08.2009. ნინი ქარსელაძე და თიკა ჯამბურიას ახალი კლიპიქართული შოუ-ბიზნესის ერთდროს პოპულარული ბავშვები თიკა ჯამბურია და ნინი ქარსელაძე, თინეიჯერობის ასაკშიც აქტიურად ცდილობენ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას და ერთობლივი დუეტი ამჯერად არა ქართულ, არამედ ფრანგულ ენაზე ჩაწერეს და უახლოეს მომავალში, როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ მასზე კლიპის გადაღებასაც მორჩებიან. აღსანიშნავია, რომ თიკა ჯამბურია 18 წლის ასაკში გათხოვდა და თავისი ბედი თანატოლ თბილისელ ბიჭს, თავის შეყვარებულს, ყოფილი პარლამენტის დეპუტატის ხათუნა ხოფერიას 19 წლის ვაჟს ბექას დაუკავშირა, გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ მისი დაქალი – ნინი ქარსელაძეც სექტემბერში ახალგაზრდა ოპოზიციონერ ჯაბა ჯიშკარიანზე თხოვდება, ჭორი აღმოჩნდა, ყოველშემთხვევაში ამას თვითონ ნინი აცხადებს და ჯაბასთან მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობას აღიარებს (თუმცა ბევრი “მეგობრული ურთიერთობა” გვინახავს შემდგომში ქორწინებით დამთავრებული). ნინის და თიკას კიდევ ერთი დაქალი, ასევე მომღერალი პოპულარული მარიკა თხელიძეც გათხოვების პოტენციურ კანდიდადტთა სიაში ჩაწერეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარიკა საერთოდ საქართველოდან მიდის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში და სულაც არ სცხელა ოჯახის შესაქმნელად. 21.08.2009. ეკა ჩიტაშვილის მოლდოვური ფესტივალიოთხი წლის წინათ საქართველოდან გადახვეწილი ქართველი პროდუსერი ეკა ჩიტაშვილი მოლდოვაში ახალ ფესტივალს აფუძნებს და მას “ოქროს ფრთებს” არქმევს (“გოლდენ ვინგს”) სადაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო დუეტების არჩევა და გამოვლენა მოხდება, მიგნება თავისთვად კარგია, ნოვაციიაა და ვფიქრობთ, რომ წამოწყება აუცილებლად გაამართლებს. რათქმაუნდა ქართველ პროდუსერს, რომელიც გასულ წლებში საქართველოში ორ სერიოზულ თბილისურ კლუბს “16 რაუნდს” და “ბერიკონს” წარმატებულად ამუშავებდა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყანა არ დავიწყებია და რამდენიმე დუეტი აქედანაც მიიწვია მოლდოვეთში, მაგრამ გაგიკვირდებათ და მიწველთა შორის ვერ ნახავთ პოპულარულ დუეტს (ჯერ-ჯერობით ჩვენ ასეთი ინფორმაციაც გვაქვს), სამაგიეროდ 3 სექტემბერს საქართველოს ამ ფესტივალზე ანრი ჯოხაძე და მისი და მაგდა წარადგენენ, მათივე დედის, ქალბატონი რუსიკო ჩხაიძის კომპოზიციით იუმორესკა, რომლის გარდაც შეასრულებენ მიშელ ლეგრანის საუნთრეკს ფილმიდან “შერბურის ქოლგები”, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგულია იმ სიმღერებს შორის, რაც საერთოდ სიყვარულზე დაწერილა ოდესმე. უნდა აღინიშნოს, რომ და-ძმა ჯოხაძეებს აქამდე არ ჰქონიათ დუეტი, მაგრამ მაგდა ანრიზე არანაკლები ვოკალური მონაცემების მქონეა (მას საკუთარი საბავშვო სტუდიაც აქვს) და დარწმუნებულნი ვართ საქართველოს ისინი ღირსეულად წარადგენენ და ღირსეულად გამარჯვებულნიც დაბრუნდებიან თბილისში. 20.08.2009. “მის-იუნიორი საქართველო 2009” კვარიათში გამოავლინესუკვე ვიტყობინებოდით იმის შესახებ, რომ თბილისში კიდევ ერთი ახალი სილამაზის კონკურსი დაარსდა და მის ორგანიზატორად “მის-ბიკინი საქართველოს” საორგანიზაციო კომიტეტი – სამოდელო სააგენტო “ფავორიტი” და მისი ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი მოგვევლინა. გოგონათა შესარჩევი კონკურსი თბილისში შარდენზე, ერთი თვის უკან ჩატარდა ოთხკაციანი ჟიურის თანდასწრებით, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენის ცერემონიალი კი აჭარაში – კვარიათში, ასევე ჟიურის, მაგრამ ამჯერად სხვა წევრების დახმარებით – ზალიკო ბერგერი, ნინო ქირია, თამარ ნადირაძე, ნუკრი ჯიოშვილი და “მის-ბიკინი 2009” სოფო რომანიშვილი. გამარჯვებულის ტიტული კვარიათში 18 წლის ნინი ცინცაძემ მოირგო, ხოლო 1-ლი და მე-2 “ვიცე მის-იუნიორები” შესაბამისად 17 წლის ნინი ცისკარიძე და 16 წლის ნინი ჯღუთაშვილი გახდნენ. გამარჯვებული 14 სექტემბერს გაემგზავრება საერთაშორისო კონკურსზე “ევროპა და მსოფლიო მის-იუნიორ 2009”, რომლის დასკვნითი შოუ, ჩეხეთში, კერძოდ კი პრაღაში გაიმართება. 19.08.2009. გივი სიხარულიძემ ოპერაცია გაიკეთაპოპულარული მსახიობი და პოეტი ორიოდკვირის წინ კლინიკაში მოხვდა, სადაც მას ხერხემალზე მცირე სახის ოპერაცია გაუკეთეს და უცხო დანამატი ამოკვეთეს, რის შემდეგაც გივი სიხარულიძე რეაბილიტაციას აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთში გადის ზღვის სანაპიროზე და მართალია ჩვეულ ფორმაში ვერაა და ვერც მთლად ჯანმრთელად გამოიყურება, თავადვე იმედოვნებს, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი მალე გადაივლის და ქალთა გულთამპყრობელი ჩვეული ენერგიით წარსდგება საზოგადოების წინაშე. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ბატონ გივეს. 18.08.2009. ქეთა და “ა-სტუდიო” ბათუმის ბულვარშიპროდუსერ ნატო დუმბაძის ორგანიზებით და კომპანია “მთვრალი ალუბალის” (არ ვღადაობთ, მართლა ასე ჰქვია ამ კომპანიას) ინიციატივით “ა-სტუდიო” და ქეთა ბათუმის ბულვარში, კლუბ “მიუზიკ ჰოლში” წარსდგა მაყურებლის წინაშე. ქართული ტრადიციების მიხედვით 23:00 სათზე დაგეგმილი კონცერტი ერთი საათის დაგვიანებით კლუბის მენეჯერმა, პროექტ “ჯეობარი-1”-ს ფინალისტმა ტატო ხარშილავამ გახსნა და სცენაზე მოიწვია მომღერლები, რომლებიც მანამდე კულისების მსგავს კვადრატში მეგობრებთან ჭორაობით ირთობდნენ თავს, განსაკუთრებით აქტიური იყო ქართველებს მონატრებული ქეთა, რომელიც იმაზეც წუხდა, რომ კლუბში შემოსასვლელი ბილეთი 100 ლარი, ანუ ძვირი (!) ღირდა, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყანაში სულაც არ იყოს "ა-სტუდიოს” დონის ჯგუფისთვის ძვირი, მაგრამ საქართველოში, ბათუმში და ისიც დასასვენებლად ჩამოსული ქართველისთვის (დიახ ქართველისთვის, რადგან სომეხი დამსვენებლით სავსე ბათუმში, დარბაზში არცერთი სომეხი ეროვნების მაყურებელი არ შემოსულა) მართლაც არაა მცირე თანხა. მიუხედავად ამისა დარბაზიც “ქართულად გაივსო” და კონცერტიც ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და ტრადიციულად ენერგიულად წარიმართა, დარბაზში უამრავ ნაცნობ სახეს შეამჩნევდით, რომლებიც სიმღერების დროს რიტმულად ამოძრავებდნენ კუდუსუნის ძვლებს :). კონცერტი საათნახევარში გათავდა და სტუმარ-მასპინძელიც ნასიამოვნები დაიშალა, თუმცა სახლებში არავინ წასულა :) 17.08.2009. “შოუ-ბიზნესჩიკ” ქალბატონებში დედები მატულობენაგვისტოს თვე ბარაქიანი გამოდგა ქართულ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე ქალბატონებისთვის, ამ შემთხვევაში დედობის მხრივ, რამდენიმე მათგანი დედა გახდა და საქართველოს ვაჟიანობა და ქალიანობაც ცოტათი წინ წაიწია, ასე მაგალითად ჯგუფ “რონდოს” წევრს - ელენე ოთარაშვილს მეორე შვილი ლიზი შეეძინა 53 სმ და 3.650 წონის, მომღერალ ელენე ფოჩხუასაც ლიზიმ ახარა 5 აგვისტოს 5 საათი და ისიც 53 სმ დაიბადა 3.800 წონით, ასევე “მაღალი შვილიკო” გააჩინა მოდელმა და მომღერალმა ნათია ნებიერიძემ 54 სმ. სიგრძის და 4.500 წონის ლადუკა, დედა გახდა ტელე-წამყვანი, ბერი ქართული კლიპის მსახიობი თამუნა მუსერიძე, რომელმაც 50 სმ-იანი 3.500 წონის სანდრო გააჩინა საკეისრო კვეთით (სამწუხაროდ თამუნა მეორე ქმარს ორსულობის პერიოდშივე დაშორდა). დეა ადამიამ საყვარელი კატა დაკარგადეა ადამიას დღეს არა როგორც პროექტ "ჯეობარის" გამარჯვებულს, არამედ ქართული ოპოზიციის ერთ-ერთ დამრტყმელ ახალგაზრდულ ძალას, ისე მოიხსენიებენ, მისი ეგიდით ქართულ ოპოზიციუ პოლიტიკაში ბევრი საინტერესო აქციაც ჩატარდა.... საქმე კი, ამჯერად იმაშია, რომ სულით და ხორცით ოპოზიციონერმა დეამ საყვარელი კატა... დიახ, დიახ, კატა დაკარგა, რომელიც უკვე 2 წელიწადია მის სახლში ცხოვრობს და რომელიც დეას გულით უყვარს. უბრალო კატა არ გეგონოთ - ჯიშიანი, თეთრი, ფაფუკი კატაა და დეა მის მპოვნელს 100$-თ დასაჩუქრებას პირდება და სჯერა, რომ ადრე თუ გვიან კატას დაუბრუნებენ (თუ ის თავისი ფეხით არ დაბრუნდა სახლში, როგორც აქამდე აკთებდა). მიუხედავად იმისა, რომ დეა ძალიან ცდილობს კატის დაკარგვით გამოწვეული ოჯახური სიცარიელე მალე შევსოს, იმედი არ აქვს რომ ფისო თავის ფეხით დაუბრუნდება სახლს. რამაზ ჩაჩანიძე “სვაბოდაზეა”... და არც არასოდეს ყოფილა ციხეზე :) ღმერთმა დაუფაროს! არადა გავრცელებული ჭორი მისი დაპატიმრების შესახებ (და ისიც თაღლითობის მუხლით და 1.000.000 დოლარის მითვისების ბრალდებით) თავად რამაზისთვის გამოდგა ძალიან სახალისო და სასაცილო, - კაცი იმხელა ამბებში ვარ, ნოემბერში ფილმის გადასაღებად ვემზადები, დიდ სარეკლამო შეკვეთებს ვაკეთებ, ბოლო-ბოლო ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესის კინო-სკოლაში ჩავირიცხე და სტუდენტობა მიხარია, წასაწვლელად ვემზადები და თქვენ კიდე, დაიჭირესო! :) არადა, ჩვენც გაგვიკვირდა, მაგრამ ჭორის გადამოწმება მაინც ვარჩიეთ რამაზთან, თუმცა ისიც გავარკვიეთ, რომ პოლიციას მართლაც დაუჭერია რამაზ ჩაჩანიძე, მხოლოდ არა ეს რამაზ ჩაჩანიძე, ის სხვა შეიარაღებული დაჯგუფების წევრი რამაზ ჩაჩანიძე ყოფილა და არა მუსიკოსი, ლეგენდარული ჯგუფ “სახეს” და “ფლეშის” წევრი ოდესღაც, დღეს კი კლიპმეიკერი და რეჟისორი. კიდევ კარგი, თორემ გული საერთოდ აგვიცრუვდებოდა ამ ჩვენს შოუ-ბიზნესშიკებზე :) ნიკა ცქიტიშვილს ცოლი მოჰყავსპერსპექტიულ სასიძოდ მონათლული კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილი გასულ წლებში ჭორის დონეზე ბევრჯერ დააოჯახეს, ბოლო ქორწინება მას ირინა ონაშვილთან ჰქონდა, როგორც აღმოჩნდა ეს ყოველივე ტყუილია, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე გახლავთ ის, რომ ნიკამ ინტერნეტის საშუალებით გაიცნო 16 წლის მოცეკვავე სოფო გოგებაშვილი, რომლითაც ძალიან მოიხიბლა და მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. სოფო აბიტურიენია, გამოცდების შემდეგ აღნიშნული წყვილი ჯვარს დაიწერს და როგორც ამბობენ ხოლმე ერთად შეუდგებიან ცხოვრების ჭაპანის ზიდვას, “ვარსკვლავები” ბედნიერებას უსურვებს ნიკას და სოფოს. გიორგი ერგემლიძე მამის კვალს არ მიჰყვებაახალგაზრდა, პერსპექტიული ქართველი მომღერალი, ცნობილი მუსიკოსის ნუგზარ ერგემლიძის შვილი - გიორგი ერგემლიძე აქტიურად განაგრძნობს საკუთარ სტუდიაში მუშაობას და როგორც ჩვენთან საუბარში იგი აცხადებს, ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება, რომლისთვისაც მხოლოდ სამი სიმღერაღა დარჩა ჩასაწერი. გიორგი აცხადებს, რომ ალბომში შესული 11 სიმღერიდან არც ერთი ქართული არ იქნება და თავისთავად ის, მხოლოდ საზღვარგარეთ გატანაზეა გათვლილი, რადგან ნებისმიერი მუსიკოსისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს საზღვრებს გარეთ საკუთარი შემოქმედების გავრცელება მნიშვნელოვანია. წწწ.მყსპაცე.ცომ/გიოერგემლიდზე ეს მომღერლის მისამართია ინტერნეტში, სადაც მისი ახალი ნამუშევრების მოსმენაც შეგეძლებათ. ქეთი მელუამ ბათუმში კონცერტი გამართაბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ ბათუმში, ღია ცის ქვეშ, წვიმის მიუხედავად, საათნახევრიანი კონცერტი გამართა. 2009 წლის ზაფხულის სეზონი აჭარაში გუშინ გაიხსნა. საქველმოქმედო კონცერტისთვის სპეციალურად ჩამოსულმა მომღერალმა ბათუმის ბულვარში ძველ ჰიტებთან ერთად, ახალი სიმღერებიც შეასრულა. კონცერტიდან შემოსული თანხით კიდევ ერთ მრვალშვილიან ოჯახს სახლის გასაღები მომღერლმა კონცერტის დასასრულს თავად გადასცა. მანამდე მელუამ საქველმოქმედო კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 14 ივლისს გამართა. ახალი კლიპი მეუფის ლოცვა-კურთხევითვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახლ-მუზეუმში, პლეხანოვზე ამასწინათ ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, მარი ზაქარიაძის "გიხაროდენ მარიამ" პოეტმა ნანა ცინცაძემ წარადაგინა (სიმღერის ტექსტი სწორედ მას ეკუთვნის), სიმღერის კომპოზიტორი თეა ჯინორიაა, არანჟირება დავით უგრეხელიძეს ეკუთვნის, რეჟისორი კი გია კაიშაურია, ყველაზე ორიგინალური და სასიამოვნო ისაა, რომ ეს კლიპი მეუფე თადეოზის ლოცვა-კურთხევითაა გადაღებული. საღამოს ქართული ხელოვნების ბევრი პოპულარული სახე ესწრებოდა, მათ შორის თეატრალური უნივერსიტეტის კვარტეტი (რომელმაც საკუთარი ნომერიც შეასრულა მუზეუმის პატარა სცენაზე), ვაჟა აზარაშვილი, ნათია ქოროღლიშვილი, დათო არჩვაძე და სხვები. საქართველოში “მის-ჯიუნიუორსაც” ავირჩევთვინ თქვა ზაფხული მკვდარი სეზონია შოუ-საღამოების მოწყობისთვისო? ვინ თქვა თბილისი ამ დროს მიჩუმებულია და ყველაფერი რაც ხდება ზღვისპირეთში ინაცვლებსო? მთლად ასეც არაა საქმე, რადგან თუნდაც აჭარული კურორტები ამ მხრივ, ზაფხულობით ლოგიკურადაა გამორჩეული, - თუმცა დედაქალაქი მაინც დასაწყისია ყველაფერი კარგისა. ზუსტად კიდევ ერთი კარგი დასაწყისის შესახებ უნდა გაცნობოთ, თბილისში სილამაზის კონკურსის “მის-ჯიუნიორის” შესარჩევი ტური გაიმართა, სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო “ფავორიტი” და ნუკრი ჯიოშვილის ფოტო-სტუდიაა, რომლებიც ასევე ხელმძღვანელობენ საქართველოში უკვე პოპულარულ “მის-ბიკინის” კონკურსს. “მის-ჯიუნიორის” გოგონათა დაჯილდოება და მათგან ერთ-ერთის არჩევა ამ ტიტულზე წარსადგენად, 9 აგვისტოს კვარიათში გაიმართება, გამარჯვებული კი შემოდგომაზე ჩეხეთ-უნგრეთში საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება. მანამდე კი, თბილისში ცოტახნის წინ მსურველი გოგონების კასტინგი გაიმართა, დაახლოებით 50 მონაწილისგან ჟიურიმ ქულათა ათბალიანი სისტემით 20-ამდე გოგონა შეარჩია. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე და სიუპრიზების საღამოუკვე მერამდენედ, ქართველი ჟურნალსიტების ნაწილი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” მენეჯერის კობა ბრეგვაძის დაბადების დღეს, რესტორან “სამეფოში” ერთდროულად აღნიშნავენ, რომლის ტრადიციული წამყვანი და კონფერანსიე ტელეკომპანია “მიუზიკ ბოქსის” მუს.რედაქტორი, თბილისში ყველაზე ღვარძლიანი ჟურნალისტის ტიტულის მატარებელი :) ლიზა ვადაჭკორიაა. წლევანდელმა საღამომ წინებზე გაცილებით ლამაზად და მხიარულად ჩაიარა, გათამაშდა უამრავი პრიზი და საჩუქარი, იყო ბევრი ცეკვა და გართობა, ეს ალბათ იმის “ბრალიცაა” რომ ჟურნალისტების გარდა, საღამოს სხვა პოპულარული ადამიანებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ცნობილი ლათინო-მოცეკვავე მაესტრო მორისი, მომღერლები ანრი ჯოხაძე, გვანცა ზაქარეიშვილი, ბორის ბედია და სხვები. იუბილარს, რომლის დაბადების დღე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა უამრავი საჩუქარი მიუძღვნეს, ყველაზე ორიგინალური მათ შორის ალბათ ჩვენი კოლეგის, ამერიაკში მოღვაწე ჟურნალისტის - ნუგზარ რუხაძის ყელიდანვე მოხსნილი, ამერიკული ფერ-ფურის ჰალსტუხი იყო, რომელიც ამ უკანასკნელმა კობა ბრეგვაძეს საკუთარი ხელით დაკიდა :) ბოლოს კი, ყველაფერი ტრადიციული ტორტის შემოტანით, სანთლების ჩაქრობით და ტორტის დაგემოვნებით ლამაზად დასრულდა. “ვარსკვლავები” კიდევ ერთხელ ულოცავს თავის კოლეგას დაბადების დღეს, მხნეობას, ჯანმრთელობას და სულ ასეთ კაი კაცობას უსურვებს :) ქობულეთმა ფოლკლორის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი ჩაამთავრათავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში მსგავსი სახის ფესტივალი რაც მეტი ჩატარდება მით უკეთესი ჩვენი კულტურის პოპულარიზაციისათვის თუნდაც, შიდა ბაზარზე და თუნდაც, უახლოეს სამეზობლოში. აქვე ავღნიშნავდით მასპინძლების ორგანიზებულობას და განსაკუთრებულ მადლობას საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ბადრი ცეცხლაძეს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ბატონ ჯემალ მეგრელიძეს გადავუხდით, ჩვენი უშუალო მასპინძლობისთვისაც. როგორც ჟურნალ ”ვარსკვლავების” მე-2 ნომერში, მე-11 გვერდზე გამოქვეყნებულ (იხილეთ ჟურნალის “პე დე ეფ” ფაილი) ბადრი ცეცხლაძის ინტერვიუში ვკითხულობდით ფესტივალი “ზღვის ჰარმონია” უამრავ სიუპრპიზს პირდებოდა საზოგადოებას, სტუმრებს, ჟურნალისტებს და ვაღიარებთ, რომ ყველაფერმა მაღალ დონეზე ჩაიარა, სცენაზე უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა, საესტრადო, ფოკლორის, ცეკვის და სიმღერის კუთხით უამრავი ახალი აღმოჩენა გაკეთდა, რომელთა შეფასება საკუთარ თავზე პროფესიონალებს ქონდათ აღებული: - ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ “ერისონის” ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე, ნუგზარ კაპანაძე, ომარ მხეიძე და სხვები, ადამიანები რომლებიც 4 დღის განმავლობაში ყურადღებით აფასებდნენ მონაწილეებს მთელი საქართველოდან, სტუმრებს სასომხეთიდან, თურქეთიდან. . . “ზღვის ჰარმონიის” დასკვნითი კონცერტი, დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმის თეატრში ამაღელვებლად, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, რადგან არავინ იცოდა ვინ რომელი ადგილის, პრიზის და საჩუქრის მფლობელი გახდებოდა, თუმცა არც ორგანიზატორებს დაუტოვიათ გულდაწყვეტილი ვინმე და ყველას თავისი წილი პატივი სცეს. “ზღვის ჰარმონია 2009” მომავალ წლამდე დაემშვიდობა ყველას და მომავალ 2010 წელს ისევ, ტრადიციულად დაგეგმა ქართული ტრადიციული ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის საერთაშორისო მე-6 ფესტივალი. “ვარსკვლავები” კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის ჩვენს კოლეგას ჯემალ მეგრელიძეს მასპინძლობისთვის. თიკა ფაცაცია და “მერსედესი”ცნობილია, რომ ავთანდილ ცქვიტინიძემ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა ახალ კოლექციაზე, რომელსაც კიევისთვის ამზადებდა. აღნიშნული კიევური ვოიაჟის სახედ დიზაინერმა თიკა ფაცაცია შეარჩია. ფოტო-სესიაც ჩაატარა და სურათებიც გაუგზავნა კომპანია “მერსედესს”. როგორც გაირკვა სწორედ ამ კომპანიის სარეკლამო ფოტოებისთვის მოამზადა ავთანდილმა ჩვენებაც და ფერებიც “მერსედესის” ფერებში გადაწყვიტა. ნაცრისფერი, წითელი და შავია კოლექციის დომინანტი ფერი და ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. მკაცრი ხაზი და ელეგანტურობა ისევე როგორც ყოველთვის ავთანდილის კიევში წარსადგენ “მერსედესის” კოლექციაშიც შეინიშნება. ნინო ჩხეიძე ახალ ნაბიჯს დგამსქალაქური სიმღერების შემსრულებელი, მომხიბვლელი მომღერალი ნინო ჩხეიძე ზაფხულში თავის თაყვანისმცემლებს ძალიან ბევრ სიურპრიზს პირდება. როგორც მომღერალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ზაფხულში გამოვა მისი რიგით მეხუთე ალმობი, სადაც შესული იქნება თანამედროვე საცეკვაო სიმღერები, რომლებიც ისევ და ისევ ქალაქურ სტილში იქნება გაკეთებული. ამას გარდა მომღერალი ცოცხალ ბენდთან იწყებს მუშაობას და შემოდგომაზე უკვე ნინო ჩხეიძე საკუთარი ბენდის თანხლებით ივლის კონცერტებზე. “ - მეხუთე ალბომის გამოსვლის შემდეგ ჩემი რეპერტუარი მთლიანად იქნებ |